არტემ ახნაზაროვისადმი

არტემ ახნაზაროვისადმი
ავტორი: ვასილ ბარნოვი


(პირადი წერილები)

ბატონს არტემ ახნაზაროვს.

ეს მეორე ფოსტაა ,,ივერია” არ მოგვდის ალექსანდრე ბენაევის სახელზედ. თვითონ აქ არ არის და არ ვიცით მთლად შემოიტანა თუ არა ფული. თუ ფულის შემოუტანლობაა მიზეზი, გაზეთები გამოგზავნე იმავე ადრესით და მე როგორმე მაცნობეთ, რა არის გამოსაგზავნი; დაუყონებლივ მიიღებთ ფულს. დიდ ბოდიშს ვიხდი პირად თქვენ შეწუხებისათვის.

თქ. მორ. მონა ვ. ბარნოვი

1892 წ.