ბაიათი(ბესიკი)

ბაიათი
ავტორი: ბესიკი


აწ, ვიწყო ბაიათი,
რტოს გძღვნიდე ბაიათი!
გიშრის მშვილდის მოზიდვით
ისარს მკრავ ბაიათი!
სახედ მომცა მანათა,
ელვარებით მანათა,
შვიდ ციურთა ელვარეთ
გარდამატა მან ათა.
მელნის ტბისა მორევსა
მზე შვენებით მორევსა;
ჩემის სევდის სალბუნსა
თვისის ხელით მთრევსა!
ზამბახ-ყელი სურისა;
მისი ტრფობა მსურისა!
არღავნისა ბაგედგან
ენ შარბათი სუ რისა?
ალვა რგულია ხისა,
მჯობი ყოვლი სახისა!
ერთხელ მთქმელი ვახისა
და ათასის ახისა!
როს წამი მხვდეს დარული?
თვალთ მიეცა და რული,
გული იწყლა უბრალოდ,
სისხლი სდინდა დარული!
საყვარელი ვარ დისა,
ტატანივით ვარდი სა!
ბრწყინვალება მაცვიფრებს
და ბაგენი ვარდისა!
ველს მაღნარსა მებარა,
სიცოცხლითა მებარა;
ალალს მწყერი მიჰქონდეს,-
რათღა მერქვას მე ბარა?
სურვის ეშხი მას რევდა,
შაქარ-ყანდი მას რევდა,
პირს ებადა საფირონს,
ხმა უხელით მას რევდა!
ცეცხლი კვლავ მწვავს დაგულსა;
მაღრიტებრ მზევ დაგულსა!
მარავს ვისი მწუხარობს:
რამინ ეტრფოდა გულსა!
თეთრ მარმარსა ებანა,
სირინს ტკბილად ებანა;
სრათა ჰქონდა ედემი,
ცად სამყარო ებანა!
აწ განცხრომა მეშალა,
შაჰშრა ქუფრად მეშალა;
დღე რა იქმნა მიმწუხრი,
სუდარი ტანს მეშალა!
გვერდს ლახვარი დამეცა,
ტრფობის ბედი დამეცა.
შენ ანგელი და მეცა!
სად ქვეყანა სუფევდეს,
შენც იქ იყავ და მეცა!