ბარათი (ტერენტი გრანელის მეორე ლექსი)
ბარათი ავტორი: ტერენტი გრანელი |
მე დავდიოდი შენთან ყოველთვის,
მე დავდიოდი შენთან დაღლილი.
მე დავდიოდი, ახლაც მოვედი,
შენთან მომქონდა ჩუმი ძახილი.
მე დავდიოდი შენთან მარადის,
მე დავდიოდი შენთან დაღლილი.
შენთან მომქონდა წმინდა ბარათი,
შენთან მომქონდა ჩუმი ძახილი.