ალბომში დაუწერე ე. ი. მ.

ალბომში დაუწერე ე. ი. მ.
ავტორი: სოლომონ რაზმაძე
1835


შენით აღმევსო ტკბილის გრძნობითა
და ზეციერის მიჯნურობითა
მოკლული გული სვესიმრუდითა.
შენ გეტრფის სულო, შენ გევლის სული,
.............................................................
როს სიყვარულის ეწვიმოს ალი,
გულსა დაადნობს გინდ იყოს სალი...
საბრალო გული, საბრალო გული!
.............................................................
მოგენიავოს სიამოვნება
ანგელოსებრი, სამოთხის ვარდსა,
და ამა სოფლის ბედნიერება,
თუმცა გაიცნობ ურვას და დარდსა.

1835 წ. აპრილის 25.