აბუბექრ ბინ აბდულაჰი
უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ
საქართველოს ისტორიის თურქული წყაროები
წინასიტყვაობა
editსოლაქ აბუბექრ ბინ აბდულაჰი (XVI ს. ბოლო) მონაწილეა 1578-1580 წლებში საქართველოში, შირვანსა და დაღესტანში ოსმალთა შემოსვლისა ლალა მუსტაფა ფაშას მეთაურობით. აბუბექრ ბინ აბდულაჰის "გამარჯვებათა წიგნის" მეცნიერულ მიმოქცევაში შემოტანით ბევრი საყურადღებო ცნობით მდიდრდება და ივსება XVI საუკუნის 70-იანი წლების როგორც საქართველოს, ისე კავკასიისა და თურქეთის ისტორიის საკითხები.