ავტორი:ჯემალ ქარჩხაძე



ჯემალ ქარჩხაძე


ციტატები ვიკიციტატებში


ჯემალ ქარჩხაძე (დ. 13 მაისი, 1936, უხუთი, ვანის რაიონი — გ. 8 ნოემბერი 1998, თბილისი) — ქართველი მწერალი, დრამატურგი და ესეისტი.

ცნობილი გახდა მოთხრობებით და რომანებით: იგი, ქარავანი, ანტონიო და დავითი, ზებულონი, იუპიტერის სინანული, განზომილება. ამ უკანასკნელისთვის მიენიჭა სახელმწიფო პრემია. მისი თხზულებები მრავალ ენაზეა თარგმნილი.

შემოქმედება

edit

რომანები

  • მდგმური – რომანი, 1979
  • ქარავანი – რომანი, 1984
  • ანტონიო და დავითი – რომანი, 1984 (გამოქვეყნდა ამავე სახელწოდების კრებულში 1987 წელს)
  • ზებულონი – რომანი, 1988
  • იუპიტერის სინანული – რომანი, 1994
  • განზომილება – რომანი, 1999–2001 [1]

პიესა

  • დევიძეების ოჯახი


მოთხრობები

  • ისტორიული რომანი
  • სასწაული
  • გიგანტი
  • მარიანა
  • ოპერაცია „დეიდა ტასო“
  • კაპიტონ მანაგაძის ბოლო ექსპერიმენტი
  • მეთერთმეტე მცნება
  • იგი
  • დღე ერთი
  • მაღალი კაცი
  • დრო
  • ბედნიერების მაძიებელი უფლისწული
  • გუბე, 1983
  • სოლომონიანი
  • რაჰათ-ლუხუმი
  • ბიძაჩემი იონა
  • ჭოლა
  • ზღაპარი ხელმწიფის პატარა ქალისა და მწყემსი ბიჭისა
  • მაგნოლიის ყვავილი ანუ ბებია ანას გარდაცვალება
  • მოთხრობების კრებულები
  • სასწაული, 1967
  • მეთერთმეტე მცნება, 1979
  • დღე ერთი, 1982

პუბლიცისტიკა

  • მონოლოგი დიალოგიდან
  • მწერლობას ეყოფა ღონე, თავისი ჯვარი თავადვე ზიდოს
  • რამდენიმე ფსიქოლოგიური შტრიხი ჩვენი უახლესი ისტორიისათვის
  • ომი საკუთარ თავთან
  • საქართველო მთლად ჭაობი არ ყოფილა
  • ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული
  • არჩევანი ჯერ კიდევ ჩვენზეა
  • ვუშველოთ მომავალ თაობას
  • ხელისუფლება ამოსაცნობი ნიშნების გარეშე
  • როცა სამსხვერპლოზე შენი ქვეყანაა...
  • ვიდრე მზიან მინდორზე გავალთ...
  • მწერალი „ფარისეველთა სამეფოში“
  • საიდუმლოებების ამოხსნა შეიძლება, ამოწურვა კი - არა...
  • არსებობა გარკვეული აზრით და გარკვეული დოზით კომპრომისია
  • შეხვედრა - არა შემთხვევითი

ესეები:

  • საკუთარი შემოქმედების შესახებ
  • საკუთარი თავის შესახებ
  • ლიტერატურის შესახებ
  • ხელმწიფე-ენა
  • შემოქმედების კანონი

იგი

საქართველოს განათლების სამინისტრომ სავალდებულოდ მიიჩნია, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოში ადგილი დაეთმო ქარჩხაძის შემოქმედებისათვის საშუალო საფეხურის (10–12) კლასებში. საამისოდ კი აირჩია ცნობილი მოთხრობა „იგი“, რომელიც მანამდე ხუთგზის იყო გამოცემული კრებულებში თუ ცალკე წიგნად. ეს მოთხრობა პირველად დაიბეჭდა კრებულში „დღე ერთი“ (1982), ხოლო ცალკე წიგნად – 2003 წელს (მისი შექმნის ზუსტი თარიღი დაუდგენელია თუმცა ზოგიერთი ცნობით – 1977 წელს დაიწერა). „იგი“ უჩვეულო ნაწარმოებია ქართულ ლიტერატურულ სინამდვილეში თავისი ჟანრით, პრეისტორიული შინაარსით, პროფესიონალი მწერლის დახვეწილი ოსტატობით, საოცარი მხატვრული ენით — სიტყვათა ახლებური ელფერითა და გამოსახულებით, რომელიც შეესაბამება წინარეისტორიული განვითარების ხანას. მოთხრობა არის პრეისტორიული ადამიანის შესახებ, რომელიც სხვა ტომელებისგან განსხვავებით უეცრად განვითარდება და დაიწყებს აზროვნებას. მას გაუჩნდება მიმდევარიც — ზუ, თუმცა როგორც თითქმის ყველა მოსალოდნელ ფინალში, მასაც სიტყვის თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის სიკვდილი ელის.

ქარჩხაძის პროზა ერთი მხრივ მიჰყვება თხრობის ტრადიციულ ეტიკეტს, მაგრამ მეორე მხრივ, მკვეთრად ინდივიდუალური, განუმეორებელია. მწერლის სტილი არ არის სქემატური. ქარჩხაძის ნაწარმოებებს ზნეობრივი მაქსიმალიზმი და უკომპრომისობა ახასიათებს. მისი გმირები სიკეთის მადლით არიან გაჯერებულნი.

რესურსები ინტერნეტში

edit

სქოლიო

edit
  1. ჟურნალი „ცისკარი“, NN3,4,5,6,7 1999 წ.