ახლა ღამეა, თენდება ისევ

ახლა ღამეა, თენდება ისევ
ავტორი: ტერენტი გრანელი


ახლა ღამეა, თენდება ისევ
და ცა ლაჟვარდი ჩემს გულს მოება.
ყოველთვის მინდა გაფრენა ცისკენ,
ყოველთვის მინდა განმარტოება.

ყოფნა არ კმარა, რაღაც მსურს მეტი
და მწუხარება გაივლის ხმაში.
გარეთ ვიყავი, როიალს ვუსმენდი,
რა ბედნიერი ვიყავი მაშინ.

ახლა რას ვხედავ, ანდა სადა ვარ,
ღმერთო! ჩემს თავზე რა ამბავია.
ეს ფიქრი ისევ მზეში გადავა,
ახლა მე ქუჩას ვეღარ გავიარ.

ახლა ღამეა, თენდება ისევ
და ცა ლაჟვარდი ჩემს გულს მოება.
ყოველთვის მინდა გაფრენა ცისკენ,
ყოველთვის მინდა განმარტოება.

რესურსები ინტერნეტში

edit