ალექსანდრე II (კახეთის მეფე)

ალექსანდრე II
ალექსანდრე II






ისტორიული პიროვნებები









ალექსანდრე II (კახეთის მეფე)

გენეალოგიური ხე


ოჯახი

edit

წყაროები

edit

ქართული საბუთები

edit

ქ. ნებითა ღმრთისათა ჩუენ, იესიან-დავითიან-სოლომონიან-ბაგრატონიან აფხაზთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა, შანშა და შარვანშა და ყოვლისა ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთისა თუით ხელმწიფედ მპყრობელ-მქონებელმან, ღმრთივ-გუირგუინოსანმან და ღმრთივ-დამყარებულმან და ღმრთისა მიერ წარმართებულმან, ძლიერმან და უძლეველმან მეფეთ-მეფემან პატრონმან ალექსანდრე და თანამეცხედრემან ჩუენმან დედოფალთა-დედოფალმან პატრონმან თინათინ, ძეთა ჩუენთა საყუარელთა და პირმშოთა: პატრონმან ერეკლე, პატრონმან დავით, პატრონმან გიორგი, კოსტანტინე და როსტომ ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი, შეუშლელი და შეუცვალებელი, სამკუიდრო და საბოლოო წიგნი და მტკიცე სიგელი ესე ამისად ნიშნად გიბოძეთ თქუენ, ჩუენთა ერდგულთა, ერდგულად და თავდადებით ნამსახურთა ყმათა, თავადთა... ჯორჯასძეთა ენისელთ მოურავს დავითს, ბაზიერთ-უხუცესს ბებურს, სანჯარს და როშნევანს, ერთობილთა თქუენთა გუართა და ნათესავთა, შვილთა და მამავალთა სახლისა თქუენისათა ყოველთავე.

მას ჟამსა ოდეს იქნა და ბედნიერი ხელმწიფე მამა ჩუენი პატრონი ლეონ ამიერ სოფლით გარდახდა და ჩუენსა და ძმისწულთა ჩუენთა შუა მეფობისა და პატრონობისა საქმეზედა საცილობელი საქმე ჩამოგუივარდა, ომი და ბრძოლა მოჰხდა. იპრიანა მოწყალემა და მოსამართლემა ღმერთმან, ჩუენ გაგუემარჯვა, მეფობა და პატრონობა დაგურჩა.

მაშინ ჩუენცა შეგიწყალეთ და სამსახურისა და გუერც-მოდგომისა მუქფად ვინცა ჩუენ გუიახლა მას და, ვინცა ძმისწულთა ჩუენთა იახლა, მასცა, მით რომე მათი ყმა და მამული ყუელა უკლებლად ჩუენ გუიახლა და ერთგულად ჩუენს გაბატონებასა მოიიჭირვეს, რარიგაცა მართებდა, ისრე გუერცსაცა მოგუიდგეს. ჩუენის გულისათუის რომელიმე მაკუდა და რომელიმე დაიკოდა და მათის გულისათუის და გუერც-მოდგომისათუის ჩუენ მისად სამუქფოდ წყალობა დაგმართეთ და მალი ამოგიკვეთეთ.

დაიწერა წიგნი და მტკიცე სიგელი ესეს თუესა იენვარსა , ქორონიკონსა სჲე (1577 წ.), ხელითა კარისა მდივნისა ჩუენისა მათარსისითა.

"მეფეთ-მეფისა სულკურთხეულისა პატრონის ლეონის ძემან, მეფეთ-მეფემან პატრონმან ალექსანდრე, და თანამეცხედრემან ჩუენმან დედოფალთა დედოფალმან პატრონმან თინათინ, და ძეთა ჩუენთა: პატრონმან ერაკლე, პატრონმან დავით, პატრონმან გიორგი, პატრონმან კონსტანტინე და პატრონმან როსტომ" სვეტიცხოველს განვუახლეთ ყმა-მამულის შეწირულება ჩვენი ძმის პატრონი კათალიკოზი ნიკოლოზის თხოვნით.

ლიტერატურა

edit