ბარათი (ტერენტი გრანელის პირველი ლექსი)

ბარათი
ავტორი: ტერენტი გრანელი


სიკვდილია. მიდიან დღეები. ქარიშხალს მიაქვს მწვანე ფოთლები. ბაღი სავსეა ფერადებით.
მაისია. მზე დასდევს დღეებს. დღეები მიდიან წყალივით. ჩუმი მაისია, გაშლილი ფოთლები ელოდებიან გრიგალს.
სიცოცხლე მიდის შეუმჩნევლად. სიცოცხლე ფიქრისთვის, სიცოცხლე ჩემი - შენთვის.
მაისია, მიმაქვს ცრემლი, ფოთლებით სავსეა ბაღი. პირველი მაისია, ფოთლების თვე.

რესურსები ინტერნეტში

edit