ბავშვები და მზე

ბავშვები და მზე
ავტორი: დუტუ მეგრელი


ბავ​შვე​ბი და მზე

დე​დამ, შვი​ლე​ბის ოთახ​ში
ერთს მშვე​ნი​ერს დღეს შე​სულ​მა,
ნა​ხა, რომ ბნე​ლა და ბავ​შვებს
მი​მარ​თა, გაკ​ვირ​ვე​ბულ​მა:

"რის​თვის აბ​ნე​ლებთ ამ ოთახს
თქვენ გე​ნაც​ვა​ლოსთ დე​დაო?
დღე​ის მზეს კა​ცი დაჰ​კარ​გავს?
რად არ აჰ​ხა​დეთ ფარ​დაო?"

უფ​როს​მა ბავ​შვმა მი​უ​გო:
"ჩვენ გან​გებ არ ვხდით იმა​სო,
რად​გან შე​მო​აქვსთ ოთახ​ში
მტვე​რი სხი​ვებ​სა მზი​სა​სო!.."

_"სტყუვ​დე​ბით!" _ უთ​ხრა მათ დე​დამ:
"მტვე​რი ოთახ​ში არიო
და სიბ​ნე​ლე​ში იმალ​ვის
თვა​ლის​თვის უჩი​ნა​რიო;
მხო​ლოდ რო​დე​საც მოხ​ვდე​ბა
მზის სხი​ვი, გა​მოჩ​ნდე​ბაო
და ჩვენც ვგე​ბუ​ლობთ, რომ ოთახს
გაწ​მენ​და ეჭირ​ვე​ბაო!.."
სწავ​ლაც იგი​ვე მზე არის:
სა​დაც თა​ვისს შუქს მი​ა​ფენს,
თუ სად​მე იმა​ლე​ბო​და
სი​ა​ვე რა​მე, მყის აჩენს;
მაგ​რამ, ბავ​შვე​ბის არ იყოს,
უგუ​ნუ​რე​ბი ჰფიქ​რო​ბენ,
რომ სწავ​ლას მო​აქვს სი​ა​ვე
და მისს შეზ​ღუდ​ვას ცდი​ლო​ბენ!