ანტონი კათალიკოსზედ

ანტონი კათალიკოსზედ
ავტორი: ბესიკი


სამოთხით წულობს, დავითის ზმარაღდულობს;
ხედვათ ზე მსტრულობს, მეორეთა აღმკრულობს;
სხეულით სულობს, სულით გონება-მზულობს;
მთით შთამოსრულობს, მეორედ მოსედ მკულობს;
მადლით ღმერთ ქმნულობს, ბუნებითა ბრძენ-სრულოჩს.

ლივანტო-ნიავ სულის სუნნელობს ზედა;
თხემსა მეთნესა შენსა ათ-ორთ ენისას,
განეყოვლადვის მკვიდროანთა მკვიდრივ;
მიმღები მისცემ ღრუბლით სლვითა რწმუნებულთ,
მზეებრ განმყოფი სულის ძლითთა უხვებით.