1464 წ. IV.5. - წყალობის სიგელი კონსტანტინე მეფისა ვარდია დოლისძისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. ჩუენ, მეფისა კოსტანტინესგან; ღმრთივ-გუირგუინოსანმან, ღმრთივ-აღმართებულმან, ღმრთივ-დამყარებულმან, იესიან-დავითიან-ბაგრატიონისაგან, და თანამეცხედრემან ჩუენმან თამარ, ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერისა, აფხაზთა, ქართუელთა, რანთა, კახთა, სომეხთა მეფემან, შანშე და შარვანშე და ყოვლისა აღმოსავლეთით ვიდრე დასავლეთამდის თუით მტკიცედ მპყრობელმან.

ესე შეწყალებისა ნიშანი და სიგელი გიბოძეთ თქუენ, ჩუენთა მკუიდრთა ყმათა დოლისძეთა ვარდიასა, გოგიასა, მამესწარსა, მიქიასა; შვილთა თქვენთა: მამისასა, მახარებელსა, შვილთა და მომავალთა ყოველთავე, მას ჟამსა, როდეს მოზდეგით კარს ჩუენსა ზედა და სამკუიდროდ მამულსა გუიაჯებდით.

ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი, ჩუენცა მოკითხული ვქენით და გიბოძეთ ჩუენი მკუიდრი სახასო ზუარი, ახალშენს ქუემოთ ნაკედლარი მზღურად გაიტანს, მისი ნახევარი უკლებლად და უცილებლად, და ასისა დღისა მიწა ჩუენი სახასო ხოდაბუნი ვანძათ ბოლოსა, მისი ნახევარი კიდევე - ხრამთა პირსა გაღმა-გამოღმა, მისი ნახევარი ხუდაბუნი; საბათგორის ძირსა ხოდაბუნი, მისი ნახევარი; ღუარას წყაროთ ბოლოს ხოდაბუნი, მისივე ნახეუარი; ზუარის კარსა ნაფუძარი, მისივე ნახეუარი.

ასრე რომე, ასისა დღისა მიწა გაგითავდეს ასრე და ამა პირსა ზედა, რომე ჩუენად სახასოდ გლეხად დაგსუით და დაგასახლეთ. გამოიღებდით წელიწადში ერთსა ულაყსა. არ გეთხოვებოდეს სხუა მის გარეთ. რაცა სხუანი კავთისხეველნი გლეხნი იქმოდენ, ყუელას უკლებლად და უცილობლად და უსაუბროდ იქმოდეთ.

აწ, გქონდეთ და გიბედნიეროს ღმერთმან თქუენ, ჩუენსა ერდგულსა ყმასა დოლისძესა ვარდიასა, და შენს ძმასა გოგიასა, მამესწარსა, მიქიასა და შენსა შვილსა მამისასა და მახარებელსა, შვილთა და მომავალთა თქუენთა ყოველთავე.

თუ ვის ანუ ძუელი სიგელი გქონდეს და ანუ ნიშანი, ჩუენ სიგლითა ამით ყუელა გაგუიცუდებია, თუინიერ მტკიცედ ესე ოდენ არის.

დაიწერა ბრძანება და ნიშანი ქრონიკონსა რნბ, თუესა აპრილსა . მე, ფრიად ცოდვილსა პატრონისა კოსტანტინეს კარისა მდივან-მწიგნობარსა დამიწერია და, ვინცა წაიკითხოთ, ერთპირი შენდობა ბრძანეთ, თქუენსა მიცუალებულთაცა შეუნდნეს ღმერთმან, ამინ, ამინ.


[დამტკიცება]:

  • ვამტკიცებ, კოსტანტინე.
  • ჩუენ, პატრონმან დავით, შეგიწყალეთ, ულაყი ამოგიკუეთეთ და ვენახის ნახევარს დაგპირდით.

საბუთის დათარიღება

edit

საბუთს უზის თარიღი: ქორონიკონი რნბ (152) - 1464 წ. აპრილის ე (5) თუმცა ამ წელს კონსტანტინეს მეფედ მოხსენიება საეჭვოა.

პუბლიკაცია

edit