ახლა მძიმეა ეს ბედისწერა

ახლა მძიმეა ეს ბედისწერა
ავტორი: ტერენტი გრანელი


ახლა მძიმეა ეს ბედისწერა,
გულით მივყვები მე ჩემ სტრიქონებს.
ასე დაღლილი ბალახში ვწევარ,
ასე დაღლილი მე შენ გიგონებ.

შორიდან ზარის რეკვა მომესმის,
შავი ფიქრები ისევ მეწვიენ.
წმინდაო ღმერთო! ძალა მომეცი,
ღმერთო! მიშველე და შემეწიე.

რესურსები ინტერნეტში

edit