"მატიანე ქართლისაჲ"
edit
შემდგომად ამისსა, რაჟამს აღესრულა წმიდაჲ მოწამე არჩილ, დაშთეს შვილნი მისნი იოვანე და ჯუანშერ. წარვიდა იოვანე ეგრისად და წარიტანა თანა დედაჲ და ორნი დანი თჳსნი. ხოლო ჯუანშერ და ორნი დანი მისნი დაშთეს ქუეყანასა ქართლისასა და კახეთისასა. არამედ უმრწემესი დაჲ მისი იყო სახითა შუენიერ. და მიესმა სიშუენიერე მისი ხაზართა მეფესა ხაკანს; მოუგზავნა მოციქული და ითხოვა შუშან ცოლად და უქადა შუელად სარკინოზთა ზედა. რაჟამს მოიწია მოციქული ხაკანისი, მიუმცნო ჯუანშერ ძმასა თჳსსა და დედასა. ხოლო მათ არა ინებეს და უთხრეს: „უკეთუ უღონო იქმნეს ყოფაჲ ჩუენი, უმჯობეს არს, რაჲთა შევიდეთ საბერძნეთად და მივმართოთ ქრისტიანეთა, ვიდრეღა არა შეიგინოს შვილი ჩუენი წარმართთა მიერ“. და შუშანცა აგინა ხაზართა მეფესა.
შემდგომად სამისა წლისა მოგზავნა ხაკანმან სპასალარი თჳსი ბლუჩან; გამოვლო გზაჲ ლეკეთისაჲ და შემოვიდა კახეთად; მოადგა ციხესა, რომელსა შინა იყვნეს ჯუანშერ და დაჲ მისი შუშან, და მცირედთა დღეთა წარიღო და ტყუე ყვნა იგინი; შემუსრა ქალაქი ტფილისი, წარტყუენა ქართლი და ყოველი ესე ქუეყანაჲ.
და ვითარ წარემართა გზასა დარიალანისასა, დღესა ერთსა [ჰ]რქუა შუშან ძმასა თჳსსა: „უმჯობეს არს ჩემთჳს სიკუდილი, რაჲთა ღირს მყოს მე უფალმან წმიდათა დედათა თანა, ვიდრეღარა შევიგინო წარმართთა მიერ“. და ჰქონდა მას ბეჭედი, აღმოუგდო მას თუალი და მოწოა იგი; რამეთუ იყო თუალსა მას ქუეშე წამალი სასიკუდინე, და მუნქუესვე მოკუდა.
წარვიდა ბლუჩან ხაკანისა, მიჰგუარა ჯუანშერ და მიუთხრა სიკუდილი დისა მისისა შუშანისი. ხოლო იგი განუწყრა არამიტანებისათჳს გუამისა მისისა, რომლისა წადიერ იყო ხილვად. შეი-პყრეს ბლუჩან და მოაბეს ყელსა საბელი და განზიდვად სცეს ორთა ცხენოსანთა იმიერ და ამიერ, და მოსწყჳდეს თავი მისი ბოროტად. და ვითარ დაჰყო ჯუანშერ წელიწადი შჳდი, განუტევა ნიჭითა დიდითა ხაკანმან და წარმოგზავნა ქუეყანად თჳსად.
ხოლო ამიერითგან იწყო შემცირებად მეფობამან დიდთა მეფეთა ხუასროანთამან. პირველად, უფლებაჲ სარკინოზთაჲ განდიდნა და მიერითგან მიეცა ყოველი ესე ქუეყანაჲ ჟამითი-ჟამად რბევასა და ო ჴრებასა. მეორედ, იქმნა სიმრავლე მთავართაჲ ქუეყანასა ქართლისასა და შეერია ბრძოლაჲ, იქმნეს მტერ ურთიერთას. და უკუეთუ ვინმე გამოჩნდის შვილთა შორის ვახტანგისთა, რომელიმცა ღირს იყო მეფედ, იქმნის შემცირებულ სარკინოზთაგან. რამეთუ დაიპყრეს ქალაქი ტფილისი აგარიანთა, შექმნეს სახლად საყოფელად თჳსად; მიიღებდეს ხარკსა ქუეყანისა ამისგან, რომელსა ჰ[რ]ქჳან ხარაჯა. რამეთუ განგებითა ღმრთისაჲთა, სიმრავლისათჳს ცოდვათა ჩუენთაჲსა განდიდნა ნათესავი აგარიანთაჲ.
ხოლო ამან ჯუანშერ შეირთო ცოლი, ნათესავი ბაგრატონიანთაჲ, ასული ადარნასესი, სახელით ლატავრი, და აბრალა დედამან მისმან მოყვანებაჲ მისი ცოლად: არა თურე კეთილად მეცნიერი იყო, ვითარმედ არიან იგინი ნათესავნი დავით წინასწარმეტყუელისანი, რომელი-იგი ჴორციელად მამად ღმრთისად იწოდა. და ვითარ იხილა ძის ცოლი თჳსი, შეუყუარდა, აკურთხა და დალოცა.
და ვითარ გარდა ჴდეს ამას შინა წელიწადნი მრავალნი, მოვიდა ამირა აგარიანი, რომელი მთავრობდა სომხითს, ქართლს და ჰერეთს, სახელით ხუასრო; ამან აღაშენა ტფილისი ქალაქი, მოო ჴრებული ხაზართაგან.
ხოლო რაჟამს მოუძლურდეს ბერძენნი, გადგა მათგან ერისთავი აფხაზთაჲ, სახელით ლეონ, ძმისწული ლეონ ერისთავისაჲ, რომლისად მიეცა სამკჳდროდ აფხაზეთი. ესე მეორე ლეონ ასულის წული იყო ხაზართა მეფისა, და ძალითა მათითა გაადგა ბერძენთა, დაიპყრა აფხაზეთი და ეგრისი ვიდრე ლიხამდე, სახელ-იდვა მეფე აფხაზთა, რამეთუ მიცვალებულ იყო იოვანე და დაბერებულ იყო ჯუანშერ. და შემდგომად ამისსა ჯუანშერცა მიიცვალა.
არამედ სიცოცხლესავე ჯუანშერისსა იცვალა ადარნასე ბაგრატონიანმან ნასამალი კლარჯეთისა, შავშეთისა, აჭარისა, ნიგალისა, ასისფორისა, არტანისა და ქუემოჲსა ტაოჲსაჲ, და ციხეთაგანცა, რომელნი ჰქონდეს შვილისშვილთა ვახტანგ მეფისათა. და წარვიდა ადარნასე კლარჯეთად და მუნ მოკუდა.
შემდგომად სიკუდილისა ადარნასესისა განადიდა უფალმან მეფობაჲ აშოტ კურაპალატისაჲ: ხოლო ეუფლა ქართლს და საზღვართა მისთა. რამეთუ მათვე ჟამთა შესრულ იყო მასლამა საბერძნეთად, და შეიქცა მოუძლურებული და განწბილებული. მაშინ ბერძენთა მეფემან მოუბოძა კურაპალატობაჲ აშოტს. და მოუძლურებულ იყვნეს სარკინოზნი. და განდიდნა აშოტ კურაპალატი. ხოლო ტფილისს არავინ დარჩა სარკინოზთაგანი თჳნიერ ალი შუაბის ძისა. და გრიგოლი მთავრობდა კახეთს.
მას ჟამსა გამოილაშქრა აშოტ კურაპალატმან, და უშუელა თევდოსი აფხაზთა მეფემან, ძემან მეორისა ლეონისმან, რომელი-იგი სიძე იყო აშოტ კურაპალატისაჲ. მოვიდა გრიგოლ კახეთით, და გრიგოლს უშუელეს მთიულთა და წანართა და ამირამან ტფილელმან. და შეიბნეს ქსანსა ზედა აშოტ და გრიგოლ. გააქციეს გრიგოლ, მთავარი კახეთისაჲ, და დაიპყრეს ქუეყანაჲ, რომელი ჰქონდა ქართლისაგან. და დაიპყრა აშოტ კლარჯეთითგან ვიდრე ქსნამდე.
შემდგომად ამისსა მოვიდა ხალილ იზიდის ძე არაბიელი და დაიპყრა სომხითი, ქართლი და ჰერეთი. და მოკლეს აშოტ კურაპალატი გარდაბანს, ეკლესიასა შინა, და სისხლი მისი, რომელი მაშინ დაითხია, აწცა იხილვების ვითარცა ახალი.
ხოლო კუალადცა ეუფლნეს სარკინოზნი ქართლსა. და ვითარ წარვიდა ხალილ, დაუტევა ამირად ალი შუაბის ძე. მას ჟამსა შეითქუნეს გარდაბანელნი და განაჩინეს ქორეპისკოპოსად დაჩი, ძე იოვანე ქუაბულის ძისაჲ. და შემდგომად ამისსა დასუეს ქორეპისკოპოსად სამოელ დონაური. კუალად მეორედ მოვიდა იგივე ხალილ არაბი. შეებნეს გარდაბანელნი გავაზს. და გააქციეს ხალილ, და მოსწყდა სიმრავლე ფრიადი. კუალად დაჯდა ამირად ტფილისს საჰაკ ისმაელის ძე. ხოლო ხალილ მოვიდა მესამედ და მოკლეს ჯავახეთს. და ძე მისი მოჰამედ მოვიდა ქართლს. მოერთო მას ბაგრატ, ძე აშოტ კურაპალატისაჲ, და მისცა მას ქართლი.
გამოვიდა საჰაკ, ამირა ტფილელი, ლაშქრითა და დადგა რე ჴს, ხოლო მოჰამედ და ბაგრატ წარიღეს უფლისციხე. და მოვიდეს კახნი გარდაბანელნი შუელად საჰაკისა; შეიბნეს რე ჴს და იყო ბრძოლა მათ შორის: არცა იგინი გაიქცეს და არცა იგინი, ვიდრემდის გაიყარნეს. აიყარა მოჰამედ და წარვიდა ბარდავს.
აქა ჟამამდის გარდასრულ იყვნეს წელიწადნი მოჰამედის გამოჩინებითგან, რომელმან სარკინოზთა სჯული დაუდვა, ორას ცხრამეტნი.*
მაშინ მოვიდა ბუღა თურქი, მონაჲ, ბაღდადით, რომელი გამოეგზავნა ამირ-მუმნსა, სპითა დიდითა: შემუსრა ყოველი სომხითი და ტყუე ყვნა ყოველნი მთავარნი მათნი. და მოვიდა და მოადგა ქალაქსა ტფილისსა, რამეთუ არა მორჩილობდა ამირა საჰაკ: მოკლა საჰაკ, შემუსრა ტფილისი, დაწუა ცეცხლითა და მოაო ჴრნა ყოველნი არენი მისნი.
და თევდოსი, მეფე აფხაზთაჲ, გამოვიდა წინააღმდგომად მისა და დადგა კუერცხობს. ხოლო ბუღა, ვითარცა ცნა, წარავლინა ზირაქ, სპასალარი თჳსი, და ბაგრატ, ძე აშოტ კურაპალატისაჲ: შეიბნეს და გააქცივნეს აფხაზნი. და მოსწყდა სიმრავლე ურიცხჳ. და თევდოსი მეფე წარვიდა მეოტი გზასა დვალეთისასა.
კუალად უკუმოქცეულთა დაუდგეს წინა გარდაბანელნი ჯუარისგუერდსა და ავნეს დიდად ლაშქარსა. ვითარ ცნა ბუღა, აღიყარა მუნით და მოვიდა ჭართალეთს და დადგა მუნ შინა; აღიყვანნა მთიულთაგან მძევალნი, კაცი სამასი, და ლამოდა შესლვასა ოვსეთად და შევიდა ცხავატამდის. ხოლო აბულაბაზ, სომეხთა ერისთავმან, და გუარამ, აშოტის ძემან, მიუწერეს მთიულთა, რაჲთა არა შეუშუან. ხოლო მათ გაწირნეს მძევალნი მათნი. უშუელა ღმერთმან, რამეთუ მოვიდა თოვლი, დაუდგეს წინა და შეებნეს. მოსცა ღმერთმან ძლევაჲ, და მოკუდა ურიცხჳ ერი სარკინოზთაჲ; და ცხენმან მათმან ძოვა იელი და დაი ჴოცა ფრიად. ხოლო სიმრავლისაგან ლაშქრისა არა აჩნდა დაკლებაჲ, რამეთუ იყო სიმრავლე მისი ვითარ ასოცი ათასი.
შეიქცა გარე და დაიზამთრა ბარდავს. და შეიპყრა ხუცისა ვინმე ძე, რომელი გამთავრებულ იყო, და შემუსრა გარდაბანი. განაღო კარი დარუბანდისაჲ და გამოიყვანნა ხაზარნი, სახლი სამასი და დასხნა იგინი შანქორს. დარიალანით გამოიყვანნა ოვსნი, ვითარ სახლი ასი და დასხნა იგინი დმანისს, და ენება ზაფხულის შესლვაჲ ოვსეთად. ხოლო ამირ-მუმნმან ვითარ ცნა, ვითარმედ ხაზართა, ტომთა მისთა, ზრახავს, მოუვლინა ბუღას, რაჲთა დაუტეოს ქართლი ჰუმედს, ხალილის ძესა. და წარვიდა ბუღა და ამირობდა ჰუმედ, ხალილის ძე. და გარდაადგინა ამირამან მან ჰუმედ და დაადგინა ისე, შიხის ძე, ნათესავი ჰუმედისივე.
და ქორეპისკოპოსი იყო გაბრიელ* დონაური, ძმაჲ სამოელ ქორეპისკოპოსისაჲ. და წარვიდა ისე და მოვიდა სხუაჲ ამირა, აბრაჰამ. და მოვიდა კუალად* ამირად ხალილის ძე ჰუმედ და უფროჲს ნებიერად დაიპყრა ყოველი ესე ქუეყანაჲ - სომხითი, ქართლი და რანი.
და წარვიდა ხალილის ძე, და დადგა ამირად კაცი, სააკის მონათაგანი, სახელით გაბულოც. ხოლო გუარამ, ძემან აშოტ კურაპალატისამან, შეიპყრა გაბულოც და წარსცა საბერძნეთად, რამეთუ განდიდებულ იყო გაბულოც და დაემორჩილნეს გარდაბანელნი.
და ბრძოდა აშოტ მამის ძმისწულსა მისსა, ძმასა გუარამისსა. ხოლო გუარამს დაეპყრა ჯავახეთი, თრიალეთი, ტაშირი და აბოცი და არტანი. და ჰბრძოდა სარკინოზთა: ზოგჯერ სძლის გუარამ და ზოგჯერ სარკინოზთა. ხოლო გუარამ განუყვნა ქუეყანანი ძმათა თჳსთა - ადარნასეს და ბაგრატს, და აბოცი განუყო ცოლის ძმასა თჳსსა, სომეხთა მეფესა.
მას ჟამსა გამოვიდა გიორგი, აფხაზთა მეფე, ძმაჲ თეოდოსესი და დემეტრესი, ძე ლეონისი; დაიპყრა ქართლი და დაუტევა ერისთავად ჩიხას, ძე დემეტრესი. და ვითარ გარდაიცვალა გიორგი, აფხაზთა მეფე, დარჩა ძე დემეტრესი მცირე, რომელსა ერქუა ბაგრატ, რომელი იცნობების ექსორიაქმნილობით. და ცოლმან გიორგი მეფისამან მოკლა ძე დემეტრესი, ერისთავი ჩიხისაჲ. და ეცრუა იგი ივანე მთავარსა, შავლიანსა, და შთააგდეს ბაგრატ ზღუასა. ხოლო ღმერთმან განარინა იგი და მიიწია ქალაქად კოსტანტინეპოლედ. და მოჰგუარა მეფემან იოვანე ძესა თჳსსა ადარნასეს ცოლი, ასული გუარამ აშოტის ძისაჲ. და მოკუდა იოვანე, მეფე აფხაზთაჲ, და მეფობდა მის წილ ძე მისი ადარნასე. და შეიპყრნა ლიპარიტ ქუეყანანი თრიალეთისანი, აღაგო ციხე კლდეკართა და იპატრონა დავით ბაგრატის ძე.
ხოლო ნასრა, ძე გუარამისი, და გურგენ იყვნეს აფხაზთა კერძ, ხოლო დავით და ლიპარიტ უშუელდეს სომეხთა. და იბრძოდეს სომეხნი და აფხაზნი ქართლსა ზედა. მას ჟამსა მონაზონ იქმნა გუარამ.
და ვითარ მოკუდა კახთა ქორეპისკოპოსი გაბრიელ დონაური, დაჯდა ქორეპისკოპოსად ფადლა არევმანელი, კაცი ბრძენი და საქმის მეცნიერი.
მას ჟამსა, ვითარცა მოიტყუა ნასრა, ძემან გუარამისმან, დავით, ძე ბაგრატისი, მამის ძმისწული მისი, და მოკლა იგი.
ხოლო ნასრას შეუკრბეს მტერად სომეხნი, ლიპარიტ და ქართველნი და აშოტ, ძმაჲ დავითისი, და მათ თანა სარკინოზნი**. და შეებნეს ნასრას და გააქციეს და მიუხუნეს ციხენი. და წარვიდა საბერძნეთს წინაშე ბერძენთა მეფისა.
და მოკუდა გუარამ, ძე აშოტისი, და დამარხეს ოპიზას, მეორედ მისგან აღშენებულსა.
ხოლო ბაგრატ, ძე აფხაზთა მეფისა დემეტრესი, შესრულ იყო საბერძნეთად, კოსტანტინეპოლედ, და მოსცა ბერძენთა მეფემან ლაშქარი და მოგზავნა ზღჳთ და ნავითა შემოვიდა აფხაზეთად და მოკლა ადარნასე, ძე იოვანესი, და დაიპყრა აფხაზეთი. და შეირთო ცოლი მისი ცოლად, ასული გუარამისი; და გამოიყვანა ბაგრატ აფხაზთა მეფემან ნასრა, ცოლის ძმაჲ მისი, საბერძნეთით და მისცა ლაშქარი მისი. ხოლო ნასრა შეიპყრნა სამნი ციხენი სამცხეს: ოძრ ჴე, ჯუარისციხე და ლომსიანთა, გუარამისივე აღშენებული.
მოვიდეს გურგენ და ადარნასე, ძე დავითისი, უშუელეს სომეხთა, შეიბნეს მტკუარსა ზედა; იძლივნეს აფხაზნი, მოკლეს ნასრა და ბაყათარ, მთავარი ოვსი, და ერისთავი აფხაზთაჲ.
ხოლო ფადლა ქორეპისკოპოსი განძლიერდა და დაიმორჩილნა გარდაბანელნი, და შემდგომად მისსა დაჯდა კჳრიკე ქორეპისკოპოსად; და იპყრობდეს ქართლს აზნაურნი.
მას ჟამსა გამოვიდა კოსტანტი, აფხაზთა მეფე, დაიპყრა ქართლი, და ემტერა სომეხ-თა მეფე სუმბატ ტიეზერაკალი; გამოილაშქრა სპითა დიდითა და მოადგა უფლისციხესა, და მოიღეს პალან-კურდანი, აღმოაგეს ზემო კერძო და წარიღეს ციხე ჴერ ჴითა. ხოლო კეთილად იმზახნეს სუმბატ და კოსტანტი, და უკუ-მოსცა უფლისციხე და ყოველი ქართლი.
ხოლო ამისსა შემდგომად მოვიდა ამირა აგარიანი, სახელით აბულ-კასიმ, ძე აბუსაჯისი, რომელი გამოეგზავნა ამირ-მუმნსა სპითა დიდითა და ურიცხჳთა, რომელთა არა იტევდა ქუეყანაჲ. რამეთუ მოვიდა პირველად სომხითს და მოსრა ყოველი სომხითი, სივნეთი, ვაეძორი და ასფურაგანი. და სუმბატ, სომეხთა მეფემან, ვერ დაიდგნა ზარისა მისისაგან და წარმოვიდა მუნით მეოტობით და მიმართა მთათა აფხაზეთისათა და მუნ იყოფოდა.
და მოვიდა აბუ-საჯის ძე** ტფილისს, და მას ჟამსა ამირა იყო ჯაფარ, ძე ალისი. მოვიდა და მოადგა უჯარმოს. შიგა დგა სამასი კაცი, და ჰბრძოდეს მრავალთა დღეთა. და ვითარ იხილეს, რამეთუ ვერ დაუდგმიდეს, დააგდეს ღამე და გარდაიხუეწნეს: რომელნიმე წარვიდეს და რომელთამე ეწივნეს და და ჴოცნეს. ვითარცა ცნეს ბოჭორმელთა ციხოვანთა წაღებაჲ უჯარმისაჲ, დააგდეს ციხე და გარდაიხუეწნეს. რაჟამს მოვიდეს, პოვეს იგი უკაცური და თქუეს: „რომელი ბაკი იყო, მუნ შინა ფიცხლად შეგუებნეს, და რომელი ციხე არს, იგი უკაცურად დაუგდიათ“. აღიღეს ბოჭორმა და დაიჭირეს ციხედვე და უჯარმის ზღუდენი დაარღჳვნეს.
ხოლო კჳრიკე ქორეპისკოპოსმან ვითარ იხილა, რომელ არა იყო ღონე მისი, მიენდო ფიცითა, მივიდა და ნახა; და ჰკითხა მან: „ვინ გაწჳა აქა მოსლვაჲ?“ და უთხრა: „მაწჳა დედამან ჩემმან“. და თქუა: „არა ვატკინო გული ერთისა შემხედვარსა“. და შეუყუარდა სიკეთისა მისისათჳს და განუტევა, გარნა ბოჭორმა თჳთ დაიჭირა.
შემდგომად ამისა შემოვიდა ქართლად და მოაო ჴრა ქართლი; და ვიდრე იგი შემოვიდოდა, მოარღჳვნეს ზღუდენი უფლისციხისანი, რომელ არა დაიმჭირონ. შევიდა მუნით სამ-ცხეს და მოაო ჴრა სამცხე და ჯავახეთი, მოადგა ციხესა თმოგჳსასა. და ვითარ იხილა სიმტკიცე მისი და სიმაგრე, აიყარა მუნით, მოვიდა ყუელს, მოადგა გარე და უწყო ბრძოლად.
იყო მუნ შინა ჭაბუკი ერთი, სახელით გობრონ; ებრძოდა შიგნით გამოღმართ ყოველთა დღეთა მოყუასთა თჳსთა თანა. და ვითარ წარიღეს ციხე იგი, შეიპყრეს წმიდაჲ გობრონ და აწამეს, რომლისა წამებაჲ მისი ვრცელად აღწერა წმიდამან მამამან ჩუენმან სტეფანე მტბევარ ეპისკოპოსმან.
აღიყარა მუნით და წარვიდა დვინად ქალაქად. მოვიდეს და უთხრეს, ვითარმედ სუმბატ მეფე შევიდა ციხესა კაპოეტისასა; მსწრაფლ აღიყარა და მიუმცნო ლაშქარსა თჳსსა, რაჲთა ყოველი კაცი, რომელი პოვონ ცოცხალი, გამოიყვანონ მის წინაშე. მოვიდა და მოადგა ციხესა კაპოეტისასა; და ციხოვანთა დედა-წული რომელი პოვა გარეგნით, დაიპყრა ჴელთა. ამისთჳს გამოსცეს ციხე და შეიპყრეს სუმბატ; წარიყვანა დვინს, ჩამოჰკიდა ძელსა და მოკუდა.
შემდგომად ამისა, ვითარ გარდა ჴდეს წელნი რაოდენნიმე და მოეშენა ქუეყანაჲ, მაშინ უ ჴმო კჳრიკე ქორეპისკოპოსმან კოსტანტი აფხაზთა მეფესა. ჩავიდეს ჰერეთად და მოადგეს ციხესა ვეჟინისასა. აფხაზთა მეფე მოადგა ზედაჲთ კერძო, კჳრიკე - ქუემოჲთ. და ვითარ მისწურეს წაღებად, მაშინ ადარნასე პატრიკი მოვიდა, პარასკევის ჯუარსა მიუპყრა ზავის პირი, მოსცა აფხაზთა მეფესა არიში, გავაზნი, და კჳრიკეს - ორჭობი. ვითარ დაიზავნეს და შემოიქცეს, მოვიდა კოსტანტი, აფხაზთა მეფე, ილოცა ალავერდს წმიდის[ა] გიორგის წინაშე და შემოსა ხატი მისი ოქროჲთა. ხოლო ლაშქარი მისი უმრავლესი წარავლინა გზასა გარესა და ფრიად პატივ-სცა კჳრიკე ქორეპისკოპოსმან და წარვიდა* ქუეყანად თჳსად.
შემდგომად მცირედთა დღეთა გარდაიცვალა კოსტანტი, აფხაზთა მეფე, და იშლებოდა ქუეყანაჲ აფხაზეთისაჲ ჟამ რაოდენმე. რამეთუ ესხნეს ძენი ორნი კოსტანტი მეფესა: ერთი უხუცესი და მეორე, რომელი უშვა მეორემან ცოლმან, - უმრწემესი. უხუცესსა ერქუა გიორგი, უმრწემესსა - ბაგრატ. და იყო მათ შორის ბრძოლაჲ ფიცხელი, რომელი თჳთოეულად ჰპოვო „ცხოვრებასა მათსა“.
ხოლო ესე ბაგრატ სიძე იყო გურგენ ერისთავთერისთავისა; უშუელდა გურგენ ყოვ-ლითა ძალითა მისითა. ვიდრე არა მიიცვალა ბაგრატ, არა იყო მშჳდობაჲ. და შემდგომად სიკუდილისა მისისა მიიღო სრულებით მეფობაჲ აფხაზთაჲ გიორგი მეფემან. იყო იგი სრული ყოვლითა სიკეთითა, სიმ ჴნითა და ახოვნებითა; ღმრთისმოყუარე იყო, უმეტეს ყოველთა მაშენებელი ეკლესიათაჲ, მოწყალე გლახაკთაჲ, უხჳ და მდაბალი და ყოვლითა კეთილითა და სათნოებითა სრული. ამან განაგნა და განაწყვნა ყოველნი საქმენი მამულსა და სამეფოსა მისსა: აღაშენა საყდარი ჭყონდიდისაჲ, შექმნა საეპისკოპოსოდ და განაშუენა იგი ნაწილთა სიმრავლითა წმიდათა მარტჳლთაჲთა.
მას ჟამსა გარდაიცვალა კჳრიკე ქორეპისკოპოსი, და დაჯდა ქორეპისკოპოსად ფადლა, ძე კჳრიკესი. ამან აღაგო ციხე ლოწობანთა. ამასვე ჟამსა მოვიდეს სარკინოზნი, რომელთა უჴმობდეს საჯობით, და მოტყუენეს კახეთი და დაწუეს ჯუარი და მცხეთა და შეიქცეს. და წარვიდეს და წარიტანეს თანა ჯუარი პატიოსანი დაჭრილი. და შეედვა სნებაჲ მუცლისაჲ და გულისხმა-ყვეს, რომელ ჯუარისაგან ევნებოდა. შეკრიბნეს ნაწილნი და წარმოსცნეს ჯუარსა. ჩაკრიბნეს ბუდესა შინა და აღმართნეს ადგილსავე თჳსსა.
და ჰერეთსავე მეფობამდე იშხანიკისსა პირველნი ყოველნი იყვნეს მწვალებელნი. ხოლო იშხანიკ დისწული იყო გურგენ ერისთავთერისთავისა, და დედამან მისმან მოაქცივნა მართლმადიდებელად, დინარ დედოფალმან. და სალართა დაეპყრა მაშინ ბარდავი და ადარბადაგანი.
ხოლო გიორგი, აფხაზთა მეფემან, მისცა ქართლი ძესა თჳსსა უხუცესსა კოსტანტის.
და ვითარ დაყო სამი წელიწადი, იწყო მტერობად მამისა თჳისისა უხუცესსა და ძებნად მეფობისა. და ვითარ გამოცხადნა საქმე მისი, შეუდგა იგი უფლისციხეს და შეუდგეს თანა ტბელნი და სხუანი მრავალნი აზნაურნი.
ხოლო გიორგი მეფემან, ვითარ დაიდასტურა განდგომაჲ ძისა თჳსისაჲ, და გამოილაშქრა ყოვლითა ძალითა თჳსითა და მოიყვანნა ტაოელნი მეფენი და ფადლა ქორეპისკოპოსი და მოადგეს უფლისციხეს. და ჰბრძოდეს მრავალთა დღეთა და ვერარას ავნებდეს ციხესა, რომელ მრავლად დგეს შიგნით. ზოგსა დღესა შეიბნიან ცხენითა და ზოგსა დღესა - ქუეითნი.
მაშინ გიორგი მეფემან აბირნა აზნაურნი საზუერელნი ესრე სახედ: „გამოვედ, ჩუენ წარგიყვანოთ აფხაზეთად, შენ დაჯედ მეფედ და მამაჲ შენი დარჩეს გარეგნით“. ხოლო მან დაიჯერა და მიენდო, გარნა აზნაურნი იგი, რომელნი უდგეს თანა, უშლიდეს საქმესა ამას, და მან არა ისმინა მათი. გამოვიდა ღამე ტივითა მტკუარსა, და ვითარ განეწურა პირსა მტკურისასა, ვერღარა დაითმინეს და მიეტევნეს შეპყრობად. და ვითარ იგრძნა ზაკულებაჲ მათი, შეაქცივნა ტივნი გარე, რაჲთამცა შევიდა ციხესავე. ვერღარა დაიმორჩილნეს ტივნი და ჩა ჴდეს ადგილსა, სადა ტივნი დადგებოდეს. შეიქმნა ჴმაჲ, გამოვიდა მეფე და ყოველი ლაშქარი; დაიცვეს ციხე გარეშემო. და რაჟამს განთენა, იწყეს ძებნად. ხოლო იგი გამოსრულ იყო წყლით და შესრულ იყო ნაპრალსა კლდისასა და მუნ დამალულ იყო. პოვა იგი კაცმან ვინმე უნდომან, შეიპყრეს და მოჰგუარეს მეფესა, და მეფემან გააპატიჟა ბოროტად: პირველად თუალნი დასწუნეს და მერმე გამოყუერეს, და მოკუდა. ხოლო აზნაურნი, რომელნი დგეს ციხესა შინა, მინდობით გამოიყვანნა, და ტბელნი განუტევნა მშჳდობით და გაგზავნნა იგინი ასფურაგანს.
გარდაიცვალა ფადლა ქორეპისკოპოსი და დაჯდა კჳრიკე ქორეპისკოპოსად. ამისა შემდგომად გადგეს აზნაურნი გარდაბანელნი, იწყეს ზრახვად გიორგი მეფისა. გამოილაშქრა გიორგი მეფემან, ჩავიდა კახეთად, მოსწუა და ასწყჳდა და წარვიდა თჳსადვე ქუეყანად. კუალად დადგა ატენს. და ძე მისი ლეონ იყო ერისთავად ქართლისა. და აწჳა ყოველი ლაშქარი კუალად შთასლვად კახეთად. ვითარ ცნა კჳრიკე, რამეთუ ვერ დაუდგებოდა, მოვიდა მათ წინაშე. და კუალად ენება გაპარვაჲ ზაკჳთ, შეიპყრა ჴელთა და წარვიდა კახეთად, რაჲთამცა დედა-წული მისი აკრიბა ჴელთა. და იგინი გარდაეხუეწნეს, რამეთუ აცნობეს აზნაურთა ქართველთა.
მოერთო შურტა, ძმაჲ კჳრიკე ქორეპისკოპოსისაჲ, გიორგი მეფესა, და მოუტანა თანა ციხე მისი უჯარმო; და ეუფლნეს სხუათაცა ციხეთა კახეთისათა თჳნიერ სამთა ციხეთა: ნახჭევანისა, ბოჭორმისა და ლოწობანთა.
ლოწობანნი ჰქონდეს ივანე არშის ძესა და გამაგრდა შიგან, გაწირა პატრონი. აუგეს შურის-ციხე და დააყენნეს შიგან ლაშქარნი. და ციხე მარანისაჲ ჰქონდა მაშინ ხახუასა, არშის ძესავე, ძმასა ივანესსა; ლამოდა მსგავსად ძმისა თჳსისა მკლავითა დამჭირვასა.მივიდა მეფე, უბრძანა შებმაჲ ლაშქართა. ხოლო მათ წარიღეს ჴერჴითა და ხახუა მოიყვანეს შეპყრობილი წინაშე მეფისა, და მეფემან წარსცა პყრობილად ჯიქეთს.
ციხე ნახჭევანისაჲ ჰქონდა ფადლას, ძესა კჳრიკესსა. იგიცა გამაგრდა შიგან. ვითარ იხილა კჳრიკე ქორეპისკოპოსმან, რამეთუ არღარა იყო ღონე მისი, ითხოვა სიმტკიცე ცოცხლებით გაგზავნისაჲ და დაულოცა კახეთი გიორგი მეფესა. ხოლო ლეონ, ძე მეფისაჲ, არა ჰლამობდა განტევებასა კჳრიკესსა, რამეთუ არცა პირველ შეპყრობასა იყო ნებაჲ მისი, გარნა არა უსმინა მამამან მისმან. და კჳრიკე ესე პირი ითხოვა, რაჲთა მას ზამთარსა არა აღიღონ ციხე ბოჭორმა. და შემდგომად აღვსებისა წარვიდეს და ნება სცეს. ამისთჳს აღიღეს ციხე ნახჭევანისაჲ და შვილი ერთი უმრწემესი, დავით, - მძევლად და განუტევეს დღესა ლამპრობასა.
წარვიდა მეფე აფხაზეთად, და შევიდა კჳრიკე ბოჭორმას; ეკაზმოდა და ლამოდა შემდგომად აღვსებისა წარსლვასა. მაშინ შეეზრახნეს აზნაურნი ქართველნი და მათ თანა კახნი: გოდერძი მგდეური, მამა ყანჩაელი, დაჩი კორინთელი, დაჩი და ივანე სხჳლოსელნი, სარა და გრიგოლ, ძმანი ფხუენელნი, და მათ თანა ორმოცდაათი აზნაური სხუაჲ, და მიერთნეს კჳრიკეს. დაუწყეს ბრძოლად ციხეთა, და [შემდგომად] მცირედთა დღეთა წარი-ხუნეს ციხენი ყოველნი, დაარღჳვნეს შურის-ციხე და ლოწობანთა, და კუალად ეუფლა კჳრიკე მამულსა თჳსსა.
მოვიდეს და უთხრეს გიორგი მეფესა წაღებაჲ კახეთისაჲ. დაუმძიმდა დიდად და აბრალა ყოველთა, ვინცა-ვინ აწჳა გაშუებაჲ კჳრიკე ქორეპისკოპოსისაჲ. და ვითარ ამას შინა გარდა ჴდა ზამთარი, კუალად გაგზავნა ლაშქარი თჳსი და ძე მისი ლეონ უჩინა წინამძღურად. და მივიდა და მოწუა კახეთი, და მასვე ლაშქრობასა შინა მოართუეს ამბავი - მიცვალებაჲ დიდისა და ღმრთისმოყუარისა გიორგი მეფისაჲ. მაშინ მოუწოდა ლეონ კჳრიკე ქორეპისკოპოსსა; და შეკრბეს ბაზალეთს, ტბისა პირსა, თჳთო ცხენოსნითა, და იუბნეს დღე ერთი, ვიდრემდის განუცხადა მიცვალებაჲ მამისა თჳსისაჲ. და აჰკიდა სიყუარული, და უქადა ძისა მისისა სიძობაჲ. და ვითარცა ესმა ესე კჳრიკეს, გარდა ჴდა ცხენისაგან და თაყუანისცემითა მისცა მადლი და განიხარა ზავი და სიყუარული, და უფროჲს პირი მზახობისაჲ.
შეიქცა ლეონ და ეუფლა მამულსა და სამეფოსა თჳსსა, რამეთუ მაშინვე შთავიდა აფხაზეთად. და განადიდა უფალმან ღმერთმან მეფობაჲ მისი მსგავსად მამისა მისისა. იყო იგიცა ღმრთისმოყუარე და სავსე ყოვლითა კეთილითა. ამან აღაშენა ეკლესიაჲ მოქჳსაჲ და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ, აკურთხა და განასრულა ყოვლითა განგებითა. და ვითარ ეუფლა მამულსა თჳსსა, აღუსრულა აღთქმაჲ თჳსი კჳრიკე ქორეპისკოპოსსა, და მისცა ასული თჳსი ცოლად ძესა მისსა. და შემდგომად მცირედისა მოკუდა ასული ლეონისი.
კუალად იწყო მტერობად კჳრიკესა და ძებნად კახეთისა; გაილაშქრა სპითა დიდითა, ჩადგა არაგჳს პირსა, ასწყჳდა მუხნარი, ხერკი და ბაზალეთი, და მასვე ლაშქრობასა დასნეულდა, შეიქცა გარე და მოკუდა.
შემდგომად მისსა დაჯდა დემეტრე მეფედ, ძმაჲ ლეონისი, და ეუფლა ქართლსა. და ვითარ მოიწყო სამეფოჲ თჳსი, გარდა ჴდეს ამას შინა ჟამნი. და იყო ძმაჲ მისი თეოდოსი საბერძნეთს, უჴმეს კაცთა ვიეთმე ამის ქუეყანისათა, რაჲთა გამოვიდეს ძმასა თჳსსა ზედა. რამეთუ სიცოცხლესავე დიდისა გიორგი აფხაზთა მეფისასა გაეგზავნეს ორნი შვილნი საბერძნეთს, თეოდოსი და ბაგრატ, რაჲთა მუნ იზრდებოდიან, ამისთჳს რაჲთა შემდგომად სიკუდილისა მისისა არა იყოს მათ შორის ბრძოლაჲ და ჴდომაჲ.
გამოვიდა თეოდოსი საბერძნეთით, მოვიდა სამცხეს და დადგა მარგის მერეს, უ ჴმობდა მესხთა აზნაურთა, იკრებდა ლაშქართა და ლამოდა მკლავითა თჳსითა აღებასა მამულისა თჳსისასა. ხოლო დემეტრე მეფემან წარავლინა ლაშქარი თჳსი, დაესხნეს უგრძნეულად და გააქციეს თეოდოსი. წარვიდა ქართლს და მიმართა ადარნასეს, ძამელსა მთავარსა, შეიყვანეს იგი ძამის ციხესა და მუნით გამოღმართ ეძიებდა საქმესა თჳსსა.
მაშინ დემეტრე მეფემან მიგზავნა ლაშქარი თჳსი, მოადგეს ციხესა ძამისასა და ჰბრძოდეს სამ თუე ოდენ. და ციხით გამოღმართ ევნებოდეს ფრიად. და ვითარცა მისჭირდა ციხოვანთა, ითხოვეს ფიცი და სიმტკიცე, რაჲთა განუტეონ თეოდოსი და წარვიდეს მშჳდობით. და მათ მიინდვეს იგი და გაგზავნეს მშჳდობით, წარვიდა წინაშე დავით კურაპალატისა და მუნ დაყო წელიწადი ერთი.
და კუალად წარმოვიდა ტაოჲთ და მოვიდა კახეთად. მაშინ მოუგზავნა მოციქული დემეტრე მეფემან თეოდოსის და კჳრიკე ქორეპისკოპოსსა და ჰრქუა: „რადგან მოვიდა ძმაჲ ჩემი საბერძნეთით, არა დაილევის ჩუენ შორის ბრძოლაჲ სიტყჳთა კაცთაჲთა. აწ შუამდგომელობითა შენითა მომანდევ ძმაჲ ჩემი, და ვიყვნეთ ორნივე სწორად უფალ მამულსა ჩუენსა, ვითარცა ვიყვენით უწინარეს მე და ლეონ, და აღიღე ჩემგან სიმტკიცე და შუამდგომელნი, და შენგან დიდად დავიმადლო საქმე ესე“. ვითარ ცნა კჳრიკე ქორეპისკოპოსმან სიტყუაჲ დემეტრე მეფისაჲ, მოიყვანა თეოდოსი და აწჳა მინდობაჲ მისი და ეტყოდა: „მე ვიყო მეძიებელი სისხლისა შენისაჲ“. და თეოდოსი მიანდო ძმასა თჳსსა და გაგზავნა.
მაშინ წარიყვანეს იგი ფიცითა და სიმტკიცითა, რომლითა ეფუცნეს წინაშე სუეტსა ცხოველსა კათალიკოსი, მღდელთმოძღუარნი და დიდებულნი ყოველნი. და ვითარ მოვიდა თეოდოსი წინაშე ძმისა თჳსისა, დაყვნა დღენი მცირედნი. ხოლო დემეტრე მეფემან დაივიწყა შუამდგომლობაჲ ღმრთისა და კაცთაჲ, და შემართა ფიცთა გატეხაჲ: შეიპყრა თეოდოსი და დასწუნა თუალნი. და ვითარ იხილეს ესე მყოფთა მამულისა მისისათა, ძიება ყვეს ძმისა მათისა, რომელსა ერქუა ჩალა-მეფე, და ვერ შეუძლეს ამისი ქმნაჲ, რამეთუ დემეტრე მეფე იყო მჴნე და ახოვანი. და რაჟამს აღესრულა დემეტრე მეფე, იხილეს ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისათა, რომელ არღარა დარჩა მკჳდრი აფხაზეთსა და ქართლსა, გამოიყვანეს თეოდოსი და დასუეს მეფედ.
მაშინ მოვიდეს კახნი და მოადგეს უფლისციხესა. და იყო მათ ჟამთა ერისთავი ქართლისა ივანე მარუშის ძე, კაცი ძლიერი და ერმრავალი. ამან წარავლინა მოციქული წინაშე დავით კურაპალატისა; აწჳა, რაჲთა გამოილაშქროს ძალითა მისითა, აღიღოს ქართლი: ანუ დაიმჭიროს თჳთ, ანუ უბოძოს ბაგრატს, ძესა გურგენისსა, ასულის წულსა გიორგი აფხაზთა მეფისასა, რომელსა ეყოდა დედულად აფხაზეთი და ქართლი. ესევე ივანე მარუშის ძე ეძებდა ბაგრატს მეფედ. და ვითარცა მოისმინა დავით კურაპალატმან სიტყუაჲ ივანე მარუშის ძისაჲ, წარმოემართა ძალითა თჳსითა ყოვლითა და მოვიდა ქართლად. და რაჟამს ცნეს მოსლვაჲ მისი კახთა, წარვიდეს ვითარცა მეოტნი და დაუტევეს ქართლი.
მოვიდა დავით კურაპალატი, ჩამოდგა ქვა ჴურელთა. მოეგება წინა ქართლის ერისთავი ივანე მარუშის ძე, აღიღო მისგან უფლისციხე და მიუბოძა ბაგრატს და მამასა მისსა გურგენს, რამეთუ არა ესუა შვილი დავით კურაპალატსა, და ბაგრატ, ძე გურგენისი, გაეზარდა შვილად თჳსად.
ესე დავით კურაპალატი უმეტეს განდიდნა ყოველთა მეფეთა ტაოჲსთა, რამეთუ იყო პირველად ღმრთისმოყუარე და გლახაკთმოწყალე, მდაბალი, მშჳდი და ძჳრუ ჴსენებელი, ეკლესიათა მაშენებელი, ტკბილი, უხჳ, კაცთმოყუარე და ფიჩოსანთმოყუარე, ყოველთათჳს კეთილისმყოფელი და სავსე ყოვლითა კეთილითა. ამან აღაშენა მონასტერი და საყდარი ღმრთისაჲ - წმიდა ეკლესია ხახულისა.
და ვითარ შეიქცა მუნით გარე, დაუტევნა უფლისციხეს გურგენ და ძე მისი ბაგრატ. მას ჟამსა იყო ბაგრატ ჯერეთ ასაკითა თჳსითა უსრულ, ამისთჳს თანაგანმგებელად დაუტევა მამაჲ მისი გურგენ. შემოკრიბნა ქართველნი აზნაურნი და უბრძანა: „ესე არს მკჳდრი ტაოჲსი, ქართლისა და აფხაზეთისაჲ შვილი და გაზრდილი ჩემი, და მე ვარ მოურავი ამისი და თანაშემწე. ამას დაემორჩილენით ყოველნი“ და დაყვნა დღენი მცირედნი და წარვიდა ტაოს
ვითარ წარჴდეს ამას შინა ჟამნი რაოდენნიმე, იწყეს კუალად მედგრობად ზაკულებით, ვითარცა არს ჩუეულებაჲ ქართლისა აზნაურთაჲ: შეეუბნეს ნაქურდეველთა და საბოტარელთა და მოიყვანნეს ლაშქარნი კახეთით და გასცეს უფლისციხე, და შეიპყრეს გურგენ და ძე მისი ბაგრატ და დედოფალი გუარანდუხტ, წარიყვანეს კახეთად.
რაჟამს ცნა ესე დავით კურაპალატმან, დაუმძიმდა ფრიად, გამოილაშქრა ყოვლითა ძალითა მისითა, მოვიდა თრიალეთს შთასლვად კახეთად. და რაჟამს ცნეს კახთა, მოუგზავნეს მოციქული და მოუპყრეს პირი ზავისაჲ: განუტევნეს გურგენ და ბაგრატ და დედოფა-ლი გუარანდუხტ, და შეუქციეს ქართლი და უფლისციხე, ხოლო წირქუალის ციხე და გრუი თჳთ დაიჭირეს. მას ჟამსა ეპყრა უფლისციხე და ქართლი გუარანდუხტ დედოფალსა. ესე გუარანდუხტ დედოფალი ასული იყო გიორგი აფხაზთა მეფისაჲ და დედაჲ ბაგრატისი.
და ვითარ გარდა ჴდა ამას შინა წელიწადი სამი, და მეფობდა აფხაზეთს თეოდოსი მწუხარე. განირყუნა ქუეყანაჲ იგი და შეიცვალა ყოველი წესი და განგებაჲ, პირველთა მეფეთაგან განწესებული. იხილეს რაჲ წარჩინებულთა მის ქუეყანისათა, იყვნეს ყოველნი ერთობით მწუხარებასა შინა დიდსა.
ამანვე ივანე მარუშის ძემან ინება, რაჲთა მოიყვანოს ბაგრატ მეფედ აფხაზეთისა. და მის თანა ყოველთა დიდებულთა, ერისთავთა და აზნაურთა აფხაზეთისა და ქართლისათა გამოითხოვეს ბაგრატ მეფედ დავით კურაპალატისაგან. ხოლო მან დიდითა იძულებითა ძნელად აღასრულა სათხოველი მათი. ვითარცა ვთქუ პირველად, უშვილო იყო დავით კურაპალატი და ბაგრატ გაეზარდა შვილად, მპყრობელად ორისავე კერძოჲსა ტაოჲსა. გარნა რაჟამს უმკჳდრო ქმნილ იყო ქუეყანაჲ ქართლისა და აფხაზეთისაჲ, მოსცა მათ სიმტკიცითა და მძევლითა.
შთაიყვანეს იგი აფხაზეთს, დალოცეს მეფედ და დაემორჩილნეს ყოველნი ბრძანებასა მისსა, რამეთუ განსრულებულ იყო ჰასაკითა. და ვითარ გარდა ჴდა ამას შინა წელიწადი ორი, იწყო განგებად და საურავად და განმართებად ყოველსა საქმესა მსგავსად პაპისა მისისა, დიდისა გიორგი მეფისა, გინა თუ უმეტესადრე ვთქუა, რამეთუ ყოვლითურთ მიემსგავსებოდა ქცევასა გამზრდელისა თჳსისასა, დიდისა მეფისა დავით კურაპალატისასა, და იხილვებოდა მის თანა ყოველი საქმე კეთილისა. გამოგზავნა თეოდოსი მეფე, დედის ძმაჲ მისი, ტაოს, წინაშე დავით კურაპალატისა, რამეთუ ესე საქმე გამონახა უმჯობესად, რაჲთა ყოველთა კაცთა, დიდთა და მცირეთა, სასოებაჲ კეთილისა, გინა შიში უწესოებისათჳს მისა მიმართ აქუნდეს.
შემდგომად ამისსა გარდამოვიდა ქართლს, რაჲთა განაგნეს საქმენი დაშლილნი ქართლისანი. მოვიდა და დადგა თიღუას. ხოლო მას ჟამსა აზნაურთა ქართლისათა რომელთამე არა ენება გარდამოსლვაჲ მისი, რამეთუ თითოეულად განაგებდეს საქმეთა ქართლისათა, დაღაცათუ იყვნეს მორჩილებასა შინა გურანდუხტისასა.
იწინამძღურეს ქავთარ ტბელი, მოეგებნეს ბრძოლად და დაუდგეს თავსა ზედა მოღრისასა. იხილა რაჲ ბაგრატ აფხაზთა მეფემან, აღუზახნა სპათა თჳსთა, მივიდეს და შეებნეს. იოტნეს ქართველნი: რომელნიმე და ჴოცნეს, რომელნიმე დაიპყრნეს და სხუანი კუალად მეოტნი გარდაიხუეწნეს და დაიფანჩნეს. მოვიდა უფლისციხეს, აღიღო ციხე დედისაგან თჳსისა, დაყვნა დღენი რაოდენნიმე და განაგნა მცირედ საქმენი ქართლისანი; წარიყვანა დედაჲ თჳსი და წარვიდა ქუეყანად აფხაზეთისა. და ვითარცა ჴელოვანმან მენავეთმოძღუარმან განაგო ყოველი საქმე აფხაზეთისაჲ, რამეთუ მცირედ ამხილის ყოველთა, ვინ უკუე პოვის ურჩი, და მისსა ადგილსა განადიდის ერთგული და მისანდობელი თჳსი.
და ამას შინა გარდა ჴდეს წელიწადნი რაოდენნიმე. იყო მას ჟამსა ერისთავად კლდეკართა რატი, და ჰქონდა ციხე ატენისა და ქართლისაგან მტკუარსა სამხრით კერძო ყოველი, თრიალეთი, მანგლის- ჴევი და სკჳრეთი არა მორჩილობდა კეთილად ბაგრატ მეფესა.
შეკრიბა უცნაურად სპაჲ თჳსი ყოველი ბაგრატ მეფემან და გამოვიდა ქართლს: ენება შეპყრობაჲ რატი ერისთავისაჲ. მაშინ უკუე აუწყეს მსწრაფლ დავით კურაპალატსა და უთხრეს ესრე სახედ: „არასადა წარვალს სხუაგან, არამედ განმზადებულ არს სიკუდი-ლად შენდა“.
და შეკაზმულ იყო გურგენ, მამაჲ ბაგრატისი, მისლვად შვილისა თჳსისა თანა. ხოლო დავით კურაპალატი წარმოვიდა მსწრაფლ, მოუწოდა ლაშქარსა თჳსსა და უ ჴმო ყოველთა მეფეთა სომხითისათა. და მაშინ ჯერეთ ცოცხალ იყო პაპაჲ ბაგრატისი, ბაგრატ ქართველთა მეფე; იგიცა მოვიდა დავით კურაპალატისა წინაშე, რამეთუ ეშინოდა ძისა თჳსისა გურგენისგან წაღებასა მეფობისასა. მოვიდეს და დადგეს დლივს სპითა დიდითა, რომელთაჲ არა იყო რიცხჳ, და გაგზავნნა ლაშქარნი გურგენს ზედა. მიეგებნეს წინა გურგენს, და შეიბნეს გარდათხრილთა, თავსა შავშეთისასა; გააქციეს გურგენ, და შთაიხუეწა მეოტი და შევიდა ციხესა წეფთისასა.
მას ჟამსა მოსრულ იყო ბაგრატ თრიალეთს; დადგა კარუშეთს. გაგზავნა მოციქული, განახნა ლაშქარნი და იხილა, რომელ ძალითა არა ეგებოდა წინააღდგომაჲ დავით კურაპა-ლატისაჲ. მაშინ დაუტევნა სპანი თჳსნი ადგილსა ზედა და თჳთ მარტო მივიდა წინაშე მისსა; ითხოვა შენდობაჲ და აუწყა, ვითარმედ: „სხჳსა არა რომლისათჳს მოვედ, გარნა არა მორჩილებისათჳს რატისა“. ხოლო მან გაგზავნა და უბრძანა ესრეთ: „მითხრეს რომელ სიკუდილად ჩემდა გამოსრულ იყავ, გარნა აწ ვსცან დასტური, რომელ უბრალო ხარ. არამედ მითავისუფლებიხარ რატის ზედა, დაიმორჩილე, ვითაცა სახედ გწადიან“.
მაშინ წარმოვიდა* სიხარულითა სავსე და წარვიდა მას ჟამსა აფხაზეთადვე, რაჲთა ვერ უგრძნას რატი და უგრძნეულად მივიდეს, ოდეს არა ჰგონებდეს. ვითარ მოიწია ჟამიზამთრისა, მოვიდა ძალითა თჳსითა ყოვლითა და მოადგა კლდეკართა. იხილა რაჲ ესე რატი, გამოვიდა გარე და გამოიტანა შვილი მისი ლიპარიტ თანა, შევედრა ბაგრატ, აფხაზთა მეფესა და მისცა ციხე თჳსი ბაგრატს და თჳთ დაჯდა მამულსა თჳსსა არგუეთს.
კუალად, ვითარ წარ ჴდეს ამას შინა ჟამნი რაოდენნიმე და, ვითარ ვთქუ პირველვე, მოიწყვნა და განაგნა ყოველნი საქმენი აფხაზეთისანი: ურჩნი თჳსნი შეცვალნა დიდებისაგან და ადგილთა მათთა დაადგინნა ერთგულნი და მოსწრაფედ მორჩილნი ბრძანებათა მისთა[ნი]. და წარემატა ყოველთა მეფეთა აფხაზეთისა და ქართლისათა ყოვლითა განგებითა. და განამრავლა ლაშქარი თჳსი უმეტეს ყოვლისა ჟამისა.
გამოილაშქრა ყოვლითა სპითა თჳსითა, გარდამოვიდა ქართლს, წარგზავნა მოციქული კახეთს, ითხოვნა ციხენი ქართლისანი, რომელნი მათ ჰქონდეს. მას ჟამსა იყო ქორეპისკოპოსი დავით. ხოლო მან არა ინება მოცემაჲ ციხეთაჲ, არამედ მიუმცნო ესრეთ: „უკეთუ ეძიებ ციხეთა, იყოს ჩუენ შორის დამჯერებელ მკლავი და ომი. ხოლო მე წინა მოგეგებო ქსანსა ზედა“.
განუწყრა ბაგრატ, აფხაზთა და ქართველთა მეფე. და კურაპალატი იყო მას ჟამსა დლივს, რამეთუ განაგებდა საქმეთა ტაოჲსა და ქართლისათა, რომელ მაშინ თჳთვე ეპყრა ტაო მიცვალებასა ზედა მამისა მათისა გურგენ მეფეთმეფისა. წარგზავნა კაცი მოსწრაფედ, აწჳა სპათა აფხაზეთისა და ქართლისათა და თჳთ წარემართა ზემოჲთა ლაშქრითა, გაიარა თრიალეთი, გავლო ჴიდი მცხეთისაჲ. და მოერთნეს თანა აფხაზნი და ქართველნი. დადგა თიანეთს და იწყო შემუსრვად კახეთისა. და ვერ წინა-აღუდგა დავით, რამეთუ იყო ძალი მისი ურიცხჳ; იწყო ბრძოლად ციხეთა და მას ჟამსა აღიღო ქუეყანაჲ ჰერეთისაჲ და განაჩინა მთავრად აბულალ და წარმოვიდა შინა.
და მათვე ჟამთა, რაჟამს წარმოვიდა ბაგრატ, აფხაზთა მეფე, კუალად მიიქცეს კაცნი ჰერეთისანი და მიერთნეს დავითს, აღიღო დავით ჰერეთი. შემდგომად მცირედისა ჟამისა მიიცვალა. კუალად* გამოვიდა ყოვლითა სპითა თჳსითა ბაგრატ, აღიღო მეორედ ჰერეთი. დაიჭირა დინარ დედოფალი თჳსად, იწყო ძებნად კახეთისა და ძალითა მისითა მიუწდომელითა ორ წელ წარიხუნა ყოველნი ციხენი კახეთისანი. შეაწყუდია კჳრიკე ბოჭორმას და დაუყენნა ციხესა გარეშემო მცველნი წელიწდამდი, წარიღო ბოჭორმაცა. და დაიპყრა სრულიად ჰერეთი და კახეთი, წარმოიყვანა კჳრიკე და დაიჭირა თჳსსა კარსა ზედა.
მას ჟამსა განდიდნა ფადლონ, ამირა განძისაჲ, იწყო კირთებად ერისთავთა ჰერეთისა და კახეთისათა, ჟამითი-ჟამად მეკობრობით და პარვით რბევად და ტყუენვად ადგილითი-ადგილად. ხოლო იხილა რაჲ დიდმან მეფემან ბაგრატ კადნიერებაჲ მისი, დიდად შეძრწუნდა და აღივსო შურითა. განემზადა ყოვლითა სპითა მისითა, წარგზავნა მოციქული წინაშე გაგიკ შაჰანშა, სომეხთა მეფისა; აწჳა, რაჲთა იძიოს შური ფადლონისგან. ხოლო მან განიხარა სიხარულითა დიდითა, მოსწრაფედ მოუწოდა ყოველთა სპათა თჳსთა, წარმოემართა და მოვიდა წინაშე ბაგრატ აფხაზთა მეფისა. შეკრბეს ორნივე ძორაკერტს; მიმართეს ფადლონს, დიდად განლაღებულსა, მოძულესა ქრისტიანეთასა, რომელი-იგი ყოვლითურთ ეძიებდა წარწყმედასა ყოველთა ჯუარის მსახურთასა. და ვითარ იხილა ძალი მათი უძლეველი, შეშინდა, წარვიდა და მიმართა სიმაგრეთა შესლვად.
ამან, დიდმან და ყოვლითურთ ძლევაშემოსილმან მეფემან ბაგრატ, წარმოტყუენა ქუეყანაჲ რანისაჲ, მოადგა ქალაქსა შანქორს, დაუდგნა ფილაკავანნი და მცირედთა დღეთა დალეწნეს ზღუდენი შანქორისანი. ხვალისა დღე ეგულებოდა შემუსრვად და წარტყუენვად ქალაქისა მის. მას ღამესა მოუვლინა მოციქული ფადლონ, ითხოვა შენდობაჲ, აღუთქუა დღეთა შინა სიცოცხლისა მისისათა მსახურებაჲ, გაუკუეთა ხარაჯაჲ და დაუწერა თავისთავითა ლაშქრობაჲ მტერთა მისთა ზედა. მაშინ უბრძანა და შემოკრიბნა ყოველნი დიდებულნი წინაშე მისსა; უბრძანა პირველად, რაჲთა დაიჭირონ ქალაქი იგი ძალითა მათითა. იხილეს და განიცადეს და მოა ჴსენეს, რომელ ვერ ვის ძალ-ედვა, და უფროჲს ამისთჳს, რომელ სხუათა ყოველთა სალაშქროთა საქმეთაგან უცალო იქმნებოდეს.
კუალად უბრძანა და განიზრახა დაზავებაჲ ფადლონისი. და მათ ყოველთა სიბრძნითა მათითა გამოარჩიეს და უმჯობესად აწჳეს ზავი. უბრძანა და გაგზავნა მოციქული და მისგან აუწყა ზავი დასტური. მაშინ ფადლონ განიხარა სიხარულითა დიდითა, აღასრულა ყოველი იგი სიტყჳთ აღთქმული საქმით: უძღუნა ძღუენი დიდი და მიუწდომელი, აღავსნა ყოველნი დიდებულნი ნიჭითა მიუწდომელითა და წარმოვიდა შინა გამარჯუებული.
ამანვე დიდმან მეფემან აღაშენა საყდარი ბედიისაჲ და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ, მოცვალა მუნ გუდაყჳსა საეპისკოპოსოჲ, შეწირნა სოფელნი მრავალნი ყოველთა ჴევთა და ადგილთა, განასრულა ყოვლითა განგებითა, შეამკო ყოვლითა სამკაულითა ეკლესიაჲ, აკურთხა და დასუა ეპისკოპოსი. უკეთუ ვისმე ენებოს განცდად და გულისხმისყოფად სიმაღლისათჳს დიდებისა მისისა, პირველად განიცადოს სამკაული ბედიისა ეკლესიისაჲ და მისგან გულისხმა-ყოს, რომელ არავინ ყოფილ არს სხუაჲ მეფე მსგავსი მისი ქუეყანასა ქართლისასა და აფხაზეთისასა.
ამანვე აკურთხა ეკლესიაჲ ქუთათისაჲ განგებითა დიდითა და მიუწდომელითა. რამეთუ შემოკრიბნა მახლობელნი ყოველნი ჴელმწიფენი და კათალიკოსნი, მღდელთმოძღუარნი და ყოველთა მონასტერთა წინამძღუარნი და ყოველნი დიდებულნი - ზემონი და ქუემონი, მამულსა და სამეფოსა მისსა მყოფნი და სხუათა ყოველთა სა ჴელმწიფოთანი.
ესე ბაგრატ, აფხაზთა და ქართველთა მეფე, წარემატა ყოველთა ჴელმწიფეთა ყოვლითა განგებითა. ამისდა შემპოვნედ და ამისდა მოაჯედ შეიქმნეს ყოველნი ჴელმწიფენი, მახლობელნი და მოთაულნი მამულისა და სამეფოჲსა მისისანი, მოლაშქრედ ვითარცა თჳსნი და მისანდობელნი. და დაუმორჩილნა ღმერთმან ყოველნი მტერნი და წინააღმდგომნი მისნი; მომადლა დღეთა მისთა მშჳდობაჲ და დიდი დაწყნარებაჲ ქუეყანისაჲ. და უკუეთუ ვინმე ინებოს თჳთოეულად წარმოთქმად ყოველთა განგებულებათა მისთა, მოუძლურდეს ძალი მისი, რომელთაგან მცირედი წარმოვთქუ ჟამთა სიგრძისაგან არადავიწყებისათჳს.
და ვთქუა ესეცა, რომელ შემდგომად დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლისა არავინ გამოჩენილ არს სხუაჲ მსგავსი მისი დიდებითა და ძალითა და ყოვლითა გონებითა. ეკლესიათა მაშენებელი იყო, გლახაკთა მოწყალე და სამართლის მოქმედი ყოველთა კაცთათჳს.
მეფობდა ოცდათექუსმეტ წელ და გარდაიცვალა შემკობილი მჴცითა შუენიერითა ქრონიკონსა ორას ოცდათოთხმეტსა, თუესა მაისსა შჳდსა, დღესა პარასკევსა. და იყო დღეთა მიცვალებისა მისისათა ტაოს. და წარმოიღო გუამი მისი ზჳადმან ერისთავთერისთავმან და დამარხა ბედიას.
შემდგომად მისსა მეფე იქმნა ძე მისი გიორგი. და იყო იგიცა სავსე ყოვლითა სიკეთითა.
ხოლო ესე გიორგი ეუფლა ყოველსა მამულსა და სამეფოსა თჳსსა ჟამსა ოდენ სიყრმისა და სიჭაბუკისა მისისასა, რამეთუ იყო, რაჟამს მეფე იქმნა, წლისა თორმეტისა.
ხოლო მეშჳდესა წელსა მეფობისა მისისასა გამოვიდა ბასილი, მეფე ბერძენთაჲ, მას ზედა ყოვლითა სპითა საბერძნეთისაჲთა და უცხოთესლითა ურიცხჳთა. ხოლო გიორგი მეფე განვიდა სპითა დიდითა წინააღდგომად მისსა. და დაიბანაკეს ორთავე ქუეყანასა ბასიანისასა მრავალ დღე და არა მიმართეს ბრძოლად ურთიერთას. მორიდა გიორგი მეფემან, მოვიდა და დაწუა ქალაქი ოლთისი. და მუნით მოვიდა კოლას და გამოუდგა კუალსა. და მოუდგა უკანა ბასილი, მეფე ბერძენთაჲ. და შეკრბეს უკანამავალნი გიორგისნი და წინამავალნი ბასილისნი. და იქმნა ბრძოლა დიდი სოფელსა, რომელსა რქჳან შირიმნი. და მოისრნეს ორკერძოვე მრავლად, მოკლნეს ერისთავნი და დიდებულნი: რატი, ძე ლიპარიტისი, და ხურსი. და გჳანად ეწია ჴმაჲ გიორგი მეფესა, ვითარმედ ომი არს უკანამავალთა ზედა. მაშინ უბრძანა სპათა თჳსთა და აღიჭურნეს მსწრაფლ. განვიდა თჳთ გიორგი მეფე, რამეთუ ახოვან იყო და უშიშ ყოვლითურთ, ვითარცა უ ჴორცოჲ, და მის თანა სიმრავლე სპისა მისისაჲ. და მოვიდა მუნით ბასილი მეფე ყოვლითა სპითა მისითა. შეკრბეს იმიერ და ამიერ, იქმნა ბრძოლა დიდი, და მოისრნეს ბერძენნი ფრიად. და წარმოიღეს ავარი. ე[გ]ზომ გაგრძელდა მათ შორის ბრძოლაჲ, რომელ სივლტოლად განემზადა ბასილი მეფე
ხოლო ვითარ სულმოკლე იქმნეს ქართველნი, მორიდეს და წარმოვიდეს. წარმოუდგეს უკანა ბერძენნი და და ჴოცნეს ურიცხუნი პირითა მახჳლისაჲთა. მოუწია ლაშქარმან არტანს, ტყუე ყვეს და მოაო ჴრეს არტანი. და რაჟამს წარვიდა გიორგი მეფე თრიალეთს, მოადგა უკანა, ასწყჳდა ქუეყანაჲ ჯავახეთისაჲ და გარდავიდა თრიალეთს. კუალადცა დაეახლნეს ურთიერთას, რამეთუ განძლიერდა გიორგი მეფე და მოირთო ძალი კახეთისა და ჰერეთისაჲ, გარნა დაუშალეს შებმაჲ მეორედ.
შეიქცა ბასილი მეფე თრიალეთით, უკუ-მოიარა ჯავახეთი და არტანი. და კუალად უბოროტესადრე შურისგებით მოაო ჴრნა ქუეყანანი იგი; წარვიდა და დაიზამთრა ქუეყანასა ხალდისასა, მახლობელად ქალაქსა ტრაპეზონსა. და ვიდოდეს მათ შორის მოციქულნი ზავისა და სიყუარულისათჳს.
მას ჟამსა იქმნა დიდი განდგომილებაჲ საბერძნეთს. შეიერთნეს სპასპეტი და წარვეზი, ძე ფოკას განდგომილისაჲ, და წარიდგინეს ქუეყანაჲ აღმოსავლეთისაჲ. და დიდად შეძრწუნდა ამისთჳს ბასილი, გარნა პატივ-სცა ღმერთმან მასვე და მოკლა წარვეზი ქსიფე. და გადგეს, რომელნი მირთულ იყვნეს. ხოლო ქსიფეს მიეგო ცრუობაჲ წარვეზისაჲ, რამეთუ შეიტყუეს ციხესა დალასანოსთა სისხლისათჳს ფოკას ძისა, შეიპყრეს და მოჰგუარეს ბასილი მეფესა, და მან ექსორია-ყო კუნძულსა რომელსამე. და მისთანათა მრავალთა მოჰკუეთა თავი მახჳლითა, რომელთა თანა იყო ფერის, ძე ჯოჯიკისი, ნათესავით ტაოელი, და სხუანი იყვნეს ბერძენნი.
კუალად შემოიქცა ბასილი, მოვიდა ბასიანს, ითხოვდა ქუეყანათა და ციხეთა და აღუთქმიდა ზავსა და მშჳდობასა. ცნა რაჲ გიორგი მეფემან, წარავლინა ზჳადი ერისთავი სპითა მისითა და უბრძანა, რაჲთამცა ზავის მიპყრობითა მცირედ-ხან დაიმჭირვა ადგილსა, და თჳთ წარუდგა უკანა სპითა ძლიერითა. და განიზრახვიდა ესრეთ: „უკ[უ]ეთუ ინებოს ზავი ბასილი მეფემან, იქმნეს ესრეთ; და უკუეთუ ინებოს ომი, განვემზადნეთ მისთჳსცა“. ხოლო რომელთა არა უნდა ყოფად მშჳდობისა, იწყეს განმზადებად ბრძოლად. და მივიდეს ბასილი მეფესა ზედა დაბანაკებულსა, რომელსა უწოდიან სჳნდაქსად.
იწყეს ბრძოლად და აოტეს ზოგი ლაშქრისა მისისაჲ. განუწყრა ბასილი მეფე, უბრძანა მოყვანებად ძელისა ცხოვრებისა და მანდილი წმიდაჲ დადვა ქუეყანასა ზედა და თქუა: „უკეთუ მიმცე ჴელთა მტრისათა, არღარა ვიყო თაყუანისმცემელ თქუენდამი უკუნისამდე“. და ვითარ გაგრძელდა მათ შორის ბრძოლაჲ, კუალადცა მეოტ იქმნნეს სპანი ქართველთანი და წარმოვიდეს მეოტად, მოისრნეს ურიცხუნი პირითა მახჳლისაჲთა და რომელნიმე ტყუე იქმნნეს. და წარიღეს ავარი დიდძალი და განძი სამეფოჲ, რომელი ჰქონდა თანა.
და წარმოუდგა უკანა ბასილი მეფე. ხოლო კუალადცა იწყეს ზავად, ვითარცა პირველ, რამეთუ შიში დიდი აქუნდა საბერძნეთით განდგომისა. და ყვეს მშჳდობაჲ და დაიზავნეს. და მისცა გიორგი მეფემან მძევლად ძე თჳსი ბაგრატ წელიწდისა სამისაჲ, და ციხენი, რომელ პირველ გაეცნეს აზნაურთა, დაუცალნა და მისცნა; სხუანიცა ციხენი, პირველ მიცემულნი და უკანის, თოთხმეტნი, და ქუეყანაჲ, რომელი ჰქონდა დავით კურაპალატსა ტაოს, ბასიანს, კოლა-არტანთა და ჯავახეთს. ხოლო რომელნიმე ამათ ქუეყანათაგან ეკლესიანი, სოფელნი და ადგილნი დაულოცნა გიორგი მეფესა. და წარვიდა ბასილი მეფე და თანა წარიყვანა ბაგრატ უფლისწული მძევლად, ძე გიორგი მეფისა ჩუენისაჲ. აღუთქუა ფიცითა აღთქმაჲ, ვითარმედ: „წელსა მესამესა გამოგიგზავნო ძე შენი“. და იყო სამ წელ ქალაქსა სამეფოსა კოსტანტინეპოლეს. და წელსა მესამესა გამოგზავნა, ვითარცა აღუთქუა.
რაჟამს მოიწია მამულსა და სამეფოსა თჳსსა, მოჰყვა თანა კატაბანი აღმოსავლეთისაჲ ვიდრე საზღვართამდე მამულისა მისისა. და ვითარ შეიქცა გარე, მოეწია სწრაფით მანდატური და მოართუა კატაბანსა წიგნი კოსტანტინე მეფისაჲ, რომელსა წერილ იყო ესრეთ სახედ, ვითარმედ: „განგებითა ღმრთისაჲთა მიიცვალა სანატრელი ძმაჲ ჩემი, ბასილი მეფე, და ნაცვლად მისა ვიქმენ მე მეფედ ყოველსა საბერძნეთსა. აწ უკუე სადაცა მიწევნულ იყოს განსაგებელსა ჩემსა ბაგრატ, ძე გიორგი აფხაზთა ჴელმწიფისა, შეაქციეთ სწრაფითა დიდითა, რომელ მოიწიოს წინაშე ჩუენსა“.
ხოლო მან, ვითარცა წარიკითხა ბრძანებაჲ მეფისაჲ, ენება, რაჲთამცა შეაქცია გარე ბრძანებისაებრ მისისა. შეიქცა სწრაფით, დევნა უყო უკანა. რაჟამს მიეახლა, იხილა, რომელ სიმრავლე დიდძალი მიგებებულ იყო წინა: დიდებულნი, ერისთავნი და აზნაურნი ტაოელნი, მესხნი და ქართველნი, რომელთაჲ არა იყო რიცხჳ სიმრავლისა მათისაჲ. შეიქცა გარე და უთხრა მანდატურსა, რომელი მიწეულ იყო: „უკეთუ ძალ-გიც შენ, აქციე, ჩემგან კულა ესე აღარა ეგების“.
ჵ, დიდი საკჳრველებაჲ და მოწყალებაჲ ღმრთისაჲ! ვითარ მყის განერა მრთელი ჴელთაგან მათთა, რომელთა ენება ზაკჳთ შექცევაჲ მისი. და თუ ვისმე გენებოს განცდად ესევითართა, შეწევნითა ღმრთისამიერითა იხილეთ და განიცადენით ურიცხუნი ჴელისაპყრობანი ღმრთისამიერნი ამას დიდსა ბაგრატს, აფხაზთა მეფესა, ზედა, რომელნი არავის ზედა მოწევნულ იყვნეს სხჳსა მეფისა, რომლისათჳს ჟამსა და ჟამსა გაუწყოს წინამდებარემან სიტყუამან.
ვითარ უკუე მოიწია წინაშე მამისა თჳსისა, გიორგი მეფისა, სახლად მათდა ქუთათისს, იხილეს მშობელთა მისთა შვილი მათი, მსგავსი განუცდელისა და მიუთხრობელისა სიკეთი-სა მათისაჲ, ყოვლითურთ შუენიერი, რომლისა სიკეთისა მისისათჳს შეუძლებელ არს კაცთაგან მითხრობაჲ. იხილეს რაჲ, განიხარეს სიხარულითა მიუთხრობელითა და შეწირეს მადლობაჲ ღმრთისა მიმართ. იყო ქრონიკონი მას ჟამსა ორას ორმოცდახუთი.
შემდგომად ორისა წლისა გარდაიცვალა გიორგი მეფე, სავსე ყოვლითა სიკეთითა, ჟამსა ოდენ სიყრმისასა, რომელ არავინ გამოჩენილ იყო მსგავსი მისი მამათა შორის მისთა ახოვნებითა, ჭაბუკობითა და სიქველითა, ტანითა და სახითა, ცნობითა, და სავსე ყოვლითა განგებითა სა ჴელმწიფოთა, ქრონიკონსა ორას ორმოცდაშჳდსა, თუესა აგჳსტოსა თექუსმეტსა, ქუეყანასა თრიალეთისასა, ადგილსა, რომელსა ეწოდების მყინვარნი გინა იწრონი. და დაუტევა გლოვაჲ და მწუხარებაჲ ყოველთა მკჳდრთა მამულისა და სამეფოჲსა მისისათა. იგლოვდეს ყოველნი სიკეთისა და სიჭაბუკისა და ახოვნებისა მისისათჳს. წარიყვანეს და დამარხეს საყდარსა ქუთათისსა.
ესხნეს შვილნი ოთხნი: ძენი ბაგრატ და დემეტრე, და ასულნი გურანდუხტ და კატა; მეხუთე შვილი მათი მართა მიცვალებულ იყო. შემდგომად მიცვალებისა დიდისა მეფისა გიორგისსა მასვე ჟამსა მეფე იქმნა ბაგრატ ყოველსა მამულსა და სამეფოსა მისსა ზედა, ზემოსა და ქუემოსა, წელიწდისა ცხრისაჲსა.
მასვე ჟამსა წარვიდეს აზნაურნი ტაოელნი საბერძნეთს: ვაჩე კარიჭის ძე და ბანელი ეპისკოპოსი იოვანე, და მათ თანა სიმრავლე აზნაურთა ტაოელთა. ხოლო კოსტანტინე მეფემან მოქცევასა ოდენ წელიწდისასა გამოგზავნა პარკიმანოზი ლაშქრითა ურიცხჳთა, მოვიდა და ჩამოდგა და მოაო ჴრნა იგივე ქუეყანანი, რომელნი ბასილი მეფესა მოეო ჴრნეს. მოვიდა თრიალეთს, ციხესა ქუეშე კლდეკართასა; მას ჟამსა ჰქონდეს ლიპარიტ ერისთავთერისთავსა, ძესა ლიპარიტისასა. შემოკრიბნა სხუანიცა აზნაურნი, დაუდგეს განძათა და შეებნეს ციხესა ქუეშე. რაჟამს იხილა პარკიმანოზმან, რომელ ვერას ავნებდა, შეიქცა გარე. მასვე ჟამსა წარვიდა ჩანჩახი ფალელი საბერძნეთს, მისცა ციხე გარყლობისა, მიერთო ბერძენთა, და არჯევან ჰოლოლას ძემან მისცა ბერძენთა ციხე წერეფთისაჲ.
რაჟამს იხილა საბა, მტბევარმან ეპისკოპოსმან, რომელ შავშეთს არღარა იყო სხუაჲ ღონე, ააგო ციხე თავსა ზედა ტბეთისასა, დაიჭირა ქუეყანაჲ შავშეთისაჲ, ქმნა დიდი ერთგულებაჲ ბაგრატ აფხაზთა მეფისათჳს. პატივ-სცა ღმერთმან და ვერ წარუღეს ქუეყა-ნაჲ მტერთა. რამეთუ მას ჟამსა გაგზავნა პარკიმანოზმან და პროედროსმან იოვანე, ბანელი ხარტულარი, წარიყვანა თანა ვალანგი ლაშქრითა დიდითა და მისცა თანა დემეტრე კლარჯი, ძე სუმბატისი, რეცა შესატყუევნელად ქუეყანისა კაცთათჳს, და ამით მიზეზითა მოიქცეს მრავალნი კაცნი მის ქუეყანისანი წურილისა ერისაგან. შემოვიდა მასვე ციხესა შინა ეზრა ანჩელი, და რომელნი აზნაურნი გამოჩნდეს ერთგულად, შეუდგეს მასვე ციხესა შინა და გამაგრდეს ფრიად.
ხოლო ციხე არტანუჯისაჲ ჰქონდა იოვანეს, ერისთავსა აბუსერსა, და მათ ჟამთა ქუეყანათა ამათ შინა იქმნნეს ბრძოლანი და შუღლნი და მი-და-მონი მრავალნი. და ვითარ დიდად იღელვებოდა ქუეყანაჲ ესე, კუალადცა პატივ-სცა ღმერთმან ბაგრატს, აფხაზთა და ქართველთა მეფესა. ეწია სენი სასიკუდინე კოსტანტინე მეფესა. მოუწერა პარკიმანოზს პროედროსსა, უ ჴმო შეღმართ. ხოლო იგი წარემართა მსწრაფლ და ვიდრე მოვიდოდა, მიიცვალა კოსტანტინე მეფე. და რაჟამს მიიცვალებოდა, დასუა სხუაჲ მეფე, სახელით რომანოზ, და შერთო ცოლად ასული თჳსი ზოია.
შემდგომად ამისსა წელსა მესამესა წარვიდა დედოფალი მარიამ, დედაჲ ბაგრატისი, აფხაზთა მეფისაჲ, საბერძნეთად ძიებად მშჳდობისა და ერთობისა, და კუალად ძიებად პატივისა კურაპალატობისა ძისათჳს თჳსისა, ვითარცა არს ჩუეულებაჲ და წესი სახლისა მათისაჲ, და მოყვანებისათჳს ძის ცოლისა.
და ვითარცა მიიწია საბერძნეთად, წინაშე ბერძენთა მეფისა, აღუსრულა ყოველი სათხოველი სიხარულით: მოსცნა ფიცნი და სიმტკიცენი ერთობისა და სიყუარულისათჳს, დაუწერნა ოქრო-ბეჭედნი, მოსცა პატივი კურაპალატობისაჲ და მოსცა ცოლად ბაგრატის-თჳს ელენე დედოფალი.
მო-რაჲ-იწია მარიამ დედოფალი მამულსა ძისა თჳსისასა - ქუეყანასა ტაოს, მოართუა პატივი კურაპალატობისაჲ; აღასრულეს ქორწილი, უკურთხეს გჳრგჳნი ბანას.
და შემდგომად მცირედისა ჟამისა მიიცვალა ელენე დედოფალი ქუთათისს შინა, და შეირთო ცოლად ბაგრატ მეფემან ბორენა დედოფალი, ოვსთ მეფისა ასული, დაჲ დორღოლელისაჲ.
და ამისსა შემდგომად სხუაჲცა ძე დარჩა გიორგი მეფესა ანაკოფიას შინა ოვსთა მეფისა ასულსა - მეორესა ცოლსა თანა. და აზნაურთაგან იყო მათ შუა მი-და-მო საუბარი. და ყრმაჲ მცირე იყო, სახელით დემეტრე. ვერცა გაამეფეს, თუცა ვის გულსა ედვა, და ვერცაღა გამოინდვეს ბაგრატ მეფემან და დედამან მისმან, არცაღა თავადთა დიდებულთა ამის სამეფოჲსათა. და ვერღარა დაიდგნა და წარვიდა სამეფოჲსა მისგან და მიმართა ბერძენთა მეფესა და წარუტანა თანა ანაკოფია. და მიერითგან წარუჴდა ანაკოფია აფხაზთა მეფესა მოაქაჟამადმდე.
და შემდგომად ამისა მოირჭუნა და ეუფლა ზემოსა და ქუემოსა თავისა მამულსა ზედა ბაგრატ.
და დიდი ფადლონ ავად იქცეოდა, და სწუნობდა ყოველთა მოთაულთა ამის სამეფოჲსათა. და ვიდრე ყრმაღა იყო ბაგრატ, შეკრბეს ლაშქარნი ამის სამეფოჲსანი, იპირნეს ლიპარიტ და ივანე აბაზას ძე; მოვიდა დიდი კჳრიკე, რანთა და კახთა მეფე, დავით, სომეხთა მეფე, და ჯაფარ, ამირა ტფილელი, რამეთუ ესე ყოველნი პირობითა კჳრიკესითა შეკრებულ იყვნეს ეკლეცს ფადლონს ზედა გააქციეს ფადლონ და აუწყჳდეს ლაშქარი, აიღეს ავარი და განძი ურიცხჳ. ამიერითგან ვიდრე სიკუდილამდე შეჰავდა ფადლონ.
და სიმცირესავე შინა ბაგრატ მეფისასა ლიპარიტ ლიპარიტის ძემან და ივანე აბაზას ძემან, ქართლისა ერისთავმან, მუხათგუერდსა გამოიტყუეს ტფილელი ამირა ჯაფარ და შეიპყრეს. და დიდი ხანი დაყვეს პატიმრობასა შინა, და წარუღეს ბირთჳსი. შეიწყალა აფხაზთა მეფემან და გაუტევა ტფილისს ზედა ამირად. და მიერითგან დარჩა მტერობაჲ ლიპარიტეთ და ამირას შუა.
და შემდგომად მცირედისა ჟამისა აზრახა ლიპარიტ ბაგრატს წაღებაჲ ტფილისისაჲ. მოადგეს ტფილისსა მტკუარსა ამიერით, ზემოჲთ და ქუემოჲთ, აფხაზთა მეფისა ლაშქარნი, და წყალსა იმიერით, ისნით კერძო, მოადგეს ლაშქარნი - კახნი და ჰერნი. მას ჟამსა მოკლულ იყო დიდი კახთა მეფე კჳრიკე ოვსისა ვისმე მონისა მიერ, რამეთუ წყობასა შინა ოვსთა მეფე ურდურე მოეკლა კჳრიკე მეფესა. და მესისხლეობით მოიკლა კჳრიკე მეფე ნადირობასა შინა ფიდრაზის გორთა ოვსისა მონისა მიერ.
მას ჟამსა იყო მეფე კახეთს გაგიკ, ძე დავით სომეხთა მეფისაჲ, სამშჳლდარისა და ძორაკერტელისაჲ, დისწული კჳრიკესი, და ჰბრძოდეს ორ წელ ტფილისსა. და მას ჟამსა იყო ამირად ჯაფარ, ძე ალისი. და ესრე შეაჭირვეს ტფილელთა, რომელ ლიტრა ვირის ჴორცი ხუთას დრამად ასყიდიეს, და ვერღარა დაუდგმიდეს შიმშილთა და ბრძოლათა ძლიერთა. ტფილელთა განიზრახეს მოცემაჲ ტფილისისაჲ. და ამის ქალაქისა ბრძოლასა შინა წაუხუნეს ციხენი ორბეთი და ფარცხისი აფხაზთა მეფისა ლაშქართა. და ამირა შეეკაზმა თავის ლაშქრითა, შემზადა ტივები და ნავები ღამით წარსლვად განძას ლაშქარიას თანა, ფადლონის შვილსა. და რომელთამე დიდებულთა აფხაზთა მეფისათა ლიპარიტისგან ფარულად გააზრახეს მეფესა არაგანძებაჲ ამირასი, და ფარულად ლიპარიტისგან დაჰკიდეს ზავი ამირასა, გამოაცხადეს და დაამკჳდრეს ამირა ტფილისსავე ზედა. და იბირნა აფხაზთა მეფემან კახნი, აშოტ, მთავარი მარღლელი, დისიძე კჳრიკე მეფისაჲ, და ხახჳლა გურთა(!) ჯუარისციხითა. და მოეყარა აფხაზთა მეფე ქალაქსა და ემტერა კახთა. და მიერითგან შეიქმნა ლიპარიტ ქუეგამხედვარად თავის პატრონისაგან.
გაილაშქრა აფხაზთა მეფემან კახეთს, შეება და შეუ ჴდა მთასა ზედა მიქელ-გაბრიელთასა. და წყობასა შინა შეიპყრნა: სტეფანოზ ვარჯანის-ძე, პანკისისა ერისთავი; და ვაჩე, ძე გურგენ ბერისა, ხორნაბუჯის ერისთავი; და ჯედი, დისწული გოდერძისა, შტორის ერისთავი და მაჭელისა. გარდადგა თიანეთს და დაწუა დარბაზი ბოდოჯისაჲ, სახლი სახელოვანი, დიდისა კჳრიკე მეფისა აგებული. და ესე ერისთავნი ქენებით აძლევდეს ციხეთა მათთა; და ვერღარა ჩავიდეს კახეთს და შემოიქცა, რამეთუ ლიპარიტ იწყო საურავთა გუერდქცეულთა.
შემდგომად მცირედისა ჟამისა გამოიყვანა ლიპარიტ დემეტრე, ძმაჲ ბაგრატისი, საბერძნეთით ბერძენთა მეფისა ლაშქრითა. და მიერთნეს სხუანიცა ვინმე დიდებულნი და აზნაურნი, მოვლეს ზემოჲ ქუეყანაჲ და ჩამოვიდეს ქართლს, მოადგეს ატენს, არე-არე მოწუეს ქართლი.
და ჰყვეს ლიპარიტს კახნი და ბერძენნი, და ვერ წაიღეს ატენი, რამეთუ ციხეთა უფალნი კაცნი მტკიცე იყვნეს ერთგულობასა ზედა ბაგრატისსა, თჳნიერ ფარსმან თმოგუელისა და ბეშქენ ჯაყელისა, თუხარისისა ერისთავისა. გავიდეს ჯავახეთს და იწყეს ახალქალაქისა ზღუდეთა შენებად, რამეთუ მას ჟამსა უზღუდო იყო. არე ზამთრისა მოწევნულ იყო, ბერძენთა ენება შეღმართ წასლვა. დაეზავა ლიპარიტ აფხაზთა მეფესა, უბოძა მეფემან ქართლის ერისთავობაჲ. წარვიდეს ბერძენნი საბერძნეთად და წარიტანეს დემეტრე თანა.
და კუალად განძლიერდა და მოირჭუნა ბაგრატ მეფემან თავის მამულსა ზედა. და დააგო სუემან ბაგრატისმან ჟამი; მოერთო ვესტი ცხრითა ციხითა ანისისაჲთა, თჳნიერ ამბერდისა. და მოსცეს ანელთა ანისი ბაგრატის დედასა, რამეთუ მამულად ეყვოდეს სომეხნი - სენაქერემ სომეხთა მეფისა ასული იყო მარიამ დედოფალი, ბაგრატის დედაჲ.
იყო ჟამი გაზაფხულისა და ბაგრატ აფხაზეთს იყო; მოადგა ანაკოფიას და მისწურა წასაღებელად. და მოვიდეს ტფილელნი ბერნი, რამეთუ მის ჟამისა პირველ მომკუდარ იყო ტფილელი ამირა ჯაფარ. უქადეს ქალაქი და უ ჴმეს სასწრაფოდ. წამოვიდა და მოაყენა ანაკოფიას გარე ქუაბულელ ჭაჭას ძე ოთაღო აფხაზეთისა ლაშქრითა. ამოიარა და მოვიდა ქუთათისს და მოიყენა ქუთათისისა სამოქალაქოჲსა ლაშქარი, და გურიელნი აზნაურნი და ლომსიანნი მოიყვანნა ხუფათსა, დაუდგნეს ფილაკავანნი და ჰბრძოდეს. და ამოიარა მეფემან და მოვიდა ქართლს, და მოვიდეს სხუანი მ ჴმობელნი ბერნი ტფილელნი.
წარემართა ტფილისად და მოეგებნეს ქალაქის ბერნი, დარბაზის ყმანი, ცხენოსანნი დიღმისა ველსა, და ყოველი ერი ქუეითი დაკაზმული უმედეულსა, და დედათა და მამათა სიმრავლე იყო მოედანს. და იყო ჴმაჲ ბუკთა და დუმბულთაჲ ორკერძოვე საშინელი, რომლისა ჴმითა იძრვოდა ქუეყანაჲ. და იყო სიხარული ორკერძოვე განსაკჳრვებელი. შეიყვანეს და მოავლეს ქალაქი, ასხმიდეს დრამასა და დრაჰკანსა, და მოართუნეს კლიტენი ქალაქისანი და შეიყვანეს საამირაოსა დარბაზსა. დაჯდა მეფე ბაგრატ საურავად. აღიხუნა კოშკნი კართანი თავის კაცითა, და აღიღო ციხე ქალაქისა დარიჯელი და ორნივე კოშკნი წყალყინისანი და თაბორი, და დაადგინნა შიგან ლაშქარნი თჳსნი და ერისთავნი. ხოლო ისნელთა ჩააგდეს ჴიდი და არა მოსცეს ისნი; დაუდგნეს ფილაკავანნი და ბრძოდეს ისნსა და ესროდეს ისარსა. და ისნის ველსა მოვიდეს კახთა მეფე გაგიკ და ერისთავთერისთავი გოდერძი და ყოველნი დიდებულნი კახეთისანი დარბაზობად ბაგრატ მეფისა წინაშე და მშჳდობისა ძებნად. მაშინ განვიდა ბაგრატ მეფე ველსა ისნისასა, მოიყვანნა კახნი და ითაყვანნა, მისცა მშჳდობაჲ და განუტევნა. და იყო სიხარული და მშჳდობაჲ და საურავი დღითი-დღე შემატებისა.
და ვითარ ამას შინა გარდა ჴდეს დღენი ზაფხულისანი, და კუალად იწყო ლიპარიტ მათვე ფიცხელთა საურავთა. და გამოიტყუვნა ანისით დედოფლისაგან აბუსერი, ერისთავი არტანუჯისაჲ, და ხიხათა და ციხისჯუარისა და აწყუერის ციხის პატრონი, და ივანე ერისთავი, ივანე დადიანი და გუარამ გოდერძის ძე, ბეჭისციხისა პატრონი, - და შეიპყრნა იგინი ანისის კარსა. და დააგდო ტფილისი მეფემან და გავიდა ჯავახეთს.
ამისა შემდგომად გამოიყვანნა მაწყუერელმან მესხნი განძითა ბაგრატისითა შუელად მეფისა. და მეფე დგა ღრტილას. ხოლო ლიპარიტ შეკრიბნა კახნი და მოადგა ფოკათა. გამოექცა მაწყუერელი მეფესა ბაგრატს და შეეზრახა ლიპარიტს. ვითარცა ცნა ესე მეფემან, ზამთრისა ბუქთა საშინელთა გარდაიარა შავშეთი და ჩავიდა ქართლს.
და ლიპარიტ გამოიყვანა ახლად საბერძნეთით დემეტრე, ძმაჲ ბაგრატ მეფისაჲ. ბერძენთა მეფისა განძი და ლაშქარი შემწე იყო. და განხეთქნა ამის სამეფოსა კაცნი: რომელნიმე წარუდგინნა დემეტრეს და რომელნიმე დარჩეს ბაგრატის ერთგულობასა შინა. და ძე ლიპარიტისი ივანე მძევლად დარჩა ბაგრატის ჴელთა შინა, და ითხოვა იგი ბაგრატისგან, და ნაცვლად გაუშუა აბუსერი თავის ციხითა მშჳდობით. და იყვნეს თანა-მდგომ ლიპარიტისა კახნი ძალითა მათითა და დავით, სომეხთა მეფე, ძალითა მისითა. და განძლიერდა იგი ძალითა მათითა ამას კერძოსა ქართლისასა. და იყო მი-და-მო საურავი ჴელოვნებისა.
და მოვიდეს ვარანგნი - სამი ათასი კაცი, და დააყენა ბაშს; გარდამოიტანა თანა შჳდასი კაცი. და მოვიდა ბაგრატ შიდაჲთ ლაშქრითა; და ამათ ვარანგთა მესხნი ვერღარა მოილოდინნეს, მივიდეს და შეიბნეს თავსა სასირეთისა ჭალისასა; გაიქცა შიდა ლაშქარი. და ომსა ამასვე შეიპყრეს აბუსერი და სხუანიცა დიდებულნი მის თანა, ვერღარა უძლეს ბრძოლად ვარანგთა; მისცნა ლიპარიტ პაშტნი და წინა მათსა პურსა უკაზმიდეს; და ეგრეთ ლიხნი გარდავლეს.
და ამისა პირველ მომკუდარ იყო ძმაჲ ბაგრატისი დემეტრე. და შემდგომად გაქცევისა შეშინდა ბაგრატ სამეფოჲსა და მამულისა მისისა განხეთქილობასა. და უქმნა მუდარა ლიპარიტს და მცირედითა ცხენოსნითა მივიდა ლიპარიტის თანა ხოვლეს. და რაჲ ცნა ლიპარიტ მისლვაჲ მისი, არა ნახა, გარიდა მუნით; შეიქცა მეფეცა და წარვიდა აფხაზეთს.
და შემდგომად მცირედისა ჟამისა სულა, ერისთავმან კალმახისამან, გრიგოლ, ერისთავმან არტანუჯისამან, შეაერთეს სიტყუაჲ და შეიწჳვნეს მათ თანა სხუანიცა აზნაურნი მესხნი და უჴმეს მეფესა ბაგრატს. და წარმოემართა ლაშქრითა, გარდამოვლო გზაჲ რკინისჯუარისაჲ, და შეკრბეს არყისციხეს. ცნა ესე ლიპარიტ და შეკრიბა თავისი ლაშქარი და მოირთნა კახნი და სომეხნი, და ბერძენნიცა თანავე ჰყვეს. და მიუ ჴდა უგრძნეულად არყისციხეს, და შეიბნეს. და სძლია ლიპარიტვე და გააქცია მეფე. შეიპყრეს სულა, კალმახისა ერისთავი, და მრავლითა ტანჯვითა და ძელსა გასუმითა სთხოვეს კალმახი, და არა მისცა. მასვე ომსა შეიპყრეს გრიგოლ, ძე აბუსერისი, და სთხოვეს არტანუჯი სიკუდილისა ქადებითა, და მისცა. მოირჭუნა ლიპარიტ ზემოსა ქუეყანასა და აღიხუნა ციხენი და მიიერთნა თავადნი კაცნი, და გარეს-გარე წარვიდა ლიპარიტ მითვე ლაშქრითა დვინად, და ულაშქრა ბერძენთა მეფესა დვინელსა ზედა, და შემოიქცა თავის ქუეყანად.
და შემდგომად წელიწდისა მოქცევისა გამოჩნდეს თურქნი სულტნისანი ბარაჰიმილმისანი ქუეყანასა ბასიანისასა. გამოვიდა ბერძენთა მეფისა ლაშქარი, და უ ჴმეს ლიპარიტს. და წარვიდა ლიპარიტ შუელად ბერძენთა ყოვლითა ლაშქრითა ამის ზედაჲს კერძისათა. შეიბნეს ორდროსა და უკუმიასა ქუემოთ, და გააქციეს ყოველი სპაჲ საბერძნეთისა და ლიპარიტისაჲ თურქთა. იქმნა მოსრვაჲ დიდი. და შეიპყრეს ლიპარიტ და წარიყვანეს ხუარასანს სულტანსა თანა. დიდებულთა ამის სამეფოჲსათა და შვილთა ლიპარიტისთა, ივანე და ნიანია, იძებნეს უშიშოებაჲ და გამოიყვანეს მეფე მეფედ. და კუალად მოირჭუნა და შეიპყრნა შვილნი ლიპარიტისნი; აიღო უფლისციხე და გამოუშუა ივანე.
და დადგომილ იყვნეს განძას ქუეყანასა თურქნი, და წასაღებელად მიეწურა განძა. გამოგზავნა თავისა ნაცვლად ბერძენთა მეფემან ლიხტური ლაშქრითა დიდითა, და აწჳეს ბაგრატ ყოვლითა ლაშქრითა მისითა, და წაჰყვა თანა. დაემართნეს თურქთა და მივიდეს განძის კარსა, და მირიდეს თურქთა, და დაარჩინეს განძის ქუეყანაჲ და შემოიქცეს მშჳდობით. და ამისსა შემდგომად კუალად უ ჴმეს ტფილელთა და მოსცეს ტფილისი ბაგრატს და შეიყვანეს შინა. და იყო სიხარული და მშჳდობაჲ დიდი.
ამისსა შემდგომად დაე ჴსნა ლიპარიტ თურქთა და შემოვიდა ანისს. დააგდო ბაგრატ ტფილისი ლიპარიტის გზითა, აღმოვლო ქართლი და მოვიდა ჯავახეთს. განძლიერდა ლიპარიტ, რამეთუ მსახურებისათჳს ბერძენთა მეფისა ტყუექმნილ იყო; წარვიდა საბერძნეთს და ნახა ბერძენთა მეფე და მოირთო ბერძენთა მეფისაგან ძალი. და ვერღარა დაუდგა ბაგრატ.
ამისსა პირველ სუმოდა ძე მისი გიორგი ბაგრატს, დაუტევა ქუთათისს მეფედ სამე-ფოსა ზედა აფხაზეთისასა და წარვიდა საბერძნეთს. მას ჟამსა იყო ბერძენთა მეფე კოსტანტინე მონომახი და შემდგომად მიხაელ. და ლიპარიტის სათნოთა სწრაფით ვერღარა შემოიქცა ბაგრატ თავის მამულსა ზედა; და დაყო მუნ სამი წელიწადი დიდსა დიდებასა და პატივსა შინა.
ვიდრეღა იყო ბაგრატ საბერძნეთს, ითხოვა ლიპარიტ ძე ბაგრატისი, გიორგი, მეფედ, რაჲთა მოსცეს იგი დედამან მისმან და დიდებულთა მის ქუეყანისათა. მოიყვანეს საყდარსა რუისისასა და აკურთხეს მეფედ. და მოიყვანეს მზრდელად მისა ლიპარიტ და პატრონად დაჲ ბაგრატისი, გუარანდუხტ დედოფალი. კაცი სრული და უნაცვალო სახითა, სიბრძნითა, სიუხჳთა, ღმრთისმსახურებითა და ყოვლითა სიკეთითა. და შემდგომად მცირედისა ჟამისა მოითხოვა გუარანდუხტ ბაგრატ ბერძენთა მეფისაგან, და გამოგზავნა ბერძენთა მეფემან დიდითა დიდებითა, ნიჭითა და განძითა მიუწდომელითა. მიეგება ყოველი ლაშქარი აფხაზეთისა ზღჳს პირსა, ხუფათს. და იყო სიხარული და ღმრთისა მადლობაჲ დიდი, ბრძანა და შემოვიდა სახლად თჳსად ქუთათისს.
და ლიპარიტ მოირჭუნა ზემოსა კერძსა დაუკლებელად, და იყო მოყუარედ მისა ხუარასანს დოღლუბეგ სულტანი და საბერძნეთს - ბერძენთა მეფე, და ზრდიდა ბაგრატის ძესა, გიორგის მცირესა, სახელითა მეფობისაჲთა. ხოლო ბაგრატს აქუნდა ლიხსა ქუემოთი კერძი დაწყობით.
და მცირედისა ჟამისა შემდგომად ამის სამეფოჲსა დიდებულთა მოეწყინა პატრონობაჲ ლიპარიტისი. სულა კალმახელი და ყოველნი მესხნი გამოექცეს ლიპარიტს და შეიპყრეს დლივს ლიპარიტ და ძე მისი ივანე, ხოლო ნიანია გარდაეხუეწა და მიმართა კლდეკართა; და არა შეუშუეს მამისა მისისა ციხოვანთა, და წარვიდა ანისს ბერძენთა თანა. ხოლო ლიპარიტ და ივანე პყრობილნი სულა წარიყვანნა კალმახს. და მსწრაფლ გაგზავნა სულა მეფისა წი-ნაშე სულთა ზედა მ ჴმობელნი. ხოლო გუარანდუხტ და გიორგი, ძე ბაგრატისი, დგეს ღრტილას, და რაჲ ცნეს შეპყრობაჲ ლიპარიტისი, შეიყვანეს ახალქალაქსა და მუნ მოილოდინეს ბაგრატ სულთა ზედა. მოვიდა ბაგრატ და ამის მსახურებისა ნაცვლად მეფემან უბოძა სულას მამულობით ციხისჯუარი და ოძრჴე ბოდოკლდითა და სხუაჲცა მრავალი საქონელი და სამღდელთმოძღურონი, და რაჲცა უნდა.
მოვიდა მეფესა წინაშე სულა ჯავახეთს და მოჰგუარნა ლიპარიტ და ივანე პყრობილნი და მოა ჴსენნა; ჴელთა აღიხუნა ლიპარიტეთგან ციხენი: არტანუჯი და ყუელი, უფლისციხე და ბირთვისი. ხოლო კლდეკარნი მტკიცედ ეპყრნეს ციხოვანთა; რამეთუ მუნ შიგან დგა ანამორი, მწიგნობართუხუცესი ლიპარიტისი. მიიყვანეს თრიალეთს, ამოთა თხოვითა არა მოსცნეს ციხოვანთა კლდეკარნი, აღმართნეს ძელნი და გაასხნეს მას ზედა ლიპარიტ და ივანე და განწირნეს სიკუდილად. და შემდგომად დღეთა რაოდენთამე მოიმტკიცეს მეფე და დიდებულნი ამის სამეფოჲსანი ციხოვანთა ლიპარიტისთა მშჳდობით გაშუებისათჳს ლიპარი-ტისა და ივანესა. მოსცნეს კლდეკარნი. გამოიღო თავისი ხუასტაგი და ჩაიცუნა ჩო ჴანი ლიპარიტ და შეჰვედრა ძე თჳსი ივანე მეფესა. დარჩა არგუეთის მამული ივანეს. ეფუცა ლიპარიტ მეფესა შეუცოდებლობისათჳს, და გაუშუეს და წარვიდა სამეფოსა.
და შემდგომად მცირედისა ჟამისა გაიპარა და წარვიდა ივანე საბერძნეთს და დაყვნა მუნ წელნი რაოდენნიმე. და ნიანია მოკუდა ანისს ბერძენთა ყმობასა შინა და ივანეს უურვა თავის მამამან ბაგრატს თანა.
და თჳთ ბაგრატცა გამოიზიდნა და გამოიყვანა ამას სამეფოსა და უბოძა მამული არგუეთისა და ქართლისაჲ და ჰმონებდა ერთგულობით. და იყო თავად თავადთავე თანა ამის სამეფოჲსათა და სპასალარ სიკეთითა მისითა. ხოლო ლიპარიტ მიიცვალა საბერძნეთს, სამეფოსა ქალაქსა კოსტანტინეპოლეს, და წარმოიყვანეს დიდითა დიდებითა ერთგულთა და გაზრდილთა მისთა, მოიყვანეს და დამარხეს კაცხს, სამარხავსა მამათა მათთასა.
და მოირჭუნა ბაგრატ და განძლიერდა უფროჲს ყოველთა მეფეთა მის ქუეყანისათა. და ამან წარიხუნა ყოველნი ციხენი ჰერეთისა და კახეთისანი, თჳნიერ კუეტარისა და ნახჭევანისა. და შემდგომად ამისსა იქმნნეს დიდნი საქმენი და აღძრვანი დიდთა მეფეთანი.
ამის მეფობისა ჟამთა შინა გამოვიდა სულტანი არფასარან, მეფე სპარსეთისაჲ, დასხმის გუარად. უგრძნეულად მოვიდა და შემუსრა კანგარი და თრიალეთი. და დღესა ერთსა მარბიელმან მისმან მიუწია ყუელისყურსა, გარდავიდა შავშეთს, კლარჯეთს და ტაოს ვიდრე ფანასკერტამდე. და მასვე დღესა ჩამოუწია თორს და ღჳვის ჴევს, და თჳთ დადგა თრიალეთს სამ დღე.
რამეთუ მას ჟამსა მომავალ იყო მეფე ტაოჲთ, და თანა ჰყვანდეს დედაჲ და დაჲ და ძე მისი გიორგი; დადგრომილ იყვნეს ხეკრებულთა. და აყრისა მისისა ჟამსა მოუ ჴდა ლაშქარი სულტანისაჲ; მოვიდეს და წარმოადგეს ქედსა ზედა. ხოლო იგინი ჩამოესწრნეს ქართლს. წავიდეს ჯავახეთს და მოადგეს ახალქალაქს, რამეთუ მესხნი აზნაურნი და ზემოჲსა კერძისანი ძლიერად დგეს ახალქალაქს და ჰბრძოდეს სამ დღე. რამეთუ არა ზღუდითა მტკიცითა განსრულებულ იყო ახალქალაქი, ვერღარა დაუდგმიდეს ბრძოლათა ძლიერთა. აღიჭურნეს მყოფნი ქალაქისანი და განახუნეს კარნი და შეებნეს ძლიერად, მოსრნეს პირითა მახჳლისაჲთა. და შევიდეს ქალაქად თურქნი და ტყუე ყვნეს ურიცხუნი სულნი ქრისტიანეთანი, აღიღეს განძი და ტყუე ძლიერი, და შეიღება წყალი ახალქალაქისაჲ სისხლითა.
და მოუვლინა ახალქალაქით მოციქული სულტანმან ბაგრატ მეფესა, აჰკიდა მზახობაჲ და სთხოვა დისწული ცოლად. და მიიქცა სულტანი ანისად, შემუსრა და წაუღო ანისი, მოსრნა და ტყუე ყვნა ურიცხუნი სულნი და წარვიდა ქუეყანად თჳსად სპარსეთად. და ანისი წარუღო ბერძენთა და მისცა მანუჩას, ძესა აბულასვარისსა.
ხოლო დისწული ბაგრატისი, რომელსა ითხოვდა სულტანი, იყო ძმისწული სომეხთა მეფისა კჳრიკესი. სთხოვა ბაგრატ და არა მოსცა სომეხთა მეფემან. მიგზავნა ბაგრატ მოციქულად დიდძალად ერისთავი ვარაზ-ბაკურ გამრეკელი. იბირნა კაცნი სომეხთა მეფისა-ნიცა და სამშჳლდეს შემომავალი სომეხთა მეფე კჳრიკე და ძმაჲ მისი სუმბატ შეიპყრეს ქუეშის ჭალასა და აცნობეს ბაგრატს. და წარვიდა ქვა ჴურელთაჲთ მსწრაფლ, და მოგუარ-ნეს პყრობილნი კლდეკართა ქუეშე. სთხოვა სამშჳლდე და არა მოსცეს, რამეთუ ერთი ძმაჲ მათი ადარნასე შესრულ იყო სამშჳლდეს. ხოლო მიიყვანეს სამშჳლდეს და ამართეს ძელი და გასუეს სომეხთა მეფე კჳრიკე სამ დღე. ითხოვეს მშჳდობაჲ და მოსცეს სამშჳლ-დე. ხოლო მოსრულ იყვნეს ორნი ერისთავნი სომეხთა მეფისანი: ლუკიის ერისთავი და კაქვაქარისა. აძლევდა და მოსცემდა სამთა ციხეთა სუმბატ, ძმაჲ კჳრიკესი: ოფრეთს და კოშკსა და ვარზაქარსა. ხოლო შეეწყალნეს ბაგრატ მეფესა: მისცნა და უთავისუფლნა ყოველნი ციხენი თჳნიერ სამშჳლდისა; და არცა სხუანი ციხეთა უფალნი, კაცნი დიდებულნი, შემოუშუნა, არამედ სამშჳლდე ოდენ იურვა სახლად თჳსად, და ეგრეთვე ჰმონებდეს სომეხნი.
ხოლო დიდმან ბაგრატ მეფემან გაათხოვა ასული თჳსი მართა და შერთო ბერძენთა მეფესა.
ხოლო შემდგომად ამისა გაათხოვა დისწული თჳსი და შერთო სპარსთა მეფესა, სულტანსა. და შემდგომად სამისა წლისა გამოვიდა სულტანი, შემოვლო რანი და უგრძნეუ-ლად შევიდა ჰერეთად. და მის ქუეყანისა დიდებულნი იყვნეს მორთულ და ერთგულ ბაგრატისა. და მას ჟამსა იყო მცირედითა საქონლითა მეფე კახეთისაჲ აღსართან, ძე გაგიკისი. და ყოველთა დაყარნეს ციხენი მათნი და ივლტოდეს კავკასიად. და იყო ბაგრატ გალაშქრებული აღებად კახეთისა. და ლაშქარი მისი წინა გაგზავნილი იყო ვეჟინის ერისთავსა თანა წირქუალელსა. შემოიქცეს მშჳდობით და უამბეს შემოსლვაჲ სულტანისაჲ და დაყრაჲ ციხეთაჲ. შემოიქცა სწრაფით და მოვიდა ქუეყანად თჳსად ქართლად.
ხოლო აღსართან მიერთო სულტანსა, მიუძღუანა ძღუენი დიდი, დაუტევა სჯული, დაიცჳთა წინა, აღუთქუა ხარაჯაჲ. და მისცნა ყოველნი ციხენი დაყრილნი სულტანმან მასვე: და რომელნი აფხაზთა მეფისა კაცთა დაეყარნეს, და რომელნი თჳთ აღსართანისთა[ნი], მისცნა ყოველნი. და შემდგომად სამისა კჳრისა წარმოემართა აფხაზთა მეფესა ზედა. და მიერთნეს სომეხთა მეფე კჳრიკე და ტფილელი ამირა და აღსართან; შემოჰყვეს ქართლს თანა ჯაჭჳთა. გაუშუეს მარბიელი ცისკრად, და სამწუხროდ აღივსო ყოველი ქართლი თუესა დეკემბერსა ათსა, დღესა სამშაბათსა. ხოლო ქრონიკონი იყო ორას ოთხმოცდარვა.
და იყო ქართლს შინა პური და ღჳნოჲ ფრიადი. და დაყო ექუსი კჳრაჲ, და იწყო ო ჴრებად და ჴოცად კაცისა, და გარდავიდა მარბიელი მისი არგუეთს. მიუწიეს და დაარბივეს ვიდრე სუერის ციხემდე. და მოისრა ურიცხჳ სული ქრისტიანეთაჲ და ტყუე იქმნა; და იქმნა საძაგელ ქუეყანაჲ ქართლისაჲ სახილველად კაცთა. მოო ჴრდეს ყოველნი ეკლესიანი და სიმრავლითა მძორისაჲთა არღარა დაედგმოდეს ქუეყანასა თუალნი. და ცოდვათა ჩუენთა მოსაგებელსა რისხვასა ღმრთისასა ზეცით ცაჲ წამებდა, და სისხლის მწჳმელი ღრუბელი აღმოსავლეთით მოეფინა ქართლსა ზედა. და იქმნა ღამე უკუნი, ვითარცა ნათელი დღისაჲ. და იყო ხილვაჲ მისი საშინელი და შესაძრწუნებელი, და არე-არე სისხლის წჳმაჲ ეხილვა კაცთა. და იქმნა ზამთარი სასტიკი; რომელი გარდაეხუეწა ზამთარსა და მიმართა მთათა, მოსწყდა იგიცა სიფიცხისაგან ზამთრისა. ხოლო ყოველსა ქართლსა შინა დადგა ლაშქარი. და თჳთ თავადი სულტანი დადგა კარბსა და მერმე ჩამოდგა შერთულთა, და აჭირვა სიძნელემან ზამთრისამან და ბუქთა ძლიერთა.
და მიგზავნა მოციქულად ივანე, ძე ლიპარიტისი, მეფემან ბაგრატ ძიებად მშჳდობისა. ხოლო სულტანმან შეაქცია იგი აფხაზეთად ბაგრატისა, სთხოვა ხარაჯაჲ და უქადა მშჳდობაჲ. ხოლო სიფიცხლისაგან ზამთრისა ვერღარა მოილოდინა და წარვიდა ქართლით. და ჩამავალმან წარუღო ტფილისი და რუსთავი და მისცა ფადლონს, განძისა პატრონსა. არათუ მეფეთა ჩუენთა მტერობისათჳს ოდენ გამოსწყჳდა ტფილისი და რუსთავი ამას სამეფოსა, არცა ამისთჳს ქმნა, თუმცა იგი ამირანი ორგულად დადგომილ იყვნეს კარსა მისსა ზედა, არამედ კეთილისა და მსახურებისა ნაცვლად ბოროტსა უყოფდიან ყოველსა კაცსა, რამეთუ მინდობილ იყვნეს იგინი ძალსა უღმრთოებისა მათისასა, და იყვნეს იგინი ყოვლით კერძო მცბიერ. და ამის ქართლისა ო ჴრებასა შინა იყო ლაშქრისა მისისა სიმრავლე ხუთასი ათასი.
და წარვიდა სულტანი ქუეყანად თჳსად. და ვითარცა მოიწია არე გაზაფხულისაჲ, შეიქმნა სიმდიდრე წყალთაჲ ძლიერი, და მტკუარი ვერღარა ეტია ნადინებსა თჳსსა, მოეფინა ველთა და წარიღო მრავალი სული, რომელი დარჩომოდა სულტანსა.
და ამისა შემდგომად იწყო ფადლონ ამპარტავანებასა და ურჯუებასა, და სიახლესა ტფილისისა სადა სადმე გამოყვანებასა ჴელოსანთასა. და ვითარცა იქმნა ზაფხული, გარდამოვიდა მეფე ქართლად და ჩადგა დიდგორთა, რამეთუ საზაფხულოჲ მეფეთა სადგომი არს ადგილი იგი. ხოლო ფადლონ არად შერაცხა დიდგორთა დგომაჲ მეფისაჲ. წარმოემართა ლაშქრითა, ოცდაცამეტი ათასითა კაცითა, მოვიდა ტფილისს და დაიბანაკა ველსა ისნისასა. ხოლო მუნ დაუტევნა კარავნი და აღმოვლო ღამე ყოველ მუხნარისა და არბივნა ქართლისა ნაპირნი.
ხოლო ცნა ტფილისით გაღმართ აფხაზთა მეფემან ქართლისა ვნებაჲ, - წარმოსლვაჲ ფადლონისი. გამოგზავნა ხილვად ივანე, ძე ლიპარიტისი, და ნიანია, ძე ქუაბულისი, და მურვან ჯაყელი, ერისთავი ყუელისაჲ, და მათ თანა სხუანიცა აზნაურნი მცირედნი რჩეულითა ლაშქრითა. ხოლო ქართლს ვერღარა ჩამოეწივნეს შექცეულთა, გაუსწრეს მუხნარს წინა, წილკნის გორთა თანა. უკანასა კერძსა შეებნეს და პირველსავე ჴრმლისა მოკიდებასა გააქ-ციეს ფადლონ. და მიადგა ფადლონის ლაშქარი გაქცეული ხრამსა ნარეკუავისასა, მიჰ ჴოცდეს და იპყრობდეს აფხაზთა მეფისა ლაშქარნი, და აღმოიგო ხრამი იგი ცხენითა და კაცითა.
და ზედა ლაშქარმან მეოტმან გასლვად იწყო შობოს ტყით. და ყოველთა ტყეთაგან და ძეძუნართაგან, ვითა ჭუისა მართუეთა, გამოჰკრებდეს დამალულსა ლაშქარსა ფადლონისსა ბაგრატის ლაშქარნი. და შემოუსწრეს წინა იწროსა ღართისასა, და მცირედნი ვინმე გაესწრნეს. და სდევნნა ლაშქარმან ბაგრატისმან ვიდრე მთამდე ხერკისა. მოსრეს და ტყუე ყვეს ლაშქარი ფადლონისი. ხოლო ფადლონ თხუთმეტითა ოდენ ცხენოსნითა წარვლო გზაჲ წილკნისაჲ, და მიეხჳა პირსა არაგჳსასა და გაჴდა ნარღუევთა გზით ერწოდ და თქუა თავი თჳსი მოციქულად, ვითარმედ: „ფადლონის მოციქული ვარ და მახარობლად მივალ აღსართანის თანა; აფხაზთა მეფისა ლაშქარი გავაქციეთ“.
დახუდა კაცი ვინმე მეცნიერი, რომელი იცნობდა ფადლონს, და ჰრქუა: „არა ხარ შენ მოციქული, არამედ ხარ ამირათ-ამირა ფადლონ“.
და ჰრქუა კაცსა მას ფადლონ: „მიიღე ჩემგან ოქროჲ და ვეცხლი დიდძალი და საკარგავნი მრავალნი, და ნუ შემიწამებ; გარდამიყვანე მინდორად და წამომყევ თანა“.
ჰრქუა მას კაცმან: „ვერ ვიქმ საქმესა მაგას, რამეთუ მკჳდრი ვარ ამის ქუეყანისაჲ. აწ ისმინე ჩემი და მომყევ თანა, და მე მიგიყვანო აღსართანის თანა, და მან გაგგზავნოს ქუეყანასა შენსა“.
ნებსით არა უნდა ესე ფადლონს, არამედ ერწოდ ვერღარა შემძლებელ იყო წარსლვად. წარუძღუა კაცი იგი და მიჰგუარა ჟალეთს ისაკ ტოლოშელის ძესა, აზნაურსა მესხსა. ხოლო რაჲ ცნა ფადლონის კარად მისლვაჲ, გაძარცუა ერი ფადლონისი, გარდაყარნა ცხენსა და დაიჭირნა ჴელთა, და გასუა ჯორსა ფადლონ. და არა ი ჴსენა ისაკ მკჳდრობაჲ აფხაზთა მეფისაჲ, რომელმანცა აფხაზთა მეფისაგან გაქცეული ფადლონ შეიპყრა და შეგუარა ბოჭორმას ბაგრატისთჳს, არამედ მსწრაფლ წარიყვანა და მიჰგუარა აღსართანს თელავს. ხოლო აღსართან მსწრაფლ წარიყვანა ხორნაბუჯს, რამეთუ აფხაზთა მეფისაგან ეშინოდა უკანა ჩამოდგომისა. მიუპყრეს ხორნაბუჯს ფადლონ, და მისცა ხორნაბუჯი. წარიყვანეს არადეთად და მისცა არადეთი აღსართანსვე.
ხოლო ბაგრატ შეშინდა გაშუებასა ფადლონისსა, მისცა ბოჭორმაჲ და უჯარმო კახთა და წამოიყვანა ფადლონ. გასუეს ძელსა და მიუპყრეს ტფილისსა; და აიღეს ჭირვეულად ტფილისი, რამეთუ მუნ შინა მდგომი კაცი თჳთ გაამირებასა ლამოდა. და არა დაიჭირა ბაგრატ თავისად ტფილისი, არამედ დმანისს დატევებული სითლარაბი ძებნა, შემოიყვანა ტფილისად და მისცა მას ტფილისი. ხოლო თავისად აღიხუნა ციხენი: რუსთავი, ფარცხისი, აგარანი, გრიგოლწმიდანი, ქავაზინი, და ორმოცდაოთხი ათასი დრაჰკანი, და მძევალნი: ძმისწული მისი, ძე მანუჩასი, და სამთა თავადთა განძისათა.
და მოგზავნა სულტანმან სარანგი ალხაზი და მისითა შუამდგომლობითა და სიტყჳთა სულტანისაჲთა დაეზავა ბაგრატ და განუტევა ფადლონ და გაგზავნა სა ჴელმწიფოსა თჳსსა განძას. და წარჰყვა სარანგი თანა.
და მოართუნეს გაგით კლიტენი. და აღიღო აფხაზთა მეფემან გაგი. შემდგომად ამისსა ფადლონმან გატეხნა ფიცნი და შუამდგომელობანი დიდისა სულტანისანი და მოიპარა ქავაზინი. და შემდგომად ამისსა მეფე აფხაზეთს იყო, მოვიდა ფადლონ და მოადგა აგარათა; და მისცნა ციხისთავმან აგარანი. და მსწრაფლ აღმოვიდა მეფე, მივიდა და მოადგა აგარათა და წარიხუნა აგარანი.
და გამოიყვანა დორღოლელი, ოვსთა მეფე, ორმოცი ათასითა კაცითა ოვსითა და წარუძღუანა წინა ძე მისი გიორგი კურაპალატი და მოაო ჴრა განძა და აღიღო ტყუე და ნატყუენავი ურიცხჳ და გაგზავნა თავის სამეფოდ. ამისა შემდგომად აღისურვილა დიდმან ოვსთა მეფემან დორღოლელმან დისიძისა მათისა ბაგრატისა სევასტოსისათჳს, და ითხოვა დარბაზობაჲ ბაგრატისგან. ხოლო ბაგრატ ნება სცა და მხიარულად წარმოემართა ოვსთა მეფე ყოვლითა თავადითა ოვსეთისაჲთა, და აღმოვლო გზაჲ აფხაზეთისაჲ და მოვიდა ქუთათისს, და ნახა დაჲ მათი დედოფალი, დედაჲ გიორგი კურაპალატისაჲ. რამეთუ გიორგი კურაპალატი გებულ იყო უწინა, და მოიყვანეს ქართლს. და მეფე დგა ტინის ჴიდის ჭალასა, ნადარბაზევს, და მოეგება წინა დიდითა ზეიმითა და პატივითა.
შეკრბეს ერთგან კეზუთა ზედა. და იყო სიხარული და ჴმაჲ ბუკთაჲ და დუმბულთა საშინელი და მიუწდომელი. და დაყვეს ერთგან დღე თორმეტი და განისუენეს ყოვლითა განსუენებითა და სიხარულითა. და მიზეზითა ზამთრისაჲთა გაისწრაფეს. და მისცა ნიჭი და საბოძვარი მეფესა და ყოველსა დიდებულსა ოვსეთისასა. გაგზავნა და წარვიდეს სიხარულითა.
და შემდგომად ამისსა არონიებდა სულტანი მოციქულთა და უკრებდა ძღუენთა ბაგრატ მეფესა, ამოჲთა ენითა სთხოვდა ხარაჯასა. ხოლო არა დაიდვა ბაგრატ მეფემან ხარაჯაჲ, არამედ ავლენდა იგიცა მოციქულთა და უკრებდა იგიცა ძღუენსა. და იყო მათ შორის სიტყჳთ სიყუარული.
და შემდგომად მცირედთა წელიწადთა სამშჳლდის ტბათა მდგომსა ბაგრატ მეფესა დაეცა სალმობაჲ მუცლისაჲ, და ჩადგა მარაბდათა. და გაუძნელდა სალმობაჲ და ტახტითა წარმოიყვანეს, და თანა ჰყვა გიორგი კურაპალატი და ყოველნი დიდებულნი მისნი. ხოლო გიორგი კურაპალატი გაგებულ იყო წინა, და მოიყვანეს ქართლს მეფე, და ყოველნი დიდებულნი მისნი მუნ მოვიდეს. და მოვიდა დედაჲ მისი მარიამ დედოფალი და ცოლი მისი ბორენა და ასული მისი მარიამ. და შემდგომად მცირედთა დღეთა მიათუალა ძე მისი გიორგი კურაპალატი მეფედ დიდებულთა ამის სამეფოჲსათა, და ყოველნი შეჰვედრნა მას და ჰრქუა დედასა თჳსსა: „დედაო, მეწყალი შენ, რამეთუ ყოველნი შობილნი შენნი წარგჳქციენ წინა და ეგრეთღა შენ მოჰკუდები“. და შემდგომად ამისსა მიიცვალა თუესა ნოემბერსა ოცდაოთხსა, ქრონიკონსა ორას ოთხმოცდათორმეტსა.
და ამისვე ბაგრატის სიკუდილისა ჟამსა შინა მოიკლა სულტანი კაცისა ვისგანმე ბერისა, თურქისაგან, თავის ლაშქართა ხარგასა შინა. გავლო ჯეონი შჳდასი ათასითა კაცითა, გაილაშქრა თურქთა მეფესა ზედა, სამარკანდისა მოახლესა ციხესა რომელსამე მოადგა; და მოიკლა მის ციხისა პატრონისა თურქისა მიერ. და ვერღარა შეესწრა თურქი იგი ციხესა, და დაჭრეს უწყალოდ მახჳლითა. და ვერღარა ცნეს ბაგრატ და სულტანმან ერთმანერთისა სიკუდილი
შემდგომად ამისსა დაჯდა ძე ბაგრატისი გიორგი კურაპალატი მეფედ.
და არა აფრინდა ყოველსა შინა მამულსა მისსა ერთიცა ქათამი. და დიდითა დიდებითა და პატივითა წარიყვანეს და დამარხეს ჭყონდიდს. ესე მეფე ბაგრატ წელიწდისა ათერთმეტისა მეფე იქმნა და აღესრულა წლისა ორმოცდათექუსმეტისა. ესე ბაგრატ პირველ იყო კურაპალატი და შემდგომად ნოველისიმოსი და მერმე იქმნა სევასტოს. იყო კაცი სახითა უშუენიერესი ყოველთა კაცთასა, სრული სიბრძნითა, ფილოსოფოსი ენითა, სჳანი ბედითა, უმდიდრესი ყოველთა მეფეთა აფხაზეთისათა, მოწყალე შეცოდებულთათჳს, უხჳ გლახაკთა ზედა. ხოლო ჟამთა მისთა ქუეყანასა დაწყნარებაჲ არა ჰქონდა: ეკლესიანი და გლეხნი, აზნაურნი და გლახაკნი ვერ იკითხვებოდეს.
ხოლო გიორგი მეფე იყო მოწყალე და განმკითხველი გლახაკთა, კაცი საშიში და უუხუესი ყოველთა მეფეთა აფხაზეთისათა და პურად უკეთესი ყოველთა კაცთასა, ცხენოსან-მშჳლდოსანი რჩეული.
და შემდგომად მამისა მისისა დაყო მშჳდობით ზამთარი ერთი და ზაფხულისა ნახევარი. ხოლო შემდგომად თავადთა ამის სამეფოჲსათა ნიანია ქუაბულისძემან და ივანე ლიპარიტის ძემან და ვარდან სუანთა ერისთავმან რეცა თუ იკლეს რაჲმე სიყრმით გიორგი მეფისაჲთ და აუშალეს ქუეყანაჲ: ივანე მოირთნა კახნი და დადგა ქსნის პირსა; და ნიანია წარუღო ქუთათისისა საჭურჭლე და შედგა ქუთათისს* შიგა; და ვარდან გაადგინნა სუანნი, ავისა მოხარკულნი, დაარბიეს და ამოსწყჳდეს საეგროჲ.
ხოლო გიორგი მეფემან სძლო სიკეთითა, სიბრძნითა და ძჳრუჴსენებელ იქმნა: უბოძა ივანეს სამშჳლდე და ძესა ივანესსა ლიპარიტს მისცა ლოწობანნი ნაცვლად რუსთავისა, რომელი მისცა კახთა; და ნიანიას - თმოგჳ და სხუანი საქონელნი რჩეულნი; ვარდანს უბოძა ასკალანა და უთაღუბო ჯაყელთა ივანეს სიტყჳთ უბოძა. და ყოველივე ერთგული და ორგული დაფარა წყალობითა და დაიწყნარა მეფობაჲ თჳსი გიორგი მეფემან.
კუალად გადგა ივანე ლიპარიტის ძე, და ცნა გიორგი მეფემან. ქუთათისით გარდამოვიდა სამცხეს, მოირთნა მესხნი, გარდამოიარა და მივიდა სამშჳლდის კარსა. მუნ მოიყვანა კახთა მეფე აღსართან. ვერ დადგა ივანე ციხეშიგან, მირიდა მთათა სამხრისათა. და მას ვერწყობილობასა შინა წაიხუნა ლოწობანი ლიპარიტისაგან აღსართან. მოეყარა მეფე სამშჳლდესა, გარდადგა ჯავახეთს. და მოიყვანა მეფეთ-მეფემან გიორგი მათ წინაშე, და დაიფიცნეს ეკრანთას, და დაიმტკიცა ივანე კლდეკართა და სამშჳლდესა ზედა.
კუალადცა გადგა ივანე, გამოსტყუა გაგი ციხოვანთა გიორგი მეფისათა და მიჰყიდა ფადლონს, განძის პატრონსა. და მოვიდა სულტანი მალიქშა მტერად ყოველთა ქრისტიანეთა. მიაგება ივანე ძე მისი ლიპარიტ წინა, შეაწყნარა სულტანსა და დაყო მის თანა მცირედი ხანი, და გამოეპარა. და მოვიდა სულტანი და მოადგა სამშჳლდესა და წარუღო სამშჳლდე. და ტყუე იქმნა ივანე თავითა, ცოლითა და შვილისშვილითა და ყოველთა აზნაურთა დედა-წულითა. და დაიჭირა სამშჳლდე სულტანმან. და მუნ დგომასა მოარბია ქართლი, წაიღო ტყუე და ნატყუენავი ურიცხჳ და შეიქცა გარე. და აიღო განძა და დააგდო სარანგი თავადად განძას და ბრძოლად ქუეყანისა ყოვლისა ორმოცდარვა ათასითა კაცითა. შედგა ფადლონ ციხეთა მაგართა და ვერ დაუდგა, გამოიყვანეს და დააპატიმრეს იგიცა.
შემდგომად მცირედისა ხანისა შეკრბა სარანგი ყოვლითა ლაშქრითა მისითა და განძისაჲთა, დვინისა და დმანისისა ამირათა თანადგომითა, და მომართა გიორგი მეფესა. შეკრბა გიორგი მეფეთმეფე ყოვლითა სპითა მისითა, ზემოჲთა და ქუემოჲთა, და მოიყვანა მათ წინაშე აღსართან, კახთა მეფე, და დაჰმართეს ერთმანერთსა. განაძლიერა ღმერთმან გიორგი მეფე; წარძღუანებითა პატიოსნისა ჯუარისაჲთა მიუ ჴდა ზედა ფარცხისს ქუემოთ, და იოტა ბანაკი სარანგისი: გააქცია და ასწყჳდა. იყო ჟამი მწუხრისა, და სიღამემან დაარჩინა ნეშტი სარანგის ლაშქრისა, და შემოიქცა უკლებლად და მშჳდობით მეფეთმეფე გიორგი თავისა სამეფოსა.
და შემდგომად ამისსა მომადლა ღმერთმან მძლავრებისაგან ბერძენთაჲსა წახმულნი ციხენი. წაუხუნა ბერძენთა ანაკოფია, თავადი ციხეთა აფხაზეთისათა, და მრავალნი ციხენი კლარჯეთისა, შავშეთისა, ჯავახეთისა და არტანისაჲ. და შემდგომად ამისსა ესეცა მომადლა ღმერთმან: აღიღო ქალაქი კარისაჲ, ციხე-ქუეყანაჲ და სიმაგრენი ვანანდისა და კარნიფორისანი, და იოტნა თურქნი მის ქუეყანისაგან.