ბუდაყ ყაზვინი

„ჯავაჰერ ალ-ახბარ“ ("ცხოვრებათა მეგობარი")
ავტორი: ბუდაყ ყაზვინი
ცნობები საქართველოს შესახებ

გამომცემელი: დავით კაციტაძე


უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის სპარსული წყაროები



წინასიტყვაობა

edit

ბუდაყ მუნში ყაზვინი ან უბრალოდ ბუდაყ ყაზვინი - XVI საუკუნის სპარსელი ისტორიკოსი. მისი ნაშრომია "ჯავაჰერ ალ-ახბარ"

ტექსტი

edit
ბუდაყ ყაზვინის ცნობები საქართველოს შესახებ

ბუდაყ ყაზვინი შაჰ ისმაილის საქართველოში ლაშქრობების შესახებ

edit

ბუდაყ ყაზვინი მოკლედ მოგვითხრობს, რომ შაჰ-ისმაილის კარზე მოსულებს შორის იყვნენ ლევან-ხან გურჯი და ყვარყვარე გურჯი.

დავით კაციტაძე - ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან - კრებულში: 1964 - თსუ შრომები - ტ.108

ბუდაყ ყაზვინი იესე ლევანის ძის გამუსლიმებაზე

edit

1. XVI ს-ის ირანელი ისტორიკოსის ბუდაყ ყაზვინის ცნობით ლევან კახთა მეფის ძე იესე მამას გადაუდგა, შაჰის კარზე მივიდა და მუსლიმანობა მიიღო. ამ ამბის დასათარიღებლად ავტორს მოტანილი აქვს ლექსი:

„იესე ლევანის ძე მუსლიმანი გახდა გულწრფელად“.

[ამ ფრაზის ცალკეული ასოების რიცხვითი მნიშვნელობის შეკრება იძლევა იმავე თარიღს, რომელიც ჰასან რუმლუს თხზულებაშია – 967 წ. (1559. 3 X -1560. 21. IX).]

(ბუდაყ ყაზვინი. ჯავაჰერ ალ-ახბარ, ლენინგრადის საჯარო ბიბლიოთეკის ხელნაწერი, დორნის კატ. №288).


2. ლევან მეფის შვილი იესე, რომელმაც თვალის ასახვევად მიიღო მუსლიმანობა, გულში კი ქრისტიანად რჩებოდა (ბუდაყ ყაზვინი, დასახ. ხელნაწერი, ფ. 329 ბ). 1562 წლის 23 დეკემბერს ჩაუსვამთ ალამუთის ციხეში

1966 - ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ