გელათის წმ. გიორგის გულანის ქრონიკა






ქართული ქორონიკონები







გელათის წმ. გიორგის გულანის ქრონიკა

შესავალი

edit
XVI საუკუნეში გელათის წმ. გიორგის ეკლესიაში გადწერილი გულანის ქრონიკალურ მინაწერებს თედო ჟორდანიამ უწოდა გელათის წმ. გიორგის გულანის ქრონიკა და მისი ცალკეული ცნობები გამოქვეყნა თავის "ქრონიკებში".
გულანი ამჟამად ქუთაისის სახელმწიფო-ისტორიულ მუზეუმში ინახება N 38. მისი აღწერილობა გამოქვეყნებულია ქუთაისის მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობის I ტომში, გვ. 148-154.
1903 წელს თ. ჟორდანიამ ნაშრომში "Пять грузинских исторических хроник», რომელიც გამოქვეყნდა "Прибавление к духовному вестнику Грузинского Экзархата" 1903 წ. N 7-8, სხვა ქრონიკებთან ერთად გამოსცა აღნიშნული ქრონიკა რუსული თარგმანითა და კომენტარებით.
წინამდებარე პუბლიკაცია ამოკრეფილია "ქრონიკების" II და III ტომებიდან.

"გელათის წმ. გიორგის გულანის ქრონიკების" ტექსტი

edit

1. ქკ~ს: რჟჱ: (1510) – ამა ქ~კს მოვიდა თათარი ნოემბერსა: კგ: და დაწუეს საყდარი ქუთათისა და გელათი.

2. ქკ~ს: სიზ: (1529) - ამას ქ~კს მიიცვალა ქუთათელი გერმანოზ და დადგა სვიმეონ.

3. ქკ~ს: სკა: (1533) - ამ ქ~კს გაილაშქარა მამია დადიანი და მამია გურიელი ჯიქეთს და მოკლეს მამია დადიანი და გიორგი გურიელის შვილი და ტყუე იქმნა გურიელი და სამნი მისნი ძმანი და ლაშქარნი.

4. ქკ~ს: სკგ: (1535) - ამას ქ~კს აგვისტოს: იბ: დღესა ხუთშაბათს შეიბა მეფეთ-მეფე ბაგრატ და ათაბაგი ყუარყუარე ახალ-ქალაქს და დახოცნეს მრავალნი კაცნი და გაემარჯვა მეფესა და ხელთ დარჩა ყუარყუარე და მისნი ლაშქარნი და დაიპყრა სრულიად საათაბაგო ძემან ალექსანდრესამან.

5. ქკ~ს: სკდ: (1536) - ამას ქ~კს არის წელიწადნი დასაბამითგან :ჴკბ: ვიდრე აქამომდე.

6. ქკ~ს: სკე: (1537) - აქა სომეხნი შეიშალნენ.

7. ქკ~ს: სლგ: (1545) - აქა ძრვა იყო საშინელი.

8. ქკ~ს: სლვ: (1548) - აქა დაიჭირა მეფემან ბაგრატ ლეონ დადიანი.

9. ქკ~ს: სლჱ: (1550) - აქა გაიპარა (ლევან დადიანი) და მივიდა შინ.

10. ქკ~ნსა სოა (1583) - აქა მეფე გიორგი მიიცვალა.

9. ქკ~ნსა სოზ (1589) - აქა ეკურთხა მთავრად მ(ალაქია ?) ღ~ნ ჩხათა(?) გიორგის შვილი.

10. ქკ~ნსა სჟგ (1605) - ამა ქ~კსა მარტსა იბ (12) დღესა სამშაბათსა დიდი და მაღალი სახელოვანი ხელმწიფე ბატონი ალექსანდრე აწამეს; ძე მისი და ეპისკოპოსნი აწამნეს და კახეთი ააოხრეს ყიზილბაშთა. ამასვე ქ~კსა თვესა მაისსა იგ (13), დღესა ორშაბათსა ხელი ყვეს ცაიშის საყდარს ახლად აღსაშენებლად. ამავე ქ~კს აბხაზეთის კათალიკოსი ეფთვიმი მიიცვალა და ცაიშელ ჯუმათელი გრიგოლის შვილი მალაქია კათალიკოზად დასვეს.

11. ქკ~ნსა ტკზ (1639) - მიიცვალა გრიგოლ კათალიკოზი და იმავე წელსა ქრისტეანე და ღვთის მოყვარე მაჭუტაძე კათალიკოზი ბატონი მაქსიმე ეკურთხა კათალიკოზად.

12. ქკ~ნსა ტლე (1647) - აქა ქრისტეანე და ღვთისმოყვარე შემოქმედლად ეკურთხა ბატონი იაკობ. ღმერთმა ღირს ყოს მარჯვენით ნაწილსა წმიდათასა. ამინ.

13. ქკ~ნსა ტმე (1657) - ამა ქკს მიიცვალა ბატონი კათალიკოზი მაქსიმე მაჭუტაძე. ღმერთო შეუნდენ, ამინ.

14. ქკ~ნსა ტმე (1657) - ამა ქკ~სა მარტსა ჩვიდმეტსა, დღესა შაბათსა მიიცვალა სახელოვანი, სახელგანთქმული, მრავალჯერ გამარჯვებული დადიანი ბატონი მამია (ლევან) მიიცვალა. საუკუნომცა არს ხსენება მისი.

15. ქკ~ნსა ტმზ (1659) - ამა ქ~კს გარდახდა (კათალიკოზი) ქუარიანი ზაქარია და იმავე წელსა ქრისტეანე და ღვთისმოყვარე ქუთათელი მიტროპოლიტი ჩხეტიძე ბატონი სვიმონ კათალიკოზად დასვეს.

16. ქკ~ნსა ტნდ (1666) - ამ ქ~კს, ოკდომბერს ია (11), მიიცვალა ქრისტეანი და ღვთისმოყუარე კათალიკოზი ჩხეტიძე სვიმონ].

17. ქკ~ნსა ტჲა (1673) - ამა ქ~კსა ქრისტეანე და ღვთის მოყუარე კათალიკოზი დავით ნემსაძე კათალიკოზად დაჯდა.

18. ქკ~ნსა ტოგ (1685) – ამა ქ~კს გაემარჯვა მეფე ალექსანდრეს, ძესა ბაგრატისა გურიელ და ოდიშარზედა. ბერი მრალი ახდა. გურიელი (გიორგი) მოკლეს; სხვა ტყუე ყვეს.

19. ქკ~ს: უ: (1712) - ამას ქკ~ს გიორგი ნიჟარაძეს ცოლი წაართვეს უსამართლოდ.

გამოცემები

edit