ახლა ეს გრძნობა უფრო ნელია
ახლა ეს გრძნობა უფრო ნელია ავტორი: ტერენტი გრანელი |
ახლა ეს გრძნობა უფრო ნელია,
გული წაიღეს ცისკენ მტრედებმა.
სადაც მე ვდგავარ, იქ სიბნელეა,
იქეთ არავინ არ იხედება.
და პოეზია ჩემთვის გულია,
და ქარის შემდეგ ახლა თენდება.
სადაც მე ვდგავარ, იქ უფსკრულია,
იქეთ არავინ არ იხედება.
ჩემთვის სიცოცხლე ისევ ძნელია
და გრძნობის ცეცხლი სხეულს ედება.
სადაც მე ვდგავარ, იქ სიბნელეა,
იქეთ არავინ არ იხედება.