გათენდა, ვაღებ დაკეტილ კარებს
გათენდა, ვაღებ დაკეტილ კარებს ავტორი: ტერენტი გრანელი |
გათენდა, ვაღებ დაკეტილ კარებს,
მგლოვიარეა ჩემი ფანჯრებიც.
ძვირფასო, რა ვქნა, შენ დაიკარგე.
ჩემთან არა ხარ და ვიტანჯები.
ისევ იღბალმა და საოცრებამ
უმზეო დღენი ჩემს წინ გაფინეს.
შენ, შორეულო ჩემო ოცნებავ! -
მომეცი ფრთები და გამაფრინე.