ლენორას

ლენორას
ავტორი: ტერენტი გრანელი


სადღაც ზღვები ღელავდნენ,
სადღაც მხოლოდ ნისლია.
დავიღალე, შენამდე
მოსვლა არ შემიძლია.

გზაში გრიგალს ვუნდები,
მიმაქვს ლექსთა კრებული.
და ოთახში ვბრუნდები
ასე დაფიქრებული.

რესურსები ინტერნეტში edit