"პარიზის ქრონიკა"

"პარიზის ქრონიკა"
ავტორი: უცნობი



ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები







ხელნაწერი

edit

ე.წ. "პარიზის ქრონიკის" ხელნაწერი დაცულია საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში Georgien 23 შიფრით.

ქვემოთ მოცემული გვაქვს "პარიზის ქრონიკის" ხელნაწერის PDF ფაილი.

"პარიზის ქრონიკის" ხელნაწერი



ცხოვრება საქართველოჲსა ("პარიზის ქრონიკა")

edit

ქორონიკონსა ჲ“ა (1373) თურქნა მოვიდნენ; მეფე გიორგი მოკლეს; ლაშქარი სრულიად დახოცნეს; საქართველო მოარბიეს და წარტყუენეს თუესა აგვისტოსა ვ (6)[1].

ქორონიკონსა ო“გ (1385) ლანგ-თემურ ტფილისი წასტყვენა, ციხე აიღო და მეფე ბაგრატ და ანნა დედოფალი გამოასხა და დაატყუევა[2].

ქორონიკონსა პ“(1392) მეფე გიორგი[3] მეგრელთ მოკლეს.

ქორონიკონს პ“ბ(1394) თემურ სამარყანელმან სომხითი და ქართლი წარყტუენა და დაარბივნა ყოველნი ციხენი.

ქორონიკონსა პ“გ (1395) დიდი მეფე ბაგრატ გარდახდა[4].

ქორონიკონსა ჟ“ე (1407) მეფე კოსტანტინე ჩალაღანს მოკლეს[5].

ქორონიკონსა რ“ბ (1414)[6] მეფე ალექსანდრე და ივანე ათაბაგი კოხტას შეიბნეს; თურქთა ახალციხე ამოსწყვიტეს.

ქორონიკონსა რ“ა (1413)[7] დაჯდა მეფედ ალექსანდრე. იყო მაშინ ყოველი ესე საქართველო უსჯულო თემურისაგან უნუგეშინისცემოდ განსრული და სრულიად აოჴრებული დედა-ქალაქი მცხეთა, და დიდი წმინდა კათოლიკე ეკლესია, და ეგრეთვე ყოველნი ეკლესიანი, საყდარნი და ციხენი ყოველნივე სრულიად საფუძველითურთ დაექცია და მოეოხრებინა, და ყოველნი სულნი ქვეყანისანი დედაწულითურთ ტყუე ექმნა. ესრეთ იავარ-ნაქმარ ქართლზე მეფე იქმნა. ამის მეფობამდე მუდამ ტყუენა, რბევა და მოოჴრება ჰქონდა ქვეყანსა ჩვენსა. ძალი ქართლისა შემცირებულ იყო მრავლის ტყუენვისა და რბევისაგან; არსით აღუჩნდა ნუგეშინისმცემელი,

ქორონიკონსა რ“ით (1431) მეფემან ალექსანდრემ ლორე აიღო[8].

ქორონიკონსა რ“ლბ (1444) კოსტანტიპოლი დაიჭირეს თათართა[9]. ამავე ქორონიკონსა ჯანშაჰ-ყაენი ახალციხეს მოუხდა[10]. ამავე ქორონიკონსა ივანე ათაბაგი მიიცვალა.

ქორონიკონსა რ“ლე (1447) აღბუღა და ყვარყვარე შეიბნეს. ამავე ქორონიკონსა მეფე ვახტანგ მიიცვალა[11]. იყო მეუღლე მეფის ვახტანგისა ფანასკერტელის ქალი, და თაყას ფანასკერტელისა, დედოფალი სილხათუნ.

ქორონიკონსა რ“მდ (1456) უზუნ-ჰასან მოუხდა ქართლს და ამოსწყვიტა და იავარყო ვიდრე ტაშისკარამდე[12],

ქორონიკონსა რ“ნ (1462) უზუნ-ჰასან-ყაენი მოვიდა სამცხეს, ყვარყვარეს უშველა; ჩიხორს შეიბნენ მეფე, და ათაბეგს გაემარჯვა[13],

ქორონიკონსა რ“ნა (1463) აქა ქართველთ მეფე თავრიზს გილაქმა და თემურა ააოხჴრა[14].

ქორონიკონსა რ“ნგ (1465) მეფე დაიჭირა ყვარყვარემ ტყუეთ[15].

ქორონიკონსა [რ]”ნთ (1471) დედოფალი გულქან[16] გარდაიცვალა.

ქორონიკონსა რ“იგ (1475) ათაბაგ ბაადურ[17] გარდაიცვალა წლისა კა (21), ოკდონბერს ი (10), დასაბამითგან ქორონიკონსა ექსიათას ცხრაას პბ (6982).

ქორონიკონსა რ“ივ (1478) დაჯდა მეფედ კოსტანტილე[18].

ქორონიკონსა როა (1483), თვესა აგვისტოსა ივ (16), მეფე კოსტანტინე და ათაბაგი ყვარყვარე შეიბნეს არადეთს, და ათაბაგს გაემარჯვა[19].

ქორონიკონსა რ”ოგ (1485) ყაენმა სამცხე ამოსწყვიტა[20].

ქორონიკონსა რ“ოდ (1486) იაღუბ-ყაენი მოვიდა, ახალციხე და აწყვერი აიღო. და აწყვერისა ღთისმშობელი დატყუევდა სეკდენბერს კე (25); ბატონმან მანუჩარ დაისხნა.

ქორონიკონსა რ”ოზ (1489) ახალციხეს თათარნი მოვიდენ. იმასვე წელიწადსა ალექსანდრემ ქუთათისი აიღო, ძემან ბაგრატისამან[21].

ქორონიკონსა რ“ოთ (1491) ბატონი დედისიმედი მიიცვალა წლისა ნდ (54), დეკენბერს იე (15)[22].

ქორონიკონსა რ“პგ (1495) ბაგრატ დაიბადა, ძე ალექსანდრესი, ფებერვალსა კგ (23)[23].

ქორონიკონსა რ“პე (1497) დიდი ბატონი ყვარყვარე მიიცვალა წლისა პბ (82), ივნისსა ა (1)[24].

ქორონიკონსა რ“ჟ (1502) ბატონი ქაიხოსრო მიიცვალა წლისა ნგ (53), მაისს ვ (6)[25].

ქორონიკონსა რ“ჟა (1503) მეფე კოსტანტინე მიიცვალა[26].

ქორონიკონსა რ“ჟგ (1505) დიდისა მონასტრისა გენათისა წინამძღვარი მანასე მიიცვალა[27].

ქორონიკონსა რ“ჟზ (1509) აიღო გორი ალექსანდრემ[28], ძემან ბაგრატისამან თვესა აგვისტოსსა ვ (6). ამავე წელსა ქუთათისს თათარნი მოვიდენ და დაწვეს დიდი მონასტერი გენათისა შიგნით და გარეთ, ქუთათისი და საყდარი; სხვანი ეკლესიანი და ციხე ვერ აიღეს და აურაცხელნი ტყუენი წაასხეს, თვე იყო ნოენბერი კგ (23).

ქორონიკონსა რ“ჟე (1507), მარტსა იბ (12)[29] მიიცვალა დედოფალი თამარი აპრილსა ა (1), იმასვე წელსა მეფეთ-მეფე ალექსანდრე[30] მიიცვალა. ამასვე წელსა შეება ძე მისი ბაგრატ[31] მეფესა ვახტანგს და მზეჭაბუკს[32] მოხისს და გაიმარჯვა თუესა ივნისსა გ (3). ამასვე წელსა მიიცვალა ბატონი დედოფალი ელენე, დედა ალექსანდრესი, ნოენბერსა გ (3).

ქორონიკონსა რ“ჟთ (1511) მოკლა კახთა მეფემან გიორგი მამამისი, მეფე ალექსანდრე, და ძმას თვალები დასთხარა იმიტრის[33].

ქორონიკონსა ს“(200) მიიცვალა გურიელი გიორგი.

ქორონიკონსა ს“ა (201) ქართლის მეფე დავით ღა კახი მეფე გიორგი მუხრანს ძალისს შეიბნეს. ქართლის მეფეს დავითს გაემარჯვა და ჴელთ დარჩა მეფე გიორგი[34]. ამასვე წელსა მოკლეს მეფე გიორგი და დამარხეს მცხეთას. ამ კახმა მეფემა მოკლა მამა და ძმას თვალები დასთხარა.

ქორონიკონსა ს”დ (1516)[35] მიიცვალა ბატონი დიდი მზეჯაბუკ ათაბეგი ივნისსა გ (3).

ქორონიკონსა ს“ვ (1518) ყაენი წამოვიდა ულუსითა საქართველოსა საქრისტიანოთა[36], ხატთა და ჯვართა ყველასა ატყუევებდეს. პატრონმან მეფემან დავით თავისი შვილი რამაზ თათარში გაგზავნა და ყაენს წინ მიაგება და დაიხსნა საქრისტიანო.

ქორონიკონსა ს“ზ (1519) მიიცვალა დიდის მონასტრისა გენათისა მოძღუართ-მოძღვარი ილარიონ პატრონი, თვესა მაისსა ვ (6), და გორის ჯვარით აქა გელათს მოასეენეს[37]. ამასვე ქორონიკონსა მიიცვალა მეფის ბაგრატის შვილი მუცლის ტკივილითა.

ქორონიკონსა ს“იდ (1516) მოსცეს ბაგრატს[38] ქართლი არადეთის წყალს გამოღმა: ალი, სურამი და ახალდაბა. ამასვე წელსა მიიცვალა მეფე დავით[39]. ამასვე წელსა იქორწინა ძემან მისმან ლუარსაბ და შეირთო ცოლათ მეფის ბაგრატის ასული თამარ, მარტსა კე (25).

ქორონიკონსა ს“ივ (1528) მიიცვალა ბატონისშვილის ვახტანგის[40] მეუღლე, კახთა მეფის ასული ხუარამზე.

ქორონიკონსა ს”იზ (1529) მიიცვალა ქუთათელი გერასიმე იანვარსა ი (10). ამასვე წელიწადსა დაჯდა მათი ძმისწული სიმეონ და წარვიდა და ეკურთხა საყდარსა ბიჭვინტისასა. ამასვე ქორონიკონსა მეფეთ-მეფემან ბაგრატ განყო ლიხთ-იმერითი სამისა ეფისკოპოსთ, ბრძანებითა აფხაზეთისა კათალიკოზისათა აბაშის-ძისათა. ინება ღთივ გვირგვინოსანმან მეფეთ-მეფემან ბაგრატ და დედოფალთ-დედოფალმან ელენე მიცემად დიდისა და ცათა მობაძავისა საყდრისა ახლისა იელუსალიმისა გენათისა ეპისკოპოზისა მელკისადეკისა საყვარელის-ძისა; საუკუნოდამცა არს ხსენება მათი[41].

ამასვე დროსა იმავე პატრონმან გააჩინა ხონელ ეპისკოპოზად მიჩხეტის ძე მანოელ იმავე აფხაზეთის კათალიკოზისა ჴელითა საყდართა შიგან ბიჭუნტისათა. ქორონიკონი იყო ს“იზ (1529): წარვედით აფხაზეთს საკურთხევლად ივნისსა კ (20), მოვედით ივლისსა კ (20).

ქორონიკონსა ს“ით (1531) და ივლისსა ია (11) მიიცვალა მჴეციძე სარგის[42].

ქორონიკონსა ს“კა (1533) დადიანი მამია და გურიელი მამია წარვიდეს ჯიქეთს საბრძოლად ზღვით, ნავებითა, და შეიბნეს თუესა იანვარსა ლ (30)[43], პირველსა დღესა ამათ გაემარჯვა; მეორესა დღესა, პარასკევსა, განრისხდა ღმერთი ოდიშელთათვის, უღალატეს და გამოექცნეს, დადიანი და გურიელი და გურიელის ლაშქარი დაუტევეს; მოეხვივნეს ჯიქნი ღა შეიბნეს, მრავალი დაჴოცეს დადიანმა, გურიელმა და გურიელის ლაშქარმა, მოკლეს გურიელის შვილი გიორგი და მისნი აზნაურისშვილნი, დაღალულნი ომისაგან, შეჩვენებულმან ცანდია ინალდაფითა[44] გაინდუნა[45]. დადიანი გააშიმულეს, სრულიად შიშველი დაჭრეს; გურიელი, და სამნი მისნი ძმანი, და ეპისკოპოზნი და მისნი ლაშქარნი ტყუე ყვეს. წავიდა მალაქია კათალიკოზი და გამოისხნა; ცოცხალნი და მკდარნი ფასით იყიდნა.

ქორონიკონსა ს“კგ (1535) მეფე ალექსანდრე, ძე ლევანისა[46], იშვა.

ქორონიკონსა ს“კგ (1535) მურჯახეთს შეიბნეს აგვისტოსა იგ (13), დღესა ხუთშაბათსა. შეიბა მეფეთ-მეფე ბაგრატ და ათაბაგი ყვარყვარე[47] ახალქალაქს, და დაიხოცნეს მრავალნი კაცნი და გაემარჯვა მეფესა და ჴელთ დარჩა ყვარყვარე, მისი ლაშქარნი; და დაიპყრა სრულიად საათაბაგო ძემან ალექსანდრესამან.

ქორონიკონსა ს“კე (1537) მეფე სვიმონ იშვა, ძე ლუარსაბისა.

ქორონიკონსა ს”ლა (1543) ხონთქრის ფაშები მოვიდენ კგ (22) ათასი და სრულიად ამოსწყვიტეს: მოუხდა ბაგრატ მეფე, გაიმარჯვა და ამოსწყვიტნა მრავალნი[48].

1545 ქორონიკონსა ს“ლგ (1545) ბასიანს შეიბნეს სოხოჲტზედა იმერელი მეფე ბაგრატ, და ქართლის მეფე ლუარააბ და ათაბაგი ბატონი ქაიხოსროვ[49], და სრულიად საქართველო იყო, და ორი ფაშა იყო[50], და მეფენი მეოტ იქმნეს[51].

ქორონიკონსა ს“ლდ (1546) აწყურის ღთისმშობელი ტყუედ წაასუენა ციხისჯუარს იმერელმა მეფემ ბაგრატ.

ქორონიკონსა ს“ლე (1547) ტაოს ქვეყანა დაიჭირეს თათართა, ურუმთა.

ქორონიკონსა ს“მა (1553) არტანუჯი წაგვართვეს ურუმთა და არსიანამდის დაიჭირეს; ფარნაკნი და სრულ არტაანი დაანგრიეს, და ფარნაკნი ააშენეს, აწყურისა ღთისმშობლის შეწევნითა სამცხეს ვერ გარდმოვიდეს. მოესწრა ყაენი შაჰ-თაჰმაზ. ბატონი ქაიხოსროვ მივიდა: ვარძია, თმოგვი და ვანის ქვაბი, აწყური, ასპინძა, ვარნეთი და სრულიად სამცხის ციხეები აიღო და ვარძიისა ღთისმშობელი და სრულიად ციხეები ბატონს ქაიხოსროვს მოსცა. და წარვიდა ყაენი და ჩავიდა სომხითს. და დაჴოცნა ვახუშტი <და> დიასამიძე და ამაონ ტყუე წაიყუანა მარიამობის თვესა[52].

ამავე ქორონიკონსა ციხისჯვარიდამან აწყურისა ღთისმშობელი ტყუედ წაასუენეს იმერითს.

ამავე ქორონიკონსა დაუთ-ხან თავის მამას მეფეს ლუარსაბს წაუვიდა[53] და შაჰ-თამაზ-ყაენთან მივიდა. ყაენმან პატივსცა და გაუგონა სიტყვა[54].

პირველად მოუხდუნ შაჰ-თამაზ-ყაენი და ამოსწყუიტნეს და აღაოჴრეს ქართლი.

ქორონიკონსა ს“მგ (1555) ხონთქარი[55]55 სულთან-სულაიმან გამოვიდა და ყაენს ჩაუდგა; კარი ააშენა, და უკუმობრუნდა და ბასიანს მოვიდა, წარმოდგა ყაენი შაჰ-თამაზ და მოვიდა არტაანს. და ყაენის შვილმან ისმაილ-მირზამ კარი დააქცია. ხონთქარი წავიდა. უკუმობრუნდა ყაენი და ჩადგა ქართლს, და აღაოხრა და აიხსნა ციხენი, და მოწყვიდა ქვეყანა, და აიღო ატენის ციხე და დედა მეფისა ლუარსაბისა გამოასხეს. და მეფე ლიხთ-იმერითს გარდვიდა და იქ მორჩა. დედოფალი ნესტან-ჯავარ, დედა მეფის ლუარსაბისა, ქვეითი წაასხეს ციხითგან ზედა ველამდის და მერმე მეაქლემეთ მისცეს და წარიყვანეს; ერევანსა მიიყვანეს და მუნ წამლით თავი მოიკლა.

მეორედ მოვიდა შაჰ-თაჰმაზ ქართლსა. მუხრანის ბატონის შვილნი – არჩილ, აშოთან და ვახტანგ აწყურს მოვიდენ.

ქორონიკონსა ს”მვ (1558) გარის შეიბნეს ქართველნი და ყიზილბაშნი და ქართველთ გაემარჯვა[56]. და ქრისტეს მოწამე მეფე ლუარსაბ თათართ მოკლეს და ძე მისი სვიმონ მეფეთ იქმნა.

ქორონიკონსა ს“მე (1557)[57] მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი არჩილ დაიჭირეს თათართა.

ქორონიკონსა ს“მთ (1561) იყო ციხედიდს ომი: თათართ გაემარჯვა[58], ძე კახთ მეფის ლეონისა გიორგი მოკლეს. ამავე ქორონიკონსა მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი აშოთან მოკლეს ფხოელთა.

ქორონიკონსა ს”ნე (1567) მეფე სვიმონ და დაუთ-ხან შეიბნეს დიღომს და მეფეს გაემარჯვა[59].

ქორონიკონსა ს“ნვ (1568) მეფე სვიმონ და დაუთ-ხან შეიბნეს სამადლოსა და მეფეს გაემარჯვა[60].

ქორონიკონსა ს“ნზ (1569) ქართლის მეფე სვიმონ და ყიზილბაშნი შეიბნეს. იქნა ომი ფარცხისს, და დარჩა მეფე სვიმონ ყიზილბაშთ: დაიჭირეს თათართა, და ყაენთან გაგზავნეს და ალამუტის ციხეში დააპატიმრეს[61].

ქორონიკონსა ს”ჲდ (1576) დაუთ-ხან დასვეს ქართლს ბატონათ[62].

ქორონიკონსა ს“ჲა (1573)[63] პატრონი ქაიხოსრო ათაბაგი - წლისა ნა (51), თებერვალსა[64] იგ (13) გათავდებოდა, მიიცვალა ყაზმინს, ენკენისთვის კთ (29), დღესა სამშაბათსა, თ (9) ჟამს, მთვარესა ბ (2).

ამავე ქორონიკონსა მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი[65] არჩილ შირაზს გაგზავნეს ყაზმინიდამა, ღვინობისთვეს კბ (22), დღესა ხუთშაბათსა.

ქორონიკონსა ს“ჲგ (1575) მეფე კახთა ლეონ მიიცვალა. ამავე ქორონიკონსა მეფე კახთა ალექსანდრე და ძმისწულნი მისნი ჭიაურს შეიბნეს და მეფეს ალექსანდრეს გაემარჯვა და ძმისწულნი მისნი დაიხოცნეს[66].

ამავე ქორონიკონსა ყიზილბაშთ ოცხე ამოსწყვიტეს. ქორონიკონსა ს“ჲდ (1576), მაისს იე (15), დღესა სამშაბათსა, ყაენი შაჰ-თამაზ[67] მოკვდა, და უსტაჯალუანთა და იოთამის-შვილმან ალიხან[68] სულთან ჰაიდარ-მირზას ბატონობა მოინდომეს; ჯარგაზმა[69] შამხალ, ავშართა[70] და ვინც მათი ოიმახი[71] იყო, მიუხდეს, ჰაიდარ-მირზა[72] მოკლეს, უსტაჯალუანი ამოსწვიტეს და ისმაილ-მირზას გამოსაყვანლათ კაცი გაგზავნეს.

და ამავე ქორონიკონსა და ამავე მაისს კბ (22) მისი შვილი შაჰ-ისმაილ ტყუედ იჯდა ციხესა ყალყაას[73] და გამოიყვანეს დღესა სამშაბათსა, და კვ (26) არდაველს ქალაქში მოვიდა და კვ (26)[74] ყაზმინისაკენ წავიდა.

და დასვეს[75] ყაენათ შაჰ-ისმაილ[76] და მეფე სვიმონ[77] ალამუტის ციხითგან გამოიყვანა, ყაზმინს მოაყვანინა, და საქართველოს ბატონობა მისცა, და მრავალი სხვა წყალობა დამართა, საჴემწიფო მორთულობა ყოვლის ქარხნებისაგან გაურიგა. რა ეს ანბავი თბილის ქალაქს მჯდომს მეფეს დავითს მოუვიდა, იწყინა და ხვანთქართან ჩაფარი გაგზავნა და ლაშქარი სთხოვა.

ამავე წელსა, ივნისსა, ათაბაგი პატრონი ყუარყუარე[78], და ძმა მათი პატრონი მანუჩარ და ბიძაშვილი მათი მუხრანის ბატონის არჩილის შვილი, პატრონი ერეკლე მგელციხეს[79] წავიდეს ყაენთან ელჩის გასაგზავნელად. ავკარგად სამოცამდი კაცი იახლა. სამწუბთ ღელეში[80] დავდეგით. აცნობა ოლთის[81]-ქვაბიდამა ბედანის-შუილმა იასონ ვარაზაშვილს კოკოლასა[82], და მის ძმასა ლაშქარასა და მის ბიძას გურგაქს. იახლნეს თანა დიასამიძის ელიას შვილი ავთანდილ და მისი ძმა შერმაზან, ამატაკის-შვილი როსტომის შვილი ამატაკ, და აბდუყაფარ, და მათი ძმისწული როსტომ და ამატაკის შვილი სეხნია. დაეკაზმნეს ხუთასამდი კაცი და წამოვიდეს. ორთვალთ-ხიდს გამოვიდეს, ბორგს[83] მივიდეს. იქ ფანასკერტელი იობის შვილი ჯარასონ გუერთს იახლა, საუბარს შეესწრა კაცსა, თუ - „გულმართლა ბატონებზე თავსდასასხმელათ და დასახოცათ მიდიანო“. იარა და აცნობა უგუბოს დოლეიჯის-შვილს ყანდურალის[84], თუ – „გულმართლა ბატონიშვილებს დაჰჴოცენ! ფიცხლა აცნობე!“ წამოვიდა ყანდურალი, აცნობა ბატონებსა. ქათამს ეყივლა. ადგეს ბატონები, და ვინც იყო, დაეკაზმნეს. ოცამდი შეკაზმულნი კაცი იყო. ბარგი აჰკიდეს. დიდხან იქივ იბრუნეს და არ მოვიდენ, უკუმოდგეს ოვერათ-თავს სიმაგრესა. ივნისს ლ (30)[85], შაბათს დღეს, განთიად დაესხნეს ნასადგომევსა. სხვა აღარა დახვდათ რა: თუხარლიანთ კარავი და ბარგი დახვდა და ის დაიფორაქეს; ჯორები კიდევ მოსცეს. ჩვენი და მათი კაცი გარდიკიდნეს: ერთი მოკლეს და ერთი ჴელთ დაიჭირეს ჩვენთა. წავიდეს გაწბილებულნი. ეკვეხა: „არ გაგვისწრობდეს, თავებს დავსჭრიდით და მკუდარს ასო-ასო ავიქმოდით და ეს გვექნა, მარტვილებსაც არ გაუშვებდით ცოცხალს!“

დავარდა ჴმა; დაიწყო ჩვენმა ლამქარმა მოდენა. გაემართნეს პატრონი ყუარყუარე და პატრონი მანუჩარ[86] და ჰერაკლე სახელსა ზედა ღთისასა და მივედით ზედა-თმოგვსა[87], და თმოგვის ქალაქი მოვარბიეთ და იქვე ზედა-თმოგვს ამოვედით და პატრონი დედა მათი, დედისიმედ[88] ყოფილი დებორა იქ მოვიდა. და ორშაბათს ვანის-ქუაბს[89] მოვადეგით და ოთხშაბათს იერიშით ავიღეთ და პარასკევს დღეს ავიყარენით, ჩაუდეგით, რჩეულიანი შემოვიწყუენით. კუირას დღეს ოლადის-ქუაბი ავიღეთ, ამოვედით, კარწახს[90] დავდეგით.

ივლისსა ით (19), დღესა ხუთშაბათსა, ქორონიკონსა ს“ჲდ (1576) ჰერაკლე შევჰკაზმეთ, მუხრანის ბატონის არჩილის შვილი, წლისა ივ (16) და სამის თუისა და სამის კუირისა. მუუხედით ფოსოს, სახლი[91] დავსწვით და ამოვსწყუიტეთ. გაუძახეთ ლაშქარი. დარღვეულთ ხიზანი და ალამი[92] გამოვიღეთ და მოვედით და პალაკაციოს[93] დავდეგით. იქიდამა თეთრ-ციხის[94] გარეშემო დავსწვით ალაბუტი და კამროანი[95] და ყაენთან ელჩი გავგზავნეთ.

და ამავე თვესა, ივლისსა კვ (26)[96], დღესა შაბათსა, შალიკაშუილის ზემბადის შუილმა მათივ ნაქონები ოლთის ციხე[97] წაართვა და ჩვენ თათარნი შუა შემოვიღეს[98], გამოუდეგით, წამოვედით მგელციხეს, შერანშიანთ წყაროზე დავდეგით და მერმე აწყუერს წავედით.

ამავე ქორონიკონსა, აგვისტოს ოცდაათერტმეტსა ვარნელის[99] ციხეს უღალატეს მგელციხიდამ და ენკენის თვის დ (4) დიასამიძემა დემოთის[100] საღალატოთ აზნაურესშვილები და მსახურები გაგზავნა და ვეღარ უღალატეს და ჩვიდმეტი ჴელთ დარჩა საჯარს შალუაშვილს, ციხისთავსა. პატრონი მანუჩარ და პატრონი ერეკლე, მათი ბიძაშეილი მგელციხეს იყვნეს და შალიკიანთ აზნაურიშვილებს თავს დაესხნეს. აზნაურისშვილები გარდაეხვეწნეს. ერეკლე მიეწია, კაცი ჩამოაგდო და კარგი ცხენი დარჩა. და ჩვენც მოვედით სამცხიდამა და შერანშაანთ წყაროზე დავდეგით.

ამავე ქორონიკონსა, ს“იდ (1576), ივანობისთვის კდ (24) ბატონი არჩილ შირაზიდამ ყაზმინს მოსრულიყუნეს ცოლშვილიანად. მერმე ჩაუდექით და ფოსო ამოვსწყვიტეთ და შაჰსთან ელჩი გავგზავნეთ. უკუმოვბრუნდით, სამცხეს მოვედით.

ქორონიკონსა ს“ჲე (1577), მარტში, მოგვიხდა კოკოლა და ახჩიის[101] ქვაბი წაგვართვა. წავიდა ბატონი მანუჩარ და იმავ წამს წაართვა; ერეკლე თან ახლდა.

მერმე გურგაქ უკუუდგა კოკოლას, თავის ძმისწულსა და ბატონს მანუჩარს შემოჰფიცა, ქაჯისციხე[102] დაუჭირა, მერმე ფიცი გაუტეხა და კიდევ უკუუდგა ბატონს მანუჩარს. უკუმობრუნდა ბატონი მანუჩარ, ჩაუდეგით კიდე გაზაფხულზე, ვეუბნეთ. არ შემოგვეწყნეს. დაურბიეთ ფოსო, ელჩი გავისტუმრეთ და უკმოვბრუნდით.

ამასვე ქორონიკონსა, სახელსა ზედა ღთისასა, გავილაშქრეთ ენკენისთვეს ნახევარს[103] და ქაჯის ციხეს მოვადექით.

ღვინობისთვეს ბ (2) გურგაქ შემოგურიგდა და ველი მოგვცა. გავბრუნდით, ურთის[104] ციხე-საყდარი წავართვით, კოკოლას კერძათ იყო, და ციხე დავაქციეთ, სიმაგრე რაც იყო, დავსწვით, საყდარი გაუშვით, ფოსო მოვარბიეთ და ელჩი გავგზავნეთ ყაენთან; მოვბრუნდით, მგელციხეს მოვედით.

ბოსტოღანაშვილმან მატამა უხუცესი მისი ძმა მოკლა, თამირზა ერქუა. წამოვიდა ბატონი მანუჩარ, დაიჭირა მატაი და თუალები დასწვა მას და მისთან მყოფთა ყმათა. და მობრუნდა ბატონი მანუჩარ, მგელციხეს[105] მოვიდა, ბატონი ყუარყუარე და ბატონი მანუჩარ იქ იდგნეს, და ბატონი დედისიმედი ახალციხეს მოვიდეს,

ქორონიკონსა ს“ჲვ (1578)[106] გამოჩნდა კუდიანი ვარსკულავი, ოდეს მისებრივ არავის უხილავს, და მოწამლით მოკლეს ყიზილბაშთ შაჰ-ისმაილ-ყაენი გიორგობისთვეს კგ (23) და მისივე ძმა შაჰ-ხუდაბანდა გააჴემწიფეს[107].

ქრისტიშობისთვე ოცდათერთმეტს ბატონი ყუარყუარე და ბატონი მანუჩარ თმოგვს მოადგეს, სამშაბათს დღეს.

იანვარს ე (5)[108], ქორონიკონსა ს“ჲვ (1578) პატრონი დედისიმედი და ბატონი ბექა ყუელს მოადგეს.

ამასვე იანვარს ე (5)[109], ოთხშაბათს, თმოგვი წაართვეს და აქეთ იმავ დღეს ყუელი წავართვით. ოთხშაბათს, გიორგობისთვეს ზ (7), ბატონს ერეკლეს ცხენი წამოექცა. საქმე სათუოთ გაუხდა, ასრე საძულათ დასცა; უცხოფერს ფათერაკს მორჩა. ეგრევე მეცამეტეს დღეს წავიდა სანადიროდ, ქარაფის ძირს იჯდა, ჩამოაგდო ქვა, დაეცა, თითის წვერი ძვალითურთ მოჰკვეთა: გონჯათ დალეწა; ორს თვეს ძვალი[110] გაუმთელდა. მისთვის არც თმოგვს იყო და არც ყუელს.

შეიყარა კოკოლამა ყარახან, წამოვიდა თმოგუზე მოსაშველებლად, ვეღარ მოესწრა. ციხე ორთავ წაერთმევინა. ყუელიდამა თმოგვს წავიდა ბატონი დედისიმედი. იქიდამა ბატონი მანუჩარ ჯავახეთს წავიდა; ფოსო და ჯავახეთი დაარბივა და გურგაქს ქაჯისციხე გაუბარაქიანა. ბატონი ყუარყუარე და ბატონი მანუჩარ ახალციხეს წამოვიდა და ბატონი დედისიმედი თმოგვს დადგა. თმოგვის ციხეს რაც ზახირა[111] უნდოდა, მიატანინა, გააბარაქიანა და თვალშვენიერთან ელჩი გაგზავნა, ციხეების შოვნა შესთვალა და ურუმთ აშლა აცნობა, და ურუმთ საჩქარო ჴმა დაუვარდა. პატრონი დედისიმედი ახალციხეს შვილებთან მოვიდა. პატრონმან მანუჩარ და პატრონმან ერეკლემ ლაშქარი შეიყარეს, წავიდეს, ურუმთ პირს მიუდგეს. ბატონი ყუარყუარე ცოტად უგუნებოდ იყო, ის ვეღარ წავიდა; ზღუდერს[112] ჩავედით.

ამასობაში ოთმანიანი[113] რვა ათასი კაცი ფებერვალს კვ (26), ოთხსშაბათს დღესა, დაესხნეს ყარახანს, გაუდრკა საილათოდ[114], წაუდგეს ურუმნი და ათიოდე კაცი მოკლეს. მობრუნდეს, გორი დაუწვეს და იმავ ზარიშატში[115] დადგეს. მობრუნდა ყარახან, ექსასი კაცი ახლდა, დაესხა თავსა, ამოსწყუიდნა ურუმნი, გააქცივნა, სახელსა ზედა ღთისასა და გაემარჯვა ყარახანს და აივსნეს საქონლითა და იარაღითა. მობრუნდა ბატონი მანუჩარ და აწყვერს ჩამოვიდა.

ქორონიკონსა ს“ჲვ (1578), მაისსა კა (21), დღესა ოთხშაბათსა წარვიდა მუხრანის ბატონის არჩილის შვილი ერეალე სურამს, ნესტან-დარეჯან[116] ქართლის დედოფალთანა: დედოფალი ღარიბათ იყო: მასთან სამყოფად ჩავიდა.

ამავე ქორონიკონსა[117] მიიცვალა აფხაზეთის კათალიკოზი ევდემოზ ჩხეტის-ძე. ამავე ქორონიკონსა მიიცვალა მეფეთ-მეფის გიორგის შვილი ბაგრატ, თვესა მაისსა კბ (22), და დედა მათი, მარვაშიძის ქალი დედოფალი რუსუდან მიიცვალა აგვისტოს დ (4).

ამასვე ქორონიკონსა, მარიამობისთვეს ზ (7), ხუთშაბათს დღესა, ხვანთქრის ლამქარი და ლალა-ფაშა მგელციხეს მოადგეს, შეიბნეს. სამშაბათამდის ყოველ დღეს ომში იყუნეს ციხოვანი. გოგორიშვილი როინ და მისი ძმა – ბერი ერუშნელი და მისი ძმისწული ზურაბ იყუნეს, მათის ყმითა და ღთის შეწევნითა უკუყარნეს და ციხე ჩვენვე დაგვრჩა: და ჩვენს ჯარს გაემარჯვა.

პარასკევს დღესა, ე (5)[118] მარიამობისთვეს, ქაჯის ციხე, ველი და თეთრი ციხე წაგვართვეს ურუმთა და ქაჯის ციხის მეციხოვნენი სრულიად შემოეხოცნეს და თ (9) შაბათსა, დილასა, ძურძნასა და წინწალს[119] შუა აზრუმისა და ვანის ფაშა მოვიდეს და სულთანი და ყარახან ბაზუქლე, კიდევ მუღალუს ბატონი იქ შეიყარნეს. მაჰმადი-სულთან გორაზე წამოადგა; მისი ვინც იყო, გვერთს მოიყენა და სხვა ბატონიშვილი შეებნეს ურუმთა. პირველად გაიმარჯვეს ყიზილბაშთა და მერმე ურუმნი მოერივნეს და გაიმარჯვეს, მაჰმადი-სულთან გამოაქცია; გარდაეხეეწა.

იმავ კვირას, ი (10), მარიამობისთვესა, პატრონი მანუჩარ ქაჯის ციხეს შეეყარა. ვერც ლაშქრის ომსა და ვერც ციხეების აღებას ვერ მიესწრა. ამილახორის-შუილი ქოიარ მიეგება არტაანს ღა ორი ციხე მან შესძღვნა ლალა-ფაშასა მარიამობის ბ (2). აგრევე არფაქსად ჰბირებოდა ექსით ციხითა მას წინათ და ხერთვისი და ხუთი ციხე მას შეეძღვნა და პატრონს მანუჩარს თან მიჰყუა. იმ წამს გამოჰგუარეს[120] და ხახული სასანჯახოდ მისცეს.

პატრონმა მანუჩარ იზ (17) ამავ თვესა თმოგვის ციხე მისცა ლალა-ფაშასა. ახალქალაქი უწინ წაართვეს - კოკოლას მეციხოვნე იდგა და იქიდამ მისცა თმოგვი.

გაიარეს. წავიდეს ტფილის ქალაქზე. ის დაუთ-ხან დაწვა და გაეცალა, ლორეს ჩავიდა. ტფილისს ჩავიდა. ფაშა დასვეს და გორს – სანჯახი და დაუთ-ხან ხონთქართან წავიდა[121]. იქ დიდი პატივი მიაპყრეს: ორი საფაშო სარჩო გაუჩინეს და თვითან კარზე შეინახეს. და მისი ორი შვილნი - ბაგრატ და ბოსროე მამას არ გაჰყუნენ. კახის ბატონის სიძე იყო ბატონი ბაგრატ, სიმამრისას დადგა; და უმცროსი ძმა ხოსროვ-მირზა[122] ისიც ძმასთან დადგა; და ბოლოს ყაენის კარზე ჩავიდნენ.

როდესაც ტბილისს ფაშა დასვეს და გორს სანჯახი, მუხრანის ბატონისშვილი პატრონი ვახტანგ, ერისთავი ელისბარ და ამილახორი ბარძიმ ერთად შეიყარნეს. ლალა–ფაშამ ლაშქარს გაუძახა დედოფალსა და სრულიად ქართლსა. ესენი მივიდეს და ამათის წყალობითა ლაშქარი დააბრუნეს. თემი აღარ ამოსწყვიდა. მათ-მათი მამული მისცეს, ოთხი დღე არ დააყოფინეს და დააბრუნეს; მათს მამულში მოვიდეს. სომხითელთ ბევრი აწყინეს. ლაშქარი გამოეშუა ლალა-ფაშასა, აღმოიარეს ქართლი; დაუდგეს იმერილნი წინა და მწოედ ამოსწყუიტეს.

მეორედ ერეკლე დაემწყუდია შიგა ომში, პატრონის არჩილის შვილი და მას გაემარჯვა. უცხოფერად შებმულიყო, ცხენი ქვეშ გამოეკლა მისთვის: თექსმეტი მუზარადს ჰქონდა ნაკრავი ისარი, ორმოცამდი – ჯაჭვს[123] და ვერც ჯაჭვი და ვერც მუზარადი ვერ გაეკუთა. ერთი ჴმალი ხანჩარს სცემდა; ხანჩრის ტარი ზედ დაეჭრა; ექუსი აზნაუოშვილი მძიმედ დაუჭრეს, დაუკოდეს. გამარჯვება ერეკლეს დარჩა; გამოაქციეს თათარნი, უფროსიერთნი დაჴოცნეს და ამოსწყვიტეს.

ენკენისთვის ა (1) იმერელნი შეიბნეს და გაიმარჯვეს და ქართველნი და ერეკლე ენკენისთვეს ი (10) შეიბნეს და სრულიად ამოსწყვიტეს.

ორავჟანდას-შვილი მოვიდა და ლალა-ფაშასთან პატრონს მანუჩარს ის მიუძღვა. ახალქალაქიდამ ფაშა და პატრონი მანუჩარ ქართლს წავიდნენ. ორავჟანდას-შვილი ქაიხოსროვ აქათ გამოეგზავნა.

ქორონიკონსა ს“ჲვ (1578), ენკენისთვეს კ (20)[124], ხუთშაბათს, ქორწილი უყავით მასთან პატრონისშვილს თამარს. და საშანელმა აწყუერისა ღთისმშობელმა და წმინდამა ნიკოლოზ ქორწილი ბედნიერად მოუხდინოს. ჭამა აგურიანში იყო თათართ შიშითა. დიაღ, ჩვენი უგუნებო ქორწილი იყო თათართ შიშითა.

აგრევე კახი მეფე, პატრონის ლეონის შვილი პატრონი ალექსანდრე[125] მიეგება ლალა-ფაშასა, სათისჭალას შეეყარა და შაქისა და შირვანზე წავიდეს. ამაზედ შერანშაშვილი მოვიდა ყაენიდამა, თვალშვენიერთან იყო; ეს ანბავი მოიტანა: მანუჩარის ლალა-ფაშასთან მისვლა შეიტყო ყაენმა. თვალშვენიერს კაცები გამოუგზავნა, სადგომი დააგდებინეს და ყორჩიბაშს მიაბარეს.

მარიამობისთვის კე (25)[126], ორშაბათს დღესა, დაიჭირეს თვალშვენიერი. დაიჭირეს შირვანი, ციხე ააშენეს და ოსმან-ფაშა შეაყენეს თავის ლაშქრით და შემობრუნდეს. ალექსანდრეს შვილი არაგვამდის მიჰყვა და დაბრუნდა. ლალა-ფაშა მუხრანს დადგა, გორი გაამაგრა[127]. ქართლის მეფე, პატრონი სვიმონ ყაენმა შაჰ-ხუდაბანდამ გამოუშვა, მოაბით მოიტანეს ავამტყოფი: მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი[128] არჩილი ერთის შვილითა. ბევრი ტყვე თან მოიტანა, ივანობისთვეს[129] იე (15) მოვიდა. ლალა-ფაშა ქართლსვე იდგა. მოვიდეს სომხითს, დაილაპარაკდეს. ავადმყოფი იყო, მისით მიზეზით ვეღარ ნახა.

აიყარა ლაშქარი ღვინობისთვეს ა (1)[130], პარასკევს დღესა, მოდენა დაიწყო. აწყუერს ვიდეგით. ორშაბათს პატრონი მანუჩარ გამოეშვა, წინათ მოვიდა. პატრონი ყუარყუარე წინ მიეგება – თვითან ლალა-ფაშაც მოვიდა და გაღმა ლეკზე დადგა.

ხუთშაბათს პატრონი დედისიმედი გავიდა ციხიდამა და ლალა-ფაშა ნახა. ანგარიში არ იქნებოდა, რაც ლაშქრისა და აქლემების ჯარი იყო. შაბათს, ცისკრისა აიყარა და წავიდა. პატრონი ყუარყუარე თან გაჰყუა მოტყუებით და აღარ დაბრუნდა. პატრონი მანუჩარ თან წაჰყვა. ათს დღეს ძლივ ლაშქარი გაწმდა. სამშაბათს დღეს ანბავი მოვიდა: პატრონი ყუარყუარე აღარ დაბრუნდაო. წაუდგა პატრონი დედისიმედი, ჯაყამდის სდია, ვერ მიეწიაა; აზნაურიშვილები წაუყენა, ვეღარ დააბრუნვა; ისრე დედისა და ცოლ-შვილის გამოუსალმებელი წავიდა. ოლთისი სასანჯახოთ მისცეს; იქივ მივიდა.

პატრონი მანუჩარ მოვიდა, აწყუერს მობძანდა. მეფემ[131] სვიმონ გორი აიღო, ქართლში გაძლიერდა და ვისაც დედოფალსა და ბატონიშვილ გიორგიზე იმტყუნეს, ზოგნი მეფეს დავითს თან გაჰყუნენ ურუმში და ზოგნი იმერეთს და კახეთს გარდაიხვეწნეს და ქსნის ერისთვის მამული ზოგი ბატონს ნესტან-დარეჯანს დედოფალს საუპატიოთ მისცეს და ზოგი ბატონისშვილს მისცეს. ამილახორისა კასპი სვეტს ცხოველს შესწირეს და აზნაურშვილნი სახასოთ დაიჭირა და გორის მოურაობა სულხან თურმანიძეს მისცა[132]. მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი მუხრანის ბატონი[133] ვახტანგ ტაძრათმიყვანება დღეს ჴელთ დაიჭირა პატრონმა სიმონ მეფემან და კეხვის ციხეში[134] ტყვეთ ჩააგდო.

ლალა-ფაშას ლაშქარი და მირზა-ალი გამოეგზავნა პატრონ მანუჩართანა, ქართლს გაეძახა, ქართლს ვერ ჩაუვიდეს, სადგერს დადგეს და ამოსწყუიტეს სადგერი. წმინდის გიორგისა განძი წახდა. მეორედ კიდევ სანჯახები გამოეგზავნა; შეიყარა პატრონი მანუჩარ, ჩაუხდა, ზემო ქართლი დაერბია. მოუვიდა კაცი პატრონს ყუარყუარეს, ოლთისს აღარ დააყენეს, აზრუმს მიიყვანეს; შობის წინა დლეს წაიყვანეს.

მოუხდა ყაენის ხუდაბანდის ცოლი ბეგუმ შირვანს; შეიბნეს, ამოსწყვიდეს ლაშქარნი, ციხე დაწვეს, დააქციეს; ხაზინა ყველა ხელთ დარჩა, თათარ-ხანი ჴელთ დაიჭირეს, ყაზმინს ტყვეთ წაიყვანეს; მოერივნეს ყიზილბაშნი. ოსმალ-ფაშა[135] დემურყაფს უკურჩა. ჩავიდა ყაზმინს ბეგუმ. დაიჭირეს ბეგუმ გამარჯვებული ჴლმით[136], ისიც მოკლეს და თათარ-ხანიცა; ყაენმა დაახოცინა.

ყაენი შაჰ-ხუდაბანდა[137] ცოლის სიკვდილს უკან ყიზილბაშთ დაჩაგრეს და ჰადრბიჟანი და შირვანი ურუმთ დაიჭირეს. განჯის ხანი შაჰვერდი-სულთან კახეთს მივიდა და ბატონს ალექსანდრეს შეეხვეწა. იმან შეხვეწილი კაცი დააჭირვინა, და ხონთქარს გაუგზავნა.

ქორონიკონსა ს”ჲზ (1579), მარტს კგ (23), პატრონი ყუარყუარე და პატრონი მანუჩარ კოსტანტინოპოლის წავიდა აზრუმიდამა. აპრილს კ (20), ორშაბათს გადგეს. და მას უკან მოვიდა ანბავი – ბატონი თვალშვენიერი მარიამობისთვეს კგ (23) ჴელთ დაიჭირეს. ღვინობისთვის ა (1), ორშაბათს დღესა ალამუტის ციხეში ტყუეთ წაიყუანესო.

ჟამი შეიქნა. მაისისა ლა (31)[138], შაბათს საღამოსა ხოსიტა გააცხელა საკანაფეს, პატრონის ყუარყუარეს შვილი. ღთის შეწევნით გარდაიხადა. ივნისს ით (19) ბატონი ბექა გააცხელა: ღთის შეწევნით მანც გარდიხადა. ბევრი გააცხელა ჩვენში, მაგრამ არავის დაუზიანდა.

მეორედ მოვიდა[139] ლალა-ფამა და კარი აღაშენა, ტბილის ქალაქს ლაშქარი გაგზავნა და ნუზლი შეუტანინა.

მარიამობისთვეს კვ (26)[140] პატრონი დედისიმედი გააცხელა ხუთსშაბათს დღესა, და ორშაბათს დღესა ბერის პატრონის ბასილის ჟამით გაცხელება მოვიდა და საფარას საბურთეზე გაეცხელებინა. იმ წამს წაბძანდა პატრონი დედისიმედი. ორნი დედა-შვილნი ერთ კარავში[141] დაწვნეს.

ენკენისთვეს გ (3), პარასკევი განთენდებოდა და ღმერთი გარისხდა, ბატონი ბასილი მიიცვალა იე (15) წლისა და დღისა კბ (22), ღამის ჟამს ბ (2). და წამოვიდა პატრონი დედისიმედი მოაბითა, ზღუდერს ჩამოვიდა და ღვინობისთვეს უსკუდარიდამ პატრონიშვილების გამოშვების მახარობელი მოვიდა[142].

ამავე ქორონიკონსა, გიორგობისთვეს, პატრონი მანუჩარ მოვიდა კოსტანტიპოლიდამა. ფაშობა ებოძა ხვანთქარს და სრულიად მისი მამული. ორს თვეს პატრონი ყუარყუარე თორთომს დაეყენებინა, არ გამოეშო.

ქორონიკონსა ს“ჲე (1577), იანვარს ე (5)[143], პატრონი ბექა ეალიდამა გავაყენეთ. ლალა-ფაშა წასრულიყო და ბექა ოლთის[ს] დადგომილიყო. პატრონი ყუარყუარე ღთის წინაც შეურცხვენელი და კაცთანაცა: ფალავანი დაეცა ხვანთქართანა – და ქართველობით გამოეშუა, მისის ბატონობის წყალობა ექნა[144] და მარტში მობძანდა.

ივანობისთვის იე (15) ბექა მოიყუანეს და თვითან ორნი ბატონები ლორეს წავიდეს. დაარბიეს და გამარჯვებულნი მოვიდეს. მას უკან მეორეს წელიწადს სინან-ფაშა მოვიდა და ტფილისს წავიდა და ორნივ თან გაჰყვეს. პატრონი ყუარყუარე თრიალეთიდამ დაებრუნებინა, იმერეთს მოციქულათ გაეგზავნა და პატრონი მანუჩარ თან წარეტანა.

ქორონიკონსა ს“ჲე (1577)[145] მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი მუხრანის ბატონი[146] ვახტანგ მიიცვალა[147] ივანობისთვეს დამდეგსა.

ქორონიკონსა ს“ით (1581) პატრონმან მანუჩარ გვირგვინი იკურთხა ფებერვალს, და ბექა კოსტანტინეპოლის წაიყუანეს.

ამავე ქორონიკონსა, მარიამობისთუეს დ (4), პატრონი არჩილ მობძანდა აწყუერს. დიდის ხნის უნახავნი და-ძმანი[148] შეიყარნეს. ივანობისთვეს[149]149 წაბძანდა.

ამავე ქორონიკონსა, გიორგობისთვეს კვ (26)[150] პატრონი ყუარყუარე და მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი[151] არჩილ მიიცვალა.

ამავე[152] ქორონიკონსა მეფე სვიმონ და მეფე კახთა ალექსანდრე შეიბნეს მარტყოფს, ადგილსა ჭოტორს და მეფეს სვიმონს გაემარჯვა.

ამავე ქორონიკონსა მოვიდა სარდალი ძალისა, ეწოდა მაჰმად-ფაშა; დახვდა მეფე სვიმონ; მუხრანს შეიბნეს და მეფეს სვიმონს გაემარჯვა და ფაშა ლტოლვილი ქალაქს მივიდა. ქორონიკონსა ს“ო (1582)[153] პატრონს მანუჩარს «უღალატეს ურუმთა. პატრონი მორჩა. ორნივ ფაშანი მძიმედ დაიკოდნეს და გაიქცეს და თემი ჩვენვე დაგვრჩა. და ყაენი განჯას მოვიდა. და ბატონს მანუჩარს ჩალაბუთი მოსცა და ბატონს დედისიმედს ხუთი დიდი სოფელი.

ქორონიკონსა ს“ოა (1583) თვალშვენიერი ორმოდამ ამოეყუანეს და ყაენთან მოიყვანეს.

ამავე ქორონიკონსა, მარტსა კ“დ (24), კვირას დღეს, ბზობას ბატონმა მანუჩარ მეფეთ-მეფის პატრონის სვიმონის ქალი, პატრონი ელენე, მოიყვანა.

ქორონიკონსა ს“ობ (1584) სარდარი ვარად-ფაშა[154] მოვიდა ახალციხეს საშენებლად. ვეღარ დადგა, წავიდა და თემი ჩვენვე დაგვრჩა.

ქორონიკონსა ს“ოგ (1585)[155] მეფე სვიმონ და ფაშა ლორის შეიბნეს და მეფეს გაემარჯვა და მოსრვა ურიცხვი ვითარ ოთხას სამოცდაცამეტი. ამავე ქორონიკონსა მეფემ სვიმონ აიღო ლორის-ქვაბი ვითარ თ (9); ამავე ქორონიკონსა მეფე სვიმონ მოადგა ციხესა ლორისასა აპირლს ა (1), აიღო ივნისსა ი (10). ამავე ქორონიკონსა ყაენმა სამცხე ამოსწყვიდა.

ქორონიკონსა ს“ოდ (1586) მეფე სვიმონ და ფაშა ქალაქისა ჰასან შეიბნეს ტაბახმელას და მეფეს გაემარჯვა დ> მოსრნა ურუმნი ვითარ ხუთასი; ამავე ქორონიკონსა აიღო გალავანი ტბილისისა და უკანციხე.

ქორონიკონსა ს“ოე (1587) აქა შაჰ-ხუდაბანდის შვილი ჰამზა-მირზა დალაქმა მოკლა.

აქა მაწყუერელი გაგზავნეს კოსტანტეპოლეს და მესაპატიონი კაცნი მძევლად მისცნეს: შალიკაშვილი ედიშერ, შალიკაშვილი ელია და ამილახორის-შვილი ქოიან და მძევლები დაუჭირეს; და ბატონი მანუჩარ ვეღარ მიენდო.

ამავე ქორონიკონსა ახალციხე და გორი ააშენეს ურუმთა აგვისტოს, დასაბამითგან წელთა შვიდი ათას ოთხმოცდა-თორმეტსა[156]. მეფე სვიმონ საშუელად მოვიდა; აღარ შეაბეს მესხთა, თემი დაარბივეს და წავიდეს. ბევრრიგი მოღალატე შემოადგეს პატრონს მანუჩარს; ვეღარ დაუდგნა და ახალდაბას ცოლი წაიყვანა და წავიდა. დედისიმედი და ბატონის ყუარყუარეს შვილი – ბატონი ქაიხოსროვ საკანაფეს ციხეში დადგეს. და დიასამიძემ ელია მემოლას[157] ციხეს სავალინაშვილი საღალატოდ შეუყენა. უღალატეს, ციხე წაართვეს და ბევრი საქონელი და სალარო დაიჭირეს. და გოგორიშვილმა ბეჟან ციხისჯვარი უკუიჭირა და მისცა ფაშასა. შემოგვიყუენეს მოღალატენი და ვეღარც ჩვენ დაუდგენით და ჩავედით ახალდაბას მარტს იე (15)[158].

გაზაფხულ ყაენი ხუდაბანდა[ს] შვილი აბაზ-მირზა[159]159 გამოვიდა, არდაველს მოვიდა; ოზბეგნი ხორასანს წამოეჭიდნეს. დაბრუნდა[160], იქითვე წავიდა და თვალშვენიერი თან წაიტანა. თავრიზს რომ ჩავიდეს, იქ ომი იქნა. სამჯერ შეიბა თვალშვენიერი, სამჯერ გაემარჯვა, კიდეც დახოცნა, ჴელთაც დაიჭირნა, ყაენს მიუსხა. ყაენმა მამულიც დიდი მისცა და ჯილდოცა.

მერმე ბატონი მანუჩარ ვეღარ მიენდო; ღონე ვეღარა მოიგონა რა. დაგვიწყეს მოციქულობა. ბატონი დედისიმედი ღა ბატონი მისი შვილისშვილი ბატონი ქაიხოსრო გამოუგზავნეს ახალციხეს ფამასთანა, შობის წინა დღესა.

ქორონიკონსა ს“ოე (1587) მეფე სვიმონ და იმერელი მეფე ლევონ შეიბნეს გოფანთას[161] და სვიმონ გაიმარჯვა და მეფე ლევან[162] გაიქცა. ამავე ქორონიკონსა მამია დადიანმა[163] დაიჭირა ლევონ მეფე და მუნ აღესრულა.

ქორონიკონსა ს“ოთ (1591) მეფემ სვიმონ აიღო ციხე ქუთათისა და ბაგრატ გამოიყვანა ძმისწული გიორგი მეფისა და ფაშა ქალაქისა დააყენა. ამავე ქორონიკონსა აიღეს იმერელთ ქუთათისი, ამავე ქორონიკონსა, [...] კდ[164], წარვიდა მეფე სვიმონ დაჭირვად ლიხთ-იმერითისა; აღიღო ციხე კაცხისა, კვარავანდა და ქუთათისი.

ამავე ქორონიკონსა შეიბნეს ოფისკუჭსა მეფე სვიმონ და მამია დადიანი და იმერელნი: და დადიანსა და იმერელთ გაემარჯვა და სვიმონ გაქცეული წავიდა და ძე კოსტანდინესი როსტომ მეფეთ დასვეს ქუთათისს. ამავე ქორონიკონსა მიიცვალა დედოფალი თინათინ, მიიცვალა ძე კახთა მეფის ლევანის კათალიკოზი ნიკოლოზ.

ქორონიკონსა ს”პგ (1595), მეფე ლუარსაბ იშვა, ძე მეფის გიორგისა[165].

ქორონიკონსა ს“პზ (1599) მეფემან სვიმონ თ (9) თვეს გორის ციხეზედ იბრძოლა და მრავლის სარჯლით ციხე აიღეს; შიგ მყოფნი ურუმნი უვნებლად ყველა გაუშვეს. ეს ანბავი ხონთქარს მოახსენეს, სარდლათ ჯაფარ-ფამა უჩინეს და სუაზს[166] აქათი ლაშქარი ურიცხვი გამოუძახეს ქართლზე. იქმნა ომი ძლიერი აწუფის ალგეთის პირს და ბრძოლაში თულაშვილმა ცხენი წაუქცია მეფეს სვიმონს და დარჩა ჴელთ თათართა: დაიჭირეს და წარიყვანეს ჩქარად და დაიპყრეს სომხითი და ლორე[167].

და მეფის სვიმონის შვილმა გიორგიმ გორს გაიგონა ბატონის დაჭერა და წაყვანა. იმ ღამეს ლაშქარი შეიყარა და სადაც ბატონი დაეჭირათ, იქ მივიდა და არვინ დახვდა. ვისცა ცხენს შეეძლებოდა, უკან გაუყენეს ქართველნი და დავარდნილთ უკან ბარგსა და ჯართა დასწეოდენ და მრავალი ნაშოვარი ექნათ ქართველთა. შემოქცეულნი მოვიდენ ბატონისშვილს გიორგისთან, და შეიყარნეს სრულ ქართველნი – გიორგი მეფეთ დასვეს და აკურთხა პატრიარქმა და ეფისკოპოზთა და ერთგულად მოუდგნენ. და მეფე სვიმონ კოსტანტინოპოლის ხონთქართან მიიყვანეს, იედი-ყულაში დაატყვევეს[168].

ხვანთქარს ქართლი დაუთ-ხანისთვის უნდოდა, და მეფის სვიმონის დაჭირვამდი ის კი მამკვდარიყო. ქართველთ ხვეწნა და მოციქულობა დაუწყეს ჰონთქარსა და ქრთამი გამოუგზავნეს და მზევლად გიორგი მეფის შვილი დავით სვიმონ მეფის გამოშვებისთვის გაუგზავნეს. სვიმონ მეფე იედი-ყულაში მოკლეს და ბატონისშვილი დავით დაიკარგა.

დაპყრობილი იყო ჰადრბიჟანი კე (25) წელ ურუმთაგან, და განამრავლეს ბრძოლა ქართველთა, მრავალი ბრძოლანი; აღადგინეს მათდა მიმართ დაპყრობილნი მათ მიერ ციხენი და ქალაქნი; საყდარნი და მონასტერნი ბრძოლით უკუმოიღეს.

ქორონიკონსა ს“ჟა (1603) მოვიდა ყაენი შაჰ-აბაზ ბრძოლად მათ და წარუღო თავრიზი და ნახჩვანი და მოადგა ერევანსა. მძლავრად ბრძოდეს ოსმალნი ციხით გამო და ვერ შეუძლეს წარღება ციხისა მის. მიუწოდა ერევანს ყაენმა ზედასა ზედა წარმოვლენათა მოციქულისა და წიგნებისა. და წარვიდა მეფე გიორგი[169] ქართლის ლაშქრითა და თანა წარიტანა მთავარ ეფისკოპოზი, მოძღვარი მისი ზებედე და კახთა მეფე ალექსანდრე კახეთის ლაშქრითა და წარვიდენ ფიცხელსა და მყინვარესა ზამთარსა შინა და მივიდენ შეწევნად სპარსთა მეფისა ყაენისა. და წარუღეს ციხე იგი ერევანი ურუმთა. და მრავლად პატივსცა შაჰ-აბაზ-ყაენმა პატივითა დიდითა და ნიჭითა დიდითა წარმოცემითა ქართველთა და კახთა და გიორგი მეფეს გაუმძღვარა სპილო ტახტითა და ჩარდახთა ზედა დგომთა და გამოისტუმრა ქართლს.

ქორონიკონსა ს”ჟგ (1605)[170] მოვიდა ქართლს და უბძანა ყაენმან, რომ ის ნაპირი შეინახეო და ბატონს ალექსანდრეს უბრძანა: „თქვენი შვილი კოსტანტილე მე გამიზდიაო და ბატონობის ღირსი არისო. მეც დიდს ლაშქარს გავატანო და შენც შენის ლაშქრით უშველეო, შირვანი დაიჭიროსო და იმისი ბატონობა მიმიციაო. იქით მე მოუწყოფ ჴელსაო და აქეთ შენაო და გამაგრდების“.

ჯარი მისცა ყაენმა და გაისტუმრა შირვანს კოსტანტინე; და ბატონმა ალექსანდრემაც გაატანა კახეთის ჯარი; და ყაენმა დააბარა: „მე მამის შენისა დიდი ჯავრი მაქსო. რა შირვანი დაიჭიროო, მამაშენი მოკალო და კახეთიც შენთვის მამიციაო“. რა მივიდენ თათარნი და ქართველნი შირვანს, იომეს. და თათარნიც კარგათ იყუნეს და ნამეტნავათ კახნი: და აიღეს ყაბალის ციხე და დაიჭირეს შირვანი და გააბატონეს კოსტანტინე. და გაძლიერდა. და კაცი გაგზავნა და წიგნი მამასთან და ძმასთან სიყვარულისა და შემოეთვალა: „თქვენი ნახვა მინდაო“. იამა ბატონს ალექსანდრეს. და კახთ დაიბარეს და პატივით დაჰპატიჟეს. და კაცი მამის რომ ნახა, იამა. იმავ ჟამ მსწრაფლ წამოვიდა, მოვიდა კახეთს და ბატონი ალექსანდრეცა და კახნიც მგზავრ მიეგებნეს შუა კახეთში და შეიყარნეს, გარდახდეს ცხენიდამ, გარდაეხვივნენ, ანბორს უყვეს ერთმანეთს, მოვიდენ თავიანთ სასახლეში თორღას[171].

ქორონიკონსა ს“ჟგ (1605), თვესა მარტსა იბ (12), დაჰპატიჟა კოსტანტინემ მამას, ბატონს ალექსანდრეს და ძმას, გიორგი ბატონისშვილსა. დაჯდენ ჭამად. მადამდი კაცები დარიგებული ჰყავდა, რომ მალვით ვჰკრათ რამეო მამასა და ძმასა ჩემსა, მოკალითო! შუა ჭამა რომ შეიქნა, შემოყენებული კაცნი მივიდნენ და ჰკრეს თავსა ბატონს ალექსანდრეს და მოკლეს ჲ (60) წლისა. მერმე გიორგი ბატონიშვილს შემოჰკრეს თავსა და მოკლეს. მის მიერ მოკლულნი აჰკიდა აქლემსა და გაგხავნა ალავერდს. და აღუსრულეს მცირე რამე წესი დაფლვისა.

შემდგომად ამისა დაიპყრა კოსტანდინემ[172], წავიდა სამყოფითგან მისით და მივიდა სიახლოესა, უნდოდა, რომ რძალი, ბატონის დავითის ცოლი დედოფალი ქეთევან შეერთო. დედოფალმან შორ დაუჭირა, მამაცად დახვდა, არ ინდომა და გალანძღა, არ დაემორჩილა.

და წარვიდა შირვანთა და ბევრს ავსა და სასირცხო საქმეს იქმოდა. ჰკვირობდენ კახნი – თავადნი დიდნი და მცირენი: „იმისთანა საქმე არც ძველთა და არც ახალთ არ უქნიაო“, ჩიოდენ და ტიროდენ მათის ბატონისა და ბატონისშვილის სიკვდილსა და ინატრიდენ: “ნეტაი ჩვენც თქვენთან ამოვსწყვეტილვიყავითო, ამთონი ავი არ გვენახაო“, ამაზედ შეითქნეს კაცნი, რომ გაუდგნენ, აღარ აბატონონ კახეთსა. ესეც არჩივეს: „მალვით მოვკლათო, ღამითაო“.

ერთს ღამეს წავიდნენ, საცა სადგომი იყო კოსტანტინესი. ნახეს, ქვეშაგები ცარიელი იყო და აღგომილიყო და ადაფხანაში შესულიყო. ვერ დაახელეს, რომ მოეკლათ. იმავ ჟამს შესხდენ ცხენს, კახეთს წამოვიდენ კაცნი. გამოვიდა კოსტანტინე, რომ დახოცეთო, მაგრამ ვეღარ მოეწივნენ, ეერც შეიძლეს დაჭერა. მოვიდენ, ქეთევანს დედოფალს უანბეს ყველა. მოვიდენ კაცნი დიდნი და მცირენი, შეფიცეს ერთგულობაზე დედოფალს და აღარ დაემორჩილნენ კოსტანტინეს და იყვნენ დედოფლის მორჩილნი, ერთგულნი. ვინცა-ვინ დიდნი და ცოტანი კახნი, ყველანი ერთს ალაგს დედოფალთან შეიყარნენ, ერთგულათ მოუდგენ.

ამისი ანბავი კოსტანტინემ შეიტყო და წუხდა და დღივდაღამ ფიქრობდა, რომ თავისი საქმე გაემართა და რცხვენოდა – „დედაკაცისაგან ამთონი საქმე დამემართაო“[173] – და არდაველს მივიდა და ეს ანბავი ყაენს მისწერა. იქით ბძანება მოუვიდა: „ჰადრბეჯანის ლაშქარი თან წაიტანეო, შირვანი შენი არისო. მიუხეო! და რომელიც კახი შენი ორგული არისო, ამოსწყვიტეო და რომელიც შენი ერთგულნი არიანო, იმათ მრავალი წყალობა დამართეო“.

მეხუთეს თვეს იქივ შირვანს მივიდა ადრბიჯანის ლაშქრით. დიდის ლაშქრით[174] წამოვიდა კახეთს დასაწველად და გასაოჴრებლად. დედოფალს ემუქრებოდა: „სატანჯველით ცეცხლში დავწვავო. ანბავი დედოფალს აცნობეს და ყველას კახთა. შეიყარნეს კახნი და დედოფალს იმედი უთხრეს: „ნუ გეშინიანო, ნურც შესწუხდებიო ამ საქმისათვიო, წამობრძანდი ჩვენთან. ლაშქარნი შეიყარა წაიძღვანა ჯვარი პატიოსანი და ამაგრებდა, აძლიერებდა ჯარსა.

მოვიდა კოსტანტილე დიდის ლაშქრითა; გაღმა ალაზნის პირსა დადგა, ზემო მინდორს, მაკაბლისას. ეს ანბავი[175] ქართლის მეფეს გიორგის მისწერეს. და იმანც პაპუნა ამილახორი სარდლათ უჩინა და ქართლის ლაშქარი თან გაატანა და დედოფალს მიაშველეს და დედოფალმაც [...][176] სრულ კახნი რომ შეყრილნი იყუნენ და მათნი ჯალაბნიც მოსრულ იყუნენ და ასე დაეფიცათ: „ჩვენი ჯალაბნი დედოფალს უკან ჩამოუყენოთ და ჩვენ წინ შევიბათო“. და ლაშქარნი კახთანი, რომელიც დედოფალს ახლდენ, წყნარა-წყნარა წადგენ და დადგენ პირდაპირ მათსა, რომელ ხედვიდენ ერთმანერთსა იქით და აქეთ.

გაათენეს ღამე ლოცვითა და ვედრებითა ღთისათა. გათენდა. და მზე რომ მოეფინა, ადგნენ ყველანი და ეზიარნენ. ჩაიცვეს ჯაჭვები, შეიმოსეს იარაღები, აიღეს შუბები და თოფები, შეჯდენ ცხენსა, დააწყვეს რაზმი. დედოფალი და ჯალაბნი დროშის ქვეშ დააყენეს. შეწუხდა და ეშინოდა დედოფალსა: ეხვეწებოდა ღმერთს[177].

ამას ზედა მზა იყო კოსტანტილეს ჯარი. წყნარა-წყნარა ჩამოდგნენ კახნი. მაგრა იდგნენ. როგორც წესია თათართა მიდევნება ეტლისა და ვარსკვლავთ-მრიცხველებისა, იხილა[178] კოსტანტილემ რამლი თავისი და არა უნდოდა იმ დღეს შებმულიყვნენ. ვინც კახი კაცი[179] ახლდა კოსტანტილეს, ასრე გამოურჩივეს: „ქართლის ლაშქრის თავათ თქვენი ბიძაშვილი ამილახვარი არისო და თქვენი ურჩევნიაო. და ქეთევან დედოფალი უშვილო ქვრივი დედაკაცი არისო და ერთი შვილი ჰყავსო, ყმაწვილი არისო და ისიც ყაენის სახლში არისო, და სხვა მემკვიდრე ბატონიშვილი კახეთში აღარავინ არისო, და კახნი ვისის გულისათვისო თავის მემკვიდრეს ბატონს შემოებმიანო? ცოტას კაცით წინ წადექითო, ისინიც რა თქვენ გიცნობენო, სახვეწრათ კაცს გაახლებენო და მას უკან რომელიც სჯობდეს, ისრე ქენითო“. იმანაც[180]. ეს სიტყვა მოუწონა და დაუჯერა. შეჯდა ცხენსა და ჩქარად უვლიდა თავის ლაშქარსა და მოსდევდა. კახთ სიახლოეს რომ გამოვიდა, იცნეს კოსტანტილე, ბევრჯელ ენახათ კახთ თავადთა. წარვიდნენ თავი გამოიმეტეს, შეუტივეს, შეუტივეს სამთ კეთილ ცხენოსანთა – ჯანდიარიშვილი დავით, ვაჩნაძე თამაზ, ძმა მისი, ბებურ. ჰკრეს შუბი, ჩამოაგდეს ცხენიდამ, ძალიან დასცეს მიწასა, სულიერიღა იყო, იცნა ის კაცნი და შეეხვეწა: „ნუ მამკლავთ, დაგრჩომივართო, თქვენს ჴელთ ვარო“. სხვას მრავალს წყალობას უქადებდა, მაგრამ ყური არ მიუგდეს, და ჰკრეს თავსა, ორად გაუპეს და მოჰკვეთეს თავი და მიართვეს დედოფალსა ქეთევანს. მაშინ გამარჯვებულთ ჯარმა კახთამან თათრის ლაშქართ უკან გაუდგნენ, მრავალი დაჴოცეს და დაიჭირეს და ნაშოვარი საქონელი მრავალი იშოვნეს. და კოსტანდილეს მოკლვის ანბავი შაჰ-აბაზ-ყაენს მოუვიდა, და ეწყინა და ასე ბძანა: „ჴელიმც შერჩებაო, მამის მკვლელს უარეს უნდა დაემართოსო“.

ამავე ქორონიკონსა ს“ჟგ (1605) მეფე გიორგი[181] ქართლისა მეჯვრისხევს იდგა; და თაფლი მიართვეს და შიგ ფუთკარი ჩაჰყოლოდა. გიორგი მეფემ რომ ჩაიდვა ლუკმა პირში, უცებად ფუთკარი შეჰყვა თაფლსა, უცა ენაზედ, და გაუსივდა ენა და მოკვდა გიორგობისთვის ზ (7), დღესა პარასკევსა; წამოიღეს და დამარხეს მცხეთას საპატრიარქოსა საყდარს სვეტს ცხოველში. იტირეს და იგლოვეს ქართველთა და ცოლმან მისმან გიორგი ლიპარტიანის ასულმან დედოფალმან თამარ[182] და ძემან მათმან ლუარსაბ. შეიყარნენ ქართველნი, და გაგზავნეს ჩაფარი, და შესთვალეს სიკვდილი მეფის გიორგისა და გამოითხოვეს მეფედ ლუარსაბ. ეს ანბავი მიიტანეს.

ყაენი არდაველს იყო[183], უნდოდა მაზანდარას წასულიუო და ბატონისშვილი თეიმურაზ თან წაეტანა. რა ეს ამბავი მიუვიდა, აღარ წაიყვანა, ქართლის მეფობა ლუარსაბს უბოძა. ხალათი, თაჯი და ჴმალი და ოქროთ შეკაზმული ცხენი და მეფობის რაყამი ბატონს ლუარსაბს გამოუგზავნეს.

ამავე ქორონიკონსა[184] კახთ წარგზავნეს მოციქული ყაენთანა: შეეხვეწნენ და ითხოევნეს ბატონი თეიმურაზ. ყაენმა უბოძა კახეთი თეიმურაზს; ყოვლის ქარხნებიდამა სახემწიფო მორთულობა უბოძა – ოქრო, ვერცხლი, თვალ–მარგალიტი, ცხენი, იარაღი, კარავი და მოფენილობა, აქლემი და ჯორი და ყოვლი საბატონო მოსახმარისი, მეჰმანდარი თან გამოატანა და კახეთს მეფეთ გამოისტუმრა. დიდი სიმხიარულე შეექნათ კახთა და ნამეტნავად დედასა მისსა დედოფალს ქეთევანს. მოვიდა კახეთს, შეარტყეს ჴმალი, დაულოცეს ბატონობა.

ქეთევან დედოფალმან და კახთ ეფისკოპოსთა და დარბაისელთა ბატონს თეიმურაზს არჩივეს: „შენის სახლისა თქვენის მეტი აღარავინ არისო და ცოლი შეირთეო“. და მანც ნება დაურთო, და მამია გურიელს მოციქული გაუგზავნეს და ქალი სთხოვეს, და გურიელმა მოსცა ქალი. და გაგზავნეს ქალის მოსაყვანლად ეფისკოპოზ-დარბაისელნი და გაუგზავნეს სახლის პატივად მრავალი თეთრი და აბრეშუმი მიუტანეს. გურიელმა ამათი მიტანილიცა და ნამეტანი თავისიც ზითევი შეუკაზმა და გამოატანა და მაყართაც მრავალი აჩუქა, თითონაც გურიის ეფისკოპოზი-დარბაისელნი მაყრათ გამოატანა. გამოგზავნა ანნა, თავისი ქალი, დიაღ, კარგი და პატიოსანი, ლამაზი. მოიყვანეს კახეთს, გარდიხადეს ქორწილი, დიაღ, უცხო და დიდძალი. კახეთი, დიაღ, მორჭმული და ნამეტნავად აშენებული იყო. გურიულნი, ვინც დედოფალს მოჰყვუენ, გაჰკვირდენ ქორწილის ხარჯსა და გაცემასა და თავიანთ საჩუქვარსა; გურიაში გაკვირებულნი, მაქებარნი და მადრიელნი მივიდენ.

ამასთან პირველად ეყოლა ლევან და მერმე ალექსანდრე. ამ შვილების ყოლას უკან ცოტა ხანი გამოვიდა: ყელში ყიყვი გაუჩნდა ანნა დედოფალსა, მრავალი იწამლა უცხო და ძნელი და მერმე ორმოც დღეს სხვა არა ჭამა რა ხმელის პურის მეტი და არაყი ზედა სვა და მერმე გაიჭრა ყიყვი.

ქორონიკონსა ს“ჟზ (1609) ბევრი უშალა ბატონმა თეიმურაზ და სხვათაცა, მაგრამ არც წამლობა დაიშალა და არც ყელის გაჭრა.

ამ ქორონიკონსა მიიცვალა დედოფალი ანნა[185]. ბატონი თეიმურაზ სანადიროთ იყო. მოვიდა, დაიტირა და დამარხა ალავერდს, და იგლოვა, და იმწუხა და გაუცა სასულიერო სამღთოს კაცზედა. და კახთ დაიწყეს ჩივილი: „ამისი სიკვდილი კახეთის აოხრება არისო“.

ამავე ქორონიკონსა შაჰ-აბაზ-ყენთან წავიდა ბატონი თეიმურაზ. ამავე ქორონიკონსა კახეთს მობძანდა და მეფეს ლუარსაბს და სთხოვა, ხორაშან[186]. ამათში ნათესავობა იყო: მეფის ლუარსაბის ბებია ნესტან-დარეჯან დედოფალი და ბატონის თეიმურაზის პაპა, ბატონი ალექსანდრე და-ძმანი იყვნენ. ამათი შერთვა ძნელი საქმე იყო, და ქალიც არაგვის ერისთვის შვილისთვის ნაქადები იყო, და ბერნი და ხუცესნი უარს იყვნენ. მერმე საკანონო გაიღო ბატონმა თეიმურაზ. და პატრიარქმან და ეფისკოპოზთ კრება და რჩევა ქნეს: საქრისტიანოს გასაძლიერებლად ნება დართვეს ბატონს თეიმურაზს. და ხორაშან წაიყვანა ბატონმა თეიმურახ და შეირთო. და კახნი და ქართველნი ერთგან შეიყარნეს და გასაკვირვებელი ქორწილი და ლხინები გარდიხადეს. და მეორე და მეფის ლუარსაბისა, ლელა ბატონიშვილი ყაენს გაუგზავნეს და ყაენმან ფათმან-სულთან-ბეგუმ დაარქო.

ამავე ქორონიკონსა ს“ჟზ (1609) მოვიდა ამბავი მეფე ლუარსაბთან, ლაშქართ შემოგროება თათარხნისა[187] და თრიალეთს გარდმოსვლისა[188]. მეფემ იარალის დაუძახა და უბრძანა: „შენ იცი შეყრა გზისაო[189], გზები დაიცევით, თქვენ ქენით კაი რიგათ ყარაულობა. თუ ჯარი ნახოთ, გვაცოდინეთ და არა დაიჭრეთ“. იახლა იარალის, სხვა კაცი არავინ ანდომეს. ამათ ვერა უგრძნეს რა ლაშქართა, სხვას გზაზე გაიპარნენ და ბოლოს მათვე დაჴოცეს.

თათარხნს ლაშქართა თრიალეთი გარდმოიარეს: თან ჰყვნენ მანგლისელები - ზოგი ნამგლით მოსდევდა და ზოგი ცელებითა. კველთას რომ მოვიდენ, თევდორე მღდელი დაიჭირეს და წამოვიდენ და სცემდენ ლახტითა: „წაგვიძეღ, გზა გვასწავლეო, რომ გარდვიაროთო“. ერიქალზედან ავიდნენ, მღვდელი წინ მუუძღოდა. გოსტიბის თავს რომ მოვიდენ, უთხრეს: „ნეფეზედ მიგვიძეღო, უკან მოგყვებითა". მღვდელი მხარშეკრული ორს კაცს ეჭირა. მღვდელმან გულში თქვა: „მე მაინც მამკვლენო და სულით მაშინც არ დავიკარგვიო“. გულში თქვა: „მაშინც უკვდავი არავინ დავრჩებით ამ სოფელსაო, ამდენს ლამქარს რატომ მუუძღვებიო და ამათ გავახარებო“. ერთაწმინდაზედ ჩაუძღვა. მეფე ცხირეთს იდგა, იმაზედ აღარ ჩამოუძღვა და ქვენადრისის გზა ჩააროინა, და მღდელს თავი გააგდებინეს.

მეფემ არ იცოდა, თუ ამაზედ ჩამოიარეს. რომ გარდახედეს, ჯარი ნახეს: დაბლა მხარი სრულ ჯარს მოეცვა. მეფეს და მოურავს და ქართველთ რჩევა შეექნა. მოახსენა მოურავმან: „ჯერ თქვენ ნუ დაიძვრითო მანდედამეო. შვიდ საათამდე დამაცალეო, რაც მოგახსენო, დამიჯერეთო. შენს წინ მოვჰკედებით უსაცილოთა“, – ფიცით მოახსენა. მეფემ დაუჯერა, იქივ დადგა. და მოურავი ჩაფრათ კავთისხევს წამოვიდა. საბარათაშვილოში ვისაც შეეტყო, ყველა მეფესთან მოსაშველებლად წამოსულიყო.

მოურავმან ვინც-ვინმე შეიყარა - ხუთასიოდე კაცი, თუ ცოტა უფროსი, დელი-მაჰმად-ხანს შეატყობინეს: „მოდი მალო, საქმე გაგვიჭირდაო, ნუ გაგვიდრკები, აქამდი ჩვენი და თქვენი პირობა ერთი იყოო“. და აქ არვინ გაგვიშვა, სულ აქ მოვიდენ – ჯოხიანი იყო და მეომარიცა. და მოურავი მეშვიდე საათზე იქივ მეფესთან მოვიდა ჯარმეყრილი და მეფეს შემოეხვია. და წავიდენ საომრად –– დიდი მოურავი და ზაზა ციცის-შვილი, ზაქარია და იარალი და მასთანაც სხვანიც დარბაისელნი, და ჯარი და მეფე უკან მისდევს.

ნიაბთ ბოლოს სხერტა ჰქვიან, იქ ცოტა ჭალა იყო, და წინ დიდი ჴნული მორწყულე იყო. რომ დაგეინახეს, შეუტიეთ, შემოგვიტიეს და ჴნულში შემოცვივდენ. მოურავმა და ზაზა ციციშვილმა შეუტიეს, უტყუბეს შუბები და ჩამოყარეს კაცები. და მეფე და ჯარი ველში იდგენ, და ზაზა ციციშვილმა ფაშა ჩამოაგდო და თავი მოსჭრა. და რაზმდაწყობილმა შემოუტიეს. ზაზამ თავი წვერით კბილში დაიჭირა და ცხენზედ მოახტა. და შეუტიეს ყველამ. ზაქარია, იარალი მას თან მოსდევდეს, მოვიდნენ მალე მორწყულს ჴნულში, მრავალი ამოსწყვიტეს.

და მაშინ მტკვარი დიდი იყო: მთიბათვე იყო. მუხრანი ბატონი, ერისთვები, ამილახორი გაღმა იყვნენ. მტკვარს ვერც ერთი გამოუვიდა. კაცი გაუგზავნეს ყველასა: „ზემო ქართლს შემოგვეყარენითო“. მაჰმად-ხან მოვიდა შვიდასის მეომარის კაცით. გულსრულად აიყარნეს წასასვლელად ყარაღაჯით, და მოურავმან მოახსენა მეფესა: „ქართველთ ავავსებ სახელითა. ისინი წყნარა მიდიანო, და ჩვენ უკან დავედევნოთო, და დიდს ლაშქარზე თუ კაცი გაირჯებაო, კარგა მოხდება საქმეო“.

ერთი ტერტერა გორიდამ მოვიდა და არა იცოდა რა. წინ ჯარი შეეყარა, დუესის მინდორში, გაბრუნდა, იმავ წამს გორის ჴიდი ჩაყარა და გორს გავიდა, ზემო ქართლის ქვეყანას შეატყობინა, ჯარი იშოვა, სრულ აიყარნენ და სახიზრათ წავიდენ. თუ ტერტერა წინ არ შეჰყროდათ, გაურჯელად გავიდოდენ და ქვეყანას, დიაღ, წაახდენდენ.

და ქვახვრელს[190] დაუწყეს მას უკან ხიდს დება. სახლები აქციეს, ჩაიტანეს, ხიდი გადვეს და გორს გავიდნენ, იქ დადღგენ. და მეფე და ჯარი ატენს მივედით და უკან ჯარი გვემატება და საციციანოზედ წავედით. გაღმა მჴარს შეყრილან ჯარი, სრულ გაღმა მჴარი და უკან მოსდევენ, და ჩვენ მცურავი გაუგზავნეთ: „თქვენ წყნარა მოსდიეთო და ჩვენც გამოვალთ, დაგესწრებითო“. ისინი სადაც მოხვდენ, სრულ წვეს და არბიეს, და ააოჴრეს და სურამთ წავიდენ.

სურამს მივიდენ და მეფე ბრბონას მიბძანდა. დავხვდით, ომი გვეწადა. სურამის ახალდაბას ხიდი გვეგონა, რომ იქ გავალთ. და იმათ ჯარი გაეგზავნა, ხიდი ჩაეყარათ. შევიტყევით, დავღონდით. ეფისკოპოზნი, ბევრნი სამღთო კაცნი იყვნენ. იმ ღამეს ყველამ ღამე ათიეს. ლოცვითა და ცრემლითა ღმერთს ეხვეწნენ: „ჴვალ წყალში არა დაგვიმარცხდეს რაო“, გასვლა დააპირეს.

მეორეს დღეს ხიდი იმათ ჩაეყარა. ჩვენ ბრბონას ვიდეგით, თავს დავმზერდით და ისინი გაღმიდამ გვიჭრეტდენ. და სურამს და ტაშისკარ შუა ადგილი აღარ იყო; სავსე იყო ჯარითა. და იმ ღამეს ყველამ ღამე ვათიეთ.

დილა გათენდა. ვახსენეთ ყოვლად წმინდა ღთისმშობელი, სვეტი ცხოველი და კორტანეთს შალვა გავგზავნეთ ცოტას ჯარით: „გზები შეუკარითო“. ჯაჭვები და იარაღები ჩავიცვით, შევედით მტკვარში სურამის ბოლოს, და ასე უზიანოთ გავედით, ერთი კაცი არ მოგვრჩობია; სრულ ცურვით გავედით. ივნისი იყო, დიაღ, დიდი წყალი.

და სურამის ბოლოს გაღმა მხარს ჯარი შეყრილნი დახვდენ მეფეს და დიდროვანი კაცები. და დიდათ იამა იმათაცა და ჩვენც გვიამა და ომი გვიხაროდა და რჩევა დავიწყევით: „რას დროს შევიბნეთ?“ ზოგთა თქვეს: „ახლავ მიუხდეთო“. ზოგთა თქვეს: „ზევით მოუხდეთო“. ნუგზარ თქვა: „ღამით დავესხნათო, მთის კაცი ასე არჩევსო, ბევრჯელ გაგვმარჯვებიაო“, სხვათა თქვეს: „დილაზედ მიუხდეთო“. დიდმან მოურავმან ვარჩივე: „ძმანო, დამიჯერეთ! ეს ომი მე დამადევითო, ჩემი საქმე დღეის იქით ანდაზათ დაიჭირეთო და თვალი მიგდევითო, როგორ დევივით შევიდეო. დილაზედ რაზმი დავაწყოთ და სადაც დგანან, აქეთ ნაპირს თხრილი წაუვლიათ და მეთოფე თხრილის პირს გაურიგოთ და ჩვენ რაზმი დაუწყოთო“.

ერთი კაცი ნიაბის თავს დაეჭირათ, და ის კაცი გამოჰპაროდა, მოგვივიდა და, დიაღ გვიამა და ვჰკითხეთ: „როგორ ბედვენო ომსაო? რას აპირობენ?“ იმ კაცმა თქვა: „დიაღ უმძიმსთო გარდმოსლვაო, დაღონებულანო, გროვდებიანო, ქვიშას პარკში ჰყრიანო, ისრებს სჭიდებენო, რამლსა ჰყრიანო. მესტროლაბე სტროლაბსა ჰმლის და, დიაღ მოსწყენიათ და ეს თქვეს – საქმე დაგვიმარცხდებაო: რაც ნიშნები ვიცოდითო, აღარც ერთი მოდისო – დიაღ, შეწუხებულანო“. ეს ანბავი, დიაღ, გვიამა; თურმე ღმერთი უწყრებისთო. იმ კაცს ვკითხეთ: „საბრძოლე იარაღი რა აქვთო?“ გვითხრა: „მშვილდის მეტი იარაღი არ აქვთ რაო, არც თოფი აქვთო, არც შუბი აქვთო, ისრით იბრძვიანო“.

და წავედით საომრად, მეთოფე თხრილის პირს მიუყენეთ და ჩვენ ზეიდამ მიუვედით. მეთოფემ დაუშინა თხრილიდამ. იმათ რომ თოფი შეაყარეს, მას უკან ჩვენ შეუტივეთ, მაგრამ ჩვენზედ ექვსი ზომით ნამეტნავი იყო იმათი ჯარი. „რაზმი გამართე, მოურავო, და შეუტიე სისქეს ჯარს“! მიუხე დიდის ნდომითა და ჩამოვჰყარე. მეფე გულსრულათ მობძანდა და შუბს ვისცა შესცემდა, იგი მისგან გამტვერდებოდა. ფიცხლათ იბრძოდენ ქართველნი; ომი გახშირდა და თოფის სროლა და ვინც უკან ჯარი დარჩომილიყო ომში, ისინიც მოგვესწრენ.

ჩემი, დიაღ, მძულს კვეხნა, მაგრამ ვისცა შუბი შევსცი, უნაგირში ვეღარ დადგის და სითაც შეუტევდი, შევაძრწუნებდი და შევაშინებდი, ვჴოცდი, გულმედგრად ვიბრძოდი; სწორად რაზმშუა ვბრუნევდი და ჯიღიანს უფრო შეუტევდი და მოვჰკალი. სამი შუბი გამიტყდა. მას უკან ლახტით ვიბრძოლე. ლახტი გამიტყდა და ჴმალი ამოვიღე. იბრძვიან ერთპირ ქართველნი, ჴმა არის ჩხარა-ჩხურისა; თათარხნის ჯარი გაწყვიტეს. მეფისათვის თავს ვინ დაზოგევდა? და დიდის ომისაგან და ცემისაგან ქუხილის მსგავსი იყო. ჩვენი ბრძოლა შუბით იყო, მათი ბრძოლა ფარჴმალ-ისრითა. და მეფე, დიაღ, კარგა ბძანდებოდა. ბევრი კაცი ჩამოყარა. დილას შებმული ცხრა საჰთამდე ომი იყო. მაშინდელს გამარჯვებას მართლა ენა ვერ იტყვის, და მწარეს ისარს ისროდეს, და ზოგი მოკლეს. შუბები ეჭირათ და თორმეტი კაცი მარტო მე დამრჩა. გაგვემარჯვა, ამოვსწყვიტეთ და რაც მეფეს და ქართველთ უჯობდა, ყველა ისრე ვქენით. და თავმა მოდენა დაიაწყო მეფეს წინა. ამისთანა გამარჯვება არ მინახავს ამ ქართველთ.

მეფის[191] ლუარსაბისა და კახთ მეფის თეიმურაზისა დამოყვრება, და გაერთება და გაძლიერება ქართველთა და კახთ ეწყინა და დაუწყეს ყაენთან ბეზღობა და ამათი დამოყვრება ავგვარათ ყაენს გაასინჯვეს. და ყაენმან მაზანდარანს საზამთროთ ორსავ ნადირობას დაჰპატიჟა. სხვარიგათ გაასინჯვეს მეფეს ლუარსაბს და ბატონს თეიმურაზს: „თქვენი მოყვრობა ყაენს სწყენიაო, ამაზედ ორთავ ერთგან გიხმობსო, რომ აღარ გამოგიშვებსო“. ამისთვის სხვა მიზეზი თქვეს, მაზანდარის სანადიროს აღარ წავიდნენ და იმით უფრო მობეზღართ სიტყვა დასაჯერები შეიქნა და შემოფრთხალნი შეიქნენ[192].

ხანი გარდახდა ამაში. მოურავმან დაჰპატიჟა მეფესა; ეწვია მხიარულად სასახლეში უხვსა, გულტკბილსა. მესამეს დღეს ერთა-ჭამა უყო[193], და და მოურავისა მოიწონა მეფემან და თვალი იმას მიაპყრა. არის გარიგება კარგგვარი, მის-მის ადგილს სხედან, და სიმთვრალე შეიქნა და მთვრალების გარე გამოდენა. და მეფემ უბრძანა მოურავს: „შენს დას ღვინო დაასხმევინეო“, და უთხრა დასა: „ღვინო დაუსხი მეფესაო“. მეფემ, დიაღ, მოინდომა მრუშება, და მოურავის დედამ შეიტყო და, დიაღ, ეწყინა. და მეფემ ქალს ლაპარაკი დაუწყო და მოურავმა თქვა: „ნეტამც მე და არა მყოლოდაო. მეფემ ეს რომ მიყოსო, მე და ის ხომ ვეღარ გამოვდგებითო; შერცხვენა და ჴლმის შემოსხნა არისო, ნეტარ როგორ გამიბედაო?“

მოურავმან მეფეს კაცი მუუგზავნა: „ეს რა თქვენგან მართებული იქნებაო, რომ მე ჩემი და გავაბოზოო, ეს რა სათქმელი არისო? ნურცა მიყვები ბოროტსა საქმესაო და ნურც გულში გაივლებო, თვარემ ჩემს თავს მოგაკვლევინებო. ეს მინდოდაო, შვილისათვინ ჴლმის სახელი დამეგდოო. აწ ასე უხდღა თქვან – მოურავის სახლიო საბოზველი გახდაო. ამ საქმეს ჩამომეხსენო, წყალობას ველი თქვენითაო. აღარ გახსომსო შარშანწინდელი ომიო, რად დაგავიწყდაო?“ მეფემ ფიცი შეუთვალა: „მაგას მე შენ არ გკადრებდი, მაგრამ ცოლად მინდა შევირთოო და ქართლს დაგიჯდება დედოფლადაო“. და მოურავმან შეუთვალა: „ნუ დამკარგავ, აგრე ადვილ ნუ დამთმობო. როდეს გნახვენ დიდნი კაცნი, შეგიკვეთენ დაგდებასა, ჩემსა ცუდად დაჭერასა და სუბუქად აგდებასა. შადიმან მყავს მტერი, გეტყვის სიკდვილსა და გაგდებასა, და ახლავ მიჯობს ჩამამესხნა, ბოლოს ჭირში ჩაგდებასა. მე შადიმან ამაზედ დამქიშპდა: ერთხელ უთხარ - შენს ჴმალს არ აქვს გაკვეთა და ძალი-მეთქი, – და თურმე გულში სევდათ ჩაიგდო და სხვას რას დამაკლებს? მაგრამ არამც ენით მომიდგას მახე. მაგრამ ამავ სიტყვას მოგახსენებ ჴელმწიფესა მაღალსა, ჭკვიანსა და გონიერსა, სხვათა ძალ-გულსა უფრო მჴნესა“. მოახსენეს: „სვიმონ მეფის შვილისშვილი ბძანდები, მდომით საქმეს ნუ მიჰყვები და თქვენც ისე ქენით, როგორც თქვენს მამა-პაპათ: მოყვრები სითაც ყოლია, თქვენც ისევ იმათ დაემოყვრენით. კახთ მეფისა, ეს მეც ვიცი, არა გერგების რა შესართავათ. სხვა ბატონნი, ვინც არიან თავმამწონე გვარად, თავად სიხარულით ქალს მოგცემენ, თქვენგნით ერთი სიტყვა რომ შეიტყონ, და მე ჩამომეხსენ, დას ვერ მოგცემ, სრულ ნუ გამათაებ“. და მეფემ უბრძანა: „არას საქმით არ დავიშლიო, რომ შენი და არ შევირთოო. აქამდი თუ ბოროტი რამ გავიზრახე გულში, ახლა ხომ ხედავ მართლა შევირთავ და ნუ მიზამ, ნუ მაწყენინებ“.

და მოურავი მას უკან კიდევ მეფის დედას შეეხვეწა: „თქვენი შვილი არ მეშვებაო, დას მთხოვსო და მე ჩემის ნებით არ ვაძლევო, არ ვღირსვარ იმის მოყვრობასო, და თქვენ დაუშალეთო კარგის საქმითაო, და ჩემი თავი და ძმა და შვილი გვიმსახურეთ, გვერდს გვიახლენით“. უბრძანა დედოფალმან: „მე არას მიჯერებს ჩემი შვილიო, თორემ დადიანს ვემოყვრებოდიო. და შენ ხომ ერთგული ხარ ჩვენი, და მაგან იცის, რომელიც უჯობდეს, მე ცუდათ ნუ გამრჯიო“. მოურავმან მოახსენა დედოფალსა: „კიდევ უწინ მოვახსენე: თქვენი მოყვრობა დიდის კაცის წესიაო, და თქვენი ყმა ჩემგან უმცირესი არავინ არიო, და ჩემი და გაუთხოველად არ დამრჩებაო, გაგემარჯვება, დამეხსენ, ნუ შემქმენ სევდიანათაო“. მეფე გაჯავრდა, ეს ებძანა: შეხოცა გინდა, ვიციო, მერმე მოვახსენე: „მეფეო, მართალი ფიცი მიბძანეთო, რომ ჩემი და არ დამიგდოთო”. და ამან საფიცარი უბოძა: „არ გაუშვებო“, და დასტური იშოვნა.

მეფემ ქორწილი აღარ აგრძელა; ქვათახევს წაბძანდა, ნოსტე ახლო არის და მობძანდა ნოსტეს, წამოიყვანა ქალი პირბროლი შვენებით, და წინ მოეგება მაზარით[194] ნასიძე წინამძღვარი და მოახსენა: „ქვათახევს ქორწილი მეფეთაგან მართებული არისო“. მიბძანდა ქვათახევს, გვირგვინი უკურთხა იოსებ კანდელაკმა.

ხანი გამოვიდა ამაში; თვეები გამოვიდა ე (5) თუ ვ (6); კავთისხევს იდგნენ და შემოკრბენ სრულ ქართველნი და მოახსენეს: „ეგ ვინ და შენ ვინ საცოლოდაო? თუ არ გაუშვებ, არ იქნებაო, ნუ შეგვიქ ქართველთ სრულ ნაღვლიანათაო“. და მოურავის მოყვრებს უხაროდა და მტრები შჩხუბევდენ, და მეფე რომ მსუბათ[195] იყვის, სუფრაჯმან მაშინ დაუწყის ლაპარაკი –– „გაუშვიო“,

და მეფე წავკისის თავს, კოჯორზედ დადგა მაისს კ (20) და მოურავი ელაპარაკებოდა: „ყარაია ვინადიროთო, კარგათ შევექცეთო“, და იმას თურმე ღალატს უპირობდენ. მეფე მოატყუეს, ბევრის სიტყვითა რჩევაზე ჩაიყოლიეს. და უწინ ბევრჯელ ეთქვა: „ნუღარ მეტყვითო იმის წახდენასაო, იმისთანა ყმა რომელს მეფეს ჰყოლიაო ან ეყოლებაო, და დიდს ომსა და გაჭირვებაში მაგისთანა კაცი როდისღა იქნებაო? ამას ფერობით არვის გეტყვიო, მაგრამ მძლავრს ლაშქარში სიკვდილს იმან მომარჩინაო. მე რომ იმისი და მედგას, თქვენ რა გრჯის იმის მტერობასაო? და თუ შემცოდებს რასმე, მას უკან დასაც დაუგდებ და კიდეც წავახდენ“. დაუჟინეს: „რას გარგებს მარტო ისიო, გვერდს არავინ მოგიდგებითო, და ერთი კაცი ქვეყნისათვის წახდეს, თუნდა კარგი იყოს“. ბოლოს უთხრა მეფემა: „იმის დას გაუშვებო“. იმათ ეთქვა: „არ იქნებაო, თუ არ მოჰკლაო. იმის დას ცოცხალს როგორ დაუგდებო? ჩვენს ჟამში არ მოგვასვენებსო, და არ იქნების, თუ არ მოჰკლავო“.

დაასკვნეს მოურავის სიკვდილი: „ხვალ დილაზედ მოვჰკლათო“. ხერხეულიძე ბააკა ფარეშთხუცესმა გაიგონა ეს ღალატი, მოვიდა მოურავთან ფიცხლავ და უთხრა ფიცით: „ახლავ თავს ეწიეო, თორემ ახლავ ჯარი დაგესხმის, მოგკვლენო“. და ადგა იმ წამს, ახალუხზე ჴმალი შემოირტყა და ჩულიანს[196] ცხენს მოახტა და უძოსაკენ აიარა. და შეუტყვეს, ფარეშთხუცესს ცხვირი მოსჭრეს.

სამადლო გამოირბინა, ნეგოს კლდე, ლაშჟარი უკან მისდევს. და შადიმან მოადგა კლდეს გაღმა, დაუძახა: „დადეგო!“ მოუბრუნდა მოურავი, დაუძახა: „მობძანდიო და ვნახოთო, რომელი უფრო დაინანებსო. და რბენით გულს იყრიდა, კლდემდი მოვიდა და იქ ქვეითი კაცი დაახელა. ჩამოხდა, მშვილდ-ისარი აჰყარა, შემოირტყა, ჩახჩური გაიხადა, იმას მისცა და იმისი წინდა-ქალმანი მოურავმა ჩაიცვა. და კარგს ცხენზედ იჯდა, სახელოვანი იყო, მაგრამ მშვილდისარმაც ძალა მისცა და მიაშურა ცოლ-შვილს.

დიდგორი გარდაიარა, გოსტიბს გზა ჩავლო, ნოსტეს შეეიდა, იმავე წამს ცოლ-შვილი ტყეში აიყვანა. საქონელს არ უყურა, ცოტა რამ კაცებს წამოეღო ოქრო და ვერცხლი. და მთიდამ რომ დახედა, ჯარმა დენა დაიწყო. და საქონელი აიფორაქეს, სახლებს ცეცხლი შეუკიდეს და მოურავს ძებნა დაუწყეს მთაში ლაშქარმა. და ექვსი ყმა შერჩა მარჯვე და თავისი გაზდილი და მოახსენეს ყმებმა: „წავიდეთ სადმეო, სადითაც ადვილი გზა იცოდეთო, გამოცდილი ბძანდებითო და ომნახულიო, ნუ შესწუხდებითო!“

გზები შეუკრეს ყოლგნით, სამცხისაკენ და ბარისაკენ. შუაღამისას კაცები ჩაგზავნა, ცხენები არ ჰყვანდა, შვიდი ცხენი დააპარვინა ჯარისათვის უნაგირიანი და კიდეც ეყოფოდა ქალებისთვის. წავკისს რომ იდგნენ, მაშინ ჩივაძე პაპუნა თან ხლებოდა და მოურავი რომ წამოსულიყო, ჯაჭვი და შუბი იმას მიეტაცა და ერთი თვე იმას ჰქონოდა, ეძებნა მოურავი და ეპოვნა და მიერთმევინა ჯაჭვი და შუბი. და ყმათ მოახსენეს მოურავს: „ერთს გზაზედ წავიდეთო, რომელზედაც სჯობდესო“, და იმან უთხრა: „დავღონებულვარო, ყოვლგნით გზები შეკრული მაქვსო, და დავჩხრიკოთო გზებიო: საითკენ სჯობდესო, წავიდეთო. ვინც დაგხვდეს წინაო, ზედ შევეხოცნეთო“. და არც ეგონა უკვდავათ გავლა მოხისს[197] და ყმათ უთხრა: „დიდგორისაკენ მივმართოთო“.

ქალნი და კაცნი შეკრბენ ერთად, დღემ რომ ქნა ბინდი. და უბრძანა თავის ყმათა: „ჩემნი მკვიდრნი ხართო, ჩემთან სიკვდილი დასთმევითო, ნუ შეშინდებითო ჩემთანაო“. იმ ღამეს დიდგორი გამოვიარეთ უგზოთ, ბალახიანში. კოშკის თავს გზა გარდაუქციეს, ჩავიდენ მთათა და მთიბათვე იყო[198]. წაადგენ თელოვნის თავს, და ვერ შეუტყვეს, და ტყეში შებრუნდენ და იქ დაიმალნენ ხშირს ტყეში. ცოტა ნაგუბრები იყო, იქ გაუთენდათ და დადგენ. და ცოტა რამ საგზალი ჰქონდათ, ის ჭამეს და იყვნენ. და მოურავი ფიქრობდა, რომ შეგვიტყონო, აქ შუბი არ მოიქნევაო, როგორ უნდა ექნაო?

და ფეჴის მიწყნარების დრო შეიქნა, დაღამდა. უთხრა: „დრო არის, წავიდეთო. საქმეს მიშურება უნდაო“. და სიკვდილს ყოველთვის მოელიან და კარსნის-თავს გარდაიარეს და ახალ-ქალაქურში ჩავიდენ, საყდარს ჩამოხდეს, ილოცეს. და იქ მდგმური არვინ დახვდა. და ცოტა პური ჭამეს იქ და კაცი გაგზავნეს ხიდზედ: „შეიტყეო, რა ამბავი არისო. გზის მცველები ბევრჯელ მცდარი იქნებიანო, ან ეგება არ იყვნენ, ან ეგება ცოტა კაცი იდგეს, დავხოცო და გაეიაროთო“. და ესენი აქ ლოცვაზედ დადგენ და ეხვეწებიან ცრემლით ღმერთს: „გზა მოგვეცო“.

ჩავიდა ხიდზედ, გასინჯა. სამოცი კაცი ფთხილობდენ, ფეჴზედ იდგენ და ერთმანერთს ეუბნებოდენო: „არ იქნება, რომ მოურავი არ დავიჭიროთო“. მოვიდა, უანბო კაცმა და ბრძანა მოურავმა: „ნუ გამიდრკებითო, ჩავიდეთ დავჴოცოთო, ხიდზედ მაშინც ვეღარ გავივლითო და ჴმა დაგვიცვივაო და ვეღარ გავატანთო, დაგვხოცენო. და იმ მცველებმა რა ქნან, მეფის ბძანება აქვსთო“. და არჩივეს კიდეც და წყალს გასვლა დაასკვნეს. და ერთი დიდი ვერცხლის თასი სამოცის მარჩილისა სვეტს ცხოველს შესწირა და შეეხვეწა სვეტს ცხოველს, „ჩემის ცოლ-შვილის ცოდვას ნუ მაჩვენებო, იორდანის გზა მამეცო“.

შესხდენ ცხენებს, წყნარა ხიდის ბოლოს ჩაუარეს ნელად და მტკვარი ნახეს: დიდი იყო, და შეშინდენ ქალები გასავლელად. და უბრძანა მოურავმან: „ნუ გეშინიანთო, ღმერთი არის ჩვენი შემწეო“. და შევედით, ცხენს სადავეები დავანებეთ. და ცურვით გავიდნენ მტკვარსა და სვეტის ცხოვლის სასწაული იყო, და ხიდის მცველთ ვერა შეიტყვეს რა. წავიდენ წყნარა, მცხეთას სამრეკლოს ძირს მივიდენ. და ჩამოხდა მოურავი და თასი ჴელთ დაიჭირა და შევიდა კარისბჭეში. დიდი კარი დაკეტილი იყო. და ილოცა ცრემლით და თასი კარზედ დაუდგა. გამოვიდნენ, შესხდენ და მისაქციელს მივიდენ.

ნუგზარ ერისთავს აცნობეს, იმავ წამს მოვიდა და კარგი სიტყვები უბძანა ნუგზარ და დილაზედ ორნივ ახალ-უბანს მიბძანდენ. ის დღე იქ იყვნენ, მოისვენეს. და მოურავს იქივ გაღმა ეძებდენ, ჯერ ვერ შეეტყოთ, თუ სად არისო. წავიდნენ, დუშეთს მივიდენ და მოურავმა თავისი საჩივარი ყველა უანბო ნუგზარ ერისთავსა: მეფის პირის გათავება და ქალის დაგდება. და ნუგზარ რომ თავისი ქალი ნახა შეწუხებული, ტირილი მოერია იმასცა. და უთხრა ნუგზარ მოურავსა: „ბატონის მოყვრობა ყმისაგან, დიაღ, ავი არისო. ბევრი მაბეზღარი შეექნებაო. ახლა მეც შენთან უნდა წავხდეო და შენთან მოვჰკვდეო. და რასაც შენ, იქ მეც იმისი მქნელი ვარო. დადგები აქაო, მეც აქ გახლავარო და წახვალო, მეც თან წამოგყვებიო უსაცილოთაო და წუ ვახანებთო, წავიდეთო. შლელი არავინა მყავსო“. მოურავმან მოახსენა: „თუ დავდგე, რას ჴელსა მყრი, სანამდი შემინახაო, ყმათ ხომ არც თქვენ მიახლებთო? და აქედამ რომ ჩემს ყმასა და მამულს უყურებდეო, გული არ გამიძლებსო. ერანის ჴელმწიფესთან წავალო, სიკვდილს მაშინც მოვრჩებიო“".

წასასვლელათ მოეკაზმა და უთხრეს: „ერანელთ, დიაღ, მოეწონებიო“. ნუგზარ უთხრა: „ჩემსა რას ბძანებო? მეც წამოგყვებიო უსაცილოთაო და ნუ ვახანებთო, წავიდეთო. მეფეს და ქართველთ არას ვაწყენ და დიდს ჴელმწიფეს შევისწავლიო და იქ ჯავრს არ ვინაღვლიო". მოურავმან მოახსენა: „მე წავიდეო და ახლა სხვაც წავართვაო?“ ნუგზარ ერისთავმან: „შენ წაგახდინეს, მე ვინღა დამზოგავსო? იქიდამ დავრჩეთ ორნივე, ნება იყოს თუ ძალაო. რაღას ვაგძელებთ, წავიდეთო!“

წავიდნენ ცოლ-შვილითა, ჩამოიარეს საგურამოსა, ლილოს პირი გამოუარეს, ლოჭინზედ ჩავიდენ და ყურყუთას ფონს გავიდენ. ესენი ღამით გაიარეს და იაღლუჯას რომ მივიდენ, გაუთენდათ. შეკაზმულნი იყვნენ და კოლატაური დახვდა წინა ცოტას კაცითა და შესძახა: „ვეღარ წამიხვალთო, დადეგითო!“ ფონს რომ გავიდენ, იქ დახვდა და მოურავმან უთხრა: „შენ რას მამდეო და რა დავი გაქვს ჩემთანა? ბატონიშვილი მუხრანის ბატონი ხომ არა მტერობსო, მოყვარენი ვართ და არ გიბძანებდა, და შენს ბატონზე დამნაშავე არა ვარ რა“. კოლატაურმა მშვილდი მოზიდა, მოურავმან დაუზახა: „როგორ, მე და შენისთანა კაცი უკან დასაჭერათ მდევდესო და ჴელიც რომ არ შეგახოო, ცხენს გაგალახვინებო?“

მოუბრუნდა, ცხენი შემოქუსლა, შუბის დიბლიგი ჰკრა და გარდააგდო. ორგნითვე გვერდები დაემსხერა, და ძეძვის ძირი გაათხრევინა და მამა შეაგინა, ის „რომ მორბოდიო, ახლა რაღას სტირიო?“ მოკვლვა დააპირა, მაგრამ ასე თქვა: „დაბნედილი დამიგდიაო“. და უთხრა: „ჩემგან სიკვდილი და დაბნედა ნუ გიკვირსო, შენს ცოლთან დაიკვეხებდი – მოურავს დავიჭერო – და ვეჭობ, თავბედი იტირო, თავი შეგექნა გასაჭირიო“.

აღჯა-ყალის ციხეში შევიდენ. სხვა არავინ დახვდა გზაზედა. და კარგათ დახვდენ; ციხეში იმათ ბევრი საჭმელ-სასმელი მიართვეს. ორი კვირა იქ მოისვენეს და კარგა ემსახურებოდენ. და ცოლ-შვილი იქ ციხეში დაყარეს კარგა გარიგებით, და წავიდენ მოურავი და ნუგზარ ერისთავი. და თურმე შაჰ-აბაზ-ყაენს უნდოდა გულითა ნახვა მოურავისა. და ჩავიდენ, და, დიაღ, იამა შაჰ-აბაზ-ყაენს მოურავისა და ერისთვის ნახვა. და საჩივარი მოახსენეს და საქართველოს საქმე გაასინჯვეს. კარგა მიეპყრა, ბევრს აძლევდენ. ხანი რომ გამოვიდა, პატივში კარგში იყვნენ, მაგრამ ცოლ-შვილის ჯავრი ჰქონდათ.

მერმე ყაენი ყანდაჰარს წაბძანდა, ჰინდი გამოუჩნდა მტრად, და მოურავი თან წაიყეანა. და ბევრჯელ გაიმარჯვა მოურავმან და კარგი სახელები ქნა. და ყაენი გამარჯვებული გამობრუნდა. წამოვიდა ყაენი, ბაღდადს წაბძანდა, თან ახლდა მოურავი. ციხის აღება ბძანა და კარგა შეიბა, ბევრი თავი იშოვა. ციხე აიღეს. და მოურავს თავისი ძმა მოუკლეს ომში, კარგი ვაჟკაცი. და ცოტა ხანი გამოვიდა, ყაენი ტახტზე წამობძანდა. ცოტა ხანი გამოვიდა: „ქართლს წავალო“, ამ დროს[199] არზა მიუვიდა შაჰ-აბაზ-ყაენს: არშის ციხის აღება და საერისთოს აოჴრება მიეწერათ. ესეც ყაენმან იწყინა. და კახთაგანაც ბატონის თეიმურაზისაგან მოჩივარნი ყაენის კარზედ იყვნენ. ისინიც ერისთავსა და მოურავს მოუდგნენ და ყაენს საქართველოზედ ლაშქრობა დააჯერეს, და დიდის ლაშქრით საქართველოზედ გაილაშქრეს, და წავიდნეს სრულ ერანის ლაშქრით.

ყაენი ყარაბაღში მიბძანდა[200]. ეს ანბავი მეფეს ლუარსაბს და ბატონს თეიმურაზს მოუვიდა. სახვეწარი წიგნი მისწერეს ბატონმა თეიმურაზ და მეფემ ლუარსაბ და ფეშანგი გაუგზავნა. ყაენმა ტკბილი პასუხი მოსცა. ამასობაში[201] გული დააჯერეს და კახთ ურჩივეს ბატონს თეიმურაზს, რომ დედათქვენი, ქეთევან დედოფალი და ორი თქვენი შვილი[202], ალექსანდრე და ლევან წინ მივაგებოთო და დედოფალი შეეხვეწოსო, დედაკაცია, პატივს დასდებსო, რომ ეგება დაბრუნდესო. ქეთევან დედოფალმან კახთა და თავის შვილს მეფე თეიმურაზსა უთხრა: „მე რომ გამგზავნითო და ამ შენს შვილებსაო, ჩვენც დაგვკარგავთო, და მე იმ კაცის ანბავი რომ შემიტყვიაო, აქ მოუსვლელი არ დადგებისო, არ დაგვინდობსო“. არ დაიშალეს, გაგზავნა ბატონმა თეიმურაზ თავისი დედა და ორი შვილი, ლევან და ალექსანდრე, სხვა მრავალი ფეშქაში გაუგზავნა და სახვეწარი წიგნი კიდევ მისწერა. ყაენს იამა ამათი მისვლა და დიდი პატივი და დიდი საქმე მიაპყრა და უბრძანა დედოფალს: „თქვენ აქ მოხვედით და მნახეთო“, – და მრავალი წყალობა უქადა. „და ახლა შენს შვილს ბატონს თეიმურაზს წიგნი მისწერეო: მოვიდეს, მნახოსო, მრავალს წყალობას უზამო, და შენ და იმას თქვენსავე საბატონოში გაგისტუმრებო“.

და[203] ყაენმა დაბრუნებაც მოინდომა, და ყიზილბაშთ უფროს კაცებსა ეს ლაშქრობა არ უნდოდა. მაგრამ ქართველნი და კახნი, ვინც-ვინ ყაენის კარზე იყვნენ, დაიწყეს ლაპარაკი: „ყაენი და ერანის ლაშქარი აქამდისინ გარჯილხართო. სამის დღის სავალი დარჩომილაო, ჩვენ და ჩვენი შვილები აქ მზევლად შეგვინახეთო, თუ თქვენს ლაშქარს დაუმარცხდეს რამეო, ყველას თავები დაგვაყრევინეთო. რადგან ჴელმწიფე აქამდისინაო მობძანებულაო, საქართველოს მიბძანდეს და ნახოსო და თავისი ერთგული და ორგული იცნასო“. ბატონის თეიმურაზის ამბავიც მოვიდა, რომ არ მოვიდა და ვერ გენდოთო, თავის საბატონოს ლაშქარს იყრისო. ყაენმა ამათი მოხსენება დაიჯერა და ბატონის თეიმურაზის დედას უბძანა: „სადამდი მე მოვიდოდეო, ”შენ ესპაჰან იყავო“. ტკბილსა და პატივცემულის სიტყვით გაგზავნა, მაგრამ შირაზს გაგზავნა. გაისტუმრეს.

თვითონ შაჰ-აბაზ-ყაენმა კახეთს მივიდა თვესა იანვარსა ა (1), ქორონიკონსა ტ“ბ (1614). ბატონს თეიმურაზს[204] ზოგიერთი ყმანი გაორგულებოდა: ომი ვეღარ გაბედა და წავიდა ქართლს თავისის ეფისკობოზ დარბაისელ აზხნაურითურთ. და შეიტკბო სიხარულითა დიდითა მეფემან ქართველთამან ლუარსაბ. აღთქმა ყვეს ურთიერთს ფიცითა მტკიცითა, რათა ერთ იყენენ საქმენი მათნი. და აღიღო ყაენმან ქვეყანა იგი კახეთისა, იავარყო და მოაოჴრა და გამოიღო ციხე იგი თორღისა, ყოველნი საგანძურნი კახეთისანი, და ჯვარნი, და ხატნი და წიგნი საღმთონი, და შემუსრა თვისთა ჴელითა წმინდა გიორგი ალავერდისა, და ყოველნივე ხატნი დამუსრნა და შეაგინა ყოველნი ხატნი, და ეკლესიანი და სიწმინდენი. და თვალნი პატიოსანნი და მარგალიტნი მრავალსასყიდლისანი მისცა ცოლთა თვისთა სამკაულათ მათდა, შემუსრვილთა მათ ხატთა და ჯვართანი. ჵ, ჩემდა! რამეთუ ესოდენი რისხვა ღთისა მოიწია ცოდვათა ჩვენთათვის კახეთსა ზედა, რომელ აროდეს ყოფილ არს დღეთა მათთა განსაცდელი ეგევითარი, და არცაღა ყოფად არს. და აღჴოცნა პირითა მახვილისათა ყოველნი ქვეყანანი მთისანი - ერწო, თიანეთი, პირი არაგვისა ზემოთგან ვიდრე ავჭალამდე, მარტყოფი, უჯარმა, საგარეჯო, ჩერქეზნი დიდითგან ვიდრე მცირედმდე. და არავინ განერა ჴელთაგან მათთა, თვინიერ მცირე კაცი მარტყოფისა.

და შემდგომად[205] მიუჴდა ქართლსა. და მეფენი ქართლისა და კახეთისანი, მეფე თეიმურაზ და მეფე ლუარსაბ წარვიდენ ლიხთ-იმერითს და დედამან მეფის ლუარსაბისამ თამარ დედოფალმან თქვა: „ბევრი სიკეთის მეტი არავისზე დამიშავებია რაო. ჩემი შვილი არას მიჯერებდაო, დედაკაცი ვარო. არც ყაენს მართებს ჩემზე ავიო – ნამსახური ვარო, – არც ქართველთაო“. წასვლა არ დააპირა და დგომა რომ მოინდომა, ზოგიერთი ქართველი ურიგოთ დარჩნივ, ბევრი რამ გამოართვეს. ვეღარ დადგა, წავიდა დიდის მორჭმით. დაედევნენ ზემო ქართლის დარბაისელ აზნაურნი თუ ვინცავინ, ჭერათხევში დაეწივნენ და საქონელი წაართვეს. მრავალი დაეკარგა, და უპატიურათ მიეპყრნენ. და ვინცა-ვინ ახლდა, ვინ უნდოდა, ქართველთ წაატანეს, ვინც არა და დააბრუნეს.

და მეფემან გიორგიმ შეიწყნარა მეფე ლუარსაბ და ბატონი თეიმურაზ სიხარულით. და დედოფალი თამარ თავის სამშობლოს სალიპარტიანოს მივიდა და პატივი სცეს და დააყენეს.

და ყაენი[206] ნიქოზს მივიდა; იქით ჯარი გაუძახა, ოსეთი დაარბევინა და გიორგი მეფეს რისხვიანი წიგნი მისწერა, ისე რომ, „ჩემი ყმანი შენთან არიანო, გამამიგზავნე, თორედა ლაშქარს გამოგიძახებო“, იმას დაბალი წიგნი მოეწერა. და გიორგი მეფის კაცს ლუარსაბ მეფის კაციც ახლდა და მოეხსენებინა[207] და: „ყმას რომ ბატონისაგან ეშინოდესო, ერთგულობაში გასთვლიანო, არათუ ორგულობაშიო. და იმათ თქვენგნით ეშინიანთო. მე რომ კიდეც დავითხოვო, აფხაზეთს წავლენ და იმერითი რომ კიდეც დამირბევინოო, ღომის მეტს თქვენი ლაშქარი ვერას იშოვნისო. და ამათ თავიანთ ნებით თქვენი ნახვა არ შეუძლიათო“[208]. რა ეს ანბავი ყაენს მოუვიდა და კარგა დახედა მეფის გაგზანილს კაცებსა, იტირა და ლუარსაბ მეფის გაგზანილს კაცს უბძანა: „მე მეფის ლუარსაბისა ავი როგორ ვიქნებიო? ჩემი შვილი და ძმა არისო, ნამსახურის კაცის შვილი არისო: მაგისი მამა და პაპა ჩვენ სამსახურზე დახოცილანო. ეგ როგორ წამივიდოდა მე, მაგრამ ქართველების ბრალი არისო, და ქართველებმა არ დააყენესო“.

ყაენმა მეფესაც წიგნი მისწერა, და შადიმან ბარათაშვილი, სუფრაჯი, კარგი ყმა იყო მეფის ლუარსაბისა და იმასაც წიგნი მისწერა ყაენმა და წყალობაც შეუკვეთა. და მეფის ლუარსაბის დას, ლელას ძმასთან მოსანდო წიგნი მიაწერინა და სარუ-ხოჯას ჴელით იმერითს გაგზავნეს. და[209] ერთი ამრიგი წიგნი მეფეს გიორგის მისწერა: „თუ მეფეს ლუარსაბს ჩვენი თავი არ უნდა, არც ჩვენ ეგღა გვინდა, და თქვენც ბაგრატოვანი ხართო, თქვენი შვილი ალექსანდრე გამამიგზავნე და ქართლის ბატონობას მაგას მივსცემო“. და სარუ-ხოჯა დაარიგეს, რომ მალვით ეს წიგნი მეფეს ლუარსაბს აჩვენეო და თუ წამოსვლა მოინდომოს, იმ წიგნს გიორგი მეფეს ნუღარ აჩვენებ.

რა სარუ-ხოჯა მივიდა ეშმაკისებრ ტკბილისა და მაცდურის ენითა, მეფე ლუარსაბ ნახა და დის მინაწერი წიგნი მიართვა და, დიაღ, თავიც შეაყვარა და მოახსენა: „ერთს რასმე გაგენდობიო და რა ცოცხალი ვარ, აღარ გაგეყრებიო და ნუ გამცემო“. მეფემ ფიცი უბძანა: „აბა როგორ იქნების ჩემგან შენი გაცემაო“. იმან მოახსენა, „აბა ამაზედ მოსრულვარო, რომე ბატონისშვილი ალექსანდრე ყაენმან გიორგი მეფეს სთხოვა, რომ ქართლშიგ გააბატონოს“. და ყაენის მინაწერი წიგნიც აჩვენა და ასეც მოახსენა: „რა მინახვიხარო, არა ვღირს ვარო, მაგრა, დიაღ, მებრალებიო და აწე თუ ეს ყაენის რაყამი გიორგი მეფეს მივსცეო, არამც თქეენც დაგიჭიროსო და თავისი შვილი გაგზავნოსო საბატონოთაო, და თქვენც თან გაგატანოს, და თქვენად უკადრისად მიგიყვანონო. და თუ თქვენ ურუმში წახვალთო, მეც თან გამოგყვებიო, და ამ რაყამს აღარ გამოვაჩენო“. მეფემ ყვაწვილმან ასრე უპასუხა: „გერჩიოს ჩვენ ურუმში წავიდეთო, და შენ ეგ რაყამი არ გამოაჩინეო, ჩვენ რას გვარგებსო? მაგის მამწერსაო სხვა მაგრიგის წიგნის მოწერა კიდევ შეუძლიაო. თუ სხვა რამ სასარგებლო რამე იციო, ის გვირჩიეო!“

სარუ-ხოჯას მოსვლაზე[210] შეიყარნენ მეფე გიორგი, დადიანი მანუჩარ, გურიული ვახტანგ და გურიულს უცხო კარავი ჰქონდა, რომ ხოჯასაც მოეწონა, იმაში შევიდენ. მეფე და დადიანი დიდის გამამჩვენობით ნახეს და მეფე ლუარსაბ ღა ბატონი თეიმურაზც კარგა უჩვენეს, თავის ტოლად. და არჩივეს მეფემან გიორგიმ, დადიანმა და გურიულმან: „რახანც აქ მოვიდაო, ამისი ავრიგად მოცემა არ გვიჯობსო, და ჩვენი უკადრისი იქნებაო“.

მეფე ლუარსაბ დადიანს ქალსა სთხოვდა. და ხოჯას დაჰპატიჟეს და ლხინი უჩვენეს, და გააკვირვეს თავისი სიდიდე ბატონობა, დიდი ულუფა და საჩუქვარი მისცეს, ეს უპასუხეს, რომ „რახანც აქ მოვიდაო, თქვენთან, არ გეკადრებაო, რომ ჩვენ პატივი არ დაგვადვა, თავისი საბატონო, არ უბოძო“. შუა ჩამოუვიდნენ, – „ჩვენ კი არ შეგვიძლია დათხოვნა, და თუ თვითონ წამოვა, იმან იცისო“.

ხოჯა შეადგა მეფეს ლუარსაბს და შადიმანც შეუყენა ღა თვითონც ტკბილს სიტყვას დაუწყო ლაპარაკი ხოჯამა. და შადიმანც ურჩივა: „არას გერჩის, შეურიგდიო“. იმისის რჩევით შეურიგდა. ხოჯამ[211] დაუწყო ლაპარაკი: „რომელსაც თქვენ მიბძანებთო, იმას ვეცდებიო“. მეფემ უბძანა: „მე ჩემს დას წიგნს მივსწერო, და შენ ბედნიერს ყაენს მისწერეო, რომ უვნებლობის საფიცარი მიბოძოსო. და მივალ, ვიახლებიოი“, ფიცხლავ სარუ-ხოჯამ ეს ანბავი ყაენს მოსწერა, ყაენს იამა და საფიცარი გაუგზანა და თავისმა დამაც კარგი და საიმედო, გულის დასადები წიჯნები მისწერა.

და ვითაც სარუ-ხოჯისაგან მოტყუებული შეიქნა მეფე ლუარსაბ ყმაწვილკაცობით, წამოვიდა ყაენთან. უშალა[212] დედამა, მაგრა აღარ დაიშალა: გარდმოვიდა ზემო ქართლს. ბატონი თეიმურაზ იქივ იმერეთს დადგა. და მეფის ლუარსაბის დედა, დედოფალი თამარი იქივ სალიპარტიანოს დადგა. და მეფე ლუარსაბ ზემო ქართლს მოვიდა. ყაენმა კაცი გაუგზანა და ტკბილი სიტყვა შეუთვალა. წამოიყვანეს[213] მეფე ლუარსაბ და მოიყვანეს რუისს. და ყაენმა რუისს მოსვლა შეიტყო და განგებ სანადიროდ წამობძანდა; სრულ ერანის ხანი და სულთანი ახლდა. და ლუარსაბ მეფეც წამოიყვანეს და წინ მიაგებეს ყაენს. ყაენმა ასრე დაანახვა ლუარსაბ მეფეს, ვითამ მოგგებებივარო, შეეყარა ყაენს ლუარსაბ მეფე, ცხენისგან გარდაახდუნეს და ყაენისათვის აკოცნინეს. და ყაენმა[214] შვილობით მოიკითხა და მრავალი საიმედო სიტყვები უბძანა.

და იქით[215] აიყარა და გორს მობძანდა. და პაშტა ხანი იქ დადგა. იქითგან აიყარა და მცხეთას წამოვიდა და დაქცევა მოინდომა მცხეთისა, მაგრა მერჯულეთ დაუშალეს და ასრე მოახსენეს: „სალოცავად ღთის სახლად აუგიაო, არას კაცისაგან არ დაიქცევაო“. და მცხეთის ხიდზე რომ მოვიდა, ჴმალი შემოისხნა და ფეჴთ გაიხადა და ხიდითგან სვეტ ცხოვლამდი ქვეითი მოვიდა და საყდარს გარშემოუარა და შევიდა; და თავისი სალოცავი პატრიარქის ტახტს წინ გააშლევინა და ილოცა. და რაყამი უბოძა, რაც ქართლში და კახეთში მამული ჰქონდა შემოწირული. და სამი დღე დაჰყო; და სამთავრო, მღვიმე და ჯვარი გასინჯა, და მცხეთის ნაშენები, დიაღ, მოიწონა; და[216] ტფილის ქალაქს ჩამოვიდა და კახეთში რაც კაცი აეყარა, ზოგი ფერიას გაგზავნეს და ზოგი მაზანდარანს, ზოგი შირაზს დაასახლა, ზოგნი სხვაგან დაფანტეს. კახეთი აოხრებული ალექსანდრეს შვილიშვილს იესეს მისცეს და დავით ასლანიშვილი ვექილად დაუყენეს. და ქართლი და იორსა და ჩერქეზს აქეთ დაუთ-ხანს შვილს ბაგრატს მისცა.

და თვესა აგვისტოსა წაბძანდა ყაენი, წაიტანა მეფე ლუარსაბ კარგის პატივითა და მოურავიც წაიტანა ტყუებითა; ყაენისა კაი ყმა იყო. მოახსენა: „თუ ბატონის ბაგრატის ქართლში გაბატონება გინდათო, მეფეს ლუარსაბს ამდენს პატივს ნუ სდებთო, თორემდა ამისი იმედივე ექნების და აღარავინ ბატონს ბაგრატს არ მოუდგებისო“. და ამ ბეზღობით ბატონი ლუარსაბ ასტარაბათს გაგზავნეს.

ცოტა ხანი[217] რომ გამოვიდა, ყაენმა სმა დაუწყო და გამხიარულდა. მოურავს უბძანა: „ნუ მოგვიწყენო! ამდენს წყალობას გიზამო, დიაღ, ბევრსაო და აქ ამდენს თეთრს მოგიტანინებ, რომ კარამდი ვერ მიიტანოო“ მოატანინა თეთრის გუდები, ტახტის წინ დააწყობინა და უბძანა გიორგი მოურავს: „ადეგ, რასაც აიღებდეო და ან ძალა გქონდეს, ეს თეთრის გუდები აიღეო“. და მოვიდა ტახტის წინა, დაიჩოქა და გულში თქვა: „თუ ცოტა ავიღო, არამც თქვან თუ, ძალა არა აქსო, და თუ ბევრი ავიღო, ეგების ასე თქვანო – ხარბი არისო“, გულში არჩევდა და თქვა: „ისევ სიხარბე მიძრახონო, ისი სჯობსო. რასაც მოვერევი, ავიღებო. თვითო გუდა მჴარზე გარდავიგდე, ერთი თავზე დავიდე, თვითო ღლიას შევიგდე, ერთი კბილში მივიეცო, ორი ჴელში დავიჭირეო და ავდეგ, კარამდი მივიტანე“. და ყაენმა ბრძანა: „ნუ მოჰკლავთ მაგ ჯაშუშსაო, მაგის კაცებს მიეცითო“. და კართან რომ მივიდა, თავისი კაცები დახვდენ და იმათ მისცა; და ოთხასი თუმანი გამოვიდა. და მოურავი ისევ ყაენმა გვერდს დაისვა.

ერთს წელიწადს უკან[218], ქორონიკონსა ტ“გ (1615) კახთ ბატონი თეიმურაზ კახეთში ჩაიყვანეს. და დაიპყრა და ყაენის ლაშქარზე გაიმარჯვა. და ისა-ხან გააგდეს. და ამაზედ მოურავმან კიდევ დრო დაიცა, ყაენს მოახსენა: „რათგან კახთ ბატონი თეიმურაზ ჩამოიყვანესო, ქართველნიც ეცდებიანო რუსეთით ნავები შემოიტანონო და ბატონი ლუარსაბ ზღვით გააპარონო“. ამ სიტყვით ყმები გაჰყარეს და სხვას ქვეყანას დაუფანტეს და ბატონი ლუარსაბ ქოლგალუს[219] გულაბის ციხეში ტყვეთ გაგზავნეს ავსა და კლდიანსა და, დიაღ, ცხელს ადგილს. და შენობისაგან და გზათაგან მოშორვებული ადგილი იყო. და მეფე, სათუთათ გაზდილი, დიდის პატივითა, ნამეტნავად ირჯებოდა, ნამეტნავათ სიცხისაგან უფრო.

და ყაენი ისპაჰანს მობძანდა და მეფის ბაგრატის ჩაფარი მოვიდა და ანბავი მოიტანა, რომ იმერელთ ზემო ქართლი დაარბიესო და ჩვენც და გვინდა იმერითი დავარბიოთო. ჴელმწიფის ბძანება რა იქნებაო? ეს ანბავი ყაენმა მოურავს უბძანა. იმან ასრე მოახსენა: „სანამდი ლუარსაბ მეფე ცოცხალი არისო, საქართველო არ დაწყნარდებისო“. კაცი გაგზავნეს მალვით, მეფე ლუარსაბ გულაბის ციხეში მშვილდის საბლით[220] დაარჩვეს. და ლუარსაბ მეფის და ფათმა-სულთან-ბეგუმ ყაენის სახლთ გამოიყვანეს და ფეიქნის ხანს მისცეს, და ლაშქარი გაატანეს, და ბატონი თეიმურაზ კახეთით გააგდეს და ფეიქნის ხანი მისს ადგილს გააბატონეს. და კახნი დაიფანტნეს - ზოგნი ქართლსა და ზოგნი მთებში დაიხიზნეს, და ქისიყელნი და ზოგნი სხვანი ფეიქნის ხანს მიუვიდნენ.

და ბატონი თეიმურაზ[221] და ზოგნი კახნი თავადნი ჯალაბობით სამცხეს მივიდნენ. ვითაც მეფეს ბაგრატზედ კახის ბატონის სახლსა მრავალი კარგი მიუძღოდა, და თითონ ბატონს ბაგრატსაც კახთ გატეხა არ უნდოდა, ქეეშ-ქვეშ ჴელიც მოუმართა და არც გზა დაუჭირა. ბატონმა თეიმურაზ დედოფალი ხორაშან სამცხეს დააგდო და თვითან თავისის საბატიო კაცისშვილით კოსტანტინოპოლის წავიდა და ვინცავინ ახლდა ჯიღა და მურა ცხენებსა, თითო ლუსმრით ვერცხლის ნალი დააკრა და ისე შევიდა კოსტანდიპოლის. რა ეს ნახეს, აედევნენ თან საშოვრად დიდათ გაიკვირვეს და უჭკობაში ჩამოართვეს. ჴემწიფემ პატივი სცა და სარჩოთ გონიის სანჯახობა უბოძა. და ბატონმა თეიმურაზ თავისი საჩივარი და აოხრება გაასინჯვა და მოახსენა: „საქართველო ყოველთვის კეისრის მორჩილი ყოფილანო და ახლა ყიზილბაშთ გვიყმესო და ჩვენი მამული დაიჭირესო. ამას მოეელიო ჴემწიფისაგან, რომ ლაშქარი მიბოძოსო, წავიდე, ჩემი მამული დავიჭირო და ჰონთქრის ყმათ ვიყოო“. ჰონთქარმა ასრე უპასუხა: „ჩვენ და ყაენი ერთს რჯულზედ ვართო და თქვენ ისას რჯული გიჭირავსო. არ გვიწესებსო, რომ ქრისტიანს მაჰმადის რჯულის მჭირავზედ უშველოთო. და თუ ჩვენს რჯულზედ მოხვალო, მაშინ გმართებსო, რომ ლაშქარი მოგაშველოთო" ბატონმან თეიმურაზ მოახსენა: „ამდენს ამისთვის გავისარჯეო, რომ იმათი რჯული არ დავიჭირეო. ახლა რით იქნებისო, რომ თქვენი რჯული დავიჭიროო?“ ეს ჰონთქარს ნამეტნავათ ეწყინა და პატივიც აკლო და დიდმა ხანმა გაიარა კარზედ აღარ იხმეს და არც ხონთქარმან ინახვინა.

და ბატონი თეიმურაზ[222] ხონთქრის რისხვას ელოდა და იმისთვის თავის ჯართ უბძანა „ვისაც სამძიმარი რამე გქონდესო, გაყიდეთ და ოქროთ აქციეთ, რომ ჩემს საქმეს კარგათ ვერა ვხედაო; არამც ცუდათ ამოგვწყვიტონო. აქეთ წავალო, თუ ჯარი დაგვწიონო, უომრად ჩვენი დახოცა არ შეუძლონო, თუ გავიმარჯვეთო და გავაწიეთო, კარგი მღთის წყალობა იქნებისო და თუ არა და, ცხენზედ სახელოვანად მაშინაც დავიხოცებითო“. ჯართ ეს ბატონის თეიმურაზის რჩევა მოიწონეს და ყოველმა კაცმა საქმე მოიმარჯვეს.

და ბატონმა თეიმურაზ მთაწმინდის ბერებისაგან ვალი აიღო და ზოგიერთი სხვა მონასტრისაგანაც აიღო. და მთაწმინდის ბერებმაც შეატყობინეს და სხვათაც აცნობეს, რომ თუ არ წახვალ, ან მოგწამლვენო და ან დაგიჭერენო. ბატონმა თეიმურაზ ნადირობა მოიგონა და უსკუდარს გავიდა, და იქიდამ გამოიპარა და წამოვიდა. და მესამეს დღეს სულთან-მურად ჰონთქარს მოახსენეს: „ბატონი თეიმურაზ წასულაო“. ფიცხლავ გზებზედ ჩაფრები გაგზავნეს და ყველგან წიგნები მისწერეს: „გზები შეუკარით და ნუ გაუშვებთო, რომ წავიდესო". ყოვლს საფაშოში გზები შეკრა და ჯარი დაეხვედრებინა. მაგრამ ქართველთ თავგამომეტებულთ გზის მცველი ჯარი როგორ შეიპყრობდა? გაელახათ და წამოსულიყვნენ. და ცოლ-შვილი სამცხეს ოლთის ციხეში ჰყვანდათ. და ერთს ერევნის ხანს თაბუნ[ი]ს სულთანს ყაენისაგან დავი გამოეთხოვნა თუ, „ბატონის თეიმურაზის ცოლ-შვილნი ამ ადგილს არიანო და ამათი მოსხმა შემიძლიაო". ეს ყაენს იამა და მრავალი წყალობა უქადა და დასტური უბოძა: „კარგი იქნებისო“.

გაზაფხულის პირი იყო, ვარდის ყვავილობა, და ხორეშან დედოფალი საბატიო კაცისშვილების ცოლებით ციხით დაბლა ბაღში ჩამოვიდნენ, და იმ ბაღში დგებოდენ. ბატონმან დედოფალმა ბაღი შუაღამისას ნახა სიზმარში გველით სავსე, და ყველა მის კბენას ეზიდებოდა, და „ციხისაკენ გავექეცო და გველნი უკან გამამეკიდნესო და ვერ მამეწივნესო. მე ციხეში შეველო და ზეცით ორბის ჯარი მოვიდაო და გველები სულ დაიტაცაო: ადეგით, ნუღარ გძინავთო! ჩვენ ციხისაკენ წავედითო, თორედა ავი რამე დაგვემართებისო“. წავიდნენ, შუაღამე გარდასულიყო, ციხის კარზედ მივიდნენ. ციხოვანთ ღამით კარი არ გაუღეს. გათენებისას ყიზილბაშნი იმ ბაღს დაესხნეს. ციხოვანთ შეიტყვეს და ბატონი დედოფალი თავისის მხლებლებით ციხეში შეიყვანეს და ზეიდამან თოფნი დაუშინეს.

და ურუმით წამოსრულმან ბატონმან თეიმურაზ ზარბაზნის ჴმები გაიგონა. უბძანა თავისს ჯართა: „ვისაც ცხენს შეძლება აქვსო, ჩქარად იარეთო, რომ ეს ხმა ფარსაგი არ არისო. ციხეს მივეშველნეთო“. რა ციხეს ახლო მოვიდა, ეს ანბავი შეიტყო: ქართველთ იარაღი მოივარგესო და თათართ შეუტივეს. და თათარნიც კარგათ თავგამეტებით დახვდენ და ძალმიცემით იომეს; და გამარჯვება ბატონს თეიმურაზს დარჩა; და სულთანიცა და მისი ლაშქარიც სრულ დახოცნეს და კახთ გაემარჯვა; და დედოფალი წამოვიდა, გონიას დადგა[223].

ბატონს თეიმურაზს კახეთით ანბავი მოუვიდა, რომე „დანდობილს კახთაო არაგვზედანო ყიზილბაშთ თავები დააყრევინესო და ნუღარ სდგახარო, მალ მოგვეშველეო!“ მანც ცოლ[224]-შვილი თან წარმოიტანა, გურიას მივიდა. გურიული მამია კარგათ დახვდა: ცოტა რამ ჯარი ათხოვა. იმერითი ჩაიარა, ამათაც ცოტა რამე ჯარი ათხოვეს. ურუმნიც ახლდენ. ქართული გაიარა, კახეთს ჩავიდა; სრულ კახნი მოუვიდნენ და შემოეყარნეს და ფეიქნის ხანი ცოლ-შვილით ჭოეთის ციხით ყარაბაღში[225] მივიდა.

და განჯიდამე ეს ანბავი ყაენს მისწერეს. და ყაენმან ალი ყული-ხან შამლუ სარდრათ ქნა და ბატონს თეიმურაზს გაუძახა, რომ დაიჭირონ. თავს მოუარეს და არაგვზედ გზები შეუკრეს და საცა გამოსავლელი გზები იყო[226], შეუკრეს და მეთოფენი ჩაუსხეს. და ერანის ლაშქარი და ალი ყული-ხან არაგვზე დადგეს. ბატონმან თეიმურაზ სახმარი ჯარი შემოიყარა და ხმა შემოუგდო, იმერითს გარდავალო. მოვიდა სიახლოეს მთაში, მაგარს ადგილს ახლო დადგა და კაცი გამოუგზავნა: „ამის უფრო ყაენის შემცოდეს ნუ შემიქო. გზა დამანებე! ნურც ქართველთ ამოსწყვეტ და ნურც ყიზილბაშთა ერთმანერთს ნუ შეახოცო". და ამან ასე უპასუხა: „ჴემწიფის ბძანება არ არისო, რომ შენ გზა დაგანებოთო“. იმას ასრე შემოეთვალა: „ჩემი ხვეწნა არ შემიწირეთო, მაგრა ხვალ ჴლმით გავივლიო“. და ბაინდურ ერისთავი ქართლის მეფის ბრძანებით ლაშქრით ალი ყული-ხანთან იყო და ბატონს თეიმურაზს თათართ ანბავს არ აკლებდა.

ამავე ქორონიკონსა ტ“დ (1616)[227] ალი ყული-ხანს მოახსენეს, რომე ბატონს თეიმურაზს უთქვამსო, ხვალ ჴლმით გავივლიო. ალი ყული-ხან ყიზილბაშთ უბრძანა, „ყოველმან ცხენი და იარაღი მოივარგეთო და საომრათ მზათ და ფრთხილათ იყვენითო და საცა არაგვზედ ფონი და გამოსავლელი გზა იყოსო, მეთოფენი ჩაუსხითო და ღამით ყარაულით იყვენითო და ეცადეთ. არ წაგივიდესთო“.

გათენებამდისინ გზები შეუკრეს და ფრთხილათ იყვნენ და გათენებისს ყიზილბაშნი შეიკაზმნენ და საომრათ რაზმი გაარიგეს. და ბატონს თეიმურაზს მოელოდენ, და იმათი ჯარი გვიან გამოჩნდა და შორეს დადგნენ. და ერთი კაცი ბატონს თეიმურაზს ბაინდურ ერისთავთან გამოეგზავნა, ასრე წიგნი მოეწერა: „ალი ყული-ხანს შემახვეწეო, ბედნიერს ყაენს არზა მიმიწეროსო და მამეხმაროსო, ამ ჩემს აოხრებულს მამულში დამაყენოსო, სხვათა კარებს ნუ მატარებსო. თუ არადა თქვენ ბევრნი და ჩვენ ცოტანიო; რაგინდ სხვაგანც გაგეცალოთო, მაშინც აქავ უნდა მოვიდეთო და აღარც გაგეცლებიო და აღარც შემოგებმიო“. ეს ანბავი ალი ყული-ხანს მოახსენეს და იამა და ბაინდურ ერისთავს უთხრეს: „ბატონის თეიმურაზის კაცი გაისტუმრეო და შენც კაცი გაუგზანეო. როგორიც უჯობდესო, იმრიგი არზა ყაენს მისწეროსო და ჩვენც ასეთი წიგნი მოგვწეროსო, რომ ყაენს გაეგზავნებოდესო. ჩვენც ბედნიერს ჴემწიფეს არზას მივსწერთო და შვა შემოვალთო. და რაც ყაენის ბრძანება მოვიდესო, ისრე ვქნათო“.

და ლაშქარიც დაემინდა და ჩამოხდნეს. და ზოგნი ძილს მივიდნეს, ზოგნი ლოცვას დადგნეს, და ზოგნი ჭამად ისხდენ, რომ მისთანას დროს ყარაულთ დაინახეს: „მოვიდა ლაშქარიო!“ შეიქნა ქანარის ცემა და ძახილი, მოცხენი და ჯარჩების[228] ძახილი. სადამდისინ ჯარი შეიყრებოდა, კახთ მოიტანეს და ურდოში გამოერივნეს. და ადგილ-ადგილ შეიქნა ომი და თოფის სროლა. მაგრა ერთგან შეყრა აღარ დააცალეს, და თავიანთ კარავი და ქონება გაუშვეს და ზოგნი ცხენით და ზოგნი ქვეითი გაიქცნენ. ზოგნი დაიხოცნეს, და ზოგნი წყალმან დაარჩო და ზოგნი თბილის ქალაქს შეიხიზნეს. და იმ ხანების და სულთნების კარვები და ქონება ერთპირად ბატონს თეიმურაზს დარჩა და თვითოს თავადსა თვითოს ხანისა და სულთნის კარავი და მორთულობა და ქონება ჴელშეუალად უბოძა და საშოვარი ისრე გაიაფდა, რომ სანახევროთ წამღები არ იყო. და ბატონი თეიმურაზ თვითან ალი ყული-ხანის კარავში ჩამოხდა და მისი ნაქონი ყველა თავისთვინ დაიჭირა. ამრიგი გამარჯვება ქართველთ არ დამართებოდათ.

ბატონი ბაგრატს[229] ავად იყო, და ეს ანბვები ყაენს მისწერეს და ჰაქიმ-დაუთ ყაენს ბატონის ბაგრატის საშველებლად გამოეგზავნა; ვეღარ უშველა რა. სოფელმან მისი წესი არ დაიშალა და[230] ამ სოფლით ბატონი ბაგრატ მიიცვალა ბოლნისს[231]. და შეიქნა ტირილი და გლოვა სრულად საქართველოში, და შვილი მისი იყო ბატონი სვიმონ[232] გლოვასა და შეწუხებაშინ.

რაჟამს ესმა სიკვდილი მეფის ბაგრატისა შაჰ-აბაზ-ყაენსა, მწვეთ ეწყინა და ასრე დაუმძიმდა, ვითა ძმა ყოფილიყო. მაშინვე გამოგზავნა კაცი და სამძიმრის წიგნი, შვილს იმედის მოცემა და წყალობის ქადება. წელიწადზედ შეიწყალა მეფის ბაგრატის შვილი სვიმონ. ყარჩიხა-ხან სარდალი იყო. და ყაენმან თავისის ქალის ზუბედა-ბეგუმის ნაშობი, ისა-ხან ყორჩი-ბეგან შექნილი ჯაჰან-ბანუმ-ბეგუმ[233] ქართლის დედოფლათ გამოგზავნეს და ბატონს სვიმონს ცოლათ მისცეს. ყარჩიხა-ხან და სხვა ათი-თორმეტი ხანი და ერანის ლამქარი თან გამოატანა. ქორონიკონსა ტ“იბ (1624) ქალაქს მოვიდნენ, რომელსა ეწოდება ტბილისი, და ქორწილი უყვეს. იყო მღერა, ნადიმი და მეჯლიში, ბურთობა და ყაბახის სროლა.

რა ქორწილობა გარდიხადეს, ბრძანება იყო ყაენისა, რომე კახი კაცი გაეწყვიტა და კახეთში ყიზილბაშნი დაესახლებინა. და კიდეც[234] პატრონობდა ბარდის ხანი. ფეიქანის ხანმა შეიყარა კახთ ლაშქარი, მივიდეს მუხრანს; აღლუმი მოინდომა. ფონთხელადამ ქანდამდი იქით-აქათ ჯარით გაკრეს. გაატარიან თითო-თითო კახნი, აქიდამ გატარებული ასე მოკლიან, ერთიმეორის სიკვდილს ვერ შეიტყობდა. აღაიანის მინდორში ყათლამი უყვეს, ღალატით ერთობილნი კახნი დახოცეს. რომ ყათლამი უყვეს, მერმე თარეში გაუსია კახეთს. თითონ ნორიას დადგა. ეს იწყინეს ქართველთ, ქრისტიანთ უბრალოდ დაჴოცა.

და[235] მოურავმაც ქართველთ უთხრა: „ყაენს ამათთვის შათირი გამოეგზავნაო. ის შათირი მე დავიჭირეო. ეს შემოუთვლიაო – კახთათვის კარგა გიქნიაო, ახლა ქართლის კაცსაც ისე უყავიო“. მოურავის პირობით ქართველნი შეიყარნენ, დაესხნეს მარტყოფში, ნორიას, ხარების ღამეს ყიზილბაშთა თავსა. ყარჩიხა-ხან - სარდარი და უსუფ-ხან - შირვანის ხანი და სხვა ხანები და სულთნებიც მრავალი დავჯოცეს; აღივსნეს საშოვრითა, ოქროთა, ვერცხლითა, თვალითა მარგალიტითა, მრავლის უცხოს ნაქსოვითა, ცხენ-აქლემითა და ჯორითა.

ამაზედ ჩამოიყვანეს თიბათვეში კახი ბატონი თეიმურაზ მცხეთას: შეჰფიცეს ქართველთ და გააბატონეს მცხეთას ზედათ ქართლსა და კახეთსა. და[236] თავისი ქალი დარეჯან ბატონმა თეიმურაზ ზურაბ ერისთავს მისცა. ბატონი სვიმონ ტბილისს იჯდა, სომხითსა და საბარათაშვილოს პატრონობდა. იმ ჟამში ბედნიერმა ყაენმა თავისი ტახტის ისპაჰანის მოურაობა დაუთ-ხანის შვილს როსტომს ყულარაღასს უბოძა, დიაღ, სიდიდე მოემატა.

ამასობაშია მოვიდა ბძანება ღთისა, და შაჰ-აბაზ-ყაენმა ტახტი დაცალა და ამ სოფლით მიიცვალა ქორონიკონსა ტ“კ (1632)[237] მაზანდარის ქვეყანას, ამრაფს რომ ყაენის სასახლე არის. და როსტომ-ხან იყო, დაუთ-ხანის ნაბიჭვარი ისპაჰანს, ყაენის შვილები და შვილისშვილები იქ იყვნენ. მრავალჯერ ქნილიყო წინათ ჟამშია ჴემწიფეთ მიცვალებაზედ და ერთმანერთი გაეწყვიტა, და მრავალი სისხლი დაღვრილიყო. როსტომ-ხან ძალითა და შეწევნითა მღვთისათა გასინჯა საქმე. შვილიცა იყო ყაენისა, მაგრამე თავად თვალდამწვარი იყო, სინათლე არ ჰქონდა[238]. მაგრამე უფროსი შვილიშვილი იყო და, დიაღ, კაი თვალად და ტანად შეენიერი; ჴელმწიფობა იმას შეფერებოდა. გამოიყვანა და ტახტზე დასვა და მიულოცა ჴელმწიფობა შაჰ-სეფი-ყაენსა[239], აკვრევინა ქანარა და ნაღარა, მისწერა შორსა და ახლოს ბრძანება თუ, „მოდით და თაყვანის ეცით“. მოვიდეს ყოვლის ადგილიდამ ხანები და სულთნები, მიულოცევდენ ჴელმწიფობასა და აყრიდენ თვალ-მარგალიტსა, წლამდისინ ადიდეს. და მოეწონა ყოველთა მნახავთა, თქვეს და აქეს: „არ არისო ქვეყანათა ზედა ამისი მგზავსიო“. გააკვირვა ყოველი სჯული და სული ლხინითა, ნადირობითა, გაცემითა. და გაისმა ქება სიკეთისა ყოველთა ქვეყანათა ზედა.

ამ დროს წამოეჭიდა მეფის ბაგრატის შვილი[240] ბატონი სვიმონ და კახს ბატონს ქართლი წაართო, და კახი ბატონი თავის ადგილს იყო. იმავ წელიწადს ამდონი ისარჯა კახმა ბატონმა თეიმურაზ, თავისი ქალი და სიძე ერისთავი ზურაბ და მისივ ყმა, ჩერქეზი გიორგი, მოღალატეთ შეუყენა და მძინარე ბატონი სვიმონ ცხვილოსს დააკვლევინა[241]. ქართლს ბატონად სომხითი და საბარათიანო დაიჭირა. რა გაიგონა შაჰ-სეფი-ყაენმა, მწვედ იწყინა, კახს ბატონს გაუწყრა.

ქორონიკონსა ტ“კგ (1635) დაუთ-ხანის შვილს ყულარაღას როსტომს მოსცეს ქართლი[242]. გამოატანა[243] ყიზილბაშთ სარდალი, ბატონის ბაგრატის სახლთუხუცესი საჰაკაძე ბეჟანის შვილი როსტომ-ხან. და მრავალი ლაშქარი. კიდევ როსტომ მეფემ, რომელიც თავადი და აზნაურშვილი იყო, ყაენს სთხოვა, უბოძა და თან წამოასხა თავათ ბეჟან ამილახვარი, ზაალ, ქსნის ერისთავი, თვალდამწრიშვილი დავით თავისის შვილებითა, ფავლენიშვილი ბახუტა, მისი განაყოფი როინ, მაჩაბელი თამაზ, ციცის-შვილი პაპუნა, თურმანიძე თურმან, იმერელი ბოქაულთუხუციშვილი თეიმურაზ, ბარათაშვილი სასან-ბეგ და მელქისადეგ[244], სომხითის მელიქი ათაბეგ და მისნი ძმანი თან გამოჰყვნეს, და წამოვიდნეს და რევაზ ფავნელიშვილი წინ გაისტუმრეს. და სომხითის მელიქმა ქართლის თავადსთ წიგნები მისწერა ასრე, რომე „ყაენმან თქვენი მონაწერი სახვეწარი შეგიწირათ და თქვენის მემკვიდრის ბატონის დაუთ-ხანის შვილს მეფეს როსტომს უბოძა. და თავრიზის ბატონის როსტომ-ხან სარდართა და ერანის ლაშქარი თან გამოგვატანეს და მღთის შეწევნითა შემოდგომამდისინ ჩვენც მოსულნი ვართ“.

ბატონი თეიმურაზ საფურცლეს[245] იდგა და ასრე რიგათ მოახსენეს, რომ რევაზც და წიგნებიც ბატონს თეიმურაზს ხელში ჩაუგდეს. რა ეს წიგნები წაიკითხეს, ვისთანაც ეწერა, ამ წიგნების ანბავი კახთ ყველას შეატყობინეს, თუ ამრიგი წიგნები ჴელში ჩაუვარდაო. ამ ანბავზედ საქართველოს ლაშქარი მოიხმო თუ, „ყიზილბაშთ წინ დავხვდებიო“. აღარავინ ულაშქრა, ერთის იოთამ ამილახვარის მეტმან და როსტომ მეფე და ერანის ლაშქარი ახლოს მოსრულ იყვნეს. ომი ვეღარ გაბედეს. საფურცლიდამ აიყარნეს, თეზს მივიდნენ[246] და ქართველნი არც თეიმურაზს მიუდგნენ, იმერელთ მოშველება დაჰპატიჟეს.

ამისთანას დროს ლევან დადიანი დიდის ლაშქრით ჩამოსდგომოდა. ამიტომ ვეღარც ისინი მოეშველნენ. და თათრის ლაშქარიც აღჯა-ყალას მოსრულ იყო, და ბარათიანი და სომხითარნი მისვლოდენ.

ბატონი თეიმურაზ ზემო ქართლს მივიდა[247]. როსტომ მეფე ქალაქში შევიდა და უფროსიერთი ქართლის თავადთაგან, წიგნი და კაცი მიაგებეს. რა ბატონის თეიმურაზის ულაშქრობა იცნეს, ქალაქით ორი ათასი ცხენკეთილი კარგნი კაცნი გაუძახეს, რომ ზემო ქართლს თავს დაესხან. ამათაც შეიტყვეს და ცოლ-შვილი და ბარგი წინ გაისტუმრეს პერანგაზე[248], და თვითონ უკან ჩამოუდგეს. და მდევარიც დაღალულ იყვნენ და უფროსიერთი ცხენი დავარდნოდათ. ზოგი ვინმე მისწევოდა, ომს დარიდებოდენ. ცოტა რამე უკან დავარდნილი ბარგი და კაცი დაეჭირათ და გორს მოვიდნენ.

და როსტომ მეფე, და როსტომ-ხან სარდარი და ერანის ლაშქარი დაუყვეს და ოც დღეზე გორის ციხე ააგეს და გაათავეს, და მუსლუ-ბეგ მინბაში, მესხი და მისი თაბუნნი, მაზანდარის მეთოფენი მაშიგ დააყენეს. ქართველნი სრულ მოუვიდნენ ციცის-შვილის ფარსადანის მეტი და ის იმისთვის ვერ მოვიდა, რომ სარდლის სახლზედა ძალი და უსამართლო მუუძღოდა, იმისგან ერიდებოდა.

სარდარმან საჰაკაძემ როსტომ-ხან ლაშქარი გაუძახა, საციციანო დაარბევინა. ეს როსტომ მეფემ უწყინა და ასრე კაცი მიუგზავნა სარდარსა და შეუთვალა: „თავათ საქართველო აოჴრებული არისო და რაც მორჩომილა, იმასაც თქვენ მიოხრებთო, მე ამ ქვეყანას რისაღა ბატონი ვიქნებიო?“ ამ საქმეზედ სიტყვით დამდურდეს და ორთავე ყაენს არზა მისწერეს. ყაენით ბრძანება მოუვიდა: „სარდარი ვანზედ წავიდესო, და შირვანის ბეგლარბეგი როსტომ მეფესთან იყვნენო“. ბრძანება გაათავეს და რა სარდარი დაბრუნდა, ციცისშვილი ფარსადანც და ან სხვანი, რომ არ მოსულიყვნენ, ყველანი მოუვიდნენ.

ამავ[249] წელიწადს ლევან დადიანს დაემოყვრა: და ქართლის სადედოფლოთ სთხოვეს. და მანც მოსცა მარიამ დედოფალი. და ამავ წელიწადს ქორწილი მოინდომა როსტომ მეფემა, და გზა არ დაანება იმერელმა მეფემ გიორგიმ. შეიყარა აქათ მეფემ როსტომ და მივიდა სამცხის, ოცხეს დადგა. იქით წამოვიდენ დადიანი შეყრით, და წამოიყვანა, და წინ გარდაუდგა მეფე გიორგი. შეიბნენ და გაემარჯვა დადიანსა და დარჩა ჴელთ მეფე გიორგი. მეფე როსტომც ჩავიდა კაკას-ხიდს იმერეთშია; და მობძანდა ბატონი დადიანი. შეიყარნენ, გაიხარეს ერთმანერთის ნახვითა, ლხინითა და განსვენებითა. წაბძანდა იქით დადიანი და წამოვიდა მეფე როსტომ მხიარული. იმერეთი ჩამოიარეს და მოვიდა ტფილისს, ქორწილი გარდიხადა.

როსტომ[250] მეფე სურამს იდგა. იქიდამე დათუნა ერისთავი წამოუვიდა იმისი შიშით, რომ მის ძმას ზურაბს ერისთავს როსტომ მეფის ძმისწული, მეფე სვიმონ მოეკლა. და ზოგს თავადთ ქრისტიანობისათვის მეფის თეიმურაზისა ერჩივნათ და უთხრეს დათუნა ერისთავსა, რომე როსტომ მეფე მოგკლავსო, შეაშინეს და საერისთოს წავიდა, იქიდამ ბატონს თეიმურაზს გარდმოსლვა შეიპატიჟა. ვითაც ბატონს თეიმურაზს მისი ძმა ზურაბ ერისთავი მოეკლა, ამისთვის მოტყუება ეგონა და არ ენდო.

ეს ამბვები როსტომ მეფემ შეიტყო და დიდის ლაშქრით მუხრანს მივიდა და დათუნა ერისთავი მოციქულებით მოინდო და ყაენთან გაგზავნა მოინდომა. და იარაღის შემოსხნას შეიპატიჟეს, და იმან იარაღი არ შემოისხნა, და ძალით შემოსხნა გაუბედეს. წაიკრა ჴანჯარს ჴელი, ზოგი მოკლა, ზოგი დაჭრა. ეს მეფეს მოახსენეს, ბრძანება იქნა: „დაუშინეთო!“ დათუნა ერისთავი მოკლეს. თავის[251] ბიძაშვილს აჰპატივა და საამილახვარო ისრევ იოთამს მისცა. და ვითაც იესეს ერისთავსა მრავალი ჯავრიც ახსომდა და მესისხლეც იყო თავად, თავისი ძმა შანშე და მისი ცოლი მოეკლა, და შანშეს ცოლი მეფის დისწული იყო, და ზაალ ერისთავიც ამის ბატონობაშიგ მოეკლა, და აღარ შემოირიგა. იმასაც ღონე აღარსადით ჰქონდა, ყაენთან წავიდა. ყაენმა დიდი პატივი მისცა, მეჰმანდარი დააყენა და კარგი ულუფა გაუჩინა. და მეჯლისში საჯდომად ალაგი უბოძეს და ყოველს მეჯლისში დაჰპატიჟებდიან. და ვითაც ამ იასეს ერისთავს პაპუნა ამილახვარი მოეკლა და იმ ამილახორის ორი შვილი, პაატა და იოთამ ყაენს ახლდენ და იესეს საკლავათ დროს ეძებდენ.

ქორონიკონსა ტ“კდ (1636)[252] სულთან-მურად ჰონთქარი მოვიდა, ერევანი აიღო და დაბრუნდა და მერვეს თვეზედ შაჰ-სეფი-ყაენი მოუხდა, ისრევ ერევანი წაართო. ამ დროს როსტომ მეფე მიუხდა, სამცხის ქვეყანა დაარბივა და მრავალი ნაშოვარი ქნეს. ეს შაჰ-სეფი-ყაენს იამა და ორი ათასის ნაღდი ჯინსი[253] უბოძა. და ყაენი ადრბიჯანით ისპაანს ჩავიდა.

მეფე გორს იდგა. ციციშვილი ნოდარ და ქსნის ერისთავი იესე კარალეთზედ ცილობდენ. არაგვის ერისთავი ზაალ ნოდარს მიუდგა და იოთამ ამილახვარი ქსნის ერისთავს მიუდგა. და ქსნის ერისთავი და ამილახვარი ლაშქრით გორ ზევით ჭალაში იდგნენ. და ნოდარ თავისის ლაშქრით მტკვრის პირს იდგა, გორ ქვეითა. და ჯერ არაგვის ერისთვის ლაშქარი არ დაძრულიყო.

ამათი ლაშქრიანობა როსტომ მეფემ იწყინა. და უწინდელიც მრავალი ჯავრი ჰქონდა და ქსნის ერისთავსა და ამილახვარს ცოლ-შვილი გორს ციხეში შეუგზავნა. კარალეთი ნოდარს უბოძა და ლაშქარი იხმო ყოლგნით: ერისთვისა და ამილახორის წახდენა მოინდომა. იმათაც რა ეს შეიტყვეს, ახალგორს მეფემ ერისთობა ელისბარს და ამილახრობა ბეჟანს უბოძა. და ამასობაში იმათაც უფროსიერთი ყმანი წამოუვიდნეს. მეფემ გორ ლაშქარი შეიყარა, საამილახოროზე და საერისთოზე გაილაშქრა.

რა მეფე რეჴისჴევს მივიდა, ისინი კახეთს ჩავიდნენ. და მეფემ ცხვილოსის ციხე დააქცევინა. ისრევ გორს მოვიდა ერისთავი და ამილახვარი კახეთით. ბატონს დედოფალს სახვეწარი წიგნი მოსწერეს და ცოლ-შვილი სთხოვეს. და მეფემაც ბატონს დედოფალს აპატია. და დიდის პატივით და ჯარით კახეთს ჩაუგზანა და ორნივ ბატონს თეიმურაზს ახლდენ. ვითაც იოთამ ამილახორის დედა როსტომ მეფის ბიძის ვახტანგის ქალი იყო და იმერეთში ჯიჯავაძეს ედგა და იქიდამე კარგის ფეშქაშით მეფესთან მოვიდა და შვილის შენაცოდებს შემოეხვეწა. ვითაც როსტომ მეფე მოწყალის გუნებისა იყო და თავის ბიძაშვილს აპატია.

ამავე[254] დროს იყო კახი ბატონი იმერეთს და კახეთში ჩამოვიდა მთის გზიდამე მრავალს ადგილს; მეფე როსტომის თავსდასხმა და ღალატი მოინდომა.

ქორონიკონსა ტ“ლგ (1645) მეფე როსტომ გაღანამც ბატონის სვიმონის სისხლს ითხოვდა, ქვეყანას ურბევდა და ბევრი ავი საქმე უყვეს. ბოლოს შემოვიდნენ შუა პატრიარქი, მიტროპოლიტ, ეფისკოპოზნი, ერისთვები და თავადები. და დანდობის საქმეს შემოეხვეწა თუ, ორს წლამდინ ერთმანერთი დაინდეთო და მას უკან გასამართლდითო. და რაც სამართალმან გააჩინოს, ბატონის სვიმონის სისხლი იმგვარად მოიკითხეთო. და დაუდვა კახმა ბატონმა თეიმურაზ სანდოთ საფიცრით სოფელ გავაზი და სოფელი ჴის-სჴევი, ქართლის თავადისშვილებსა გლეხების მოცემას დაჰპირდა.

როსტომ მეფემ რომელიც საფიცარი მოსცა და ან პირობა და ფიცი, ყველა გაუთავეთ, და კახმა ბატონმა რაც პირობა მოგვცა, არც ერთი არ გაუთავა. ამაზედ აიშალნენ: აქათ მეფე როსტომ შეიყარა და იქით – კახი ბატონი. ქისიყისაკენ თათრები და ყაზახის ხანი ჯამალ-ხან უჩინა. კახი ბატონი თიანეთს მისულიყო. და მეფე როსტომ იქით წავიდა, მცხეთას მივიდა და შემოუარა სვეტს ცხოველსა და ითხოვა შეწევნა. არაგვის პირი შეიარა და თიანეთს მიუხდა. კურთხეულ ხარ ძლიერო და უძლეველო, ყოვლისმპყრობელო ღმერთო, რომე სიდიდე და სამართალი შენ ყოველს კაცს დაანახვე!

შეიბნეს და გაემარჯვა მეფე როსტომს ქორონიკონსა ტ“ლვ (1648)[255], დროშა, ქანარა და ნაღარა გააგდებინა. სახლთუხუცესი რევაზ და მრავალი საბატიო კაცისშვილები სხვა მოკლეს. და გააქციეს ბატონი თეიმურაზ; უკან მიჰყვნენ, და გრემს მივიდა როსტომ მეფე. სრულიად კახნი ჯალაბობრივ იქ იდგნენ.

თვითან ბატონი თეიმურახ ყოვლგნით ჴელმოღებული, იქით ბატონის თეიმურაზის შვილი დავით და ჩვენგან გაგზავნილნი ლაშქარი და ჯამალ-ხან შეყრილიყვნენ, შებმულიყვნენ ქისიყის ბოლოსა, ძველ ანაგს და თათრებს გამარჯვებოდა და ბატონისშვილი დავით იქ მოეკლათ, და მრავალი საბატიო კაცისშვილი დაეხოცათ. მეფე როსტომ გრემს იდგა. მეექვსეს დღეს ეს ანბავიც მოვიდა და კახნიც მოუვიდნენ.

ბატონს თეიმურაზს მეფის გიორგის ქალი ედგა. ბატონს თეიმურაზს ღონე[256] ყოვლგნით მოეღო: აღარსითმე მშველი და აღარც სახიზარი და ადგილი და აღარც წასასვლელი გზა და არც დასაძრავათ ცხენ-ჯორი აღარა ჰყვანდა რა. და უფროსიერთი კახი კაცნი ქართველს ბატონს მისვლოდენ და ბატონის თეიმურაზის დაჭირვასაც ჰპირდებოდენ. და მეფეს არ უნდოდა იმისი დაჭირვა და არც უმადლიდა იმის ორგულობასა. და მეფემ ბძანა: „მის დღეში ამრიგი მუხანათობა კახთ არ ექნათო, რომ ახლა ქნესო“.

ეს ანბვები ბატონს თეიმურაზს მოახსენეს და იმანც დედოფალსა, შვილისათვის მოუთმენელის ნაღვლით სავსესა, მოახსენა: „მეფე ბიძაშვილია თქვენიო, მიდი, იახელო, შვილისასაც შეეხვეწე, არ მოგიკლასო და ჩვენი შენაცოდებიც ეგების გაპატიოსო, და ამას უკანო, ვითაც ყმა, გვიმსახუროსო. და თუ ესები არ ქნასო, ამდენი ცხენი და ჯორი გვათხოვონო, რომე იმერეთამდისი მივიდეთო“.

წამოვიდა დედოფალი და კათალიკოზი და ბატონისშვილი ლუარსაბ. და ვინც ეფისკოპოზები გზას იყვნენ, მიეგებნენ. მეფემ ფარეშთუხუცესს უბძანა: „ჩვენს სიახლოეს კარგს ალაგს კარვები დაუდგმევინეო და გარეშემო თეჯირები მოუვლებინეო. ვინც აქეთ ჯარი იდგეს, აჰყარეთ, რომ დედოფალი მობძანდებისო“.

კარვები დადგეს, და დედოფალი მობძანდა და ცხენითგა ჩამოხდა. და მეფემ ყადაღა ქნა: „ბატონისშვილის დავითის სიკვდილი არავინა თქვასო“. დედოფალი მეფის კარავში მობძანდა, და მარჯვნივ პატრიარქი უდგა და მარცხნივ ბატონისშეილი ლუარსაბ. ნელად მოვიდნენ. მეფე კარავს წინ მიეგება, და ღედოფალი ტირილით მეფეს ფეხს მოეხვია: „ამას გეხვეწებიო თუ, ერთი წვეთი სისხლი გვაპატივეო. შენს სიძეს გზა დაანებეო“. მეფემ პატივი სცა და დაბლა არ დაუშვა და ერთმანერთს მოეხვივნენ; შეექნა ორთავ ტირილი. ცოტას ხანს ერთგან იყვნენ, მერმე დედოფალი თავის კარავში მიბძანდა.

მეფემ ლორის ხანი, ისა-ხან იხმო და შეეკითხა: „დედოფალი სახვეწრათ მოსულაო და ამისი პასუხი როგორ სჯობიაო? ამისი პატივის დება ჩემივ პატივის დება არისო, და ჩემი ბიძაშვილიაო, და საქართველოს ბატონებს, რომელსაც გასჭირებიაო, ან დედით შეხვეწიაო, ან დედოფლითაო. და ბატონს თეიმურაზს საქართველოს წესი და სახვეწარი გაუთავებია. აწ ჩვენ რას გამოგვირჩევო და ან რა გვმართებსო?“ მერმე ამან მოახსენა: „ერანით ასი ათასი კაცი ნამეტნავი ამ კახეთში ამოწყვეტილან, და ჴემწიფენი მრავალს გარჯილან და ამრიგი გამარჯვება არევის უქნია. მაშ შენის სიმართლისათვის ღმერთმან ეს გამარჯვება მოგცაო. და აქ თვითან დაუმარცხდაო და ქვეით შვილი მოუკლესო. და დედოფალი შემოგხგეწიაო, ყარაია ნებით დაადებინეო და სხვას დაეხსენ, დავბრუნდეთო“. ამისი რჩევა მეფეს მოეწონა და კიდეც ისრე უნდოდა.

ამასობაში ვინც ბატონის თეიმურაზის წახდენაში ერივნეს, იმათ მეფეს მოახსენეს: „ამას წინათ რომე ბატონის თეიმურაზის შვილი არ მოგეკლათო, არ მოგასვენათო. აწ რომ შვილი მოუკვლევინეო, შენ რაღას მოგასვენებსო. და ეგების ამისი არგაგდება ყაენმაც გიწყინოსო. დედოფალი ამდენს პატივსა სჯერაო, რომე ცხენი და ჯორი ათხოვოო და უზიანოთ ლიხთ-იმერით გაგზავნოო“. მეფის გულმოწყალება ამ სიტყვთ მოშალეს. დედოფალი მოატყუეს, რომე მეფეს თქვენის შვილის არმოკლვასა და თქვენს უზიანოთ იმერეთს გარდასვლას შეეხვეწენითო.

მეორეს დღეს მეფე დედოფლის სანახავათთ წავიდა. დედოფალი შემოეხვეწა ბიძის თქვენის მეფის სვიმონისაგანაო და ბატონის ლევანისაგანაო ჩემი დათუნას მეტი არავინ დარჩომილაო, და ამასაც დიდი ხანია თქვენი გვერთს ხლება უნდოდაო და ვითაც მის მეტი არა გვყვანდაო, ჩვენ არ გამოუშვითო და ვაი დედას მისსაო, ახლა თათართ დაურჩენიაო და ყაენთან გაუგზავნიათო; იმაზედ მამეჴმარეო, რომე იმას ეშველოს რამეო. და მეფემ იმედი დაუდვა, მოახსენა: „რომელიც ჩვენის ჴელით გამოვაო, მოვეხმარებითო და ის ასეთი კარი არისო, რომ სიკეთის მეტი არა დააკლდება რაო. მაგრა თქვენ მებრალებითო, რომ შეყრამდის ტირილით გაირჯებითო“, მოახსენა. „რაც შეგცოდეთო, მგონ მაგვარი ჩვენც გარდაგვხვდაო და თუ იმდენს პატივს დამდებო, რომ ამ სიბერის დროს ჩვენს საფლავს არ მოგვაშორვებო, ნაპირის ადგილი თქვენ იქონიეთო და ალავერდის გარეშემოთ დაგვარჩინეთო: ღმერთი დაგიმადლებსო და ქვეყანა მოგიწონებსო“. მეფემ მოახსენ: „რომელსაც ბძანებთო, მე თქვენთვის არა მშურსო, მაგრა თქვენი შვილის დაჭირვა და თქვენი ამრიგი დამარცხება ყაენს მოხსენებია და არამც ჴემწიფის ბძანება მოვიდესო თუ, ბატონი თეიმურაზ თავისის ცოლ-შვილით კარზედ გამოგზავნეთო, არ უფრო სამისდღეშიოდ მოითხრებითო“. დედოფალმა მოახსენა: „მაშ ამდენი წყალობა მიყავო, რომ ამდენი ჯორი და ცხენი გვათხოვეთო, რომ იმერეთს გარდავიდეთო“. მეფემ ულაყი ათხოვა, საჩუქვარი მიართვა, პატრიარქი ქრისტეფორე ურდუბეგაშვილი სამცხეთოს[257] ლაშქრით თან გაატანა და ბრძანა, „ვისცა უნდოდესო, კახნი თან გაჰყვნენო“. ზოგნი ცოლ-შვილით თან გაჰყვნენ და სხვა უფროსიერთი მეფესთან მოვიდნენ,

და ბატონმა თეიმურაზ ქართლი აიარა და იმერეთს მივიდა. კახნი დარბაისელნი ერთგულობაზედ შეიფიცა და კახეთი ნასისხლათ დაიჭირა. ყაენს ბატონისშვილის დავითის და სხვა კახ დარბაისელთ თავი და ბატონის თეიმურაზის დროშა ბახუტა, ჰუსეინ-ბეგის შვილის, ელისბარ-ბეგ დავითის შვილის ჴელითა გაუგზავნა. და ყანდაჰარს ასაღებათ მივიდოდა ყაენი. ესეები შაჰს-თამაზს წინ დაახვედრეს. სამი სოფელი განჯაში ელისბარ-ბეგს უბოძა და მურასა თაჯი, თომარი, მურასა ჴმალი და ოქროთ შეკაზმული ცხენი როსტომ მეფეს და ქართველთ – ხალათები. კახეთიც როსტომ მეფეს უბოძა ყაენმა.

იმერეთს მივიდა ბატონი თეიმურაზ. ალექსანდრე მეფემ[258] უწინ გენათელი და საბატიოს კაცისშვილნი მიაგებეს. ყველგან ნუზლი მზას დაახვედრეს, და ჩხარს მიიყვანეს ბატონი თეიმურაზ და ხორაშან დედოფალი. იქითგან დარეჯან დედოფალი და მეფე ალექსანდრე მოვიდნენ, დარბაისელნი და დარბაისლის ცოლები ყველანი იქ შეიყარნეს და ბატონიშვილი დავით იქ გაიმჟღავნეს შეიქნა დიდი ტირილი და გლეჯა.

ქორონიკონსა, ტ“ლე (1647) შაჰ-აბაზ-ყაენმა[259] ყანდაჰარი ინდოეთის ჴემწიფეს წაართვა და მეჰრაბ-ხანს უბოძა და თვითან მაშათს მობძანდა. მეორეს ზაფხულ ინდოეთის ჴემწიფის შვილი დიდის ლაშქრით შემოადგა და მრავალი ომი იქნა. და მეჰრაბ-ხან ციხეში მამკვდარიყო, მაგრამ მაშინც ციხე ვერ აიღეს, ცუდათ დაბრუნდეს. მეორეს წელიწადს ყანდაჰარი ოთარ-ხანს მისცეს.

და ინდოეთის ჴემწიფის შვილი დარაშუქუ ყანდაჰარს შემოადგა და თავისი სარდარი როსტომ-ხან დექენი ყალა-ი ბისტზედ გამოგზავნა. და შაჰ-აბაზ-ყაენმან სარდრობა მურთუზა ყული-ხანს მისცა და ერანის ლაშქარი თან გაატანა და გაუძახა. ვითაც ლაშქრის სიმრავლე ყანდაჰარზედ დარჩომილ იყო და აქ ლაშქარი ცოტა ეგონა, სხვა ლაშქარი აღარ მოიცადა, მიუხდა. გამარჯვება ინდოელთ დარჩა, მაგრამ ციხე კი ვერ აიღეს, ცუდათ გაბრუნდნენ, აიშალნენ. მათაც შიგნით თემი და მამა-შვილები აეშალნეს. ავრენგიზ ერქვა. იმას მამა ჴემწიფეთ ჰყვანდა. დაიჭირა და დაატყვევა და ძმები დაჴოცა და თვითან გახემწიფდა და თემი აერია და საყანდაჰროთ ვეღარ მოიცალა.

ბატონისშვილს ქორწილი უყვეს და გილანით ენდრონიკაშვილის ადამ-სულთნის ქალი თამარი მოჰგვარეს. მეორეს წელს გაზაფხულისას მეფემ დედოფლიანათ კახეთის დავლა მოინდომა. წიგნი მისწერეს ქართლის თავადთა. წავიდნენ, და ლილოს მიბძანდა, და ჯერ იქ თოვლი იდვა, ცივი ქარიც ქროდა. აქით სიმაგრეზედ მიბძანდა, სამგორი ინადირა და სათისჭალაში დადგა. იქით აიყარა და საგარეჯო და საჩერქეზო ჩაისეირნა და იქით ბეჟანბაღი ინადირა, მაღაროს მივიდა და იქიდამე ვარცლა და შირაქები ინადირა.

და ბაშინჯაღ ზევით ალაზნის პირს ჩამოხდა. სამს დღეს იქ დადგა, მეოთხე დღეს ყარაღაჯის მინდორი ინადირა და მრავალი ნაღირი მოკვდა. და ორს დღეს იქ დადგა, მესამეს დღეს წინა მინდორი ინადირა და იქიც ბევრი მოკლეს და ორთავ სანადიროში ათას ხუთასის ნადირისა ზოგი ტანი თავი ზედ-ბმული მოართვეს. იქით აბელის ფონზედ მივიდა და იქ ჩალული სახლები დაედგმევინა, იმაში დადგნეს. და იქით ღორი და ჴოჴობი მრავალი ინადირეს. იქიდამე აიყარა, გაღმა მჴარი შეიარა და გრემს მიბძანდა[260] და იქითგან ალონს მიბძანდა, საყდრიონიც ნახა და აიყარა. ალავერდს მიბძანდა, ალავერდის საყდარი ბატონის თეიმურაზის დროში დაქცეულიყო და ახლა მეფე აშენებინებდა. და იქიდამ აიყარა და შვამთას მობძანდა და იქითგან ჩამოიარეს და ქალაქს მობძანდა.

იმერელი ბატონისშვილის მამუკას ნიშანი მოვიდა: ლევან დადიანს ტყვედ ჰყოლოდა, თვალები დაეწვა და იმაზე მამკვდარიყო. მეფემ ალექსანდრემ დაჰპატიჟქა და წაიყვანა ურდუბეგაშვილი პატრიარქი ქრისტეფორე მუხრანის ბატონიშვილი, მთავარეფისკოპოზი დომენტი, თაქთაქის-შვილი მროველი იესე და ზოგიერთნი კიდე ეფისკოპოზნი. ჟამი აწირვინეს, ნიშანი და საწირავი მრავალი აჩუქეს და გამოისტუმრეს. აგრევე ბატონმა თეიმურაზ და ხორაშან დედოფალმან ჟამი აწირვინეს, მრავალი აჩუქეს და გამოისტუმრეს.

მეფემ როსტომ დებედაზედ გატეხილი ხიდი ააშენა ქვითკირის კამრით, კარგი და მგზავრთ სადგურათ ქარვანსრა და საჭმლის საშოვნელათ სოფელი აეგოთ, რომ მგზავრი არ გაისარჯოს. იმაების გასასინჯავათ მიბძანდა იქ. ვაჟმა კაცებმან ბატონისშვილს ლუარსაბს: „მეფე ხუთს-ექესს დღეს აქეთ არ აიყრებაო, კადგია გაღმა გავიდეთ და ჭალა ვინადიროთო“. ყმაწვილი კაცი იყო. იმასაც იამა და მეფესაც დასტური სთხოვეს და გაღმა გავიდენ, ჭალას ნადირობა დაიწყვეს. ღორნი გაჩნდნენ კარებზედ, თოფის და ისრის სროლა შეიქნა ადგილ-უადგილოსა. და ბატონისშვილს ლუარსაბს ძუძუსთან თოფი ჰკრეს და ზურგში გააგდებინეს. შეიქნა ტირილი და კივილი, და ნადირობა მოიშალა.

და მეფეს ჩაფარი გაუგზავნეს და ეს ანბავი აცნობეს. მეფემ ფიცხლავ ელისბარ ბოქაულთუხუცესი, ამავ ბატონისშვილის დედის ძმა, ჩაფრათ გაისტუმრა და ჯარი თან გაატანა და თვითანც ცხენს შეჯდა და წაბძანდა, ცოცხალს მიუსწრა. და მეფეც ცხენით გარდმოჴდა, შევიდა კარავშია, ბატონისშვილმა რა მეფე ნახა, წამოიზიდა თუ, ფეხს წამოუდგეს. ღონე აღარ შერჩომოდა, ვეღარ წამოატანა. მეფემ ქუდი გარდააგდო და თავსცემით, მტირალი გვერდს მოუჯდა და გამოჰკითხა თუ, „როგორ მოხდა, ან მკვლელი იცან თუ არაო?“ ბატონისშვილმან მოახსენა: „თუ მოვრჩიო, ჩემს მკვლელს მე ვიპოვნიო და თუ არ მოვრჩიო, თქვენი თავი კარგათ იყოსო, რომელიც გეპრიანებოდეს, თქვენ ისი ქენითო“.

იმ მეორეს ღამესაც შუაღამემდის ცოცხალ იყო და მას უკან მიიცვალა. შეიქნა ყოველს კარავში თავსცემა და ტირილი. ვისაც უხაროდა, ის უფრო ტიროდა არშეტყობისთვი. დილა გათენდა. თათართ თავიანთ წესით დროშები გაშალეს, მოლაო მუსაფის კითხვით ჴმანი აღამაღლეს. ავლაბრის გზით მიასვენეს. მერმე დეღოფალმან იტირა, ზოგმაერთმა ქართველთაცა, და მერმე მკვდარი არდაველს გაისტუმრეს. სრულ ქალაქის ჯარი, დროშა-ალამით წინ მიეგებნენ და კარგის პატივით მიწას მიაბარეს.

და მეფემ ეს ანბავი ყაენს მისწერა. ვითაც ყანდაჰარზედ ლაშქრობა იყო, აღარას გამოეკიდნეს ამის მეტსა, რომ ბარათაშვილს შიოშს ათქმევინეს გზის დასაკარგავათ თუ, სითკენაც თუმანის-შვილი ბაინდური იყო, ბატონისშვილს თოფი იქითა ჰკრეს. ეს სამეფოთ გახადეს და ბაინდურ: „აშორო“, – თქვა ქართველნი და ბატონი დედოფალი შიოშს მიუდგნენ და თათარნი და სომეხნი ბაინდურს მიუდგნენ და მოახსენეს: „ამრიგი სამართალი უჴლმოთ არ იქნებაო“, დაასკვნეს, რომ ორთავ მოძღვარი დაიჭირონ და ილოცონო, პაემანი დადვან და პაემანზედ ომს მოვიდნენ. ესეები ქნეს და ომს მოვიდნეს.

მეფის სასახლის პირდაპირ მტკვარს გაღმა საომარი გააჩინეს, რომე ყველგნით ჯარი უმზერდეს. ბაინდურ და შიოშ ორნივ შეიკაზმნენ ჯაჭვითა და იარაღითა და შუბი და ფარი აიღეს და ცხენს შესხდეს და გაღმა გავიდნეს. მეფემ ექვსი იასაული ომის ადგილს უჩინა და ბძანა: „ციხის კარები დაუგდეს, რომე კაცი არ წავიდეს, არ მოვიდესო“. მაგრა ორნივ მოშორვებით იდგნენ. გამოღმიდამ დაუძახეს: „კარგი დრო არისო“. უწინ შიოშ მოუხდა ცხენჭენებითა და შუბი შემოამტვრია, ჯაჭვიც გაუტეხა და გვერდში გაავლო, და შუბის ნატეხი შიგ შერჩა. და აწ ბაინდურ აძგერა შუბი და ბარკალს შეამტვრია და შიოშ მოუხდა და ბაინდურს ლახტი სცა და გასცილდა. ბაინდურ მიეწია და შიოშ თავს ლახტი დაჰკრა და ვითაც თავისავე სისხლით ჴელი გასვრილი აქონდა, ჴელით ლახტი წაუვიდა და ბაინდურის ცხენმან თავგაზიდულობა ქნა და შიოშს წასცილდა. შიოშ ლახტის ცემით უკან მისდევდა. ბაინდურ წაიკრა ჴმალს ჴელი და ჴელუკუღმა მოუქნია და საცხვირესა ჰკრა და შიოშ ცხენით გარდმოვარდა. თათართა და სომეხთაგან – ალაჰ, ალაჰის ჴმა ამაღლდა. ბაინდურ მიუხდა შიოშს მოსაკლავად, იასაულთ არ დაანებეს. შიოშის ცხენი მოკლა. და ბატონმა ბძანა, შიოშ ქალაქის ციხეში ტყვეთ მიაბარეს და ბაინდურ ამ დაკოდილობით ცხენით სადგომს მივიდა. და დიდის სარჯლით შუბის ნატეხი ამოართვეს და ორს წელიწადს დაკოდილი არ გაუმთელდა. და შიოშ ქართველთ იპატივეს და ბატონისშვილმა ცუდათ ჩაიარა.

ბატონისშვილის ჯალაბი მეფის დისწულის ადამ-სულონის ქალი იყო. მეფემ ბძანა: „ბატონისშვილის ლუარსაბისა კარგი ძმა არის ვახტანგ და იმას შვილათ მოვაყვანინებო და თავის ძმის ცოლს მივსცემო და ისრევ იქნებაო“. ეს ბატონის ბძანება ზოგთ, დიაღ, იწყინეს და ვერა თქვეს რა. თურმან ყაენთან გაგზავნა და ბატონიშვილი ვახტანგ შვილად სთხოვა. ყაენი მაზანდარანს ბძანდებოდა და ბატონისშვილი ვახტანგ ყაზმინს მოურავათ იყო. და თურმან აშრაფს მივიდა და მეფის არზები ყაენს მიართვა. ყაენმა ბატონისშვილს რაყამი მოსწერა: „როსტომ მეფეს შვილად უთხოვნიხარო. თურმან გიახლებისო, შენი საქმე კარგათ მოივარგეო და მოდი აქ, ფეხს გვაკოცეო და აქიდამე წადიო“.

რა ეს ანბავი ბატონისშვილს მოუვიდა, დედამისმან თქვა: „ერთი შვილი წამგვარეს და მამიკლესო. ახლა ძე შენის მეტი აღარა გამაჩნიაო. მე შენ არ გაგიშვებ, რომ წახვიდეო. ან როსტომ მეფის სიცოცხლეში ყაენმან საქართველოს ნაპირში ერთი საბატონო გიბოძოსო, რომ მისის ჴელის მზერავი არ იყო და ან როსტომ მეფეს უკან გაგისტუმროსო“.

ბატონისშვილმა თავისი დედა ყაენთან გაისტუმრა და თურმანს დასტური უბოძა: „ქართლში წადიო და როს წამოსასვლელი შევიქნებიო, ჩაფარს გამოვგზავნიო და წინ მამეგებეო“. და არც პატივი დასდვა და არცარა აჩუქა. და გაჯავრებული თურმან მეფესთან მოვიდა და მრავალი საწყენი და გულის გასაჯავრები სიტყვები მოახსენა, ასე რომე, „თქვენ შვილად მოგყავსო და ის თავისის ძმის სიკვდილს თქვენა გწამობსო და მესისხლეთა სჩანხარო“. გაჯავრდა მეფე და ასე ბძანა: „რათ მინდა შვილიო, თუ ღმერთს ნდომებოდა, მამცემდაო. რა ცოცხალი ვარ, მე ვიბატონებო და ჩემს უკან ვისცა უნდა, მისცენო“. და ბატონისშვილის დედისათვინაც ყაენს ასრე ებძანებინა: „შენს შვილს თუ წასვლა არ უნდა, ნუღარ წავაო“.

ყაენი ყაზმინს მივიდა, იქიდამ ისპაჰანს მიბძანდა. მაშინც კიდევ ითხოვა ბატონიშვილი ვახტანგ როსტომ მეფემ; მუხრანის ბატონი ბახუტა-ბეგ[261] ქორონიკონსა ტ“მგ (1655) გაგზავნა, „ბატონისშვილს ვახტანგს წამოუძეღო, მოიყვანეო“. მუხრანის ბატონი ჩაბძანდა ისპაჰანს; ყაენი კარგა დახვდა. ბატონისშვილი ვახტანგ ავად გამხდარიყო და მიცვალებულიყო. ეს ანბავი მეფეს მიუვიდა, ხოსია ბარათას-მვილი ჩაფრათ გაგზავნა და მუხრანის ბატონი ითხოვა, და ჯანიშინობის რაყამიც ებოძათ და მრავლის წყალობით ქართლს მობძანდა. მეფემ დიდი პატივი სცა. და ჯანიშინობდა. ზოგი სავახტანგო უბოძა. ზაალ ერისთვის შვილს ზურაბს ქალი მისცა, ნოდარს თავისის შვილის არჩილისათვის სთხოვა. დედოფალმან საფიცარი უბოძა და კარისკაცთ მეფის მალვით პატრონყმობაზედ შეეფიცათ ამისთვის, რომ მეფის როსტომისაგან უიმედონი იყვნენ: თავათ დიდის ხნისა და მერმე უშვილო და უნათესავო. მისთვის ყველანი მუხრანის ბატონს უდგნენ.

ქორონიკონსა ტ“მდ (1656)[262] გუმბათი დაიქცა სეეტის ცხოვლისა და მეფემ როსტომ აღაშენა.

ქორონიკონსა ტ“მე (1657) მიიცვალა დადიანი ლევან. ამასობაში სეხნია თურქისტანიშვილი ჩაფრათ გაგზავნა, რომე ლევან დადიანი მოკვდაო, და მისი სალარო მეფემ ალექსანღრემ დაიჭირაო, და ერთი შორ ნათესავი მის ადგილზედ გააბატონაო, და მისი ძმისწულები ჩვენთან არიანო, და ოდიშართაც ესენი უნდაო, და ჩვენ შეძლება აღარა გვაქვსო. ერთი რაყამი მუხრანის ბატონს უბოძეთო, რომ ჩემს უკან ბატონობა მისი იყოსო, რომე ჯარს მისგან ეშინოდესო. მინდა დადიანის შვილები გავაბატონო თავის სამკვიდროზედაო“.

ამაზედ ჰადრბწეჟანის ვეზირს ჩაფარი გაეგზავნა. ტყვილი შეეთვალა: „როსტომ მეფე გორს მიცვლილაო და ადრბეჟანის ელი დაფთხაო“, სხვაგნიდამ ეს ანბავი აღარ მისვლოდა, მაჰმუდ ჯილავდარი ქართლით ჩაფრად გამოეგზავნათ, რომ მეფის როსტომის ანბავი შეიტყოს და მოგვიტანოსო. ჯილავდარი ერთს თვეზე მოვიდა და წავიდა. ეს ანბავი მოიტანა: „არ მამკვდარაო, მაგრამ მწვეთ ავათ ყოფილაო და ახლაც ავათ არისო“. ერისთავს ჩაფარი გაეგზანა და არზა მიეწერა: „როსტომ მეფე, დიაღ, შეძნელდაო და ეგ არზები მეფის შეუტყობარი არისო“.

ყაენს ჩაფარი გამოეგზავნა და თურქისტანის-შვილი თან გამოეტანებინა, მუხრანის ბატონისა და ერისთვისათვის ხალათი გამოეგზავნა და ჩაფრისათვის დაებარებინა: „ერისთავს რაც მოუწერია, მართალია და ტყვილიო. აქამდისი მუხრანის ბატონისათვის კარგი იყოო და ახლა გაავებიაო, და ესეც შეიტყევ, თუ რის გზით არისო, და გუამაზარიც გააკეთონო, როსტომ მეფეს უკან ბატონათ ვინ უნდათო“.

ხალათები მოიტანეს. მეფე როსტომ სიბერით უძლურად იყო და ლოგინში იწვა, და ლოგინში ჩაიცვა ხალათი. და როსტომ მეფესა დადიანი ლიპარიტ და მისი ძმა გაეგზავნა გასადადიანებლად და ქართლის ლაშქარი ეთხოებინა. და კიდევ მუხრანის ბატონი და ერისთავი სომანეთს დაეყენებინათ. და ყაენის ხალათები მუხრანის ბატონს და ერისთავს სომანეთს მიუტანეს და იქ ჩაიცვეს.

ლიპარიტს დადიანს ქართლის ლაშქარი ახლდა და ქაიხოსროვ გურიელი, ფაჰრად-ფაშა და ურუმის ლაშქარი დადიანს მოეხმარნენ და ლაშქრათ მოჰყვნენ. ქორონიკონსა ტ“მვ (1658)[263] ბანძიას შეებნენ იმერელ მეფეს ალექსანდრეს. მეფე ალექსანდრეს გაემარჯვა და უფროსიერთი ქართველნი და მესხნი დაინარჩუნეს და დადიანი ლიპარიტ და მისი ძმა მოკლეს. გურიელი ლტოლვილი წავიდა.

ეს ანბავი სომანეთს მიუვიდათ მუხრანის ბატონს ბახუტა-ბეგს და ერისთავს ზაალს. მარიამ დედოფალი გორს ბძანდებოდა. ამ ამბავზე ზაალ ერისთავი დაბრუნდა და ქსნის ერისთავი და კახნი სრულ თან გაიტანა და ქალაქს ჩავიდა, ჰავლაბარში ჩამოხდა. და მუხრანის ბატონი ქალაქში მოვიდა. და მეფე ავად იყო. ერისთავმან ჯამალ-ხან მეფეს მოუგზავნა: „რა ცოცხალი ხარო, შენი ყმა ვარო, და შენს უკან მე ყაენის მეტი ბატონი არ მინდაო“. მეფემ უპასუხა: „ჯერ ავად ვარო, ჩემი საქმე მოიცაღეო. თუ კარგათ შევიქნებიო, მე გავარიგებ მაგისასაო და თუ არა და, შენ იციო, კახნი შენ გახლვანო და შენთვის იყავო“.

და მუხრანის ბატონი თვითან იახლა მეფესა, ავადმყოფს, მწოლსა, და მეფის ალექსანდრეს გამარჯვება დადიანის შვილებზე ზაალ ერისთავს დააბრალა. ასრე მოახსენა: „თუ ჩვენი ლაშქრით იმერეთში ჩავსულ ვიყვენითო, მეფე ჩვენზედ წამოვიდოდაო და ისინი ოდიშსშიგ გამაგრდებოდენო. რამდენჯერ გარდასვლა მოვინდომეო, ერისთავმა არ მიყოო. და ჩვენის ლაშქრის დამარცხების ანბავი მოვიდაო, აიყარა და კახნი და ქსნის ერისთავი თან წამოასხაო და ახლა მოსულაო ჰავლაბარში ჩამამხდარა“. იმასაც მეფემ ასრე მოახსენა: „ჯერ ხედავ ჩემს ყოფასაო. თუ მოვიჯობინე, ორთავესას გაგირიგებო, თუ ვერ მოვრჩიო, რომელიც გინდათ ისი ჰქენითო“.

რა ბატონმან ესეები ბძანა, მუხრანის ბატონმან ვახტანგ მეფის მუსტაფი და თუმანიშვილის ბაინდურთან და ერისთავთან მიუგზავნა ასე, რომე: „თავდაპირველ შენ მოინდომე ჩემი ბატონობაო. ახლა რა შეგცოდეო, რომ გაავგულებულხარ? შენის შვილისათვის ქალი მიმიცია და სხვაც რაც გინდა, მოგართმევო“, ბატონის ვახტანგის სიტყვები ერისთავს უანბეს. იმან ასრე თქვა, რომ „მაგისი ბატონობა გამოვარჩიეთო და ჩემს ზურაბს ქალი მოსცაო და ნოდარის ქალი თავის არჩილს უთხოვაო, ჩვენს შუა დამხდომიო დასტურ ნოდარ აღარ ცოცხალაო. მაგრამ თურმან და თბილელი ცოცხალნი არიანო, ქართლის ბატონობა მაგისთვის გვითქვამო და კახეთისა – ჩემთვისა. თორედა ბევრჯელ მაგასთან დამიფიცავსო, რომ როსტომ მეფეს უკან ქართველს ბატონს აღარა ვეყმობიო“.

ეს ანბავი ბატონს ვახტანგს მოუტანეს, და კიდევ სხვა მოციქულები გაუგზავნა და იმათაც ისივ ანბავი მოუტანეს. ერისთავმან[264] ჩაფარი გაუგზავნა ქართველთ. რახანც ჯანიშინობა ჰქონდა და ყაენის რაყამიც ჴელთ ეჭირა, მუხრანის ბატონს ბახუტა-ბეგს ბატონისშვილი დაუძახეს, სახელი გამოუცვალეს, ვახტანგ დაუწყეს ძახილი. გუამაზარი დაბეჭდეს ვახტანგ ბატონისშვილის გასაბატონებლად, მისცეს ჩაფარსა. მეფემაც არზა მისწერა: „დავუძლურდიო. თუ მოვიჯობინეო, აქაურს ანბავს ჩაფრის ჴელით გაახლებო“. და გერმანოზისშვილი პაატა თან გაატანეს და ჩაფრად გაისტუმრეს.

ჯამალ-ხან უწინვე ქალაქის ციხეში იყო. ჩაფარი რომ ყაენს გამოეგზავნა, ჩავიდა და გერმანოზის-შვილი პაატა თან ჩაჰყვა და აქაური ანბავიცა და მეფისაც მოეხსენებინა: „ავად ყოფნას ძალი უქნია, მისი მორჩენა ძნელია“. ბძანება ქნა. ჩაფარი წავიდა. „ალაჰვერდი-ხან ყარაბაღმი მოვიდესო და სეფი-ყული-სულთან ქართლს მივიდესო. ზაალ ერისთავს წამოუძღვეს, მოიყვანოსო“. და მუხრანის ბატონის მეფობისა ებძანა: „ვნახოთო, როსტომ მეფის საქმე როგორ იქნებისო“

ქორონიკონსა ტ“მზ (1659) მეფე როსტომ მიიცვალა ტფილისს ქალაქსა. ტირილი აღარც დედოფალს დასცალდა, აღარც ქართველთა. საშვებად ერთი-ორი დღე იტირეს. როსტომ მეფე თათრებმა ციხეში შეიტანეს, იქიდამ ყუმს გაგზავნეს დასამარხავათ. ჯამალ-ხან უწინვე აქ მოსულიყო და დედოფალს ყაენის რაყამი შემოუგზავნა „ჴემწიფის ბძანება არისო“. ციხეში შეიყვანა და ყაენთან უნდოდათ წაეყვანათ. დედოფალმან თეთრი თმა გაგზავნა ყაენს, შეუთეალა: „მე ციხეში თქვენი ბძანება გავათავეო, შემოველო ჩემის მხლებლებითაო. ერთი ბერი დედაკაცი ვარო, ჩემს ქმარსაო და ძმასაო მაგათ ოჯახზე ბევრი უმსახურებიაო. აქედამ ნუ დამძრავსო“. თმაცა და წიგნიც ციციშვილს პაპუნა სარდალს მისცეს, ჩაფრად გაისტუმრეს.

პაპუნა სარდალი ადრე ჩასულიყო. ყაენს სწყენოდა როსტომ მეფის სიკვდილი, დედოფლისა, დიაღ, ბევრი დედაკაცობა უანბო და თმა თეთრი უჩვენა. როსტომ მეფემ თავისი საბატონო ცოცხალმაც იმას მისცაო და ანდერძითაც მუხრანის ბატონს უანდერძაო მეფობაცა და დედოფალიც მუხრანის ბატონს ვახტანგს მისცა. და ქართლი და ან როსტომ მეფის საქონელი იყო და ან რაც ერანში როსტომ მეფეს ჰქონდა, ყველას წყალობა უყო, სახელად შაჰნავას-ხან დაარქვა.

მალე გამოისტუმრეს პაპუნა. საახალწლოდ მოვიდა სოღანლუხს. მეფე ჩავიდა და ყაენის ხალათი ჩაიცვა, რაყამი თავზე დაირჭვა, ისე შემოვიდა ქალაქში. მეფე გაათათრეს. ორმოც დღეს იქით ქორწილი უყვეს შაჰნავაზ მეფესა და მარიამ დედოფალსა. შეიქნა სიხარული, მეფობა და დედოფლობა მიულოცეს.

ზაალ[265] ერისთავი ყაენთან ჩასულიყო და დიდი პატივი დასდვა, ისპაჰანს ხიდზე ჩირაღვანი აჩვენა და საზამთროდ მაზანდარას მიიყვანა და შეაქცია და ანადირა. და იმასა და ან ვინც ახლდა, ყველას მრაეალი უბოძა, ჯამაგირები გაუჩინა. ხუთასი თუმანი ზაალ ერისთავს ჯამაგირი გაუჩინა, კახეთის ნაპირის ქვეყანა მისცა და განჯის ხანი რომ კახეთში ბატონობდა, იმას თაბუნათ მისცა და აშრაფით გაისტუმრა. ესეები ერისთვისათვი შეშურდათ, თავისვე მოყვრები შეუდგნენ: „კახეთი შენს დროში თათრით აივსო. ასეთი რამ მოვახდინოთო, რომ საქრისტიანო არ მოითხაროსო“. ერისთავი ვერ ჩამოიყოლიეს. მისი შვილი ზურაბ სიყმარწვილით დაატყუეს. და თუშნი შეყრილნი ალი-ყული-ხანი ქანგარლუს მოუხდუნეს და ის ბახტრიანის ციხეში გამაგრდა და რაც თათარი კახეთში დაესახლებინა, უფროსი დაჴოცეს და ტყვეთ წაასხეს.

ეს ანბავი ყაენს მოახსენეს და ყველამ ზაალ ერისთავს დააბრალეს. ყაენმან დასტური უბოძა: „ეცადე ერისთვის დაჭირვასაო“. დაჭირვა ძნელი იყო და ძმისწულები მოღალატედ შეუყენეს ზაალ ერისთავს: მარტო მჯდომს, უიარაღოს, სამთ წაუშინეს და მოკლეს[266] და მისი შვილი ზურაბ და სიძე შალვა და ჩხეიძე გიორგი თიანეთს იყვნენ და ვეღარ მოეშველეს, მტკვარს გავიდენ და თრიალეთის გზით ახალციხეს მიდიოდეს. გზაზედ თათარი შემოეყარა, იცნა და ცხენჭენებით ცხირეთს მეფეს შეატყობინეს. ჯარი გაუძახეს, გიორგი ჩხეიძე მოკლეს და ზურაბ და მისი ძმა ყაენს გაუგზანეს. ზურაბ ყაენმა ქირმანს გაგზავნა და იქ მამკვდარიყო. უმცროსი ძმა შიგნით ყულებში შეინახა. და ერისთვობა ოთარს უბოძეს და კახეთი განჯის ხანს ჰქონდა. ელისბარ ერისთავი და შალვა ერისთვის შვილი და ბიძინა სუფრაჯი განჯის ხანმან ყაენთან გაგხავნა. და ყაენი კარგს პატივს სდებდა. და დაუწყეს ბეზღობა, რომ კახეთში თათარი ამოსწყვიტესო, ამათი ქნილობა იყო: მისცეს თათართა ჴელთა. გაგზავნეს ჰადრბიჯანს, დაახოცინეს.

ქორონიკონსა ტ“მე (1657)[267] დაჯდა ქართლს პატრიარქათ მუხრანის ბატონის ქაიხოსროს შვილი დომენტი. ამავე წელიწადსა მეფე ალექსანდრე იმერეთს მიიცვალა. იტირეს და დამარხეს გელათს, და დარეჯან დედოფალი დაქვრივდა. და მეფეს ალექსანდრეს უწინდელ ცოლთან გურიელის ქალთან შვილი ჰყვანდა, ბაგრატ. და ბატონის თეიმურაზის შვილისშვილნი – პაპას ბიჭი, რომ ლუარსაბ ერქვა, და გიორგი დახოცოდა, ერეკლე რუსეთს გაეგზავნა. და ერთი ქალი მამიდასთან იყო, ქეთევან, და ბაგრატ შერთეს და მეფეთ აკურთხეს. ცოტა[268] ხანს უკან დარეჯან დედოფალმა თავისი გერი ბაგრატ[269] შესართავათ მოინდომა. ბაგრატ არა ქნა. დედოფალი ამაზედაც და სხვარიგათაც გაასინჯა, გაუავდა და ბაგრატ დააჭირვინა და თვალები დააწვევინა და მამას მეფობა შეეპატიჟა.

ბატონმან თეიმურაზ უჯავრა, სკანდით ქუთაისსა არ ჩავიდა დედოფალმაც ჭუჭუნაშვილი, ბაგრატიონად იტყოდენ ვახტანგს, ქრმად შეირთო. იმერელთ, ვინც დედოფლის კერძი არ იყო, აქეთ ქართველს დაჰპატიჟეს და იქით დადიანსა. ორნივ შიგ ჩაუდგნენ. დედოფალმან ქართველს მეფეს მიშველება სთხოვა, რომე „თუ მამეშველებიო, ჩემს ძმისწულს შენს შვილს მივსცემო და იმერეთში გავაბატონებო“. და ამათაც მეთოფე მიაშველეს და პატრიარქი ციხეში შეგხავნეს. იქით დადიანმა დედოფლის ქმარი ვახტანგ გაიტყუა, თვალები დასწვა. გარედამენ მეფე და დადიანი ასრე შერიგდენ: არგვეთს აქეთ ერთი წყალი, ჩალაბური ჰქვიან, იმ წყალს აქეთ – მეფეს და წყალს იქით - დადიანს, და მას უკანით დადიანმან თავისი ქალი არჩილს მოსცეს და იმერეთში გააბატონონ.

ბატონი თეიმურაზ სკანდის ციხეში იყო. მოახსენეს: „ვინც შენი ყმანი ყაენის კარს მივლენო, მეფობას იშოვნიანო. შენ მაინც თქვენს ქალს არ მიეშველენიო, ყაენთან წაბძანდითო“. ოთარი სახლისუხუცეს შაჰნავას-ხანთან გამოეგზანაო: „ყანთან მინდა წავიდეო“. და ამათაც დიდათ იამა და ამილახორი გივი გაუგზავნეს, დიდის პატივით ქართლით გარდმოიყვანეს ბატონი თეიმურაზ, დიდის პატივით ყაენთან გაგზავნეს. კარგის პატივით ჩავიდა ყაენთან. ყაენმან კაი პატივი მიაპყრო, დაუძახა: „შენი შვილისშვილი ერეკლე მამგვარეო და კახეთს მივცემო“ და გიორგი ჩერქეზი და ბებურის-შვილი აბას-ყული-ბეგ თუშეთს გაგზავნეს ბატონისშვილის ერეკლეს მოსაყვანათ და არ წამოსულა. ეს შაჰ-აბაზ-ყაენმა იწყინა და აშრაფს მიმავალმა ბატონი თეიმურაზ ასტარაბათს გაგზავნა.

ქორონიკონსა ტ“ნა (1663)[270] მეფე შაჰნავაზ იმერეთს ჩავიდა და შვილი მისი არჩილ მეფეთ დასვა და აკურთხებინა. ოდიშს წავიდა. ზუგდიდს რომ მივიდა, დადიანი ვამიყ და ერთი შვილი, სვანები შეუყენეს და მოაკვლევინეს. ელენე დედოფალი, ერთი ქალი და ვაჟი შაჰნავას მეფესთან მოიყვანეს. დარეჯან დედოფალი ჭაქვიჯის ციხიდამ წამოიყვანეს, ქუთაისს მოიყვანეს. ელენე დედოფალი – ვამიყ დადიანის ცოლი, მისი ქალ-ვაჟნი ტყვეთ ქართლით წამოიყვანა. შამანდავლე დადიანათ დასვა, ვამიყ დადიანის საქონელი, გელათიდამ სამსჭვალი წიგნი, და ხატი, და ჯვარი, და საქონელი, თვალ-მარგალიტი, ოქრო და ვერცხლი და ტყვე მრავალი იშოვა მეფემან და ქართველთაცა ამთონი იშოვეს, ყველანი დამდიდრდენ.

და ურუმთაგანაც[271] ჩაფარი მოვიდა: „ქართველს ბატონსა ოდიში და იმერეთი დაურბევია და მემკვიდრე ბატონები გაუყრიაო, ოდისშიგ ცოლის ძმა გაუბატონებიაო და იმერეთში – შვილიო. ეს გვინდა შევიტყოთო: “თქვენის ბძანებით უქნია თუ არაო?" აქედამე უპასუხეს: „დაუშავებიაო, ჩვენ გარდავახდევინებთო“.

ამავე ქორონიკონსა ტ“ნა (1663), თვესა იანვარსა, ბატონი თეიმურაზ ასტარაბათს მიიცვალა.

ამავე ქორონიკონსა ამირ ჰამზა-ხან თალიში ყაენს გამოეგზავნა შაჰნავას მეფესთან: „იმერეთი ნუ გინდა, დაეხსენო! შენი შვილი არჩილ გამამიგზავნე, კახეთს მივსცემო“. იმერეთიდამ არჩილ მოიყვანეს და მაზანდარანს ყაენთან გაგზავნეს და გივი ამილახვარი თან გაატანეს.

ყაენი კარგა დახვდა ამასაც და გივს ამილახვარსაცა. და კახეთს ბატონობა მისცეს და შაჰნაზარ-ხან[272] დაარქვეს, და გამოისტუმრეს. და ქართლს მოვიდა კახი ბატონი არჩილ და შაჰნავას მეფე ყურყუთას მიეგება. იქითგან ქალაქს შემოვიდნენ. და ქალ:ქითგან კახეთს წავიდა კახი ბატონი,

ცოტა ხანს უკან ბატონი თეიმურაზ მკვდარი მოიტანეს, ქალაქის პირს, კრწანისს მოასვენეს. ყაენს გამოეგზავნა, და კახნი მოვიდნენ და წაასვენეს, ალავერდს დამარხეს. კახნი ვინც ხლებოდენ ბატონს თეიმურაზს, ყაენმა საჰრადებში გააბარა[273].

რა ბატონის თეიმურაზის სიკვდილი გაიგონა, ბატონისშეილმან ერეკლემ კახეთში მყოფს მეფეს შაჰნავაზს და მის შვილს არჩილს თუშის ლაშქრით ღამით თავს დაესხა. და ბევრი კაცი მოუკლეს და ბევრი ნავნები ქნეს. გივი ამილახვარი და სხვა უფროსიერთი გაიქცნენ. მეფე თავისის ადგილით ვერ დასძრეს: აწყვერს იყო. გათენდა, ქანარა დააძახეს. დაფანტული ჯარი მოგროვდა; უკან მიეწივნეს და მრავალი თუში დახოცეს და შაჰნავაზ მეფეს გაემარჯვა და შვილიანათ ქალაქში შემოვიდნეს.

ქორონიკონსა ტ“ (1612)[274], მეორეს გაზაფხულზედ, კიდევ კახეთში ჩამოუხდა და ზოგი ძალით და ზოგი ნებით ლაშქარი შეიყარა და შეყრილი მარტყოფამდისი მოვიდა. ქართველმან ბატონმან ლაშქარი შეიყარა, და უჯარმის ბოლოს შეიქნა ომი და კინკლაობა. და ქართლის ლაშქარი დაბალზედ იდგნენ და იმათ მაღლა მთები გაიარეს და გარდვიდენ. და მეფეც კახეთში გარდვიდა. თათრის ლაშქარიც მოეშველა.

ბატონისშვილი ერეკლე თუშეთ წავიდა, და დედამისმან თორღის ციხე გაამაგრა. და ზოგნი კახნი ცოლ-შვილით მასთან იყვნენ. და შვიდს თვეს მეფე და ქართველნი და თათარნი ლაშქრით იმ ციხეზედ იდგნენ და ვერ აიღეს. და შიგ მდგომიც შეწუხდა და გარ მდგომიცა.

ერთს ღამეს ბატონისშვილის ერეკლეს დედამა კახურის კაცის ჩოჴა-პაჭიჭი ჩაიცო და ქუდი დაიხურა. და პანკელი[275], პეტრიაშვილი, ბაცასშვილი, მელანაშვილი, მარტყოფელი – ესენი იახლენ. არჩიეს და ბაცაშვილს ეთქვა: „მე ჩავალო, რაც ყარაული წევსო, აქა-იქი ფეჴს დავცემო, ჯარლ აიშლება, მე გამამიდგებაო. თქვენ არეულს ჯარში გამოდითო, თუშეთს წადითო“. ბაცაშვილი ჩავიდა და ფეჴი დასცა. აქა-იქი ჯარი აიარა. იმას გამოეკიდნენ, და იმათ თავიანთ გზას მიმართეს და თუშეთს ქვეითათ წავიდა. ვინც შემოეყრებოდა, ანბავს ჰკითხევდათ: „ციხიდამ ერთი კაცი გაპარულაო და იმაზედ ირევიანო. მე ჩემს სადგომს მივალო“. ამ ხერხით ჯარი გაიარეს და წავიდა.

ბაცაშვილი დაიჭირეს, შაჰნავაზ მეფეს მოგვარეს და მეფემ ჰკითხა: „დედოფალი რა იქნაო?“ იმან მოახსენა: „სამი დღე არის, წავიდაო“. ჯაფა უყვეს და ათქმევინეს: „წუხელის წავიდაო“. ქაიხოსროვ ციცის-შვილი, თათარიც ბევრი გაატანეს და ქართველიცა, ბაცაშვილიც თან გაატანეს მხარშეკრული. სხვას გზაზედ წაუძღვა ბაცამვილი. ერთს უბრალოს კლდის თავს მივიდნენ და დასხდენ. ბაცაშვილი შეეხვეწა: „საბელმა ძალი მიყო, ცოტა მამიშვითო“. მოუშვეს, პურს ჭამა დაუწყეს და იმასაც აჭამეს. მოიკეცა საბელ, ერთი აქათ რომ კაცი უჯდა, იმას თვალებში უკუჰკრა, ერთი – მეორესა, ეს კაცები გულაღმა დაეცნენ. თვითან იმ კლდეში ჩავარდა და წავიდა. ესენი ვეღარ ჩავიდნენ, დაბრუნდენ. ეს ჯარისკაცი ბაცაშვილი იმავ დღეს დედოფალს შეეყარა.

დაიწყეს სიარული. იმ დღეს პანკისის თავს დადგა. პეტრიაშვილი ჩამოვიდა თავის სახლში, პური და ღვინო, სასმელ-საჭმელი წაიღო. იმავ ღამესვე მივიდა. მეორეს დღეს თუშეთს თავის შვილს ერეკლე ბატონისშვილთან მივიდა. მეორეს დღეს ციხით საფიცარი სთხოვეს უვნებლობისა, რომ ციხეს მოვცემთო. საფიცარი წაიღეს.

ციხეში მყოფნი რომ ჩამოდიოდენ, მეფემ დედოფლისა იკითხა: „სად არისო?“ მოახსენეს, „სამი დღე არის, წასულაო“. ტყვილი ეგონა. აქეთ-იქით კაცები დააფრინეს, ეგების დაიჭირონ. თუშეთით კახი კაცი ჩამოვიდა: „ბატონისშვილის დედაო გუშინ თუშეთს მოვიდაო“. ქართველნი დაბრუნდეს, ქალაქში ჩამოვიდენ და კახთაგან გაახეიბრეს.

ბატონისშვილი ერეკლე ამ ზამთარს თუშეთს დაჰყო და რა გზა გაისხნა, დედიანათ იქივ რუსეთს მივიდა. და რა შაჰნაზარ-ხან იმერეთით გარდმოეყვანათ, ისრევ ბრმა ბაგრატ გაებატონებინათ და მუხრანის ბატონისშვილის პატარას ქალს დაჰპირებოდენ, რომ შერთონ.

ამასობაში დადიანი და მეფე შეიბნენ. და დადიანი იმერელთ დაირჩინეს. იმასაც მუხრანის ბატონის კოსტანტილეს ქალი ედგა, ეს წაართვეს, ბაგრატს შერთეს და ბაგრატ მეფის და, გოშაძის ნაცოლარი თინათინ დადიანს შერთეს, დააფიცეს ის, დადიანათ გაგზავნეს.

და ბაგრატ მეფედ იყო. და დარეჯან დედოფალი ახალციხეს იყო და მისი ძმისწული ქეთევან გვერდსა ჰყვანდა. და იქით დადიანი სთხოვდა და აქეთ არჩილ-ხან, კახი ბატონი. და დარეჯან დედოფალს იმერეთში ბევრი ერთგული, თავისი გაზდილი თავადისშვილნი ჰყვანდენ და თვითონც მრავალი თვალ-მარგალიტი ჰქონდა. ფაშა მოიმადრიალა, ხონთქრის კარზე კარგი ფეშქაში გაგზავნა. იმერეთი ბაგრატს წაართვეს და ამას მოსცეს, ურუმის ლაშქარი გამოატანეს და უომრათ ქუთათის გააბატონეს, და ბაგრატ ლეჩხუმს გარდახვეწეს.

და ანბავი მოსდიოდა, ბაგრატს ჴელშეკრულს მოგგვრითო. თავის კერძს საბატიოს კაცისშვილებს დასტური მისცა: „ყველანი თავისას წადითო! როს გიხმო, მაშინ მოდითო“. სეხნია ჩხეიძემ და დედოფალმან ქუთათის ციხე ხონთქარს მისცეს და იენგიჩრები დააყენეს. ეს უფრო იწყინეს იმერელთა, ამაზე იმერელთა თქვეს: „ჩვენ ჭუჭუნას-შვილს ყმობას და დედოფლის ყმობას რა გვრჯისო? მემკვიდრე ბატონისშვილ გვყაო“. და სეხნია ჩხეიძე და ახვლედიანმა ხოსიამ პირობა შეკრეს. ეს დედოფალმან შეიტყო და მოიხმო. და ესენიც ჯარით მივიდნეს. ხოსია ახვლედიანმა ჯერ ძუძუზე დაადგა დედოფალსა და მერმე ერთი წიგნი დასწერა, მაჯაში ჩაიდვა, რომ „არც ვიყო შენი ერთგულიო და კიდეც რაც ხელიდამ გამამივიდეს, ისე გიმტერო“. დედოფალმა რომ ფიცი მოუდვა, ახვლედიანმა მოახსენა: „როგორც შეგჯერდებოდეო, ისე წიგნი დასწერეო და ისრე შემოგფიცაო“. დედოფალმა წიგნი დაწერა, მისცა. ადგა და ხატი რომ ხელში ჩაუსვენეს, დედოფლის წიგნი ახვლედიანმა მუხლს ქვეშ ამოიდვა, თვითან რომ წიგნი დაეწერა, ის ამოიღო და ჴელთ დაიჭირა და შეჰფიცა: „რაგვარაც ამ წიგნში ეწეროსო, ისეც ერთგულ ვყო და კიდეც ისე გავათავო“. ამ ფიცის ვერ მიხვდენ.

დედოფალი ქუთაისს გარ იდგა. მეორეს დღეს ხოსია ახვლედიანი, სეხნია ჩხეიძე შუადღეს უკან შევიდნენ. სოფრონ გენათელი და დედოფალი ამათი მიმდეგი ვეზირობდენ. შეუხდენ, ჯერ სოფრონ გენათელსა ჰკრეს შუბი და გაიყვანეს და დასჭრეს ლეკურითა, დედოფალს გულს თოფი ჰკრეს. და ორმა იმისმა მხლებელთ მოიტაცეს, ციხისაკე წაიყვანეს კინკილით. მადამდი ფაშა და ციხის თათრები მოდგომილ ჰყვანდათ ახვლედიანს და სეხნია ჩხეიძეს. მხლებელი და საქონელი ციხეში იყო დედოფლისა. ციხის კართან რომ მივიდა, იმ დროს შუბი შესცეს და მოკლეს დედოფალი, ჭუჭუნაშვილს ვახტანგს თავი გააგდებინეს, საქონელი და მხლებელი აიფორაქეს, რომელი თვითან დაიჭირეს, რომელი ფაშას მისცეს. დედოფალი ქუთათის ყოვლადწმინდის დეკანოზმა ყოვლადწმინდის კარისბჭეში დამარხა და ჭუჭუნაშვილი. მერმე დედოფალი წელიწადზედ ამოიღეს, გელათს დამარხეს. ბაგრატ – თავიანთის მემკვიდრე ბატონისშვილი გააბატონეს ცოტას ხანს უკან.

ქორონიკონსა ტ“უზ (?)[276] შეიტყუა შოშიტა რაქის ერისთავმან საფიცრით სეხნია ჩხეიძე და ღალატით მოკლა. რა დარეჯან დედოფალს იმერეთი მისცეს, თავისი ძმისწული ბატონი თეიმურაზის შვილისშვილი ფაშას მზევლად ახალციხეს მისცეს. იქ დარჩა.

ქორონიკონსა ტ“ნე (1667) შაჰ-აბაზ-ყაენი მოკვდა[277]. მისი შვილი შაჰ-სულეიმან დაჯდა. ახალი ჴელმწიფობა იყო და აღარვინ რას იკითხევდა. კახს ბატონს, მეფეს არჩილს კახნი და ალავერდელი გრიგოლ შეადგა და ბატონის თეიმურაზის შვილისშვილი ქეთევან შეერთო, დააჯერეს. არჩილ მამას, მეფე შეჰნავაზს დაუჟინა: „სხვა ცოლი არ მინდა მის მეტიო“. შაჰნავაზ მეფემ ფაშას თექსმეტი ქესა გაუგზავნა.

ქორონიკონსა ტ“ნვ (1668), აღდგომას, მარტსა კ“ბ (22), ახალციხიდამ მოიყვანა, და შეირთო და ქორწილი ქნა კახმაბატონმა არჩილ ბატონის თეიმურაზის შვილისშვილს ქეთევანზე, ტბილისს ქალაქს. კახთ შეექნა დიდი გახარება. და საცა კახნი ტყვეთ იყვნენ და ან დაფანტულნი, სრულ მოასხმევინეს და თავიანთ მამული მისცეს. იყვნენ ლხინსა და ნადირობასა.

მოსვენებამ შეაზარა და ისრევ აშლა მოინდომეს. ასრე მოახსენეს: „კახეთის ბატონს გეძახიანო და სრულ ერისთავს უჭირავსო, შენ რისაღა ბატონი ხარო“?. ესეები შაჰნაზარ-ხან მამას მოახსენა და მამამ ასრე უპასუხა: „ჩვენგან არა აქვს მიცემულიო და არც წაირთმევენო“. იმან მოახსენა: „ყაენს კახეთი ჩემთვის მოუციაო. მე ჩემსას არას დავანებებო, ერისთავი თქვენი ყმა არისო, თქვენ უბოძეთო. და ამაზედ მამა-შვილი კიდეც მოვედითო“.

მოსვლა ბატონისშვილის ერეკლესი - კახეთში რომ ყაენთან წამოვიდა, ქორონიკონსა ტ“ნთ (1671)[278]. ანბავი მისის მოსვლისა რუსეთით, ყაენთან წიგნი მოეწერა: „თქვენ კარზედ მოსლვა მინდაო, და ერთი უვნებლობის რაყამი გვიბოძეთო“. ფიცხლავ მოსანდო რაყამი მისწერეს და ჯულფელის ხოჯა გრიქორას ჴელით გაუგზავნეს.

რა რაყამი მოუვიდა, რუსეთით წამოვიდა და თუშეთის გზით კახეთში გარდმოვიდა. შაჰნაზარ-ხან კახეთში ბატონობდა, და ბატონისშვილის ერეკლეს და, ქეთევან დედოფალი თან ჰყვანდა. და ოცი წელიწადი იყო, და-ძმათ ერთმანერთი არ ენახათ. რა ნახეს, დიდი სიხარული შეექნათ მათ და მათს ქვეყანას. მრავალი საჩუქვარი მიართვეს, სიძემ ცალკე და დამ ცალკე. და ყაენისაგან ჴმალი და ხალათი მოუვიდა კახეთით. სიძე და-ძმანი დიდის ტირილით გაიყარნენ და ვითაც მემკვიდრის ბატონისშვილი იყო, კახთ თავადნი და აზნაურნი თან გაჰყვნენ.

რა შირვანს მოვიდა, ყაენის ბძანება მოვიდა შირვანის ხანზედა: „ათას თუმანი მიართვით ბატონისშვილსაო. თუ დასაკლისი საქმე ჰქონდესო, გაირიგოსო და წამობძანდესო“, ხალაფ-სულთან-ნაზირის ძმისწული მეჰმანდრათ მიაგებეს და დიდის პატივით ყაზმინს მოვიდა. ყაენმა ბძანება ქნა: „ბოქაულთუხუცესი გააგებოს, და ვინცა-ვინ ბედნიერს ყაენს ერანის ბატონისშვილები ახლდენ, ყაზმინს ჯარით მიეგებონ და ქალაქში შემოიყვანონო“. რა მობძანდა, მეხუთეს დღეს კიდევ ათასის თუმნისა გაუგზავნა.

და მეშვიდეს დღესა ყაზმინის ჩილ-სუთუნში მეჯლისი იქნა. ბატონისშვილი ერეკლე კარგათ მორთული თვითან და ჯარმოკაზმული მობძანდა კარამდისინ. ზეინალ-ხან ბოქაულთუხუცესი მიაგებეს და მეჯლისში რომ შემოვიდა, ამის ტანად სრულობას და სახით სიტურფეს გაჰკვირდნენ. და წააყენეს, ჴემწიფის ფეჴს აკოცნინეს და ჴემწიფეს მარჯვენა მხარეს ყველას ზევით დასვეს. და ჴემწიფემ სამჯერ ანბავი ჰკითხა – უწინ რუსეთის ჴემწიფისა და მერმე თავისი თუ, „რუსეთს როგორ შეექცეოდიო“, მერმე, „გზაზედ გაირჯებოდიო“, უწინვე ნახვაზედ ჴემწიფემ შეიყვარა თავად დიდგვარიშვილობისათვის და მერმე ნამეტნავად კარგტანადობისა, სახეშვენიერობისათვის. წელიწადში ორი ათას ხუთასი თუმანი თეთრი და დღეში თორმეტი ჭიქა შირაზის ღვინო ულუფათ გაუჩინა, სხვას პატივსა და მირთმევას გარდაისათ[279].

ყაენი ყაზმინით მაზანდარანს წაბძანდა თეჰრანის გზითა, ვითაც ჯალაბობით მივიდოდა.

ბატონისშვილის ულუბეგ თალიშის ბატონისშვილი მეჰმანდრათ უჩინეს და გილანის გზით დიდის პატივცემით მაზანდარას მიიყვანეს და ნადირობითა და ლხინით და ღვინის სმითა და დიდის პატივცემით შეაქციეს და იქით ისპაჰანს მობძანდეს. კახელის ჯანიშინობა კახაბერს გორჯასპის უბოძეს და რუსეთით ჴემწიფის ელჩი, რომ ბატონისშვილის დედას თან მოჰყოლოდენ კახეთის მიცემის შუამავლობისათვის, ისინი გაისტუმრეს და რუსეთს ჴემწიფეს მისწერეს, ამხელათ კახეთის ჯანიშინობა ბატონისშვილის ერეკლეს ყმასა და ნათესავობით ბაგრატოვანს კახაბერს გორჯაასპის მივეცითო და ბატონისშვილი ერეკლე დიდის პატივით კარზედ შევინახეთო, რომ ჩვენი ზნე და საქციელი ისწავლოსო და მას უკან კახეთის ბატონობას უბოძებთო.

გორჯასპი რა კახეთს მივიდა, კახთ თავიანთ დაუდერაგობა არ დაიშალეს: ზოგნი მოუდგნენ და ზოგთ ურჩობა დაეწყოთ. აგათოს შვილის ჴელით ხუთასი თუმანი თეთრი და ოცი ტყვე ყაენისათვის გამოეგზავნა და კარისკაცნიც ტყვით მოეკითხა და აფხაზ გიორგის ჴელით სამოცი ლეკის თავი და თორმეტი შავარდენი ყაენისათვის გამოეგზავნა. ასე ადვილათ გორჯასპისაგან კახეთის დაჭირვა და ზავთის ქნა სარდარსა და განჯის ხანსა და ნაპირის ბატონებს ეჯავრა და ასე თქვეს: „ჩვენ რაღა პატივი დაგვედებისო?".

და შეიყარნეს ჩერქეზიშვილი მამუკა და გორჯასპის თოფი ჰკრეს და არ მოკვდა. ზოგ-ზოგმა კახმან საბატიოს კაცისშვილებმან, რომ გორჯასპის ღალატშიგ ერივნენ და უწინაც განჯის ხანისათვის პირობა მიეცათ - „შენ ბატონათ გითხოვთო", სარდართან არზა მოსწერეს და ჯანდიერის-შვილი ოხია ყორჩის ჴელით გამოუგზავნეს და აბაზ-ყული-ხან განჯის ხანი კახეთის ბატონათ ითხოვეს.

და სარდარმან კახთ მონაწერი წიგნი ბედნიერს ყაენს გაუგზანა და კახეთი აბაზ-ყული-ხანს მისცეს და გორჯასპის ხალათი და ქისიყის მოურაობა უბოძეს. მაგრა განჯის ხანმან არ მისცა და სხვარიგათ გაასინჯვინა. და შვიდს წელიწადს სარდარი ყარაბაღში დადგა და ვერვინ რა გაიგო, თუ რასთვის დგას.

ამასობაში იმერეთის მეფის ბაგრატის შვილს უფროსიერთი თავადნი – რაჭის ერისთავი მისის მოყვრითა და ლორთქიფანიძე თავის მოყვრითა და ჯიჯავაძე თავისის მოყვრითა და უფროსიერთი ოდიშარნი გურიელს შეეყარნეს და მეფის მოკვლა და გურიელის გამეფება მოინდომეს. აბაშიძენი და წერეთელნი და ჩხეიძენი და არგვეთის საბატიოს კაცისშვილნი ერთგულათ მეფეს მოუდგნენ, მაგრა ესენი ცოტანი და გურიელს ჯარი მრავალი ახლდა, შეუპოვრად მეფეს მოუხდა. ესენიც თავდაუზოგავათ დახვდენ. ვითაც გურიელი მტყუანი და ფიცის გამტეხი იყო და არას საქმით კაცს არ დაინდობდა და ღმერთი არა სწამდა, სიდედრი ცოლად შეირთო და ნაქორწილევი ყმაწვილი, თავისი უგუნური და დაუნაშავებელი სიძე მოკლა იესოს ნაბძანები აქ მიეცა და მეფემ გურიელი და რაჭის ერისთავი და მათნი კერძნი თავადნი და აზნაურნი შეიპყრეს და ციხეებში ტყვეთ გაგზავნეს და რაც სხვათათვის ექნა, ღმერთმან მათაც გარდაახდევინა. ხიდი არის გადებული ზღვათა შიგა, რომ სამადლოთ საჭმელი ჩაჰყარო. ღმერთი ერისთავის ათას ზომას ჴმელზედ მოგვცემს. ყოვლი ხელოსანი თავის ჴელის მიზდს ღირსა.

ქორონიკონსა ტ”ივ (1678) მოსვლა რუსეთით ელენე დედოფლისა, ზღვით შირვანს გამოსვლა.

ანბავი მათის მოსვლისა შირვანის ბატონს საულეიმან ყაენისათვის მოეწერა. ბძანება იქნა ჴემწიფისა: უსუფ-ბეგ მეჰმანდარ-ბაში ჩაფრათ გაგზავნეს და ბატონი დედოფალი დიდის პატივითა ისპაჰანს მოაბძანეს და დღეში ასი მარჩილი ულუფა გაუჩინეს და თავის შვილს ერეკლესთან დააყენეს და დიდი პატივი მიაპყრეს და ყოვლს კარგს დღეში შიგნით დაჰპატიჟებდენ, დიდს პატივსა სცემდენ და მრავალს მოართმევდენ და თათრობას შეეპატიჟებოდენ და დედოფალი უარს იტყოდა. არ იქნებოდა, აღარ გაათათრეს. და ქართლში გიორგი მეფობდა და კახეთში განჯის ხანი აბაზ-ყული-ხან ბატონობდა. ერეკლე და დედა მათი ყაენის კარზედ იყვნენ და მღთის მეტი მშველი არსაით გაჩნდა.

მაგრა ყაენი გურგი-ხანს უწყრებოდა. ქართლის თავადები თავს არ უდებდენ და ურჩობდენ და არაგვის ერისთავი, თქვეს, წამლით მოაკვდინესო. და ამავ საწამლავის შიშითა იასონ, ძმა მისი, უკუუდგა, საერისთო უკუიჭრა და ქვეშ-ქვეშ განჯის ხანის საქმით ყაენს ბირება და ლაპარაკე დაუწყო.

და სომხითის მელიქი ყაენმან კარზედ ითხოვა. ეს ანბავი ლუარსაბ თავის ძმას გიორგი მეფეს მისწერა და გაუკითხავათ კარავში მჯდომს თოფი აკვრევინეს და ქამარ-ბეგ მელიქი მოაკვდინეს. ეს ანბავი ყაენს, დიაღ, ეწყინა. და იმერეთის მეფეს ალექსანდრეს[280] პულაზაშვილის ჴელით ყაენთან არზა მოეწერა: „მამა-პაპა ჩვენი ჴემწიფის მოსამსახურენი ყოფილანო, ერთი რაყამი გვიბოძოსო, ჩვენი ფეშქაში ყაენის კარზე მოუშონო“. ერთი რაყამი ქართლის მეფესა და ერთი ერევნის ხანს მისწერეს: „როსაც იმერელ მეფის ფეშქაში წამოვიდესო, მეჰმანდარი გამოატანეთ, კარზედ მოიყვანონ“.

იმერელ მეფის კაცი ახალციხის ფაშამ მოაკვდინა. ესეც გურგინ–ხანს დაჰბრალდა. კაცნი და წიგნნი გურგი-ხანს რუსეთს თავის ძმასთან არჩილ-ხანთან გაეგზავნა. ისიები შამხალს დაეჭირა და ყაენისათვის მოეწერა, ესეც იწყინა. და გურგინ-ხან თავის შვილს ბაგრატს ჩერქეზის ქალი შერთო და თვითან მიქელაძის ქალი შეირთო. ესეც ყაენმან უწყინა და ძმა და შვილი სთხოვა.

და ყაფლანის-შვილი, გურგინ-ხანის ბიძა ბარათიანთ სარდარი თამაზ-ბეგ, რომ გიორგი მეფისაგან მრავალი სიკეთე და სიმდიდრე სჭირდა, დისწულს წამოუვიდა, თავრიზს სარდართან მოვიდა და ყაენს არზა მოსწერა: „განჯის ხანის თავსდასხმა და ნაპირის ხანების ამოწყვეტა და ყარაბაღის დარბევა მოინდომაო და ჩვენ ამისთვი წამოუვედით და ჴემწიფის ორგულობაში არ გავერივენითო და ღონე გაუწყდაო და ძმა და შვილი გამოგზავნაო“. ამ ამბავზედ ლევანს და ბაგრატს არცარა პატივი დასდვეს და არც ინახვინეს.

ამაზედ ეს ანბავი მოვიდა, იასონ ერისთავი თავის სახლისკაცს მოაკვლევინესო და გიორგი მეფე საერისთოში შეუხდაო და გამოაქციესო. ეს კიდევ უფრო უწყინეს და ბატონისშვილს ერეკლეს[281] ქართლის მეფობა მისცეს და ნაზარ ალი-ხან დაარქვეს და მისივე მოხმარებით არაგვის ერისთვობა გიორგის ოთარის შვილს მისცეს და აჰმედ-ბეგ მიქრის უზბაშის ხელით გურგი-ხანს მისწერეს: „ქართლის მეფობა თეიმურაზ მეფის შვილის, დავითის შვილს ერეკლესათვის მიგვიციაო და შენ კარზედ წამოდიო“.

და კოჯორზედ ეს ამრიგი რაყამი მიუვიდა, წაიკითხეს და ყაენს არზა მისწერეს: ,ბძანება ჴემწიფისა გათავდესო“. მეჰმანდარი სთხოვეს და თვითან ჯალაბობრივ მანგლისს მივიდნენ და ყაენისაგან მეჰმანდარი გამოუგზავნეს. მეჰმანდრის მოსვლამდისინ გურგი-ხან აიყარა და აჩაბეთის ხევში მივიდა. ამასობაში ნაზარ ალი–ხან თბილის ქალაქში მოვიდა და გიორგი მეფე ჯალაბობრივვ რაჭის ერისთავს შეეხიზნა. ქართველნი სრულ მოუვიდნენ პატრიარქის მეტი. და ეს ანბავი ყაენს მოუვიდა, და ზოგი რამე იარაღი მურასა გიორგი მეფისაგან დანარჩომი ჴემწიფისთვის გამოეგზავნა.

და ჴემწიფეს გიორგი მეფის რაჭას გარდასლვა და პატრიარქის არმოსლვა დიაღ, ეწყინა და ძმები და შვილი დაუჭირვინა. ლევან და ბაგრატ ჰერათს გაგზავნეს და ლუარსაბ ქირმანს გაგზავნეს და კათალიკოზობა დიასამიძეს რუსთველს იოვანეს უბოძეს და რაც გიორგი მეფისაგან დანარჩომი, ან კარზედ გამოეგზავნა და ან ქართლში დარჩომოდა, საძრავი და უძრავი, და ჯოგი, და ცხოვარი, და ძროხა და სხვა მორთულობა, ჴემწიფემ სრულ ნაზარ ალი-ხანს უბოძა და ამ წყალობის რაყმები მეფის ერეკლესათვინ ებოძებინათ. და მეფის დედა, ელენე დედოფალი და მეფის სახლი და ბატონისშვილები ყაენს ებძანებინა, დიდის პატივით ქართლს წავიდნენო.

გასტუმრებაში ანბავი მოვიდა: „არჩილ მეფე რუსეთით დვალეთს მოვიდაო“. ამ ამბავზე, ვითაც არჩილი დედოფლის სიძე იყო, ამათი გაშვება მოიშალა. კიდევ სხვა ანბავი მოვიდა, რომ არჩილი და გიორგი რაჭას შეიყარნენო და იმერეთსა ეჭიდებიანო. ყაენის ბძანება იქნა, რომ ქართლისა და კახეთის ლაშქარი იმერეთს მეფეს მიაშველეთო და თუ გაჭირდეს, ჰადრბიჯანის ლაშქარი მიეშველოსო.

ქორონიკონსა ტ”ჲდ (1676) მეფე შაჰნავაზ ისპაჰანს წაბძანდა, თიბათვეს კე (25).

ამავე ქორონიკონსა თვესა ენკენისთვესა მეფე შაჰნავაზ მიიცვალა ხოშკაროს[282].

ამავე ქორონიკონსა, ამავე თვესა, ენკენისთვესა კბ (22) მიიცვალა მუხრანის ბატონიშვილი პატრიარქი დომენტი[283].

ქორონიკონსა ტ“ჲვ (1678) მეფე შაჰნავაზის ძის ლევანის მეუღლე, გურიელის ქაიხოსროს ასული თუთა მიიცვალა თვესა ოკდომბერსა ი“ა (11) ტფილის ქალაქს.

ამავე ქორონიკონსა მიიცვალა ასული ყაფლან ბარათაშვილისა, მეფის არჩილისა და მეფის გიორგისა და ლევანის დედა, მეუღლე მეფის შაჰნავაზისა, როდამ თვესა თიბათვესა ი“ხ (17) ტფილის ქალაქს.

ქორონიკონსა ტ“უ (1682)[284] მიიცვალა დედოფალი მარიამ თვესა [...] ტფილის ქალაქს.

ქორონიკონსა ტ“უა (1683)[285] დედოფალი თამარ, მეუღლე გიორგი მეფისა წითელით ავათ გახდა: მიიცვალა ქრისტიშობისთვეს დ” (4) ტფილის ქალაქს.

გიორგი მეფე[286] ერწოს ნოდოკრასა და ჩეკურში დადგა ქართლის ლაშქრით. ერეკლე მეფემ შეიტყო; დაიწყო სიარული. მარტყოფს მივიდა. ხატი მღთეებას რაც შერჩომოდა, კახნი და ქართველნი, იმითი კაცი გაგზავნა. კახნი დაიბარა. იქიდამ აიყარა და ვაგრანეთს იქით, თილთუბანს დადგა. მეორეს დღეს კახნი შემოეყარნენ, ერთი კვირა დადგნენ. მოციქული გიორგი მეფემ გაუგზავნა: „შენ შენს ადგილს დასჯერდიო, მე ჩემი დამანებე, შევრიგდეთო". ერეკლე მეფემ არა ქნა; მოციქული გალახა, თავსდასხა მოინდომა ერეკლე მეფემ, ავი გზა იყო და ვეღარ მივიდა. აიყარა ერეკლე მეფე, იორის პირი აიარა, ჟალეთს დადგა. იქიდამ უნდოდა გორანაზე გარდასულიყო, თავს დასხმოდა. კაცი მიუვიდა. გიორგი მეფე აიყარა. იქიდამ ძაგნაკორას ჩაიარეს. რასაც მოხვდენ, კიდე დაარბივეს. არაგვს გავიდნენ. არაგვის პირს დადგნენ.

იმავ ღამეს ერეკლე მეფეს კაცი მუუვიდა: „გიორგი მეფე წავიდაო“. შვაღამის დროს ერეკლე მეფეც გამოუდგა; ერწო გარდაიარა, ძაგნაკორას მივიდა და იქ დადგა. ნაღარები დააყვირეს. ერეკლე მეფე გაღმა იდგა, გიორგი მეფე – გამოღმა. ჟინვანს მივიდნენ. არაგვს გაღმართი და ჟინვანი ერეკლე მეფემ დაიჭირა. მერმე გიორგი მეფემ კაცები შეაპარა. ჟინვანიც აიღეს, კაცებიც დახოცეს. აიყარა ერეკლე მეფე.



შენიშვნები

edit
  1. სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია სხვადასხვა მოსაზრებანი ცნობაში მოხსენიებულ გიორგი მეფესთან დაკავშირებით. საურმაგ კაკაბაძის აზრით, რომელიც წარმოდგენილია „ძეგლი ვრისთავთას“ რუსული თარგმანის შესავალში ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, 1373 წელს მოკლული გიორგი მეფე შიდა ქართლის ვასალური მეფეა. „ძეგლი ერისთავთადან“ ცნობა მოხვდა, როგორც ჩანს, „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებულ გაგრძელებაში და თითქმის ემთხვევა მას; „ამისა შ“დ გარდაჰჴდეს წელნი რაოდენნიმე... აღძრა თურქნი ქრისტეანთა ზედა: შეიკრიბა ერი ურიცხვი, და მოვიდა ქართლს წინაძღომითა ბაედარის ძისა ხოსიასითა: ეწყვნენ ქართველნი და თურქნი, მოკლეს მეფე გ“ი და მისთანა ქვენაფნეველი იოანე, ყ-ნი მთავარნი დიდებულნი ქართლისანი, და ლაშქარნი ს“დ დაჴოცნეს, საქართველო მოარბიეს და წარტყვენეს, თთვესა აგვისტოსა ჱ: ქ“კს, ჲა“. „პარიზის ქრონიკის“ ცნობა ზუსტად კიდევ ერთ ქრონიკაში მეორდება. თ. ჟორდანიაც შენიშნავს, რომ „ეს ცნობა... მეტად უცხოა“... „პარიზის ქრონიკის“ პირველ გამოცემაში აღნიშნული მეფის გიორგი ბრწყინვალესთან გაიგივება იმავე მ. ბროსემ მოგვიანებით უარყო და გამოთქვა არც თუ საფუძველს მოკლებული ვარაუდი: „ამ პერიოდში საქართველოში არ ჩანს არავითარი გიორგი მეფე. მაგრამ თვით ცნობა უახლოვდება 1407 წელს ვახუშტის ქორონიკონებში მოხსენიებულ ამბავს. უნდა ვივარაუდოთ, რომ საქმე ერთსა და იმავე მოვლენას ეხება და აქ შეცდომით არის მოთავსებული“.ვახუშტისთან ვკითხულობთ: »1407 – დიდი ომი იყო. მ“ფე გიორგი მოკლეს თურქთა, სრულიად ლაშკარნი მოსწყვიტნეს და ძმა მისი კოსტანტინე მ“ფდ დაჯდა“... შესაძლებელია, 1373 წლის ცნობა საქართველოს მეფე გიორგი VII-ს ეხება, რომელიც იმავე ვახუშტის ჩვენებით, „ძლიერსა ბრძოლასა მოიკლა... თურქთაგან ქ“სა ჩ”უზ, ქართულსა ჟ“ე და მოსრნეს სრულიად სპანი მისნი. შემოვიდნენ და მოაოვრეს ქართლი მარბიელობით და წარვიდნენ“. (С.С.Какабадзе, Хроника ксанских эриставов начала XV 8. «Письменные памятники Востока», 1968, с. 108. Памятник эриставов, перевод, исследов. и примеч. С.С.Какабалзе, Тб.,1979, с.16. ქართლის ცხოვრება, მარიამ დედოფლის ვარიანტი, გამოც. ე. თაყაიშვილის რედაქტორობით, თბ., 1906, გვ. 854--855; თ. ჟორდანია, ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, ტფ. 1897, II, გვ. 189; Chronique georgienne, traduite par M. Brosset, Paris 1831, გვ. 2; Materiaux pour servir a l'histoire de la Georgie depuis l'an 1201 jusqu'en 1755 par M. Brosset, Chronique georgienne, Extrait des mem. de l'Acad. Imp. des sc. VI. ser sc, pol etc. T. V. St.-Peterrsbourg, 1841, გვ. 56; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, IV, ს. ყაუხჩიშვილის გამ, თბ., 1973, გვ. 276, 896).
  2. თემურმა თბილისი 1386 წელს აიღო, რაც მ. ბროსესაც აქვს შენიშნული (დაწვრილებით იხ. კ. ტაბატაძე, ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე, 1974, გვ. 61).
  3. იმერეთის მეფე გიორგი I (1389--1392). ცნობას სხვა ქრონიკებიც ადასტურებს (თ. ჟორდანია, ქრონიკები II, გვ. 192; ვახუშტი, გვ. 895).
  4. არსებობს განსხვავებული ჩვენებებიც. ქართულ ისტორიოგრაფიაში მიღებულია 1393 წელი. (ი. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, III, თბ., 1966, გვ. 411; კ. ტაბატაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 97, 98).
  5. „პარიზის ქრონიკა“ მცდარად ათარიღებს აღნიშნულ მოვლენას, ასევე ცდება ზოგიერთი სხვა ქრონიკაც (თ. ჟორდანია, დასახ. ნაშრომი, გვ. 206), როგორც დადგენილია, კონსტანტინეს სიკვდილი 1412 წლის დასასრულით თარიღდება (ს. კაკაბაძე, დიდის ალექსანდრეს გამეფების თარიღი, ტფ., 1913; რ. კიკნაძე, ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების საბრძოლო თანამეგობრობის ისტორიიდან, თსუ შრომები, ტ. 108, 1964, გვ. 382; ა. აბდალაძე, სომხურ ხელნაწერთა ანდერძების ცნობები საქართველოს შესახებ (XIV-XV სს.) თბ. 1978, გვ. 135). აქვე შევნიშნავთ შეუსაბამობას, რომელსაც ვახუშტი კონსტანტინეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით უშვებს, ავტორი ორჯერ იხსენიებს ამ ფაქტს 1401 და 1414 წლებში და ცნობებში მოხსენიებულ კონსტანტინეს სხვადასხვა მეფეებად მიიჩნევა: „1396 – თემურ და გიორგი მ”ფე შეიბნენ, თემურს გაემარჯვა, და მოკუდა დადიანი ვამიყ, და დაჯდა ძე მისი მამია კ“დ, გიორგი მ“ფის ძმა კოსტანტინე იმერეთს გამეფდა. 1401 – მ“ფე კოსტანტინე მოკლეს ჩალაღანს ანუ ჩალიანში. 1407 – ჟ“ე – დიდი ომი იყო, მ“ფე გიორგი მოკლეს თურქთა, სრულიად ლამკარნი მოსწყვიტნეს და ძმა მისი კოსტანტინე მ“ფდ დაჯდა. 1414 – მ“ფე კოსტანტინე მოკლეს თურქთა, და დაჯდა მ“ფედ ალექსანდრე ძე გიორგი მეფისა“ (ქ. ცხ. II, გვ. 896).
  6. ამ წლიდან ქრონიკაში იწყება „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებული გაგრძელების ცნობები. სხვა წყაროების მონაცემების მიხედვით თითქოს ეს ორი ცნობა არ უნდა იყოს ერთ თარიღში გაერთიანებული. ი. ჯავახიშვილი არ იზიარებს ალექსანდრე I-ის მიერ ივანე ათაბაგის დატყვევების ვახუშტისეულ თარიღს – 1415 წელს და უფრო მისაღებად მიიჩნევს ქრონიკების 1414 წელს. ქ. შარაშიძე 1415 წელს ტოვებს. მაგრამ ყარა-იუსუფის თავდასხმა, თომა მეწოფელი და სომხურ ხელნაწერთა ანდერძები ათარიღებენ 1416 წლით, რაც გაზიარებულია ქართულ ისტორიოგრაფიაში (ქ. შარაშიძე, სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV-XVI სს. თბ., 1961, გე.147; ი. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, IV, გვ. 28, 29; ა. აბდალაძე, სომხურ ხელნაწერთა ანდერძების ცნობები საქართველოს შესახებ (XIV-XV სს.) გვ. 34, 138-139).
  7. ცნობას საფუძვლად უდევს ალექსანდრე I-ის (1412–1442) 1440 წლის სიგელი.
  8. მკვლევრები ვახუმტის 1432 წელთან შედარებით უპირატესობას აძლევენ 1431 წელს (ი. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, IV, გვ. 427; ა. აბდალაძე, დასახ. ნაძრომი, გვ. 145-147; ვახუშტი, ქ. ცხ. II, გვ. 896).
  9. როდესაც პირველ გამოცემაში მ. ბროსე „პარიზის ქრონიკის“ ერთ-ერთ ნაკლად ქრონოლოგიურ უზუსტობას მიიჩნევდა, მოჰყავდა ერთადერთი მაგალითი – კონსტანტინოპოლის აღების თარიღი – 1444 წ., ნაცვლად 1453 წლისა. ჟ. სენ-მარტენის აზრით, აღნიშნულ ცნობაში შეცდომა დაშვებული უნდა იყოს თარიღის გადაყვანის დროს, ვინაიდან ეს თარიღი, ჩვეულებრივ, დასაბამიდან წელთაღრიცხვით იყო ხოლმე მოცემული (J. Saint-Martin, ცხოვრება საქართველოჲსა, Tskhovreba Sakarthveloisa, Journal des Savants, Paris, 1831, გვ. 91, 92). „პარიზის ქრონიკა“ და „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებული გაგრძელება იმეორებენ ქართული ქრონიკების 9 წლიან შეცდომას (იხ. ჯ. ოდიშელი, მცირე ქრონიკები, თბ., 1968, 98; თ. ჟორდანია, ქრონიკები, II, გვ. 255). ასევეა ერისთავთა დაუჯდომელის ქრონიკაში“ (Е. Такайшвили, Хроника эриставского акафиста, СМОМПК, XXIX, 1901, გვ. § 13, 14).
  10. შავბატკნიან თურქმანთა გამგებლის ჯაჰან-შაჰის საქართველოში შემოჭრის ორი თარიღია მითითებული წყაროებში – 1440 წ. და 1444 წ. 1440 წელს უჩვენებენ ჰასან რუმლუ, თომა მეწოფეცი. ჰასან რუმლუს ცნობაში მხოლოდ თბილისია დასახელებული, თომა მეწოფეცის თანახმად კი ჯაჰან-შაჰმა სამშვილდეც აიღო და მოსახლეობას ხარაჯის გადახდა დააკისრა. (Ф. Мецопский, История Тимур-Ланка, Баку, 1957, с. 83; ვ. გაბაშვილი, თურქმანები, ” ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან“, თბ., 1957, გვ. 227). ქართული და სომხური ქრონიკები იხსენიებენ 1444 წელს სამცხეში ლაშქრობას. გამოთქმულია მოსაზრება, რომ 1440 და 1444 წლებში შავბატკნიანი თურქმანები საქართველოს ორჯერ შემოესივნენ. (ა. აბდალაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 70, 165).
  11. ცნობა ეხება ვახტანგ IV-ს (1443-1446). პირველი გამოცემისას მ. ბროსემ იგი იმერეთის მეფე ვახტანგ I-ად მიიჩნია. მეორე თარგმანის შენიშვნის თანახმად კი, ის ქართლის ვახტანგია. ვახუშტი ვახტანგის გარდაცვალებას 1445 წლით ათარიღებს (ქ. ცხ. IV, გვ. 896). წყაროებში თანაბრად გვხვდება 1446 წ. და 1447 წ. თ. ჟორდანიას აზრით, ვახტანგი უნდა გარდაცვლილიყო ან 1446 წლის დამლევს, ან 1447 წლის დამდეგს (თ. ჟორდანია, ქრონიკები, II, გვ. 258). 1447 წლის 31 იანვარსა და 11 ივნისს შორის გამეფებულად მიაჩნია გიორგი VIII ს. კაკაბაძეს (ს. კაკაბაძე, ვახტანგ, უცნობი XV საუკუნის აფხაზ-იმერეთის მეფეთაგანი და მისი მემკვიდრე მეფე გიორგი, თბ., 1912, გვ. 15). ი. ჯავახიშვილის დასკვნით, ორივე ფაქტი 1446 წლით უნღა დათარიღდეს (ქართველი ერის ისტორია, IV, გვ. 43-44).
  12. თეთრბატკნიან თურქმანთა სახელმწიფოს ფუძემდებელი (1453–1478). იგივე ცნობა „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებული გაგრძელების გარდა არის ვრისთავთა დაუჯდომელის ქრონიკაში (გვ. 12, § 13. იხ. აგრეთვე თ. ჟორდანია, ქრონიკები, II, 271). როგორც ჩანს, უზუნ-ჰასანის მბრძანებლობის პირველსავე წლებიდან იწყება მისი ლაშქრობები საქართველოში. თუმცა ასეთი ადრეული თარიღი უცხოურ წყაროებში არ გვხვდება. ამავე დროს, როგორც აღნიშნულია, „ქართლის ცხოვრები“ გადაკეთებულ გაგრძელებაში 1456 წლის შემოსევის გადმოცემა ემთხვევა ვახუშტისა და „სწავლულ კაცთა“ მიერ აღწერილ უკანასკნელ ლაშქრობას (იხ. რ. კიკნაძე, საქართველო-ირანის ურთიერთობის ისტორიიდან XV ს-ის მეორე ნახევარში. ისტორიის ინსტიტუტის შრომები, VII, თბ., 1964, გვ. 117, 118; ქართლის ცხოვრება), II, ს. ყაუხჩიშვილის გამ. თბ., 1959, გვ. 342, 478).
  13. ქრონიკათა ნაწილი 1461 წელს მიუთითებს, სხვები 1463 წ. „პარიზის ქრონიკა“ უფრო მეტად ქრონიკათა ცნობებს უახლოვდება, ვიდრე „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებულ გაგრძელებას, რომლის თანახმადაც „შეიბნენ მეფე ბაგრატ იმერეთსა და ათაბაგს ყუარყუარეს გაემარჯვა“. წყაროები არ ეთანხმებიან ერთმანეთს ამ ამბის გადმოცემაში, ვახუშტის ცნობით, ჩიხორს მეფე გიორგი და ბაგრატ შეიბნენ და ბაგრატს გაემარჯვა და განდგა ათაბაგიცა“. ჩანს, გიორგი VIII-სა და იმერეთის მეფე ბაგრატს მორის ბრძოლა და ყვარყვარე II-ის განდგომა და მის დასახმარებლად უზუნ-ჰასანის შემოჭრა საქართველოში ორი დამოუკიდებელი ფაქტია. „რაკი ყველა წყაროს მოწმობით, ბრძოლა ჩიხორში მომხადარა, ამიტომ უფრო საფიქრებელია იმერეთში მდებარე ჩიხორში ყოფილიყოს ომი. მაშასადამე, თვით ბრძოლაც მეფე გიორგისა და ბაგრატს შორის უნდა მომხდარიყო“... (ი. ჯავახიშვილი, ქართველი ერის იატორია, IV, გვ. 83; თ. ჟორდანია, ქრონიკები, 1I, 281; ა. აბდალაძე, დასახ. ნამრომი, გე. 168--170; ჯ. ოდიშელი, მცირე ქრონიკები, გვ. 27, 37, 98; ვახუშტი ქ. ცხ. IV; გვ. 897).
  14. პირველ თარგმანში მ. ბროსემ „გილაქმა“ უცნობ ზმნად მიიჩნია და ვერ თარგმნა, ხოლო შემდეგ ვახუშტის გავლენით ცნობა თარგმნა შემდეგნაირად: „გილაკ თავრიზელი და თემური (თავს დაესხნენ) ქართლის მეფეს და დაარბიეს“ – (Gilak de Tauris et Themour (attaquent) le roi de Karthli et ravagent...) (მეორე თარგმანი, გვ. 58). შენიშვნაში აღნიშნულია -–- „ფრაზა დაუმთავრებელიაო“. ვახუშტის „თავრიჟ“, „გილაქ“ და „თემურ“ გაგებული აქვს სარდლების სახელებად: „თავრიჟ გილაქმან და თემურ მოაოხრეს ქართლი და საგანძურნი მეფისანი“ (ქ. ცხ. IV, გე. 286; იხ, აგრეთვე Вахушти Багратиони, История царства грузинского перевел, снабдил предисловием, словарями и указателем Н.Т.Накашидзе, Т6. 1976, გვ. 229, 295). „პარიზის ქრონიკის“ ცნობა ორნაირად შეიძლება გავიგოთ: ერთ-ერთი თავდასხმის დროს თემურმა დალაშქრა თავრიზი, გილანი და საქართველო, ან, პირიქით, ქართველმა მეფემ დაარბია გილანი და თავრიზი. თემურსა და თემურიანებთან საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში რამდენიმეჯერ შეიქმნა ვითარება, როდღესაც დასაშვები იყო ერთიც და მეორეც. (კ. ტაბატაძე, ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ... გვ. 61, 88, 94, 98, 101, 102; რ. კიკნაძე, ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების საბრძოლო თანამეგობრობის ისტორიიდან, გვ. 379; Д.Ибрагимов, Феодальные государства на территории Азербайджана XV века, Баку, 1962, გვ. 24), როგორც აღინიშნა, გიორგი VIII-ს ლაშქრობა 1463 წელს მძიმე შინაური ვითარების პირობებში გამორიცხული ჩანს (ჯ. ოდიშელი, მცირე ქრონიკები, 99, 100). იქნებ ქართული წყაროების ამ „ძნელად ასახსნელი ანაქრონიზმის“ გასაღები კასტილიელი ელჩის რუი გონზალეს კლავიხოს შემდეგი ჩანაწერი იყოს, ავტორის გადმოცემით, რაც ეკუთვნის პერიოდს 1405 წლის თებერვლიდან 22 აგვისტომდე, საქართველოს მეფე „შეიჭრა ყარსისა და არზრუმის მიწაზე, რომლებიც დიდ სომხეთში არიან, მივიდა თავრიზამდე, გაძარცვა და გადაწვა მრავალი ქალაქი და სოფელი, რითაც დიდი შიში გამოიწვია“... ამ ხანის საქართველოში საშინაო ვითარებისა და თემურ-ლენგის გარდაცვალების შემდეგ შექმნილი ვითარების ანალიზის საფუძველზე ე. მამისთვალიშვილი სავსებით დასაშვებად მიიჩნევს საქართველოს მეფის აღნიშნულ ლაშქრობას, რომელიც, მისი აზრით, თავდაპირველად სამცხის განდგომილ ათაბაგ ივანეს წინააღმდეგ უნდა დაწყებულიყო (ე. მამისთვალიშვილი, რუი გონსალეს დე კლავიხოს ცნობები საქართველოს შესახებ, 1971. „მნათობი“ # 8, გვ. 122, 123). კლავიხოს ცნობას თითქოს მხარს უჭერს ირანელი ავტორი მირხონდიც (კ. ტაბატაძე, ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ, გვ. 216--217).
  15. იგულისხმება სრულიად საქართველოს მეფის გიორგი VIII-ს შეპყრობა ყვარყვარე 1I-ის (1451–1498) მიერ. მ. ბროსეს თაкგმანი – „მეფემ შეიპძრო ყვარყვარე“ – ზუსტი არ იყო. მეორე თარგმანში მან შეასწორა ეს უზუსტობა. „ქართლის ცხოერების“ გადაკეთებულ გაგრძელებაში შეცდომით იხსენიება „მეფე ბაგრატ იმერეთისა“ (იხ. თ. ჟორდანია, ქრონიკები, II, 284: ი. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, IV, გე. 87; ქ. შარაშიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 135; ჯ. ოდიშელი, მცირე ქრონიკები გვ. 100).
  16. ქრონიკის მეორე თარგმანში მ. ბროსეს შენიშვნით, ეს გულქანი არც ერთ ქრონიკაში არ იხსენიება, ხოლო სხვაგან გამოთქმელი მისივე ვარაუდის თანახმად, ეს დედოფალი ალექსანდრე დიდის უმცროსი ვაჟის დიმიტრის მეუღლე გულანშარია (მეორე თარგმანი, გვ.58; მისივე Histoire de la Georgie, I, SPb., 1849, გვ. 684, შენ. 5; ქ. ცხ. II, გვ. 476; თ. ჟორდანია, ქრონიკები, II, გვ. 289--290; ჯ. ოდიშელი, მცირე ქრონიკები, გვ. 37, 100).
  17. როგორც დადგენილია, ყვარყვარე IL-ის მესამე „ვაჟი ბაადური დაიბადა 1453 წელს, გარდაიცვალა 1474 წლის 10 ოქტომბერს (ქ. შარაშიძე, სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 134--136:; მისივე, საქართველოს ისტორიის მასალები (XV-XVIII სს.) „მასალები საქართველოს და კავკასიის ისტორიისათვის“, ნაკვ. 30, 1954, გვ. 200). თ. ჟორდანია სარგებლობს „პარიზის ქრონიკის“ ზ. ჭიჭინაძის გამოცემით, სადაც შეცდომით მითითებულია რ“ივ (1478 წ.) და შენიშნავს: „ზემო ქრონიკებში ბაადურის სიკვდილი აღნიშნულია 1475 წ. და რომელი წელი უფრო ჭეშმარიტია, ეს კიდევ საძიებელია“ (თ. ჟორდანია, ქრონიკები, II, გვ.297-298). „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებულ გაგრძელებაშია – ექუსიათას ცხრაას ოთხმოცდაორი (1474 წ), ხოლო ქორონიკონი მცდარია რ“იგ (1475 წ.). ასევეა, როგორც ჩანს, „პარიზის ქრონიკაშიც6“, თუმცა მ. ბროსესა და ზ. ჭიჭინაძის გამოცემებში მითითებულია ექსიათას ცხრაას ჟ“ბ (6992), რაც არ უნდა იყოს სწორი. ქრონიკის გადამწერი ჟ-ს და პ-ს ერთნაირად წერს, ამიტომ ხშირად მათი გარჩევა მხოლოდ ძირითადი წყაროს მონაცემების საფუძველზე ხერხდება,
  18. კონსტანტინე II, დიმიტრის ძე (1479–1505). თუმცა არსებობს განსხვავებული თარიღებიც – 1461 წ., 1469 წ., უპირატესობა ეძლევა 1478 წელს. «ი. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, IV, გვ. 124––7).
  19. ზუსტად ემთხვევა ერისთავთა დაუჯდომელის ქრონიკის ცნობას (გვ. 13, § 15). არადეთის ბრძოლა საგანგებოდ შეისწავლა ს. ხოსიტაშვილმა (სამცხე-საათაბაგოს პოლიტიკური ისტორიიდან XV-XVI სს. „საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები“, თბ., 1972, გვ. 163–171; ცნობები არადეთის ბრძოლის შესახებ იხ. თ. ჟორდანია, ქრონიკები, II, გვ. 302; ი. ჯავახიშვი–
  20. ეს და მომდევნო 1486 წლის ცნობა ერთსა და იმავე ლაშქრობას ეხება. თეთრბატკნიანთა გამგებლის იაყუბ-ყაენის პირველი თავდასხმის სხვადასხვა თარიღებია წყაროებში. „პარიზის ქრონიკის“ შემდგენელი ამ შემთხვევაში ქრონიკებს ეყრდნობა, „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებულ გაგრძელებაში ცნობა დეტალიზებულია და დათარიღებულია 1485, 1486 წლებით. ვახუშტი 1486 წლის შემოსევაზე მოგვითხრობს, ი. ჯავახიშვილი ტოვებს ამ თარიღს, რ. კიკნაძის დასაბუთებით უფრო მეტი საფუძველი აქეს ირანელ ავტორთა ადრეულ თარიღებს – ჰასან რუმლუს 888 (1483) წ. და განსაკუთრებით აჰმედ ბ. მოჰამედ ალ-ყაფარი ალყაზვინის 887 (1482 წლის ოქტომბერ-ნოემბერი) რასაც მხარს უჭერს იბნ რუზბეჰანის დაუთარიღებელი ცნობაც. (ვახუშტი, ქ.ცხ. IV, გვ. 898; თ. ჟორდანია, ქრონიკები II, გვ. 304: ჯ. ოდიშელი, მცირე ქრონიკები, გვ. 27, 33, 37, 45, 47, 102; ი. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, IV, გვ. 142–4; ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, სპარსული ტექსტი ქართული თარგმანით და შესავლით გამოსცა ფუთურიძემ, შენიშვნები დაურთო რ, კიკნაძემ, თბ., 1966, გვ. 50; რ. კიკნაძე, საქართველო-ირანის ურთიერთობის ისტორიიდან XV ს-ის მეორე ნახევარში, გვ. 126-127).
  21. ცნობა გარკვეული სხვაობებით არის ვახუშტისთან, „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებულ გაგრძელებაში და ქრონიკებში (ქ.ცხ. II, გვ. 486; ვახუშტი, ქ. ცხ. IV, 1488 –– გვ. 387; თ. ჟორდანია, ქრონიკები, II, გვ. 307). თურქმანთა შემოსევების შესახებ ამ პერიოდში ცნობებს გვაწვდის ჰასან რუმლუ. (ჰასან რუმლუს ცნობები, გვ. 18) დაწვრილებით „ცნობა გაანალიზებული აქვს ი. ჯავახიშვილს (ქართველი ერის ისტორია, IV, გვ. 140
  22. „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებულ გაგრძელებაში მითითებული სექტემბერი შეცდომა უნდა იყოს. ყველა დანარჩენი წყაროს თანახმად, დედისიმედი დეკემბერში გარდაცვლილა. „პარიზის ქრონიკა“ უთითებს მცდარ წელს და რიცხვს. ი“ე (15)-ს ნაცვლად უნდა ყოფილიყო ი”შ. (18). ათაბაგთა ქრონიკის მონაცემებით, ყვარყვარე II-ის პირველი მეუღლე გარდაცვლილა 1489 წ. 18 დეკემბერს, პარასკევს (ქ. შარაშიძე, საქართველოს ისტორიის მასალები (XV-XVIII სს. „გვ. 200). ზოგიერთი ქრონიკა 1490 წ. უთითებს (ჯ. ოდიშელი, მცირე ქრონიკები, გვ. 55, 102).
  23. იგულისხმება იმერეთის მეფე ბაგრატი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის (ტ. II, თბ., 1977. 130) მიხედვით, მისი გამგებლობის წლებია 1510-1565, თ. ბერაძის გამოუქვეყნებელი ნაშრომის მიხედვით, 1510-1548 (Хронология и генеалогия имеретинских царей). ზ. ჭიჭინაძის გამოცემაში თარიღი მცდარია – რ” ჟგ, რამაც გამოიწვია თ. ჟორდანიას შენიშვნა: ეს ცნობა 10 წლით სტყუის. უნდა იყოს ქ“კს რ“პგ. (თ. ჟორდანია, ქრონიკები, 1I, გვ. 324-325).
  24. „ქ. ცხ“. გადაკეთებული გაგრძელების მსგავსად, ქრონიკაშიც უნდა ყოფილიყო ჩანს 8 - რ“პჱ. ასეთსავე მცდარ თარიღს უთითებს ვახუშტი (გვ. 898). ქრონიკებში გვაქვს 1498 წ. და 1496 წ. (ჯ. ოდიშელი, მცირე ქრონიკები, გვ. 26, 33, 37, 39, 55, 102), ქ. შარაშიძის დასკვნით, ყვარყვარე II 1498 წლის 1 ივლისს, კვირას გარდაცვლილა. (ქ. შარაშიძე, საქართეელოს ისტორიის მასალები, გვ. 200).
  25. ქაიხოსრო ათაბაგის გარდაცვალების ზუსტი თარიღია 1500 წლის 6 მაისი, ოთხშაბათი (ქ. შარაშიძე საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 200; თ. ჟორდანია, ქრონიკები, II, გვ. 318). ვახუშტისთან 1502 წელია (ქ. ცხ. IV, გვ. 898; იხ. აგრეთვე ჯ. ოდიშელი, მცირე ქრონიკები, სადაც გვხვდება 1500, 1502 და 1499 წლები, გვ. 39,.47, 55, 102, 103). საინტერესოა თ. ჟორდანიას შენიშვნა ამ ცნობასთან დაკავშირებით: „ცხადია, რომ ამ უკანასკნელს ქრონიკას (იგულისხმება „პარიზის ქრონიკა“ - გ. ა. შეცდომაში შეუყვანია ვახტანგ-ვახუშტიცა“... ე. ი. მკვლევრის აზრით, „პარიზის ქრონიკა“ უსწრებს ვახუშტისა და ვახტანგის ( ე. ი. „სწავლულ კაცთა“) ნაშრომებს და არის მათი ერთ-ერთი წყარო.
  26. ასევე ათარიღებს კონსტანტინე II-ის გარდაცვალებას „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებული გაგრძელება (ქ. ცხ. II, გვ. 486) და ერისთავთა დაუჯდომელის ქრონიკა (გვ. 13, § 16). გვხვდება 1504 და 1505 წლებიც. ქართულ ისტორიოგრაფიაში უპირატესობა ეძლევა ვახუშტის თარიღს – 1505 წ. (ი. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, IV, გე. 205); თ. ჟორდანია, ქრონიკები, II, გვ. 320; ჯ. ოდიშელი, მცირე ქრონიკები, გვ. 37, 103; ვ. გუჩუა, საქართველოს პოლიტიკური ვითარება XV-XVI სს. მიჯნაზე, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV, თბ., 1973; გვ. 93).
  27. ცნობა გვხვდება „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებულ გაგრძელებაში (ქ. ცხ. II, გვ. 487). თუ მისი წყარო გელათური ქორონიკონია, მოსალოდნელი იყო, რომ ვახუშტისთანაც ყოფილიყო, მაგრამ არ არის.
  28. იმერეთის მეფის ალექსანდრე II-ის მიერ გორის აღება და ოსმალთა შემოჭრა ასახულია სხვა წყაროებშიც, განსხვავებული თარიღებით ქართული და ოსმალური მასალის საფუძველზე მმ. სვანიძე უპირატესობას აძლევს 1510 წელს (მ. სვანიძე, საქართველო-–ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII თბ., 1971, გვ. 44; ი. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, IV, გვ.209; თ. ჟორდანია, ქრონიკები II, გვ. 326-327; ჯ. ოდიშელი, მცირე ქრონიკები, გე. 37, 44, 56, 68, 74, 103).
  29. „პარიზის ქრონიკის“ თარიღი მცდარია რ“ჟე, რ“ჟჱ-ს ნაცვლად, რაც მ. ბროსესაც აქვს შენიშნული (მეორე თარგმანი, გვ. 59, შენ. 4).
  30. იგულისხმება იმერეთის მეფე ალექსანდრე. ამ ხანაში დასავლეთ საქართველოს მეფეებიც თავის თავს მეფეთ-მეფეებად იხსენიებენ (ი. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, IV, გვ. 208).
  31. ბაგრატ III (1510-–-–-1565), იმერეთის მეფე, თ. ბერაძის აზრით, 1510--1548 წლებში (Хронология и генеалогия имеретинских царей).
  32. მზეჭაბუკი – სამცხის ათაბაგი 1500–1515:
  33. „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებულ გაგრძელებაში ეს ცნობა გადმოცემულია ვრცლად (ქ. ცხ. II, გვ. 487–489).
  34. როგორც ცნობილია, ავ-გიორგი შეიპყრო ქართლის მეფის დავითის უმცროსმა ძმამ ბაგრატმა (ქ. ცხ. II, გვ. 351, 489; თ. ჟორდანია, ქრონიკები, II, გვ. 331-1332; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV, გვ. 95-96).
  35. თარიღში დაშვებულია ერთწლიანი შეცდომა. ასევეა ვახუმტისთანაც და ზოგიერთ ქრონიკაში, მზეჭაბუკის გარდაცვალების ზუსტი თარიღია 1515 წ. 5 ივნისი, სამშაბათი (ქ. მარაშიძე, სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები... გვ. 117, მისივე, საქართველოს ისტორიის მასალები... გვ. 198; იხ. ჯ. ოდიშელი, მცირე ქრონიკები, გვ. 104; თ, ჟორდანია, ქრონიკები, 1I, გვ. 334)-
  36. ამ თავდასხმის შესახებ ცნობებს გვაწვდის ჰასან რუმლუ (გვ. 54-55). აღნიშნულ ლაშქრობაში შაჰის პირადად მონაწილეობას სპარსული წვაროები უარყოფენ. მათ მონაცემებზე დაყრდნობით, დ. კაციტაძე განმარტავს: „XVI ს-ის პირველ მეოთხედში საქართველოს თვით შაჰ-ისმაილი არ შემოსევია. იგი მხოლოდ ნახჭევანამდე მოვიდა და შემდგომ დივ-სულთანი გამოგხავნა, რომელმაც რამდენიმე ციხე-ქალაქი აიღო“ (დ. კაციტაძე, ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (შაჰ-ისმაილ I საქართველოში ლამქრობის საკითხისათვის), თსუ შრომები, 108, თბ., 1964, გვ. 394).
  37. ცნობა რამდენიმე ქრონიკაში გვხვდება (თ. ჟორდანია, ქრონიკები, II, გვ. 335), არის აგრეთვე ცნობები 1519 წ. გელათში ეპისკოპოსად მელქისადეკ საყვარელიძის ხელდღასმის შესახებ (ჯ. ოდიშელი, მცირე ქრონიკები, გვ. 104, 68; ე. თაყაიშვილი, საისტორიო მასალანი, 11, თბ., 1913, გვ. 45).
  38. იგულისხმება იმერეთის მეფე ბაგრატ III.
  39. დავით X-ის გარდაცვალების ასეთსავე თარიღს უთითებენ სხვა წყაროებიც (თ. ჟორდანია, ქრონიკები, II, გვ. 157; ჯ. ოდიშელი, მცირე ქრონიკები, გვ. 104: მისივე, აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური ისტორიიდან, წიგნმი: XIV--XVIII სს. რამდენიმე ქართული ისტორიული დოკუმენტი, თბ., 1964, გვ. 85-86).
  40. მ. ბროსეს განმარტებით, ვახტანგი მუხრანის უფლისწულის ბაგრატის შვილია.
  41. მ. ბროსეს შენიშვნით „ფრაზხა დაუმთავრებელია“ – მთარგმნელი აქ ფრჩხილებში უმატებს“ სიტყვას „მიცემად“ (conferer – „ბოძება“) (მე-2 თარგმანი, გვ. 61). ერთ-ერთი ცნობაა, რომლის წყაროდ ივარაუდება „გელათური ქორონიკონი“. ცნობა ზუსტად ასეთივე სახით მხოლოდ „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებულ გაგრძელებაში გვხედება. -(ქ. ცხ. II, გვ. 493).
  42. მოლარეთუხუცესი სარგისი თავის ცოლთან ერთად გამოსახულნი არიან გელათის სოხასტრის ღვთისმშობლის ხატზე წარწერით. ეს პირი იხსენიება გელათის სოხასტრის მეორე ხატის წარწერაშიც. (იხ. მ. ნიკოლეიშვილი, ქუთაისის მუზეუმის მასალებიდან, „ქართული წყაროთმცოდნეობა“, III, თბ., 1971; გვ. 154–156). თ. ჟორდანის მითითებით, მისი გარდაცვალების თარიღია 1529 წ. 11 ივლისი (თ. ჟორდანია, ქრონიკები, II, გვ. 354).
  43. „პარიზის ქრონიკის“ თარიღი უფრო ზუსტია, ვიდრე ვახუშტის 1532 წელი (ჯ ოდიშელი, მცირე ქრონიკები, გვ. 55, 105). როგორც თ. ჟორდანიამაც შენიშნა, 1533 წ. 31 იანვარი მართლაც პარასკევი იყო (თ. ჟორდანია, ქრონიკები, II, გვ. 379).
  44. მ. ბროსეს გაგებული აქვს სახელად – ცანცია ინალ Thandia Inal (მე-2 თარგმანი, გვ. 61). თ. ჟორდანია სვამს ფრჩხილებში შეკითხვას (ინალიფა?), ჩვენ უფრო შესაძლებლად მიგვაჩნია „ჰარიზის ქრონიკისა“ და „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებული გაგრძელების „ინალდაფითა“, „ინალდიფითას“ დაკავშირება თურქულ სიტყვასთან Inan – რწმენა, ნდობა, გარანტია, inal – ადამიანი, რომელიც იმსახურებს ნდობას.
  45. განდობა –– „გადაბირება, მიმხრობა“ (იხ. ს. ყაუხჩიშვილის ლექსიკონი, ქ. ცხ. II, გვ. 551). ე. ი მთელი გამოთქმა დაახლოებით ასე შეიძლება ვივარაუდოთ: ნდობით გადაიბირა.
  46. იგულისხმება კახთა მეფე ლევანი (1518–1574). მკვლევართა აზრით, ეს თარიღი უფრო სანდოა, ვიდრე ვახუშტის 1527 წელი (ი. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, IV, გვ. 227; ვახუშტი, გვ. 899).
  47. ყვარყვარე III (1515–1535 წ.) და ბაგრატ III, იმერთა მეფე. თუმცა ქრონიკები 1536, 1537 წლებსაც უთითებენ, „პარიზის ქრონიკა“ ამ შემთხვევაში უფრო სანდოა. როგორც თ. ჟორდანიამ შენიშნა, „რადგან 12 აგვისტოს ხუთშაბათი მართლა 1535 წელს მოდიოდა, ამის გამო დასაჯერებელი არ არის სხუათა... ქრონიკათა მოწმობა, ვითომ ეს ამბავი მომხდარ იყოს 1536 წ., ანუ 1537 წ.“ (თ. ჟორდანია, ქრონიკები.., II, გვ. 381-382; ჯ. ოდიშელი, მცირე ქრონიკები, გვ. 105; მურჯახეთის ბრძოლას მიმოიხილავს ხ. ხოსიტაშვილი, XV-XVI სს. სამცხე-საათაბაგოს პოლიტიკური ისტორიიდან, გვ. 171–176). ამ წლის ცნობასთან დაკავშირებით ყურადღებას იქცევს თ. ჟორდანიას შენიშვნა: ერთ-ერთი ქრონიკის ცნობის მოტანისას (წმინდა გიორგის გულანის) მკვლევარი გამოთქვამს მოსაზრებას: „ეს ქრონიკა, როგორც სხვებიც ამ წყაროდან ამოღებულები, სიტყვა-სიტყვით თითქმის სრულად შეუცვლელად შეტანილია Chron. Georg. გვ 3, 7; აქედან ჩანს, რომ უკანასკნელი შედგენილია სხვადასხვა ქრონიკებისაგან, როგორც ჩვენ ამას ცხადად ვამტკიცებთ.... (თ. ჟორდანია, ქრონიკები, II, გვ. 381).
  48. ოსმალთა აღნიშნულ შემოსევაზე სამცხეში მოგვითხრობს ჰასან რუმლუ (ჰასან რუმლუს ცნობები... გვ. 23) 949 1542/3 წელს, ქართულ წყაროებში მითითებულია 1541 და 1542 წლებიც. (თ. ჟორდანია, ქრონიკები, II, გვ. 387; ვახუშტი, ქართლის ცხ. IV, გვ. 899; ქ. შარაშიძე 1541 წელს უთითებს - ეყრდნობა ვახუშტის. ქ. შარაშიძე, სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 150; მ. სვანიძე, საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან,, გვ. 58).
  49. ქაიხოსრო II (1545–1573) – სამცხის ათაბაგი.
  50. მ. ბროსეს განმარტება („ორი ფაშა4“ – იმერეთის, მეორე თარგმანი, გვ. 62) გაუგებარია.
  51. ქართული წყაროების წინააღმდეგობრივი ცნობები სათანადოდ კომენტირებულია „მკვლევართა მიერ. ვახუშტის მიხედვით, ქართველთა მხარეზე იმერეთის მეფე ბაგრატსა და ქართლის მეფე ლუარსაბს გარდა იბრძოდა ათაბაგი ქაიხოსროც. ბუნდოვანია „პარიზის ქრონიკისა“ ღა „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებული გაგრძელების ჩვენებაც, რაშიც სინათლე შემდეგი ქრონიკის ცნობას შეაქვს „ქ“კსა სლგ ლუარსაბ და ბაგრატ მეფენი ბასიანს სოხოისტაზედ ორს ფაშას და ქაიხოსრო ათაბაგს შეებნენ. ქართველთ დაუმარცხდა, ქაიხოსრომ სამცხე დაიჭირა“ (თ. ჟორდანია, ქრონიკები, II, გვ. 387; მ. სვანიძე, საქართველო–ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან, გვ. 58; გ. ტივაძე, სამცხე-საათაბაგოს პოლიტიკური ვითარება XVI ს-ში, „მნათობი“, 1947, # 10, გვ. 132). ქარაღაქისა და სოხოისტას ბრძოლეას 1543-1545 წლებში შეეხო ს. ხოსიტაშვილი (დასახ. ნაშრომი, გვ.176-186). ჰასან რუმლუს მიხედვით, ოსმალთა ეს ლაშქრობაც წინა ამბის გაგრძელებაა: წ. 950 (1543/4) –– როცა მუსა-ფაშას დამარცხების „ამბავმა სულთან სულეიმანამდე მოაღწია, მან მოთამარიდ ალი-ფაშა გაგზავნა საქართველოზე მრავალრიცხოვანი ჯარით... ქართველები დამარცხდნენ და გაიქცნენ“... (გვ. 24-25). სოხოისტას ბრძოლაზე ვახუშტი მოგვითხრობს: „ქაიხოსრო და ოთარი ლტოლვილნი წარვიდნენ კუალად სტამბოლს. ამისი მსმენელი სულტანი განრისხნა მოწყუედისათვს სპათა თვსთა და წარმოავლინა აზრუმისა და დიარბექირის ფაშანი სპითა სუაზს აქათითა და ქაიხოსრო და ოთარი მათთანავე“. –ცნობაში სუაზს (სუზას – ვარიანტი) ნაცვლად უნდა იყოს, როგორც ჩანს, სივასს, ფარსადან გორგიჯანიძის ცნობის ანალოგიით (იხ. დ. კაციტაძე, ფარსადან გორგიჯანიძის „ისტორიის“ რამდენიმე გეოგრაფიული სახელის დადგენისათვის „მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის საკითხები“, თბ., 1963, გვ. 81--87, გვ. 85: ვახუშტი, ქ. ცხ. IV, გვ. 713)-
  52. 1548 წელს სულთან სულეიმანმა ახალი ლაშქრობა დაიწყო ირანის წინააღმდეგ; ამ ომის დროს საქართველო საკმაოდ ხშირად ხდებოდა ხან ირანის, ხან ოსმალეთის აგრესიის მსხვერპლი. 1549 წლის გაზაფხულზე სულთანმა არზრუმის მირმირანი მეჰმედფაშა გამოგზავნა სამცხის დასარბევად. 1549 წლის 25 აგვისტოს გამეორდა ოსმალთა თავდასხმა აჰმედ-ფაშას ხელმძღვანელობით. ეს ლაშქრობა 1551 წლამდე გაგრძელდა, ვიდრე სამცხეში შაჰ-თამაზი არ შემოიჭრა ქაიხოსრო ათაბაგის თხოვნით. ამ ამბავს 1551 წლის თარიღით უფრო დეტალურად და მეტი სიზუსტით გადმოგვცემენ ჰასან რუმლუ და ისქანდერ მუნში (ჰასან რუმლუს ცნობები, 28-29, 31; ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ, სპარსული ტექსტი ქართული თარგმანითა და შესავლითურთ გამოსცა ვლ. ფუთურიძემ, თბ., 1969 გვ. 17-19; მ. სვანიძე, საქართველო–ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან, გვ. 68-70). სპარსული წყაროების მიხედვით, მოქმედი პირნი არიან ვახუშტი ქართველი და შერმაზან ოღლი (ჰასან რუმლუს ცნობები, 29), ლუარსაბ, ვახუშტი და შერმაზან ქართველი (ისქანდერ მუნშის ცნობები, გვ. 18). ქართულ წყაროებში მათი სახელები დამახინჯებულია. ფ. გორგიჯანიძესთან არის „შერმაზან და ავალი“, რაც რ. კიკნაძის აზრით, შერმაზან ოღლია (ჰასან რუმლუს ცნობები, გვ. 60). ვახუშტისთან ერთგან იჯუ, შერმაზან და ვახუშტი დიასამიძე, ან იჯეუ, შერმაზან, ვახუშტი და ამოვან (ქ. ცხ. IV, გვ. 900, 404, 716), „სწავლულ კაცთა“ ნაშრომში ომან, შერმაზან, იგჯუზ (ქ. ცხ. IV, გვ. 364). „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებულ გაგრძელებაში - ვახუშტი დიასამიძე და ამაონ, ან ომან, შერმაზან და ივჯუშ (ქ. ცხ. II, გვ.500, 506). რ. კიკნაძის აზრით, ივჯუზ – ივჯუშ - იჯუ - ვახუშტია (ჰასან რუმლუს ცნობები, გვ. 60) მ. ბროსეს აღნიშვნით, „ქ. ცხ-ის“ ომან არის იგივე ვახუშტისა და „პარიზის ქრონიკის“ ამაოან“ (Histoire de la Georgie, II, I, 346, შენ. 3, St.-Petersbourg, 1856). ამჟამად ძნელია შერყვნილი ხელნაწერების საფუძველზე ზუსტი სურათის აღდგენა. იქნებ ერთ-ერთი მონაწილე მართლაც ომა6ი იყო. არ გამოვრიცხავთ მეორე შესაძლებლობასაც, რომ ქართულ წყაროებში მოხსენიებული ამაოან, ომან, ამოვან იგივე შერყვნილი შერმაზანია, და ბრძოლის შედეგად შაჰის მიერ დასჯილი პირები არიან ლუარსაბი, ვახუშტი დიასამიძე და შერმაზანი.
  53. ცნობა საეჭვოა. მსგავსი რამ არ გვხვდება არც „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებულ გაგრძელებაში როგორც ცნობილია, დაუდ-ხანი „წაუვიდა“ არა მამას, არამედ ძმას, სიმონს. ჰასან რუმლუ ამ ფაქტს ზუსტად ათარიღებს – 969 (1561/2) წლით. „ამ წელს რაბი ოს-სანის თვის ჩვიდმეტს (ე. ი. 1561 წ. 25 დეკემბერს – გ. ა) დავით-ბეგი, ლუარსაბის შვილი რამდენიმე აზნაურით საქართველოდან ყაზვინს მივიდა (და) მუსლიმი გახდა. რჯულის საფარველმა შაჰმა თბილისის გამგებლობა მას უწყალობა. (პასან რუმლუს ცნობები, გვ. 37);
  54. ცნობის მიხედვით, თითქოს 1553 წელს დაუდ-ხანის თხოვნით შაჰმა ქართლი დაარბია, თუმცა გაუგებარია რატომ მიიჩნევს ავტორი ამ ფაქტს შაჰ-თამაზის პირველ ლაშქრობად. ირანელთა ამ ლაშქრობას არც ერთი წყარო არ ადასტურებს.
  55. „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებულ გაგრძელებაში ეს ამბავი გადმოცემულია ვრცლად, მცდარი თარიღით – ს“მდ (1556) (ქ. ცხ. II, გვ. 505). ცნობები შაჰის ლაშქრობის შესახებ არის ჰასან რუმლუსა და ისქანდერ მუნშისთან 961 (1553/4) წლის მოვლენებში (ისქანდერ მუნშის ცნობები, 19--21; ჰასან რუმლუს ცნობები, 32-34; იხ აგრეთვე თ. ჟორდანია, ქრონიკები, II, 392; ი. ჯავახიშვილი, ქართეელი ერის ისტ., IV, გვ. 249-–-251; მ. სვანიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 70-–78).
  56. ქართული ქრონიკები უთეთებენ 1556, 1557, 1558 წლებს963 (1555/6) წლით ათარიღებენ ამ ფაქტს ჰასან რუმლუ (ჰასან რუმლუს ცნობები, გვ. 34) და ისაქანდერ მუნში (ისქანდერ მუნშის ცნობები, გვ. 22). ისტორიოგრაფიაში უპირატესობა ეძლევა 1555 წელს (თ: ჟორდანია, ქრონიკები LI, გვ. 400; ი. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, IV, გვ. 252--256; ერისთავთა დაუჯდომელეს ქრონიკა, გვ. 15; ვ· გუჩუა, საქრთველო XVI ს. 50-70-იან წლებში საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV, გვ. 114), „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებულ გაგრძელებაში ცნობა დაწვრილებით არის გადმოცემული 1558 წლით (გვ. 508--510), ბრძოლის ადგილად დასახელებულია გარის ვარხუნა, ისევე როგორც ფარსადან გორგიჯანიძესთან (ს. კაკაბაძის გამ. გვ. 216). ჰასან რუმ ლუს ცნობით, ლუარსაბ ქართველი გორიდან გამოვიდა და ქუმეშის ციხის მიდამოებში მივიდა, ისქანდერ მუნშისთან
  57. „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებულ გაგრძელებაში თარიღია ს“მჱ (ქ. ცხ. II, გვ. 510), ასევე უნდა იყოს „პარიზის ქრონიკამი/“ და ქრონოლოგიური თანმიმდევრობაც აღდგება (წ. 1560) (საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV, გვ. 117).
  58. იგულისხმება ყარაბაღის გამგებლის შაჰვერდი-სულთან ზიად–ოღლის თავდასხმა, რის შესახებაც მოგვითხრობენ ჰასან რუმლუ (ჰასან რუმლუს ცნობები, გვ. 36) და ისქანდერ მუნში (ისქანდერ მუნშის ცნობები, გვ. 23). „პარიზის ქრონიკის“ ცნობა ზუსტად ემთხვევა ერისთავთა დაუჯდომელის ქრონიკას (გვ. 15, § 26). დეტალურად გადმოგვცემს ამ ამბავს „ქ. ცხ-ის“« გადაკეთებული გაგრძელება (ქ. ცხ. II, გვ. 510--512; იხ. აგრეთვე თ. ჟორდანია, ქრონიკები, II, 402; ი. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, გვ. 257
  59. „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებულ გაგრძელებაში ეს ამბავი გადმოცემულია ვრცლად (ქ. ცხ. II, გვ. 513). ცნობა არის ჰასან რუმლუსთანაც (ჰასან რუმლუს ცნობები, გვ. 38) 975 (1567/8) წლით (თ. ჟორდანია, ქრონიკები, I1, გვ. 468).
  60. ი. ჯავახიშვილი ცნობათა ანალიზით მიდის დასკვნამდე, რომ ეს. ბრძოლაც იმავე 1567 წელს თუნდა ყოფილიყო. „ქართლის ცხოვრები“ გადაკეთებულ გაგრძელებაში ეს ამბავი ოდნავ ვრცლად არის (ქ. ცხ. II გე. 513)-
  61. „ქართლის ცხოვრების" გადაკეთებულ გაგრძელებაში ეს ამბავი გადმოცემულია დეტალურად (ქ. ცხ. II, გე. 513, 514). ცნობები არის ჰასან რუმლუსა (ჰასან რუმლუს ცნობები, გვ. 38) და ისქანდერ მუნშისთან 976 (1568/9) წლით (ისქანდერ მუნშის ცნობები, გვ. 23).
  62. უპირატესობა უნდა მიეცეს სპარსულ წყაროებს, რომელთა თანახმად 1562 წელს დავითი თბილისის გამგებლად დანიშნულა. რ. კიკნაძის აზრით, დავითი თბილისში 1562 წლის 30 აგვისტომდე დაბრუნებულა (ჰასან რუმლუს ცნობები, გვ. 64). ხოლო სიმონ I-ის დატყვევების შემდეგ 1569–1578 წლებში დაუდ-ხანი უკვე მთელი ქართლის გამგებლად ითვლებოდა,
  63. აქედან „პარიზის ქრონიკაში“ იწყება „მესხური მატიანის“ ცნობები. სწორედ ეს ცნობა ძირითად წყაროში მოცემულია განსხვავებული თანმიმდევრობით. „პარიზის ქრონიკა“ ზუსტად იმეორებს „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებულ გაგრძელებას, (ქ. ცხ. II, გვ. 514).
  64. ძირითადი წყაროს „ფებერვალი“ გადმოტანილია როგორც „თებერვალი“.
  65. „მესხურ მატიანეში“ არ არის სიტყვები „მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი“. ამას „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებული გაგრძელება (ქ. ცხ. II, გვ. 514) და „პარიზის ქრონიკა“ უმატებენ.
  66. ცნობა არ არის „მესხურ მატიანეში“ „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებულ გაგრძელებაში არის უფრო ვრცლად (ქ. ცხ. II, გვ. 515). ბრძოლის ადგილად „ქ. ცხ“-ის გადაკეთებული გაგრძელება თორღას ასახელებს. ასეთივე თარიღი და ცნობაა ერისთავთა დაუჯდომელის ქრონიკაში (გვ. 15), ბრძოლის ადგილად დასახელებულია ჭაური. ალექსანდრე II სიგელებიდან გამომდინარე მისი გამეფების თარიღია 1574 წელი. ასევეა ვახუშტის მიხედვითაც (ი. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, IV, გვ. 262; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV, გვ. 122; ვახუშტი, ქ. ცხ. IV, გვ. 901).
  67. თამაზ I (1524-1576) - ირანის შაჰი სეფიანთა დინასტიიდან.
  68. ალიხანი – ი. ჰამერის ცნობით, ქართველი დიდებული (Е. Такайшвили, Три хроники, СМОМПК XXVIII, с. 191, прим. 3; ქ. შარაშიძე, სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები... 42; ე. მამისთვალიშვილი, სეფიანთა სახელმწიფოში მიმდინარე პოლიტიკური ბრძოლა და ქართველები (1576–-1578 წწ.) „მაცნე“, ისტორიის...სერია, 1977, M# 4, გვ. 110).
  69. ჯარგაზმა, ჩანს, დამახინჯებული „ჩერქეზმა« უნდა იყოს. უფლისწულ ისმაილის მომხრეთა შორის ერთ-ერთი მთავარი იყო შამხალ-სულთანი, ჩერქეზთა ბელადი (ე. მამისთვალიშვილი, სეფიანთა სახელმწიფოში მიმდინარე პოლიტიკური ბრძოლა და ქართველები, გვ. 110).
  70. უსთაჯლუ, ავშარი - ყიზილბაშური ტომები (ყიზილბაშურ ტომებზე იხ. И.П.Петрушевский, Очерки по истории феодальных отношений в Азерьайджане и Армении в XVI - нач.XIX вв.) Л., 1949, с. 90-92).
  71. ოიმახი – oymak (თურქ.) ტომია.
  72. ჰაიდარ მირზა – შაჰ-თამაზის მეხუთე ვაჟი.
  73. კაჰკაჰა – ციხე-სიმაგრე, სეფიანთა დროს სახელმწიფო დამნაშავეთა საპყრობილე, სადაც დაცული იყო აგრეთვე სახელმწიფო ხაზინაც.
  74. „პარიზის ქრონიკამი/“ მცდარი რიცხვია უფრო სწორია კჱ.
  75. ნაწყვეტი „და დასვეს.. და ლაშქარი სთხოვა“ არ არის „მესხური მატიანეს“ მიხედვით. ცნობა სიტყვა-სიტყვით მეორდება „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებულ გაგრძელებაში (ქ. ცხ. II, გვ. 517, 518).
  76. შაჰ-ისმაილ II (1576–1578) – ირანის შაჰი.
  77. სიმონ I (1556-1569; 1578–1600) – ქართლის მეფე.
  78. ყვარყვარე II – სამცხის ათაბაგი 1574–1581 წლებში,
  79. მგელციხე იხსენიება „გურჯისტანის ვილაიეთის დავთარში“ (ს. ჯიქია, გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, III, თბ, 1958, გვ. 426, შემდგომში ს. ჯიქია, I1I)-
  80. „სამწუბთ ღელეში დავდეგით“ – ასევე პირველ პირშია „მესხურ მატიანეშიც“.
  81. ქ. შარაშიძე დამაჯერებლად ასაბუთებს, რომ ამ ადგილას ოლადის ქვაბი უნდა იყოს და არა ოლთის (ქ. შარაშიძე, სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 119, ოლადის ქვაბის შესახებ იხ. ს. ჯიქია, III, გვ. 414).
  82. „ვარაზაშვილის კოკოლასა“ მ, ბროსე თარგმნის, როგორც “ვარაზა კოკოლას ვაჟი“ (Waraza fils Cocola).
  83. ცნობილი იყო ზემო და ქვემო ბორგი (ს. ჯიქია, III, გკ- §35),
  84. მ. ბროსეს თარგმანშია „იარა და აცნობა ყანდურალის, უგუბო დოლენჯის ვაჟს (Il partit et fit dire a Quandour-Ali, fils d'Ougoubo Dolendji). შესაძლებელია, მ. ბროსეს თარგმანის გავლენითაც, ე. თაყაიშვილის „მესხური მატიანის“ რუსულ თარგმანში უგუბო გაგებულია დოლენჯიშვილის სახელად (Е.Такайшвилиб Три хроники, 193), რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია ქ. შარაშიძის შენიშვნა (ქ. შარაშიძე, სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ.43). მკვლევრის აზრით, სამცხის მატიანის „უგუბო“ – იგივე „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ „გუგუბაა“. ს. ჯიქიას აღნიშვნით, „გუგუბა – Гюгюба ყველა დიდ რუკაზეა აღნიშნული. იგი არტაანიდან 28 ვერსზეა..., ქართული სახელი გუგუბა უნდა ყოფილიყო“ (იხ. ს. ჯიქია, III, გვ. 532, 533).
  85. ივნისს ლ (30) - მ. ბროსეს შენიშვნით, ეს თარიღი არ ეთანხმება ქრონიკის მომდევნო თარიღებს (მ. ბროსე, მეორე თარგმანი. გვ. 66). ჩვენი გამოთვლით, 1576 წლის 30 ივნისი, მართლაც შაბათი იყო.
  86. მანუჩარი – დაიბადა 1550 წ., გარდაიცვალა 1616 წ., სამცხის ათაბაგად იყო 1581 წლიდან სიკვდილამდე.
  87. ზედა-თმოგვი „12 ვერსის მანძილზეა ხერთვისიდან“ თხ. ს. ჯიქია, III, გვ. 361).
  88. დედისიმედი – ქაიხოსრო II-ის ცოლი.
  89. ვანის-ქუაბი იგივე ვაჰანის-ქვაბი – დაახლოებით 2 კმ. მანძილზე თმოგვიდან და 16 კმ. მანძილზე ხერთვისიდან (ს. ჯიქია, III, გვ. 365-366).
  90. ცნობილი იყო დიდი კარწახი და პატარა კარწახი (ს, ჯიქია, III, გვ. 412, 413).
  91. მ. ბროსეს თარგმანშია Phosos-Sakhli.
  92. „ალამია“ აგრეთვე „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებულ გაგრძელებაშიც. (ქ. ცხ. 11, გვ. 519), რაც, როგორც ჩანს, გადამწერის შეცდომაა. „მესხურ მატიანეში“ ამ ადგილას „ალაფია“ (ქ. შარაშიძე, სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები. გვ. 44).
  93. პალაკაციო –– ჩრდილის ტბა.
  94. თეთრ-ციხე – იგივე აღჯა-ყალა ჩრდილის ტბის აღმოსავლეთ ნაპირზე, თითქმის ურთის პირდაპირ (ს. ჯიქია, III, გვ. 392).
  95. ალბუტი და კამროანი იხსენიება „გურჯისტანის ვალაიეთის დიდ დავთარში (ს. ჯიქია, III, გვ. 491, 385).
  96. „პარიზის ქრონიკა“ არაზუსტად უჩვენებს თარიღს - კვ. უნდა იყოს კჱ. ასეა როგორც „სამცხის მატიანეში“, ასევე „ქართლის ცხოვრების გადაკეთებულ გაგრძელებაში (ქ. შარაშიძე, სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 44; ქ. ცხ. 11, გვ. 519),
  97. ამ ადგილას „სამცხის მატიანეშია“ “ოთის ციხე“ (ქ. შარაშიძე, სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 44. ციხე იხსენიება „დავთარში“, ს, ჯიქია, III, გვ. 201).
  98. ე. თაყაიშვილის რუსულ თარგმანშია: татари (турки) явились посредниками между нами (Е.Такайшвили, Три хроники, გვ. 195).
  99. როგორც „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებულ გაგრძელებაში, ასევე «სამცხის მატიანეში“ არის „ვარნეთის“, (ქ. ცხ. IL, გვ. 512; ქ. შარაშიძე, სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 45). „პარიზის ქრონიკის“ გადამწერი აქ, ჩანს, შეცდომას უშვებს – „ვარნელის“, არსებობდა ვარნეთი დიდი, პატარა, ზემო და ქვემო (ს. ჯიქია, III, გვ. 195, 245). შეცდომა შენიშნული აქვს მ. ბროსესაც და განმარტავს „ვარენთა ან ვარნეთი“ (მეორე თარგმანი, გვ. 68).
  100. დემოთიაზე იხ. ს, ჯიქია, III, 148.
  101. ახჩიაზე იხ. ს. ჯიქია, III, გვ. 402, 405.
  102. ქაჯის ციხეზე იხ. ს. ჯიქია III, გვ. 402–405.
  103. ე. თაყაიშვილი თუმცა იცნობს „პარიზის ქრონიკის“ ხელნაწერს, შესადარებლად იყენებს მ. ბროსეს გამოცემას, სადაც ტექსტის ზოგიერთი ადგილი გამოტოვებულია. ასე მაგალითად, ნაწყვეტი „ნახევარ... ბ“. ამან გამოიწვია მკვლევრის შენიშვნა (ე. თაყაიშვილი, სამი ისტორიული ხრონიკა, ტფ., 1890 გე. 93). „პარიზის ქრონიკის“ ხელნაწერში ტექსტი სრული სახით არის,
  104. ურთის ციხის შესახებ იხ. ს. ჯიქია, III, გვ. 381.
  105. მ. ბროსესა და შესაბამისად ზ. ჭიჭინაძის გამოცემებში გამოტოვებულია ერთი სტრიქონი: „მგელციხეს... მანუჩარ“.
  106. ეს ერთი აბზაცი არ არის „მესხურ მატიანეში“. „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებულ გაგრძელებამი ცნობა ოდნავ ვრცლად არის, თუმცა ის შეიძლებოდა გამხდარიყო „პარიზის ქრონიკის“ წყარო (ქ. ცხ. 11, გვ. 520): „ქორონიკონსა ს“ჲვ: გამოჩნღა კუდიანი ვარსკულავი, ოდეს მისებრი არავის უხილავს. ესე შაჰ-ისმაილ იყო კაცი უწყალო და მსმელი სისხლისა, ამისთკს არა ინებეს ყიზილბაშთა უფლება მისი, და ეწამებოდეს სჯულითა სუნობისა. და თუესა მეექუსესა მოწამლვით მოკლეს ყიზილბაშთა შაჰისმაილ-ყაენი, გიორგობისთვს კ”გ და მისივე ძმა შაჰ-ხუდაბანდ გააჴელმწიფეს. ესე შაჰ-ხუდაბანდა იყო კაცი უღონო და თუალით ბრმა. და ვერა კეთილად წარმართა საქმე თჳსი წესისამებრ“.
  107. მუჰამედ ხუდაბენდე (1578–1587) – ირანის შაჰი.
  108. იანვარს ე-ს შემდეგ „მესხურ მატიანეში” დაზუატებულია – „კუირას დღესა“ (ქ. შარაშიძე სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 46).
  109. „პარიზის ქრონიკა“ კვლავ ჱ-ს (8) ნაცვლად ე-ს (5) უთიათებს. „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებულ გაგრძელებასა და „მესხურ მატიანეშია“ ჱ (ქ. ცხ. II გვ.. 520; ქ. შარაშიძე, სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 46).
  110. უფრო მოსალოდნელია, რომ აქ გადამწერის მიერ დაშვებული შეცდომა იყოს „მესხურ მატიანემია“ ძუილ (ქ. შარაშიძე, გვ. 46) „ქ. ცხ-ის“ გადაკეთებულ გაგრძელებაშია „ძლივ“ (ქ. ცხ. II, გვ. 521).
  111. მ. ბროსეს თარგმანში „ზახირა“ (სურსათ-სანოვაგე) გამოტოვებულია ხოლო შენიშვნაში განმარტებულია, რომ სიტყვა ქართული არ არის და უცნობია (მეორე თარგმანი, გვ. 70).
  112. ზღუდერთან დაკავშირებით ს. ჯიქია შენიშნავს: „ცხადია, რომ „დავთრის“ სოფ. ზღუდერი, რომელიც ახალციხის სანჯაყსა და აწყურის ს-ში არის ნაჩვენები, „მესხური დავითნის ქრონიკაში“ ახალციხის (და აწყურის) სანახებში მდებარედ ნახსენები ზღუდერ სოფელია“ (ს. ჯიქია, III, გვ. 134).
  113. ოთმანიანი - ოსმალნი
  114. ილათი – ხერხი, საშუალება. „გაუდრკა საილათოდ“ ე. თაყაიშვილს თარგმნილი აქვს, როგორც «подался назад, чтобы изыскать средства» (Е.Такайшвили, Три хроники, с. 200):
  115. ზარიშატი, ზერნიშატი, ზარნიშატი – ს. ჯიქიას აღნიშვნით, მდებარეობს ჩილდირის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ყარსის გზაზე“ (ს. ჯიქია, III, გე. 414).
  116. სიტყვა „ნესტან-დარეჯან“ დამატებულია „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებულ გაგრძელებასა დღა „პარიზის ქრონიკაში“, „მესხურ მატიანეში“ არ არის.
  117. ეს ერთი აბზაცი არ არის „მესხურ მატიანეში“. ზუსტად ემთხვევა „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებულ გაგრძელებას (ქ. ცხ. II, გვ. 521).
  118. „პარიზის ქრონიკაში“ შეცდომითაა ე (5). უნდა იყოს, როგორც ჩანს, ჱ (8). ასეა „ქართლის ცხოერების/ გადაკეთებულ გაგრმელებასა და „მესხურ მატიანეში“. აღსანიშნავია, რომ მ. ბროსეც ასწორებს თარგმანში ე-ს ჱ-დ (მეორე თარგმანი, გვ. 71).
  119. ძურძნა და წინწალი – სოფლები, იხსენიება »გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ (ს. ჯიქია, 1IL, გვ. 381).
  120. „იმ წამს გამოჰგუარეს“ შემდეგ „მესხურ მატიანეში“ მოდის სიტყვები „ციხეები გამოართუშს“ (ქ. შარაშიძე, გვ. 49).
  121. „და დაუთ-ხან ხონთქართან წავიდა.. გორს სანჯახი“ – „მესხურ მატიანეში“ ეს ცნობა არ არის, ზუსტად ემთხვევა „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებულ გაგრძელებას, ანალოგიური ცნობა აქვს ვახუშტის: „ეზრახა ლალა ფაშას და მისცნა ყოველნი ციხენი ქართლისანი და თჳთ წარვიდა წინაშე ხონთქრისა სტამბოლს (შემდგომად ჟამთა რაოდენთამე მოკუდა დაუთხან მუნ“ (ვახუშტი. ქ. ცხ. IV, გვ. 411) ქართული წყაროების ეს ცნობა არ უნღა იყოს მთლად სწორი. ოსმალური წყაროები ამ ფაქტის ზუსტ თარიღს უთითებენ: 992 წლის შავალის თვე – 1584 წლის 6. X,-3. XI. დაუდ-ხანი არა ლალა-ფაშას, არამედ ოსმალო სარდალ ფერჰად-ფაშას ეახლა. (გ. ფუთურიძე, მუსტაფა სელიანიკი საქართველოს შესახებ, თსუ შრომები, # 92, თბ., 1960, გვ. 208; გ. ალასანია, აბდულ აზიზ ყარა-ჩელები-ზადეს ცნობები საქართველოს შესახებ, საისტორიო კრებული, VI, თბ., 1976, გე. 114). ასევე განიხილავს ამ საკითხს მ. სვანიძე (მ. სვანიძე, საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის „ისტორიიდან, გვ. 160-161).
  122. ხოსროვ-მირზა – მომავლი ქართლის მეფე როსტომი 1633-1658).
  123. აქ „მესხურ მატიანეშიც“ გამორჩენილია სიტყვა „ჯაჭვს“. ქ. შარაშიძის შენიშვნის მიხედვით, „ამ ადგილას, უეჭველია, გამორჩენილიa სიტყვა ჯაჭუს ქვემო ტექსტმი ეკითხულობთ: „ვერც ჯაჭუი და ვერც მუზარადი ვერ გაეკუჱთა“ – თუმცა ზემოთ მხოლოდ მუზარადია ნახსენები“ (ქ. მარაშიძე, სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 49).
  124. ამ შემთხვევაში უფრო სწორი უნდა იყოს „მესხური მატიანისა/“ და „ქ. ცხ-ის/“ გადაკეთებული გაგრძელების ჩვენება - ენკენისთვეს დ (4) (ქ. ცხ. II, გვ. 523; ქ. შარაშიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 50), ვინაიდან, როგორც დაანგარიშებით ირკვევა, 1578 წლის ენკენისთვის 4-ში, მართლაც ხუთშაბათი ყოფილა.
  125. ალექსანდრე ლევანის ძე – კახეთის მეფე (1574-1605).
  126. „მესხურ მატიანეშია“ მარიამობისთუჱს თოცდაექუს (ქ. შარაშიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 50). „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებულ გაგრძელებაშია კ“ვ (ქ. ცხ. II, გვ. 523). „პარიზის ქრონიკის“ გადამწერი კვლავ შეცდომას უშვებს.
  127. „გორი გაამაგრას“ შემდეგ „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებული გაგრძელება რთავს რაღაც სხვა წყაროს ცნობას: „და მიესმა საქმე ესე შახუდაბანდას. მაშინ დედამან შახუდაბანდასამან, ასულმან ოთარ შალიკაშვილისამან, მოიყვანა მეფე სვიმონ და, ვითარცა წესი არს ქართველთა დედათა, ეგრეთვე ყო ამან, წარმოუგზავნა ლეჩაქი... ხოლო მისცეს საბოძვარი ურიცხჳ, და ესრეთ წარმოემართა მეფე სვიმონ“... (ქ. ცხ. 1I, გვ. 523-24).
  128. „მესხურ მატიანეში“ არ არის სიტყვები „მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი“. ამას „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებული გაგრძელება და „პარიზის ქრონიკა“ უმატებენ. (ქ. ცხ. II, 521).
  129. ამ ადგილას „მესხური მატიანის“ ქ. შარაშიძის გამოცემაშია „ღუინობისთუჱს“ (ქ. შარაშიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 50). ასევეა „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებულ გაგრძელებაში. „მესხური მატიანის“ ე. თაყაიშვილის გამოცემაშია (გვ. 103) „ივანობისთუჱს“. მკვლევარი შენიშვნას აკეთებს: „შეად. ქ-ცხ. ღვინობისთვის ნახევარ პ. ხრ. ღვინობისთვეს იე“. მაშინ, როდესაც „პარიზის ქრონიკაში“ ამ ადგილას არის „ივანობისთვეს ი”ე“, რაც, როგორც ჩანს, უფრო სწორია, ვინაიდან შემდგომი ამბავი ხდება ღვინობისთვეს ა (1).
  130. 1578 წლის ღვინობისთვის (ოქტომბრის) პირველი ოთხშაბათი იყო, თ. ჟორდანიას შენიშნული ჰქონდა, რომ 1578 წლის ღვინობისთვის პირველი რიცხვი პარასკევ დღეს არ მოდიოდა (ქ. შარაშიძე, სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 50).
  131. სიტყვიდან „მეფემ“ არ არის „მესხურ მატიანეში“. სიტყვა-სიტყვით გამეორებულია „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებული გაგრძელების ცნობა, რაც შენიშნული აქვს ს. ყაუხჩიშვილს. (ქ. ცხ. II, გვ. 524).
  132. აქ მთავრდება ჩანართი ცნობა,
  133. „ბატონის“ ჩათვლით ამ უკანასკნელი ექვსი სიტყვის ნაცვლად „მესხურ მატიანეშია“ „პატრონის დედიიმედის ძმა, პატრონი ვახტანგ“ (ქ. შარაშიძე, სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 51).
  134. ამ პუნქტთან დაკავშირებით ს. ჯიქია შენიშნავს, „არ არის გამორიცხული, რომ ციხე, რომელიც ამ „ქრონიკაში“ იხსენიება, „დავთრის“ კეხის? ციხე იყოს (ს. ჯიქია, III, გვ. 277).
  135. „მესხურ მატიანეში“ და „ქ. ცხ-ის“ გადაკეთებულ გაგრძელებაშია „ოსმან-ფაშა“ (ქ. შარაშიძე, გვ. 51; ქ. ცხ. II, გვ. 595).
  136. „ჴლმით“-ს ნაცვლად „მესხურ მატიანეშია“ „ხელთა“ (ქ. შარაშიძე, სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 51). ასევეა „ქ. ცხ-ის“ გადაკეთებულ გაგრძელებაში (ქ. ცხ. II, 525).
  137. ეს აბზაცი არ არის „მესხური მატიანის“ მიხედვით. ზუსტად ასეთივე სახით ცნობა არის იქ. ცხ-ის“ გადაკეთებულ გაგრძელებაში (ქ. ცხ. II. 525).
  138. 1579 წლის 31 მაისი კვირა უნდა ყოფილიყო. ამდენად, სამივე წყარო - „მესხური მატიანე“, „ქართლის ცხოვრებისა“ გადაკეთებული გაგრძელება და „პარიზის ქრონიკა“ შეცდომას უშვებენ. ჩანს, უნდა იყოს „მაისისა ლ““ (30).
  139. „მესხურ მატიანეშია“ მივიდა.
  140. 1579 წლის მარიამობისთვის (აგვისტოს) 26 უნდა ყოფილიყო ოთხშაბათი.
  141. „პარიზის ქრონიკის“ გადამწერი, ჩანს, შეცდომას უშვებს. „მესხურ მატიანესა“ და „ქ. ცხ“-ის გადაკეთებულ გაგრძელებაშია არა „კვირაში“ არამედ „კარავში“, (ქ. შარაშიძე, სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 52; ქ. ცხ. II, გვ.525).
  142. „მესხური მატიანის“ ე. თაყაიშვილის გამოცემის მიხედვით, „ბატონი ბასილი მიიცვალა, იე წლისა და ოცდაორის დღისა და წამოვიდა პატრონი დედისიმედი მოაბითა, ღამით ჟამსა ბ ზღუდერს ჩამოგიდა...“ (ე. თაყაიშვილი, სამი ხრონიკა, 108). ქ. შარაშიძის გამოცემის მიხედვით, „ბატონი ბასილი მიიცვალა, იე წლისა და ოცდაორის დღისა (ღამით ჟამსა გ); წამოვიდა პატრონი დედისიმედი მოაბითა, ზღუდერს ჩამოვიდა“. გამომცემლის შენიშენით, ფრჩხილებში ჩასმული სიტყვები ჩამატებულია ბასილის წლოვანების აღნიშვნის შემდეგ, სტრიქონის ზემოთ. (ქ. შარაშიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 52). „პარიზის ქრონიკა“ ემთხვევა „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებული გაგრძელების ტნობას (ქ. ცხ. II, გვ.525-6).
  143. ეს თარიღი „პარიზის ქრონიკის“ გადამწერს არაზუსტად აქვს გადმოტანილი. უნდა იყოს ს“იჱ იანვარს ჱ; როგორც „მესხურ მატიანესა“ და „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებულ გაგრძელებაშია (ქ. შარაშიძე, გვ. 53, ქ. ცხ. II, გვ. 526).
  144. ქ. შარაშიძის სავარაუდო აღდგენა „მისის საბაჲტონოს წყალობაჲ ექნა“ ხონთქარს (ქ. შარაშიძე. გვ. 53).
  145. „პარიზის ქრონიკაში/“ კვლავ მცდარი თარიღია. უნდა იყოს ს“ჲჱ. ასეა „მესხურ მატიანესა“ და „ქ. ცხ-ის“ გადაკეთებულ გაგრძელებაში (ქ. შარაშიძე, დასახ. ნაშრომი, 53; ქ. ცხ. II, გვ.526). ამასვე უჭერს მხარს თვით ქრონიკის ქრონოლოგიური თანმიმდევრობაც.
  146. კვლავ ჩამატებულია სიტყვები, რომლებიც არ არის „მესხურ მატიანეში“ -- „მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი მუხრანის ბატონი“. „ბატონია“ ძირითადი წყაროს „პატრონის“ ნაცვლად. ასევეა „ქ. ცხ-ის“ გადაკეთებულ გაგრძელებაშიც (ქ. ცხ.II, გე. 526).
  147. „მესხური მატიანის“ „ღმერთი გარისხდა/“ს ნაცვლად ყველგან არის „მიიცვალა“.
  148. „მესხურ მატიანეშია“ დაჲ-ძმანი.
  149. როგორც ჩანს „პარიზის ქრონიკის“ გადამწერი -შეცდომას უშვებს, „მესხურ მატიანესა“ და „ქ. ცხ-ის“ გადაკეთებული გაგრძელების მიხედვით, აქ უნდა იყოს ღუინობისთუჱს (ქ. შარაშიძე, გვ. 54; ქ. ცხ. II, გვ. 526).
  150. „პარიზის ქრონიკაში“, ჩანს, არასწორი თარიღია. „მესხურ მატიანესა“ და „ქ. ცხ-ის“ გადაკეთებულ გაგრძელებაშია კვ (ქ. შარაშიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 54, ქ. ცხ. II, გვ. 526).
  151. „ქ. ცხ“ და „პარიზის ქრონიკა“ უმატებს სიტყვებს „მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი“.
  152. ეს ორი აბზაცი „ამავე ქორონიკონსა მეფე სვიმონ... ქალაქს მივიდა“ არ არის „მესხური მატიანის“ მიხედვით. „ქ ცხ-ის“ გადაკეთებულ გაგრძელებაში იგივე ამბავი გადმოცემულია ვრცლად, თუმცა, შესაძლებელია, „პარიზის ქრონიკა“ მასვე ეყრდნობა (ქ.ცხ. II, გვ. 526-528). უფრო ზუსტი წყაროების თანახმად, ხადიმ მეჰმედ-ფაშა საქართველოში 1582 წლის აგვისტოს მიწურულში შემოიჭრა, (იხ. მ. სვანიძე, დასახ, ნაშრომი, გვ. 150).
  153. „მესხური მატიანის“ ე. თაყაიშვილისეული გამოცემის თარიღია სჲუ (?). ასევე კითხვითი ნეშნით არის მასთან ყველა მომდევნო თარიღიც სჲუა. (?), სჲუბ (9), სჲუე (?), სჲუვ (2?) და ა. შ. (ე. თაყაიშვილი, სამი ისტორიული ხრონიკა, გვ. 111 –– 115). „ქ.ცხ-ის“ გადაკეთებულ გაგრძელებაშია ს“ო (ქ. ცხ. II, გვ. 528).
  154. ოსმალო სარდალ ფერჰად-ფაშას ლაშქრობა 1584 წლის ივლისში დაიწყო.
  155. 1585 წლის ცნობა არ არის „მესხური მატიანის“ მიხედვით. „ქ. ცხ-ის“ გადაკეთებულ გაგრძელებაში იგივე გადმოცემულია ოდნავ ვრცლად. (ქ. ცხ. II, გვ. 529), თუმცა მისი ცნობა შეიძლებოდა გამხდარიყო „პარიზის ქრონიკის“ წყარო (იხ. აგრეთვე ს. ყაუხჩიშვილის შენიშვნა).
  156. „მესხური მატიანის“ ცნობის თანახმად, დასაბამიდგან წელთა შვიდი ათას ოთხმოცდა თოთხმეტსა (7094 - 5508 – 1586 წ. (ქ. შარაშიძე, დასახ. ნაშოომი, გვ. 55. გამოცემაში, ჩანს, დაჭვებულია კორექტურული შეცდომა: „ორმოცდათოთხმეტსა“). ასევეა „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებულ გაგრძელებაშიც (ქ. ცხ. II, გვ. 531). როგოოც ქ. შარაშიძეს აღნიშნული აქეს, 1587 წელი „დასაბამითგან“ გვაძლევს 7191 წელს (გვ. 55).
  157. „პარიზის ქრონიკის“ ხელნაწერში ამ ადგილას არის „მემოლას ციხეს“ რაც, როგორც ჩანს, გადამწერის შეცდომაა. „ქ. ცხ-ის“ გადაკეთებულ გაგრძელებაშია დეომითის, დემოთის, „მესხურ მატიანეში“ დემოთიას (ქ. შარაშიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 55).
  158. „მესხური მატიანის“ ე- თაყაიშვილის გამოცემის მიხედვით, „მარტს ნახევარ, გაზაფხულ, ყაენი ხუდაბანდი-შუილიი ე. ი. „მარტს ნახევარ“ შემდეგ ცნობას აქვს მიკუთვნებული. ასევეა „ქ. ცხ-ის“ გადაკეთებული გაგრძელების ს, ყაუხჩიშვილისეულ გამოცემაშიც: „მარტს ნახევარს, გაზაფხულ, ყაენი ხუდაბანდის შვილი აბასი მირზა (ქ. ცხ. II, გვ. 531). ჩვენ ვითვალისწინებთ „მესხური მატიანის“ ქ. შარაშიძის გამოცემას.
  159. აბას I (1587-1629) - ირანის შაჰი.
  160. 100. სიტყვა „დაბრუ“-ზე წყდება „მესხური მატიანის“ ამჟამად შემორჩენილი ტექსტი. ე. თაყაიშვილისა და ქ. შარაშიძის ვარაუდით, მისი დასასრული შემორჩენილი აქვთ „ქ. ცხ-ის“ გადაკეთებულ გაგრძელებასა და „პარიზის ქრონიკას“. ე. თაყაიშვილი შემდეგ მოსაზრებას გამოთქვამს. „გადაჭრით არ შეგვიძლია ესთქვათ, თავდება აქ მესხური დავითნის ცნობები, თუ არა. ეს კი საყურადღებოა, რომ ამ ადგილს შემდეგ პარიჟის ხრონიკა და შედეგი ქართლის ცხოვრება ძრიელ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან და არც ერთ მათგანში საათაბაგოს ამბვები აღარ არიან მოთხრობილნი. ეს გარემოება გვაფიქრებინებს, რომ მესხური დავითნის ხრონიკა აქ უნდა თავდებოდეს და დაკარგულად მარტო ის უნდა ჩაითვალოს, რაც თავში აკლია. (ე. თაყაიშვილი, სამი ისტორიული ხრონიკა, გვ. 115),
  161. ასეთივე თარიღია „ქ. ცხ-ის“ გადაკეთებულ გაგრძელებაშიც (ქ. ცხ. II, გვ. 532). ვახუშტისთან გოფანთოსთან ბრძოლა დათარიღებულია 1588 წლით, რაც გაზიარებულია თანამედროვე ისტორიოგრაფიაში (ვახუშტი, ქ. ცხ. IV, გვ. 903). იხ. აგრეთვე თ. ჟორდანია, ქრონიკები, II, გვ- 426; ვ. გუჩუა, სიმონ I-ის ბრძოლა იმერეთის შემოერთებისათვის, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV, გვ. 141).
  162. იმერეთის მეფე ლევანი (1583-1592).
  163. მამია დადიანი (1582–1590 წწე.
  164. არც ერთ წყაროში არ არის მითითებული, რომელ თვეში მოხდა ეს ამბავი. ოფშკვითთან (ახლ. წყალტუბოს რ-ნი) სიმონ I-ის ბრძოლის სხვადასხვა თარიღებია ნაჩვენები წყაროებში – 1589 (თ. ჟორდანია, II, 426: ვახუშტი, 903), 1590 (თ. ჟორდანია, II,:426), 1591, 1593 წ. (თ. ჟორდანია, II, 426) ვახუშტის ცნობა, თითქოს ოფშკვითთან სიმონ I მანუჩარ დადიანს (1590-1611 წწ.) შეებრძოლა, არ ეთანხმება ყველა დანარჩენი წყაროს ერთსულოვან ჩვენებას ბრძოლაში მამია დადიანის მონაწილეობის შესახებ, (ვახუშტი, გვ. 773», 822|6, ქ. ცხ. II, გვ. 533; ვ. გუჩუა, სიმონ I-ის ბრძოლა იმერეთის შემოერთებისათვის. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV, გვ. 142).
  165. არსებობს ცნობები, რომ 1606 წლის გაზაფხულზე, გამეფებისას, ლუარსაბი 14 წლისა იყო (საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV, გვ. 142; ჯ. ოდიშელი, აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური ისტორიიდან, გვ. 96; ისქანდერ მუზშის ცნობები, 65).
  166. უნდა იყოს „სივასს“.
  167. 1599 წლის ცნობა გადმოცემულია ფარსაღან გორგიჯანიძის მიხედვით მცირე განსხვავებებით. ფარსადანი ამ ცნობაში ორჯერ იხსენიებს „ახტა ჯაფარ-ფაშას“. ახთა ნიშნავს საჭურისს.
  168. ქართული წყაროები სიმონ მეფის დატყვევების თარიღად 1599 და 1600 წლებს უთითებენ (ჯ. ოდღიშელი, მცირე ქრონიკები, გვ· 112). როგორც გარკვეულია, სიმონ მეფე 1599 წლის შემოდგომაზე ჩავარდა ტყვედ (მ. სვანიძე, სვიმონ I ოსმალეთთან ურთიერთობის ზოგიერთი თარიღის დახუსტებისათვის, საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები, I, თბ., 1970, გვ. 113).
  169. გიორგი X (1600–1605) – ქართლის მეფე.
  170. 1605 წლის ცნობა არის ფარსადან გორგიჯანიძის მიხედვით შემდეგი აბზაცის. სიტყვებამდე „გააბატონეს კოსტანტინე“, რის ”შემდეგაკ თხრობა გრძელდება გრიგოლ დოდორქელის „ცხოგრება და წამება ქევეთან დედოფლისას“ მიხედვით „პარიზის ქრონიკის“ ავტორი ამარტივებს და ამოკლებს ძირითადი წყაროს ტექსტს.
  171. ამ ადგილას დოდორქელის თხზულებაში არ არის „თორღა“.
  172. „წამება ქეთევან დედოფლისაშია“: „დაიპყრა კოსტანტიხე სამკჳდრებელი მამისა თჳსისაი და წარმოვიდა ბილწი იგი“...
  173. დაწყებული აქედან სიტყვებამდე... „ადრბიჟანის ლაშქარი“ გადმოცემულია ფარსადან გორგიჯანიძის მიხედვით..
  174. იწყება გრიგოლ დოდორჟელის ცნობები.
  175. აქედან აბზაცის დასასრულამდე კვლავ ფ. გორგიჯანიძის მონაცემებია,
  176. ფ. გორგიჯანიძესთან არის: „დედოფალმანც სრულ კახნი ჯალაბობრივ საომრად მოასხა და ასრე შეიფიცნეს".
  177. „წამება ქეთევან დედოფლისაშია“: „უფალო ნუ მისცემ ერსა ამას შენსა უსჯულოთა... ამას ზედა მზა იყვნეს იგინიცა უსჯულონი“...
  178. გრიგოლ დოდორქელთან არის: „იხილა ბილწმან კოსტანტინე რამლი თჳსი“.
  179. აქედან გრძელდება გორგიჯანიძის ცნობები. ფარსადანთან არის: „დედოფალს შვილი არა ჰყავსო“, რასაც „პარიზის ქრონიკის“ ავტორი უმატებს: „ერთი შვილი ჰყავსო“.
  180. კვლავ ჩართულია ნაწყვეტი „წამება ქეთევან დედოფლისადან“: პირთა ჩამოთვლისას ძირითად წყაროში მოცემულია მხოლოდ სახელები, „პარიზის ქრონიკის" ავტორი უმატებს გვარებს. ცნობის ბოლო წინადადება ფარსადანის ნაშრომის მიხედვით არის. წყაროშია: „ეს ანბავი შაჰ აბაზ ყაენს მისწერეს და ნამდვილად ეწყინა, მაგრამე სოფლის საფერისათ ასრე ბრძანა: „ჴელიმც შერჩებისო“...
  181. გიორგი X-ის გარდაცვალების მეორე ვერსიაც არსებობს: თითქოს შაჰმა იგი მოაწამვლინა (Аракел Даврижеци, Книга истории, пер. с армянск., предисловие и комментарии Л.А.Ханларян, M., 1973, с. 104; გ. ჯამბურია, ირან-ოსმალეთის ახალი ომი და ქართლ-კახეთის სამეფოები, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV, გვ. 253). „პარიზის ქრონიკის“ ანალოგიური ცნობა კიდევ ერთ ქრონიკაში გვხვდება: (თ. ჟორდანია, II).
  182. აღსანიშნავია, რომ ლუარსაბის დედის სახელი ზოგიერთ წყაროში შეცდომით მარიამია მითითებული (ეგნატაშვილი, ვახუშტი, ანტონი და სხვ.) (იხ. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, IV, თბ., 1968, გვ. 305).
  183. ნასესხებია ფ. გორგიჯანიძის ცნობა. ძირითად წყაროში არ არის: „და ბატონისშვილი თეიმურაზ თან წაეტანა“.
  184. ჩართულია „წამება ქეთევან დედოფლისას“ მონაცემები. დაწყებული სიტყვებით „ყოვლის ქარხნებიდამა...# კვლავ ფარსადანის მიხედვით არის გრიგოლ დოდორქელის ცნობების ჩართვით.
  185. ანა დედოფლის გარდაცვალების შესახებ მსგავსი ცნობა არც ფარსადანთან და არც გრიგოლ დოდორქელთან არ გვხვდება.
  186. თეიმურაზის მეორე ქორწინების შესახებ თხრობა ნასესხებია ფარსადანიდან.
  187. იწყება თხრობა იოსებ ტფილელის „დიდმოურავიანის“ მიხედვით.
  188. იგულისხმება ოსმალთა შემოჭრა ქართლში, რომელშიც მონაწილეობდნენ ყირიმელი თათრები.
  189. რ. ფირცხალაიშვილი ვრცლად ეხება აღნიშნულ ცნობას და მართებულად მიიჩნევს პ. იოსელიანის გამოცემაში დაცულ ვარიანტს – „შეკურა გზისანი“ (რ. ფირცხალაიშვილი, იოსებ ტფილელი და მისი „დიდმოურავიანი#“. გვ. 88-91). მაგრამ ვინაიდან პოემის უმრავლეს ხელნაწერში არის „შეყრა“, „პარიზის ქრონიკის“ ხელნაწერის ჩვენება არ შეიძლება გადამწერის შეცდომად იქნეს მიჩნეული და ამდენად ვტოვებთ ტექსტში.
  190. აქედან ორი აბზაცი სიტყკეებამდე „იმ ღამეს ყველამ ღამე ვათიეთ“ არ არის დღეს შემორჩენილ პოემის ტექსტში, მაგრამ, ვფიქრობთ, „დიდმოურავიანიდან“ მომდინარეობს.
  191. ამ ადგილას ჩართულია ფარსადან გორგიჯანიძის ცნობა.
  192. მთავრდება ფარსადანის ცნობა და გრძელდება „დიდმოურავიანი“.
  193. „დიდმოურავიანის ზოგიერთი ხელნაწერისაგან განსხვავებით („მესამეს წელსა გავმართე“) „პარიზის ქრონიკაში“ ამ ფ:ქტის ზუსტი დროა მითითებული (რ. ფირცხალაიშვილი, იოსებ ტფილელი და მისი „დიდმოურავიანი4“, გვ. 81-84),
  194. მაზარა – ზედ წამოსასხმელი (საბა).
  195. სუბათ - მარტო
  196. ჩული – სახურავი (გადასაფარებელი ქსოვილი).
  197. „მოხისს არ არის „დიდმოურავიანის“ პ, იოსელიანის გამოცემაში.
  198. პ. იოსელიანის გამოცემაში არ არის „და მთიბათვე იყო“,
  199. აქედან იწყება ფარსადან გორგიჯანიძის ცნობები.
  200. ფარსადანის თხზულებაშია: „... ყაენი ყარაბაღში მოვედა. რა ეს ანბავი ბატონმან თეიმურაზ გ(ა)იგონა, თავისი და ელენე და თავისი ორი შვილი ლევან და ალექსანდრე სხვას მრავლის ფეშქაშითა, სახვეწარი წიგნები ყაენს წინ მიაგება, ყაენს იამა და დაბრუნება მოინდომა. (ს. კაკაბიძის გამ. გვ. 229).
  201. ცნობა გადმოცემულია „წამება ქეთევან დედოფლისას“ მიხედვით.
  202. გრიგოლ დოდორქელის თხზულებაში ლაპარაკია მხოლოდ ერთი შვილის – ალექსანდრეს გაგზავნაზე. წყაროს მიხედვით, თეიმურაზმა ჯერ ალექსანდრე გაგზავნა, ხოლო შაჰმა უთხრა, თვით თეიმურაზი მოვიდესო: „მოვიდეს და გვიხილნეს ჩუენ და იყოს მორჩილებისა ქუეშე ჩუენსა ანუ კუალად წარმოგზავნოს Iმეორეცა) ძე თკსი ლევან“ (ტ. რუხაძე, ახლადაღმოჩენილი „ცხოვრება და წამება ქეთევან დედოფლისა“, გვ. 259).
  203. აქედან კვლავ ფ. გორგიჯანიძის ცნობებია.
  204. ამ ცნობის წყარო აბზაცის დასასრულამდე უცნობია. აღსანიშნავია რომ იგივე მეორდება „სწავლულ კაცთა“ ნაშრომშიც (ქ. ცხ. II, გვ. 393). შესაძლებელია მომდინარეობდეს არჩილის პოემის „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა” რომელიმე ერცელი ხელნაწერიდან. დღეს პოემაში ეს ნაწყვეტი შემორჩენილი არ არის.
  205. ამ ადგილიდან თითქოს კვლავ რაღაც სხვა წყაროს ცნობაა. იგი აღარ გრძელდება არც „სწავლულ კაცთა“ ნაშრომში. „პარიზის ქრონიკის“ ამ ნაწყვეტშიც ლუარსაბის დედის სახელი იხსენიება – თამარ, ხოლო „სწავლულ კაცთა“ აზრით, მას მარიამი ერქვა. საერთოდ, „პარიზის ქრონიკის“ შემდგენელი ლუარსაბთან, დაკავშირებით აშკარად რაღაც დამატებით წყაროს ეყრდნობა.
  206. აქედან გრძელდება ფარსადანის მონაცემები,
  207. ფ. გორგიჯანიძესთან არის მხოლოდ: „იმას დაბალი სახვეწარი წიგნი მოეწერა“ (ს. კაკაბაძის გამ. გვ. 229).
  208. აქ წყდება ფარსადანის მონაცემები. მომდევნო ცნობა სიტყვებამდე.. „იმერეთს გაგზავნეს“, ვფიქრობთ, მომდინარეობს არჩილეს პოემიდან „გაბაასება რუსთველისა და თეიმურაზისა“. (არჩილიანი, გვ. 57-58). იგივე ცნობა მეორდება „სწავლულ კაცთა“ ნაშრომშიც. (ქ. ცხ. 1I, გვ. 394).
  209. აქედან მეორე აბზაცს დასასრულამდე, სიტყვებამდე: “ის გვირჩიეო!“ ფარსადანის მონაცემებია.
  210. აქედან სიტყვებამდე „.. რჩევით შეურიგდა“, შესაძლებელია, მომდინარეობდეს „დიდმოურავიანის, რომელიმე ვრცელი ვარიანტიდან. არ არის გამორიცხული აგრეთვე, რომ მისი წყარო იყოს სრულიად დამოუკიდებელი, საიდანაც „პარიზის ქრონიკის“ ავტორი სესხულობს ლუარსაბთან დაკავშირებულ ცნობებს. ამ ნაწყვეტმი დაშვებულია უზუსტობები: მანუჩარ დადიანის გამგებლობის წლებია 1590–1611. 1611–1657 წლებში ტახტზე ლევან დადიანია. 1600-1625 წლებში გურიას მართავს მამია გურიელი. რაც შეეხება ვახტანგ გურიელს, ვახუშტის ცნობით, იგი 1587 წ. გარდაიცვალა. იმერეთის მეფე გიორგის ზეობის წლებია 1604–1637.
  211. აქედან გრძელდება ფარსადანის ცნობები (ს. კაკაბაძის გამ. გვ. 230).
  212. აქედან სიტყვებამდე “სიტყვა შეუთვალა“ არ არის ფარსადანის მიხედვით.
  213. ეს ნაწყვეტი სიტყვებამდე „ყაენისათვის აკოცნინეს“, ვფიქრობთ, არჩილის პოემიდან მომდინარეობს (არჩილიანი, გვ.60).
  214. ეს წინადადება არის ფ, გორგიჯანიძის თხზულებაში, (ს. კაკაბაძის გამ. გვ. 230).
  215. ეს ნაწყვეტი აღარ არის ფ. გორგიჯანიძის თხზულებაში.
  216. ორი აბზაცი სიტყვებამდე „.. ასტარაბათს გაგზავნეს“ არის ფარსადან გორგიჯანიძის მიხედვით (ს. კაკაბაძის გამ. გვ. 230).
  217. ამ ადგილას კვლავ ჩართულია „დიდმოურავიანის“ ცნობა აბზაცის დასასრულამდე.
  218. ამ წლის ცნობა ფ. გორგიჯანიძის მიხედვით იწყება, მაგრამ ფარსადანთან თარიღი არ არის მითითებული. (ს. კაკაბაძის გამ. გვ. 230, 231).
  219. ამ ადგილიდან სიტყვებამდე „... სიცხისაგან უფრო“, „პარიზის ქრონიკის“ ავტორს რაღაც სხვა წყარო შემოაქვს. საყურადღებოა, რომ ეს ჩანართი ცნობაც კვლავ ლუარსაბს უკავშირდება. შემდეგ კვლავ ფარსადანის მონაცემები გრძელდება.
  220. ფარსადანთან „მშვილდის საბლით“ არ არის.
  221. ეს ცნობა ჩანს, სხვა წყაროდან მომდინარეობს. სიტყვებით „ჰონთქარმა ასრე უპასუხა“.. კვლავ ფარსადანს ცნობები გრძელდება.
  222. აქედან შემდეგი აბზაცის შუამდე აიტყვამდე „... და მესამეს დღეს“ კვლავ არ არის ფარსადანის დღეს არსებულ ხელნაწერებში, შემდეგ გორგიჯანიძის ცნობები გრძელდება.
  223. უკანასკნელი ხუთი სიტყვა ფარსადანის თხზულებაში არ არის.
  224. ეს ნაწყვეტი სიტყვამდე „-. შემოიყარნეს" კვლავ ჩართულია ფარსადანისეულ თხრობაში.
  225. ფ. გორგიჯანიძესთან არის „ბარდას მივიდა“ და ეს ანბვები ყაენს მისწერა.
  226. აქედან სიტყვებამდე „... შემოწირეთო“ ფ. გორგიჯანიძის თხზულებაში შედარებით მოკლედ არის. თუმცა შესაძლებელია, რომ „პარიზის ქრონიკის“ ავტორი ფარსადანის ნაშრომის უფრო სრულ ვარიანტს იცნობდეს. ამას ერთგვარად მხარს უჭერს მომდევნო ცნობაც, რომელიც ფარსადანთან ასე იკითხება: „ბაინდურ ერისთავი, ქართლის მეფის ბაგრატის, ალი-ყული-ხანთან იყო“ ... „პარიზის ქრონიკის“ მიხედვით: „ბაინდურ ერისთავი ქართლის მეფის ბრძანებით ლაშქრით ალი-ყული-ხანთან იყო“.
  227. ფარსადან გორგიჯანიძე თარიღს არ უთითებს.
  228. ჯარჩი – მაუწყებელი, გამომცხადებელი.
  229. დაუდ-ხანის შვილის ბაგრატის მეფობის წლებია 1616–1619. „პარიზის ქრონიკის" შემდგენელი ყველა თარიღს არ უთითებს.
  230. ამ ადგილიდან „პარიზის ქრონიკაში“ იწყება როსტომ მეფის 1648 წლის სიგელის ცნობები.
  231. სიგელში „ბოლნისს“ არ არის.
  232. სიმონ II (1616–1631) – ქართლის მეფე.
  233. უკანასკნელი რამდენიმე სიტყვა სიგელში არ არის.
  234. სიგელის მიხედვით, უნდა იყოს „კახეთს პატრონობდა“.
  235. სამი წინადადება „დიღმოურავიანიდან“ უნდა მომდინარეობდეს (პ. იოსელიანის გამ., 34), შემდეგ გრძელდება სიგელის ცნობები.
  236. ეს ერთი წინადადება ჩართულია სიგელის ცნობებში.
  237. სიგელში თარიღი არ არის მითითებული.
  238. ძირითად წყაროშიც არის „სინათლეცა ჰქონდა“.
  239. სეფი I (1629–1642) – ირანის შაჰი,
  240. სიგელშია „ჩემი ძმისწული“,
  241. ამ ცნობასთან დაკავშირებით თეიმურაზ ბაგრატიონი შენიშნავს: „სხვანი მეისტორიენი საქართველოსანი ამას აღარ ამტკიცებენ, რომ ბატონის მეფის თეიმურაზის შეტყობით და ან იმისის განზრახვით მოკლულ იქნა სვიმონ ქართლს ბატონად წოდებული. თვითონ არჩილ მეფე, რომელიც უფრო ახლო ნათესავი იყო იმ სვიმონისა, ის დასწერს თეიმურაზის ცხოვრებას, |რომელიც) გალექსილი არის ვრცლად, ის ასე სწერს: „მეფის თეიმურაზის შეუტყობლად მოკვდა ბატონი სვიმოზ“. ვახუშტიც აგრეთვე დასწერს და სხვანი მის ჟამისა და შემდგომი მეისტორიენი“ (ა. ტუღუში, თ. თოდუა, თეიმურაზ ბაგრატიონის უცნობი მინაწერები). (ვახუშტი, ქ. ცხ. IV, გვ. 437).
  242. სიგელშია „ჩ“ნი საბატონო ჩ“ნ გვბოძა“., როსტომ მეფის ტახტზე ასვლის თარიღი არაზუსტად არის ნაჩვენები როსტომი უნდა გამეფებულიყო 1633 წელს: (იხ, გ. ალასანია, ქათიბ ჩელების ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, თბ, 1978, გვ.88, 89.)
  243. კვლავ ფ. გორგიჯანიძის ცნობებია.
  244. ფ. გორგიჯანიძის თხზულებაშია მელიქ სადათ (გვ. 240).
  245. საფურცლეს ნაცვლად ფარსადანთან არის „დიღვამს“ (ს. კაკაბაძის გამ. გვ. 240),
  246. ფარსადანთან „დიღვამით აიყარა და გორს მივიდა“ (ს. კაკაბაძის გამ. გვ. 240).
  247. ფარსადანთან არის: „ბატონი თეიმურაზ გორით აიყარა და ქვიშხეთს მივიდა“ (ს. კაკაბაძის გამ. გვ. 240).
  248. ფ. გორგიჯანიძესოან არ არის სიტყვა „პერანგაზე“.
  249. ეს აბზაცი როსტომის სიგელის მიხედვით არის.
  250. გრძელდება ფ. გორგიჯანიძის ცნობები.
  251. აქედან მეორე აბზაცის დასასრულამდე არც ფარსადანთან არის და არც როსტომის სიგელში, დათუნა ერისთავის სიკედილი ვახუშტის მიხედვით 1634 წლით თარიღდება (ვახუშტი ქ. ცხ. IV, გვ. 594).
  252. ეს ცნობა ფ. გორგიჯანიძის მიხედვით არია. მისი თარიღია ტკე (1637): იგულისხმება 1635 წლის მოვლენები,
  253. ფარსადანთან –- „ორი ათასი თუმანი“ (ს. კაკაბაძის გამ. გვ. 245).
  254. კვლავ როსტომის სიგელის ცნობებია,
  255. სიგელში თარიღი არ არის.
  256. გრძელდება ფ. გორგიჯანიძის ცნობები (ს. კაკაბაძის გამ. გვ: 256).
  257. ეს ოთხი სიტყვა ფარსადანთან არ არის.
  258. იმერეთის მეფე ალექსანდრე (1637-1660)
  259. აბას II (1642-1666) – ირანის შაჰი,
  260. ფარსადანთან არის ჯერ ალავერდი, შემდეგ ალონი და შემდეგ გრემი (ს. კაკაბაძის გამ. გვ. 261).
  261. ვახტანგ V შაჰნავაზი (1658-1676) – თეიმურაზ მუხრან ბატონის ძე, როსტომ მეფის შვილობილი.
  262. ეს წინადადება ფარსადანთან არ არის, ზუსტად ასეთივე ცნობაა ვახუშტისთან (ქ. ცხ. IV, გვ. 905).
  263. ფარსადანის ნაშრომში არ არის მითითებული თარიღი.
  264. როგორც ს. კაკაბაძესაც აღნიშნული აქვს, ამ ადგილას ფარსადან გორგიჯანიძის ხელნაწერს აკლია, ჩანს, ეს ნაკლული ტექსტი შენარჩუნებული აქვს „პარიზის ქრონიკას“.
  265. გრძელდება ფარსადანის „ცნობები (ს კაკაბაძის გაქ.გვ. 270).
  266. ვახუშტის ცნობით, ეს 1660 წ. მოხდა (ქ. ცხ. IV, გე. 448) –– ტ“მჱ,
  267. ჩანს, უფრო სწორია ტ”მჱ (1660 წ.) (ვახუშტი, ქ. ცხ. IV, გვ. 906). სიტყვებამდე „მეფეთ აკურთხეს“ არ არის ფარსადანის მიხედვით. შემდგენელი სხვა წყაროთი სარგებლობს.
  268. კვლავ ფ. გორგიჯანიძის ცნობები გრძელდება.
  269. ბაგრატ IV (1660-1681) ინტერვალებით მეფობდა იმერეთში.
  270. ვახუშტის ცნობით, ტმთ (1661). ცნობა აბზაცის დასასრულამდე არ არის ფ. გორგიჯანიძის მიხედვით.
  271. აქედან კვლავ ფ. გორგიჯანიძის მონაცემებია.
  272. შაჰნაზარ-ხანი, ვახტანგ V-ის ძე. მეფობდა ხან იმერეთში, ხან კახეთში (1661–1699).
  273. ფ. გორგიჯანიძესთან არის: „ზოგნი ხორასანს და ყანდაჰრს გააბარეს“.
  274. ჩანს, უნდა იყოს ტ“ნბ (352) – 1664 წ.
  275. მომდევნო ცნობები ფ. გორგიჯანიძის თხზულების ხელნაწერებში აღარ არის. ს. კაკაბაძე შენიშნავს: „აქ დედანს უნდა აკლდეს, თუმცა ჩვენს ხელნაწერში ტექსტი გაბმით არის წარმოდგენილი“,
  276. თარიღში დაშვებულია შეცდომა. სახლთუხუცესი სეხნია ჩხეიძე ვახუშტის მიხედვით, მოკლეს 1669–ტნზ (357) წელს (ვახუშტი, გვ. 839).
  277. სწორი თარიღია 1666 წელი. აქედან ფ. გორგიჯანიძის ცნობა გრძელდება.
  278. ფ. გორგიჯანიძის თარიღია ტნი. ვახუშტის მიხედვით, ერეკლე კახეთში 1674 წელს ჩამოვიდა (ვახუშტი, გვ. 907).
  279. ამ ადგილას ფ. გორგიჯანიძი თხზულების ხელნაწერს აკლია. შესაძლებელია, „პარიზის ქრონიკა“ კვლავ მის ცნობებს აგრძელებს (ს. კაკაბაძის გამ. გვ. 280).
  280. იმერეთის მეფე ალექსანდრე (1683-90, 1691–95).
  281. ერეკლე I დავითის ძე, ნახარ ალი-ხანი (1688-1703)
  282. გ. პაიჭაძის დასაბუთებით, ვახტანგ V 1676 წლის სექტემბრის ბოლოს, ან ოქტომბრის დასაწყისში გარდაიცვალა (გ. პაიჭაძე, XVII ს-ის ბოლო მეოთხედის საქართველოს ისტორიის ქრონოლოგიის ზოგიერთი საკითხი, „მაცნე“, ისტორიი სერია, 2, 1977, გვ. 89).
  283. 1676 წლის 22 სექტემბრით არის დათარიღებული დომენტი კათალიკოსის გარდაცვალება ბ. ლომინაძის ნაშრომში (მასალები საქართველოს XVII-XVIII ს-თა ისტორიის ქრონოლოგიისათვის, „მასალები საქართველოსა და კავკასიიდს ისტორიისათვის“, ნაკ. 29, თბ., 1951 გვ. 72-73).
  284. თარიღში დაშვებულია შეცდომა. უნდა იყოს ტ“ო - 1682 წ. როგორც ვახუშტისთან (ვახუშტი, გვ. 907).
  285. უნდა იყოს ტ“ოა (1683) (ვახუშტი, 907), „პარიზის ქრონიკის“ გადამწერი შეცდომას უშვებს.
  286. გიორგი XI, შაჰნავაზ LI, ქართლის მეფე (1677-1688), (1703–1709).

პუბლიკაცია

edit

1830

edit
 
 

1830 წელს მარი ბროსემ პარიზში გამოაქვეყნა XVIII საუკუნის I ნახევრის ქართული ანონიმური საისტორიო თხზულება, რომელშიც აღწერილია 1373-1683 წლების ისტორიული მოვლენები. ქრონიკის ერთადერთი არასრული ხელნაწერი ინახება პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

Marie-Félicité Brosset. Chronique géorgienne, Société royale asiatique de France, Paris, 1830

რესურსები ინტერნეტში:

I ვარიანტი

II ვარიანტი

საინტერესოა, რომ ბროსეს პუბლიკაციის ქართული ნაწილი წარმოადგენს ხელნაწერიდან ქართულადვე სხვა გადამწერის მიერ გადაწერილი ტექსტის ფოტოტიპიურ გამოცემას და არა თვით ხელნაწერის ფოტოტიპიურ გამოცემას.

1903

edit

1903 წ. ზ.ჭიჭინაძემ ხელმეორედ გამოსცა "პარიზის ქრონიკა".

პარიჟის ქრონიკა ანუ ცხოვრება საქართველოსა და დიდი მოურავის ამბები - გადმობეჭდილი უკლებლივ 1829 წელს პარისში აკადემიკის მარი ბროსეს-მიერ გამოცემულის დედნიდამ - მეორე გამოცემა ზ.ჭიჭინაძისაგან - თბილისი - 1903.

რესურსები ინტერნეტში:

http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/214118

1980

edit

1991 წ. გიული ალასანიამ გამოაქვეყნა "პარიზის ქრონიკის" ტექსტი და დაურთო მას ვრცელი გამოკვლევა და კომენტარები:

"ცხოვრება საქართველოისა" (“პარიზის ქრონიკა") - ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო გიული ალასანიამ - საქართველოს ისტორიის წყაროები 21 - ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები II - თბილისი - 1990

1991

edit

1991 წ. გიული ალასანიამ გამოაქვეყნა "პარიზის ქრონიკის" რუსული თარგმანი და დაურთო მას ვრცელი გამოკვლევა და კომენტარები:

70. Парижская хроника - Перевод Г.Г.Аласаниа - საქართველოს ისტორიის წყაროები 70 - Памятники Грузинской Исторической Литературы IX - თბილისი - 1991

რესურსები ინტერნეტში:http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/3255/1/ParijskaiaXronika.pdf