ბაიათი (ალექსანდრე ორბელიანი)

ბაიათი
ავტორი: ალექსანდრე ორბელიანი
1821


თვალნო ველსა ვინახე?
იგი სიდგან ვინახე!
რომ რაღაც სულსა მოსცა
უკვდავებად ვინახე,

თავსა დავგმობ რიდედა,
მას მშვენს ქალს რათ რიდედა?
სიცოცხლეს მიართმევდი,
გულს საფენად რიდედა.

მას შეემკო ედემად,
ბუნება ის ედემად,
სიყვერულს მოიწვევდი,
ცრემლით სთხოვდი ედემად.

ნუგეშად მაქვს საამო,
ვიტყვი სად ხარ საამო?
ცხოვრების მაპკურებელი,
სასურველი საამო.

საგნად თვალთ რა ისურვა?
რომ წამსვე მცა ის ურვა,
სურვილი ძალას მატანს,
გავს, ჩემთვის ეს ისურვა.

1821-სა წელსა.
მაისის დამდეგს..