გამოღვიძება გარდაცვალების შემდეგ
გამოღვიძება გარდაცვალების შემდეგ ავტორი: ტერენტი გრანელი |
რა სიბნელეა ველზე,
აქ, სხვათაშორის, მეც ვარ.
და მწუხარებით ვუმზერ
მარად მდუმარე ზეცას.
და უმძაფრესი ღონის
ქარიშხალია დღემდე.
გამომეღვიძა, მგონი,
გარდაცვალების შემდეგ.