ბიჭვინტის საბუთები - N 007

დედანი საბუთისა 1675 წ. - შეწირულების განახლების წიგნი ლევან III დადიანისა ბიჭვინთის ღმრთისმშობლისადმი - იგივე 1448-2225.

საბუთის აღწერილობა

edit

1675 წ. - სიგელი ბიჭვინტისა N 9085

1675 წ. - შეწირულობის წიგნი ლევან III დადიანისა, ბიჭვინტის საბუთთაგან N 7, თეთრს ქაღალდზე ზომით 116 x 25 სანტიმ. ნიშნად ყოველ სიტყვის შემდეგ ორი წერტილია.

1675 წ. - ყმა-მამულის შეწირულების განახლების წიგნი, მიცემული ლევან დადიანის მიერ ბიჭვინთის ღმრთისმშობლისადმი - დ ე დ ა ნ ი : სეა 1448-2225, გრაგნილი, ქაღალდი გაყვითლებული, მელანი ყავისფერი, პირველი სტრიქონი მოფლეთილი, მხოლოდ ორი სიტყვა ჩანს, შევსებულია სარესტავრაციო ფურცლით. ნაწერი r-ზე და v-ზე I და II კეფი. სულ შედგება 3 კეფისაგან. ზომები: I კეფი 33,2X25,8 II კეფი 42,4X25,1; III კეფი 41,5X24,7. განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.

v-ზე ძალიან მკრთალი მელნით მითითებულია, რომ საბუთი ჩაწერილია სარეგისტრაციო დავთარში 1827 წ. თვე და რიცხვი არ ემჩნევა.