ასე თუ ჩურჩულებს..

ასე თუ ჩურჩულებს..
ავტორი: ანა კალანდაძე


ასე თუ ჩურჩულებს
ელისეს მინდორი,
ასე თუ შრიალებს?
თუ ასე ნაზია
მიმქრალი ვარსკვლავის
კრთომა და ციალი,
სხივს ასე თუ აბნევს?
ასე თუ ირხევა
მთვარეში ასკილი,
ღვია და ბალბა
და ძალმიცემული
ტყის სული რიალებს?
ასე თუ ჩურჩულებს
ელისეს მინდორი,
ასე თუ შრიალებს?
თუ ასე ნაზია.