"ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი" (1849)




ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები







დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი - "ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი"




პუბლიკაციები

edit

1849 - ქართლის ცხოვრება - ნაწილი I - მარი ბროსეს რედაქციით


ტექსტი

edit
"ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი"


[236] ნვ. ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი, გიორგის ძისა,
რომელი იყო სამდსოცდამეათვრამეტე შჳლი შჳლთაგანი დავით წინასწარმეტყველისა,
რომელსა ეწოდა ხცდდსფსდფდსფდსფსსდდსცდსფდსფდდავით-აღმაშენებელი:
ესე იყო მეფე ქართლისა და აფხაზსდცსხცრგწრწეთსისა ორმეოცდამეათექუსმეტე:

ამისა შემდგომად მოვიდა სულტანი მალიქ-შაჰ, მოადგა სამშვილდესა, და წარიღო, და იოანე, ძე ლიპარიტისი, ტყვე ჰყო, მოაოჴრა სომხითი და წარვიდა: ხოლო ამასვე წელსა მოვიდა სარანგი, ძალითა სულტანისათა, ჩამოდგა სამშვილდის ბარს, და მივიდეს ლაშქარნი გიორგი მეფისანი, შეიბნეს ფარცხისს, სძლეს სპათა გიორგისთა და იოტნეს სპარსნი, და რამეთუ დიდი ძლევა მოსცა ღმერთ-მან გიორგის, წარვიდა მეფე გიორგი მამულსა თჳსსა, ტაოს, და მოვიდა ბანას: ხოლოდსდდფდსდსფსდდფდფსფსფსფდსსდფდსფდსდ მუნ მოვიდა წინაშე მათსა ზორვარი აღმოსავალისა, გრიგოლი ბაკურიანის ძე, რომელსა ჰქონდეს ოლთისნი, და კარნუ-ქალაქი, და კარი, და დიდად განიხარეს და განისვენეს: და მოსცა გიორგი მეფესა კარის ციხე-ქალაქი და მისი მიმდგომი ქუჱყანა, და განიყარნეს: ხოლო მეფე-მან გიორგი-მ დაუტევნა კარსა აზნაურნი შავშნი, და წარმოვიდა შინა: ხოლო განძლიერებასა თურქთასა დაუტევნეს ბერძენთა ქვეყანანი მათნი, ციხენი და ქალაქნი, [237] რომელ აღმოსავლეთს ჰქონდეს, და წარვიდეს. რომელნიცა აიხუნეს თურქთა, და დაემკვიდრნეს მას შინა: და ვინათგან მეზობლობით მოეახლნეს საზღვართა ჩვენთა, განმრავლდა შიში და ჭირი მათი ჩვენ-ზედა. რამეთუ მიერით-გან იწყეს რბევად, ტყვენვად და მოოჴრებად, წვად, სრვად, და ტყვეობად ქრისტიანეთა:

რამეთუ მათ ჟამთა გიორგი მეფესა ყველს გარე-მდგომსა, დაესხნეს უგრძნეულად თურქნი დიდნი, რომელთა თავადი იყო აჰმად, ამირა ძლიერი და მაგრად მოისარი, რომელსა მას ოდენ ჟამსა აღეღო კარი: მოვიდეს ესენი შინა, განცემითა ქრისტიანეთათა, აოტეს გიორგი მეფე და სპა მისი ურიცხვი. ხოლო საჭურჭლენი დიდნი, და სამსახურებელნი სამეფოთა ტაბლათანი, ოქროსა და ვეცხლისანი, ბაგრატეულნი სასმურნი, სამწდეონი პატიოსანნი, კარავნი სამეფოთა ყოველთა დიდებულთანი, აიხვნეს იავარად და წარვიდეს: ხოლო გიორგი მეფე წარვიდა მეოტი, აჭარით აფხაზეთად: მათ უკუჱ ლაშქართა, ესე-ვითარითა ალაფითა სავსეთა, მიმავალთა, წინა დაემთხვივნეს ამირანი დიდნი, იასი ვინმე და ბუჟღუბ, და მათ-თანა სიმრავლე ურიცხვი თურქთა, საბერძნეთს მიმავალნი, რომელთა იხილეს-რა ესე-ოდენი სიმრავლე ოქროსა და სიმდიდრისა, რომელი აქუნდა და ცნეს მეოტობა გიორგისი, და ესმაცა მათ-გან, ვითარმედ: „რად წარხვალთ საბერძნეთს. აჰა ქუჱყანა საქართუჱლო, უკაცური და სავსე ესე-ვითარითა სიმდიდრითა:“. ხოლო მათ მყის მოაქცივნეს გზანი მათნი და მოეფინნეს პირსა ყოვლისა ქუჱყანისასა, ვითარცა მკალნი, და დღესა ივანობასა, ასის-ფორნი და კლარჯეთი ზღვის პირამდის, შავშეთი, აჭარა, სამცხე, ქართლი, არგვეთი, სამოქალაქო და ჭყონ-დიდი, აღივსო თურქითა. მოისრა და ტყვე იქმნა ამათ ქუჱყანათა მკვიდრი ყოველი: მასვე ერთსა დღესა დაწვეს ქუთათისი და არტანუჯი, და უდაბნონი კლარჯეთისანი, და დაყვეს ამათ ქუჱყანათა შინა თურქთა ვიდრე მოსლვადმდე თოვლისა: მოჭამეს ქუჱყანა და მოსწყვიდეს, თუ სადღა ვინ დარჩომილ იყო, ტყეთა, კლდეთა, ქვაბთა და ჴურელთა ქუჱყანისათა. და ესე იყო პირუჱლი და დიდი თურქობა. რამეთუ ქრონიკონი იყო ტ: ხოლო თუ ვინმე მთიულეთს, ანუ სიმაგრეთა სადაღა ვინ დაშთა კაცი, ზამთრისა სიფიცხითა, უსახლობითა და შიმშილითა ეგრეცა მოისრა, და განგრძელდა ესე-ვითარი ჭირი ქრისტიანეთა ზედა: რამეთუ არესა თანა გაზაფხულისასა მოვიდიან თურქნი, და მათვე პირუჱლთა საქმეთა იქმოდიან, და ზამთრის წარვიდიან, და არა იყო მათ ჟამთა შინა თესვა და მკა. და მოოჴრდა ქუჱყანა, და ტყედ გარდაიცა. ნაცვლად კაცთა მჴეცნი და ნადირნი ველისანი დაემკვიდრნეს: მათ შინა. და იყო ჭირი მოუ[238]თმენელი ყოველთა ზედა მკჳდრთა ქართლისათა, შეუსწორებელი და აღმატებული ოდესმე ყოფილთა, სმენილთა და გარდარეულთა ოჴრებათასა: ხოლო წმიდანი ეკკლესიანი შექმნეს სახლად ჰუნეთა მათთა, ხოლო საკურთხეველნი ღვრთისანი ადგილად არა-წმიდებისა მათისა. და მღუდელნი რომელნიმე შეწირვასავე შინა საღმრთოსა მსხუჱრპლისასა მუნვე მახვილითა შეწირულ იქმნეს, და სისხლნი მათნი აღირივნეს მეუფისა თანა, და რომელნიმე მწარესა ტყვეობასა მიცემულ იქმნეს. მოხუცებულნი არა შეწყალებულ იქმნნეს, ხოლო ქალწულნი გინებულ, ჭაბუკნი დაკვეთებულ, ხოლო ჩჩჳლნი მიმოდატაცებულ, ცეცხლი უცხო და მბრძოლი, რომლითა მოიწუა შენებული ყოველნი. მდინარენი სისხლთანი, ნაცვლად წყლისა ნაკადულთა, მრწყველნი ქუჱყანისანი, და რათა თჳთ მათ იერემიასთა ვიტყოდე. რამეთუ ამან ოდენ კეთილად უწყოდა ჟამისა ამის ჯეროვანი გოდება ვითარმედ: "ძენი სიონისანი, პატიოსანნი და ბოროტისა გამოუცდელნი, უცხოთა გზათა ტყუეობისათა მოგზაურობენ. ხოლო გზანი სიონისანი იგლოვენ არა ყოფისა-თჳს მათზედა მედღესესწაულეთასა, და ჴელნი დედათა მოწყალეთანი არა საზრდელთა შჳლთა მიცემად მოქმედებენ, არამედ საზრდელ თჳსსა ჰყოფენ თჳთ თჳსთა-მათ საყუარელთა:“ და ესენი ესრეთ, და ფრიადცა უძვირეს:

ამათ-რაჲ საქმეთა ესრეთ-რაჲ ხედვიდა მეფე გიორგი, და რამეთუ არა-სადათ იყო ღონე ხსნისა და შეწევნისა, არცა-რა დამხსნელი ამათ ძჳრთა, რომელ მოეცვა პირი ყოვლისა ქუჱყანისა, რამეთუ ძალი ბერძენთაცა შემცირებულ იყო, და რომელნი ქუჱყანანი მათ აღმოსავლეთს ჰქონდეს ზღვასა გარეთ ყოველი თურქთა დაეპყრა, მაშინ ჰყო განზრახვაჲ დიდებულთა თჳსთა თანა, და დაამტკიცეს წარსლვა მაღალსა სულტანსა მალიქ-შას წინაშე, და ესრეთ დადვა სული თჳსი, და სისხლნი ქრისტეანეთა ხსნისა-თჳს: და მინდობითა ღვთისათა და წარძღვანებითა ძელისა ცხოვრებისათა, წარვიდა ასპანს, ნახა სულტანი და შეწყნარებულ იქმნა მის-გან ვითარცა შჳლი საყუარელი.

რამეთუ იყო კაცი იგი მალიქ-შა, ვითარცა სიდიდითა კიდეთა მპყრობელობისათა შეუსწორებელ, ეგრეთვე სახითა სიტკბოებისათა და სახიერებითა აღმატებულ ყოველთა კაცთასა, რომლისანი მრავალ არიან და სხვანიცა ურიცხუნი საცნაურებანი, მართლ-მსაჯულობანი, მოწყალებანი, ქრისტიანეთა სიყუარულნი, და, რათა არა განვაგრძოთ სიტყვა, ყოვლად უბოროტო-რამე გონება ყოვლითკერძო აქუნდა: ამის-თჳსცა ყოველი სათხოველი აღუსრულა მეფეს გიორგის, უმეტესცა სასოებისა, და სამეფო მისი თავის-უფლ ჰყო ზედა მარბეველთა-გან, და მოსცა კახეთიცა და ჱერეთი, გარნა ხარაჯი ითხოვა სამეფოსა მისისა, რომელსა აიღებდეს ჟამთა მრავალთა: და ესრეთ განდიდებითა, მრავლითა დიდებითა, გამოგზავნა სამეფოდ თჳსად, და წარმოაყოლნა სპანი დიდნი, რათა წარვლონ გზა მშვიდობისა, და რათა აართვან კახეთი: და ჟამსა სთვლისასა მოვიდეს [239] კახეთს, და მოადგეს ციხესა ვეჟინისასა: ვიდრე ჰბრძოდესღა, მოვიდა თოვლი: ხოლო მეფესა გიორგის მოეხსენა ნადირობა აჯამეთისა, არღა-რა ზრუნვიდეს სხვასა, არცა ელოდა აღებასა ვეჟინისასა და კახეთისასა. არამედ ლაშქართა თურქთა, რომელნი ჰყუჱს, მისცა ნიჭად სუჯეთი და ყოველი ქუჱყანა იორის პირისა, კუხეთი, რომელი მოოჴრდა მუნ დღეინდელად დღედმდე: ხოლო თჳთ გარდავლო მთა ლიხთა, და შთავიდა აფხაზეთად:

მათ ჟამთა კახთა მეფე აღსართან წარვიდა მალიქ-შას წინაშე, დაუტევა ქრისტიანობა, და შეეძინა სარკინოზთა სჯულსა, და ამით ღონითა აიღო სულტანისა-გან კახეთი: ამათ ესევითართა ჟამთა არავე დამშვიდნა ქუჱყანაჲ, არცა-რაჲ იქმნა ლხინებაჲ კაცთა, უკეთურებისა-თჳს მკჳდრთა მისთასა, რამეთუ ყოველ-მან ასაკმან და ყოველ-მან პატივ-მან, ყოვლითურთ შესცოდეს ღმერთსა, და მიიქცეს გზათა-გან წრფელთა ყოვლისა მიმართ უკეთურებისა: და ბუნებით მოწყალე და სახიერი ღმერთი ეს-ოდენ განარისხეს, ვიდრემდის თჳთ მოიხადეს განჩინება რისხვისა, ქადებული უსჯულოთა-თჳს, ესაიას მიმართ, მეტყველისა ესრეთ: "ვაჲ ნათესავსა ცოდვილსა. ერი რომელი სავსე არს უსჯულოებითა. კვალით-გან ფერჴთათ ვიდრე თავადმდე, არა არს მას შინა სიცოცხლე, არცა ბრძვილი, არცა შესახვევი.“ და შემდგომნი: "ამის-თჳს ქუჱყანა თქუჱნი ოჴერ, ქალაქნი თქუჱნნი ცეცხლითა მომწვარ, სოფელთა თქუჱნთა უცხო-თესლნი მოსჭამდენ. მოოჴრებულ და დაქცეულ არს ერისა-გან უცხოტომთასა.“ესე ყოველი მოიწია, და თუალითა ჩვენითა ვიხილეთ, და ფრიად უფროს ამათ წარმოთქმულთასა, რამეთუ ვითარმცა ვინ წამოთქუა თჳთოეულად, რათა დღეთა ჩვენთა მოიწია ჭირი: ამას ყოველსა ზედა არავე დასცხრა გულისწყრომა უფლისა ჩვენ-ზედა. რამეთუ არა შევინანეთ, არცა გულის-ხმა-ვყავით, არცა ჯეროვნად მოვიქეცით გზისა მიმართ უფლისა ბრძანებისათა: ამის-თჳსცა ქუჱყანისა მავალთა ბოროტთა ზედა სხუანიცა საშინელებანი ზეგარდამონი, ღვთივ მოვლინებულნი გვემანი, მოიწივნეს ქუჱყანასა ზედა ჩვენსა, რათა არა თქვან მცოდველთა, ვითარმედ „ესე აღძრვანი წარმართთანი არა ცოდვათა ჩუჱნთათჳს იქმნნეს, არცა ღვთისა მიერ მოიწივნესო, არამედ შეცვალებითა-რამე ჟამთათა, და დამთხვევითა აღძრვისა საქმეთათა.“ ამის-თჳსცა დღესა აღვსებასა, თჳთ მას აღდგომასა მეუფისასა, რომელსა შინა სიხარული და განსვენება ჯერ იყო, მოხედნა რისხვით უფალ-მან ქუჱყანასა, და შეძრა ქუჱყანა საფუძველითურთ, ესე-ოდენ სასტიკად, ვიდრემდის მთანი მაღალნი და კლდენი სასტიკნი მყარნი სახედ მტვერისა დაიგალნეს, ქალაქნი და სოფელნი დაირღვიეს, ეკკლესიანი დაეცნეს, და სახლნი დაინთქეს, და დაზულეს, და იქმნეს საფლავ მას შინა მკვიდრთა, რომელთა თანა თმოგვიცა დაიქცა, და დაიპყრნა ქუჱშე კახაბერი, ძე ნიანიასი, ცოლითურთ: და განგრძელდა ესევითარი-იგი რყევა ქუჱყანისა საშინელი განსრულებამდე, ვიდრე წელიწდამდის, რომელსა შინა მოსწყდა სიმრავლე ურიცხვი: მაშინ რისხვასა შინა მოიხსენა წყალობა მან, რომელი "სწავლის [240] ყოველსა შვილსა, რომელი უყვარს, მოაკვდინებს და აცხოვნებს.“ რომელი მზა არს უფროს მამისა მოწყალისა წყალობად: რამეთუ წერილისა-ებრ, "არა-თუმცა უფალ-მან დამიტევა ჩუჱნ თესლი, ვითარცა სოდომცა შევიქმნენით, და გომორელთამცა მივემსგავსენით:“ რამეთუ ამიერით-გან იწყეს ნიავთა ცხოვრებისათა მობერვად, და ღრუბელთა მაცხოვარებისათა აღმოჭვირობად: ვინათ-გან ათ ორ-მეტ წელ ამათ თჳთო-სახეთა ჭირთა განგრძობითა, ბნელსა უკუნსა შინა იწყო აღმოცისკრებად მზე-მან ყოველთა მეფობათა-მან, დიდ-მან, სახელითა უდიდეს-მან, საქმითა სახელ-მოდგამ-მან დავით, ღვთისა მამისა-მან, და თჳთ სამეოცდამეათურამეტე-მან შჳლ-მან ამის დავითისა-მან

დავით, მას ჟამსა რომელი იყო ჰასაკითა ათექუსმეტისა წლისა, ხოლო ქრონიკონი ტთ: ამას მარტოდ შობილსა გიორგის-გან თჳთ მამა-მან დაადგა გჳრგჳნი მეფობისა: უჭეშმარიტესი ითქჳნ თჳთ. " მამა-მან ზე-ცათა-მან პოვა დავით, მონა თჳსი, და საცხებელი მისი წმიდა სცხო:“ და რამეთუ ჴელი მისი შეეწია, და მკლავ-მან მის-მან განაძლიერა იგი, წყალობა და ჭეშმარიტება შეემოსა მას, და უაღრეს ჰყო იგი უფროს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა, ვიდრემდის დასდვა ზღვათა ზედა ჴელი მისი, და მდინარეთა ზედა მარჯვენე მისი: გარნა შრომითა ფრიადითა და ღვაწლითა ძლიერითა, მრავალთა დღეთა შემდგომადცა იქმნა ესე, ვითარცა წინა-მდებარე-მან სიტყვა-მან ცხად ჰყოს:რამეთუ მეფე იქმნა-რა დავით, მოოჴრებულ იყო ქართლი, და თჳნიერ ციხეთა სადამე, არა-სადა იყო სოფელსა შინა კაცი, არცა-რა შენებულობა, მათ ჟამთა შინა: ჰქონდეს თრიალეთი და კლდე-კარნი, და მიმდგომი ქუჱყანა მათი, ლიპარიტსა, და მეფეს დავითს წინაშე იყვის რეცა ერთ-გულად. ეგრეთვე ნიანია კახაბერის ძეცა, და სხუანიცა აზნაურნი მცირედ მცირედ შემოკრიბნა, დაშთომილნი სადამე, და სოფლებათაცა დაიწყეს შთამოსლვად და დასხდომად:“

და იყო მაშინ საზღვარი სამეფოსა მთა მცირე ლიხთა, და სადგომი სამეფო წაღვლისთავი: და ოდესცა ნადირობა უნდის ქართლისა ჭალაკთა, ანუ ნაჭარმაგევს, რომელი ყოვლადვე აღსავსე იყო ირემთა და ეშუთა მიერ, არა პირველ შთავიდიან, ვიდრემდის ცხენკეთილთა მჴედართა მიერ მონახიან, და მაშინღა ჩამოვიდიან ნადირობად:

ხოლო ამა ვითარებასა შინა გარდაჴდა წელიწადი ოთხი. მოკუდა სულტანი მელიქ-შაჰ, და ლიპარიტ ამირა-მან იწყო მათვე მამულ-პაპურთა კვალთა სლვა. რამეთუ ზაკჳდა წინაშე მისსა მოპოვნებად უსჯულოებისა, დაღათუ ქრისტიანე იყო სახითა, გარნა ორ-გულებითა, და სიძულილი პატრონთა გვარისა-გან მოაქუნდა გონებითა, და ვინათ-გან გულის-ხმის-ყოფა არა ინება კეთილისა, და ყოველსა გზასა არა კეთილსა: ამას-რა ესე-ვითარსა ხედვითა მეფე დავით, ინება გაწურთა მისი. ამის-თჳსცა პყრობილ ჰყო იგი ჟამ რა-ოდენმე, რომელი კმა იყო განსასწავლე[241]ლად გონიერისა ვისმე, და ესრეთ მომტკიცებული მრავალთა და მტკიცეთა ფიცთა მიერ, და ერთგულობისა-თჳს ღვთისა შუა-მდგომელად მომცემი, განუტევა იგი, და მითვე დიდებითა ამყოფა, და არა შეუცვალა: რამეთუ კეთილ-მან არა-თუ მართალსა, არამედ არცა-თუ ბოროტსა ადვილად აბრალის, ვინათ-გან სიბოროტედ არა განსწავლულ არს, არცა მეჭველ იყო: ხოლო იგი, ვითარცა ძაღლი, მიექცა ნათხევარსა და ვითარცა ღორი ინწუბა სანგორელსა მწჳრისასა, განაცხადა მტერობა და უკეთურებასა იწვრთიდა საწოლსა ზედა თჳსსა: იხილა-რა მშჳდ-მან და ღვთივ განბრძნობილ-მან მეფე-მან დავით, რამეთუ კუდი ძაღლისა არა განემართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს, მეორესა წელსა კვალად შეიპყრა, ორ წელ პყრობილ ყო, და საბერძნეთს გაგზავნა. და მუნ განეხვა ცხოვრებასა:

ამას ჟამსა გამოვიდეს ფრანგნი, აღიღეს იერუსალემი და ანტიოქია, და შეწევნითა ღმერთისათა. მოეშენა ქუჱყანა ქართლისა, განძლიერდა დავით და განამრავლნა სპანი. და არცა-რა მისცა სულტანსა ხარაჯა, და თურქნი ვერღა-რა დაიზამთრებდეს ქართლს. რამეთუ მოაქამომდე ზამთრისა მოწევნასა თანა ფალანგებითა მათითა ჩამოდგიან ჰავჭალას და დიღომს, ჩაღმართ მტკვრისა, და იორის პირთა, რამეთუ მათი იყო სადგომი: კახეთს მეფობდა კვირიკე, კაცი მეფობისავე თანა მეფე ქმნული ვნებათა ზედა, და ჭეშმარიტი ქრისტიანე: მოსცა ჟამი ღმერთ-მან მეფესა დავითს, და წარუღო კჳრიკეს ციხე ზედა-ზადენი. და ქრონიკონი იყო ტკა: წარემატებოდა დიდებითა და განმარჯვებულობითა. რომელთა თანა ესეცა იქმნა, მოკუდა რატი, ძე ლიპარიტისი, კაცი ორ-გული და ნანდვივე ნაშობი იქედნესი. და ესრეთ დასრულდა სახლი ბაღვივაშთა, სახლი განმამწარებელთა, რამეთუ სვა უკანასკნელი თხლე რისხვისა, სასუმელი ცოდვილთა ქუჱყანისათა, და არღარა-ვინ დარჩთა საყოფელთა მათთა მკვიდრი, რამეთუ აღიხსნა უსჯულოება მამათა მათთა წინაშე უფლისა, და მამული მათი აღიღო მეფე-მან:

შემდგომად წელიწდისა ერთისა მიიცვალა კჳრიკე მეფე, და დასვეს კახთა მეფედ ძმისწული კჳრიკესი აღსართან, და რომელსა არა-რა ჰქონდეს ნიჭნი მეფობისა, არამედ იყო ცუნდრუკირამე, უსჯულო, უმეცრად უსამართლო, და ყოვლად წინა-უკმო მამის ძმისა მისისა:

მას ჟამსა განიცადა მეფე-მან გონებისა თუალითა, და კეთილად გულის-ხმა-ჰყო საქმე რომლითა მოიმადლებდა ღმერთი, და სარგებელი დიდი იქმნებოდა: (გარდაიცვალა კათალიკოზი გაბრიელ საფარელი, და დაჯდა კათალიკოზად იოანე): რამეთუ წმიდანი ეკკლესიანი, სახლნი ღვთისანი, ქვაბ ავაზაკთა ქმნილ იყუნეს, და უღირსთა და უწესოთა, მამულობით უფროს ვიდრე ღირსებით, დაეპყრნეს უფროსნი საეპისკოპოსონი, არა კართა მწყემს-ებრ შესრულნი, არამედ ავაზაკ-ებრ ერდოთ შესრულნი, და მათნივე მსგავსნი ხუცესნი და ქორეპისკოპოსნი დაედგინნეს, [242] რომელნი ნაცვლად სჯულთა ღვთისა პყრობისა, უსჯულოებასა წვრთიდეს მათ ქვეშეთა ყოველთა, და თჳთ სახელითა უფლისათა, და მღუდელთა-გან გამოვიდოდა ყოველი უსჯულოება და ცოდვა, რომელთა თვალი ღვთისა მხედველი ყოველთა, ეს-ოდენ რისხვად აღძრული იყო, ვითარცა ზემორე სიტყვა-მან გამოაცხადა: და რამეთუ არა სწორ არს ცოდვა მღუდელისა და მჴედრისა, არცა ერისა და მღუდელთ-მთავრისა, არცა მწყემსისა და სამწყსოსა, ვითარცა წერილ არს: "მონა-მან რომელ-მან იცოდის ნება უფლისა თჳსისა, და არა განეკრძალოს, იგვემოს დიდად: ამათ უქუჱ ესე-ვითართა დიდთა წყლულებათა კურნებად შემოკრბა კრება. ერი მრავალი, რამეთუ სამეფოსა თჳსისა კათალიკოზნი, მღუდელთ-მთავარნი, მეუდაბნოენი, მოძღუარნი და მეცნიერნი, შემოკრიბნა წინაშე მათსა, ჟამსა და ადგილსა ჯეროანსა, და მრავალ დღე გამოწვლილვითა, და ფრიადითა შრომითა კეთილად გამოიძიეს, და ყოველი ცთომილი განმართეს, კეთილ წესიერება ყოვლითურთ დაამტკიცეს: უღირსად გამოჩინებულნი გარდამოსთხივნეს საყდართა-გან, და შეაჩვენნეს, დაღათუ არა ადვილ იყო ესე: რამეთუ იყუნეს კაცნი მთავართა და წარჩინებულთა შჳლნი, რამეთუ რომელთაცა უწესოდ დაიპყრნეს საყდრები, და მათ-წილ ჭეშმარიტნი მწყემსნი და სათნონი ღვთისანი დაადგინნეს, და ძეგლი შვენიერი ჭეშმარიტისა, სარწმუნოებისა აღწერეს, მიმდგომი და მოწამე წმიდათა ათ-ორ-მეტთა კრებათა. და ესრეთ ყოველნი ნიჭითა სამეფოთა განგზავნნეს, თჳთოეული სახიდ თჳსად: და ესეცა მიმსგავსებულად დიდისა კოსტანტინესსა აღასრულა მეფემან დავით, რომლისა სანაცვლოდ იხილეთ, თუ-რაჲ განაგო ღმერთ-მან გულთ-მეცნიერმან, უძილ-მან მცველ-მან ისრაელისა-მან. რამეთუ ესე აღსართან, კახთა მეფედ ხსენებული, შეიპყრეს ჱერთა დიდებულთა, არიშიან-მან და ბარამ, და დედის ძმა-მან მათ-მან ქავთარ, ბარამის ძე-მან, და მოსცეს მეფესა, და აღიხუნა მეფე-მან ჱერეთი და კახეთი, და ერწუხს ქმნა წყობანი დიდნი, და სმა-განსმენილი-იგი დიდი ძლევა, რომელ მცირედითა ლაშქრითა, და განწირულითა ერითა, დაჴოცნა სულტანისა-იგი სპანი ურიცხუნი, ათაბაგი განძისა, და უმრავლესი კახთა და ქვეყანისა ერი, მტერთავე თანა გარე-მოდგომილი ჩვენ-თანა, ესე-ოდენ ადვილად და მოსწრაფედ ჴელთ უსხნა ღმერთ-მან საკვირველებათა-მან, რომელ ერთი ათ-ასთა არა-თუ სდევდა, არამედ ჴელითა იპყრობდა, და ორთა არა-თუ წარექცივნეს ბევრნი, არამედ სანთლითა თჳთ მათვე ტყეთათ და მთხრებლთათ, ტყვედ მოჰყვანდეს იგინი ყოველნი ქრისტეანენი:

ხოლო თჳთ მეფე არა-თუ ვითარცა სხუაჲ ვინმე ზურგით უდგა ოდენ სპათა თჳსთა, ანუ შორით უზახებდა, ვითარცა ერთი მთავართაგანი ვინმე, არამედ უპირატეს ყოველთა თჳთ წინა უვიდოდა, და ვითარცა ლომი შეუზახებდა ჴმითა მაღლითა, და ვითა გრიგალი მიდამო იქცეოდა, თჳთ გოლიათებრ მიმართებდა, თჳთ მკლავითა მტკიცითა, და ჴმობდა აჴოვანთა. სრვიდა და დასცემდა წინა დამთხვეულთა ყოველთა, ვიდრემდის ფრიადისა ცემისა-გან, არა-თუ ვითარცა ძველსა [243] დავითს ელიაზარის ჴელი ჴრმლისა ვადასა ოდენ დაეწება, არამედ ჴრმლით მისითა უკმომდინარითა სისხლითა წელნი აღსავსე ეტვირთნეს, რა-ჟამს, შემდგომად ომისა, გარდაჴდის და სარტყლისა განხსნისა საცნაურ იქმნა, ქუჱყნად-რა დაითხია ესე-ოდენისა მტკნარისა სისხლისა შეყინებულისა, რომელსა პირველ განხილვისა თჳთ მის-გან ვჰგონებდით გამოსრულად, და მას დღესა სამნი ცხენნი გამოუკლეს, და მეოთხესაღა ზედა მჯდომ-მან სრულ ყო მის დღისა ომი: და ესე მრავლისა-გან ყოვლად მცირედი, და წინა წარმოვთქვით:

ესრეთ რა თჳთ მპყრობელობით დაიპყრა ჱერეთი და კახეთი, და ნებიერად აიხვნა ციხენი და სიმაგრენი მათნი, მზეებრ მიჰფინა წყალობა ყოველთა ზედა მკვიდრთა ქუჱყანისასა. და ვინათ-გან ღმერთი ესრეთ განაგებდა საქმეთა დავითისთა, და წარუმართებდა ყოველთა გზათა მისთა, და მოსცემდა ჟამითი- ჟამად ძლევათა საკვირველთა, და უძღოდა ძალითიძალად, არცა იგი უდებებდა განმრავლებად საქმეთა კეთილთა და სათნოთა ღვთისათა, არამედ სრულითა გული- თა მსახურებდა, და მათ იქმოდა, რომელნი ნებისა ღვთისად დაამტკიცნის, და სათნო ყოფილად მისდა აღუჩნდის, ვითარცა აწ ითქვას: რამეთუ მოიგონა აღშენება მონასტრისა და დაამტკიცა, რომელიცა გამოირჩია მადლ-მან საღმრთო-მან, ადგილსა ყოვლად შვენიერსა და ყოვლითურთ უნაკლულოსა, რომელსა შინა ვითარცა მეორე ცა გარდაართხა ტაძარი ყოვლად-წმიდისა, და უფროსად კურთხეულისა ღვთისა- მშობელისა: რაბამ რამე აღმატებული ყოველთა წინანდელთა ქმნილობისა, რომელი ზესთა ჰმატს შვენიერებასა ყოველთასა, სივრცითა და ნივთთა სიკეთითა, და სიმრავლითა, და მოქმნულობისა შეუსწორებლობითა, რომელსა აწ თანა მოწმედ ჰქონან თვალნი ყოველთა ჴორციელთა მხედველთანი. და აღავსო სიწმიდეთა მიერ პატიოსანთა ნაწილთა წმიდათასა, და წმიდათა ხატთა მიერ და სიწმიდისა სამსახურებელთა ყოვლად დიდებულთა. და სხუათა ნივთთა ძვირად საპოვნელთა: ამათ -თანა დასხნა მუნვე დიდთა და ხვასროვანთა მეფეთა ტახტნი და საყდარნი სასანთლენი და საკიდელნი ფერად ფერადნი იავარად მოხმულნი, და კვალად გჳრგჳნნი, მანიაკნი და ფიალანი და სასუმელნი, რომელნი მოუხვნა მეფეთა არაბეთისათა, რა-ჟამს თჳთ იგინიცა ტყვედ მოიყვანნა, მასვე ტაძარსა შინა შეწირნა ღვთისა, სახსენოდ და სამადლობელოდ ძლევისა -მის საკვირველისა. და მუნვე შემოკრიბნა კაცნი პატიოსანნი ცხოვრებითა და შემკულნი ყოვლითა სათნოებითა, არა თჳსთა სამეფოთა ოდენ შინა პოვნილნი, არამედ ქუჱყანისა კიდეთა, სადათცა ესმა ვიეთმე სიწმიდე სიკეთე და სისრულე, სულიერითა და ჴორციელითა სათნოვებითა აღსავსეობა: იძინა და კუალად გამოიძინა, მოიყვანნა და დაამკვიდრნა მას შინა და მამული ლიპარიტეთი. უმკვიდროდ დარჩომილ იყო სრულიად: სხვათა მრავალთა და სამართლიანთა, უსარჩლესმიუხვეჭელთა სოფელთა თანა მისცნა დედასა ღვთისასა, სამსახურებელად მისსა წინაშე მდგომთათჳს, და უზრუნველი ტრაპეზი განუჩინა, რომელიცა აწ წინა-მდებარე არს ყოვლისა აღმოსავალისა მეორედ [244] იერუსალემად, სასწავლოდ ყოვლისა კეთილისა, მოძღურად სწავლულებისად, სახლად ათინად, ფრიად უაღრეს მისსა საღმრთოთა შინა, წესთა, კანონად ყოვლისა საეკლესიოჲსა შვენიერებისად:

და კვალად სხუა მოიგონა საქმე, შემსგავსებულად მოწყალისა და ტკბილისა ღვთისა, სახისა, კაცთ-მოყუარებისა მისისა: აღაშენა ქსენონი, ადგილსა შემსგავსებულსა და შვენიერსა, რომელსა შინა შეკრიბნა ძმანი, თჳთო-სახითა სენითა განცდილნი, და მოუმზადა ყოველივე საჴმარი მათი, უნაკლულოდ და უხვებით, და განუჩინნა შესავალნი და საღვაწნი მათნი ყოვლადვე: თჳთ მივიდის და მიიხილნის, მოიკითხნის და ამბორს უყვის თჳთოეულსა, ჰფუფუნებდის მამებრ, სწყალობდის და ჰნატრიდის, განამჴნობდის მოთმინებისა მიმართ, მონახის თჳსითა ჴელითა ცხედრები, სამოსლები და საგებელი მათი, პინაკი და ყოველი საჴმარი მათი, მისცის თჳთოეულსა ოქროჲ კმა- საყოფნი და განაკრძალნის ზედა-მდგომელნი მათნი, და განაგის ყოველი საქმე მათი დიდად შვენიერად და ღვთის-მსახურებით:

ხოლო ვიდრე ამა ჟამადმდე ქალაქი ტფილისი, რუს-თავი, სომხითი და ყოველი სამშვილდე, და აგარანი თურქთა აქვნდეს. ხოლო თრიალეთი და კლდე-კარნი ჰქონდეს თევდორეს, ჭყონდიდლისა დის-წულსა, კაცსა გონიერსა და დიდად მყოფსა, რამეთუ მეფე, რა გარდავიდის აფხაზეთად, უმცრორე ეშინოდის თურქთა და მათთა ციხოვანთა: მას ჟამსა მეფე გარდავიდა იმერეთს, და შეკრბეს გიორგი ჭყონდიდელსა, მწიგნობართ უხუცესსა წინაშე, თევდორე, აბულეთი და იოანე ორბელი, და სიმარჯვით მოიპარეს სამშვილდე: მაშინ იქმნა დიდი სიხარული, რამეთუ დღითი-დღე შეემატებოდა საზღვართა სამეფოთა: ცნეს-რა თურქთა აღება სამშვილდისა, უმრავლესნი ციხენი სომხითისანი დაუტევნეს, და ღამე ოვლტოდეს, და ჩვენ- თანა მოითვალნეს იგინი: რამეთუ ვიდრე მოაქამომდე სთველთა ჩამოიარიან თურქთა სომხითი, ყოვლითა ფალანგებითა მათითა, ჩამოდგიან გაჩიანთა, პირსა მტკვარისასა, ტფილისით-გან ვიდრე ბარდავადმდე, და იორის პირთა, და ყოველთა ამათ შვენიერთა ადგილთა საზამთროთა, რომელთა შინა ზამთრის, ვითარცა არესა გაზაფხულისასა, ითიბების თივა, და აქვს შეშა და წყალი უხვებით, და მუნ არს სიმრავლე ნადირთა თჳთო-ფერი, და საშვებელი ყოველი: ამათ ადგილთა შინა დადგიან ხარგაებითა. ცხენისა, ცხვრისა, ჯორისა, და აქლემებისა მათისა არა იყო რიცხვი, და აქვნდათ ცხოვრება სანატრელი: ნადირობდიან, განისვენებდიან და იხარებდიან, და არა იყო ნაკლულევანება მათ- თანა. თჳსთა ქალაქთა ვაჭრობდიან, ხოლო ჩვენთა ნაპირთა არბევდიან, ტყვითა სავსეთა, გაზაფხულისა თანა იწყიან აღმართ სლვად, მთათა სომხითისა და არარატისათა: ეგრეთვე ზაფხულისცა ჰქონდისთ შვება და განსვენება, თივათა და ველთა შვენიერთა, წყაროთა და ადგილთა მწვანვილოვანთა, და ეს-ოდენ დიდ იყო ძალი მათი და სიმრავლე, რომელი ჰსთქუამცა, თუ „ყოველი თურქობა, ყოვლისა ქუჱყანისა აქა არსო“. და არა-ვის -გან მოსაგონებელ იყო ოდესცა მათი [245] გასხმა ანუ ვნება, არცა- თუ თჳთ სულტანისა-გან: ოდეს სამშვილდე და ძერნა აღიღეს, ქრონიკონი იყო ტლ:

მას წელსა მოვიდა ძალი სულტანისა და ყოველი თურქობა, კაცი ვითარ ორ-ასი ათასი, უგრძნეულად სიმარჯვითა, ხოლო მეფე დგა ნაჭარმაგევს, ტაძრეულითა: ჰსცნა-რა მოსლვა მათი მიმწუხრითურთ თრიალეთს, ღამე ყოველ წარვიდა მასლათა, კაცითა ათ-ას ხუთასითა, რამეთუ ესე-ოდენნი დახუდეს მას წინაშე: ცისკარს მოვიდეს თურქნი, იქმნა ბრძოლა ფიცხელი მას დღესა, და შეწევნითა ღვთისათა იძლია ბანაკი მათი. და მიდრეკასა დღისასა მიდრკეს სივლტოლად, ესე-ოდენ ზარ-განჴდილნი და მოსწრაფენი, ვიდრემდის არცა-თუ კარავთა მათთა და ჭურჭელთა მიხედნეს ყოვლად, არამედ მოსწრაფებასა პატივ-სცეს ფერჴთა მათთა უფროს საქონლისა მათისა, და ესრეთ განიბნივნეს თჳსთა ქვეყანათა: ხოლო ესე-ვითარსა საკვირველსა სივლტოლასა მათსა თჳთ მეფე და სპანი მისნი ეს-ოდენ ურწმუნო იქმნნეს, ვიდრემდის არა-ვინ ჰსდევნა ყოვლად, რამეთუ ხვალისა ომი ეგონა: და წარიღო გიორგი ჭყონდიდელ-მან რუს-თავიცა, მეფისა მუხნარს ყოფასა. ქრონიკონი იყო ტლე. რომლისა-თჳსცა დიდად წყენა შეექმნა თურქთა, და რიდობა საზამთროთა ადგილთა დგომისა: რამეთუ მოიმსტვარნის მეფე-მან რომელთა მოსვრა ეგებოდის, და უგრძნეულად დაესხის და მოსწყვიდნის, და ესე არა ერთ, გინა , ორ, ან სამ, არამედ მრავალ-გზის, ვითარცა აწ ერთი ითქვას: რამეთუ ტაოს ჩამოდგეს დიდნი თურქნი ხარგებითა, ვინათ-გან ზამთრისა სიფიცხესა და მთათა სიმაგრეთა მიენდვნეს. ხოლო მეფე-მან მოიჴელოვნა ესრეთ, რამეთუ სპათა ქართლისათა მზაობა უბრძანა, და თჳთ ქუთათისს გარდავიდა, რომლითა უეჭუელ ყვნა იგინი. და თთვესა თებერვალსა აცნობა ქართუჱლთა და მესხთა რათა კლარჯეთს დახვდენ პაემანსა, და თჳთ შიდითა სპითა ხუფთით ჭოროხის პირი წარვლო: შეკრბეს ერთად, უგრძნეულად დაესხნეს მათ-ზედა, უშიშად, გულ-დებითა, მსხდომარეთა ბასიანამდე, და მთად კარნიფორისა. რამეთუ ქრონიკონი იყო ტლვ: მოსრეს სიმრავლე მათი ურიცხვი, და აღიღეს დედა-წული მათი, ცხენები, ცხოვარი, აქლემები და ყოველი ნაქონები მათი, რომლითა აღივსო ყოველი სამეფო მისი ყოვლითა კეთილითა: ამასვე წელსა, ასული თჳსი კატაჲ გაგზავნა საბერძნეთს, სძლად ბერძენთა მეფისა, რამეთუ პირველ ამისსა პირ-მშო ასული თჳსი, თამარი, გაეგზავნა დედოფლად შარვანისა: რამეთუ ვითარცა ორნი მნათობნი , ერთი აღმოსავლეთს, ერთი დასავლეთს, ცისკროვან ჰყოფდენ სფეროსა, მამისა-გან მიმღებელნი მზეებრთა შარავანდედთანი: )

და მეორესა წელსა დაიპყრნა გრიგოლის ძენი, ასამ და შოთა, და აღიღო ციხე გიში, და [246] გაგზავნა ძე თჳსი დემეტრე შარვანს, სპითა ძლიერითა, ლაშქრად. ხოლო მან ქმნნა ომნი საკვირველნი, რომლითა განაკვირვნა მხილველნი და მსმენელნი, გამოიღო ციხე ქალაძორი, და ძლევაშემოსილი მოვიდა წინაშე მამისა თჳსისა, სავსე ალაფითა და ტყჳთა ურიცხვითა:

ხოლო მეორესა წელსა ბზობად წარმოემართა მეფე ღანუჴით, წარსლვად რაჴსის პირსა, და ზატიკი გარდაიჴადა ნაჴიდურს. მუნ მოართვეს ამბავი ბეშქენ ჯაყელისა ჯავახეთს თურქთა-გან მოკულისა, და ამის-თჳს უშლიდეს დიდებულნი მას ჟამსა წარსლვად. და ყოვლად არა მოისმინა, არამედ დაესხა თურქთა, რაჴსის პირსა მდგომთა, და მოსრა სიმრავლე მათი და ურიცხვი, წარმოიღო ტყვე და ალაფი ურიცხვი: ამასვე წელსა აღიღო სომხითისა ციხე-ქალაქი ლორე, და მასვე წელსა, ივლისსა, აღიხვნა აგარანი, მეორესა დღესა, ცის-კარს. რამეთუ პირველცა ესე ციხე აეღო ბაგრატს, პაპასა მისსა, გარნა სამ თვე ბრძოლითა: ამასვე აგჳსტოსსა მოკვდა სულტანი მალიქი, მალიქ-შას ძე, და ალექსი კომნინოს, ბერძენთა მეფე. და ვერა სცნეს ერთ-მან მეორისა სიკუდილი, ქრონიკონი იყო ტლჱ:

ჰხედვიდა-რა მეფე დავით ესე-ოდენთა ზეგარდამოთა ღვთისა მიერ წყალობათა, შეწევნათა, ძლევათა და გამარჯვებათა თჳსთა, და რომელთა ღმერთი მოსცემდა სამეფოთა ქვეყანათა, ქალაქთა და ციხეთა, რამეთუ არა იყო ესე-ოდენი სიმრავლე ლაშქართა სამეფოსა შინა მისსა, რათამცა ქალაქთა და ციხეთა შინა მდგომად და დამჭირველად, და კვალად თჳს-თანა მყოფელად და მოლაშქრედმცა კმა ეყვნეს დაუცხრომელად, და სამარადისოსა მისსა მიმოსლვასა, ზამთარ და ზაფხულ განაღა სადამე ლაშქრობასა.ამის-თჳს შემოიკრიბა გონება, კეთილად და გონიერად, გამგონე, ვითარცა დავით, სულისა მიერ წმიდისა, აღიღო მაღლად თავი თჳსი და მიმოავლო თვალი გონებისა თჳსისა, განიცადა კეთილად და განიზრახა სამეფოთა ცნობითა, რომელი არა კმა იყუნეს მეფობისა მისისანი, თანა მიყოლად კრთომათა და წადიერებათა სულისა თჳსისათა. და მსგავსად ალექსანდრესსა ჰქმნა და ამანცა, სულთ-ითქუნა: რამეთუ ითქმის მის-თჳს, ვითარმედ ფილოსოფოს-მან ვინმე ჰრქვა მას, ვითარმედ: „არიანო მრავალნი და ურიცხუნი სოფელნი, რომელთა არცა-თუ სახელი გასმიეს შენ.“ და მან სულთ-ითქვნა და თქვა: „უკეთუ დამიშთეს ესენი, რაჲ იყოს მპყრობელობა ჩემი“. ამის-თჳსცა ამან მეორე ალექსანდრე განიზრახა, სივრცითა გონებისათა, რამეთუ სხვაებრ არა იყო ღონე: უწყოდა კეთილად ყივჩაყთა ნათესავისა სიმრავლე, სიმჴნე წყობათა შინა, სისუბუქე და მიმოსლვისა, სიფიცხე მიმართებისა, ადვილად დასამჭირვლობა და ყოვლითურთ მომზავებლობა ნებისა თჳსისა, და ამათ-თანა უადვილეს იყუნეს მოსვლად მახლობელობითაცა და უპოვარებითა, და რამეთუ პირველ მრავალთა წელთასა, მიერ მოიყვანა სანატრელი [247] და ყოვლად განთქმული სიკეთითა გუარანდუხტ დედოფალი, შვილი ყივჩაყთა უმთავრესისა ათრაქა, შარაღანის ძისა, სჯულიერად მეუღლედ თჳსად და დედოფლად ყოვლისა საქართუჱლოსა. ამისთჳსცა წარავლინნა კაცნი სარწმუნონი, და მოუწოდა ყივჩაყთა და სიმამრსა თჳსსა: ხოლო მათ სიხარულით მიითვალეს, გარნა ითხოვეს გზა მშვიდობისა ოვსთა-გან. ამის-თჳსცა აიძულა მეფემან წარსლვა ოვსეთს, და სიტყვასავე თანა წარემართა, და თანაწარიტანა გიორგი ჭყონდიდელი, მწიგნობართ-უხუცესი თჳსი, კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა, სულისა და ჴორცთასა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა, განმზრახი, სვიანი, ფრთხილი, თანააღზრდილი პატრონისა, და თანა-განკაფული ყოველთა გზათა, საქმეთა და ღვაწლთა მისთა: შევიდეს ოვსეთს, და მოეგებნეს მეფენი ოვსეთისანი, და ყოველნი მთავარნი მათნი, და ვითარცა მონანი დადგეს წინაშე მისსა. და აიხვნეს მძევალნი ორთა-განვე, ოვსთა და ყივჩაყთა, და ესრეთ ადვილად შეაერთნა ორნივე ნათესავნი, და ჰყო შორის მათსა მშვიდობა და სიყუარული, ვითარცა ძმათა: აიხვნა ციხენი დარიალასა, და ყოველთა კართა ოვსეთისათა და კავკასიისა მთისათანი, და შექმნა გზა მშვიდობისა ყივჩაყთა-თჳს, და გამოიყვანა სიმრავლე ფრიად დიდი, სიმამრი და ცოლის ძმანი თჳსნი არა ცუდად დაშვრა არცა უსაქმოდ მათი გამოყვანება, არამედ მათითა ჴელითა მოსრა სრულიად სპარსეთისა ძალნი, და დასცა შიში და ზარი ყოველთა მეფეთა ქუჱყანისათა, და მათითა თანა- ყოლითა ქმნნა საქმენი დაურწმუნებელნი, ვითარცა ითქვას წაღმართ: ხოლო მაშინ ოვსეთს ყოფასა მიიცვალა გიორგი ჭყონდიდელი, თავადგა სიყრმითგანთა პატრონისა მსახურებათა-თჳს, ) და პატივითა დიდითა წარმოგზავნა მონასტერსა ახალსა, და მუნ დაემარხა, რომელი იგლოვა ყოველ-მან სამეფო-მან და თჳთ მეფე-მან, ვითარცა მამა, და შემოსითა შავისათა, ორმეოც დღე, ვიდრემდის იშვა ვახტანგ, რომლისა ხარებითა დაიხსნა გლოვა: ხოლო ყივჩაყნი დააყენნა ადგილთა მათთა მარჯვეთა დედა-წულითა მათითა, რომელთა თანა იყო წყობად განმავალი რჩეულნი, ორ-მოცი ათ-ასი: ესენი განასრულნა ცხენებითა და საჭურველითა, და კვალად მონანი რომელ ჰყვეს, რჩეულნი და განსწავლულნი ღვაწლსა, ვითარ ხუთი ათ-ასი კაცი, ყოველნი ქრისტეანე ქმნილნი, მისანდონი და გამოცდილნი სიმჴნითა. და თჳთ ყივჩაყნიცა უმრავლესნი ქრისტეანე იქმნებოდეს დღითი-დღე, და სიმრავლე ურიცხვი შეეძინებოდა ქრისტესა: ესენი რა ესრეთ შემოიკრიბნა, და დააწყვნა გვარად გვარად, და დაუდგინნა სპასალარნი და მმართებელნი, და ეგრეთვე თჳსისა სამეფოსა სპანი, რჩეულნი და მოკაზმულნი, ცხენ-კეთილნი და პირშეუქცეველნი, და საშუალ მათსა, თჳთ იგი უმსგავსო სპასპეტი და წინა-მბრძოლი, მიმსგავსებული ძველისა ქაიხოსროსა-თჳს მოთხრობილთა, წინა უძღოდა, და იწყო რბევად სპარსეთისა, შარვანისა და სომხითისა დიდისა. რამეთუ არა დაშვრებოდა, არცა მოეწყინებოდა, არამედ ჟამიერად [248] ერად ალაშქრებდა მათ, მართებდა და განაგებდა მსგავსად მისსა დიდ-გონეობითა, და ვინღამცა წინა-აღმდგომი იყო მისი, და ანუ მიმმართი ომისა მის წინაშე:

რამეთუ დაღათუ წერილ-მან ფრთოვანსა ვეფხსა მიამსგავსა მაკიდონელი-იგი, სიფიცხითა მიმმართველობისა-თჳს, და მსწრაფლ მიმოვლისა ქუჱყანათა შინა, და ჭრელად მრავალფერობისათჳს ქცევათა და განზრახვათა მისთასა, არამედ ჩვენი ესე გჳრგჳნოსანი და ახალი ალექსანდრე, დაღათუ იყო ჟამითა შემდგომი, არამედ არა საქმითაცა, არცა განზრახვითა, არცა სიმჴნით უმცირედ: და თჳთ მათ საქმეთა შინა, რომელთა მძლედ ითქმის ალექსანდრე, არა უმდაბლეს, არამედ მრავლითა უმაღლეს მგონიეს ესე, და რა-ოდენ საწუთოთა და ჴორციელთა შინა იგი მისთა სწორთა და მის-გან და მის ჟამისათა ყოველთა უმაღლეს და უზეშთაეს იყო, ეგე-ოდენ ესე საღმრთოთა და ქრისტეს მცნებათა შინა, ჴორციელთავე თანა მისთა პირველთა ყოველთა ჰმატა: რამეთუ არა ჰსცა ძილი თვალთა, არცა ჰრული წამთა, არცა განსვენება ჴორცთა თჳსთა, არა მიდრკა გემოვნებათა მიმართ, არცა ნებასა ჴორცთასა, არა სასმელ-საჭმელთა, არცა სიმღერასიღოდათა, და რაჲთურთ არა-რა შეაკრელთა ჴორცთა და გონებისათა, გარნა საღმრთოთა და სასულიეროთა ყოველთა დასრულებად და უდებებად მზიდველთა ნებისათა. და განიცადეთღა ოთხთა ამათ წელთა ქმნილნი მისნი, რომელთა მრავალ-გზის მცირედი მეგულების თქმად:

რამეთუ აქუნდეს ჩუეულებად ესე მეფესა, რამეთუ განგებულებით გარდავიდის აფხაზეთად, და ჩამოიტყუვნის თურქმანნი საზამთროთა ადგილთა, პირითა მტკურისათა, რამეთუ მათნიცა მსტოვარნი ზედა ადგიან მეფესა, და იკვლევდიან გზათა მისთა: გარდავიდა მეფე გეგუთს, და მიერ ხუფათს, და ამით გულ-პყრობილ ყვნა იგინი. ქრონიკონი იყო ტმ: ხოლო მათ ცნესრა სიშორე მისი, ჩამოდგეს ბოტორას, დიდნი ფრიად, და დაიზამთრეს. და არა ჰრულოდა მეფესა, არამედ გარდამოიფრინვა თებერვალსა თოთხმეტსა, და უცნაურად დაესხა მათ-ზედა, და ძლით-ვინმე შეესწრა ცხენ-ზედა, და გარდაიხვეწნეს. აღიღეს ტყვე, და ალაფი ურიცხვი: მოვიდეს ღანუჴს, და მასვე შვიდეულსა, პირ-მარხვასა დღესა, აიღო შარვანს ქალაქი ყაბალა, და აღავსო სამეფო თჳსი ოქროთა და ვეცხლითა, და ყოვლითა სიმდიდრითა, და წარმოვიდა ქართლს: და მყის შეიკრიბა სპა და ჩავიდა შარვანს, მაისსა შვიდსა, არბია-ლიჟათათ) ქურდევანამდე და შიშტალანთამდე, და სავსენი ალაფითა მოვიდეს ქართლს:

მათვე დღეთა შეიბნეს შარვანელი და დარუბანდელი, მოკლეს აფრიდონ, და მოსწყვიდნეს შარვანელნი, თთვესა ნოემბერსა: წარვიდა მეფე აშორნას, და დაესხნეს თურქმანთა, მოსრნა და იავარ ყვნა, და წარმოიღო ურიცხვი, ჩამოვლო მგზავრად, და დაესხა სევგელამეჯს, თურქმანთავე, და არა დაუტევა მოტირალი კარავთა მათთა: ესე ერთისა წლისა:

მასვე ზამთარსა ჩავიდა აფხაზეთს, ბიჭვინტამდე, და განაგნა საქმენი მანდაურნი. ღირსნი [249] წყალობისანი შეიწყალნა, შემცოდენი დაიპყრნა და სწვართნა. რამეთუ იყო ზამთარი ძნელი და თოვლი ფრიადი: ხოლო ცნეს რა თურქთა, ვითარმედ შორს არს მეფე, გულ-დებით ჩამოდგეს პირსა მტკვრისასა, გარნა ლომსა არა ჰრცვენოდა, არცა დამხრწველთაგანი რა იმჭირვიდა, არცა ჰრულოდა ომისა-თჳს: წარმოვიდა მსწრაფლ აფხაზეთით, თოვლთა საშინელთა, გარდაათხრევინა მთა ლიხისა, სადა გარდანაკვეთსა თოვლისასა აქუნდა სიმაღლე მჴარი სამი: დახვდა მზად სპა მისი, პირველ ჰამბავისა ქართლისა ცნობამდე, დაესხა სულტანს და აღავსო ლაშქარ-მან მთით მტკუ- რამდე, და გაგთათ ბერდუჯამდე. და მოსრეს პირითა მახვილისათა, და რომელ არა დაუშთათ მთხრობი ჰამბავისა. ქრონიკონი იყო ტმა, თთუჱ იყო მარტი:

ხოლო ვითარცა მოიწია გაზაფხული, განდიდნა მტკვარი ფრიად, რომელ ნადინები მისი ვერღა-რა იტევდა. ამისითა მინდობითა ჩადგეს თურქმანნი ბარდავს, გულ-დებით: მაშინ მონახნა მეფე-მან იგინიცა, და ალონს მტკვარსა გაცურდა ყივჩაყითა, და უჰაზრავს- მას წყალსა, და მოსრნა თურქნი, არბია ბარდავი, და დაყო ორი დღე, და ნებიერად მოვიდა შინა, სავსე ალაფითა. თთვე იყო ივნისი:

ამათ ესე-ვითართა ჭირთა-გან შეიწრებულნი თურქმანნი, და კვალად ვაჭარნი, განძელტფილელ-დმანელნი, წარვიდეს სულტანსა წინაშე, და ყოველსა სპარსეთსა: შეიღებნეს შავად, რომელთამე პირნი, და რომელთამე ჴელები, და რომელნიმე სრულიად, და ესრეთ მიუთხრნეს ყოველნი ჭირნი, მოწევნულნი მათ-ზედა, რომელთა აღძრნეს წყალობად თჳსად, და იქმნა გლოვა ფრიადი შორის მათსა: მაშინ სულტან-მან მოუწოდა არაბეთისა მეფესა დურბეზს, სადაყის ძესა, და მისცა ძე თჳსი მალიქი და ყოველი ძალი მისი, და აჩინა სპასალარად ელღაზი, ძე არდუხისი, კაცნი დაჰმანი და მრავალ-ღონე. და უბრძანა თურქმანობასა სადაღაცა-ვინ იყო, დამასკოთ და ჰალაბით-გან ამოღმართ, ყოველსა მჴედრობად შემძლებელსა, ამათ- თანა ათაბაგსა განძისასა, მისითა ძალითა, და ყოველთა სომხითისა ამირათა. ქრონიკონი იყო ტმა:

შეკრბნეს ესე ყოველნი, შეითქუნეს, შეიმტკიცნეს, სიმრავლითა ვითარცა ქვიშა ზღვისა, რომლითა აღივსო ქვეყანა, და აგვისტოსსა ათვრამეტსა მოვიდეს თრიალეთს, მანგლისს და დიდგორთა, რომელ თჳთ ფერჴთა ზედა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილთა: ხოლო მეფე-მან დავით, უშიშ-მან და ყოვლად უძრავ-მან გულითა, თუ ვითარ წინა განაწყო სპა მისი, და თუ ვითარ ყოველი საქმე შვენიერად და ღონიერად ჰყო: რაბამ რამე წყნარად, უშფოთველად და გამოცდილებით, და ყოვლად ბრძნად განაგო, და თუ ვითარ თჳსნი სპანი დაიცვნა უვნებელად, ამათ ყოველთა თჳს ვგონებ, რომელ ყოველთა ბრძენთა სოფლისათა ენა ვერ შემძლებელ არს მითხრობად ზედ-მიწევნით ყოველსავე:

რამეთუ პირველსავე ომსა იოტა ბანაკი მათი და ივლტოდა, რამეთუ ჴელი მაღლისა შეეწე[250]ოდა, და ძალი ზეგარდამო ჰფარვიდა მას, და წმიდა მოწამე გიორგი განცხადებულად, და ყოველთა სახილველად წინა-უძღოდა მას, და მკლავითა თჳსითა მოსრვიდა ზედამოწევნულთა უსჯულოთა- მათ წარმართთა, რომელ თჳთ იგი უსჯულონი და უმეცარნი მოღმართ აღიარებდეს, და მოგვითხრობდეს სასწაულსა ამას მთავარ-მოწამისა გიორგისსა. და ვითარითა ღონითა მოსრნა სახელოვანნი-იგი მებრძოლნი არაბეთისანი, და ანუ მეოტთა ვითარ სიმარჯვითა და განკრძალულად ჰსდევნნა და მოსრნა. რომლითა აღივსნეს ველნი, მთანი და ღელენი, მძორებითა: ხოლო სპანი ჩვენნი, და უფროსად ყოველი სამეფო, აღივსო ოქროთა და ვეცხლითა, არაბულითა ცხენებითა, ასურულითა ჯორებითა, კარვებითა, სრა-ფარდაგებითა, სხვითა უცხოთა ჭურჭლებითა საბრძოლველთა თჳთო-სახეთათა, ქოსთა და ფილაკავანთათა, სასმურთა, ტურფათა და სანადიმოთათა, საბანელთა და სამზარეულოთათა, რა-ოდენმან ქარტა-მან და მელან-მან დაიტიოს აღწერად, და რამეთუ გლეხთა იხილემცა, ოდეს არაბთა მეფენი მოჰყვანდეს ტყვედ. და სხუათა გოლიათთა-თჳს რადღა-რამცა გვინდოდა თქმად:

ხოლო ამად რა თხრობად მოვიწიე, ვაებისა ღირსად შევრაცხენ დიდნი-იგი და სახელოვანნი გამომეტყველნი: ვიტყვი უკვე უმიროზს, არისტოვლის, ელლინთა, ხოლო იოსიპოს ებრაელსა, რომელთაგან-მან ერთ-მან ტროადელთა და აქეველთა-მან შეამკუნა თხრობანი. თუ ვითარ აღამემნონ, და პარჟამო ანუ აქილევი, და ეკტონ, მერმეცა უდისეოს და ფირესტე, ეკვეთნეს, და ვინ ვის მძლე ექმნა; და მეორემან ალექსანდრესნი წარმოთქუნა მძლეობანი, სიმჴნენი და ძლევა შემოსილობანი. ხოლო მესამე-მან ვესპასიანე ტიტოასმიერნი მეტომეთა თჳსთაზარნი, ჭირნი მისცნა აღწერასა: და ვინათ-გან ამათ ნივთნი საქმეთანი არა ჰქონდეს კმად მისათხრობელად, ამის-თჳსცა მის ჴელოვნებისა რიტორობისათა განავრცელნეს, ვითარცა იტყვის თჳთ სადამე ალექსანდრიელი. „არა დიდ იყავ აქილევი, არამედ დიდთა მიემთხვია მაქებელსა უმიროზ“. რამეთუ ოც და რვა წელ განგრძობასა ტროადელთა ბრძოლისასა, ვერა-რა ღირსი ქებისა იქმნა: ხოლო მეფისა დავითისი ესე-ოდენთა მიმართ წინა-განწყობა სამ ჟამამდი იყო, და ვერცა პირველსა ომსა შეუძლეს წინა-დადგომად. ჰქონებოდესმცა ამათ ბრძენთა თხრობათა ნივთად საქმენი დავითისნი, და მათმცა აღწერნეს ჯეროვნად მათისა-ებრ რიტორობისა მსგავსად, და მაშინღამცა ღირს ქმნილ იყუნეს ჯეროვანსა ქებასა. და ესენი ესე-ოდენ:

ხოლო მეორესა წელსა აიღო მეფე-მან ქალაქი ტფილისი, პირველსავე ომსა, ოთხ ას წელ ქონებული სპარსთა, და დაუმკვიდრა შჳლთა თჳსთა საჭურჭლედ, და სახლად თჳსად საუკუნოდ. ქრონიკონი იყო ტმბ:

და მეორესა წელსა მოვიდა სულტანი შარვანს: შეიპყრა შარვანშა, აიღო შამახია და მოუგზავნა მოციქული მეფისა წინაშე, და მოუწერა წიგნი, და მორჰქვა, ვითარმედ: „შენ ტყეთა მეფე [251] ხარ და ვერა- ოდეს გამოხვალ ველთა: ხოლო მე ესე-რა შარვანშა შევიპყარ ჴელთა, და ხარაჯასა ვითხოვ: შენ თუ გენებოს, ძღვენი ჯეროვანი გამოგზავნე, და თუ გინდა სამალავთათ გამოვედ და მნახე“. ხოლო ესმა-რა ესე მეფესა, მსწრაფლ ჴმა უყო ყოველთა სპათა მისთა, და ბრძანებასავე მისსა თანა მოვიდეს წინაშე მისსა ყოველნი სამეფოსა მისისანი, და წარემართა სულტანსა ზედა: და ყივჩაყნი ოდენ ათვალულ იყვნეს მაშინ, და იყო შემბმელი კაცი ორ-მოცდაათი ათ ასი: და ეუწყა-რა სულტანსა ზედა-მისლვა და ძალი, და სიმრავლე სპათა მისთა, და განჰკრთა, აიყარა ველთათ, სადა დგა, და მსწრაფლ შევიდა ქალაქად, და გარემოიზღუდა ერთ-კერძო სხრტითა და ხანდაკებითა, და სხვით-კერძო ზღუდითა ქალაქისა შამახიისათა: ხოლო ცნა-რა ესე მეფე-მან, არღა-რა ჯერ -უჩნდა ზედა-მისლვა მლტოლვარისა, არამედ დავარდა მიწასა ზედა, და მადლობა შესწირა ღვთისა სახიერისა და კაცთ-მოყუარისა, და ადგილობანსა დადგა:

მაშინ სულტან-მან მრავალთა მიერ ვედრებათა და ძღვენთა და მუდარითთა შეთვლილობათა, ვითარცა მონა-მან ჭირვეულ-მან, არღა ძღვენი ანუ ომნი ითხოვნა, არამედ გზა სამლტოლვარო, ფრიად -რამე სიმდაბლით, და არა სულტანურად, შეიწრებულ-მან შიმშილითა და წყურილითა მრავალ დღე: მასვე დღესა სულტანსა წინაშე მიმავალი ათაბაგი რანისა აღსუნღული, ძალითა მრავლითა, მოსრეს მონათა მეფისათა, ვითარ ოთხი ათ-ასი კაცი, და იგი ოდენ მარტო, მეოტი, ძლით მივიდა სულტანსა წინაშე: იხილა-რა ესე სულტან-მან, მასვე ღამესა გაიპარა, და სასდუნით მეოტი, სხვით გზით წარვიდა სოფლად თჳსად, და ესრეთ ძლევა-შემოსილი და მმადლობელი ღვთისა შემოიქცა მეფე:

და მცირედთა დღეთა განისვენა ამთენს. და მეორესა თთუჱსა, ივნისსა, კვალად წარვიდა შარვანს, აღიღო გულისტანი, სახლი თავადი შარვანისა, სიცხეთა მათ საშინელთა, მოირთო შარვანი, და აღავსნა კეთილითა ყოველნი მორჩილნი ბრძანებათა მისთანი: წარმოვიდა ქართლად. ხოლო სთველთა გადავიდა გეგუთს, ინადირა, განისვენა, განაგო მანდაური ყოველი, და მარტსა გარდამოვიდა ქართლად,. და აღიღო ქალაქი დმანისი: და აპრილსა დაესხნეს შაბურანს, დარუბანდელსა, და მოსწყვიდნეს ქურდნი, ლეკნი და ყივჩაყნი დარუბანდელისანი, და აღიხვნეს ციხენი ღასანნი და ხოზაონდი, და მიმდგომი მათი ქუჱყანა: და მყის აღისრბოლა ვითარცა არწივმან, და მაისსა აღიხვნა ციხენი სომხითისანი, გაგნი, ტერონაკალი, ქავაზინნი, ნორიბედი, მანასგომნი და ტალინჯაქარი: და ივნისსა წარემართა ლაშქრითა, განვლო ჯავახეთი, კოლა, კარნიფოლა, ბასიანნი, სპერამდინ, და რაცა ჰპოვა თურქმანნი, მოსრა და ტყვე ჰყო: ჩამოვლო ბუიათაყური და [252] დაწვნა ოლთისნი, და მოვიდა თრიალეთს, დიდითა გამარჯვებითა, და მცირედნი დღენი შუა გამოჴდეს, და განიყარა ლაშქარი თჳს თჳსად:

და აგჳსტოსსა ოცსა მოვიდეს მწიგნობარნი ანელთა თავადთანი, და მოახსენეს მოცემა ქალაქისა და ციხეთა, ბოჟანას წყაროთა ზედა მდგომსა, და მსწრაფლ წიგნები წვევისა წარსცა ყოველთა, და მესამესა დღესა სამ-ოცი ათასი მჴედარი წინაშე უდგა: წარემართა, და ვითარცა მიიწია, მესამესა დღესა, აიღო ქალაქი ანისი, და ციხენი მისნი უჭირველად, და სოფელნი და ქვეყანანი ანისისანი, და წარიყვანა ბულასვარ, რვათა ძეთა მისთა თანა, და მჴევალთა და სძალთა, და ჩაგზავნა აფხაზეთს, და ანისისა მცველად დაუტევნა აზნაურნი მესხნი, და წარმოვიდა ქართლად: და მცირედთა დღეთა მოუსვენა სპათა თჳსთა, და მერმე წარემართა შარვანს, და აღიღო ქალაქი შამახია, და ციხე ბიგრიტი, სრულად ყოველი შარვანი, და დაუტევნა ციხეთა და ქალაქთა შინა ლაშქარნი დიდნი, ჱერნი და კახნი, და განმგებელად და ზედამხედველად ყოველთა საქმეთა მანდაურთა აჩინა მწიგნობართ-უხუცესი თჳსი სჳმონ, ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოზი, მაშინ ბედიელ-ალავერდელი, მიმსგავსებული გიორგი, დედის ძმისა თჳსისა, კაცი ყოვლითურთ სრული და ბრძენი: და განაგო მეფე-მან ყოველი საქმე შარვანისა, აღავსნა კეთილითა საბოძვრითა ქურდნი, ლეკნი და თარასნი, მოვიდა ქართლად: და ყივჩაყთა თჳსთა უჩინა საზამთროდ სადგური, და საზრდელი, კაცნი ზედა-მდგომნი მათნი, და განაგო ყოველი საქმე ქართლისა, სომხითისა და ანისა,) და ეგულებოდა გაზაფხულ ქმნა დიდთა საქმეთა და უფროსთა ლაშქრობათა, ვინათ-გან არა-ვინ წინა-აღუდგა მას, და რამეთუ თჳთ სულტანი მუნ, სადა იყო, ძრწოდა შიშისა-გან მისისა: და არცა თჳთ ძუელად ქონებულთა ქალაქთა და ქუჱყანათა, გონებდა თჳსად ქონებად, არამედ რაო-დენცა შორს იყო, ეგრეცა ეოცნებოდა მძინარესა შიში, და მღვიძარესა სიკუდილი: ამის-თჳსცა ზედას-ზედა წარმოავლენდის მოციქულთა, ძღვნითა, და მშვიდებად პირსა მისსა, და რამეთუ წარმოსცნის საჭურჭლენი მძიმენი, ტურფანი, მრავალ-ფერნი, მფრინველნი და ნადირნი უცხონი და ძვირად საპოვნელნი, და ეძიებნ მშვიდობასა და სიყუარულსა, და ყივჩაყთაგან არა რბევასა. ამის-თჳსცა არა-რას მიხედვიდეს წარსაგებელთა სიმრავლესა, ოდენმცა მუნ თჳთ სადა იყვის იპოვის მშვიდობა და სიცოცხლე თავისა თჳსისა: და ვჰგონებ, ვითარმედ მამათა და პაპათაგან წაღებულნი ქუჱყანანი, ტყვენი და სიმდიდრენი, მრავალწილად უკუმოიზღნა ამან მჴნე-მან, და დაამშვიდნა ქუჱყანა: აღივსო და გარდაეცა ყოვლითა კეთილითა, განავსო და აღაშენა ყოველი ოჴერ ქმნილი, და გარდაემატა ყოველთა ჟამთა მშვიდობითა და სიმდიდრითა სამეფო ჩვენი, ნაცვლად გარდასრულთა ოჴრებათასა: ესე-ვითარნი უკუჱ არიან მეფობრივთა და მიმოსლვათა მისთა, წყობათა და ღვაწლთა, ძლევათა და წარმართებულებათა, და პყრობათა და ახუმათა დიდთა[253] მათ და მრავალთა სამეფოთა და სამთავროთა მოთხრობანი, და საქმენი, რომელნი მან ქმნნა და აღასრულნა, რომელნი ჩვენ მცირედითა და ყოვლად კნინითა სიტყვითა წარმოგვიჩენიან, დიდთამათ და მითხრობად შეუძლებელთა საქმეთა მისთა-გან, და ბრჭალთა-გან ლომსა, და ფესვისა მცირისა ყოვლისა ქსოვილისა ვითარებასა, საცნაურ ყოფად ვმეცადინობთ, ვითარცა აჩრდილისა-გან კაცსა, რომელნი-ესე შეუძლებელ არიან ყოფად:

ხოლო ჴორციელთა საქმეთა ესრეთ მოქმედისა-გან უკეთუ ვიეთმე ჰგონონ, ვითარმედ რადღამცა მოეცალა საღმრთოთა და სულიერთა სათნოებათა მიმართ მიხედვადმცა და მოგონებად, არათუ ქმნად, ვინათ-გან ფრიადცა კმა არიან ესენი ერთისა ჴორცთა შინა მყოფისა კაცისა ქმნადცა და წარმართებად, და თუ სადათ პოვა სამეფო თჳსი სიმდაბლედ შთასრული, და თუ სადა სიმაღლედ აღიყვანა, და თუ სადა დასხნა საზღვარნი, და ძლეულნი ვითა მძლედ გამოაჩინნა: ამათნი მგონებელნი, ნუ უკუჱ არა იბრალნენ, არამედ ეუწყენ მათ, ვითარმედ, უკეთუ ამათ პირთა-თჳს ვინმე გამოიძიოს, და ზედა-მიწევნით ვინ ცნობა ინებოს, კნინღა და ესე ჴორციელნი საქმენი წარმოთქმულნი ფრიად უნდო და არა-რად პოვნეს, ვითარცა ნამდვილვე მცირედი და სასაწუთონი დადგრომადთა -მათ-თანა მტკიცეთა და საუკუნოდ ღმერთ-მყოფელთა მისთა საქმეთა, რომელთა-იგი უმეტეს ამათსა მათ მოქმედებდა, და უსასწრაფოეს აქუნდა, რომელთაგანნი მცირედნი მრავლისაგან, ვითარცა სასმელი ერთი მტკვრისა-გან, ჩვენცა მივსცეთ თხრობასა: იტყვის სოლომონ: „დასაბამად სიბრძნისა მოიგე სიბრძნეო.“ ხოლო დავით, მამა ღვთისა: „დასაბამად სიბრძნისა შიში უფლისა.“ მოიგო სიყრმით-გან თჳსით დავით, და ჰასაკსა მისსა თანა აღაორძინა, და ჟამსა თჳსსა ესე-ვითარნი ნაყოფნი გამოიხვნა, რომლითა ორ-კერძო ცხოვრება თჳსი განაშვენა, რომლითა შეამკვნა საქმენი თჳსნი, რომლითა განაგნა ჴორციელნი და წარმართნა სულიერნი:

ხოლო ისმენდი თუ ვითარ გონიერად დედად სიბრძნისა რა ჰპოვა შიში უფლისა, შიშისად ღვთისად საღმრთონი წერილნი. და ესენი მდიდრად შეიტკბნა, რა-ოდენნი ჰპოვნა, გარდამოღებულად ენასა ქართუჱლთასა, სხუათა ენათა-გან, ძველნი და ახალნი, ვითარცა სხვამან პტოლემეოს, ამას-ზედა ოდენ სასოვან ქმნილ-მან, და ესე-ოდენ შეიყვარნა და შეითჳსნა, რომელ ჰსთქვამცა, თუ მათ შინა ცხოველ არს, და მათ შინა იძრვის: იგინი იყუნეს მისსა საზრდელ, ყოველთა გემოვან, და სასმელ ტკბილ და საწადელ. იგინი შვებად, განცხრომა საწვრთელ და სარგებელ, დღე და ღამე მიმოსლვათა შინა: მიმდემთა, ლაშქრობათა, მოუწყენელთა, შრომათა განუსვენებელთა წიგნები ეტჳრთა, სიმრავლესა ჯორთა და აქლემთასა, და სადა გარდაჰჴდის ჰუნესა, პირველ ყოვლისა წიგნნი მოაქვნდიან ჴელითა, და არა დააცადის კითხუა, ვიდრე არა დაშვრის: ხოლო შემდგომად სერობისა, ნაცვლად ძილისა ანუ სხვისა რაჲსმე საქმისა, კვალად კითხვა [254] წიგნთა, და რა-ჟამს თუალნი დაშვრიან, სასმენელნი ანაცვალნის სადა არა გარეწარად, არამედ ფრიადცა ფრთხილად ისმენნ წინაშე თჳსსა მკითხველისასა, გამოეძიებნ, ჰკითხავნ და უფროსღა თჳთ განმარტებნ ძალსა და სიღრმესა მათსა: და უსაკვირველეს არს ესე. უწყით ყოველთა თუ სასწრაფო არს ყოველთადა საქმე ნადირობისა, და თუ ვითარ დაიმონებს შედგომილსა თჳსსა და წარტყვენულ ჰყოფს. და ნადი რობასა შინა არა-რასა სხვასა, გარნა ხილვასა და დევნასა ნადირისასა, და თუ ვითარ ჴელთ-იგდოს მიმხედველ ჰყოფს. გარნა მისი გულს-მოდგინება ამასცა ჰსძლევდა: რამეთუ თჳთ ნადირობასა შინა წიგნნი აქუნდინ ჴელთა, და რა-ჟამს ჟამი იყვის მისცნის ვისმე მსახურსა, და ესრეთ დევნა უყვის: და ნუ უკუჱ ჰგონო ვითარმედ ჴელითა ცალიერითა მოიქცის, ანუ ცუდად დაშუვრის. რამეთუ ვინ ჰგავნ ჴორციელი, ანუ ვინ იხილა ეს-ოდენ განმარჯვებული ნადირობასა შინა: მოსიმახოს ვინმე ითქმის, ებრაელი, მოისრობისა და კეთილ მმართებლობისა-თჳს ალექსანდრეს სპათა შორის სჯობად, და აქილევი კენტავროსის-გან განსწავლულად მოისრობისა, ელენთა შორის, ხოლო ბაჰრამ-ჯური სპარსთა შორის, მოქმედად უცხოთა და საკჳრველთა, გარნა ჭეშმარიტად ვერცა ერთი ამათგანი შეუსწორებდა ამას, ვითარცა გვიხილავს:

და ვთქვა სხვაცა საქმე, საცნაურმყოფელი წიგნთა სიყვარულისა, რომელსა შინა არა-რა იყოს ტყუვილი, ვინათგან წარსწყმედს უფალი ყოველნი რომელნი იტყვიან სიცრუესა: წინადაიდვა ოდესმე წიგნი სამოციქულო წარკითხვად, და რა-ჟამს დაასრულის, ნიშანი დასვის ბოლოსა წიგნი- სასა: ხოლო მოქცევასა წელიწდისასა მით ნიშნითა აღვთვალეთ ოც-და-ოთხ-ჯერ წარეკითხა: არიან უკუჱ სხუანიცა მრავალნი საცნაურებანი ამის პირისანი, გარნა მე ერთიღა შევსძინო სიტყვად სხუაჲ ამათთა: ქალაქი ტფილისი იყო, ოდეს ერთ-ჯერ არა სრულიად შემოყვანებულ იყო უღელსა ქუჱშე მორჩილებისასა, ვითარცა აწ, არამედ სავსე იყო სისხლითა ქრისტეანეთათა: ოდესვე ჰყვიან ღავღავი, და თჳნიერ მიზეზისაცა მოსრნიან რა-ოდენნი ჰპოვნიან ქრისტეანენი: ხოლო ოდესმე ქარავანსა თანა შემოყოლილთა თურქთა ზედა გასცნიან, შემომავალ გამომავალი ქრისტეანენი, და ტყვეობად სიკუდილად მისცნიან, და ესრეთ ისუროდა ქვეყანა მრავალ-ჟამ, რომელი-ესე ეძვინებოდა სულსა დავითისსა: შემოვიდა ოდესმე ქარავანი დიდი განძით, და თანა შემოჰყვეს თურქნი დიდნი. ცნა რა მეფე-მან, გაგზავნნა მონათაგანნი თხუ-მეტნი კაცნი რჩეულნი, რათა ლოჭინით კერძო ნახირი მძოვარი ქალაქისა წარმოიტაცონ, ნუ უკუჱ იგი თურქნი-იგი გამოვიდენ დევნად, და მოსწყვიდნეს ამით ღონითა: ხოლო თჳთ სამ ასითა ოდენ კაცითა დაიმალა ღელეთა ავჭალისათა. და არა-ვის მიენდო მხედველსა სხვასა, არამედ თჳთ მარტო წარვიდა ყოვლად უსაჭურველო, ჴრმლითა ოდენ, და თანა წარიტანა წიგნი ღვთის-მეტყუჱლი, და ამცნო სპათა არა შეძრვად ყოვლადვე მისლვადმდე მისა მათ-თანა: ხოლო მონათა მათ ყვეს ბრძანებული მათდა, და წარმოიღეს ნახირი, მოეწივნეს თურქნი, ვითარ ასი კაცი. და შემდგომად დიდისა ჰომისა ჩამო[255]ყარნეს მონანი, და დაუჴოცნნეს ცხენნი, გარნა ქვეითნიცა იბრძოდეს ფიცხლად: ხოლო მეფე ცხენსა-რა გარდაჴდა, არა ჰგონებდა ჯერეთ მოსლვასა, შეექცა კითხვასა, და ეს-ოდენ წარიტყვენა მის-გან გონებითა, რომელ სრულიად დაავიწყდა წინა-მდებარე საქმე, ვიდრემდის ჴმა რაჲმე კლვისა შემოისმა ყურთა: მყის დაუტევა წიგნი მუნვე, და ამჴედრებული მიჰყვა მას ჴმასა, და ვითარცა ზედა წარადგა მონათა თჳსთა, ესე-ვითარსა ღვაწლსა შინა მყოფთასა, და რამეთუ აშორვიდა თჳსთა სპათა, და უკეთუმცა მათდა ცნობად წარსულ იყო, მონათა დაუჴოცდეს, მსწრაფლ შთაბრიალდა ვითარცა არწივი, და დააბნია ვითარცა კაკაბნი, და მსწრაფლ ესე-ოდენნი მოსწყვიდნა, რომელ მათნი ცხენნი კმა ეყუნეს მონათა-მათ: და აღმჴედრებულთა ესე-ოდენნი მოსრნეს რომელ მცირედნი შეესწრნეს ქალაქსა: ხოლო გზანი სავსენი იყუნეს მძორითა მათითა, და ფრიადისა ცემისა-გან ჴრმალ-მანცა დაღვლარჭნილ-მან უვარ ჰყო ქარქაში თჳსი: მაშინღა მოვიდა სპათა თჳსთა თანა, რომელნი ფრიად აბრალებდეს მას: განიცადეთღა ჩემდად, რომელ ესევითარსა საქმესა შინა და ესე-ოდენ უცალოსა წიგნივე აქუნდეს უსასწრაფოესად საქმედ, და ესენი ესეოდენ:

ხოლო ვსთქუა ესეცა, ვითარმედ უკეთუმცა არა წერილთა მეცნიერებანი და გარდასრულთა საქმეთა შემცნებანი, პირველ მეფეთა ყოფილთა, კეთილ -ძღვანებულთა, ანუ ვერა-რას წარმართებულთა შემთხვეულნი წინაგანსაკრძალებლად და სახედ არა შემოეხვნეს, და არა მოეხმარნეს, ვითარცა იტყვის სოლომონ, ვითარმედ: „იცნის ქცეულებანი ჟამთანი, ახსსნანი იგავთანი და გარდასრულთა შეამსგავსნის მომავალნი:“ არა-თუმცა ესენი ესრეთ, კვერთხი მეფობისა ესეოდენ დამდაბლებული, ძნელი და ნამდვილ დიდი განსაგებელი რომელ იპყრა ესრეთ მაღლად, და ვითარ ვერა-ვინ სხვა-მან: რამეთუ განბრძნდა უფროს გაბასაელისა, და უმეტეს ეთამ ისრაიტელისა, ) წერილისა-ებრ: და ვითარ ვინ აღრაცხნეს რა-ოდენნი საქმენი ეთხოვებიან მეფობასა, რაოდენნი მართებანი და განსაგებელნი, კიდეთა პყრობანი, ნაპირთა მჭირვანი, განხეთქილობათა კრძალვანი, სამეფოსა წყნარებისა ღონენი, ლაშქრობათა მეცადინობანი, მთავართა ზაკვისა ცნობანი, მჴედართა განწესებანი, საეროთა შიშნი, საჴელოთა და საბჭოთა სჯანი, საჭურჭლეთა შემოსავალნი, მო- ციქულთა შემთხვევანი და პასუხნი, მეძღვნეთა ჯეროანნი მისაგებელნი, შემცოდეთა წყალობითნი წვრთნანიი, მსახურებულთა ნიჭ-მრავლობანი, მოჩივართა მართალნი გამოძიებანი, მოსაკითხავთა შესატყვისნი მოკითხვანი, სპათა დაწყობანი და ღონიერნი მიმართებანი. და რა-ოდენნი ვინ აღმოწყნეს სიტყჳთა უფსკრულისა-გან სამეფოთა საქმეთასა, რომელსა შინა ვერ-ვინ ძველთა და ახალთაგან მეფეთაგანი ემსგავსა, ვითარცა საქმენი წამებენ მზისა შარავანდთა უბრწყინვალესნი და ცხადნი, რომელნი სიბრძნითა თჳსითა ქმნნა: რამეთუ სულტანი დასუა მოხარკედ თჳსა, ხოლო [256] მეფე ბერძენთა ვითარცა სახლეული თჳსი, დაჰსცნა წარმართნი, მოსრნა ბარბაროზნი, მრწემად მოიყვანნა მეფენი, ხოლო მონად ჴელმწიფენი, მეოტად წარაქცივნა არაბნი, იავარად ისმაიტელნი, მტვერად დასხნა სპარსნი, ხოლო გლეხად მთავარნი მათნი. და რათა მოკლედ ვთქვა, პირველ ყოფილნი მეფენი, მსაჯულნი, გოლიათნი, გმირნი კაცნი- იგი, საუკუნითგ-ან სახელოვანნი, მჴნენი და ძლიერნი, და ყოველთა საქმეთა ზედა სახელოვანნი, ყოველნივე ესრეთ დასხნა ვითარცა პირუტყუნი ყოველსა საქმესა შინა:

ხოლო კვალად საღმრთოთა სათნოებათა, და სულიერთა საქმეთა მისთა ვიეთი გონება მისწუთეს, ანუ მოგონებულსა ვის-მან ენა-მან შეუძლოს თხრობად: რამეთუ ვითარცა ღმერთი ჰრჯიდა სამეფოთა თჳსთა, თვალ-უხვამითა-მით ბჭობითა თჳსითა, და არა -სადათ მიდრკებოდა წამი მისისა სასწორისა, ვითარცა სოლომონის-თჳს გვესმის, საბჭოთა შინა, და თჳთ მოსესმიერნი გვაუწყებენ ბჭობანი, და თხრობანი: ხოლო თავი სათნოებათა სიწმიდე ესე-ოდენი მოიგო, ვითარცა დიდ-მან ანტონი: ნუ მეტყვი მისთა სიჭაბუკისათა რათამე, რომელი არცა ღმერთ-მან მოიხსენნეს. უწყი ჭეშმარიტებით, რამეთუ ყოველთა ათისა წლისა ჟამთა, სამარადისოდ წმიდითა პირითა და განწმედილითა გონებითა, უხრწნელთა ქრისტეს საიდუმლოთა, თანამოწამებითა სჳნდისისათა, და არა მხილებითა გონებისათა, და რომლისა მოწამე არს სარწმუნო ცათა შინა:

კვალად ლოცვისა და მარხვისა-თჳს რადღა საჴმარ არს თქუმა, რომლისა-იგი საქმარ ოდენ იყო: და კვალად მონასტერნი და საეპისკოპოსონი ეკკლესიანი წესსა და რიგსა ლოცვისასა, და ყოვლისა საეკკლესიოსა განგებისასა დარბაზის კარით მიიღებდიან, ვითარცა კანონსა შვენიერსა ყოვლად უცთომელსა,და დაწყობილსა, კეთილ-წესიერებისა, ლოცვისა და მარხვისასა: რამეთუ საეშმაკონი სიმღერანი, სახიობანი და განცხრომანი, და გინება ღვთისა განმარისხებელი, და ყოველი უწესოება მოსპობილ იყო ლაშქართა შინა მისთა, და ურიცხვსა-მას შინა სიმრავლესა ენათა ნათესავთა, ვითარცა ცათა შინა მყოფთა შორის: კვალად წყალობა გლახაკთა ესეოდენი აქუნდა, ვიდრემდის აღავსო ზღვა და ჴმელი ქველის საქმე-მან მის-მან. რამეთუ ლავრანი და საკრებულონი, და მონასტერნი, არა თჳსთა ოდენ სამეფოთა, არამედ საბერძნეთისნიცა, მთა-წმიდისა და ბორღალეთისანი, მერმეცა ასურეთისა და კიპრიისა, შავისა-მთისა პალესტინისანი, აღავსნა კეთილითა. უფროსღა საფლავი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და მყოფნი იერუსალიმისანი, თჳთო-ფერთა მიერ შესაწირავთა განამდიდრნა: კვალად უშორესცა ამათსა. რამეთუ მთასა სინასა, სადა იხილეს ღმერთი მოსე და ელია, აღაშენა მონასტერი, და წარსცა ოქრო მრავალ ათასეული, და მოსაკიდელნი ოქსინონი, და წიგნები საეკკლესიაო სრულებით, და სამსახურებელნი სიწმიდეთა, ოქროჲსა რჩეულისა: და კვალად დღითი-დღე წარსაგებელთა, რომელთა თჳსითა ჴელითა მისცემდა ფარულად, ვინ აღრიცხოს, თჳნიერ მამისა ზე-ცათასა, რომელი მიაგებს ცხადად: რამე[257]თუ იყო მისა კისაკი მცირე, აღავსის დრაჰკნითა რაჲ დღე სარწმუნოთა თჳსთა ჴელითა, და სამწუხროდ ცალიერი მოაქვნდის იგი მხიარულსა სულითა და პირითა. ოდესმე ნახევარი წარაგის მისი, და ოდესმე არა-ვინ ეპოვნის, და ეგრე სავსე მისცის დამარხვად ხვალისა, და სულთქმით თქვის: „დღეს ვერა მივეც ქრისტესა, მარცხებითა ჩემთა ცოდვათათა“. და ამას არა-თუ ჴელოსანთა-გან მორთმეულისა იქმოდის, ანუ თუ საჭურჭლით, არამედ ჴელთა თჳსთა ნადირებულისა. რომელთაგანი თჳსსა მოძღვარსა იოანეს მისცა ოდესმე დრაჰკანი ვითარ ოც და ოთხი ათასი, რათა განუყოს გლახაკთა: და ესეცა მცირედი მრავლისა-გან თქუმად შეუძლებელი:

ხოლო განათავისუფლნა არა მონასტერნი ოდენ და ლავრანი მოსაკარგვეთა მაჭირვებელთა-გან, არამედ ხუცესნიცა სამეფოსა შინა მისსა ყოვლისა ჭირისა და ბეგრისა-გან, რათა თავის-უფალთა საღმრთო მსახურება მიუპყრან ღმერთსა: ხოლო ამათ -თანა რა-ოდენნი ეკკლესიანი აღაშენნა, რა-ოდენნი ჴიდნი, მდინარეთა სასტიკთა, რა-ოდენნი გზანი, საწყინოდ სავალნი, ქვა-ფენილ ყვნა, რაო-დენნი ეკკლესიანი, წარმართთა-გან შეგინებულნი, განწმიდნა სახლად ღვთისა რა-ოდენნი ნათესავნი წარმართთანი შვილად წმიდისა ემბაზისად, და შეაწყნარნა ქრისტესა, და დადვა მის-თჳს უმეტესი მოსწრაფება, რათამცა ყოველი სოფელი მოსტაცა ეშმაკსა, და შეასაკუთრა ღმერთსა, რომლითა მიიღო მადლი მოციქულობისა, ვითარცა პავლე. და ვითარცა დიდ-მან კოსტანტინე: სხვათავე კეთილთა თანა აქუნდა ესეცა, რამეთუ სლვათა შინა თჳსთა სამეფოთასა, სიმრავლითა სპათათა და სიმალითა სლვისათა, ვერ ადვილად მიემთხვეოდიან მოჩივარნი და დაჭირვებულნი, განაღა ვიეთ-განმე რომელთა საჭიროდ უჴმდის განკითხვა და შეწევნა მეფობრივი: ნუ უკუჱ და ვინმე აღვიდის ბორცვსა ზედა რასმე, გზისა მახლობელსა, ანუ კლდესა, გინათუ ხესა, ვითარცა ზაქე: უკეთუ ოდენ ეპოვის ესე-ვითარი საქმე, და მუნით საცნაურ ყვის ჭრტინვა თჳსი: ამის-თჳს დაედგინნეს კაცნი მართლად მცნობელნი, და განმკითხვარნი მოჩივართანი, რომელთა მიერ მიიღებდეს კურნებასა:

მრავალგზის გვიხილავს იგი დამალტობელად ღაწვთა თჳსთა ცრემლითა, ხილვასა ზედა თჳთო-სახეთა სენთა მიერ განცდილთასა, და ხილვად საძნაურთა, რომელნი შეემთხვევიან მიუნდობელთა ამათ და უბადრუკთა ჴორცთა, რომელთასხუათა უმეტეს ზრდის ქვეყანა ქუთათისისაჲ: ვინ აღრიცხვნეს ტყვენი, რომელნი მან განათავისუფლნა, და რომელნი უკ-მოიხსნა ყივჩაყთა-გან ფასითა. ვინ ჯეროვნად წარმოთქვნეს პატივის პყრობანი მონაზონთანი, და სიყუარულით შეწყნარებანი მათნი, თჳთოეულისა ნიჭნი და საჴმარნი, რომელთა უზრუნველ ყვნის ყოველთა საჭიროთა-გან:

ხოლო აქუნდა ამას ყოვლად ბრძენსა მეფესა საქმედ ესეცა, რომლითა უმეტეს ყოველთა საშიშად საზარელ იყო ყოველთა. რამეთუ ღვთისა მიერ იყო მის-ზედა ნიჭი ესე და საქმე ყოვლად საკვირველი. არა-რა შორიელი, არცა სამეფოთა შინა მისთა, არცა ლაშქართა შინა მისთა მყოფთა კაცთათა, და დიდთა და მცირედთა საქმე ქმნილი, კეთილი, გინა სიტყვა ბოროტი სიტყვა თქმული. არა-რა დაეფარვოდა ყოვლადვე, არამედ რა-ოდენცა ვის ფარულად ექმნის, ანუ [258] თუ ეთქჳს, ყოველივე ცხად იყო წინაშე მისსა, ვიდრემდის გულის-სიტყუანიცა, მოგონებანი ვიეთნიმე მიუთხრნის მათ, რომელთა ზარ-განჴდილ ყვის. და მონაზონთა განშორებულთა სენაკთა შინა მათთა ქმნილნი ღვაწლნი და სათნოებანი უწყოდნის ცხადად: და სიშორე გზისა ვიდრე ეკკლესიამდე ზომით იცოდის, და მოთმინებისა-თჳს აქებდის და ჰნატრიდის:

ნუ ამას ეძიებ, მკითხველო, თუ ვითარ იქმნებოდა ესე, არამედ ამას ცნობდა, თუ რა სარგებელი ჰპოვის ამით. რამეთუ არა ცუდად რადმე და განსაკითხავად საგიობელთა საქმეთად, ანუ საკიცხელად ვიეთვისმე იქმოდის. ნუ იყოფინ ესე, წარვედ: არამედ დიდნი საქმენი, და ფრიად სასწრაფონი წარმართნა ამით, და მრავალთა კეთილთა მიზეზ ექმნა: ესე: პირველად ორგულებასა, და ზაკვასა და ღალატსა რასამე ვერ-ვინ დიდთა ანუ მცირეთა-გან იკადრებდა მოგონებადცა, არა-თუ თქუმად ვისდა, არცა- თუ უმაღლესსა ვინ თჳსსა თანა, ანუ მოყვასსა თჳსსა, გინა ყრმათა თჳსთა თანა. ვინათ-გან მტკიცედ უწყოდა ყოველ-მან კაც-მან, პირით აღმოსლვასავე თანა სიტყჳსასა, საცნაურ ქმნილ არს უეჭუელად წინაშე მეფისა, და მრა ვალნი განპატიჟებულცა იყუნეს, და მხილებულ ესე-ვითართა-თჳს:

ამის-თჳსცა ვერ ოდეს ვინ განიზრახა ღალატი რაჲთურთით, დღეთა მისთა, არამედ იყო ყოველთა-გან საკრძალავი და სარიდო:

და კვალად მღუდელთ -მოძღვართა, მღუდელთა და დიაკონთა, მონაზონთა და ყოველთა კაცთა, ესევე საქმე ექმნა წესიერება, გზად ყოველთა სათნოებათა მიმართ. რამეთუ შიშითა მისითა ვერ იკადრებდიან უწესოდ სლვად, ვინათგან უწყოდიან არა-რას დაფარულობა წინაშე მისსა, და მის მიერ ქება სათნოებისა, და ძაგება არა-წმიდათა და უწესოთა საქმეთა: რამეთუ ვერცა მსოფლიო ვინმე, და ვერცა მოქალაქე, ვერ მჴედარი და ვერა რომელი პატივი და ჰასაკი იკადრებდა განდრეკილად სლვად: რამეთუ ყოველთა კაცთა იყო წესიერება, ყოველთა კანონ, ყოველთა პატიოსნება, და თჳთ მათ მეძავთაცა ყოველთა კრძალულება, ყოველთა შიშ და მმართებელ გზათა საღმრთოთა და მშვიდობისათა: ესე დიდნი საქმენი, ღვთისა-გან ოდენ შესაძლებელნი, ესრეთ ადვილად წარმართნა ამით, ვითარცა ვერ-ვინ ადვილ წარმართის ეგრეთ. ამის-თჳსცა შიში დიდი და ზარი მისი განითქვა კიდეთა ქვეყანისათა, და განჰკრთეს ყოველნი მკვიდრნი ქვეყანისანი:

ხოლო შემოკრბა ოდესმე წინაშე მეფისა ნათესავი გულარძნილი, ყოვლად ბოროტთა სომეხთა ეპისკოპოსები და მონასტერთა მათთა წინა-მძღურები მრავალი ფრიად, რომელნი აზმნობდეს თავთა თჳსთა მიწევნად თავსა ყოვლისა მეცნიერებისასა. და მოახსენნეს რათამცა ჰყოს ბრძანებითა მისითა კრება და ყვესმცა სიტყჳს-გება და გამოძიება ჰსჯულისა. უკეთუ იძლივნენ, [259] და იქმნენ თანა ერთ-ჴმა ჰსჯულისა და თჳსი ჰსჯული შეაჩვენონ: ხოლო უკეთუ სძლონ, ესეოდენ მიემადლოს, რათა არღა-რა გჳწოდდეთო მწვალებელად, და არცა შეგვაჩვენებდეთ“ ხოლო მოუწოდა მეფე-მანცა იოანეს, კათალიკოსსა ქართლისასა, და მის ქვეშეთა ეპისკოპოსთა და მეუდაბნოეთა, და არსენის იყალთოელსა, თარგმანსა და მეცნიერსა ბერძენთა და ქართუჱლთა ენათასა, და განმანათლებელსა ყოველთა ეკკლესიათასა, და სხვათა მეცნიერთა და ბრძენთა კაცთა. ჰყვეს უკუჱ სიტყჳს-გება ურთიერთას, ცის-კრით ვიდრე ცხრა ჟამამდე, და ვერა-რა უძლეს დაბოლოებად. რამეთუ იყო ორ-კერძოვე ძლევის მოყუარება ოდენ, და სიტყუათა პაექრობა. რამეთუ შევიდიან შეუვალთა საქმეთა და ძნიად გამოსავალთა: შეეწყინა ესე მეფესა და ჰრქუა მათ: „თქვენ, მამანო, სიღრმეთა სადამე შესრულ ხართ და უცნაურთა ხედვათა, ვითარცა ფილოსოფოსნი, და ჩვენ ვერა-რას უძლებთ ცნობად, ვითარცა უსწავლელნი და ყოვლად მსოფლიონი: და ესე საცნაურ არს თქვენდა, რამეთუ მე შორს ვარ სწავლულებასა და მეცნიერებისა-გან, ვითარცა მჴედრობათა შინა აღზრდილი: ამის-თჳსცა უსწავლელთა, და ლიტონთა და მარტივთა მიერ სიტყვათა გეზრახო თქვენ: ესე-რა თქვა, იწყო მათდა მიმართ სიტყუათა თქმად, რომელთა ღმერთი მოსცემდა უეჭუელად პირსა მისსა. ესე-ოდენთა იგავთა და სახეთა წინა-დაუდებდა, აჴსნათა საკვირველთა მიერ წინა-დაუდგრომელთა, და უცილობელთა, რომლითა დაანთქნა, ვითარცა მეგვიპტელნი, და დაუყო პირი მათი, და უპასუხო ყვნა, და ყოვლად უსიტყველ, ვითარცა ოდესმე დიდ-მან ვასილი ათინას შინა ესე მწვალებელნი: და ესე-ოდენ ზარ-განჴდილ ყვნა და ყოვლად უღონო, რომელთა აღიარეს ცხადად ძლეულება თჳსი, ამისთა ოდენ მეტყველთა, ვითარმედ „ჩვენ, მეფეო, მოწაფე გვეგონე, ამათ მოძღუართა თქვენთა, გარნა, ვითარ ვხედავთ, შენ-სამე ხარ მოძღვარი მოძღვართა, რომლისა ბრჭალსა ვერ მიმწუდარ არიან ეგე მოძღვარ საგონებელნი თქვენნი“. და ესრეთ ფრიად მაბრალობელნი თავისანი მიიქცეს სირცხვილეულნი, არღა-რა ოდენ მკადრებელნი ამისნი ოდესცა:

ხოლო არიან ვინმე მაბრალობელნი მეფისანი, ჯერეთცა ესე-ოდენ მჭირსედ დამოლაშქრებისა-თჳს და მჴედრობათა მისთა განუსვენებელისა მიმოსლვისა-თჳს, და ვითარმედ „არცა მშვილდი თავს- იდებსო მარადის გარდაცმულობასა, არცა ძალი ორღანოსა მარადის განსხირპულობასა, რამეთუ ჟამსა ჴმარებისა მათისასა თჳთოეული მათი უჴმარ იპოისო“. და ესე-ვითართამათ, უგიობელთა მათ-თჳს და ყოვლად უმიზეზოსა, და ყოვლად იტყვიან: გარნა ისმინეთ ესევითართა- მათ პირველად ესე, რამეთუ სამეფო აფხაზეთისა მცირე ჰქონდა მოკლებული, და მცირე იყო, და ტყვეობათა და ზემოხსენებულთა ჭირთა-გან მცირე გუნდი მჴედრობისა, და იგინიცა დაჯაბნებულნი, მრავალგზის მტერთა-გან სივლტოლითა, უცხენო და უსაჭურველონი, და თურქთა წყობისა მიმართ ყოვლად უმეცარნი, და ფრიად მოშიშნი. უკეთუმცა ესე-ოდენ უწყენოთა ლაშქრობითა, და მცირედ[260] მცირედ ბრძოლითა და სწავლითა, გუარიანად და ღონიერად წინა-ძღომითა, და მრავალთა ძლევათა მიერ მოგვარებითა არა განეწვართნეს სპანი თჳსნი, და განეკადნიერნეს წყობათა მიერ მჴნეთა, ქებითა და ნიჭთა, ხოლო ჯაბანთა სადედოთა შთაცმითა და კიცხევით ძაგებითა, არამცა მოეღონნა, ვიდრემდის სპათა შორის მისთა, ყოვლად არა იპოვებოდა ჯაბანად ზრახული, რათამცა ექმნნეს ესე-ოდენნი ძლევანი, ანუ რათამცა ექმნნეს და აღეხვნნეს ესე-ოდენნი სამეფონი, ნუ უკვე ძილითა ანუ ადგილთა მწვანვილოვანთა ზედა მოსმურობითა, და განცხრომითა და მაჩუკნებელთა საქმეთა შედგომითა: არა ესრეთ, არა, არამედ არცა ალექსანდრე ქმნა ესრეთ: რამეთუ პირველად მამულისა თჳსისანი შეკრიბნა, და მით დაიპყრნა დასავლისანი ევროპი, იტალია, რომი და აფრიკეთი, და მათითა წარტანებითა დაიპყრა ეგვიპტე, შესრულ-მან კარქედონით, და მიერ ეგჳპტით პალესტინე, და ფინიკე, და კილიკიასა, თჳსად შემქმნელი, წინა განეწყო დარიოზს: და რა-ჟამს სპარსეთი მოირთო, მაშინღა ჰსძლო პიროს ჰინდოსა, და ეგრეთღა ამით ყოვლითა მოვლო ყოველი ქვეყანა, და ჰქმნა, რა იგი ქმნა, და თუ არა ქართუჱლთა სპითა, ვერცა-რა ალექსანდრე იქმოდა კარგსა: და თუმცა დავითს სპარსთა მეფობა ჰქონებოდა, ანუ ბერძენთა და ჰრომთა ძალი, ანუ სხუათა დიდთა სამეფოთა, მაშინმცა გენახნეს ნაქმარნი მისნი და სხვათა ქებულთანი:

ხოლო ვსთქუა მეორეცა მიზეზი, ამისვე პირისა, ვინათ-გან ნათესავი ქართუჱლთა ორგულ ბუნება არს პირველით-განვე თჳსთა უფალთა. რამეთუ, რა-ჟამს განდიდნენ, განსუქნენ, და დიდება ჰპოონ და განსვენება, იწყებენ განზრახვად ბოროტისა, ვითარცა მოგვითხრობს ძველი მატიანე ქართლისა და საქმენი აწ ხილულნი: და ესე მან უბრძნეს-მან ყოველთა კაცთა-მან კეთილად სადამე უწყოდა: ამის-თჳსცა არა-ოდეს მოაცალა ამისად განზრახვად, ანუ განსვენებად, ანუ შეკრებად, და ქმნად რასამე ესე ვითარისა. არამედ საქმეთა რომელთა იწყო ქმნად, გაასრულნამცა მაღლად და შვენიერად: ნუ უკუჱ და ლომსაცა აბრალონ ეგე-ვითართა, რამეთუ არა ციდამტკავლურად იხედავს, არცა კვერნაულად ჰკრთების:

კვალად სხვასა ბრალობასა შემოიღებენ, მეტყველნი „შეიყვარნის ვინმე, და განადიდნის ვინმეო, და კვალად მოიძულნის ვინმეო და დაამცირნისო. ესე აღამაღლის და ესე დაამდაბლის ერია უსამართლოებასა:“ ჵ უგუნურებასა, ამის-თჳს აბრალებაა, რამეთუ კაცი მიწისაგანი ღმერთსა ემსგავსა, რაჲთა-მცა საქმითა: ვინ იხილა ესე საუკუნით-გან, ჵ კაცო: ამის-თჳს რად არა ღმერთსა აბრალებ, უგუნურო, ამასვე ესრეთ მოქმედსა. ანუ არა ხუთთა ქანქართა ათ მყოფელსა მისცნა ათნი ქანქარნი. ანუ არა ერთისა დამფლველსა მოუღო იგიცა, და მისცა ათთა ზედა მეთერთმეტედ ანუ რასა-თჳს ქადაგებულ არიან სამოთხისა შვებანი და სასუფეველისა ნეტარებანი: ღვთისა ნების მყოფელთა-თჳს ჭეშმარიტად, ხოლო საშინელებანი ურჩთა და უღირსთა-თჳს: და უკეთუ მეფე-მან ერთ-გულნი, ფრთხილნი და ახოვანნი, ნაცვლად ორ-გულთა, და ჯაბანთა და უღირსთა, [261] ადიდნეს, რაჲ უსამართლო ქმნა. ნუ უკუჱ დუხჭირ-მანცა აბრალოს სარკესა, რამეთუ სახე მისი ცხადად უჩვენის: უხმარნი და უღირსნი ნუ მას, არამედ თავთა თჳსთა აბრალებდენ: უკეთუ არავინ იყო ეს-ოდენ მართლად აღმწონელ საქმეთა და მცნობელ ვითარებასა კაცისასა, რომლისა აჩრდილსა შეკრებულ იყუნეს ერნი, ტომნი და ენანი, მეფენი და ჴელმწიფენი ოვსეთისა, და ყივჩაყეთისანი, სომხეთისა და ფრანგეთისანი, შარვანისა და სპარსეთისანი, ხილვისა-ებრ ნაბუქოდონოსორისა: „ვხედევდო, იტყვის, ხესა შორის ქვეყანისა სიმაღლედ ცისა მიწდომასა, და რტოთა მისთა კიდედმდე ქვეყანისა. ფურცელნი მისნი შვენიერ და ნაყოფი მისი ფრიად, და საზრდელი მისი. შორის. ქვეკერძო მისსა, დაიმკვიდრეს მჴეცთა ქუჱყანისათა, და შორის რტოთა მისთა მკჳდრობაჲ ყვეს მფრინველთა ცისათა, და მის-გან იზრდებოდა ყოველი ჴორციელი": აჰა სახე არა უმსგავსო, არამედ ფრიადცა თანა-შეტყვებული ჩვენისა თჳთ-მპყრობელისა, და ყოვლად გამომსახველი სიტყჳთ საქმეთა ჩვენთა თვალთა ახილულთა: რამეთუ სიტკბოებისა, და სახიერებისა და სიბრძნისა მისისა ხილვად წყურიელნი , კიდით ქვეყანისათ შემოკრბებოდეს წინაშე მისსა: ვინ იყო ეზომ ტკბილ შემთხვევათა შინა, ვინ სატრფიალო ზრახვითა და სასურველ დუმილითა, იგივე შვენიერ ხატითა, უშვენიერეს მორთულობითა გვამისათა. შეწყობილ ანაგებითა, და ახოვან ტანითა, ძლიერ ძალითა, უძლიერეს სიმახვილითა, საწადელ ღიმილითა, უსაწადელეს მჭმუნვარებითა, მადლიერ ხედვითა, საზარელ ლომ-ებრ მკრთომელობითა, ბრძენ ცნობითა, უბრძნეს გამორჩევითა. მარტივ სახითა, მრავალ-სახე მართებითა, შემრისხველ მყუდროებითა, მაქებელ განმსწავლელობითა, და არცა ერთსა კეთილთაგანსა შემაშთობელ უზომოებითა. მაღალ უმაღლესთა-თჳს და მდაბალ უმდაბლესთა-თჳს, და თჳთ მათ მტერთა-განცა თჳთ საწადელ და საყუარელ, სათნოებათა მისთა-გან შეკდიმებულთა: ვინა ესრეთ მიიღო ერთიცა სათნოებათაგანი, ვითარ ვინ ყოველთაგან-მან შეიკრიბა ყოველი სრულებით თჳთოეული, რომელთა ყოველთა-თჳს შეუძლებელ არს დაკვირვება ოდენ, არა-თუ მიბაძვება, რომლითა სრულ იქმნა იგი ყოველსა შინა: ესრეთ რა აღსავსე იყო ნავი უფასოთა-გან ტვირთითა სათნოებისათა, და არღა-რა შემძლებელ წარსლვად ღადირთა.

და აქუნდა ყოვლითკერძო მშვიდობა და დაწყნარება სამეფოთა მისთა. მაშინ დიდ-მან მან წინა-განმგებელ-მან ცხოვრებისა ჩვენისა-მან, და ყოვლისავე უმჯობესისა შემცვალებელმან განგებითა-მით, რომელი მან უწყის და განაწესებს ჟამთა და წელთა ჩვენთა, ესრეთ განაგო, ვითარცა მუშაკ-მან კეთილ-მან, რა-ჟამს იხილნის ჴუვილნი აღსავსედ ნაყოფითა და ქუჱყანად დადრეკილნი, ისწრაფის დაუნჯება მათი: და ვითარცა მენავე-მან ბრძენ-მან განიცადის-რა ნავი თჳსი აღსავსედ მრავალ-ფერითა ტჳრთითა, მიისწრაფის ნავთ-სადგურად, რათა არა ევნოს სოფლისა ამის მღელ[262]ვარისა ზღვისა-გან. რამეთუ ჟამსა ზამთრისასა, მშვიდობასა და დაწყნარებასა ყოვლისა სამეფოსასა, არა გარეგნად მენაკიდურესა, არამედ საშუალ თჳსთა სამეფოთა ადგილთა, თჳთ მის-მიერვე წინათ განჩინებულთა განსასვენებელად და მისაძინელად, ვითარცა ჰრულითა -რა მ შვენიერითა დაიძინა მამათა თჳსთა თანა. და თჳთ მებრ ესე კმა არს საცნაურ მყოფელად საკუთრებისა თჳსისა ღვთისა მიერ. რამეთუ მრავალ-გზის, მრავალთა მიზეზთა და განსაცდელთა სიკუდილისათა შთავარდა იგი, რომელთაგან მცირედი მივსცეთ თხრობასა: რამეთუ ნადირთა დევნასა შინა ოდესმე მუხნარს წაექცა ცხენი. და ესე-ოდენ შეიმუსრა, რომელ სამ დღე ყოვლად უსულო მდებარე იყო, უძრავად, სამშვინველისა-გან ოდენ საცნაური ცოცხლად: და შემდგომად სამ დღე, ნამეტსა სისხლისასა აღმომყრელსა მოექცა სული და სიტყუა, და ძლითღა აღდგა ცოცხალი: და ესე-ვითარი მრავალგზის შეემთხვია და ღმერთ-მან იხსნა სიკუდილისა-გან: კვალად ციხესა რომელსამე ჰბრძოდეს, ქართლს, და მეფე კარსა კარვისა თჳსისასა დგა, პერანგითა ოდენ მოსილი, შუა-დღე, და ციხით ვინმე შემოსტყორცა ისარი, და ჰკრა ხატსა მთავარ-ანგელოსისასა, რომელი ეკიდა ყელსა, ოქროჲსა მცირე, და ძალ-მან საღმრთო-მან განარინა მშვიდობით: რა-ოდენ-გზის ყივჩაყთა თჳსთა განიზრახეს ღალატი, და განაჩინნეს კაცნი მჴნენი, რომელნიმე ჴრმლითა, რომელნიმე შუბითა, სხვანი ისრითა, და ესე არა ერთ და ორ, გინა სამ, არამედ მრავალ-გზის, და არა-ოდეს მიუშვა ღმერთ-მან კვერთხი ცოდვილთა მართალსა-მას ზედა. არცა-ოდეს მისცა იგი ჴელთა მეძიებელთა მისთასა: დაღათუ მრავალგზის დევნასა თურქთასა მარტო დაეპყრის ანუ უსაჭურველო, გარნა ყოველსა შინა ჴელი-იგი ზეგარდამო ჰფარვიდა მდევართა მისთა-გან, არამედ ყოვლადვე და ყოველსა შინა იყო ბედნიერ და სვიან, მადლითა აღსავსე:

ეგრეთვე ჟამსა შინა შვენიერსა და ჯეროვანსა მოუწოდა ღმერთ-მან შემყუარებელსა თჳსსა და მარადის მოსურნესა სამარადისოდ სამეფოდ, წინაშე მისსა, და არღა-რა მიუშვა მრავალ-ჟამ სჯად და დაჭირვად სამსხემოსა ამას კედარსა შინა მკვიდრობითა, და ჴორცთა ამათ ქვე დამზიდველთა მიერ შეკრვად სულსა გონება-ქმნულსა, არცა განხრწნადითა გჳრგჳნითა და პორფირითა, ვითარცა სიზმრითა და ნაოცნითა უმრავლესად მღერად, არამედ ნანდვილ ჭეშმარიტითა და მტკიცითა, წარუდინებელითა და სამარადისოთა, სადა თჳთ იგი ბუნებით ღმერთი მეუფებს მადლით ღმერთ-ქმნილთა ზედა. მუნ აღიყუანა მას- თანა მეფობად, უხრწნელითა და ბრწყინვალითა გჳრგჳნითა და პორფირითა შემკული, სადა-იგი აწ მკვიდრ არს და იქცევის, ნათელსა შინა ღვთაებისასა: რამეთუ იყო მაშინ თთვე იანვარი, ოც და ოთხი და დღე შაბათი, ოდეს ქრონიკონი იყო ტკე: ხოლო წელიწადნი მისნი შობითგანნი, ორ მეოც და ათ-სამ-მეტ: ხოლო მეფობდა ოც და ათ ოთხმეტ წელ: და ვითარცა პირველ-მან დავით სოლომონი, ამანცა თჳსითა ჴელითა დასვა სა[263]ყდართა თჳსთა ძე თჳსი, დიმიტრი სახელით სახელ-დებული, მარადღე გარდამონასახი, ყოვლითურთ მსგავსი მამულთა, და დაადგა თავსა გჳრგჳნი შვენიერი ქვათა-გან პატიოსანთა, ვიტყვი უკუჱ სათნოვებათა მამულთა, და შეარტყა წელთა ძლიერთა მახვილი, ეჰა, რაბამ სვიანად ჴმარებული, და შემოსა პორფირი მკლავთა ლომებრთა, და ტანსა ახოვანსა, და დაულოცა ცხოვრება წარმართებული და განგრძობაჲ დღეთა ბედნიერობით, თაყუანის-ცემად მისსა მეფეთა ქვეყანისათა, და ყოველთა წარმართთა მონებად მისსა, გამობრწყინვებად დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშვიდობა. და ესრეთ განცვალა ქვენა მოქალაქობაჲ ზენად სუფევად, რომლისა მკვიდრნი განჴსნილ არიან შრომათა-გან და ოფლთა და ზრუნვათა, და მუნ მეფობს სიმდიდრეთა-მათ ზედა რომელნი წინა წარგზავნნა, საუნჯეთა- მათ უშიშთა რამეთუ მუნ არს შვება და სიხარული რომელსა არა აქუს მწუხარება, და სიმდიდრე რომელსა არა შეუდგს სიგლახაკე, და მხიარულება რომელსა არა განჰკვეთს ურვაჲ, და მეფობაჲ, რომელსა არა აქუს აღსასრული, და მუნ არს ცხოვრება, რომელსა არა შეამღვრევს სიკუდილი.