გაქრება ისევ სიზმარი ღამის
გაქრება ისევ სიზმარი ღამის ავტორი: ტერენტი გრანელი |
გაქრება ისევ სიზმარი ღამის
და გაგრძელდება ჩემი ობლობა.
უფრო კარგია ასეთი წამი,
უფრო კარგია უმეგობრობა.
საშინელია ჩემი წარსული
და უცნაური - ჩემი აზრები.
მე მივალ ასე თმაგაპარსული
და ისევ მალე გავლამაზდები.
სადღაც დაისვა შავი წერტილი,
ამაღამ მთვარე გვიან ამოვა.
შევდივარ ბაღში გულდაწყვეტილი,
შევდივარ ბაღში და საღამოა.