ბაქო
ავტორი: ტერენტი გრანელი


ბაქოს ბაღების ახლო
მიმაქვს ცისფერი სევდა.
ისევ თბილისზე ვდარდობ,
თბილისი დარჩა შენთან.

თბილისი დარჩა წმინდა,
მე წამოვედი გუშინ.
ისევ თბილისი მინდა,
თბილისი დარჩა გულში.

თბილისი მინდა ისევ
და მე მივდივარ სხვაგან.
ახლა სიცოცხლეს მივსდევ
და გარინდებულ საგანს.

ბაქოს ბაღების ახლო
მიმაქვს ცისფერი სევდა.
ისევ თბილისზე ვდარდობ,
თბილისი დარჩა შენთან.

რესურსები ინტერნეტში

edit