ჩემთვის ცეცხლია ასეთი ფიქრი

ჩემთვის ცეცხლია ასეთი ფიქრი
ავტორი: ტერენტი გრანელი


 
ჩემთვის ცეცხლია ასეთი ფიქრი,
ახლა ღრუბელმა დამალა მთვარე.
მატარებელი მიჰქრის და მიჰქრის
და ისევ დიდი თოვლია გარეთ.

ისევ დაჰქრიან ზამთრის ქარები,
ისევ გრძელდება ჩემი წამება.
კვლავ თბილისისკენ მივექანები
და თოვლიანი თეთრი ღამეა.

რესურსები ინტერნეტში edit