გრიგოლ აკანელი

"მოისართა ტომის ისტორია"
ავტორი: გრიგოლ აკანეცი


უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის სომხური წყაროები







წინასიტყვაობა

edit

გრიგოლ აკანელის (ადრე მალაქია ბერის საბელით ცნობილის) თხზულება აგვიწერს მონღოლთა შემოსევებისა და მათი გაბატონების ისტორიას ამიერ-კავკასიასა და მცირე აზიაში 1220 წლიდან 1270-იან წლებამდე.

ძეგლი საყურადღებო ცნობებს გვაწვდის აღნიშნული პერიოდის. საქართველო-ამიერ-კავკასიისა და კილიკიის სომეხთა სამეფოს პოლიტიკურ ისტორიაზე, მონღოლთა ბატონობის ხასიათზე.

გამოცემები

edit

ტექსტი

edit
თავი I

მოისართა ტომის[1] შესახებ. თუ საიდან, ან რომელ მოდგმიდან აღმოცენდნენ და (როგორ) დაეუფლნენ მრავალ ქვეყანასა და მხარეს

edit

სამოთხიდან ღვთისგან შექმნილი კაცის ადამის გამოსვლის შემდეგ უფალმა ღმერთმა უბრძანა [მას] მთელი თავისი დღენი ოფლითა და შრომით ეჭამა პური, ცოლის მიერ ცთუნების, ბილწი გველის ღალატისა და მის მიერ ღვთის სათნო ცნების დავიწყების გამო. იმიერიდან ადამიანის ბუნება მოაკლდა განცხრომასა და ხორციელ შვებას. მაგრამ, ცბიერი ეშმაკი, თავისი ბოროტი შურის გამო, მარად ასწავლიდა ადამიანთ, ჩაედინათ უღირსებანი, როგორც კაენს - ძმის მკვლელობა, ხოლო უსჯულო გმირებს ასწავლიდა გაემრავლებინათ დანაშაულობანი და ეჭამათ მკვდოები.

ეს რომ შემოქმედმა იხილა, განრისხდა ადამიანთა ბოროტ საქმეებზე და წარღვნით მოსპო ყველაფერი, დაიცვა რა კაცობრიობის თესლი - ნეტარი და მართალი ნოე. მართალი ნოეს შთამომავლობის მეათე თაობის შემდეგ იშვა სარწმუნოების მამა, თარას შვილი - დიდი აბრაამი, რომელსაც ეწოდა ზეაღმატებული მამა, რადგან მისგან წარმოიქმნა მრავალი ხალხი და ტომი დიდი ღვთის კუოთხევის შედეგად, რომელმაც [ღმერთმა] უთხრა მას [აბრაამს]: გაგიმრავლდესო შვილნი, როგორც ვარსკლავნი ცათანი და ქვიშანი ზღვის ნაპირისანი, რაც კიდეც აღსრულდა.

აბრაამის აზნაური [თავისუფალი] ცოლისგან იშვა ისაკი, მისგან - ესავი და იაკობი, იაკობისგან - თორმეტი მამათმთავარი და დიდი წინასწარმეტყველი დავით. დავითის სახლისა და შთამომავლობიდან გამოგვიჩნდა ღმრთის სიტყვა - უფალი ჩვენი იესო ქრისტე.

აბრაამის მხევალთაგან, რომელთა სახელები იყო: ერთისა პაგარი და მეორისა კენდურა[2], იშვა: კენდურასგან იმრანი, რომელიცაა ფაპლავი, რომლისგანაც არიან მხნე არშაკი[3] და წმინდა გრიგოლი - სომეხთა განმანათლებელი[4]; ხოლო ჰაგარისგან [იშვა] ისმაელი, რომელიც ითარგმნება: „სმენა ღმრთისა“, მისგან – ისმაიტელნი. უბრძანა ღმერთმა აბრაამს, რომ მისცემს ისმაელის შობისას მას და მის ტომს ქვეყნის პოხიერებას და აქცევს მას დიდ ხალხად, ხელი მისი იქნება მის მტრებზე მახვილითა და მშვილდით ყველა ტომზე უფრო გამარჯვებული.

ესავისგან, ისაკის ძისგან. იშვნენ ესაველები, რომლებიც არიან სკვითები - შავნი, ვერაგნი და უცხო სახისანი. მათგან იშვნენ ბორამიჟები და ლეკები, რომლებიც ცხოვრობენ ხვრელებსა და სამალავ ადგილებში [დარანებში] და მრავალ ბოროტმოქმედებას ჩადიან.

იტყვიან რომ ედომაელები, ანუ ფრანგები მის სხვა ნაშობთაგან არიან. სამი ტომი: აგარის, კენდურასი და ესავისა შეერივნენ ერთმანეთს და მათგან იშვა უცხო სახის შთამომავლობა ბოროტის გავლენით, და ეწოდა მას თათარი[5], რომელიც ითქმის მახეილად და მსუბუქად.

ხოლო წმინდა ნერსესი[6] იტყვის მასზე, რომ ის არის აგარის ნაშთთაგან, შერეული გოგის ტომთან[7], რომელიც თორგომისგანაა[8]. მათ უპყოიათ სკვითია[9] – ქვეყნის ის ნაწილი, რომელიც იწყება მდინარე იტილიდან[10], ემაონის მთის[11] ახლოს, და გადაჭიმულია კასპიის ზღეამდე. აქ ცხოვრობს 33 ტომი, რომლებსაც უჟიკური[12] სახელით ჰქვიათ „ხუჟი და დუჟი“[13], ე.ი. განცალკევებული ტომები. ყველაზე უმთავრესს ეწოდება ბუშხი[14].

ხოლო სხვას ამ ტომთაგან ჰქეია თუღარი[15], რომელიც, ჩემი აზრით, სწორედ ისაა, თათრებს რომ ეტყვიან.



თავი II

მათი ყოფა-ცხოვრების, სჯულისა, კანონისა და მეთაურის შესახებ

edit

როგორც რომელიმე მათგანისაგან გაგვიგონია, გამოვიდა თურქესტანიდან მათი ეს ტომი და გაემართნენ აღმოსავლეთის ნაწილის ერთ-ერთ მხარეს. იდგნენ იქ ავაზაკობით დაუშენებელ ადგილს, დიდ სიღატაკეში. დიდხანს არავითარი ღვთისმსახურება არ ჰქონდათ. პქონდათ მხოლოდ ქეჩის[16] ხატები რომლებსაც ჯერ კიდევ ატარებენ თან, გრძნების საჭიროებისთვის. მზით გაკვირვებული იყვნენ, როგორც რაღაც ღვთიური ძალით.

მერე, მყის გონს მოსულებმა, ძლიერ შევიწროვებულებმა უბედური და ღატაკი ცხოვრებისგან, მოუწოდეს შემწედ ღმერთს, ზეცისა და ქვეყნის შემოქმედს, და აღუთქვეს მას დიდი აღთქმით, რომ დადგებოდნენ მის ბრძანებაზე.

მაშინ, ღვთის ბრძანებით, გამოუნდა მათ ანგელოზი ოქრობუმბულიანი არწივის სახთ და უხმო მათ მეთაურს[17] მათივე ენის ხმითა და სიტყვით. ამ მეთაურს ეწოდებოდა ჩინგიზი[18]. ის მივიდა და დადგა არწივის სახის მქონე ანგელოზის წინაშე; მოშორებით, ერთი ისრის გასროლის მანძილზე. მაშინ არწივმა ამცნო [მას], მათ ენაზე ღეთის ყველა ბრძანება.

აი ეს კანონები„ რომლებიც დაუდო მათ ღმერთმა და რომლებსაც თვით უწოდეს იასახი[19] ჯერ ერთი, რომ პყვარებოდათ ერთმანეთი, მეორე – არ ემრუშათ, არ მოეპარათ, ცრუდ არ ემოწმათ, არავინ გაეცათ, პატიქი ეცათ მოხუცებისა და ღარიბებისთვის, ხოლო თუ გამოჩნდებოდნენ მათ შორის ამნაირი შემცოდენი, უნდა მოეკლათ.

როცა ყოველივე ეს ასწავლა ანგელოზმა, მეთაურს უწოდა ღაიანი[20] და (მას 'მემდეგ) იწოდებოდა ის ჩინგიზ-ღაიანად, ან ჩინგიზ ხანად. და უთხრა ანგელოზმა [ჩინგიზს], რომ გაბატონდებოდნენ [თათრები] მრავალ ქვეყნებზე და მხარეებზე და გამრავლდებოდნენ უთვალავ და ურიცხვ სიმრავლედ, რაც კიდეც ახდა.

ასრულდა ნათქვამი უფლისა, რომელიც წინასწარმეტყველის პირით გვექადდა და გვეუბნებოდა: „ნაბუქოდონოსორი სასმისია ჩემს ხელში და ვისაც მინდა, მას ვასმევ". ამრიგად, ამ უცხო სასის ხალხმა არა მარტო სასმისი, არამედ სიმწრის ნალექიც მოაწია ჩვენზე, ჩვენი მრავალი და ნაირ-ნაირი ცოდვების გამო, რობლებიც მარად ვარისხებთ შემოქმედ ღმერთს ჩვენი საქმეებით. ამის გამო უფალმა გამოაღვიძა ისინი [თათრები] რისხვით ჩვენს განსასწავლად, რადგან არ ვიცავდით მის მცნებებს.



თავი III

პირველი ბრძოლა თათრებისა სპარსელებთან, მერმე ალვანელებთან[21] და ქართველებთან; მათი წინააღმდეგობა და ხანგრძელობა. სომეხთა და ქართველთა დამორჩილება

edit

ხოლო როცა გაიგო ამ უცხო სახის ხალხმა, რომ ღვთის წადილია მათი ბატონობა ქვეყანაზე, მაშინვე შეიკრიბა და გაემართა სპარსთა წინააღმდეგ, რომელთაც წაართვა ერთი მცირე ქალაქი. სპარსელებმა მოიკრიბეს ძალა და აიღეს უკან თავისი [ქალაქი] და მათიც.

მერე თათრებმა ხმა დაარხიეს თავიანთ ტომებს შორის, სადაც კი იდგა და ცხოვრობდა მოისართა ხალხი, და ისევ ხელახლა თავს დაესხნენ სპარსელებს, სძლიეს, აიღეს ქალაქი და მთელი მათი ქონება[22].

ყოველივე ამის შემდეგ კვლავ მიიღეს [თათრებმა] ბრძანება მათი ყაენისა, რომელსაც ეწოდებოდა ჩინგიზ-ღანი და გაემართნენ ალვანთა და ქართველთა ქვეყნებზე.

თათრის მოსვლის ამბავი რომ ესმა ქართველთა მეფეს, გამოვიდა მათ წინააღმდეგ 60000 მხედრით, დიდ ველზე, რიმელსაც ეწოდება კოდმანი[23] და რომელიც მდებარეობს ციხე ტერუნაკანის[24], წინ. როგორც კი გაძლიერდა ბრძოლა, ეშმაკის ზეგავლენით, რომელიც მარად ეურჩება ჭეშმარიტებას, მანასაგომის [25] უფალმა, სახელად ჰამიდოლამ [26], რაღაც შურისძიების გამო, ძარღვი დააკვეთა ათაბაგ ივანეს[27] ცხენს. ამ დროს გარდაცვლილი იყო ქართველთა მეფე ლაშა [28], რომელსაც დარჩა ძე ერთი, სახელად დავითი[29]", და ერთი ქალი, სახელად რუსუდანი[30] დავითი ჩავარდნილი იყო ჰორომთა სულტნის ხელში და შეპყრობილი იყო ციხეში, ხოლო მის დას რუსუდანს ეპყრა სამეფო, ივანეს ზედამდგომლობით, რომელსაც ათაბაგი ეწოდა[31].

ხოლო როცა მოაღწია თათრების მოსელის ამბავმა, როგორც ზემორე იყო ნათქვამი, მაშინ ივანემ წაიყვანა საქართველოს სამეფო სახლიდან მხედარნი და გაგში[32], დიდსა და ბრძენ მთავარ ვარამთან[33], ბლუ-ზაქარიას[34] ძესთან. და წაიყეანა რა ის თათრების წინააღმდეგ.

მარჯვენა ფრთა მიიღო ძლიერმა და დიდმა მთავარმა ვარამმა, ხოლო მარცხენა - ივანემ. როგორც კი შეუტიეს ერთმანეთს [ქართველებმა და თათრებმა], ჩადენილ იქნა ის ბოროტმოქმედება წყეულ ჰამიდოლას მიერ, რომელიც [ზემოთ] აიწერა.

როგორც კი დაინახა მოისართა ტომმა ასეთი განხეთქილება მათ შორის, გაძლიერდნენ და შეუტიეს ქართველ მხედრებს და უწყალოდ წყვეტდენ მათ.

ხოლო დიდმა მთავარმა ვარამმა, გაგის უფალმა, მიიღო მარჯვენა ფრთა და საღამომდის მიდიოდა და დაუზოგავი შეტევით სპობდა თათრებს, სანამ საერთოდ არ აივსო საგამის ველი ამოწყვეტილი თათრებით. ხოლო როცა გაიგო გაგის მთავარმა ვარამმა სამეფო ჯარების შემუსრვა, დიდად დამწუხრდა, მიატოვა ბრძოლა და დაბრუნდა თავის ციხე-სიმაგრეში, რომელსაც ჰქვია ქარჰერძი[35] ეს მოხდა სომხური წელთაღრიცხვის 663 წელს (1214 წ.)[36].

3 წლის გასვლის შემდეგ კვლავ მოვიდნენ თათრები, აიღეს განძა შაპასტანი[37] შეუბრალებლად გაჟლიტეს და ტყვედ წაიყვანეს [მცხოვრებლები] და დაბრუნდნენ თავის ქვეყანაში მრავალი ალაფითა და განძით.

თუ რა მსგავსება ჰქონდა ამ პირველ თათარს, ესეცა ვთქვათ: არ იყვნენ ადამიანთა მსგავსნი პირველნი, რომლებიც მოვიდნენ ზემო ქვეყანას[38] მნახეელთათვის იყვნენ საშინელნი და მოუთხრობელნი: თავი იყო დიდი, როგორც კამეჩისა, თეალები ვიწრო, როგორც წიწილისა. ცხვირი მოკლე, როგორც კატისა, დრუნჩი მყეფელი, როგორც მაღლისა, წელი ვიწრო, როგორც ჭიანჭველისა, ფეხები მოკლე, როგორც ღორისა, წვერი სრულიად არ ჰქონდათ. თავი ჰქონდათ ლომისა, ხმა - ჭყივილა, მსგავსად არწივისა სადაც არ ითქმოდა, იქ ჩნდებოდა. მათ დედაკაცებს ჰქონდათ წოწოლა ქუდები კეფაზე, დაფარული იყვნენ დიბის პირბადით. ფართო სახეზე იცხებდნენ სასიკდილო წამალს [ფერ-უმაოილს]; იქედნეს მსგავსად შობდნენ და კვებავდნენ მგლისნაირად. სიკვდილი მათ შორის არც კი შეიმჩნეოდა, ამის გამო 300 წელს ცოცხლობდნენ. ეს ტომი იყო პირველი, რომელიც მოვიდა ზემო ქვეყანას. პურს სრულიად არ ჭამდნენ[39] კვლავ მიიღეს ღანისგან ბრძანება. მოვიდა 3 მეთაური ალვანთა და ქართველთა ქეეყნებში, აიღეს მრავალი ქალაქი და ციხე. მათი სახელები იყო: ერთისა - ჩორმანი[40], მეორისა – ბენალი[41] შესამისა - მულარი[42]. ურიცხვი მხედრობით ალყა შემოარტყეს ციხეებს. პირველად აიღეს შამქორი[43] განძის ახლოს, როშელიც უწინარეს აეღოთ. აიღეს საგამი[44], ქარჰერძი, ტერევენი [45]: მეფის საჯდომი დიდი სიმაგრე გარდმანი[46], ერგევანქი[47], მაწნაბერდი[48]. აიღეს აგრეთვე სიმარჯვით მაგარი ციხე ტავუში[49], რომელიც იყო სულტნის ტახტი; აილეს ტერუნაკანი და ნორბერდი[50]. აიღეს აგრეთეე გამოქვაბული დიდი მოძღერისა, მრავალი ქონებით, და თან წაიყვანეს ჩვენი დიდებული მოძღვარი, მონა ვანაკანი[51] თავისი მოწაფეებითურთ. მთელმა ქვეყანამ საერთო გულისტკივილით მისცა მრავალი განძი და ოქოო, და გამოისყიდეს მოძღვარი[52] თავისი მოწაფეებით.

ამის შემდეგ, როცა შეიცნეს სომეხთა და ქართველთა ბრძენმა მთავრებმა, რომ ღმერთმა მისცა ძალა და ძლევა მათ, |რომ| აეღოთ ჩვენი ქვეყანა, მაშინ საქმე და სიყვარული შეკრეს, დამორჩილდნენ თათრებს, აღუთქვეს მიეცათ ხარკი, ე. ი. მალი[53] და თაღარი[54] და რომ თავიანთი მხედრობით წავიდოდნენ მათთან ერთად, სადაც წაიყვანდნენ[55]. მოეწონათ თათრებს, შეწყვიტეს ქვეყნის აოხრება და ჟლეტა და მიბრუნდნენ თავიანთ ადგილას, მუღანის ქვეყანაში[56] წწ, მაგრამ დასტოვეს ერთი მეთაური, სახელად ყარა-ბუღა[57], რომ მას დაენგრია ქვეყნის ყველა სიმაგრე, რომელიც მათ აეღოთ. დაანგრიეს საფუძვლითურთ აუღებელი ცისეები, რონლებიც აეგოთ არაბებს დიდი ხარჯით. ასე მო0და ყოველივე ეს.



თავი IV

კუდიანი ვარსკვლაეი, თათრების ხელახალი შეტევა. დაპყრობილი ქვეყნების აოხრების შეწყვეტა და ქვეყნების გაყოფა მეთაურებს შორის

edit

იმ დღეებში გამოჩნდა ერთი კუდიანი ვარსკელავი რამდენიმე დღით და ისეე მიიმალა[58]. ამავე დღეებში დაბნელდა მზე დღის 6 საათიდან 9 საათამდის.

ხოლო სამმა მეთაურმა, რომლებზეც [ზემოთ] ითქვა, აიღეს ქართველთა და ალვანთა ქვეყნები და მიიქცნენ მუღანის ქვეყანას, სადაც მუდამ მწვანეა ხოლმე ბალახი – ზაფხულშიც და ზამთარშიც, მიწის ნოყიერებისა და სასიამოვნო ჰაერის გამო. დადგნენ რა აქ რამდენიმე დღე, კვლავ განიზრახეს წასვლა ქრისტიანების წინააღმდეგ, არაფრად აგდებდნენ ქრისტიანთა გაჟლეტას ქართველთა და ალვანთა ქეეყხებიდან. განთქმული კლდე შმეღა აიღეს და ბევრი ბევრეული გაჟლიტეს, და უთვალავი იყვნენ დახოცილები, ტყვედ წაასხეს ყოველი ქვეყნიდან უთვალავი რიცხვი ყრმებისა. ამითაც არ გაძღნენ, არამედ კვლავ განიზრახეს წამოსულიყვნენ ამ ქეეყანაზე და საერთოდ გაეჟლიტათ მთელი ქვეყანა.

ხოლო ყოვლისმპყრობელი ღმრთის განგება უგულებელს არ ჰყოფს მსასოებელთ მის მიმართ, ამიტომ ჩაშალა მათი უღირსი და უსამართლო ზრახვა: სამი მეთაურიდან, [ზემოთ] როომ ვთქვით, ორი დაღუპა.

ხოლო თუ რა განიზრახეს [მათ], მოკლედ გეტყვით: ერთ საღამოს შეყარეს [აღნიშნულმა მხედართმთავრებმა] ხურუთა [59], ანუ კრება, და განიზრახეს მეორეჯერ მიბრუნებულიყენენ დაპყოობილ ქვეყნებში და საერთოდ ამოეწყვიტათ [მცხოვრებნი], ხოლო ეს არა სამთა ერთობით იზრახეს, არამედ ორმა. ჩორმანი, კეთილი განზრახვით. ღმრთის ბრძანებითა და განჩინებით ამბობდა: "საკმარისია ქვეყნის აოხრება და ჟლეტა. დარჩნენ გაშენებულნი, მიწას დაამუშავებენ. სარჩოს ნახევარს ჩვენ მოგვცემენ ვენახებისას და ყანისას, და ნახევრით კი თვით იცხოვრებენ".

სანამ ეს ბჭობა იყო, დღე მიმწუხრდა, ხურუთა დაიშალა და ძილს მისცეს თავი. სანამ გათენდებოდა, ის ორი მთავარი, რომლებსაც ბოროტი განზრახვა ჰქონდათ, ნახეს მკვდარი, ხოლო სხვა, - რომელსაც ქვეყნის აშენება და მასში მშვიდობის დამყარება სურდა და რომლის სახელი იყო ჩორმანი, – ცოცხალი.

გამოვიდა ჩორმანი მოწმეებით და წავიდა მათ დიდ მეთაურთან – ჩინგიზ ღანთან. მიუთხრა მას თავისი და თავისი ამხანაგი მეთაურების განზრახვები, მათი ამოწყვეტა და მისი ცოცხლად გადარჩენა ერთ ღამეს [60].

ხოლო ღაიანმა, როცა მოისმინა, გაუკვირდა და უთხრა ჩორმანს: "ის, რაც იმ ორმა მეთაურმა განიზრახეს, არ იყო სათნო ღვთისათვის, რისთვისაც ისინი მოულოდნელად ამოწყდნენ. ხოლო შენ, შენი კეთილი ზრახვის გამო, არ მოკედი. ღვთის ნება არის, რომ ავიღოთ ქვეყნები, დავიცვათ მოშენებულად, დავადვათ იასახსი, დავემორჩილოთ ისინი ჩვენს ბრძანებას და გამოვართვათ ტზღუ [61], მალი, თაღარი და ღაფჩური [62]. ხოლო ისინი, ვინც არ დაემორჩილებიან ჩვენს ბრძანებებს და არ მოგვცემენ ხარკს, უნდა დავხოცოთ და [მთელი ის] ადგილი დაუნგრიოთ, რათა სხვები, რომლებიკ გაიგონებენ და დაინახავენ ამას, შეშინდნენ და აღარ გააკეთონ მსგავსი რამ.

თქვა რა ეს, ღაიანმა უბრძანა ჩორმანს, რომ წასულიყო და დაეცვა ის აღთქმა, რომელიც განიზრახა, და გადარჩა სიკვდილს. მისცა ჩორმანს თავისი გულკეთილი ცოლი ალთან ხათუნი [63] და უწოდა მას ჩორმაღანი. ხოლო ჩორმანმა წაიყეანა სიკეთის მოყვარული და მადლიანი ცოლი ჩინგიზ ხანისა, ალთან ხათუნი. წამოვიდა და დაჯღა მუღანს, რომელიც იყო თათრის საზამთრო [ადგილსამყოფელი], ას ათი მეთაურითურთ.

შეყარეს დიდი კრება, ხურუთა, ჩორმაღანის ბრძანებით და გაიყვეს ქვეყანა ერთმანეთს შორის ას ათმა მეთაურმა. გაყვეს რა ქვეყანა სამ ნაწილად, ნაწილი მეთაურებისა, წავიდა ჩრდილოეთისაკენ, ნაწილი - სამხრეთისაკენ, ხოლო ნაწილი – ქვეყნის შუა ადგილებში, რომლებიც ამჟამადაც უპყრიათ.

სახელები [მეთაურებისა], რომლებიც დარჩნენ შუა ქვეყანაში, შემდეგია: ასუთუ [64] ნუინი [65], რომელიც იყო ძვალი ღანისა; ჩაღათა [66], რომელსაც ღანი ეწოდა; შემდეგ სანითა [67]; სხვა ერთი მცირე ჩაღათა [68]; ბაჩუ ნუინი [69], რომელიც დააყენეს მთელი ჯარების თავად; ასარ ნუინი*[70]; ხუთთუ ნუინი [71]; თუთტუ ნუინი [72]; ოგოთა ნუინი [73], ხოჯა ნუინი [74]; ხურუმჩი ნუინი [75]; ხუნან ნუინი[76]; თენალ ნუინი [77]; ანგურაგ ნუინი [78].

აგრეთვე სხვა 13 მეთაურმა გაიყვეს ერთმანეთს შორის ზემო ქვეყანა ქართველთა და ალვანთა, მთითა და ველით. დიდი სახლი ჩორმაღანისა მოიტანეს შაჰასტანის განძაკს, რომელიც წინათ აეოხრებინათ და მერე სხვა აშენდა.



თავი V

ქართეელთა და ალვანთა მთავრების მოქცევა [თათართა] ხარკის ქვეშ. ვანაკან სომეხთა მოძღვარი

edit

ხოლო ქართველთა და ალვანთა დიდი და ხარკდაუდებელი მთავრები, რომელი ნებით და რომელი უნებლიეთ, მათ ხარკქვეშ მოექცნენ და აძლევდნენ განუწყვეტლივ მთელ მათთვის განსაზღვრებულ ხარკს, რომელიც ადრე დავწერეთ [79]. ხოლო თვით თავისი ძალისა და შეძლების მიხედვით, თავიანთი მხედრობით წავიდნენ მათთან ხალანში [80], იღებდნენ დაუმორჩილებელ ქალაქებს და ციხეებს, არბევდნენ, ატყვევებდნენ და ხოცავდნენ შეუბრალებლად კაცებსა და ქალებს, მღვდლებსა და ბერებს, ტყვედ მიჰყავდათ დიაკვენები, თავიანთ მოსამსახურეებად, უშიშრად ძარცვავდნენ ქრისტიანთა ეკლესიებს და წმინდა მარტვილთა პატიოსან ნაწილებს. ხოლო ჯვრებსა და წიგნებს, სამკაულთაგან გაცლილს, არაფრად აგდებდნენ და ყრიდნენ ძირს. რომელი ერთი გაჭირვება და სიავე ჟამისა ავწერო: მამათა და დედათა მოშორება შვილთაგან, თუ საყვარელ და ახლობელ სახლეულთა [შორის] სიყვარულის მოშლა? მათი საკუთარი ქონების წართმევა, თუ მშვენიერ სასახლეთა ცეცხლს მიცემა? ყრმების დახოცვა დედათა ხელში, თუ მშვენიერ და ნებივრად აღზრდილ ვაჟთა და ქალწულთა ტანშიშვლად და ფეხშიშვლად ტყვედ წასხმა?

ვაი წარმავალთ! მგონია, რომ ყოველი ეს ჩემი ვალისათვის მოხდა. უფალმა და შემომქმედმა ჩემმა, ის ვინც შემნდობია და სულგრძელი, მოხედოს თავის სამწვყსოს, რომელიც მოიყიდა პატიოსანი თავისი სისხლით[81]!

ამ ჟამთა სიავის დროს, როგორც მზე, ისე ბრწყინავდა წმინდა მოძღვარი ჩვენი ვანაკანი აღმოსავლეთის ქვეყანაში [82], რომელსაც ეწოდა მეორე აღმოსავლეთი. [იგი] აღსავსე იყო ნათლითა და მიუწდომელი მეცნიერებით ყოვლად ბრძენი სული წმინდისა, სალმობითა და შრომით უსასყიდლოდ ანაწილებდა სულიერ საზრდოს, ე. ი. სასულიერო მოძღერების სიტყვას. ის ემსგავსა ზეციერ მოძღვარს ქრისტეს სიმშვიდით, სიმდაბლით, მდუმარებითა და სულგრძელებით. მოყვარე [იყო] წმიდათა და სიწმინდისა, ჯვრისა, ეკლესიებისა, საწირავ ადგილთა, მწირველთა, მღვდელთა და ბერთა. დიდებულთათვის იყო ზარის დამცემი, ღატაკთა და ხელმოკლეთათვის – ტკბილი. შემცოდეთა მიმართ არ იყო შურისმაძიებელი. ადებდა მათ უმსუბუქეს წამლად სინანულს, რომ შესძლებოდათ, ეტარებინათ სინანულის უღელი და კვლავ განახლებულიყვნენ სულითა და სხეულით, მტკიცედ მდგარიყვნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, მადიდებელნი და თაყვანისმცემელნი ყოვლად წმინდა სამებისა.

აგრეთვე მისმა საქებარმა მოწაფეებმა: ვარდანმა [83], კირაკოზმა[84], არაქელმა [85] და იოსებმა [86] გაიყვეს აღმოსავლეთის ქვეყანა ჯვარის მსგავსად და გაანათლეს იგი სული წმინდის განმაცხოველებელი მოძღვრებით. აგრეთვე მრავალი შვილი დიდებას მიაწიეს, უსასყიდლოდ გაიყვეს საუფლო ჯვრისებრი კვერთხები, მიემსგავსნენ თავის დიდებულ მოძღვარს და ასრულებდნენ უფლის ბრძანებას: "უსასყიდლოდ მიგიღებიეს და უსასყიდლოდ მიეცით". და ცხოვრება მათი მიანიჭოს თავის ეკლესიას ქრისტე ღმერთმა მრავალჟამიერ, ამინ



თავი VI

ბაჩუ ნუინის ბრძოლები და აოხოებანი კარნუ ქალაქსა [87] და ჰორომს [88]

edit

688 (1239) წელს სომხური წელთაღრიცხვით თათრის მეთაურმა ბაჩუ ნოინმა შეკრიბა ჯარი და მოვიდა ურიცხვი სიმრავლით კარნუ ქალაქზე, ალყა შემოარტყა მას ორი თვე და [შემდეგ] აიღო. დაუზოგავად გაჟლიტა [მოსახლეობა] და დაანგრია ეს კარგი და მშვენიერი ქალაქი. ასევე უკაცრიელი გახადეს ტყვევნითა და აოხრებით ქვეყნის წმინდა სავანეები და საოცარი ეკლესიები. სომეხთა და ქართველთა მთავრებმა აიღეს ნაწერები, სადღესასწაულო და მარტვიროლოღონები, გაგზავნეს საკითხავები, საქმენი მოციქულთა და ოქროწერილი სახარებები, შეუდარებელი სიმდიდრით შემკული, ასამენებლად და შესამკობლად ახალი სიონის შვილებისა აღმოსავლეთის ქვეყანას, და აავსეს მთელი მონასტრები ეკლესიის სამკაულით. ყოველივე ამ ამბებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ მოისართა ტომმა სხვა ძალა შეკრიბა სომეხ და ქართველ მთავრებთან ერთად. ურიცხვი სიმრავლით ისინი მოვიდნენ ჰორომთა [89] ქვეყანაში.

ჯარის მთავარს ბაჩუ ნოინს გაემარჯვა ბრძოლის საქმეში: სადაც კი შეხვდა თავის მტრებს, ძლევა მოიპოვა. მაგრამ მიზეზი მისი გამარჯვებისა იყვნენ სომეხი და ქართველი მთაერები, რომლებიც მეწინავეები იყვნენ, ძლიერი კვეთებით მტერს მიეტევებოდნენ, ხოლო მათ უკან თათარი [მიჰყვებოდა] მშვილდ-ისრით [90].

ხოლო როდესაც შევიდნენ ჰორომის ქვეყანაში, მათ წინააღმდეგ გამოემართა სულტანი სიათადინი [91] 160000 კაცით. ადრევე სულტანთან იმყოფებოდა ძე დიდი შალვასი [92]. როდესაც დაეწყვნენ საბრძოლველად, შეხვდნენ ერთმანეთს პირისპირ შალვას შვილი და თათართა ჯარი - მარცხენა ფრთაზე, ხოლო დიდად მძლენი სომეხი და ქართველი მთავრები და სულტნის ჯარი - მარჯვენა ფრთაზე. როდესაც გამწვავდა ბრძოლა, მამაცმა და სახელოვანმა შალვას ძემ გააბრუნა თათარი და მრავალი მათგანი ამოწყვიტა.

მაგრამ ქართველბა მთავარმა, გაგის მფლობელმა. დიდი ვარამის ძემ, ბლუ ზაქარიას შეილიშვილმა, სახელად აღბუღამ [93], რომელიც მხნედ შეებრძოლა სულტნის ჯარს სომეხთა და ქაოთველთა აზნაურთაგან შემდგარი ჯარით, გააბრუნა სულტნის ჯარის მარჯევენა ფრთა. მრავალ ამირასა და დიდებულს თავი მოჰკვეთა, რითაც ფრიად დაამწუხრა სულტანი. როდესაც შემწუხრდა, თავი ანებეს ბრძოლას და დაბანაკდნენ ერთმანეთის პირისპირ, ბარის ადგილს, ოომელიც მდებარეობს კაონუ ქალაქსა და ერზინკას შორის.

მეორე დღის გათენებისას შეიკრიბნენ თათართა, სომესთა და ქართველთა ჯარები, რომ წასულიყვნენ საბრძოლველად სულტნის წინააღმდეგ. დიდძალი ჯარითა და მხედრებით მიეტევნენ სულტნის ბანაკს და როდესაც მიაღწიეს ბანაკის ადგილს, ეერაფერი ნახეს იქ გარდა საგზლით სავსე კარვისა. სულტნის კარავი ნახეს შემკული დიდძალი განძით, როგორც შიგნით, ისე გარეთ. |აგრეთვე| ველური მხეცები: ვეფხვი, ლომი და ავაზა, დაბმული სულტნის კარვის კარს. სულტანი გაქცეულიყო იმ ღამეს მთელი თავისი ჯარით, ორგულობის გამო ამირებისა, რომლებსაც სურდა რომ დამორჩილებოდნენ თათრებს [94].

ნახეს რა თათრებმა სულტნის გაქცევა, დაუყენეს ჯარის მცირე ნაწილი კარვებს, რომ დაეცვათ სიფრთხილით და თქვეს [გულში: აქ] რაღაც მაცთურობაა. ხოლო სხვა მრავალრიცხოვანი ჯარი გამოუდგა სულტანს, მაგრამ ვერვის შეპყრობა ვერ შეძლეს, რადგან [მათ] შეასწრეს თავიანთი ქვეყნის სიმაგრეებში. როდესაც შეიტყვეეს, რომ ჰორომთა სულტანი ნამდვილად გაიქცა, თათრების ჯარი გამობრუნდა უკან და წაიღო მთელი საგზალი და მათი ჭურჭლეულობა უდიდეს და უმშვენიერეს კარვებთან ერთად, რომლებიც დაეტოვებინათ თათრების შიშის გამო [პორომებს], თითონ კი გაქცეულიყენენ. მეორე დღეს [თათრები] დიდი სიხარულით თავს დაესხენ პორომთა ქვეყანას, უპირველესად აიღეს ერზინკა [95] და დატოვეს მასში შაჰნა [96]. აიღეს აგრეთვე კესარია [97] და მოახდინეს იქ დიდი სისხლის ღვრა, რადგან ქალაქი არ მისცეს, არამედ წინააღუდგნენ თათარს ბრძოლით: მრავალი ცხენოსანი იყო [იქ] დაბანაკებული, აღსავსე ყოველგვარი სიკეთით, და არ მისცეს ქალაქი ნებაყოფლობით, მაგრამ თათრის ცბიერი ჯარი შეეცადა და მოტყუებით აიღო [ქალაქი], დიდებულები ამოწყვიტა, ხოლო დაბალი ხალხი ტყვედ წაიყვანა დაუზოგავად, მთელი მათი ქონებით. შემდეგ აიღეს კონი [98] და ახშარი [99] დიდ სოფლებთან და ეკლესია-მონასტრებთან ერთად. მერე შეუტიეს სებასტიას [100] და ჯაფით აიღეს იგი, მაგრამ არ გაჟლიტეს ისინი, არამედ წაართვეს მათ ქონება, აღრიცხეს ხალხი და დაადვეს ხარკი, მათი ჩვეულების მიხედვით –– მალი და თაღარი. დატოეეს შაჰნა და მეთაურები პორომთა ქვეყანაში და წავიდნენ დიდი ნადავლით, განძითა და ტყვეებით, რომლებიც წაასხეს ჰორომთა ქვეყნიდან აღმოსავლეთის ქვეყანაში დასასახლებლად და [მისაღებად] თავიანთ ურდოს [101].



თავი VII

ბჭობა და სომეხთა კეთილმსახური მეფის ჰეთუმის [102] მოქცევა თათართა ხარკის ქვეშ

edit

ხოლო კეთილმსახურმა და ქრისტეს მიერ გვირგვინოსანმა სომეხთა მეფემ ჰეთუმმა, სრული სიბრძნით აღსავსე თავის მამასთან [103] და ღვთივდაცულ ძმებთან ერთად, მოითათბირა და გადაწყვიტა, რომ დამორჩილებოდა თავის გულში თათარს, მიეცა ხარკი და ხალანი მათთვის და არ შეეშვა ისინი თავის ღვთისგან ნაშენ, ქრისტიანთა ქვეყანაში, რაც კიდეც გააკეთეს. ამისთვის შათ წინასწარ ნახეს ბაჩუ - თათართა ჯარების მეთაური და დასდვეს მასთან ზავი სიყვარულსა და მორჩილებაზე [104]. მერე, ამის შემდგომ, მეფის ძმა – სომეხთა სპარაპეტი [105] პარონი [106] სუმბატი [107] გააგზავნეს საინ ღანთან [108], რომელიც იჯდა ჩინგის ყაენისს ტახტზე. გაემართა და ღვთის წარმართვით იხილა საინ ღანი, რომელიც იყო ქრისტიანეთა და კეთილის ფრიად მოყვარული, ამის გამო მისმა ხალხმა მას უწოდა საინ ღანი, რაც ნიშნავს მათ ენაზე: "კეთილი და კარგი ღანი“.

დაინახა რა სომეხთა სპარაპეტი საინ-ღანმა ფრიად გაიხარა ქრისტიანული სარწმუნოების გამო, ხოლო უმეტესად იმ მამაცური და ბრძნული სიტყვების გამო, რომლებიც წარმოთქვა სომეხთა სპარაპეტმა მის წინაშე. [ყაენმა] გახადა ის სღამიშად [109], მისცა დიდი იარლახი [110], ოქროს ფაიზა [111] და ჯიღოსანი თათრის ქალბატონი, რადგან მათ უყვარდათ, რომ თუ ვისმეს შეიყვარებდნენ და განადიდებდნენ, აძლევდნენ მას ცოლად თავიანთ საპატიო ქალთაგანს. ასეთი განდიდებით პატივსცა სომეხთა სპარაპეტს და გაგზავნა თავის ქვეყანაში, ქრისტეს მიერ გვირგვინოსან სომეხთა მეფე პეთუმთან, რომელსაც ებრძანა წამოსულიყო თითონ მასთან და ენახა იგი. როცა დაინახა სომეხთა კეთილმსახურმა ჰეთუმ მეფემ თავისი ძმა, პარონი სუმბატი ასეთი პატივით პატივდებული, განდიდებული ყაენისაგან, ფრიად გაიხარა დიდი სიხარულით და უფრო მეტად იმ წერილის გამო, რომელიც დაიწერა ქვეყნის ეკლესია-მონასტერთა და ყველა ქრისტიანის თავისუფლებისათვის [112].



თავი VIII

ქართველთა უფლისწულის დავითის დაბრუნება საპყრობილიდან და გამეფება, ვარამის მცდელობითა და დიდი ღანის ბრძანებით

edit

ხოლო მხნე და სახელოვან ქართველთა ჯარს უკვე კარგა ხანია აღარ ჰყავდა თავისი მეთაური და მეფე. ლაშას ქალი რუსუდანი გარდაიცვალა [113] და ქართველები დარჩნენ უპატრონოდ, როგორც სამწყსო, რომელსაც არ ჰყავს მწყემსი. ამ დროს ღვთის განგებით [ქართველებმა] განიზრახეს [გაემეფებინათ] თავიანთი მეფის ძე დავითი, რომელიც საპყრობილემი იჯდა ჰორომებთან. ქართველთა მთავრებმა შეიპყრეს ჰორომთა ჯარის მთავრები, და მიიყვანეს ბაჩუსთან, რომელიც იყო თათართა მეთაური, და გამოჰკითხეს წამებით მეფის ძის დავითის შესახებ. როცა შეავიწროეს ისინი გამოკითხვითა და სასტიკი ცემით, როგორც თათრის ჩვეულებაა, მაშინ აღიარეს და თქვეს, რომ [დავითი] იმყოფება კესარიაში, შებორკილი ხაროში.

ქართველთა მთავრებმა ფრიად გაიხარეს. მათ, ბაჩუ ნოინისა და თათართა სხვა მეთაურების ბრძანებით, გაგზავნეს ბრძენი მთავარი ვარამი, გაგის უფალი; გაატანეს თათართა ერთი სხვა მთავარი 100 მხედრით და გაგზავნეს ისინი დიდი სიასათით [114] კესარიას. როდესაც წავიდნენ, ღვთის ნებით პოვეს მეფის წული დავითი დიდსა და ღრმა გვირაბში, ხოლო ღვთის ნებამ დაიცვა ის ცოცხლად ღრმა საპყრობილეში. როცა დაინახეს იგი თათრის ჯარმა და დიდმა მთავარმა ვარამმა, გაოცდნენ დიდად მისი ცოცხლად ყოფნის გამო და ადიდეს ღმერთი.

ქართველთა მეფის ძე დავითი იყო ტანით მაღალი და ვაჟკაცი, მშვენიერი სახისა, შავი წვერით. აღსავსე იყო სრული სიბრძნითა და ღვთის მადლით [115].

გამოიყვანეს ის საპყრობილიდან, ჩააცვეს მას საპატიო სამოსელი, შესვეს ცხენზე და წაიყვანეს თავის ქვეყანაში. როცა მიაღწიეს დიდ ქალაქ თბილისს, ფრიად განიხარეს ყველა ქართველმა მთავარმა.

მიიღეს ბრძანება ბაჩუ ნოინისგან და ალთან ხათუნისაგან, რომელიც იყო ცოლი ჩორმაღანისა, რადგან ამ დროს გარდაცვლილი იყო ჩორმაღანი და მის ცოლს ჰქონდა ღანობა[116]. მისცა ბრძანება და [გააყოლა] მხედრობა დიდ მთავარს ვარამს და გააგზავნა დიდ ღანთან, რომელიც იყო აღმოსავლეთში. ღვთის შემწეობით ისინი წავიდნენ, ნახეს ღანი და მიუთხრეს, რაც გადახდა მეფის ძეს. მიიღეს ბოძანება დიდი ღანისგან, მოიყვანეას და დასვეს დავითი მისი მამის ტახტაე, თბილისში. ძლიერ გაიხარეს ქართველმა მთავრებმა, უწოდეს მას "ვარამული მეფე", ე. ი. „ვარამ, დასვი მეფედ". ახალი მეფის დასმის გამო ერთხანს დაწყნარდა ქართველთა და ალვანთა ქეეყნები[117].



თავი IX

ჩორომაღანის სიკვდილი, სომეხთა კათალიკოზი უფალი კოსტანტინე [118]. პარონი კოსტანტინე, ადრე სომეხთა მეფე, ჰეთუმის მამა. დავით ქართველთა მეფის გაცემა მისი მთავრების მიერ. ვანაკან მოძღვრის სიკედილი

edit

ჩორმაღანი მოკვდა კეთილი აზრით და თავის ცოლ ალთან ხათუნისგან დარჩა ორი შვილი, რომელთაგან ერთს ერქვა სირამუნი [119], ხოლო მეორეს – ბორა [120]. სირამუნი თავისი ყრმობიდანვე იყო კეთილი, ქრისტიანთა და ეკლესიის მოყვარული. ღვთის ნებით გაუმარჯვდა ომში იმდენად, რომ ძლიერი სიმხნის გამო, მრავალ გამარჯვებათა და ბრძოლათა შემდეგ ღანებმა მას უწოდეს ოქროს სვეტი. ხოლო მისი ძმა, ბოროტი ქცევის გამო, მოკლული იქნა ჰულავუ ღანის მიერ.

მაშინ განითქვა სახელი ბრწყინვალე და კეთილი ქცევით, სათნოთი ღვთისა და კაცთა, უფალმა სომეხთა კათალიკოსმა კოსტანტინემ, ქრისტეს მიერ გვირგვინოსან მეფე ჰეთუმთან ერთად, რომლებმაც განანათლეს მართლმადიდებელი სარწმუნოებითა და ბრწყინვალე წესებით სომხეთის ყველა ეკლესია, აღმოსაელეთსა, დასავლეთსა და ყოველ ადგილს.

ხოლო მეფის მამა, პარონი კოსტანტინე, სხვა ღვთის მოცემულ შვილებთან და მთავრებთან ერთად, შეჭურვილი იყო უცხო თესლთა ჯარისა და ქრისტეს ჯვრის მტრების წინააღმდეგ. იცავდნენ სიხარულით მარადის კეთილმსახურსა და ქრისტეს მიერ გვირგვინოსან სომეხთა მეფეს პეთუმს, თავის მშვენიერ და პატივდებულ ვაჟებთან, ლეონთან [121] და თოროსთან [122] ერთად.

ხოლო სიკეთის მოყვარული და მშვენიერი ქართველთა მეფე დავითი, თავისი სამეფოთი, ნიადაგ ეძლეოდა მხიარულებასა და ლხინს, თავის სატახტო ქალაქ თბილისში. ერთ დღეს იყო დიდი პურობა და მხიარულება. მეფის წინაშე ქართველთა ჩვეულებაა, მუდამ ამპარტავნობა და გრძელსიტყვაობა.

ქართველმა მთავართაგანმა ჩამოუთვალა მეფეს სხვა მთავრები და მოახსენა მთავართა რიცხვი 1000 [კაციაო]. იყვნენ მთავართაგან, რომლებსაც ჰყავდა 1000 მებრძოლი მხედარი, აგრეთვე ისინი, რომლებსაც ჰყავდათ 500 [მხედარი]. ეს სიტკვა გავრცელდა მთელ სამეფოში, როდესაც იყვნენ საამურ სმასა და ჭამაში და როცა გამოთვალეს და აღრიცხეს სომეხთა და ქართველთა ჯარი, თქვეს, რომ მოერეოდნენ თათართა ჯარს. გამოიყვეს მეთაურები. და ეს არა თუ წრფელად იზრახეს თუ თქვეს, არამედ ხუმრობით, რადგან მოცლილნი იყვნენ და არაფერი აწუხებდათ, და მტერიც არსად იყო აღმოსავლეთის ქვეყანაში, თათრების გარდა, რომლებიც მუდამ ჟამს მოდიოდნენ და ხარკით ავიწროვებდნენ ქართველ და სომეხ მთავრებს. ზოგიერთთაგან უნდოდათ ოქროქსოვილი, ზოგიერთთაგან მიმინო, ზოგიერთთაგან კარგი ძაღლი და ცხენი; და ამგვარად ავიწროვებდნენ მათ, მალის, თაღარისა და ხალანის გარდა. ამის შესახებ ლაპარაკობდნენ, მაგრამ არა გულწრფელად, არამედ სალაღობოდ და სახუმაროდ.

ხოლო ერთი ვინმე მათგანი რომელიც იქ იდგა, ემსგავსა გამცემელ იუდას. წავიდა და შეასმინა თათრებს, ცრუ სიტყვა ნამდვილად და წრფელად მოაჩვენა და ესრე უთხრა, რომ ქართველთა მეფემ და მისმა მთავრებმა განიზრახეს წამოვიდნენ თქვენზე.

ხოლო ისინი ერწმუნენ ცრუ სიტყვას, გაემართნენ [ქართეელთა] ქვეყნისაკნ და იავარყვეს მთელი სარჩო და საქონელი. ხოლო ხალხი არ ამოწყვიტეს, დიდი ღანის ბრძანების გარემე. შეიპყრეს მეფე და ყველა მთავარი, თვით ქართველთა დიდი მთავრის ათაბაგ ივანეს ძე, სახელად ავაგი [123], წაიყვანეს [თავიანთი] მეთაურის კარს, ტახტრევნით, რადგან იმ დღეებმი ის ავად იყო და არ შეეძლო ცხენზე ჯდომა. თუმცა. მეფე და სხვა მთავრები ბევრს ელაპარაკნენ, არ ერწმუნენ მათ სიტყვას და ვერ გადაარჩინეს ქვეყანა ტყვეობასა და აოხრებას. როცა მოიყვანეს ავაგი ტახტრევნით თათართა მთავრის კარს, მაშინ ერწმუნენ მის სიტყეებს და შეეშვნენ ქვეყნის რბევას და მიანიჭეს მშვიდობა გულგატეხილ და საწყალობელ ქრისტიანებს [124].

იმ დღეებში მიიცვალა უხუცესი და დიდებული ჩვენი ვარდაპეტი ვანაკანი და დიდი გლოვა მოიწია ჩვენზე. და არა მარტო ჩვენზე - მის მოწაფეებზე, არამედ მთელ ქვეყანაზე, რომლის ხსენება კურთხეულ იყოს და ლოცვა მისი [იყოს] მთელ ქვეყანასა და ყველა ქრისტიანებზე.



თავი X

კალია. ხალხის აღწერა აღმოსავლეთში. სომეხთა მეფის ჰეთუმის წასვლა მანკუ ღანთან და პატივით განდიდება. შვიდი ყაენის შვიდი შვილი. ხულის ამპარტავნობა. გერეთინის მონასტრის წინამძღვრის უფალ სტეფანოსის წამება. ხულის დასნეულება. ბოროტმოქმედებანი მის გამო. ხულს სცვლის მისი ვაჟი მიღანი

edit

ამ დროს მოვიდა დიდძალი კალია და შესჭამა მთელი აღმოსავლეთის ქვეყანა იქამდის, რომ საერთოდ ჩეენი ქეეყანა, აღმოსავლეთი და დასავლეთი, შიშისგან ზარდაცემული ღმერთს მიენდო დიდი ოხერა-ვაებით. მერმე, ღვთის მოწყალებით გადაურჩა ქეეყანა საშინელ რისხვას და მისცეს დიდება ყოვლისმპყრობელ ღმერთს, მხსნელს ამნაირი სასჯელისგან. ეს იყო 700 წელს (1251 წ.) სომეხთა წელთაღრიცხვით[125].

ამ რისხვის შემდეგ მოვიდა ერთი მეთაური თათარი, სახელად არღუნი[126], მანკუ ღანის[127] ბრძანებით და აღწერა აღმოსავლეთის ქვეყანა ხარკისთვის. ამიერიდან ხარკს იღებდნენ თითოეული კაცის თავზე, რომლებიც ჩაწერილნი იყვნენ დავთარში[128]. ამგვარად, აღმოსავლეთის ქვეყანა კვლავ ააოხრეს, რადგან სულ მცირე სოფელშიც კი ორმოცდაათი კაცი აღრიცხეს, ან ოცდაათი. 15 წლიდან ზევით ყველას აღრიცხავდნენ 60 წლამდე. თითოეული აღრიცხული კაცისაგან იღებდნენ 60 თეთრს[129]. ვინც გაურბოდა, ან იმალებოდა, როცა დაიჭერდნენ, უწყალოდ უკრავდნენ უკან ხელებს და სცემდნენ ნედლი ჯოხებით მანამ, ვიდრე მთელი სხეული არ დაეჩეჩქვებოდა და სისხლისაგან დაესვრებოდა. ხოლო შემდეგ, მიუშვებდნენ შეუბრალებლად თავიანთ ბრაზიან ძაღლებს, რომლებიც მიჩვეული იყვნენ ადამიანის ხორცის ჭამას. შიგ უშვებდნენ და აჭმევდნენ საცოდავსა და არასმქონე ქრისტიანებს[130].

ქრისტეს მიერ გვირგვინოსანმა და კეთილმსახურმა ჰეთუმ მეფემ, როცა მოისმინა ყოველივე ეს რისხვა, რაც იქნა აღმოსაელეთის ზემო ქვეყანას, მაშინ ქრისტიანთა და განსაკუთრებით თავისი საკუთარი ქვეყნის სიყვარულის გამო, წავიდა დიდი განძით მანკუ ღანთან და ზრუნავდა რომ არ დაეტოვებინა თავის ქვეყანა ამ რისხვაში. ხოლო რაჟამს მიაღწია ღანთან, ღვთის ნებით განდიდებულ იქნა ღანისაგან. უყო ღანმა დიდი პატივი და დიდება სომეხთა მეფეს, [შეასრულა] ყოველი მისი სიტყვა, დაიურვა მისი ნებისაებრ და მიაქცია დიდად გახარებული თავის ქვეყანაში[131].

ხოლო ამის შემდეგ, როცა მოაღწია 706 წელმა სომეხთა წელთაღრიცხვით [1257 წ.], აღმოსავლეთიდან, საიდანაც იყო დიდი ღანი, მოვიდა ღანის 7 ვაჟი, თითოეული თითო დუმანი[132] ცხენოსნით. ერთი დუმანი იყო 30.000. მათი სახელებია: პირველისა – უფროსისა მათ შორის, რომელიც ძმა იყო მანკუ ღანისა - ჰულავუ[133], მეორისა - ხულ[134], რომელიც თაეის თავს ღვთის ძმას უწოდებდა და არ რცხვენოდა, მესამისა - ბალახა[135], მეოთხისა - ტუთარ[136], მეხუთისა - თაგუდარ[137], მეექვსისა – ღატაღან[138], მეშვიდისა – ბორაღან[139]. ესენი ერთმანეთს არ ემორჩილებოდნენ და იყვნენ ძლიერ უშიშარნი და კაცისმჭამლები. ისინი ყველანი მოვიდნენ ეტლებით და ეტლებითვე დაიარებოდნენ იქამდის, რომ მთასა და ბორცვს ასწორებდნენ აღმოსავლეთის ქვეყანაში, ეტლებითა და ურმებით ადვილად სიარულის გამო.

ხოლო ის მეთაური. რომელიც თავის თავს ღვთის ძმას ეძახდა, შევიდა ქვეყნის შუაგულში და უწყალოდ თელავდა საცოდავ ქრისტიანებს. ძელის ჯვრებს, სადაც კი პოულობდნენ ამართულს გზებსა და მთებში, ყველას სწეავდნენ და არაფრით არ ძღებოდნენ. ეკლესია-მონასტრებს, რომლებიც კი იყვნენ იმ ქვეყანაში, სადაც კი იპოვიდნენ, უფრო მეტად თრგუნავდნენ. სჭამდნენ და სვამდნენ და პატიოსან მღვდლებს ჰკიდებდნენ და სცემდნენ უწყალოდ.

ხოლო ერთი მეთაურთაგანი ხულის მხედრებიდან, წავიდა ერთ-ერთ მონასტერს, რომელსაც ერქვა გერეთი[140]. მონასტრის მამა იყო მხცოვანი, მოხუცი ფრიად, რჩეული, წმინდა, ყოველი სათნო და კეთილი საქმით სრული, სახელად სტეფანოსი. როცა დაინახა მან, რომ თათრის მეთაური მიდიოდა მასთან სავანეს, აიღო ღვინო ჭურჭლით და წავიდა თათრის შესახვედრად, და მიართვა საგზალი, როგორც ეს ჩვეულებაა თათრისა. ამის შემდეგ მან შეიყვანა ის მონასტერში და დასვა სხვა მხედრებთან ერთად, რომლებიც ახლდნენ მეთაურს. დაუკლა ცხვარი და მოხადა სხვა ღვინო, გააძღო სასმელ-საჭმლით ყველა იქამდე, რომ ძლივსღა შეეძლოთ ცხენებზე გაჩერება. საღამოს ნასვამი წავიდნენ შინ. მონასტრის ახლოს იყო თათრის სახლი.

როცა მიაღწიეს თავის სახლს და დაიძინეს ღამით, დილით რა გაიღვიძეს, ნახეს თავიანთი მეთაური ფრიად უძლურად. როცა ჰკითხეს მას, თუ რა არის მიზეზი მისი ავადმყოფობისა, მთავარმა უპასუხა, რომ ხუცესმა მომწამლა მე საღამოსო. ხუცესი კი უდანაშაულო იყო. ხოლო მას სასმელ-საჭმლით გაუმაძღრობისაგან შეემთხვია ასე. მაშინვე გაგზავნეს [მხედრები] და საკვრელით წაიყვანეს საკვირველი მოხუცი სტეფანოსი. დიდი კითხვა-ძიების შემდეგ მას არ დაუჯერეს, ოთხსავე მხრივ ჩაასვეს ძელი და განართხეს მასხე უწყალოდ. ამ საქმემი უდანაშაულოს, მიწას მოცილებულს დაახლოებით წყრთის ოდენობით. მერმე შეუნთეს ცეცხლი და შესწვეს მთელი მისი სხეული, ვიდრე არ განუტევა სული საკვირველმა მოხუცმა სტეფანოსმა. ცხადად ნახეს ნიში და სინათლის სვეტი ნეტარ მამა სტეფანოსზე, რომელიც ესრე უცოდველად და ამაოდ ეწამა და წმინდა მარტვილებთან ერთად დაიდგა გვირგვინი.

ხოლო ბილწი და უწყალო მეთაური, გარდა იმ ტკივილისა, რომელიც ჰქონდა, მოწყლული იყო ეშმაკისაგან იქამდე, რომ გაცოფებული სჭამდა მის ბილწ სხეულს. და ასეთი ტანჯვითა და გვემით მოკვდა. ასევე მთელი ბანაკი ჩავარდა ბოროტ სნებამი და მრავალნი ამოწყდნენ მათგან.

თუმცაღა ეს ამნაირად მოხდა, მათ მაინც არ ეშინოდათ ღვთისა, არამედ დაჟინებით მუდამ სინანულისა და მწარე ცრემლების საქმეს აკეთებდნენ. მათ მეთაურს ხულს, რომელიც გაამაყებული თავის თავს ეძახდა ღვთის მსგავსსა და ძმას, შეეყარა ნიკრისის ქარი. ამ სენის გამო მოხდა მოუთხრობელი, საბრალო და საწყალობელი საქმე: წავიდნენ და იპოვეს ერთი მკურნალი, ურწმუნო ურია, და მოიყვანეს ხულთან. როდესაც გასინჯა მისი სენი, ამ უსჯულომა და ცრუ მკურნალმა თქვა, წამლად სენისა გაეპოთ მუცელი ცოცხალი, ქერა ყრმისაა, ჩაედოთ [ავადმყოფის] ფეხი ამ მუცელში. მაშინვე წავიდნენ და მიმართეს ქვეყანას. უეცრად შევიდნენ ქროისტიანთა სოფლებში, აიყვანეს ყრმები ქუჩიდან და მგელსავით გაარბენინეს. ბავშვების მშობლები წივილ-კივილით, მწარე და საწყალობელი ცრემლებით მოსდევდნენ მათ უკან და ვერ შეძლეს, რომ დაყყრევინებინათ, არამედ მოიქცნენ უკან და წავიდნენ შინ საცოდავი გულით. და თუ აიძულებდნენ და გამოჰგლეჯდნენ ყრმებს, მაშინ [თათრები] ისრით გმირავდნენ ყრმათა მშობლებს. ეს საწყალობელი საქმე მოხდა უსჯულო ურიის მიერ. იმ ყრმათა რიცხვმა, რომელთაც მუცლები გაუბეს, 30-ს მიაღწია. და მაინც არ გახდა კარგად. როდესაც ურწმუნო ხულმა შეიტყო რომ ამდენი საცოდაობა ჩაიდინა და არაფერი ეშველა მას, მაშინ განრისხდა; უბრძანა, მოეყვანათ ექიმი ურია და, ბავშვებზე სინდისის ქენჯნის გამო, ბრძანა მის წინაშე გაეპოთ მისი მუცელი და მიეყარათ ძაღლებისათვის. მაშინვე შეასრულეს ბრძანება. ხოლო თვით ხული მაინც მოკვდა ბოროტი სიკდილით და მის ადგილზე დაჯდა მისი ძე, სახელად მიღანი[141].



თავი XI

ბაღდადის აღება და ხალიფას ტყვედ წაყეანა. მარტვილთა ქალაქის დანებება. წმინდა მოციქულის ბართლომეს მარჯვენა

edit

ამის შემდეგ მოიწვიეს დიდი კრება ძველისა და ახალი მხედრებისა[142], ქართველთა და სომეხთა მხედრობისაც, და ურიცხვი სიმრავლით გაილაშქრეს ქალაქ ბაღდადზე. როდესაც მიაღწიეს ადგილს, მალე აიღეს ეს დიდი და სახელოვანი ქალაქი ბაღდადი, აღსავსე მრავალი კაცით, ძვიორფასი განძით, ურიცხვი ოქროთი და ვერცხლით. როდესაც აიღეს იგი, დაუზოგავად მოსრეს [მოსახლეობა] და ტყვედ წაასხეს მრავალი; და საერთოდ აივსო მხედრობა ძვირფასი ტანსაცმლითა და ხალიფატის ოქროთი. შეიპყრეს ხალიფაც, ბაღდადის უფალი, მთელი მისი განძით და მიიყვანეს ჰულავუნის წინაშე გამსხვილებული და გასუქებული. როდესაც დაისახა ჰულავუნმა, უბრძანა: შენა ხარ ბაღდადის მფლობელი? ხოლო მან უპასუხა, მე ვარო. მაშინ ბრძანა ჩაეგდოთ იგი საპყრობილეში 3 დღე უპუროდ და უწყლოდ. სამი დღის შემდეგ უბრძანა, მოეყვანათ მის წინაშე. და ჰკითხა პულავუნმა ხალიფას: როგორა ხარ? ხოლო მან, თითქოს ჰულავუნის შესაშინებლად რისხვით უპასუხა: ეგ არის თქვენი ადამიანობა, რომ მე სამი დღეა უჭმელი ვიმყოფები? ადრე ხალიფას ქალაქის მცხოვრებლებისთვის ეთქვა: ნუ შეშინდებით, თუ მოხდება და თათარი მოვა, მაჰმადის დროშას გამოვიტან, რომ მთელი თათრის მხედრობა გაწყდეს და ჩვენ გადავრჩეთ. ეს ესმინა ჰულავუნს და ძლიერ განრისხებულიყო. ჰულავუნმა ბრძანა, რომ მოეტანათ ერთი თაბახი წითელი ოქრო და დაედვათ მის წინ. როცა მოიტანეს, ხალიფამ თქვა: „ეს რა არის?" პულავუნმა უთხრა: „ოქროა, ჭამე, რომ მოიკლა სიმშილი და წყურვილი და გაძღე“. ხალიფამ უთხრა: „ოქროთი კი არა რჩება კაცი, არამედ პურით, ხორცითა და ღვინით". ჰულავუნმა უპასუხა ხალიფას: ეგ თუ იცოდი, რომ კაცი ცარიელი ოქროთი კი არა ცხოვრობს, არამედ პურით, ხორცითა და ღვინით, შენ მაგოდენი ოქრო რად არ გამოგზავნე ჩემს წინაშე, რომ მე არ მოვსულიყავი შენი ქალაქის ასაოხრებლად, შენს დასაჭერად? [მაშინ] შენ ხომ შენთვის უზრუნველად იჯდებოდი, სჭამდი და სვამდი! შემდეგ ჰულავუნმა უბოძანა ჯარს, ფეხი ეკრათ და ისე მოეკლათ არაბთა ხალიფა[143]. წავიდნენ დიდძალი განძითა და ალაფით დატვირთულნი აღმოსავლეთის ქვეყანაში.

მომავალ წელს თათრები მოეიდნენ მუფარღნინზე[144], მაგრამ ეერ შეძლეს მისი აღება, რადგან ძლიერ მაგრად აეშენებინა იგი წმინდა მარუთას - მარტეილთა ქალაქი - და ყველა წმინდანისაგან მოეკრიბა ნეშტი და დაედვა იქ. უმტკიცესად მოეზღუდა ის და ეწოდა მისთვის მარტვილთა ქალაქ. თათრებამღე სხვამ ვერავინ შეძლო მისი აღება სიყვარულის გარეშე. შემდეგ თათრის სულგრძელმა ჯარმა მოთმინებით შემოარტყა ალყა იქამდე, რომ [მცხოვრებლებმა] შიმშილისაგან ერთმანეთი შეჭამეს. ამბობდნენ, რომ ერთი ვირის თავი 30 დრამა[145] ღირდა. ჰყავდათ რა ჩაყენებული ასეთ გაჭირვებულ მდგომარეობაში, 3 წელ ალყაშემორტყმული, დაიპყრეს მარტვილთა ქალაქი. სომეხთა ჯარმა, რომელიც იმყოფებოდა თათართან, მრავალ წმინდანთა ნემტი იპოვა და წაიღო თავის ქვეყანაში.

ხოლო სომეხთა დიდმა მთავარმა, რომელსაც სახელად ერქვა თაღეადინი[146], ბაგრატუნიანთა ტომიდან, შეიპყრა ერთი ასური ხუცესი და აღიარებინა და პოვა ბართლომე მოციქულის მარჯეენა. წაიღო ის დიდი სიხარულით თავის ქვეყანაში აღმოსავლეთს და დადვა თავის მონასტერში. შემდგომ, იძულებულმა არწრუნთა დიდი მთავრისაგან, რომელსაც ერქვა სადუნი[147], მისცა შას. აიღო სადუნმა, მფლობელმა ახპატისამ[148] - დიდისა და სახელგანთქმული წმინდა ძმობისამ - და დადვა წმინდა ბართლომე მოციქულის მარჯვენა ახპატის მონასტერში. და იმყოფება ის იქ ნამდვილად.



თავი XII

ჰულავუნის ღანად დასმა მანკუ ღანის ბრძანებით. შვიდი ღანის შვიდი შვილიდან ოთხის ურჩობა და დასჯა. ორი მორკინალი და შერკინება

edit

ხოლო ყაენის 7 შვილი, რომლებიც მოვიდნენ და აიღეს ქალაქი ბაღდადი და აივსნენ დიდძალი განძით, ოქროთი და მარგალიტით, არ ემორჩილებოდნენ ერთმანეთს, არამედ იყო ყოველი მეთაური თავისი მახვილით დიდი, და დაუსჯელად აოხრებდა და აჩანაგებდა აღმოსავლეთის ქვეყანას.

ხოლო დიდმა და სახელოვანმა მთავარმა მათგან, რომელსაც ერქვა ჰულავუ და რომელიც, როგორც წინათ ითქვა, იყი მანკუ ღანის ძმა, გაგზავნა თავის ძმა მანკუ ღანთან მკვიდრ აღმოსავლეთს და დააბარა წასულებს, რომ: „ჩვენ, ამ 7 დუმნის მეთაურები მოვედით აქ ღვთისა და თქვენი ძალით და გავრეკეთ აქედან ძველი მხედრები[149] და თემაჩები[150], წავედით და ავიღეთ არაბთა ქალაქი ბაღდადი და დიდძალი ნივთით დავბრუნდით ღვთისა და თქვენი ძალით. ეხლა რას გვიბრძანებ ჩვენ? თუ ამგვარად უასახოდ და უმეთაუროდ ვიქნებით, ეს ქვეყაყანა აოხრდება და ჩინგის ღანის ბრძანება არ მესრულდება. მან გვიბრძანა ჩვენი მორჩილი და ჩვენ მიერ დაპყრობილი ქვეყანა კი არ ავაოხროთ, არამედ ავაშენოთ. სხვა ბრძანება კი თქვენს მიმართ არის. რასაც გვიბრძანებთ, ჩვენ იმას გავაკეთებთ. ასეთი სიტყვით წავიდნენ ელჩები[151] ჰულავუსგან მანკუ ღანთან.

როცა ელჩებმა მიაღწიეს ადგილს და მანკუ ღანმა მოჰკითხა მათ ძმის შესახებ, მათ უთხრეს მას ჰულავუს ნაბრძანები. როდესაც მანკუ ღანმა მოისმინა ნათქვამი, მან უბრძანა თავის არღუჩებს[152], ე. ი. მოსამართლეებს, რომ: „წადით და დასვით ჩემი ძმა ჰულავუ იმ ქვეყანაში ღანად და ვინც მას არ დაემორჩილება, მას მიაგეთ იასახი ჩემი ბრძანებით".

როცა არღუჩები ჩამოვიდნენ, მათ მანკუ ღანის ბრძანების თანახმად მოიწვიეს დიდი ხურუთა და უხმეს მეთაურებს, რომლებიც ჰულავუსთან ეოთად ჩამოვიდნენ. მათ მოუწოდეს ქართვეელთა მეფეს, თავისი მხედრებით და საიდუმლო სიტყვა გაანდეს. ამას გარდა მანკუ ღანის არღუჩებმა, დიდი ელჩების საშუალებით უხმეს ღანის შვილებს: ბალახას, ტუთარს, ღატაღანს, ბორაღანს, თაგუდარს და მიღანს, რომელიც ხულის შვილი იყო. როცა ყველა ერთად შეიკრიბა, მაშინ თქეეს არღუეჩებმა მანკუ ღანის ბრძანება.

როდესაც მოისმინეს ღანის შვილებმა, რომ ჰულავუს სურს ღანად დაჯდომა, ოთხი მათგანი ძლიერ განრისხდა და არ მოინდომეს დამორჩილებოდნენ ჰულავუს. თაგუდარი და ბორაღანი კი დაემორჩილნენ ჰულავუს, ხოლო ბალახა, ტუთარი, ღატაღანი და მიღანი არ დაემორჩილნენ. როდესაც შეიტყვეს მანკუ ღანის არღუჩებმა, რომ ეს ოთხი არ აპირებდა დამორჩილებას, არამედ უნდოდათ შებრძოლებოდნენ ჰულავუს, უბრძანეს ბალახას, ტუთარისა და ღატაღანისთვის იასახი ექნათ, ე ი. მოემთოთ მშვილდის ლარით, რადგან მათი კანონია ასე მოკლან ღანი. მხოლოდ მიღანი, ხულის შვილი, რომელიც ასაკით ჯერ კიდევ ყრმა იყო, შეიპყრეს და ჩასვეს ციხეში, მლაშე ზღვის[153] შუა, რომელიც მდებარეობს ჰერისა[154] და ზარავანდის[155] კუთხეებს შორის. ამის შემდეგ კვლავ უბრძანეს მანკუ ღანის არღუჩებმა სომეხთა და ქართველთა ლაშქარს. და აგრეთვე ჰულავუს ლაშქარს, წასულიყვნენ [მეამბოხეთა] ჯარების წინააღმდეგ და დაუზოგავად ამოეწყვიტათ ისინი, რაც კიდეც შეასრულეს. იმდენი დახოცეს, რომ მთა და ველი ამოწყვეტილ თათართა გვამთაგან დალპა.

მხოლოდ ორმა მეთაურმა, რომელთაგან ერთს ერქვა ნუხაქოუნი[156], ხოლო მეორეს არადამური[157], წინასწარ შეიტყვეს [საშიშროებაზე] და წაიყვანეს რა 12 ათასი მხედარი და მრავალი განძი, ოქრო და კარგი ცხენები, რამდენიც შეეძლოთ, გაიქცნენ. გადალახეს დიდი მდინარე, რომელსაც მტკვარი ჰქვია, და დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში, საიდანაც მოსული იყვნენ. ხოლო ისინი არ გაჩერდნენ, არამედ თავიანთი ქვეყნიდან იპყრეს თავის შემწედ ბერქა[158], რომელიც იყო საინ ღანის ძმა და მრავალი დანაშაული ჩაიდინეს 10 წლის განმავლობაში[159].

ხოლო მანკუ ღანის არღუჩებმა, რომლებიც მოსული იყვნენ დიდი იასახით, დიდი პატივით დასვეს ჰულავუ ღანად[160]. მცირე ხნით დაწყნარდა ქვეყანა, რადგან ჰულავუ ღანი იყო ფრიად კეთილი, ქრისტიანების, ეკლესიებისა და მღვდლების მოყვარული. ასევე მისი კურთხეული ცოლი ტოვუს ხათუნი[161], რომელიც კეთილი იყო ყოველმხრივ და გაჭირვებულთა მიმართ და ფრიად უყვარდა ქრისტიანები - სომხებიცა და ასურელებიც იმდენად, რომ თან ატარებდა კარვის ეკლესიასა და წირვაზე მომხმობს[162], აგრეთვე მრავალ მღვდლებს, როგორც სომეხს, ისე ასურელებს.

გაიგო რა კეთილმსახურმა სომეხთა მეფემ ჰეთუმმა რომ ჰულავუ ღანად დაჯდა და რომ ის ამდენად ქველმოქმედი და მოყვარულია ქრისტიანებისა, თვით სომეხთა მეფე გაემართა აღმოსავლეთს, დიდი ძღენით, და ნახა ჰულავუ ღანი. ღანმა რომ სომეხთა მეფე ნახა, ფრიად შეიყვარა და პატივი სცა მას. მეორეჯერ სითარხნე დაუწერა მის სამეფოს და უმეტესად ეკლესიებს, მის მსახურთ და ამ ქვეყნის ყველა ქრისტიანს. ასეთი პატივითა და საბოძვრით გაგზავნეს სომეხთა მეფე თავიანთ ქვეყანაში[163]. სხვა მრავალი მეფეებიც და სულტნები მივიდნენ დიდი ძღვნით და გამოუცხადეს მორჩილება.

განდიდდა ჰულავუ ღანი და გამდიდრდა ისე, რომ არ იყო რიცხვი მისი ჯარისა და მხედრებისა, აგრეთვე სხვა ნივთებისა. პატიოსანი თვალი და მარგალიტი, როგორც ზღვის ქვიშა, ისე ეწყო მის წინ. აღარაფერს ვამბობ სხვაგვარ სიმდიდრესა და სიმრავლეზე: ოქროსა და ვერცხლისა, ცხენისა და ფარისა, რომელთაც არ ჰქონდათ ზომა და რიცხვი.

როდესაც გაიგო ჰულავუ ღანმა რომ ღმერთმა მისცა მას ყაენობა და დიდება, ჯარისა და მხედრობის სიმრავლე, ყოველი ქონება, გასცა ბრძანება, რომ აეშენებინათ მისთვის ძვირფასი სასახლე დარნის ველზე[164], რომელსაც იმათ უწოდეს ამ ადგილის სახელი ალატაღი[165] და რომელიც წინათ საზაფხულო საჯდომი ადგილი იყო სომეხთა დიდი მეფეებისა, ე.ი. არშაკუნიანთა[166].

თვით პულავუ ღანი იყო დიდად ჭკვიანი, დიადი მსაჯული, ყოვლისმცოდნე და სისხლისმღვრელი. მხოლოდ ბოროტებსა და მტრებს წყვეტდა და არ» კეთილებსა და სიკეთისმოყვარულებს. უფრო მეტად უყვარდა ქრისტიანთა ნათესავი, ვიდრე უცხო თესლი. იმდენად შეუყვარდა ქრისტიანები, რომ ერთი წლის ხარკად მან სომხებისგან 100.000 დედა ღორი აიყვანა და ყოველ ტაჭიკთა[167] ქალაქს 200 ღორი გაგზავნა და ბრძანა დაეყენებინათ ტაჭიკი მეღორედ, ყოველ კვირას ებანათ საპნით, და გარდა საძოვრისა ყოველ დილა-საღამოს მიეცათ ნუში და ფინიკი ღორთათვის საჭმელად. და ტაჭიკ კაცს, დიდსა თუ პატარას, რომელიც არ შეჭამდა ღორს, მოეჭრებოდა თავი. ასე უბრძანა ტაჭიკებს, და ეს იქნა სომეხთა და ქართველ ჯართა დარიგებით, რადგან ძლიერ უყვარდა მათი დიდი სიმამაცისთვის, რასაც ისინი იჩენდნენ მის წინაშე ყოველ ბრძოლაში. ამის გამო ჰულავუმ მათ ბაჰათური[168] უწოდა. მშვენიერი ახალგაზრდა შვილები სომეხი და ქართველი დიდი მთავრებისა ჰულავუმ აირჩია და დაადგინა თავისი კარის მცველებად. და ეწოდა მათ ქესიკთუები[169], რომლებიცაა მცეელები მახეილითა და მშვილდით. [ჰულავუმ] იწყო დანგრეული ადგილების აშენება. ყოველი დასახლებული სოფლიდან გამოჰყავდა ერთი მეოჯახე, მცირედან - თითო, დიდიდან - ორი ან სამი, ეწოდა მათ იამები. და გააგზავნა ისინი ყოველ აოხრებულ ადგილს, რომ ეწარმოებინათ ამშენებლობა და სრულიად არ გაეღოთ ხარკი გარდა პურისა და დოსი, მოგზაური თათრებისათვის[170]. ასეთი რიგით განამტკიცა თავისი საყაენო ტახტი, თვითონ დაჯდა მასზე – ჭამდა, სვამდა და მხიარულობდა.

იმ დღეებში მოვიდა მანკუ ღანისგან ერთი კაცი, მუღალის ტომიდან[171]. და ის კაცი იყო მხილველთათვის შესახედევად საშინელი, მაღალი ტანისა, მხაობეჭიანი, კისერი ჰქონდა კამეჩისა, ხელები უხეში, როგორც დათვს, ყოველდღე ჭამდა თითო ცხვარს. თან ჰქონდა მანკუ ღანის წერილი და დაუფასებელი კაბა. წერილში ეწერა ამნაირად: ამა და ამ სახელის მორკინალი ჩემს ძმას ჰულავუ ღანს. თუ იქნება [შენს ქვეყანაში] რომელიმე მორკინალი, რომ ამას წააქცევს, ის შემოსე ამ კაბით, ხოლო თუ ჩემი მორკინალი წააქცევს შენსას, მაშინ ეგ შემოსე ამ კაბით და დიდი ელჩის თანხლებით უკან გამომიგზავნე.

ჰულავუმ მაშინვე [უხმო] თავისი ჯარის ყველა მეთაურს და უბრძანა: ხომ არ იცით ვინმე თათარი, სომეხი ან ქართველი, რომელიც ამას წააქცევს? ეძებეს და თათარი ვერ იპოეეს, რადგან ვინც შეხედავდა ამ კაცს, ყველას ეშინოდა მისი საშინელი ტანისა და შეხედულებისა. ხოლო სომეხმა და ქართველმა მთავრებმა თქვეს: ჩვენ ვიცით კაცი და ეგების მისგან დაგვადგეს ხსნა. ღანმა უბრძანა სასწრაფოდ მოეყვანათ იგი. უთხრეს, რომ იგი აქ არ არის, არამედ შინ არის. მაშინვე გასცა ბრძანება, რომ სასწრაფოდ მოეყვანათ, მაგოამ არა ცხენით, არამედ ურმით. და იყო ის კაცი, რომლის შესახებ სომეხმა და ქართველმა მთავრებმა თქვეს, ტანით მაღალი, არწრუნიანთაგან, შვილი ამირ-ქურდისა, სახელად სადუნი. [იგი იყო] მაღალი და მოხდენილი ტანისა, ბავშვობიდანვე ძლიერ ღონიერი და გამოცდილი და გაწვრთნილი ასეთ საქმეში, ხოლო ღანის წინაშე არასოდეს სჭიდებოდა კაცს.

მაშინ, როდესაც წავიდნენ ელჩები [სადუნთან] და უთხრეს მას ღანის ბრძანება, იგი მწარედ შეწუხდა – ჯერ ერთი იმიტომ, რომ ღანის წინაშე არას დროს არ სჭიდებოდა კაცს, მეორე იმიტომ, რომ ესმინა, საშინელია და ძლიერი შენი მოწინააღმდეგეო. მერმე მიანდო თავისი თავი მონასტრებს, რომ ელოცათ მისთვის, თითონ წავიდა გაგს, წმინდა მოწამე სარგისის ტაძარს, რომელიც აკურთხა ნეტარმა და წმინდა მოძღვარმა მესროპმა[172], იქ შეასრულა აღთქმა და შესწირა მსხვერპლი წმინდა ჯვარს[173]. ამის შემდეგ წაიყვანა ელჩები და წავიდა ჰულავუ ღანთან.

როცა ნახა ჰულავუ ღანმა სადუნი და მისი ძლიერი და მაღალი ტანი, ძლიერ გაეხარდა. ბოძანება გასცა ცხრა დღე ორივე მორკინალი ჰყოლოდათ ერთად და ყოველ დღე მიერთმიათ მათთვის თითო ცხვარი და თითო ტიკი ღვინო. როცა გათავდა 9 დღე, ბრძანა შეკრებილიყენენ ყეელამეთაურნი მასთან და უხმო რა რივე მორკინალს, უბოძანა მათ შერკინებოდნენ ერთმანეთს. როცა ისინი შეეჭიდნენ დღის 3 საათი იყო. დღის 3 საათიდან 6 საათამდე ისინი ერთმანეთს ჩაკიდებული იყვნენ და ვერც ერთმა ვერ შეძლო მეორის ძლევა. მაშინ სადუნი განმტკიცდა ღვთის სახელით და მოულოდნელი, ძლიერი შეტაკებით განართხა მიწაზე მანკუ ღანის მორკინალი ჰულავუ ღანის წინაშე. და განდიდდა სადუნი ღანის წინაშე, მისი მსგავსი ვერავინ იპოვა თათრის ჟამს მთელს დედამიწაზე პატივით, სიდიდითა და ძალით. ბრძანა ჰულავუ ღანმა, დაეწერათ იარლახი, რომ ეპატიებინათ მისთვის 9 კუნაჰამდე[174].



თავი XIII

ჰულავუ ღანის ბრძოლა ალეპოს, დამასკოსა და იერუსალიმის წინამღმდეგ და მისი სიკვდილი

edit

ამის შემდგომ ღანმა უბრძანა ჯარს, შეეკრიბათ ორ-ორი კაცი მისი ჯარის ყოეელი ათი კაციდან[175], დაუდგინა მათ მეთაურად ქითბუღა[176] და გაგზავნა ისინი ალეპოსა და დამასკოს [დასაპყრობად]. გზად აიღეს ალეპო, დაუზოგავად გაწყვიტეს და ტყვედ წაიყვანეს, აივსნენ დიდძალი განძით. თეითონ ჰულავუ ღანი მალულად მოჰყვებოდა უკან მხედრობას. როცა გაიგეს დამასკოელებმა ალეპოს აღება, თვითონვე ნებით მისცეს ჰულავუს ხელთ ქალაქი და ქალაქის გასაღები.

ხოლო ქალაქი იერუსალიმი და ჩვენი ღვთის ქრისტეს წმინდა საფლავი, მოყოლებული სულტან სალადინის[177] დროიდან, ტაჭიკთა ხელში იყო. გაიგო რა ეს ჰულავუ ღანმა, გაემართა ქალაქ იერუსალიმზე, აიღო ის და შევიდა რა წმინდა აღდგომის ეკლესიაში, თაყვანისცა წმინდა საფლავს, დატოვა ჯარი ადგილზე, თვითონ დაბრუნდა მშვიდობით აღმოსავლეთის ქვეყანაში.

ხოლო ქითბუღა, რომელიც იყო თათართა ჯარის მეთაური, გაამაყდა და გასცილდა ქალაქ იერუსალიმს ქვემოთ, 10 დღის სავალი გზით. ხოლო გაიგო რა ძაღლმა და უსამართლო ისრელმა[178] მოუმზადებლობა თათრის ჯარისა, შეკრიბა ლაშქარი, ურიცხეი სიმრავლით მივიდა თათრებზე და მრავალი ტყვედ წაიევანა. და კვალად აიღო [მისრელმა] იერუსალიზი, ალეპო და დამასკო. ეს იქნნა ფრანგი[179] მხედრების შემწეობით. მათ ჯერ არ პქონდათ სიყვარული თათართან. და ეს ასე მოხდა[180].

ამ ხანებში გამოჩნდა კუდიანი ვარსკვლავი[181]. პირველად ის გამოჩნდა ცისკარს, შაბათ დღეს, კიდობნის დღესასწაულს; და დღითი დღე უფრო იზრდებოდა კუდი და სხივი ვარსკვლავისა, რადგან, ცისკარს აღმობოწყინდა და მერმე. ცოტა რომ დაყოვნდა, დადგა სადილობის დროს და იქ ბრწყინავდა. ამნაირად დღე უკან მოიგდო და მიაღწია საღამოს და გამოჩნდა დღის 11 საათხე. მისი კუდის სხივი აღწევდა აღმოსავლეთიდან ქვეყნის შუამდე. იმდენად გამრავლდა მისი კუდის სხივები, რომ ძლიერ საშინლად უჩნდა მთელ ქვეყანას, რადგან ჯერ არ ენახათ ასეთი საოცარი ნიშანი ქვეყანაზე. და ამნაირად უმატებდა სხივებს ფართოდ და ვრცლად. დადგა ზამთრის დამდეგის თვემდის, ხოლო მერმე, როგორც ამოიზარდა, ისევე ნელ-ნელა მოაკლდა ყოველ დღე, ვიდრე არ მოიკვეთა სრულიად მისი კუდის სხივები. და მეტად აღარ გამოჩენილა.

ხოლო ჰულავუ ღანმა რა დაინახა, მაშინვე მიხედა, რომ ჩემთვის აღმობრწყინვებულა ეს ვარსკვლავიო. დაემხო პირქვე და თაყვანისცა ღმერთს, რადგან ძლიერ შეშინდა, როცა იწყო მოკლება ვარსკვლავის სხივებმა, მთელმა ქვეყანამ შეიტყო, რომ სანამ ჰულავუ ღანის ცხენი მიდიოდა და ქვეყანა ეპყრა, იმდენად გაგრძელდა ვარსკვლავის სხივები. და მერმე ისევ მოაკლდა, რადგანაც ერთი სხვა წელი იცოცხლა ჰულავუ ღანმა; და მერმე მოაკლდა სოფელს და დატოვა თავის შემდეგ 30 შვილი. კელავ იმავე წელს, როცა მოკვდა ჰულავუ ღანი, გარდაიცვალა აგრეთვე მისი კეთილი ცოლი ტოვუს ხათუნიც. დიდი მწუხარება მიაყენა მათმა სიკვდილმა ყველა ქრისტიანს.



თავი XIV

ჰეთუმ სომეხთა მეფის მამის მთავარ კოსტანტინეს სიკვდილი. ჰულავუს სცვლის ტახტზე მისი ვაჟი აბაღა. სომეხთა კათალიკოს უფალ კოსტანტინეს სიკვდილი. ეგვიპტის სულტან ფუნტუხტარის შეტევა პეთუმის წინააღმდეგ. სომეხთა უფლისწული ლეონის დატყვევება. ჰეთუმის სატკივარი და წუხილი მისი შვილების დაკარგვის გამო

edit

ამავე ხანებში გარდაიცვალა სომეხთა მეფის მამა პარონი კოსტანტინე, ჭაღარით მოსილი და დღით აღსავსე. [ამით] დიდ მწუხარებაში ჩააგდო კეთილ მსახური ჰეთუმ მეფე და ყველა სხვა შვილი, აგრეთვე მთელი სომეხთა ქეეყანა, რადგან პარონი კოსტანტინე იყო მიზეზი სომეხთა ქვეყნის მოშენებისა და თავისი შვილის ჰეთუმის მეფობის სიმტკიცისა. ამისთვის აღემართა ქრისტეს მიერ გვირგვინოსანი მეფე ჰეთუმი და დიდი პატივით დამარხა პარონი მამა მისი, რომლის სულიც ადიდოს ქრისტე ღმერთმა და წმინდა მთავრებთან მონაწილე ყოს თავის სასუფეველში.

ხოლო ჰულავუს სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ შეკრიბეს დიდი ხურუთა და დასვეს აბაღა[182] ღანი – ჰულავუს უფროსი შვილი. აბაღა იყო კარგი შესახედავი და მშვენიერი ტანად თავის 30 ძმას შორის. მისი ყაენობის დროს მთელს ქვეყანაში იყო ყველაფრის სიუხვე.

ხოლო ამავე დღეებში მიიცვალა ქრისტეს მიმართ სომეხთა წმინდა და უბიწო მამამთავარი უფალი კოსტანტინე, სრული სიბერით, კეთილი სახელით, რომლის ლოცეით სიმშვიდე მისცეს ქრისტემ მისი სახელის თაყვანისმცემლებს. სიკეთისმოყეარე მისი სული, მოყვარული მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და ეკლესიის ყველა წესისა, მისი წმინდა მამამთავრების გვირგვინის მოდგმამ ყოს. ისმინოს ხმა, რომელიც იტყვის: "კეთილო მონაო, სახიერო და სარწმუნო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა".

ხოლო ბრძნის სიტყვა აქაც შესრულდა, რომელიც იტყვის: "როცა აკლდება სიკეთესა და სიკეთის მოქმედებას, მეტობს ღვარი ბოროტებისა", როგორც ეს ჩვენს მიმართ აღსრულდა. უსჯულო და მრისხანე მისრის სულტანი მივიდა მრავალი ჯარით დამასკოს და იქიდან გამოუგზავნა მოციქულები სომეხთა მეფეს. ითხოვდა მისგან უბრალო რამეს. სომეხთა მეფემ არ მისცა, არამედ შეუთვალა შეურაცხმყოფელი სიტყვები: ძაღლსა და მონას ეძახდა მას. ამის მიზესი იყო შემდეგი: როდესაც თათარმა ბაღდადი აიღო, მაშინ ბაღდადში იმყოფებოდა მისრის სულტნის ორი მონა: ერთს ერქვა ფუნტუხტარი[183], მეორეს – სღური[184]. როდესაც მათ გაიგეს, რომ თათრებმა ბაღდადი აიღეს, წაიყვანეს 2 ცხენი, გაიქცნენ და მიმართეს მისრს. ხოლო თათარმა რომ ნახა მათი გაქცეეა, წამოვიდნენ მათზე ცხენების მიშვებით. ფუნტუხტარს ჰქონდა წვერი და პყავდა ცუდი ცხენი, ხოლო სღური იყო ყრმა და პყავდა კარგი ცხენი. როდესაც შეიტყვეს რომ თათარს უნდა მიწევნა და ორივეს დაჭერა, სღური ჩამოხტა თავის ტაიჭიდან, მისცა ის ფუნტუხტარს, თვით გადაჯდა ცუდ ცხენხე და უთხოა ფუნტუხტარს: „შეჯექი შენ კარგ ცხენზე და გაიქეცი. მე ყრმა ვარ, თუ მე შემიყრობენ, არ მომკლავენ, არამედ მონად წამიყვანენ. მაშინ რაც შენ საშუალება გექნება, მე გამომისყიდე“. მაშინვე დაეწივნენ თათრები, შეიპყრეს სღური და წაიყვანეს მონად, ხოლო ფუნტუხტარის შეპყრობა ვერ შეძლეს, რადგან მას ძლიერ კარგი ცხენი ჰყავდა. გაიქცა და მივიდა მისრს. მისი წასვლისას მისრს მოკვდა მისრის სულტანი და ფუნტუხტარი დასვეს სულტნად. ეს რომ სომეხთა მეფეს ესმა, ძაღლსა და მონას ეძახდა მას და არ ჰყოფდა სიყვარულს, არამედ იდგა მის წინააღმდეგ, არ უყვარდა იგი და არ ემორჩილებოდა მას, რადგან იცოდა, რომ პარონი მისი მამა ცოცხალი იყო და რომ მისი მთავრები ერთგულები [იყვნენ].

სულტანმა რომ სომეხთა მეფის შეხედულება გაიგო, გაგზავნა მრავალრიცხოვანი მხედრები სომეხთა ქვეყნის წინააღმდეგ, მარის[185] გზით, ხოლო თვითონ წავიდა და დაჯდა ხარხეში[186]. ჯარს უბრძანა: „თუ შეძლოთ შესვლა [სომეხთა] ქვეყანაში, დაუზოგავად ამოწყვიტეთ ქრისტიანები და დაანგრიეთ ეკლესიები, დაწვით ქალაქებისა და სოფლების შენობები, დადექით იმ ქვეყანაში 15 დღე, ტყვედ წაიყვანეთ ქრისტიანი ქალები და ბავშეები“, რაც კიდეც გააკეთეს.

ხოლო სომეხთა მეფემ, როგორც კი შეიტყო თურქთა მოსვლა მის ქვეყანას, მაშინვე შეკრიბა თავისი ჯარი და მისცა ხელთ მემკვიდრე უფლისწულებს: პარონ ლევონს და თოროსს, ხოლო თვითონ მცირე ჯარით წავიდა თათართან, რომელიც იდგა აბლსტანისა[187] და კოკოსის[188] შორის. აქ დააყოვნა რამდენიმე დღე და არ იცოდა თავისი ჯარის განხეთქილება. სანამ ის ზრუნავდა თათრის მეთაურის წინაშე, რომ ის მოსულიყო და დახმარებოდა მის ჯარს, თვითონ საღამოს, ორი დღის წინ ესმა თურქის მოსვლა და გატეხა ორგული ჯარისა, რომელმაც მისცა მისი მემკვიდრე შვილები უსჯულო მგლების ხელთ, ხოლო თვითონ გაიქცნენ თავიანთ სიმაგრეებში. მეფის მშვენიერი შვილი პარონი თოროსი თურქებმა ბრძოლაში მახეილით მოკლეს თავის ცხენზე, ხოლო პარონი ლევონი შეიპყრო თურქთა მრავალრიცხოვანმა ჯარმა და წაიყვანა მონად მისრს.

ეს რომ ესმა დიდად ჭკვიან ჰეთუმ მეფეს, გაუტყდა გული ძლიერ და მიეცა წარმოუდგენელ მწუხარებას, რომელიც მოულოდნელად შეხვდა. ვერ შეძლო აღედგინა თავისი გული, სანა8 არ მოვიდა წმანდა და სახელგანთქმულ მონაზონთა ძმობასთან, აკანის უდაბნოში[189] და აქ იგი გაამხნევეს ცოტაოდნად მონასტრის ძმებმა. იცხოვრა რამდენიმე დღე, ვიდრე არ გავიდნენ ამ ქვეყნიდან თურქები. თურქის უსჯულო ჯარმა სისრულეში მოიყვანა სულტნის ყველა ბრძანება: დაწვეს ქალაქი სისი[190], რომელიც სომეხ მეფეთა საჯდომი იყო. აგრეთვე, საქებ დიდ ეკლესიას, რომელიც იყო სისის შუა, შეუდვეს შემა და დაწვეს. დაანგრიეს მეფეთა ეკვდრები, მრავალი ამოწყვიტეს ქრისტიანთაგან და მრავალი ტყვეთ წაიყვანეს იმ ქვეყნიდან და სოფლებიდან[191].

რამდენიმე დღის შემდეგ მრავალი განძითა და ალაფით დატვირთული თურქთა ლაშქარი წავიდა თავის ქვეყანამი. დატოვეს სომეხთა ქვეყანა ნახევრად აოხოებული, ხოლო იმათ, ვინც წაიყვანეს პარონი ლევონი და შეიტყეეს, რომ ჭეშმარიტად მეფის შვილი იყო, წაიყვანეს სიხარულით ის სულტანთან. რომ ნახა იგი სულტანმა, გაეხარდა, ხოლო პარონი თოროსის მოკვლის გამო ძლიერ დამწუხრდა, განურისხდა მის მკვლელებს. მკვლელებმა კი უთხრეს: „ჩვენ ვერ შევიტყვეთ, თუ ძე იყო მეფისა, რადგან მრავალი ჩვენგანი მოკლა და მრავალი დაკოდა, მერმე ჩვენ დიდად ვეცადეთ და მოვკალით".

ამის შემდეგ სულტანი დაელაპარაკა ლევონს და უთხრა: „მამაშენი მე მონას მეძახდა, არ ვუყვარდი, ეხლა მე ვარ მონა თუ შენ?" ესა და სხვა მრავალი მედიდურად უთხრა [სულტანმა] მეფის წულს, ხოლო შემდეგ ფრიად განადიდა, პატივსცა, შეიყვარა და სანუგემო სიტყეებით მიმართავდა ხოლმე, რომ არაფრის შეშინებოდა, არამედ ეტარებინა დღე სიხარულით და მერმე მიაბრუნებდა მას მის მამასთან - სომეხთა მეფესთან. ეს რომ უთხრა ფუნტუხტარ სულტანმა, მერე გაგზავნა პარონი ლევონი მისრს.

ხოლო კეთილმსახურმა ჰეთუმ მეფემ დროებით არად მიიჩნია ყოველივე უბედურება ვერაგ და ორგულ მთავართათვის; გადმოიბირა ისინი გულის მხიარულებით და თავის მხარეს ჰყავდა სხვა წვრილი ვაჟები და ქალები. რომლებიც ანუგეშებდნენ მას ცრუ ნუგეშისცემით, რათა თავის მხარეზე გადაეყვანა მთავრები და გაეგო მათი მზაკვრული ზრახვები სიყვარულის [ჩენით]. თუ მისწერდა წერილს მთავართაგანი ვინმე შვილების დაკლებისთვის, შავებით შეკრავდა და მეფეს გაუგზავნიდა, მეფე პასუხს სწერდა, კრავდა წითლით წერილს და ასე უგზავნიდა. ამას მხოლოდ ენა და ხელები ქმნიდნენ და ამოძრავებდნენ. ხოლო გული მან და მარტო ღმერთმა იცოდნენ, თუ რა ცეცხლით იყო სავსე, რადგანაც ვერ ხედავდა იმნაირად მშვენიერი სახისა და ღაჟღაჟა [ფერის] შვილებს თავის წინ, ვერც საღამოთი, ვერც დილით და ვერც პურის ჭამისა და სმის ჟამს. რომ წაიმოიდგინა უნუგეშო უბედურება მშვენიერი შვილებისა, თოროსის ლამაზი სახე, მშვენიერი ტანი, რომელიც მახვილით განიკვეთა უწყალო და სისხლისმსმელ უსჯულოთაგან, აგრეთვე ლევონის მწუხარედ ყოფნა უცხო თესლთა შორის მონებაში. ყოველივე ეს რომ გონებით წარმოიდგინა სომეხთა კეთილმსახურმა მეფემ, იგი იწვოდა წარმოუდგენელი ცეცხლით, ნაწლავები ეწოდა შვილების სიყვარულის გამო, ვერ ხედავდა და გორავდა მიწაზე უნუგეშო გლოვით აღსავსე, მაგრამ ფარულად, რომ არ შეეტყოთ მოშურნესა და უფლისმკვლელ მთავრებს და არ გახარებოდათ მეფის მწუხარება. ეს მოხდა ზაფხულის დროს, უკანასკნელი თეის დღეებში, წმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულს.

ჰეთუმ მეფე ითმენდა ცეცხლით აღსავსე გულით, დადგა წმინდა მოციქულთა დღესასწაულამდე და უმალავდა თავის მწუხარებას უშიშ მთავრებს. მერმე ბოძანება გასცა, ეხმოთ ყეელა მთავარი, შორეული და ახლობელი, წყლის კურთხევის მიზეხით, ქალაქ მსისში[192]. შეიკრიბნენ ყველა მთავრები, რომლებიც იყვნენ მისი მეფობის ხელქვევით, ქალაქ მსისში. როდესაც მეიტყო მეფემ ყველა მთავრის მისვლა, მაშინ უბრძანა მოსულიყვნენ მის წინაზე და დამსხდარიყვნენ. როდესაც ყველა მოვიდა და დასხდა, უბრძანა მეფემ მსასურებს: "რადგან სხვებიც აკლია, უხმეთ". მათ უთხრეს: "წმინდა მეფეო, ესენია ყველა, რომლებიც შენს წინაშე დგანან". მეფე აიძულებდა მოეწოდებინათ დაკლებული მთავრები და პარონები, ხოლო მეფის მსახურებმა ვერ შეძლეს გაეგოთ მეფის აზრი. მაშინ მთავრებმა უთხრეს მეფეს, რომ: „რომლებიც თქვენ ბრძანეთ და მოუწოდეთ, ყველა აქ არის, არავინ აკლია".

ხოლო. მეფემ ფიცხელი გულით მიმოიხედა იქით და აქეთ, მერმე ბრძანა დაბალი ხმითა და ცრემლით "თუ ყველანი აქ არიან, მაშ სად არიან ლევონი და თოროსი?" მთავრებმა იწყეს უნუგეშოდ და მძიმე გლოვით თავში ცემა და ვაი და ვუის თქმა, იგონებდნენ რა თავისი მეფის მშვენიერ შვილებს, რომელთაგან ერთი მონობაში იმყოფებოდა უცხო თესლთა შორის, ხოლო შეორე ყელგამოღადრული იყო ურწმუნოთა ხელით. ასე საწყალობელი ცრემლებით ტიროდნენ და არა მარტო მთავრები, არამედ მღედლები და ეკლესიის ბერები. გალობდნენ იერემია წინასწარმეტყველის გოდებას, რომელიც ამბობს: "ვინ მოსცეს თავსა ჩემსა წყალი და თუალთა ჩემთა წყაროი ცრემლთაი, და ვსტიროდემცა ერსა ამას დღე და ღამე, წყლულთა ასულისა ერისა ჩემისთა". ამგვარად ტიროდნენ ბერები, მღვდლები და მთავრები და არავინ იყო მათ მორის, რომ ნუგეში ეცა მათთვის, არამედ იყვნენ სასოწარკვეთილნი და მისცემოდნენ მძიმე გლოვას გულგამტყდარნი.

ხოლო დიდად ჭკეიანმა და დიდსულოვანმა ჰეთუმ მეფემ აღადგინა თავისი შემუსვრილი და დამწუხრებული გული და მერმე უთხრა სანუგეშო სიტყვა მთავრებს, მღვდლებსა და ბერებს: „უწყოდეთ ყველა მთავარმა, ბერმა და მღვდელმა, რომ ვარდანიანთა ბრძოლა ქრისტიანობისათვის იყო[193]. იმოდენი სიმრავლე მხედრობისა ქრისტიანებისათვის ეწამა და ზეციერი გვირგვინის ღირსი გახდა, ასევე ჩემი შვილებიც. თოროსი ქრისტიანებისთვის იბრძოდა და ქრისტიანობისთვის თავი დადვა, შეერთო წმინდა ვარდანიანთა გუნდს და მათი გვირგვინის ღირსი შეიქმნა. მას მეტად ნუღარ ტირით, არამედ ნეტარად მიიჩნიეთ იგი, რადგან შეიყვარა ის ქრისტემ და თავის წმინდანთა გვირგვინის ღირსი ქმნა და მისი სისხლი შერთო მარტვილთა სისხლს და დაამკვიდრა მათთან ერთად სასუფეველთა ცათასა, რომელიც ქრისტესია.

ხოლო ლევონი – უფროსი ვაჟი - მონობაში მისრს უცხო თესლთა შორის. ჩემთვის უკეთესია რომ ლევონი მონობაშია და თოროსმა თავისი სისხლი [დაღვარა] და ქრისტიანთათვის მოიკლა, ვიდრე მე მფლობელი ვიყო მთელი ამ ქვეყნისა, თქვენი სისხლისა და სინდისისა. რადგან თქვენ არ იცოდით, რომ თუ ასეთი რამ არ შემხვედროდა, რა იქნებოდა სომეხთა ქვეყანამი! ასეთი და სხვა მრავალი სანუგეშებელი სიტყვები თქვა მეფემ და დააწყნარა მთავრები ტირილისა და გლოვისაგან. ხოლო მეფის კეთილგანმზრახმა და მეგობარმა მთავრებმა, აგრეთვე მღვდლებმა, ბერებმა და ეპისკოპოსებმა, რომლებიც წმინდა ნათლისღების დღესასწაულისთეის ნუგეშცემულ იქნენ მეფისაგან მეფისწულთა გლოვის გამო, აგრეთვე მრავალი სანუგეშო სიტყვები უთხრეს, აღადგინეს მეფის გული და იდღესასწაულეს წმინდა ნათლისღება ერთად მხიარულებით და ანუგეშებდნენ მეფეს. ხოლო მეფემ ვერ შეძლო თავისი გული კვნესისა და ოხვრისაგან დაეცხრო თავისი შვილის ლეონის გამო, რომელიც მონად იყო მისრს. ეერ პოულობდა ღონეს, როგორიმე ხერხით გადაერჩინა იგი. მერმე კვლავ უხმო მთავრებს მეფემ თავის წინაშე და ჰკითხა მათ, თუ რა ხერხით შეიძლება ზრუნვა მისი ძის ლეონის განსათაგისუფლებლად.

ხოლო მთავრებმა არ იცოდნენ და ბრალი დასდვეს მეფეს და უთხრეს: „რას გვიპოვის ჩვენ შაჰი, რომ მისთვის შენი შვილები დაკარგე და ჩეენც მათზე სინდისის ქეჯნაში ჩაგვაგდე; უკეთესი არ იქნებოდა, რომ ის ერთი სოფელი ჩვენი არ ყოფილიყო, ვიდრე [ის, რომ] მთელი ქვეყნის სალაპარაკო და საცინარი შევიქმენით?" მაგრამ მეფემ უბრძანა მთავრებს დადუმებულიყვნენ უსარგებლო სიტყვათაგან და მოესმინათ მისგან, რაც მას ამცნეს ფარულად მთავრებმა, რომლებიც იყვნენ აბაღა ღანის კარზე. ამ ხანებში ტაჭიკთა ამირები იყვნენ მზრუნველნი და ბიდიქჩები[194] ღანისა, მალულად მეგობარნი მისრელისა და მტერი სომეხთა მეფისა და ყველა ქრისტიანისა. ტაჭიკ ამირებს და ღანის მზრუნველებს საიდუმლოდ მიეწერათ მისრის სულტნისათვის: „ეცადე რომ სიყვარულით ერთი სოფელი დააგდებინო სომეხთა მეფეს. და ეს საკმარისია მისი და მისი ქვეყნის დაღუპვისთვის. ჩვენ ვეტყვით და ვიზრუნებთ ღანთან, რომ ეგ სომეხთა მეფე და მთელი მისი ქვეყანა შეავიწროოს, მხედრები გაგზავნოს და ამოწყვიტოს ყველა“.

ხოლო კეთილმსახურ სომეხთა მეფეს ყოველივე ეს წინასწარ შეეტყო და მოესმინა ფარულად, წერილით, აღმოსავლეთმი მყოფი სომეხი მთავრებისაგან, რომლებიც არიან მეგობარნი, ფრიად მოყვარულნი ამ სამეფოსი. მოეწერათ სომეხთა მთავრებს კეთილმსახური ჰეთუმ მეფისთვის სანუგემო სიტყვბი შვილებისა და ქვეყნის შესახებ, და დასასრულს ეს: „ო წმინდა შეფეო, ის, რაც ჩვენ ვისმინეთ, კარგია შენთვის. [ის გირჩევნია], რომ შენი ერთი შვილი ქრისტიანთათვის მოკვდა, ხოლო მეორე მონად ჩავარდა (და ტაჭიკ ძაღლებს შერცხვათ, რომლებიც ამ კარს არიან), ვიდრე ეგ სამეფო გადაშენებულიყო და ქვეყანა ერთიანად აოხრებულიყო და ქრისტიანები ამოწყვეტილიყვნენ. ტაჭიკი ძაღლები ყოველ დღე ეუბნებიან ღანს, რომ სომეხთა მეფე და მისრის სულტანი ერთნი არიან და ერთი პირი აქვთ. ხოლო ჩეენ, სომეხი მთავრები, შევფიცავთ ღანის წინაშე, რომ ტაჭიკები ცრუნი არიან, ნუ ერწმუნები მათ. ეხლა ეგ ისმინეს, შერცხვათ ტაჭიკებს და ღანის გული კეთილად გამოკეთდა შენს მიმართ. რომ მომხდარიყო და შემცდარიყავი, გაგეგონებინა და თუნდაც ცარიელი სახლიც მიგეცა, არათუ სოფელი შენი, როგორც მაშინ მას სურდა, მთელი შენი სამეფო სულ წახდებოდა და ჩვენც შევრცხვებოდით“. ხოლო როდესაც ყოველივე ეს მოისმინეს მთავრებმა, გაოცდნენ და „შევცოდეთო“, უთხრეს მეფეს მთავოებმა, „რადგან არ ვიცოდით ყოველივე ამის მიზეზიო".



თავი XV

პეთუმის მოლაპარაკება ფუნტუხტართან. სომეხთა კათალიკოსი უფალი იაკობი. ლეონის დაბრუნება ტყეეობიდან. ჰეთუმის სიხარული. მეფობიდან გადადგომა, შემონაზვნება და სიკვდილი. ქართველთა მეფის დავითის სიკვდილი

edit

მერმე, ამის შემდეგ, მეფემ ჰკითხა რა რჩევა მთავრებს, გაგზავნა ელჩები მისრის სულტანთან, რომ შეეტყო ამბავი თავისი შვილის ლევონის შესახებ, თუ რა სურდა სულტანს, რომ მიეცა და გამოეყიდა შვილი. ხოლო მისრის სულტანს ფუნდუხტარს, რომელიც თუმცა ტაჭიკი იყო, მაგრამ ძლიერ კეთილი გულისა და თავმდაბალი იყო, მეფისწული ლეონი ფრიად კარგად ჰყავდა, მიეცა ის დასაცავად ცოცხლად ყოველივე სახმრით. როდესაც ესმა დესპანების მისვლა, გაეხარდა და უთხრა: „თუ უნდა რომ ლეონი წაუყვანონ თავის მამას და თავის სამეფოს, ჩემი საყვარელი ამხანაგია თათრებთან მონად, თქეენი ხელით რომ აღვზარდე, სთხოვეთ მისი განთავისუფლება, თქვენ არ დაგიჭერენ მას, იგი მოიყვანეთ, სღურია მისი სახელი, და ლეონი წაიყვანეთ“. ეს რომ სომეხთა მეფემ მოისმინა მოციქულთაგან, შეკრიბა მრავალი განძი და ძვირფასი საუნჯე და წავიდა აღმოსავლეთში აბაღა ღანთან და გადასცა ყოველი საჩივარი, რაც მას და მის ქვეყანას უყო მისრელმა. უთხრა აგრეთვე სულტნის თხოვნა მონა სღურის შესახებ. ვერ შეძლო მისი მაშინვე განთავისუფლება, მაგრამ მოვიდა და გაგზავნა თავისი ძმისწული, რომელიც ღვთისგან გამარჯვებით წავიდა და მოიყვანა მონა სღური თავის ქეეყანაში.

ხოლო იმ ხანებში მივიდა მისრის სულტანი ქალაქ ანტიოქიაში, აიღო იგი და საძირკვლითურთ დაანგრია, უწყალოდ ამოწყეიტა და ტყვედ წაიყვანა [მცხოვრებლები][195]. შეუძლებელია იმის მოყოლა, თუ რა უყვეს უცხოელებმა ქრისტეს სარწმუნოების მიმდევართ. როცა გაუგზავნა მეფემ სულტანს [მოციქული და აცნობა], რომ მოიყვანეს სღურიო, ფრიად გამხიარულდა და დიდი საჩუქრებით მამინვე გაგზავნა ლეონი. ხოლო ამათ სღური გაგზავნეს დიდძალი საჩუქრებით. პარონ ლევონის მოსვლისას დიდად გაიხარეს მეფემ და ამ ქვეყნის მთავრებმა, აგრეთეე ეკლესია-მონასტრებმა და ყველა ქრისტიანებმა მთელ ამ ქეეყანაში.

ხოლო როდესაც გარდაიცვალა სომეხთა დიდი მამამთავარი, ერთი წელი უმამამთავროდ იყო სომეხთა ქვეყანა, რადგან მეფე გლოვობდა თავის შვილებს, ხოლო სხვას მეფის გარეშე არ შეეძლო ამაზე ეზრუნა. მერმე იძულებული იქნა მეფე მთავართა, ბერ-მონაზონთა და ებისკოპოსთაგან. უთხრეს მეფეს, რომ შეუფერებელია იყოს სომეხთა ქვეყანა მამათმთავრისა და კათალიკოსის გარეშეო. მათგან იძულებულმა მეფე8 მოიწვია დადი კრება ეპისკოპოსთა, ბერ-მონაზონთა და მღვდლებისა. გამოარჩია მათ შორის და პოვა მისი გულის მსგავსი, ფრიად ბრძენი, ქველი, მშვიდი, გულით მდაბალი და სრული ბერი, სახელად იაკობი[196]. ხოლო შემდგომ დიდი ზეიმით აკურთხებინა ის კათალიკოსად და დასვა წმინდა გრიგოლ განმანათლებელის ტახტზე. ქრისტე ღმერთმა დაიცვას ის წმინდად და უმწიკვლოდ, უბიწოდ, წრფელი სარწმუნოებითა და მართლმადიდებელი აღსარებით, ვიდრე ღრმა მოხუცებულობამდე მწყსოს ახალი ერი, მორწმუნე წმინდისა სამებისა.

როდესაც დაბრუნდა პარონი ლევონი მონობიდან განთავისუფლებული, მაშინვე მიეგება მას კეთილმსასური და კურთხეული მეფე ჰეთუბი და მთელი თავისი სამეფოს პარონობა ხელთ მისცა მის შვილს პარონ ლევონს, თვითონ კი განმარტოვდა, შეუყვარდა მონასტერი და უდაბნო. რამდენიმე ხნის შემდეგ მას უეცრად შეეყარა რაღაც წყლულება სხეულზე და ძლიერ შეაწუხა. ის ნიადაგ მარხულობდა და ლოცულობდა, ვიდრემდის არ აღიკვეცა ბერად და ეწოდა მაკარი[197]. მცირე ხნის შემდეგ მიიცვალა ქრისტეს წინამე ქრისტეს მიერ გვირგვინოსანი და კეთილმსახური მეფე ჰეთუმი, დაეფლა დიდი პატივით წმინდასა და სახელგანთქმულ მონასტერს, რომელსაც ჰქვიან დრაზარკი[198]. უფალმა ღმერთმა ადიდოს მისი სული წმინდა მეფეთა და მათთან ერთად, რომლებიც გვირგვინთა ღირსი შეიქნენ. მათთან ერთად დიდებით იდიდოს და ღირს ყოს ზეციურ სავანეს, სადაც წმინდანთა სადგურია.

სომეხთა კეთილმსახური მეფის ჰეთუმის სიკვდილის შემდეგ გარდაიცვალა ქართველთა მეფე დავითიც. მგონია, რომ ორივე ისინი გარდაიცვალნენ ერთსა და იმავე თვეში[199]. ისინი თავიანთ სიცოცხლეში ფრიად საყვარელი და საქებარი იყვნენ შესახედაობითა და სხეულის მშვენიერებით. ისეთივე იყვნენ ისინი ზეციერი მეუფის, ჩვენი ლვთის ქრისტეს წინაშე!



თავი XVI

თაგუდარის აჯანყება და აოხრებანი. შეიპყოობენ აბაღა ღანის ბრძანებით

edit

როგორც წინათ დავწერეთ, ყაენის 7 ვაჟიდან 3 მოკლეს, 2 დამორჩილდა და ერთი ჩასვეს მლაშე ზღვის საპყრობილეში. ერთ-ერთი დამორჩილებულთაგანი, სახელად თაგუდარი, ძლიერ გამდიდრდა მხედრობით, განძით, ოქროთი და ყოველგვარი საქონლით. პ00 აქლემი და 150 ურემი განძი და მალი მოპქონდა ხოლშე, გარდა ცხენის ჯოგებისა და ფარისა ურიცხვისა. ცხენოსანთა რიცხვი იყო 40.000, სახელოვანი და ფრიად მებოძოლი და უშიში ყოველ ადგილს. ქვეყნის ქარავანს ხოცავდნენ, ავაზაკურად ეჭირათ ღამე გზები და ყეელა საქონელს ართმევდნენ ქარავნებს, რომლებიც დადიოდნენ ქალაქიდან ქალაქს. ღამე მცირე სოფლებსაც აწიოკებდნენ, მთელი ქონება [მიჰქონდათ], ოთხფეხი მიჰყავათ და ხალხს უწყალოდ წყლავდნენ ისრით. თავს ესხმოდნენ აგრეთვე მონასტრებს და მწირველ ხუცებს თავდაღმა ჰკიდებდნენ, მარილსა და მჭეარტლს, არეულს ერთმანეთში ასხამდნენ მწირველთ ცხვირში და ეუბნებოდნენ: „მოგვიტანეთ ღვინო ზღვის ოდენი და ხორცი მთის ოდენი“. ბევრი სხვაც [ასეთი] ჩაიდინეს მრავალ ადგილს. [როგორც მაგალითად], ძაღლის კუდს პირით დააჭერინებდნენ ბერებს მონასტერში, რადგან არ ჰქონდათ ღვინო საწყლებს, რადგანაც ეს იყო მათი ფიცი: ან მიეცათ იმდენი ღვინო შესასმელად და წასაღებად, რამდენიც სურდათ, ანდა ამნაირად დაეჭირათ ძაღლის კუდები როგორც დავწერეთ.

ასეთ არეულობაში იმყოფებოდნენ აღმოსავლეთის მონასტრები უსჯულო მეთაურისაგან. ეს რომ შეიტყვეს სომეხთა და ქართველთა მთავრებმა, წავიდნენ ერთად აბაღა ღანთან, დაყარეს მის წინ თავისი მახვილები და უთხრეს: ან თაგუდარი მიეცა მათთვის თავისი მხედრებით, ან ისინი ამოეწყვიტათ მის წინაშე, რომ არ ენახათ ამნაირი შეურაცხყოფა, რომელსაც ისინი აყენებდნენ მათ ეკლესიებსა და ეკლესიის მსახურთ. ასევე სხვა თათრის ჯარმა იჩივლა და თქვა, რომ: „გარეთ ჩვენც გვცემს თაგუდარის ჯარი და ჩვენ ცხენებს გვართმევენ“. ასევე იჩივლა ღანმა სომეხი და ქართველი მთავრების ისე როგორც თავისი მთავრების წინაშე და თქვა: „თაგუდარი განდიდდა და გამდიდრდა, არ გვიჯერებს, ჩვენ კანონს არ ასრულებს და სურს ააოხროს ქვეყანა, თავისი უკანონო ქცევითა და თავისი მხედრებით".

შემდეგ უბრძანა აბაღა ღანმა სირამუნს, რომლის შესახებ წინათ დავწერეთ, იმას, რომელსაც ოქროს სვეტი ეწოდა, წაეყვანა 100.000 თათარი მხედარი და მისცა თავისი ნიშანი[200] ღანმა სირამუნს. უბრძანა აგრეთეე სომეხთა და ქართველთა ჯარს, მთელი თავისი ძალით შეეტიათ თაგუდარისთვის, დაუზოგავდ ამოეწყვიტათ იგი და წაერთმიათ მთელი მისი ქონება, ხოლო თვით თაგუდარი კი ცოცხალი მიეყვანათ მასთან. ეს რომ სომეხმა და ქართველმა ჯარმა მოისმინა, ფრიად გაიხარეს მათი ქვეყნის განთავისუფლებისათვის თაგუდარის შევიწროვებისაგან. შემდეგ თვით მოემზადნენ ბრძოლისათვის. ასევე სირამუნმა, ჩორმაღანის შვილმა, რომელსაც ძლიერ უყვარდა ქრისტიანები, წაიღო ღანის ნიშანი 100.000 მხედრით და მოულოდნელად დაესხენ თავს თაგუდარს. დაუზოგავად ამოწყვიტეს მისი მხედრები და წაართეეს მათ მთელი განძი, ხოლო თვით 700 კაცით წაიყვანეს ღანთან. ღანმა რომ ნახა, დასცინა მას, მისცა ერთი დედაკაცი, ერთი წვერწატეხილი დანა, 10 კაცი მცველად და გაგზავნა იგი მლაშე ზღვაში, რომელიც იპოვება ჰერისა და ზარავანდის მხარეში[201]. ასრულდა წინასწარმეტყველის თქმული: „კაცი პატივსა იყოფოდა და ვერ ცნა“.



თავი XVII

ლევონი სცვლის ტახტზე თავის მამას აბაღა ღანის მოწონებით. ლეონის დამოკიდებულება ვერაგ მთავრებთან. დიდი ნერსესის ნეშტის აღმოჩენა. დასასრული

edit

ხოლო პარონი ლევონ – სომეხთა მეფის ძე - წავიდა აბაღა ღანთან და უამბო მეფის სიკვდილი. ღანმა იგი მიიღო სიყვარულითა და პატივით. რა მიიღო ბრძანება თავისი მამის ადგილს გამეფებისა, მობრუნდა თავის ქვეყანაში, მოიწვია დიდი კრება მთავრებისა, ეპისკოპოსებისა, მღვდლებისა და ბერებისა დიდს, დიდებულსა და სასელგანთქმულ ქალაქ ტარსუსს[202]. მოუწოდა აგრეთვე სომეხთა დიდ ეპისკოპოსთმთავარს – უფალ იაკობს. შემდეგ უბრძანა, რომ შეკრებილიყვნენ დიდსა და დიღებულ წმინდა სოფიის ეკლესიაში, სადაც ეთიათ ღამე, ელოცათ და ეკურთხათ ის მეფედ, რაც კიდეც შეასრულეს ზეციერი მეფის ქრისტეს ნებით. აკურთხეს და სცხეს სიწმინდის ზეთი მეფის ძეს ლევონს, [რომ ყოფილიყო] მთელი სომხეთის მეფე[203]. იწყო დიდი განცხრომა და მხიარულება მთელ სომხეთის ქვეყანაში. და იქნა ახალი განახლება და ახალი მხიარულება რუბინეანთა გვარისა[204].

720 წელს, სომეხთა წელთაღრიცხვით (1271 წ.), მიიცვალნენ ქრისტეს მიმართ სომეხთა დიდებული მოძღვრები ვარდანი და კირაკოსი[205], რომელთა წმინდა ლოცვა იყოს ჩეენზე და მთელ ქვეყანაზე.

ხოლო თვით მეფის ჩამომავალი მეფე ლევონი ყრმობიდანვე იყო ბრძენი და ჭკვიანი და კარგად არჩევდა ყველა თავის მტერსა და მოყვარეს, მაგრამ არ გამოჰყავდა სინათლეზე, არამედ იყო მდუმარედ, სანამ არ მოინდომა ეშვა ის, რაც ჩასახული იყო ტკიეილით. რადგან მისი სამეფოს მთავართა შორის იყვნენ ზოგიერთები, ჰორომნი ტომად, რომლებიც სავსე იყენენ განძისა და ყოველი მონაგების სიმდიდრით. 3 წლის შემდეგ ბისი მეფობისა [მათ] განიზრახეს ბოროტი მეფისათვის, სწადდათ აღმოეფხვრათ სომეხთა მეფობა და თვით გამეფებულიყენენ, ბილწი და უარისმყოფელი პორომები, ცრუ ქრისტიანები და ჭეშმარიტად ქალკედონიტები. მათ აზრად პქონდათ დაენგრიათ მონასტრები და დაეცვათ მორჩილნი მათს ერესზე და ვინც არ დაემორჩილებოდნენ, მოესპოთ მათთვის სიცოცხლე. არა მარტო ისინი იყენენ რომ ამას იქმოდნენ, არამედ ისინიც, რომლებიც ცთუნებული იყვნენ სომეხ ბერთა და მღვდელთა შორის და ზოგიერთ ორგულ მთავართაგან, რომ მდგარიყვნენ ერთ აღსარებაზე და ერთად ემზაკვრათ სომხების წინააღმდეგ. მაგრამ შემოქმედი ღვთის ზრუნვამ არ უგულვებელყო მისი მონების ლოცვა, არამედ დაიცვა მეფის ჩამომავალი სომეხთა მეფე ლევონი და მთელი მისი სამეფო მტკიცედ და განსაცდელის გარემე ბოროტებისგან, რაც განეზრახათ. და რომლებსაც ბოროტი ეფიქრათ, შთაცვივდნენ თხრილმი, რომელიც ამოეთხარათ [სხვისათვის], რადგან ქრისტეს მიერ გვირგვინოსანმა მეფე ლევონმა თავისი სიბრძნით შეიპყრო ბოროტგანმზრახველ კაცთაგან ერთი და უპოვა მას ნაწერი წიგნი, სადაც ჩამოთვლილი იყო სახელები ბოროტ ზრახვაზე მდგომი შეთქმულებისა როგორც სომხების, ისე ჰორომის მხრით. გაგზავნა თავისი ერთგული მსახურები, შეიპყრა ისინი, ზოგი მოკლა, ზოგი ჩააგდო ციხეში თავდაუხწეველად, ზოგი წაიყვანა აბაღა ღანთან აღმოსავლეთში და იქ ისინი გაასამართლეს. სხვა ყველა მტერი კი მისცეს მას ხელში და უბრძანეს, უნდოდა დაეცვა, უნდოდა მოეკლა[206].

ასე გაძლიერდა და მძლედ გაიმარჯვა თავის მტრებზე სომეხთა მეფე ლევონმა ზეციერი მეფის ქრისტეს შემწეობით. მან და ქრისტე ღვთის ყველა წმინდანთა ლოცვამ მძლედ დაიცვას თავის ყველა მტრებზე ლევონ სომეხთა მეფის მეფობა, მისი კეთილი შვილებით, მისცეს სიცოცსლე ქრისტე ღმერთმა თავის ეკლესიას მრავალ ჟამ.

მაშინ აღმოჩენილ იქნა სომეხთა მამამთავრის ნერსეს პატიოსანი და წმინდა ნეშტი მის სამარეში[207], მისი წმინდა კურთხევით მშვიდობა მისცეს ქრისტე ღმერთმა მთელ ქვეყანას, ხოლო მას საუკუნო დიდება, ამინ.

დასრულდა თხრობა თათართა საქმეებისა 44 წლის [მანძილზე] მოკლედ და არა სრულად.

შენიშვნები
  1. მოისართა ტომი - სომხურ წყაროებში მონღოლები იწოდებოდნენ მოისრებად (კირაკოს განძაკელი, გვ. 218, ვარდანი, გვ. 192; სტეფანოს ორბელიანი, გე. 400), ამასთან დაკავშირებით საინტერესოა ჟამთააღმწერლის დახასიათება მონლოლებისა: „...მოისარნი იყენეს რჩეულნი, მაგრითა მშულდითა უცთომრად მსროლელნი, რომელთა ნაკრავსა ვერამან საჭურველმან დაუდგნის. უფროს ცხენსა ზედა იყვნეს მჯნე, რამეთუ აღზრდა მათი ცხენსა ზედა იყვის, საჭურველისა არასა მქონებელნი მშულდისა და ისრისა კიდე“ (გვ.58). მონღოლები სომხურ და ქართულ წყაროებში იწოდებიან აგრეთვე თათრებად. უფრო იშვიათად სომხურ წყაროებში მოხსენებულია მუღალი, ჟამთააღმწერელთან –მოღოლი (გე. 193).
  2. კენდურა - ძვ. სომეხი მწერლები (მოსე ხორენელი, მხითარ აირივანელი და სხვა) თვლიან, რომ პართიელები -წარმომავლობენ აბრაამის მხევალ კენდურასგან (პეტუორასგან). კენდურა სირიული ფორმაა. ებრაულსა და ბერძნულში კეტურაა (იხ. რ. ბლეიკი, შენიშვნა, 2).
  3. მხნე არშაკი - რ. ბლეიკის აზრით აქ იგულისხმება არშაკ II (345--367), წმ. ნერსეს თანამედროვე (შენიშვნა 2). არშაკ II წარმატებით ხელმძღვანელობდა სომეხი ხალხის ბრძოლას სასანიდების სპარსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ამაეე დროს ის დაუნდობელ ბრძოლას აწარმოებდა ნახარარების პარტიკულიარიზმთან. სპაოსეთის შაჰმა შაპურმა ვერაგულად მიიწეია ის ზავის დასადებად ქტეზიფონში და დაატყქევა (იხ. სომეხი ხალხის ისტორია I, ბე. 73 –77).
  4. სომეხთა განმანათლებელი წმ. გრიგოლი - სომხური ეროენული ტრადიცია მას (და თირდატ III) უკავშირებს ქრისტიანობის მიღებას 301 წ. (ამის შესახეს იხ. ნ. მარი, სომეხთა, ქართველთა და ალანთა მოქცევა წძინდა გრიგოლის მიერ, 380L/.0, 16, !925 წ. გვ. 63--211).
  5. თათარი - მონღოლთა სახელი ქართულ და სომხურ წყაროებში (იხ. აქვე, შენიშვნა XIII, 23). სიტყვა თათრის ეტიმოლოგია უცნობია. იხ. კლივსი, მონღოლური სახელები და ტერმინები გრიგოლ აკანელის მოისართა ტომის ისტორიაში, გე. 428.
  6. წმ. ნერსე - იხ. „ისტორია წმინდა ნერსეს პართელისა, სომეხთა მამათმთავრისა”, ვენეცია, 1853 წ. (სომხურად).
  7. გოგის ტომი - გოგი აქ ალბათ იგულისხმება „გოგი და მაგოგიდან"
  8. თორგომი - ქართველთა და სომეხთა ეთნარქი, ეროვნული ტრადიციით. ვარდანით: ნოე -- იაფეთი -- გამირი –- თირასი -- თორგომი –- 7 ვაჟი: პაიკი, ქართლოსი, კოვკასი და სხვა (ვარდანი, გე. 20, 22); ლეონტი მროველით: ნოე -– იაფეთი –- თარში –- თარგამოსი -- 8 ვაჟი: ჰაოს, ქართლოს, ბარდოს, მოვაკან, ლეკ, ჰეროს, კავკას, ეგროს (ლეონტი მოოველი, გვ. 3--4). ლეონტი მროველით თარგამოსი დაემკვიდრა ორი კაცშეუვალი მთის: არარატისა და მასისის შორის.
  9. სკვითია - იგულისხმება სამხრეთ რუსეთის ველები.
  10. იტილი - მდ. ვოლგა.
  11. იმაონის მთა - რ. ბლეიკის აზრით, ალბათ ჰიმალაის მთები (შენიშვნა 4).
  12. უჟიკური - უნდა აღინიშზავდეს ბარბაროსულს.
  13. ხუჟი და დუჟი - რ. ბლეიკის აზრით, შეიძლება შევუთავსოთ ბიბლიურ ხუზ-ს და ბუზ-ს. დუჟი, მისივე აზრით, სომხურად არის ბარბაროსი (შენიშვნა 5).
  14. ბუშხი - სომხურ ანონიმურ გეოგრაფიაში ბუშხი მოხსენებულია სარმატიაში მცხოვრებ ტომად (იხ. ქ. პატკანიანი, მალაქია აბეღას სომხური თარგმანი, შენიშენა 3). მარკვარტის მიერ ბუშხი გაიგივებულია ბულგარეთის ვოლგასთან (რ. ბლეიკი, შენიშვნა 5),
  15. თუღარი - კ. პატკანიანი აღნიშნავს: რაც შეეხება თუღარს, ცხადია, რომ ზოგიერთი სომეხი მწერალი XIII საუკუნისა აიგივებს ძველ თუღარებს (თოხარე –– აქედან –– თოხარისტანი) თათრებთან, მონღოლებთან. შესაძლოა ძველი თოხარებიც იყვნენ თურქულ-თათრული ტომი... ბიზანტიელებთან აგრეთვე გვხვდება ეს აღრევა, იხ. Pachym I, 83 apud Stritter B. II, III, 408 და სხვა; იხ. აგრეთვე: Hammer, Geschichio der Jlchane, 1“, (ქ. პატკანიანი, შენიშვნა 3).
  16. მონღოლთა სარწმუნოება, ქეჩის ხატები, მზის თაყვანისცემა - მონღოლები შედგებოდნენ სხვადასხვ: ტომებისაგან, რომლებსაც სხვადასხვ> სარწმუნოება ჰქონდათ. ყველა ისინი წარმართები იყენენ, თაყვანს სცემდნენ ბუნების სხვადასხვა საგნებსა და მოვლენებს, გრიგოლ აკანელის ცნობას, რომ მონღოლები თან ატარებდნენ ქეჩის ხატებს, ადასტურებენ კირაკოს განძაკელი, ვარდანი და პლანო კარპინი, ხოლო გრიგოლ აკანელის ცნობას მათ მიერ მზის თაყვანისცემის შესახეაბ ადასტურებს პლანო კარპინი (გვ. 12). მონღოლთა სარწმუნოებას ვრცლად აგვიწერენ პლანო კარპინი (გვ. 10, 12) და მარკო პოლო (გე. 90-91). ცნობებს გვაწედიან ამ საკითხზე აგრეთვე კირაკოს განძაკელი, ვარდანი და ჟამთაღმწერელი, მასალები იხ. აქვე, გვ. 79-84.
  17. მეთაური - სომეხი მწერლები, განსაკუთრებით კი გრიგოლ აკანელი, მონღოლი მხედართმთავრების, ნოინების და ზოგჯერ ყაენის აღსანიშნავად ხმარობენ ტეომინს „გლხავეორ“-ს - მეთაურს, მთავარს. „მთავარი" ჩვენ ავირჩიეთ მეორე ტერმინის – „იშბან"-ის სათარგმნელად, რომელსაც სომხური წყაროები უწოდებენ უმთავრესად ქართველ და სოშეს ფეოდალებს, უფრო იშვიათად კი მონღოლ მხედარმთავრებსაც („მთავარი“, ქართველ ფეოდალთა აღსანიშნავად, ნახმარია ჟამთააღმწერელთანაც).
  18. ჩინგისი (სომხ. ჩინგიზი) - თემუჩინი. მონღოლთა სახელმწიფოს დამაარსებელი. ახალგახრდობაში თემუჩინმა თავისი რაზმით დასძლია მოწინაღმდეგე ტომთა ბელადები და 1206 წელს, მდ.. ონონის ნაპირზე, მონღოლთა ყურულთაიმ ის მონღოლთა სახელმწიფოს მბრძანებლად გამოაცხადა, ჩინგის ყაენის სახელით. გარდაიცვალა 1227 წ. მონღოლთა სახელმწიფოს შექმნაზე და ჩინგისის გაყაენებაზე გრიგოლ აკანელზე უფრო რეალისტური თხრობა მოცემულია ჟამთააღწერელთან (160-–163). საყურადღებოა, რომ გრიგოლ აკანელთან ჩინგისს, ეწოდება: „ჩინგიზ ღაიანი“, ან „ჩინგიზ ხანი“ (ღაიანზე და ხანხე იხ. აქვე, შენიშ. II, 5. იასახხე იხ შენიშვნა II, 4) მონღოლთა სახელმწიფოს შექმნაზე მასალები იხ. აქვე, გვ. 76-79.
  19. იასახი - იასახ თურქული ფორმაა მონღოლური იასაღ-ისა. აღნიშნავს, მონღოლთა საადათო სამართალს, ჩაწვრილს ჩინგის ყაენის დროს. შემონახულია ნაკლული სახით წყაროებში, იასახს წყაროები უწოდებენ ჩინგისის კანონს, ჩინგისის ანდერძს. ჩინგისის ანდერძის სახით შემონახულია ეს კანონები მაგალითად, რაშიდ-ედ-ინთან (I, გვ. 259–-265). გრიგოლ აკანელის ცნობით ეს კანონები ჩინგისს ამცნო, ღვთის ბრძანების სახით, ოქროსფრთიანმა არწივმა. მსგავსი ლეგენდა შემონახულია მონღოლურ ტექსტში, სადაც იასახს ჩინგისი ღებულობს ხუთფერა ტოროლასგან. გრიგოლ აკანელისა და სხვა სომხური წყაროების გადმოცემა ამ იასახისა ფაქტიურად არის მონღოლთა დადებითი ზნე-ჩვეულებების გადმოცემა, რის მართებულებაც დასტურდება სხვა წყაროების ცნობებით. (იხ. რ, ბლეიკი, შენიშენა 6). მასალები იასახზე, იხ. აქვე, გვ. 76-79.
  20. ღაიან, ღან, ხან - სომხურში: ღაიან | ღან | ხან. მონღოლურში: ყაან | ხან. ქართულში: ყაენი, ხანი. უფრო ძველი ფორმაა: მონღოლური ხაკან, რომელსაც სომხურში შეესაბამება: ხაგან (იხმარება VII ს. სომხურ მწერლობაში). საყურადღეობოა, რომ გრიგოლ აკანელის მსგავსად ჟამთააღმწერელიც აღნიშნავს, რომ მონღოლთა მეფეს "ხანობით, გინა ყაენობით უხმობენ" (160). აღნიშნავს სახელმწიფოს მეთაურს, მეფეს. იხ. კლივსი, 403; ქ. პატკანიანი, შენიშენა 7; ივ. ჯავახიშვილი, ისტ., III, 1949 წ., გე. 8
  21. ალვანელები - ეს სახელწოდება დაკავშირებულია ძვ. ალბანეთთან (დაახლოებით თანამედროვე საბჭოთა აზერბაიჯანის ტერიტორია).
  22. მონღოლთა ლაშქრობა სპარსეთზე - აქ იგულისხმება მონღოლთა პირველი შეჭრა სპარსეთში და მათი ბრძოლა ხორეზმშაჰ მუჰამედთან, 1219 წელს. გრიგოლ აკანელის ცნობა სპარსელებისათვის ქალაქის წართმევისა გულისხმობს ქალაქ ოტრარს (იხ. რაშიდ-ედ-დინი, I, გვ. 198–-199).
  23. კოდმანი - ველი, აგრეთვე მდინარე სომხითში (ის. აქვე, გვ. 84-95).
  24. ტერუნაკანი - ციხე და მონასტერი სომხითში. ჰიუბშმანთან ლოკალიზებულია უტის მხარეში, განძის ახლოს (474). ემინიც მას მიიჩნევს შამქორის ახლოს მდებარედ (ვარდან ბარძრბერდელის რუსული თარგმანი, 1861, შენ. 593). საქართველოს ის, ვარდანის ცნობით, შემოუერთა დავით აღმაშენებელმა (157). XII ს. II ნახევარში, კირაკოს განძაკელის ცნობით, ის, სომხითის სხვა ციხე-ქალაქებთან ერთად, სპარსელთაგან გაუთავისუფლებიათ მხარგრძელებს (155) და თამარ მეფეს ბლუ-ზაქარია მხარგრძელისთვისვე უბოძებია სამფლობელოდ ყველა ეს ადგილი. მხარგრძელ - გაგელთა ხელშია ტერუნაკანი XIII ს. ნახევარშიც. ზუსტი ადგილმდებრეობა გაურკვეველია (იხ. ინჭიჭიანი, 538).
  25. მანასაგომი - სხვა წყაროებში არ გვხვდება.
  26. ჰამიდოლა - უნდა იყოს დამახინჯებული ქართული საჰმადავლა, ანუ სამადავლა. ასეთი სასახელწოდების პირი XIII საუკუნის შუა წლებში მოხსენებულია „რკონის დაწერილში“, როგორც კახა თორელის ახლო ნათესავი (იხ. თ. ჟორდანია, ქრონიკები, II, 144). ეპიზოდი საგამის ველზე ბრძოლაში ივანე ათაბაგის ცხენის წახდენისა (ფეხის ძარღვების გადაჭრისა), მისდამი მტრულად განწყობილი მთავრის მიერ, და ამის შედეგად ქართველთა ჯარის დამარცხებისა, მოთხრობილი აქვს ვარდანსაც (186-–187), მხოლოდ ის არ გვამცნობს არც იმ მთავრისა და არც მის სანფლობელოში მყოფი ციხის სახელს, როგორც გრიგოლ აკანელი.
  27. ივანე ათაბაგი - მხარგრძელი. თამარ მეფის, რუსუდან მეფისა და ლაშა გიორგის დროინდელი მოღვაწე, ვაზირი: ჯერ მსახურთუხეცესი, ხოლო მისი ძმის ამირსპასალარ ზაქარიას სიკვდილის (1212 წ.) შემდეგ – ათაბაგ-ამირსპასალარი, გარდაიცვლლა 1225 წ. ივანე ათაბაგს ხშირად იხსენიებენ როგორც ქართული, ისე სომხური საისტორიო წყაროები (თამარის ისტორიკოსები, ჟამთააღმწერელი, კირაკოს განძაკელი, ვარდანი, სტეფანოს ორბელიანი და სხვა),
  28. ლაშა - ლაშა გიორგი – საქართველოს მეფე (1213-1222 წწ.). მის დროს მოხდა სწორედ ბრძოლა საგამის ეელზე, რომელსაც გრიგოლ აკანელი შეცდომით რუსუდანის დროს მიაწერს.
  29. დავით ლაშას ძე - საქართველოს მეფის ლაშა გიორგის უკანონო ვაჟი. საქართველოს მეფე (1247–1270). ქართული და სომხური წყაროების ცნობით, ის რუსუდანმა თავიდან მოსაშორებლად რუმის სულტანთან - თავის სიძესთან გაგზავნა და შეასმინა, რის გამოც კარგა ხანს ის რუმის ტყვეობაში იმყოფებოდა, ვიდრე მონღოლებმა არ გამოიხსნეს ქართველთა თხოვნით (იხ. კირაკოს განძაკელი, 273- 274; 300--301; სტეფანოს ოობელიანი, 420-421; ჟამთააღმწერელი, 217-–220). მასალები ამ ეპიზოდზე იხ. აქეე, გვ. 118-122.
  30. რუსუდანი - სომხურში: ურუზუქან, თამარ მეფის ქალი, ლაშა გიორგის და, საქართველოს მეფე (1222–1245). გრიგოლ აკანელი მას შეცდომით უწოდებს ლაშა გიორგის ქალს და ულუ დავითის დას.
  31. საქართველოს პოლიტიკური წყობილება მონღოლთა შემოსევის დროს - გრიგოლ აკანელის ცნობა, რომ რუსუდანს „ეპყრა სამეფთ ივანეს ზედამდგომლობით, რომელსაც ათაბაგი ეწოდა", მოწმობს, რომ ამ დროისთვის ათაბაგი უკვე ვაზირთა უპირველესად ქცეულა. ჭყონდიდელ–მწიგნობართ-უხუცესობა კი, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებასთან ერთად იშვა, როგორც ვაზირთა უპირველესის ხელი (დავით აღმაშენებლის დროს), ცენტრალური ხელისუფლების დასუსტებასთან ერთად დაიმცრო. მისი ადგილი ათაბაგობამ დაიჭირა. ათაბაგი თურქული წარმოშობის ინსტიტუტია და თურქ-სულჯუკებთან უფლისწულის გამზრდელს ეწოდებოდა (იხ. В. Гордлевский, Государство Сельджукидов Малой Азии, Ленинград, 1941 г. стр.57). შემდეგ, ამ ტერმინმა, რა თქმა უნდა, იცვალა თავისი შინაარსი. გრიგოლ აკანელის ზემოაღნიშნულ ცნობას ავსებს კირაკოს განძაკელის ცნობა, რომ რუსუდანი სამეფოს განაგებდა ივანეს, მისი ვაჟის ავაგის, ზაქარიას ძის შაჰანშაჰისა და ვარამ გაგელის მეშვეობით (გვ. 224). ამ ცნობიდან ჩანს, რომ სამეფოს რუსუდანის დროს ფაქტიურად განაგებდნენ დიდებული აზნაურები და არა მეფე. როგორც ჩანს, სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ საქართველომ მარცხი განიცადა მონღოლებთან და მათი ბატონობისქვეშ მოექცა. გრიგოლ აკანელის ცნობა რომ “მონღოლებს ზავი დაუდო არა მეფემ, არამედ დიდებულებმა, ცალ-ცალკე, რასაც სხვა წყაროებიც ადასტურებენ, ამაზევე მიუთითებს.
  32. გაგი - ციხე-ქალაქი სომხითში. ვარდანის ცნობით ააშენა გაგიკ მეფემ (გე. 190). ვარდანისავე ცნობით, დავით აღმაშენებელმა ანისის აღების შემდეგ ხელთ იგდო: გაგი, ტერუნაკანი, კაენი, კაიწონი, ლორე, ტაშირი, იაჰკანაბერდი (ე. ი. სომხითის ციხე-ქალაქები) (გვ. 157). XII ს. მეორე ნახევარში, კირაკოს განძაკელის ცნობით, სომხითის ციხე-ქალაქები: გარდმანი, ქარჰერძი, ერგევანქი, ტავუში, კაწარეთი, ტერუნაკანი, გაგი, შამქორი სპარსელებისაგან გაუთავისუფლებიათ მხარგრძელებს (გე. 155) და თამარ მეფეს ბლუ-ზაქარია მხარგრძელისთვისვე უბოძებია ისინი. XII-XIII სს. გაგი იქცა ქართული ისტორიული პროვინციის სომხითის ცენტრად, რომლის ფარგლები აღწეედა განძამდე. ეს იყო საქართველოს "ქუემოთი სანაპირო" მხარე, რომელსაც განაგებდნენ მხარგრძელ-გაგელები (იხ. აქვე შენიშენა III,13). გაგის ზუსტი ადგილმდებარეობა გაურკვეველია (იხ. ინჭიჭიანი, 513--514).
  33. ვაპრამი (ვარამი) - ზაქარიას (გრ. აკანელით – ბლუ ზაქარიას) ძე. მხარგრძელ-გაგელი. ქართველი დიდებული. ვაჰრამის მამას – ზაქარია ვარამის ძე მხარგრძელს თამარ მეფემ უბოძა გაგი ქურდვაჭრით, განძამდე, როგორც „ქუემოთი სანაპირო“ მხარე. ზაქარიას ძე ვარამი და ვარამის ძე აღბულა ფლობდნენ გაგს და მის მხარეს – სომხითს ციბეებით და ქალაქებით: შამქორი, ტავუში, კაწარეთი, ტერუნაკანი, ერგევანქი„ ქარჰერძი, გარდმანი, ზეგამი, ნორბერდი, მაწნაბერდი და სხვა. მხარგრძელთა ეს შტო, გაგის მიღების შემდეგ, გაგელებად იწოდებოდა. ვარამ გაგელი ერთ-ერთი ძლიერი და გავლენიანი პირი იყო საქართველოში XIII ს. პირეელ ნახევარში. თამარ მეფემ ივანეს გაათაბაგების შემდეგ მას უბოძა მსახურთ-უხუცესობა (ისტორიანი და აზმანი, გვ. 110), რომელსაც ის ფლობდა სიკვდილამდე (40-იანი წლების ბოლომდე). როცა საქართველო მონღოლებმა დუმნებად დაჰყვეს, ერთი დუმანი – სომხითი, მას ჩააბარეს (ჟამთააღმწერელი, ევ. 208). კირაკოს განძაკელის ცნობით რუსუდანი სამეფოს განაგებდა: ივანე, ავაგ, შანშა მხარგრძელებისა და ვარამ გაგელის მეშვეობით. გრიგოლ აკანელის ცნობა, რომ საგამის ველზე ქართველთა ჯარის მარჯეენა ფრთამ, ვარამ გჯაგელის სარდლობით, გამარჯვება მოიპოვა, მართებული ჩანს სხვა წყაროების ცნობათა სინათლეზე (იხ. აქვე, გვ. 85). ჟამთააღმწერლის მიხედვით ვარამ გაგელი აქტიურად მონაწილეობს XIII საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში (190, 195, 215 და სხვა). მართებული ჩანს აგრეთვე გრიგოლ აკანელის ცნობა, რომ ულუ დავითი რუმიდან ვარამმა ჩამოიყვანა, რომ ის საერთოდ მთავარ როლს ასრულებდა ულუ დავითის გამეფებაში, რისთვისაც გრიგოლ აკანელი ულუ დავითს „ვაჰრამულ მეფეს“ უწოდებს (გვ. 7,16). გრიგოლ აკანელის ცნობას რომ ვარამის შვილი აღბუღა მონაწილეობდა თათრების მხარეზე, რუმის სულტანის ყიას-ედ-დინის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში, ადასტურებს კირაკოს განძაკელიც, რომლის მიხედვითაც აღბულა მონაფწილეობდა აგრეთვე კარნუ ქალაქის აღებაში (1265). ჟამთააღმწერლის ცნობით აღბულა ულუ-დავითს გაჰყვა ბათუ ყაენთან, რომელმაც ის თავისთან დაიტოვა (219–->220). ვაპრამი და აღბულა მოხსენებული არიან 1260 წლის რკონის დაწერილში. ვაჰრამისთვის მეფეს უწყალობებია სოფელი ხოვლე, ხოლო აღბუღასა და მის შვილებს ის ურტაღებისათვის მიუყიდიათ (ქრონიკები, II, გვ. 149). XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან გაგელები აღარ იხსენებიან საისტორიო წყაროებში. როგორც ჩანს, ეს გეარი ამ დროიდან დაემცრო, 1249-51 წლებს შორის მსახურთ-უხუცესობა გაგელთა სახლიდან გადადის სურამელებში.
  34. ბლუ ზაქარია - ვარამის ძე. მხარგრძელ-გაგელი. ბლუდ წოდებულია მხოლოდ გრიგოლ აკანელთან. კირაკოს განძაკელის ცნობით მან სპარსელთაგან გაათავისუფლა: გაგი, გარდმანი, ქარპერძი, ერგევანქი, ტავუში, ტერუზნაკანი კაწარეთი, შამქორი (155). თამარ მეფეს ყველა ეს ადგილი მისთვისვე უბოძებია საგამგებლოდ. (იხ. აქვე, შენიშვნა III, 12 და 13).
  35. ქარჰერძი - სიმაგრე სომხითში, კირაკოს განძაკელის ცნობით ის სპარსელთაგან გაუთავისუფლებიათ მხარგრძელებს, სომბეთის სხვა ცინე-ქალაქებთან ერთად (155) და თამარ მეფეს ბლუ-ზაქარია მხარგრძელისთვისვე უბოძებია სამფლობელოდ ყველა ეს ადგილი. მხარგრძელი-გაგელები ფლობენ ქარპერძს XIII ს, I ნახევარშიც. ზუსტი აღგილმდებარეობა გაურკვეველია.
  36. ბრძოლა საგამის ველზე მონღოლებსა და ქართველებს შორის - გრიგოლ აკანელი შეცდომით ასახელებს თარიღს, ბრძოლა მოხდა 1220 წელს. მასალები ამ საკითხზე იხ. აქვე, გვ. 84-95.
  37. განძა -შაპასტანი | განძაკი | შაჰასტანის განძაკი - იგულისხმება განძა – არანის მთავარი ქალაქი. ქ.პატკანიანის აზრით განძა ორი იყო, ერთი უბრალოდ განძა - დღევანდელი კიროვაბადი, ხოლო მეორე - განძა შაპასტანი – თაერიზი (შაჰასტანი აღნიშნავს სამეფოს). ჩვენი აზრით ეს არ არის სწორი, წყაროებიდან. ვფიქრობთ, ჩანს, რომ ორივე შემთხვევაში აქ არანის განძა იგულისხმება, რომლისთვისაც მიუციათ ეპიტეტად შაჰასტანი. ასეთივე ეპიტეტით იხსენიება ზოგჯერ სწორედ თავრიზი (სტეფანოს ორბელიანი: „თავრეჟ შაჰასტან“ - 419). შესაძლოა სწორედ ეს გარემოება დაედო ქ. პატკანიანის აღჩიშნულ მოსაზრებას საფუძვლად. განძის სახელწოდება, ქ. პატკანიანის აზრით, აღნიშნაეს საუნჯეს (сокровище) (იხ. ქ. პატკანიანი, შენიშვნა 15). განძის დანგრევახე მონღოლთა მიერ ერთხმად აღნიშნავენ იმდროინდელი წყაროები. მასალები იხ. აქვე, გვ. 95-106.
  38. ზემო ქვეყანა - მკელევართა ერთი ნაწილის აზრით ძე. სომხუო მწერლობაში მოხსენებელი „ზემო ქვეყანა“ გულისხმობს მთელ სომხეთს ("დიდ სომხეთს"). მეორე ნაწილი კი ფიქრობს. რომ ეს არის მხოლოდ ჩრდილო აღმოსავლეთი ნაწილი სომხეთისა. იხ. რ. ბლეიკი, შენიშვნა 17; ქ. პატკანიანი, შენიშენა 11.
  39. მონღოლთა გარეგნობა და საზრდო - შეადარ. ამ საკითხზე: კირაკოს განძაკელი, სტეფანოს ორბელიანი, პლანო კარპინი, მარკო პოლო, იბნ-ალ-ასირი, ჟამთააღმწერელი. მასალები იხ. აქვე, გვ. 79-84,
  40. ჩორმანი | ჩორმაღანი - მონღოლთა მხედართმთავარი, ნოინებს შორის უფროსი, მათ მიერ ირანისა და ამიერკავასიის დაპყრობის დროს. ჰყავდა ცოლი ალთანა ხათუნი და შვილები სირამუნი და ბორა (იხ. აქვე, შენიშე. XI, 1, 2). კირაკოსის ცნობით ის დამუნჯდა და მის მაგივრად განაგებდა მისი ცოლი და ბაიჯუ ნოინი (გე. 263, 269, 274). ჟამთააღმწერლის ცნობით, მის ქალ ესუქნხე იქორწინა ულუ დავითმა (251). მოხსენებულია ამ დროის თითქმის ყველა წყაროში. მასალები იხ. აქვე. გვ. 95-106. ჩორმაღანი მონღოლური სიტყვაა და შედგება ძირისგან: ჩორმან და კნინობითი ნაწილაკისგან - ყან – კენ (იხ კლივსი, 419–-420).
  41. ბენალი - მოხსენებულია მხოლოდ გრიგოლ აკანელთან. ერთი იმ სამ მონღოლ მხედართმთავართაგანი, რომლებმაც დაიპყრეს ამიერკავკასია (ჩორმანი, ბენალი და მოლარი). მოლარი და ბენალი მალე მოკლა ღმერთმა, მათი ბოროტი ზრახვების გამო. ბენალის მონღოლური ფორმა უნდა იყოს ბაინალ. ზოგიერთ წყაროში ეს სახელი წერია როგორც თაინალ (კლივსი, 415-416).
  42. მულარი - მონღოლთა ერთ-ერთი ნოინი, მათ მიერ ირანისა და ამიერკავკასიის დაპყრობის დროს. მოხსენებულია აგრეთვე კირაკოს განძაკელთან და ვარდანთან, რომელთა ცნობით, ამიერკავკასიაში მოლარ ნოინს აუღია ვარამ გაგელის ციხე-ქალაქები: შამქორი, ტავუში, კაწარეთი, ტერუნაკანი, ნორბერდი, ერგევანქი, მაწნაბერდი, ქარჰერძი, ქავაზინი, გაგი, გარდმანი, ტერევენი, საგამი (კირაკოს განძაკელი, 228, 229; ვარდანი, 169-–190). ის ფაქტი, რომ არც ერთი წყარო მოლარ ნოინს აღარ იხსენიებს წინააზიაში მონღოლთა დამკვიდრების შემდეგ აქ მყოფ ნოინებს შორის ადასტურებს გრიგოლ აკანელის ცნობას, რომ მულარი და ბენალი მალე გარდაცელილან. მულარი - მოლარი არის იგივე მონდოლური მოლარ-მოლურ (კლივსი, 424). წყაროების ცნობები მულარზე იხ. აქვე, გვ. 95-106.
  43. შამქორი - ქალაქი განძის ახლოს, მის ჩრდილო-დასავლეთით, მუღანის ველთან ახლოს. კირაკოს განძაკელის ცნობით შამქორი, 5 სხვა ქალაქთან ერთად (შათარი, შაქი, შირვანი, შამახია, შაბურანი) აუშენებია შათა ჯაბუხას ძეს, სპარსეთის მეფის ხოსროს დროს (184). კირაკოსისავე ცნობით, XII ს. II ნახევარში შამქორი სპარსელთაგან გაუთავისუფლებიათ მხარგრძელებს სომხითის ციხე-ქალაქებთან ერთად (155) და თამარ მეფეს ბლუ-ზაქარია მხარგრძელისთვისვე უბოძებია ყველა ეს ადგილი. ამის შემდეგ შამქორი ქართული ისტორიული პროვინციის სასაზღვრო ქალაქია და ეკუთვნის მხარგრძელ-გაგელებს. კირაკოსისვე ცნობით, მონღოლთა შემოსევს დროს ის აიღო და დაწვა მოლარ ნოისმა (გე. 228). (იხ. ინჭიჭიანი, 532--533).
  44. საგამი - ციხე-სიმაგრე სომხითში, სხვა წყაროებში არ ჩანს.
  45. ტერევენი - სომხითის ციხე-სიმაგრე. სხვა წყაროებში არ ჩანს.
  46. გარდმანი - ქალაქი სომხითში. ინჭიჭიანის მიერ ლოკალიზებულია უტის პროვინციაში. როგორც მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე (338--339), მდებარეობს ერგევანქის ახლოს. კირაკოს განძაკელის ცნობით, XII ს. II ნახევარში ის სპარსელთაგან გაუთავისუფლებიათ სომხეთის სხვა ციხე-ქალაქებთან ერთად მხარგრძელებს (155) და თამარ მეფეს ზაქარია მხარგრძელისთვისვე (გრიგ. აკანელი რომ ბლუ ზაქარიას უწოდებს) უბოძებია სამფლობელოდ ყველა ეს ადგილი. მხარგრძელ-გაგელთა ხელშია გარდმანი XIII ს. 1 ნახევარშიც. კირაკოს განძაკელის ცნობით, მონლოლთა შემოსევის დროს «ს აიღო მოლარ ნოინმა (გვ.228-229), მისი ზურგის მხარეს, ერგევგანქის პირდაპირ, ვანაკანს აუშენებია ხორანაშატის მონასტერი, რომელიც ჯალალედინს აუოხრებია (230, 300, 333). ზუსტი ადგილმდებარეობა გაურკვეველია (იხ. ჰიუბშმანი, 417).
  47. ერგევანქი - ციხე-სიმაგრე სომხითში. ინჭიჭიანის მიერ ლოკალიზებულია არცახის მხარეში (316), მდებარეობს გარდმანთან ახლოს. კირაკოსის ცნობით, XII ს. II ნახევარში ერგეეანქი, სომხითის სხვა ციხე-ქალაქებთან ერთად, სპარსელთაგან გაუთავისუფლებიათ მხარგრძელებს (155) და თამარ მეფეს ზაქარია მხარგრძელისთვისვე უბოძებია ყეელა ეს ადგილი. მხარგრძელ-გაგელთა ხელშია ერგევანქი XIII ს. L ნახევარშიც. კირაკოს განძაკელის ცნობით, მონღოლთა შემოსევის დროს ის აიღო მოლარ ნოინმა (გვ. 228). ერგევანქის პირდაპირ. გარდმანის ზურგის მხარეს, კირაკოსისავე ცნობით, ვანაკანს აუშენებია ხორანაშატის მონასტერი, რომელიც ჯალალედინს აუოხრებია (230, 311, 333), ზუსტი ადგილმდებარეობა გაურკვეეელია.
  48. მაწნაბერდი - ციხე-სიმაგრე სომხითში. ინჭიჭიანის შიერ ლოკალიზებულია უტის მხარეში (351). კირაკოს განძაკელის ცნობით, ლორე-ტაშირის სომეხი ბაგრატუნები, კეირიკეს ძენი: დავითი და აბასი, განდევნილი ქართველთაგან, წაეიდნენ სპარსელებთან და მიიღეს სამკვიდროდ ტავუში და მაწნაბერდი (145). მაწნაბერდი ჰქონდა აგრეთვე მათ ჩამომავალს აღსართანს. ეარდანის ცნობით მონღოლებმა აიღეს მაწნაბერდი, რომეღიც იყო აღსართანისა – კვირიკეანთა სამეფო გვარიდან (190) (კვირიკეანთა დამცრობის ისტორიაზე იხ. ლ. მელიქსეთ-ბეგი, ჩრდილო მხარეთა სომეხთა მოძღვარნი, გე. 25––37).
  49. ტავუში - ციხე-სიმაგრე სომხითში. ინჭიჭიანის მიერ ლოკალიზებულია უტის მხარეში (350-351). მოხსენებულია იოანე კათალიკოსთან, ვარდანთან, კირაკოს განძაკელთან. XII ს. II ნახევარში, კირაკოს განძაკელის ცნობით, ტავუში სომხითის სხვა ციხე–ქალაქებთან ერთად სპარსელთაგან გაუთავისუფლებიათ მხარგრძელებს (155) და თამარ მეფეს ზაქარი მხარგრძელისთვისვე უბოძებია ყველა ეს ადგილი. მხარგრძელ-გაგელთა ხელშია ტავუში XIII ს. I ნახევარშიც. კირასკოს განძაკელის ცნობით, მონღოლთა შემოსეეის დროს, ის აიღო მოლარ ნოინმა (229). ტავუშის სამხრეთით სოფ. ლორუტის პირდაპირ, დამკვიდრებულა გამოქვაბულში ვანაკანი, სადაც ის ტყვედ ჩაიგდო მოლარ ნოინმა (230). ტავუშის სახელთანაა დაკავშირებული XII-XIII სს. მოღვაწეების – ორი სომეხი მოძღერის სახელი: „იოანე ტავუშელისა“ და „იოანე ვანაკან ტავუშელის“ (იხ. ამის შესახებ ლ. მელიქსეთ-ბეგი, ჩრდილო მხარეთა სომეხთა მოძღვარნი, გე. 214). ზუსტი მდებარეობა გაურკვეველია.
  50. ნორბერდი - ციხე-სიმაგრე სომხითში. კირაკოს განძაკელის ცნობით ნორბერდის უფალი იყო დავითი, სომეხ ბაგრატუნთა გვარიდან, რომელმაც მოტყუებით შერთო თავისი ქალი აღსართან ბაგრატუნს - მაწნაბერდის პატრონს, რომ წაერთმია მისთვის მაწნაბერდი (146--147). ვარდანის ცნობით, მონღოლებმა აიღეს ნორბერდი, რომლის უფალი იყო დავით ბაგრატუნის ძე ეასაკი (190). ზუსტი ადგილმდებარეობა გაურკეეველია.
  51. ვანაკანი - მოძღვარი (ვარდაპეტი), სახელგანთქმული საეკლესიო მოღვაწე და მწერალი იოანე ვანაკანი, ანუ "იოანე ვანაკან ტავუშელი" (ლ. მელიქსეთ-ბეგი, ჩრდილო მხარეთა სომეხთა მოძღვარნი, გვ. 214). კირაკოს განძაკელის ცნობით, მოწაფე იყო მხითარ გოშისა (კირაკოზი, გე. 19მ), შემდეგ თვით იყო მასწავლებელი, დამაარსებელი ხორანამშატის სკოლისა. მისი მოწაფეები იყვნენ კირაკოს განძაკელი, ვარდან ბარძრბერდელი, იოსები, არაქელი და შესაძლოა გრიგოლ აკანელიც, რომელიც მასზე აღნიშნავს: „ჩვენი მოღვარიო“. ვანაკანის ტყვედ წაყვანას მონღოლთა მიერ და მის გამოსყიდვას, საერთოდ მის ცხოვრებას, დაწვრილებით აგვიწერს კირაკოს განძაკელი, რომელიც ვანაკანთან ერთად წაიყვანეს ტყვედ (გვ. 230-233, 238). ვარდანის ცნობით, ვანაკანს დაწვრილებით აუწერია მონღოლთა შემოსევების ისტორია, 1236 წლიდან (192). სამწუხაროდ ამ ნაშრომმა ჩეენამდე არ მოაღწია. ჩვენთეის ცნობილია მისი სხეა ნაშრომები. ა. ოსკეანი და რ. ბლეიკი შესაძლებლად თელიან; რომ გრიგოლ აკანელმა თავის წყაროდ გამოიყენა იოანე ვანაკანის ისტორია (იხ. ა. ოსკეანი, ვანაკანი და მისი სკოლა; გრიგოლ აკანელის ინგლისური თარგმანი, რ. ბლეიკისა, გვ. 275). ვანაკანის შესახებ იხ.: ლ. მელიქსეთ-ბეგი, ჩრდილო მხარეთა სომეხთა მოძღვარ6ი და მათი ვინაობა, გვ: 250--254. მასალები იხ. აქვე, გვ. 125--127.
  52. მოძღვარი - ვარდაპეტს ჩვენ ვთარგმნით მოძღერად, თუმცა, შეიძლება, ეს მთლად ზუსტი არ იყოს. პატკანიანი და ემინი ვარდაპეტს რუსულად არ თარგმნიან, ტოვებენ ეარდაპეტად. ასეეე რ. ბლეიკი და რ. ფრაი ინგლისურად ტოვებენ ვარდაპეტს. თუმცა ერთგან, სადაც გრიგოლ აკანელი აღნიშნავს: "მოძღეარი ჩეენი ვანაკანი"-ო, რ. ბლეიკი და რ. ფრაი ვარდაპეტს თარგმნიან მასწავლებლად (იხ. რ. ბლეიკი. რ. ფრაი, გრიგოლ აკანელის ინგლისური თარგმანი, V, 24). პროფ. ლ. მელიქსეთ-ბეგი თელის, რომ ვარდაპეტი იგივე ქართული მოძღვარია (იხ. ჩრდილო მხარეთა სომეხთა მოძღვარნი და მათი ეინაობა, ტფილისი, 1928 წ., გვ. 11, შენიშ. 1 და 2). ლიტერატურისა და წყაროების სია ტერმინ ვარდაპეტზე იხ. ლ. მელიქსეთ-ბეგის დასახელებულ ნაშრომში.
  53. მალი - არაბული მალ – „ფარა, ქონება". თურქულად – „ქონება“, „გადასახადი“. მონღოლურად – "რქოსანი საქონელი". მონღოლეთში შესულა თურქელიდან (კლიესი, 438, რ. ბლეიკი, შენიშ. 22). "სასოფლო მეურნეობაზე დადებელი საყაანო გადასახადი" (ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, III, 1941, გვ. 56), მონღოლთაგან განთავისუფლების შემდეგ მალი აღნიშნავდა ქართულ სახელმწიფო გამოსაღებს.
  54. თაღარი - თურქული სიტყვაა – "ცხენების საკვები". მონღოლებთან – გადასახადი ხორბალზე და საკვებ პროდექტებზე. კირაკოსის ცნობით ის შემოიღო სომხეთში პულაგუმ და მოიცავდა შემდეგს: თითოეულ თავზე ითხოედნენ: 100 ლიტრა ხორბალს, 50 ლიტრა ღვინოს, 2 ლიტრა ბრინჯს, 3 ტომარს, ორ თოკს, 1 თეთრს, 1 ნალს, 2 სულ საქონელზე ერთ თავს და 20 ვერხლის ფულს (გვ. 359-––360). (იხ. კლივსი, 438 –439; რ. ბლეიკი, შენიშენა 22: ქ. პატკანიანი, მენიშენა 17).
  55. სამხედრო ვალდებულება მონღოლთა სასარგებლოდ - მონღოლები დაპყრობილ ხალხებს აიძულებდნენ მონაწილეობა მიეღოთ მათ გაუთავებელ ბრძოლებში (მონღოლთა მიზანი იყო მთელი მსოფლიოს დაპყრობა, რაც მათ ჩინგის ხანმა უანდერძა, იხ. პლანო კარპინი, გვ. 39). ეს ვალდებულება, რაც ყალანად იწოდებოდა, ყეელაზე მძიმე იყო დაპყრობილ ხალხთათვის (იხ. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, III, 1941, გვ.55,56,79). გრიგოლ აკანელის ცნობა, რომ მონღოლთა გამარჯვებების უმთავრესი მიზეზი ქართველები და სომხები იყვნენ, რომლებიც მეწინავეებად იბრძოდნენ მათ ლაშქარშიო, დასტერდება სხვა წყაროების ჩვენებებით.
  56. მუღანის ქვეყანა - მუღანის ველი, მონღოლთა საზამთრო სადგომი. მდებარეობს არანში, ყარაბაღში არაქსისა და მტკვრის შესართავთან. მუღანის ველს მონღოლთა საზამთრო სადგომად გრიგოლ აკანელის გარდა ასახელებენ: კირაკოს განძაკელი (გვ.221,228,248,265,359,380), ვარდანი (გე.198-199), სტეფანოს ორბელიანი (გვ.425,467,476), რაშიდ-ედ-დინი (111,141,169), ჟამთააღმწერელი (237). რაშიდ-ედ-დინის ცნობით, მონღოლთა საზამთრო სადგომი ყოფილა არანი, ბაღდადი და ჩაღათუ (111, 68). (იხ. რ. ბლეიკი, შენიშვნა 23, ქ. პატკანიანი, შენიშვნა 18; ინჭიჭიანი, 517).
  57. ღარა-ბუღა - მოხსენებულია მხოლოდ გრიგოლ აკანელთან. ღარა ბუღა არის მონღოლურ-თურქული ყარაბუღა – „შავი ზარი“ (კლიესი, 421), რ. ბლეიკის აზრით შეიძლება ეს იყოს იგივე ყარა ბაჰადური, მოხსენებული კირაკოს განძაკელთან, როგორც ქალაქ სურბ-მარის დამარბეველი (კირაკოსი, 247; რ. ბლეიკი, შენიშვნა 23).
  58. კუდიანი ვარსკვლავის გამოჩენა - კუდიანი ვარსკვლავის გამოჩენას ვარდანი გვამცნობს 1220 წელს და მიიჩნევს თათართა შემოსევის მაუწყებელ წინასწარ ნიშნად (186). (იხ. ქ, პატკანიანის, შენიშვნა 19).
  59. ხურუთა - ხურუთა არის მონღოლური ყ უ რ ლ ტ ა ი. გრიგოლ აკანელი სწორად განმარტავს როგორც „დიდ კრებას“, „ყრილობას“ (კლივსი, 442--443; იე. ჯავახიშვილი, ქართე. ერის ისტორ., III, 1949, გე. 84).
  60. ჩორმაღანის წასვლა ჩინგის ყაენთან - ჩორმაღანის წასვლა ჩინგის ყაენთან შეთხზულია გრიგოლ აკანელის მიერ, რადაგან ამ დროს ჩინგისი უკვე მკვდარი იყო.
  61. ტზღუ - ტ ზ ღ უ არის თურქული ტუზღუ – „სასტუმრო საჩუქარი“. მისი მონღოლური ფორმაა ტ უ ზ ყ უ. ამ გადასახადის ზუსტი შინაარსი არ არის დადგენილი. არ არის »გრეთვე ნათელი მისი კავშირი თურქულ ტ უ ზ-თან – „მარილი“, ქართულ წყაროებში ეს მონღოლური გადასახადი არა გვხვდება (იზ. კლივსი, 442; რ. ბლეიკი, შენიშენა 25).
  62. ღ'ფჩური - ღ'ფჩურ მონღოლური ყუბჩურ (პატკანიანი) აღნიშნავდა „საძოვარს”,(კლივსი, 436–-4237); ქ. პატკანიანი, შენიშვნა 21). მონღოლური გადასახადი – საბალახე. 100 საქონელზე – 1 სული. შემდეგ იქცა ფულად გადასახადად, 1 დინარიდან 10 დინარამდე (ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, 111, 1941, გე. 56),
  63. ალთანა ხათუნი - ჩორმაღანის ცოლი. გრიგოლ აკანელის ცნობას, რომ ჩორმაღანის სიკვდილის შემდეგ ალთანა ხათუნს ეპყრა მისი ხელისუფლება, რომელსაც ის ახორციელებდა ბაჩუ ნოინთან ერთად (26,37-27,4), ეთანხმება კირაკოს განძაკელის ცნობა, რომლის მიხედეით ჩორმაღანი დამუნჯდა და მის მაგიერად მთავრობდა მისი ცოლი ელთინა ხათუნი (გვ. 274). კირაკოსისვე ცნობით, ჰეთუმ მეფის მოციქული წარუდგა ბაჩუ ნოინს და ელთინა ხათუნს (გვ.269). ალთანა ხათუნს ჰყავდა შეილები: სირამუნი და ბორა (იხ, აქვე, შენიშვნა IX, 23). მისი ერთი ქალი გათხოვდა უსურ ნოინზე (კირაკოსი, 275), მეორე – ესუქნი – ულუ დავითზე (ჟამთააღმწერელი, 251), ალთანა ხათუნიც და მისი ძმებიც, კირაკოს განძაკელის ცნობით, ქრისტიანები იყვენენ (276). ალთან მონღოლური სიტყეაა და აღნიშნაეს „ოქროს“, თურქული ფორმაა – ალთუნ. ხათუნ/ყათუნ თურქული სიტყვაა – „დედოფალი“, მონღოლერში ყათუნ – „ქალბატონი“, თანამედროვე თურქულში – ქალი. (კლივსი, 410-–-411: რ. ბლეიკი, შენიშენა, 26). ქ. პატკანიანის აზრით ეს არის იგივე ხ ა ნ უ მ და წარმოიშვა ხ ა ნ-იდან (შენიშვნა 7).
  64. ასუთუ - მონღოლთა ერთ-ერთი ნოინი მათ მიერ ირანისა ღა ამიერკავკასიის დაპყრობის დროს. მოხსენებულია გრიგოლ აკანელის გარდა რამიდ-ედ-დინთან („ასეთაი"). ასუთუ უნღა იყოს მონღოლერ წყაროებში დამოწმებული ასუტაი – „ალანი“ (კლიესი, 409).,
  65. ნუინი - ჟამთაღმწერელთან – ნოინი (104). მონღოლური ნოიან – „დიდებული“ (კლიესი, 405). დუმანის (10.000 მხედარი) მეთაური. ჟამთაღმწერელი ასე განმარტავს: „ერისმთავარია, რომელთა ქართველნი ნოინობით უკმობენ" (1684).
  66. ჩაღათა - მონღოლთა ერთ–ერთი ნოინი მათ მიერ ირანისა და ამივრკაეკასიის დაპყრობის დროს. კირაკოს განძაკულის ცნობით ის ჯარის ზორვარი იყო და დახოცა მუჰლიდები (გვ. 250), საქართეელოში მან აიღო ციხე-ქალაქი ლორე (კირაკოსი, გვე. 239- -210, ვარდანი, გე. 189) და დაიპყრო სამცხე (ჟამთააღმწერელი, გვ. 191), მოხსენებულია აგრეთვე სტეფანოს ორბელიანთან (გე. 402). ჟამთააღმწერლის ცნობით მოკლეს მულიდებმა (გვ. 208). ჩაღათა მონღოლური სიტყვაა – ჩ ა ღ ა თ ა ი/ ჩ ა ღ ა დ ა ი. ძირია ჩ ა ღ ა ნ – „თეთრი“, - დაი/ტაი-სუფიქსია (კლივსი, 417–--418). წყაროების ცნობები მის შესახებ იხ. აქვე, გე. 95––106.
  67. სონითა - გრიგოლ აკანელის ცნობით, მონღოლთა ერთ-ერთი ნოინი მათ მიერ ირანისა და ამიერკავკასიის დაპყრობის დროს. რაშიდ-ედ-დინის ცნობით კი, სონდაი ნოინი მოვიდა ჰულაგუსთან ერთად (III, 39). სონითა არის ტრანსკრიპცია მონღოლური ს ო ნ ი თ ე ი ს ა (კლიესი, 425).
  68. მცირე ჩაღათა - მონღოლთა ერთ-ერთი ნოინი მათ მიერ ირანის და ამიერკავკასიის დაპყრობის დროს. მოხსენებულია მხოლოდ გრიგოლ აკანელთან. (ჩაღათას ეტიმოლოგიაზე იხ. აქვე, შენიშვნა IV, 10).
  69. ბაჩუ - რაშიდ-ედ-დინთან – ბ ა ი ჯ უ (III, 21, 31 და სხვა), ჟამთაღმწერელთან ბ ი ჩ ო//ბ ი ჩ უ (გვ. 184, 190 და სხვა). მონღოლთა ერთ-ერთი ნოინი მათ მიერ ირანის და ამიერ-კავკასიის დაპყრობის დროს. ჩორმაღანის შემდეგ – ნოინთა მთავარი; მისი სარდლობით მონღოლებმა აიღეს კარნუ ქალაქი (1243 წ.), დაამარცხეს რუმის სულტანი (1244 წ.), დახარკეს კილიკიის სომხური სამეფო. 1256 წ., ჰულაგუს მისვლის შემდეგ, ბაჩუ ნოინი დაექვემდებარა მას, მისი ბრძანებით მან თაეისი ჯარით დატოვა ამიერკავკასია და ირანი და წავიდა მცირე აზიაში. ბაჩუ არის მონღოლური ბაიჯუ (კლივსი, 411-413). კირაკოს განძაკელი ერთგან მას უწოდებს ბაჩუხურჩის, რაც მონღოლურად ნიშნავს; „ბაიჯუ აბჯროსანს« (იქვე). ცნობები ბაჩუზე იხ. აქვე. გვ. 95-106.
  70. ასარი - მონღოლთა ერთ-ერთი ნოინი მათ მიერ ირანისა და ამიერკავკასიის დაპყრობის დროს. გრიგოლ აკანელის გარდა მოხსენებულია: კირაკოს განძაკეელთან ("ისრარი", გვ. 261), სტეფანოს ორბელიანთან („ასლანი“, გვ. 402, 403 და ჟამთააღმწერელთან („იოსური", გე. 184). კოვალეესკის განმარტებით ასარი მონღოლური სიტყვაა – „ციხე, ბასტიონი“ (იხ. კლივსი, 407––409).
  71. ხუთთუ ნუინი - მონღოლთა ერთ-ერთი ნოინი მათ მიერ ირანისა და ამიერკავკასიის დაპყრობის დროს. კირაკოს განძაკელთან – ღ უ თ უ (გვ. 261). ხუთთუ შესაძლოა იყოს მონღოლური ყ უ თ უ ღ თ უ – „წმინდანი“ (კლიესი, 435).
  72. თუთტუ ნუინი - მონღოლთა ერთ-ერთი ნოინი მათ მიერ ირანისა და ამიერკავკასიის დაპყრობის დროს. კირაკოს განძაკელთან – ტუთუ ნუინი (გე. 261). თუთტუ უნდნა იყოს მონღოლური თ უ დ თ უ (კლივსი, 431).
  73. ოგოთა - მონღოლთა ერთ-ერთი ნოინი მათ მიერ ირანისა და ამიერკავკასიის დაპყრობის დროს. ჟამთააღმწერელთან ო ქ ო თ ა (რომელსაც ის უწოდებს ჩინგისის მესამე შვილს, გე. 160). ოგოთა არის მონღოლერი ოგოდეი (ჩინგის ყაენის მესამე ვაჟის სახელი). (კლიესი, 409-410).
  74. ხოჯა ნუინი - მონღოლთა ერთ-ერთი ნოინი მათ მიერ ირანის და ამიერკავკასიის დაპყრობას დროს. მოხსენებულია, გრიგოლ აკანელის გარდა, კირაკოს განძაკელთან (გე. 355). სახელი ხოჯა სპარსული წარმოშობისაა და ძლიერ გავრცელებული იყო მონღოლებში. ხშირად იხსენიება ჩინურ წყაროებში (კლივსი, 411-–422).
  75. ხურუმჩი ნუინი - მონღოლთა ერთ-ერთი ნოინი მათ მიერ ირანისა და ამიერკავკასიის დაპყრობიხ დროს. მოხსენებულია, გრიგოლ აკანელის გარდა, კირაკოს განძაკელთან (გე. 355). ხურუმჩი არის მონღოლური ყ უ რ უ მ ჩ ი (კლივსი, 433--435).
  76. ხუნან ნუინი - მონღოლთა ერთ-ერთი ნოინი მათ მიერ ირანისა და ამიერკავკასიის დაპყრობის დროს. მოხსენებულია მხოლოდ გრიგოლ აკანელთან. ხუნანი არის მონღოლური ღ უ ნ ა ნ ი – „სამი წლის“ (კლიესი, 432).
  77. თენალ ნუინი - მონღოლთა ერთ-ერთი ნოინი მათ მიერ ირანისა და ამიერკავკასიის დაპყრობის დროს. მოხსენებულია მხოლოდ გრიგოლ აკანელთან. თენალი არის მონღოლური თ ა ი ნ ა ლ (კლვისი, 430-–431).
  78. ანგურაგი - მონღოლთა ერთ-ერთი ნოინი მათ მიერ ირანის და ამიერკავკასიის დაპყრობის დროს. კირაკოს განძაკელთან – ანაკგურაკ (296. ჟამთააღმწერელთან - ანგურნაგა (ანგურაგი), ანგურგი (196, 215, 218, 222). ანგურაგი არის მონღოლური ენგთურეგი – „ძეირფასი, კარგი მეგობარი" (კლიესი, 404–--405).
  79. სომეხი და ქართველი მთავრების მოქცევა მონღოლთა ხარკის ქვეშ - საისტორიო წყაროები (როგორიც ქართული, ისე სომხური) აღნიშნავენ, რომ მონღოლებთან საზავო მოლაპარაკება გამართა არა საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ, არამედ ცალკეულმა მსხვილმა ფეოდალებმა („მთავრებმა“). ისინი სათითაოდ უმორჩილებდნენ მონღოლებს საქართველოს კუთხეებს, რომლებსაც თვითვე ღებულობდნენ მონღოლთაგან საგამგებლოდ (იხ. ვარდანი, 190, ჟამთაღმწერელი, 189--190). გრიგოლ აკანელის ცნობას, რომ მონღოლებს დაემორჩილენ მთავრები, ზოგი ნებით და ზოგი უნებლიეთო, ადასტურებს ჟამთააღმწერელი, რომელიც გვამცნობს, რომ სამცხის მთავარი ყვარყვარე ჯაყელი მხოლოდ ხანგრძლივი წინააღმდეგობის შედეგად დაემორჩილა მონღოლებს (191). ეს ცალ–ცალკე დამორჩილება მთავრებისა მოწმობს ამ დროისთეის ცენტრალური ხელისუთლების სისუსტეს საქართველოში, რაც იყო კიდეც, როგორც ჩანს, უმთავრესი მიზეზი მონღოლთა მიერ საქართველოს დაპყრობისა. ამ სისუსტეზე მიუთითებს სწორედ გრიგოლ აკანელის ცნობა, რომ რუსუდანს ეპყრა სამეფო ივანეს ზედამდგომლობით და კირაკოს განძაკელის ცნობა, რომ რუსუდანი მართავდა სამეფოს ივანე, ვარამ, შაჰანშა მხარგრძელებთან და ვარამ გაგელთან ერთად (224).
  80. ხალანი - ხალანი მომდინარეობს თურქული სიტყვიდან ყ ა ლ ა ნ – „გადასახადი, მიწის გადასახადი“. დამოწმებულია უიღურულშიც. რაშიდ-ედ-დინი ხმარობს კალან-ს. ირანში აღნიშნავდა სამხედრო ბეგარას, ასევე საქართეელოშიც. ჟამთააღმწერელთან ნახმარია ყ ა ლ ა ნ ი (235. 272). (იხ. რ. ბლეიკი, შენიშვნა 32, ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, III, 1951, გე. 57).
  81. მონღოლთა ბოროტმოქმედებანი დაპყრობილ ქვეყნებში - შეადარეთ: „კირაკოს განძაკელი, ვარდანი, ჟამთააღმწერელი. მასალები იხ. აქვე, გვ. 109-–-110.
  82. აღმოსავლეთის ქვეყანა - „აღმოსავლეთის ქეეყანას“ მონღოლთა დროინდელი ქართული და სომხური წყაროები ხშირად ხმარობენ როგორც სპეციალურ ტერმინს წინა აზიის აღსანიშნავად (იხ, ჟამთააღმწერელი, 181, კირაკოს განძაკელი, გვ. 354, 355,. 358, 363 და სხეა), ზოგჯერ კი უფრო ვიწრო მნიშვნელობით: ამიერკავკასიის აღსანიშნავად.
  83. ვარდანი, ვანაკანის მოწაფე მოძღეარი (ვარდაპეტი). ისტორიკოსი. ავტორი მრავალი ნაშრომისა, რომელთა შორის ყველაზე თვალსაჩინოა „მსოფლიო ისტორია“ (იწყება სამყაროს შექმნით და მთავრდება 1267 წლით). დაიბადა კილიკიაში, ტავრის მთების ჩრდილოეთ მხარეზე მდებარე ბარძრბერდში (აქედან მისი სახელი: „ვარდან ბარძრბერდელი"). დაბადების წელი უცნობია. მოწაფე იყო (კირაკოსთან, იოსებთან, არაქელთან ერთაღ) იმ დროს სახელგანთქმულ მოძღვარ იოანე ვანაკანისა. 1238 წელს წავიდა იერუსალიმში სალოცავად, იქიდან დაბრუნდა კილიკიაში და ეახლა ქ. სისში სომეხთა მეფე ჰეთუმს. შემდეგ, გაემართა სომხეთის კათალიკოს კონსტანტინესთან, რომელმაც ის სიყვარულით მიიღო და დატოეა თავისთან. 1243 წელს, კათალიკოსის დავალებით, მიდის ძორაფორის მხარეში (საქართველოში), კავნის ციხის პირდაპირ მდებარე წმ. ანდრიას მონასტერში. 1264 წ. ის გამოიძახა ჰულაგუ ყაენმა. ამ შეხვედრას დაწერილებით აგვიწერს თვით ვარდაჩი (იხ. ვარდანი, 204--202). გრიგოლ აკანელის ცნობით გარდაიცვალა 1271 წელს. ვარდანის ცხოგრებაზე იხილეთ: 1. ა. ოსკიანი, ვანაკანი და მისი სკოლა (სომხურად), 2. ვარდანის რუსული თარგმანის შესავალი (ემინისა), გე. V-X XIII, 3. ლ. მელიქსეთ-ბეგი, ძეელი სომხური ლიტერატურის ისტორია, 1941 წ. 4. ლ. მელიქსეთ-ბეგი, საქართველოს ისტორიის წერილობითი წყაროების პუბლიკაციები, I, 1949 წ.
  84. კირაკოსი, ვანაკანის მოწაფე - მოძღვარი (ვარდაპეტი). ცნობილი ისტორიკოსი კირაკოს განძაკელი. ავტორი "სომეხთა ისტორიისა“ (IV ს. –– 1265 წ.). დაიბადა ქ. განძაკში (დღეს კიროვაბადი) 1201 წელს და გარდაიცეალა, გრიგოლ აკანელის ცნობით, 1271 წელს (ერთ წელს ვარდანთან ერთად). განათლება ვარდანთან, იოსებთან და არაქელთან ერთად მიიღო მოძღვარ იოანე ვანაკანთან. ვანაკანთან ერთად ტყეედ წაიყვანეს ამიერკავკასიამი შემოჭრილმა მონღოლებმა. განაკანი გამოისყიდეს, ხოლო კირაკოსი მონღოლებმა დაიტოეეს და იყენებდნენ მთარგმნელად (იხ. კირაკოსი, 236––239). კირაკოსის ისტორიის პირველი ნაწილი, სადაც მოთხრობლია ადრინდელი ამბები, წარმოადგენს სხვადასხვა წინამორბედი ისტორიკოსების შრომების კომპილაციას, მეორე ნაწილში, წინა აზიაში მონღოლთა შემოსეეისა და ბატონობის ისტორიას კირაკოსი აგვიწერს როგორე თვითმხილველი, ყეელა სხვა სომეხ ისტორიკოსზე უფრო დაწვრილებით. კირაკოს განძაკელის ცხოვრებაზე იხილეთ: 1. ა. ოსკიანი, ვანაკანი და მისი სკოლა (სომხურად). 2. კირაკოსის რუსული თარგმანი, გამოკრებილად, ქ: პატკანიანისა, გვ. 11I1--VI), 3. სომხური საისტორიო მწერლობის ბიბლიოგრაფიული მიმოხილვა, ქ. პატკანიანისა, გე. 497. 4. ლ. მელიქსეთ-ბეგი, ძეელი სომხური ლიტერატურის ისტორია, 1941 წ. 5. ლ. მელიქსეთ-ბეგი, საქართველოს ისტორიის წერილობითი წყაროების პუბლიკაციები, 1, 1949 წ.
  85. არაქელი, ვანაკანის მოწაფე - მოხსენებულია მხოლოდ გრიგოლ აკანელთან.
  86. იოსები, ვანაკანის მოწაფე - მოხსენებულია მხოლოდ გრიგოლ აკანელთან.
  87. კარნუ ქალაქი - იგივე კარინი, თეოდოსიოპოლი, დღეს ერზერუმი. (იხ, ჰიუბშმანი 287-290. რ. ბლეიკი, შენიშვნა 29). ჯუანმერის ცნობით, მას, ვახტანგ გორგასლის დროს ერქვა კარახპოლა (ქართლის ცხოერ., I, 159). ქართლის ცხოერების ჯანაშვილისეულ ნუსხაში, დავითის ისტორიკოსთან არშიაზე წერია: „კარნუ აზრუმი+" (ქართლის ცხ., I, 318,
  88. ჰორომი - რუმის სასულტნო (იხ. აქვე, შენიშვნა VI, 3).
  89. ჰორომნი - ჰორომებად აქ იგულისხმებიან თურქები. თურქ სელჯუკთა სახელმწიფოს მცირე აზიაში – რუმის სასელტნოს - სომხურ წყაროებში ეწოდება ჰორომი, ჰორომთა ქეეყანა, ე. ი. რომაელთა (ბერძენთა) ქვეყანა. ჟამთაღმწერელი რუმს უწოდებს საბერძნეთს (192, 194, 207), ხოლო რუმის სულტანს საბერძნეთის სულტანს (220).
  90. სომეხთა და ქართველთა მონაწილეობა მონლოლთა ლაშქრობებში - გრიგოლ აკანელის ცნობა, რომ მონღოლთა გამარჯვებებში უმთავრესი დამსახურება მიუძღვით ქართველებსა და სომხებს, რომლებიც მეწინავეები იყვნენ და პირველნთ ეკვეთებოდნენ ხოლმე მტერს, დასტურდება სხვა წყაროებითაც. მონღოლებმა დუმნებად დაყვეს საქართველო და მათი სამხედრო ბეგარა (ყალანა), მძიმე ტვირთად აწვა ქვეყანას.
  91. სიათადინი - იგულისხმება რუმის სულტანი - ყიას-ად-დინ ქაიხუსრუ II (1236-1245) (იხ. ს.ლენ-პული, მუსლიმანური დინასტიები, გვ. 128).
  92. ძე დიდი შალვასი - ფარადავლა თორელი. შალვაში აქ იგულისხმება შალვა ახალციხელ-თორელი, ვაზირი (მექურჭლეთ-უხუცესი) და დიდებული აზნაური. თამარ მეფის, ლაშა-გიორგისა და რუსუდანის დროინდელი მოღვაწე, რომელიც 1225 წლის გარნისის ბრძოლაში ტყვედ ჩაიგდო სულტანმა ჯალალ-ედინმა (მის შესახებ იხ. ლ. მუსხელიშვილი, თორელთა გენეალოგია, ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორ. III, 1949, გვე. 48). შალვას ძის მონაწილეობაზე მონღოლთა და რუმის სულტნის ბრძოლაში, უკანასკნელის მხარეზე, გრიგოლ აკანელის გარდა, გვამცნობს აგრეთვე ჟამთაღმწერელი. ამ ცნობის მიხედეით, შალვას ძე – ფარადავლა, საქართველოდან რაღაც მიზეზით ლტოლვილი, ხლებია რუმის სულტანს, რომელსაც ის, მაღალი საბრძოლო ღირსებების გამო, ერთ-ერთ მხედართმთავრად დაუყენებია (192). ჟამთააღმწერლისვე ცნობით, ფარადვლა, აღნიშნულ ბრძოლაში მოუკლავთ რუმის სულტნის ბრძანებით „შურითა ქართველთათა“ (194).
  93. აღბუღა - ვარამ გაგელის ძე (იხ.. აქვე, შენიშვნა I11, 13). აღ-ბუღა თურქული სიტყვაა „თეთრი ხარი". აღ - „თეთრი", ბუღა - „ხარი“ (კლივსი, 403––404).
  94. მონღოლთა მიერ რუმის სულტან ყიასედინის დამარცხება - საქართველოს დაპყრობის შემდეგ მონღოლებმა პირი ქნეს მცირე აზიისკენ. გზაზე მათ, 1242 წ. აიღეს ხლათი და კარნუ ქალაქი (იგივე კარინი, თეოდოსიოპოლი, დღეს ერზერუმი) და შეიჭრნენ რუმის სასულტნოში, რომელიც ყველაზე ძლიერი სახელმწიფო იყო მაშინ მცირე აზიაში. სომხური წყაროები რუმის სასულტნოს უწოდებენ ჰორომთა ქეეყანას, რუმელებს კი (ე. ი. თურქ -სელჯუკებს) - ჰორომებს (ე. ი. რომაელებს – ბერძნებს). ბრძოლა მონღოლებსა და რუმის სულტნის ჯარებს შორის (რომლებიც რიცხობრივად სჭარბობდნენ მოწინააღმდეგეს) მოხდა 1244 წელს, კარნუ ქალაქსა და ერზინკას (დღეს ერზინჯანი) შორის (გრიგოლ აკანელის მართებელი ცნობით), კოსე-დაღს. და დამთავრდა მონღოლთა გამარჯეებით, გრიგოლ აკანელის ცნობას, რომ მონღოლთა გამარჯვების ერთ-ერთი მიზეზი აქ და საერთოდ სხვა ბრძოლებშიც, იყვნენ ქართველები და სომხები, რომლებიც იბრძოდნენ მეწინავეებად, ადასტურებენ სხვა წყაროებიც. რუმში მონღოლებს ხელთ უგდიათ ქალაქები: კესარია სებასტია, ერზინკა, კონი (კონია), ახშარი, ტიურიკე. მასალები ამ საკითხზე იხ. აქვე. გვ. 112--116,
  95. ერზინკა - ქალაქი მცირე აზიაში, დღეეანდელი ერზინჯანი (იხ. ჰიუბშმანი, 286).
  96. შაჰნა - მონღოლი მოხელე. ქალაქის გარნიზონის უფროსი (იხ, ბერეზინი, 58).
  97. კესარია - ქალაქი მცირე აზიაში. წინა აზიის უმნიშვნელოვანეს საეაჭრო გზაჯვარედინზე მდებარე პუნქტი.
  98. კონი - ჟამთააღმწერელთან იკონია (194). სხვა სომხურ წყაროებში აგრეთვე კონი. თანამედროვე კონია. რუმის სასულტნოს ცენტრი. მონღოლები კონიაზე შორს არ წასულან. ჟამთააღმწერელი აღნიშნავს: „...იკონიადმდე, რომელ არს ქალაქი დიდად დიდი და ზღუდითა მტკიცითა მიერ განმაგრებული“ (194). იხ. აქეე, შენიშვნა I, 8.
  99. ახშარი - მოხსენებულია მხოლოდ გრიგოლ აკანელთან. რ. ბლეიკის აზრით, შეიძლება ეს იყოს თანამედროვე აქსარაი – ანტიკური ხანის არქელაისი, რომელიც მონღოლებმა დაიპყრეს (იხ. რ. ბლეიკი, შენიშვნა 31).
  100. სევასტი - დღევანდელი სივასი. გრიგოლ აკანელის ცნობას, რომ ის ხელთ იგდეს მონღოლებმა რუმში შეჭრის დროს ადასტურებენ სხვა წყაროებიც (იხ. აქვე, გე. 114––-115).
  101. ურდო - ორდა, ორდუ - სადგომი, ბანაკი; არმია; ყაენის ადგილსამყოფელი (ქ. პატ„კანიანი, შენიშენა 37).
  102. ჰეთუმ სომეხთა მეფე - კილიკიის სომხური სახელმწიფოს მეფე ჰეთუმ I (1226-1270 წწ.), პირველი მეფე ჰეთუმიდების დინასტიიდან. მეფედ გახდა მას შემდეგ, რაც მისმა მამამ, კონსტანტინემ, რუბენიდების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენლის იზაბელას რეგენტმა, ცოლად შერთო იზაბელა მას (იხ. გ. მიქაელიანი, გვ. 291––293). სომხური წყაროების ცნობით ჰეთუმი გარდაიცვალა 1270 წელს, საქართველოს მეფე ულუ დავითთან ერთად (იხ. აქვე, გვ. 167–168). ნ. აკინიანი უარყოფს ამ თარიღს და თვლის, რომ ჰეთუმი გარდაიცვალა 1269 წლის 29 ოქტომბერს (იხ. რ. ბლეიკი, შენიშვნა 71).
  103. ჰეთუმ სომეხთა მეფის მამა - იგულისხმება კილიკიის სომხური სახელმწიფოს მეფის ჰეთუმ I (1226--1270) მამა – ბარძბერდის მფლობელი, სომეხთა გუნდსტაბლი, ბაილი კონსტანტინე. კილიკიის მეფის ლეონ II სიკვდილის შემღეგ ის გახდა ტახტის მემკეიდრის იზაბელას რეგენტი, რომელიც 1229 წ, გათხოვდა ანტიოქიის მფლობელ ბოემუნდის ვაჟ ფილიპეზე. ფილიპემ მალე სომეხ პარონთა უკმაყოფილება გამოიწვია. მათ ის ჩასვეს საპყრობილეში. კონსტანტინემ 1226 წ. იზაბელა შერთო თავის ვაჟს ჰეთუმს, და მეფედ აკურთხა ის. თავის მეორე ვაჟს – სუმბატს – კონსტანტინემ გადასცა კონეტაბლის (მთავარსარდლის) თანამდებობა, მესამე ვაჟს - ოშინს - მისცა ზღეისპირა სიმაგრე კორიკოსი, მეოთხეს –– ლევონს––აგრეთვე დიდი სახელმწიფო თანამდებობა. ამრიგად, მეფობა რუბენიდებიდან გადავიდა ჰეთუმიდების ხელში. კონსტანტინე, შვილის გამეფების შემდეგაც, აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფო გამგებლობაში. (იხ. გ. მიქაელიანი, გვ. 291––294).
  104. კილიკიის სომხური სახელმწიფოს უბრძოლველად დამორჩილება მონღოლებისადმი - კილიკიის სომხური სამეფო მონღოლებამდე განიცდიდა რამდენადმე რუმის სასულტნოს პოლიტიკურ გავლენას. როცა მონღოლებმა შეუტიეს რუმს, კილიკიის მეფე ჰეთუმმა არ შეასრულა სულტან ყიასედინის მოთხოვნა დამხმარე ჯარის გაგზაენაზე მისთვის, ხოლო მონღოლთა გამარჯვების შემდეგ, 1244 წელს, მოციქული გაუგზავნა ბაჩუ ნოინს, იცნო მონღოლთა სუვერენიტეტი და იკისრა ხარკის ძლეეა მათთვის. ჰეთუმმა ამავე დროს, მონღოლთა მოთხოვნით, გასცა მასთან შეფარებული რუმის სულტნის დედა, ცოლი და ქალი (იხ. კირაკოსი, 272). ამით ჰეთუმმა იხსნა თავისი სამეფო მონღოლთა შესევისგან. (იხ. გ. მიქაელიანი, 297–-–-299). მასალები ამ საკითხზე იხ. აქვე, გვ. 116––117.
  105. სპარაპეტი - მხედართმთავარი. სპარაპეტის აღსანიშნავად კილიკიაში ხმარობდნენ აგრეთვე ევროპულ ტიტულს – კონეტამბლ, ან გუნდსტაბლ (იხ. გ. მიქაელიანი, გვ. 234
  106. პარონი - კილიკიის სომხეთში შესული ევროპული ტერმინი. შეესაბამება ბარონს. კილიკიის სომხეთში ჯვაროსანი რაინდების სამუალებით შევიდა კიდევ სხეა მრავალი ევროპული ტერმინი: კონეტაბლი, ბაილი, დუკა და სხვა (იხ. ქ. პატკანიანი, შენიშვნა 34).
  107. სუმბატი - კონსტანტინეს ძე. კილიკიის სომხური სახელმწიფოს მეფის ჰეთუმ I (1226-1272) ძმა. სომეხთა სპარაპეტი, ანუ კონეტაბლი (გუნდსტაბლი). ჰეთუმის გარდა ჰყავდა ძმები: ოშინი და ლევონი. 1248 წ. ჰეთუმმა სუმბატი გაგზავნა თავის მაგივრად თაყვანისსაცემად (როგორც მოითხოვდა მონღოლთა წესი) ჯერ ბათუ ყაენთან, რომელსაც ექვემდებარებოდა ფორმალურად წინა აზია ჰულაგუ ყაენის მოსვლამდე (ამიტომ იყო, რომ წინა აზიის მფლობელნი ბათუ ყაენს ეახლებოდნენ თაყვანისსაცემად. ასე მოიქცნენ, მაგალითად, საქართველოს მეფეები –– ულუ დავითი და ნარინ დავითი. ბათუსთანეე გაგზავნა რუსუდანმა ელჩად არსენ ჭყონდიდელი), ხოლო შემდეგ გუიუქ ყაენთან (იხ. კირაკოს განძაკელი, გე. 301--302). სამშობლოში სუმბატი დაბრუნდა 1250 წელს. სუმბატის კალამს ეკუთვნის ისტორიული ქრონიკა - „სომხეთის ისტორია“ (952-1274 წწ.), რომლის ბოლო ნაწილი დაწერილი აქვს როგორც თვითმხილველს. 1264 წელს სუმბატი მხითარ გოშის „სამართლის წიგნის“ საფუძეელზე ადგენს კანონთა კრებულს, რომელიც ძვირფასი წყაროა XIII ს. კილიკიის სოციალ-პოლიტიკური ცხოვრების შესასწავლად. გარდაიცვალა 1275 წ. (სუმბატის ისტორიული ქრონიკა სომხურად: 1856 წ. სუმბატის „სამართლის წიგნი" იხ. კარსტის ნაშრომში: 1905). სუმბატის შესახებ იხ. გ. მიქაელიანი, დასახ. ნაშრ., გე. 261--286; ქ. პატკანიანი, სომხური საისტორიო მწერლობის ბიბლიოგრაფიული მიმოხილეა; ლ. მელიქსეთ-ბეგი, ძველი სომხური ლიტერატურის ისტორია, თბილისი, 1941). მასალები სუმბატის ყაენთან მოგზაურობაზე იხ. აქვე, გე. 116-117.
  108. საინ ღანი - საინ ყაენს წყაროები უწოდებენ ბათუს (იხ. მარკო პოლო, 227). გრიგოლ აკანელი აქ, როგორც ჩანს, შეცდომით გუიუქს უწოდებს საინ ღანს, თუმცა მეორედ საინ ღანად გრიგოლ აკანელი უკვე ბათუს გულისხმობს. ეს ჩანს მისი ცნობიდან, რომ ბერქა იყო ძმა საინ ღანისა (იხ. აქეე, გე. 43, 6––7), ბერქას ძმა კი, როგორე ცნობილია, ბათუ იყო. საინი მონღოლური სიტყვაა და მართლაც „კეთილს“ ნიშნავს, როგორც ამას გრიგ. აკანელიც აღნიშნავს (კლივსი, 425).
  109. სღამიში - კ. პატკანიანი აღნიშნაეს, რომ ეს არის დამახინჯებული სიურღამიში – „კეთილგანწყობა“. აქედან მოდის სოიურღალ – მეფის მიერ მკვიდრად ბოძებული მიწის ნაკვეთი. სღამიშად, პატკანიანის აზრით, აქ იგულისხმება სუმბატისთვის მამულის ბოძება (ის. ქ. პატკანიანი, შენიშენა 36).
  110. იარლახი - თურქულად – იარლიყი, მონღოლურად – იარლიღი, ჟამთააღმწერელთან: „იერლაყი, რომელ არს წიგნი შეწყალებისა“ (225), სტეფანოს ორბელიანთან: „ეარლეხი, რომელიცაა ბრძანება, რომელსაც ჩვენ სიგელს ვუწოდებთ“ (გე. 411). სიგელი, დეკრეტი, ყაენისგან გაცემული. (იხ.რ, ბლეიკი, შენიშვჩა 34; ქ. პატკანიანი, შენიშვნა 37).
  111. ოქროს ფაიზა - მეტალის ფირფიტა (ოქროსი ან ვერცხლისა), რომელსაც უწყალობებდა ხოლმე ყაენი ამა თუ იმ პირს. მოხსენებულია სტეფანოს ორბელიანთან, რომლის ცნობით მასზე ამოჭრილია ღმრთისა და მეფის სახელები (გ: 410--411, 483). (იხ. რ. ბლეიკი, შენიშენა 31; ქ. პატკანიანი, "მენი შენა 36).
  112. მონღოლთა ხარკიდან ეკლესიის განთავისუფლება - გრიგოლ აკანელის ეს ცნობა სუმბატის მიერ ყაენისგან ეკლესიის ხარკისგან განთავისუფლების წერილის მიღების შესახებ კიდეე ერთი დადასტურებაა იმისა, რომ მონღოლები ეკლესიას არ ხარკავდნენ, რასაც ერთსმად აღნიშნავენ წყაროები. საქართველოს ეკლესიას ხარკისგან თავისუფლების ასეთი წერილი („იერლიყი") მიუღია ნიკოლოზ კათალიკოსს იმავე ხანებში (იხ. ჟამთააღმწერელი, 224), ხოლო 1254 წლის აღწერის დროს, რაც ახლებური დახარკვის მიზნით ჩატარდა, საეკლესიო მამულები მონღოლებს არ აღურიცხიათ (იხ. კირაკოსი, 350; ჟამთააღმწერელი, 235).
  113. რუსუდან მეფის გარდაცვალება - რუსუდან მეფე გარდაიცვალა 1245 წელს (იხ. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერას ისტორია, III, 1949 წ., გვ. 118––120).
  114. სიასათი - არაბული. აღნიშნავს ძალაუფლებას, რწმუნებას (იხ. ქ. პატკანიანი, შენიშვნა 40; რ. ბლეიკის თარგმანი, VIII, 17).
  115. დავით ლაშას ძის დახასიათება - შეადარეთ ქამთააღმწერელს (284).
  116. ალთან ხათუნის გამგებლობა - იხ. აქვე, შენიშვნა, IV, 6.
  117. დავით ლაშას ძის გამეფება - გრიგოლ აკანელის ცნობას დავით ლაშას ძის რუმის ტყვეობიდან დახსნისა და გამეფების შესახებ ადასტურებენ სხვა წყაროებიც (კირაკოსი, ვარდანი, ჟამთააღმწერელი, იხ. აქვე, გვ. 118–122). გრ. აკანელის ცნობით, დავითი მონღოლებმა დაიხსნეს ქართველთა თხოვნით, რომელთაც ამ დროს მეფე აღარ ჰყავდათ, სოლო კირაკოს განძაკელის ცნობით, მონღოლებმა დავითი გამოიხსნეს ჯერ კიდევ რუსუდანის სიცოცხლეში, მის ჯიბრზე, რადგან ის არ ემორჩილებოდა მონღოლებსო. გრიგოლ აკანელის ცნობა უფრო მართებული ჩანს, მას ადასტურებს ჟამთააღმწერელი, რომლის ცნობითაც ქართველები, შეწუხებულები უმეფობითა და ეგარსლან ბაკურციხელის განდიდებით, სთხოვენ მონღოლებს დავითის გამოხსნას.
  118. კონსტანტინე სომეხთა კათალიკოსი - კონსტანტინე I (1221––-1267 წწ.), იხ. აქეე, გვ. 160.
  119. სირამუნი - კირაკოს განძაკელთან – სირამუნი, რაშიდ-ედ-დინთან – შირემუნი, ჟამთააღმწერელთან –– სირმონი. ნოინი. უფროსი ვაჟი ჩორმაღანისა და ალთანა ხათუნისა (გრ. აკანელი, 1X, 27, 34–35, კირაკოს განძაკელი, გე. 380; რაშიდ-ედ-დინი, III, 68; ჟამთააღმწერელი, გვ. 254,259; ჩორმაღანზე იხ. აქვე, შენიშენა ILI, 19). ჰულაგუმ სირამუნი გაგზაენა ამიერკავკასიაში შემოქრილ ბერქა ყავნის წინააღლმდეგ, მოწინავე ჯარის სარდლად (კირაკოს განძაკელი, გე. 360; ჟამთააღმწერელი, გვ.254, რაშიდ-ედ-დინი, 1I1, გე. 60). იყო აბაღა ყაენის სახლის მოურავი (ჟამთააღმწერელი, გე. 251). აბაღა ყაენმა, რაშიდ-ედ-დინის ცნობით, სირამუნს ჩააბარა საქართველო (III, გე. 69). სირამუსი სარდლობდა აჯანყებული თეგუდალის წინააღმდეგ აბაღა ყაენის მიერ გაგზავნილ ჯარს, მან დაამარცხა თეგუდარი, დაატყვევა ის და მიჰგეარა აბაღას (გრ. აკანელი, XVI. 69 ,10-37; რასიდ-ედ-დინი IIIL. გე. 72 –?73, ქამთააღძწერელი, გეგ. 259, 266--267). გრიგოლ აკანელი სირამუნს ახასიათებს როგორც მამაც მებრძოლსა და ძლევამოსილ სარდალს, კირაკოს განძაკეელი როგორც მხნე მეომარს (გე. 380); ჟამთააღმწერელი კი, როგორც ბადურს (266) და აღნიშნაეს, რომ ის იყო „კაცი წყობათა შინა სახელოვანი და შემმართებელი“ (259).
  120. ბორა - ჩორმაღანისა და ალთანა ხათუნის უმცროსი ვაჟი. ნოინი, გრიგოლ აკანელის გარდა ცნობა ჰულაგუს მიერ მისი სიკვდილით დასჯის შესახებ არსად არ გეხედება. კირაკოს განძაკელის ცნობით მან იქორწინა ღუთან ნოინის ქალზე (275). ბორა მონღოლური სიტყვაა: ბორო -–- „შავგერემანი“ (იხ. კლიესი, 414-–-415).
  121. ლევონი პეთუმის ძე - კილიკიის სომეხთა მეფის ჰეთუმ I უფროსი ეაჟი, შემდეგ მეფე – ლეონ I11 (1270–-1289); 1266 წელს, მარის ბრძოლაში ტყვედ ჩავარდა ეგეიპტის სულტანთან, ხოლო შემდეგ გამოხსნილ იქნა (გ. მიქაელიანი, 336--344 და სხვა; წყაროთა ცნობები მის ტყეედ ჩავარდნაზე იხ. აქვე, გე. 165–-167).
  122. თოროსი, ჰეთუმის ძე - კილიკიის სომეხთა მეფის ჰეთუმ I უმცროსი ვაჟი. მოკლულ იქნა ეგვიპტელების მიერ, 1266 წელს, მარის ბრძოლაში. (იხ. გ. მიქაელიანი,336. ცნობები მის ტყვედ ჩავარდნაზე იხ. აქვე, გვ. 165–-167).
  123. ავაგი - მხარგრძელი, ივანე ათაბაგის ძე. საქრთველოს ათაბაგ-ამირსპასალარი (1225-1250 წწ.) სხვა დიდებულებთან ერთად თან ახლდა ულუ დავითს ყარაყორუმში და მეფეზე ცოტა ადრე დაბრუნდა საქართველოში. ხშირად იხსენიება როგორც ჟამთააღმწერელთან, ისე სომხურ წყაროებში.
  124. ქართველთა შეთქმულება მონღოლთა წინააღმდეგ - ამ შეთქმულებაზე დაახლოებით ანალოგიურ ცნობებს გვაწვდიან სომხური წყაროები: კირაკოს განძაკელი, ვარდანი, ანონიმი სებასტიელი. მათი ცნობით ეს მოხდა 1249 წელს. შესაძლოა აქ კოხტას თავის შეთქმულება იგულისხმება, რომელზეც ცნობას გვაწვდის ჟამთააღმწერელი. მასალები ამ საკითხზე იხ. აქვე, გვ. 122--125,
  125. კალიის გაჩენა - გრიგოლ აკანელის ცნობას კალიის გაჩენაზე წინა აზიამი ადასტურებენ სხვა სომსური წყაროებიც, მხოლოდ თარიღად დებენ არა 1251, არამედ 1252 წელს. ცნობები ამის შესახებ იხ. აქვე, გვ. 127–--129.
  126. არღუნი - მონღოლთა მოხელე, რომელმაც მანგუ ყაენის ბრძანებით აღწერა მათ მიერ დაპყრობილი ქვეყნების მოსახლეობა, ახალი ხარკის დასადებად. საქართველო აღწერა 1254 წელს. ჟამთააღმწერლის ცნობით ის იყო ოირიდი. სარდლობდა 1260 წელს აჯანყებულ ულუ დავითის წინააღმდეგ გაგზავნილ მონღოლთა ჯარს (ჟამთააღმწერელი, გვ. 240). მის ვაჟს შეურთავს დავით მეფის და თამარი (274). მოხსენებულია აგრეთვე კირაკოს განძაკელთან (346), ვარდანთან (195), სტეფანოს ორბელინათან (412--413), ანონიმ სებასტიელთან (წვრილი ისტორიკოსები, 1I, გვ. 140), სტეფანოს ეპისკოპოსთან, რომელიც მას უწოდებს „ქვეყნის ამაოხრებელს“ (წვრ. ისტორიკოსები, I, გვ.42). არღუნი თურქული წარმოშობის სიტყვაა (კლივსი, 406–-407).
  127. მანკუ ღანი - მონღოლთა დიდი ყაენი (1251-1259), შვილი თულისა, შეილიშეილი ჩინგის ყაენის, ძმა ყუბილაი ყაენისა და ჰულაგუ ყაენისა. სომხური ტრანსკრიპცია დამყარებულია ამ სახელის თურქულსა და არა მონღოლურ (მონგკე) ფორმაზე (კლივსი, 423). ქ. პატკანიანის აზრით მონღოლურად აღნიშნავდა »მარადიულ ყაენს“.
  128. დავთარი - აღწერის წიგნი, სადაც მონღოლებს შეჰქონდათ გადასახადის გადამხდელი და ხამხედრო ბეგარის ვალდებული მოსახლეობის სია. გადასახადებისაგან განთავისუფლებულები (მაგალითად ეკლესია) დავთარში არ შეჰქონდათ. ქ. პატკანიანის აზრით, დავთარის ძირია დაჰ, ან დიჰ, რომელიც შემოინახა სპარსულმა: „დბირ" და სომხურმა: „დპირ“ - (იხ. ქ. პატკანიანი, შენიშვნა 45).
  129. თეთრი - ვერცხლის ფულის ერთეული (იხ. იე. ჯავახიშვილი, ქართული საფას-საზომთმცოდნეობა, ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია, ტფილისი, 1925 წ., გვ. 10––11).
  130. მონღოლთა ხარკის სიმძიმე, მონღოლთა თარეში დაპყრობილ ქვეჟნებში - 1254 წელს მონღოლთა მიერ ჩატარებულ აღწერას მოჰყვა ახალი. უჩვეულოდ მძიმე ხარკის გაწერა, რომელიც გამანადგურებელ ლახვარს სცემდა დაპყრობილი ხალხების ეკონომიკას, მაგრამ, კიდევ უფრო გამანადგურებელი იყო ამ ხარკის აკრეფის მოუწესრიგებლობა, როცა მონღოლთა მოხელეები დათარეშობდნენ დაპყრობილ ქეეყნებში და რამდენიც სურდათ, იმდენს კრეფდნენ ხარკს. ამის შედეგად საქართეელოს ეკონომიკა ნგრევის გზაზე დადგა XIII საუკუნის II ნახევარში, რამაც გამოიწვია საზოგადოებრივი განვითარების ძლიერი შეფერხება (იხ. ამის შესახებ იე, ჯავახიშეილი, ქართეელი ერის ისტორია, 11I, ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორია მე-13--14 სს.). განსაკუთრებით მძიმე სურათს ხატავს ამ მხრივ კირაკოს განძაკელი. მასალები იხ. აქეე, გვ. 127--111.
  131. ჰეთუმ მეფის წასვლა მანგუ ყაენთან - როცა კილიკიის სომხური სახელმწიფოს მეფის ჰეთუმის ძმა სუმბატი წავიდა ჯერ ბათუ, ხოლო შემდეგ გუიუქ ყაენთან, ამ უკანასკნელმა ბრძანა, რომ მასთან გამოცხადებულიყო თვით ჰეთუმი, როგორც მისი ვასალი. როცა წინა აზია აღწერა არღუნმა და ახალი ხარკი დაადო მას (1254 წ.) ჰეთუმი გაემგზავრა მანგუ ყაენთან, რუბრუკვისის ცნობით, ჰეთუმი მანგუ ყაენისგან დაბრუნდა 1255 წლის მაისში. ჰეთუმის მოგზაურობას მანგუ ყაენთან დაწვრილებით აგეიწერს კირაკოს განძაკელი (შეადარეთ გ. მიქაელიანი, 301––316). მასალები ამ საკითხზე იხ. „აქვე, გე. 131––132.
  132. დუმანი - მონღოლური თუმენ – „ათი ათასი". ჟამთააღმწერელი აღნიშნავს: „ცხრა დუმანი მხედარი... რომელ არს ცხრა ბევრი” (235). რუსულში შევიდა ფორმით: тьма (დუმანის მეთაური, ნოინი –– темник). გრიგოლ აკანელი შეცდომით განსაზღვრავს როგორც ოცდაათიათასს (იხ. კლივსი, 436; ივ. ჯავახიშვილი, ქართეელი ერის ისტორ., III, 1949 წ., გე. 123).
  133. ჰულაგუ - სომხურ წყაროებში: ჰულავუ, ჟამთააღმწერელთან – ულო, რაშიდ-ედ-დინთან – ჰულაგუ, ერანის პირველი ილხანი (1256–1265). ჩინგის ყაენის ვაჟის თულის ძე (იხ. რაშიდ-ედ-დინი, II 1,415). გრიგოლ აკანელის ცნობებს მის შესახებ (ჰულაგუს მოსელა წინა აზიაში სხვა ყაენის შეილებთან ერთად, მოწინააღმდეგე ყაენის შვილების დასჯა, ბაღდადისა და მარტიროპოლის აღება, სირიაზე ლაშქრობა, მისი ცოლი –– ტოვუს-ხათუნი, მისი გარდაცვალება) აღასტურებენ სხვა წყაროებიც (კირაკოს განძაკელი, ვარდანი, სტეფანოს ორბელიანი, „წვრილი“ სომეხი ისტორიკოსები, რაშიდ-ედ-დინი, ჟამთააღმწერელი და სხე.). სტეფანოს ორბელიანის ცნობით ისიცა და მისი ცოლიც მოწამლა ხოჯა–საჰიბმა. ეს ცნობა არ უნდა იყოს სწორი. ჰულაგუ უდრის მონღოლურ ჰულეუ-ს (კლივსი, 422). წყაროთა ცნობები ჰულაგუზე იხ. აქვე, გე. 132--140.
  134. ხული - რაშიდ ედ-დინთან და ჟამთააღმწერელთან – ყული. ურადის ძე, ჯუჩის შეილისშვილი (ე. ი. ბათუ და ბერქა ყაენების ბიძაშვილი – იხ. რაშიდ-ედ-დინი, III, გვ. 39), მამა მიღანისა (კირაკოსი, 378). თავის ნათესავ მონღოლ უფლისწულებთან ერთად მოვიდა წინა აზიაში XIII ს. 50-ან წლებში. ჰულაგუ ყაენმა სიკვდილით დასაჯა, როგორც მისი მოწინააღმდეგე. მოხსენებულია: კირაკოს განძაკელთან, რაშიდ-ედ-დინთან, ჟამთააღმწერელთან. ხული არის თურქული ყული – „მონა“ (კლივსი, 432). ცნობები ხულიზე იხ.აქეე, გე. 112--140. იხ. აგრეთვე აქგე,შენიშენა X1I, 11.
  135. ბალახა - რაშიდ-ედ-დინთან –– ბულაღა, ბულღა (III, გვ, 31, 39, 59), ჟამთააღმწერელთან – ბალაღა (გე. 251). შიბანის ძე, ჯუჩის შეილისშვილი (ე.ი. ბათუ და ბერქა ყაენების ბიძაშეილი – ინ. რაშიდ-ედ-დინი, 111, გე. 39). თავის ნათესავ მონღოლ უფლისწულებთან ერთად მოვიდა წინა აზიაში. ჰულაგუ ყაენმა სიკვდილით დასაჯა, როგორც მისი მოწინააღმდეგე. მოხსენებულია: კირაკოს განძაკელთან, რაშიდ-ედ-დინთან, ჟამთააღმწერელთან. ბალახა უნდა იყოს მონღოლური ბულღაი (კლივსი, 413––414). ცნობები ბალახაზე იხ. აქვე, გე. 132--140. იხ. აგრეთეე აქვე, შენიშვნა XII, 11.
  136. ტუთარი - სონკურის ძე, ჯუჩის შეილისშვილი (ე. ი. ბათუ და ბერქა ყაენების ბიძაშვილი, იხ. რაშიდ-ედ-დინი, III, გე. 39). თავის ნათესავ მონღოლ უფლისწულებთან ერთად მოვიდა წინა აზიაში. ჰულაგუ ყაენმა სიკვდილით დასაჯა, როგორც მისი მოწინააღმდეგე. მოხსენებულია: კირაკოს განძაკელთან, რაშიდ-ედ-დინთან, ჟამთააღმწერელთან. ტუთარი არის მონღოლური ტუტარ (კლივსი, 431). ცნობები ტუთარზე იხ. აქვე, გვ. 132-140, იხ. აგრეთვე, აქვე შენიშენა XII, 11.
  137. თაგუდარი - იხ. აქვე, შენიშვნა XVI,2.
  138. ღატაღანი - გრიგოლ აკანელის ცნობას, რომ ღატაღანი იყო ერთ-ერთი მონღოლი უფლისწული, რომელიც ჰულაგუსთან ერთად მოეიდა წინა აზიაში და სიკვდილით დაისაჯა ჰულაგუს მიერ, როგორც მისი მოწინააღმდგგე, ადასტურებს კირაკოს განძაკელი (378-379). კირაკოსი, ვარდანი და სტეფანოს ორბელიანი იხსენიებენ ღატაღანს, როგორც ერთ-ერთ ნოინს, მონღოლთა მიერ ირანისა და ამიერ-კაეკასიის დაპყრობის დროს (კირაკოსი, გვ. 229, ეარდანი, გე. 189, სტეფანოს ორბელიანი, გვ. 402). კირაკოსისა და ვარდანის ცნობით, ამიერკავკასიაში მას დაუპყრია გეტაპაჰისა და ვარდანაშატის მხარეები. ღატაღანი მონღოლური ყატაყანია, რომელიც შედგება ძირისგან: ყატან (ყატანგ) – „ძლიერი, მტკიცე, ბოროტი“ და კნინობითი სუფიქსისაგან: – ყან-კენ, კლივსი, 42). ცნობები ღატაღანზე იხ. აქვე, გვ. 132--140.
  139. ბორაღანი - მოხსენებულია მხოლოდ გრიგოლ აკანელთახ. ერთ-ერთი მონღოლი უფლისწული, რომელიც მოვიდა წინა აზიამი ჰულაგუსთან ერთად და მონაწილეობა არ მიუღია ჰულაგუს წინააღმდეგ შეთქმულებაში. შესაძლოა, ეს არის იგივე ბორა - ჩორმაღანის უმცროსი ვაჟი, რომელიც, გრიგოლ აკანელის ცნობით, ჰულაგუმ დასაჯა ბოროტი ზრახეების გამო (იხ. აქვე, შენიშენა IX, 3). ბორა-ღანი შედგება ორი მონღოლური სიტყვისგან: ბორო – „შავგვრემანი" და ყან-კენ – „პატარა“ (კლივსი, 415).
  140. გერეთი - მონასტერი სომხითში. ზუსტი ადგილმღებარეობა გაურკვეველია.
  141. მიღანი - ჯუჩის შეილიშვილის ყულის (იხ. აქეე, მენიშ. X,10) ვაჟი. გრიგოლ აკანელის გარდა მოხსენებულია კირაკოს განძაკელთან, რომლის ცნობითაც მიღანი ჰულაგუს, სხეა მონღოლ უფლისწულებთან ერთად, სიკვდილით დაუსჯია (გე. 378). მიღანი სომხური ტრანსკრიპცია მონღოლური სიტყვისა მიყან - „ხორცი" (კლივსი, 421, რ. ბლეიკი, შენიშე, 49).
  142. "ძველი და ახალი მხედრები" - წყაროების ცნობით, როცა ჰულაგუ წინა აზიაში მოვიდა, მან უბრძანა აქ მყოფ მონღოლთა ჯარების მთავარსარდალს ბაჩუ ნოინს მთელი თავისი მხედრობით დაეტოვებინა თავისი ადგილსამყოფელი – მუღანის ველი და წასულიყო რუმში. ბაჩუს ჯარი იძულებული იყო წასულიყო მცირე აზიაში, ხოლო მისი ადგილი დაიკაეა ჰულაგუსთან მოსულმა ჯარმა (კირაკოს განძაკელი, 358--360, ვარდანი, 195, რაშიდ-ედ-დინი, II~21). ამის შემდეგ, წყაროები ჰულაგუმდე მოსულ მონღოლებს უწოდებენ „ძველ მხედრებს“, ხოლო ჰულაგუსთან ერთად მოსულებს – „ახალ მხედრებს“. „ძველი მხედრების“ ნოინებსა და მხედართმთავრებს გრიგოლ აკანელი, ჟამთააღმწერელი და სხვა წყაროები უწოდებენ აგრეთვე თემაჩებს (იხ. აქვე, შენიშვნა XII, 2). წყაროთა ცნობები ამ საკითხზე, იხ. აქვე, გვე. 132--140.
  143. ბაღდადის აღება მონღოლთა მიერ - მონღოლებმა ბაღდადი აიღეს 1258 წელს. გრიგოლ აკანელის გარდა ამის შესახებ ცნობებს გეაწედიან: კირაკოს განძაკელი, ვარდანი, სტეფანოს ორბელიანი, ე. წ. „წვრილი“ სომეხი ისტორიკოსები, მარკო პოლო, რაშიდ-ედ-დინი, ჟამთააღმწერელი. მარკო პოლოს შემონახული აქეს გრიგოლ აკანელის ანალოგიური თხრობა ხალიფას (ხალიფად იყო მუსტასიმი, 1242-–-1258) სიმშილით დასჯისა. მაჰმადის დროშით ხალიფას ქადილზე მოგვითხრობს აგრეთვე კირაკოს განძაკელი. მასალები ამ საკითხზე იხ.აქვე, გვ. 141-–147.
  144. მუფარღნინი - ქალაქი მესოპოტამიაში სხვა სომხური წყაროებით – მუფარღინი, მარტვილთა ქალაქი, მარტიროპოლისი, ნფრკერტი. რაშიდ-ედ-დინთან – მაიაფარიკინი, ბიზანტიური მარტიროპოლი. წყაროები ადასტურებენ გრიგოლ აკანელის ცნობას ქალაქის ხანგრძლივ ალყაზე და იქ ჩამოვარდნილ საშინელ სიმშილზე. კირაკოს განძაკელისა და ვარდანის ცნობით, ქალაქი აღებულ იქნა 1260 წელს, რაშიდ-ედ-დინისა და სტეფანოს ორბელიანის ცნობით – 1259 წელს. მარ მარუთა მოკლეს დაახლოებით 420 წელს, ახ. წ. (იხ. რ. ბლეიკი, შენიშენა 49). (იხ, ჰიუბშმანი, გე. 108–-309). მასალები იხ. აქვე, გვ. 148---151
  145. დრამა - ირანულიდან შემოსული ფორმა დირჰემისა (რ. ბლეიკი, შენიშვნა 45). საქართველოში VIII-XV ს.ს, აღნიშნავდა ვერცხლის ფულის ერთეულს. (ივ. ჯავახიშვილი, ქართული საფას-საზომთმცოდნეობა, ანუ ნუმიზმატიკ-მეტროლოგია, გვ. 16-––17).
  146. თაღეადინი - ბაგრატუნი, კვირიკეანთა დინასტიის ნაშთი. კვირიკეს ძე, შვილისშვილი მაწნაბერდის უფლის აღსართანისა. კირაკოს განძაკელი იძლევა მისი გვარის მოკლე ისტორიას, საიდანაც ჩანს შემდეგი გენეალოგია: კვირიკე –+ დავითი –+ კვირიკე –+ აბასი+ინანა სარგის მხარგრძელის ასული –+ აღსართან+დავით ბაგრატუნის ასული –+ ბაჰლავანი, თაღიადინი და აღსართანი (კირაკოსი, გე. 146--147). კეირიკანთ დაუკარგავთ თავიანთი სამფლობელო ლორე-ტაშირ-სამშვილდეში და ბოლოს მაწნაბერდი დარჩენიათ რომელსაც ხან ჰკარგაგდნენ, ხან იბრუნებდნენ. ცოტა ხანს ტავუშიც მიუციათ მათთვის სპარსელებს (იქეე).
  147. სადუნი - სადუნ მანკაბერდელი. შერბაროქის ძე, სადუნის შვილისშვილი. გასომხებული ქურთი, მედროვე, მორკინალი და მრაეალი ენის მცოდნე. მონღოლთა წყალობით აღზევდა, ხელთ იგდო საქართველოს მეფის დემეტრეს ათაბაგობა და დიდძალი ყმა-მამული. კირაკოს განძაკელის ცნობით, ჰულაგუმ ის დააყენა თავისი ფალავნების სათავეში და მისცა სასუნის მხარე (კირაკოსი, გვ. 370), ჟამთააღმწერლის ცნობით მან ხელთ იგდო ქალაქები: თელაეი, ბელაქანი, დმანისი და სხვა სამფლობელოები. გარდაიცვალა 1281, ან 1282 წელს. მის ეაჟს ხუტლუბეღას დემეტრემ ათაბაგობა აღარ მისცა, არამედ, მხოლოდ ამირსპასალარობა. (იხ. ივ. ჯავახიშვილი, ქართე. ერის ისტორ,, III, 1949, გე. 224–-227). ცნობებე სადუნზე იხ. აქვე, გვ. 140--141.
  148. ახპატი - ახპატისა და სანაინის მონასტრები IX საუკუნეში იქნა დაარსებვლი მოძღეარ მხითარ გოშის მიერ, ტაშირში (დებედას ხეობაში), ისინი წარმოადგენდნენ სომხური მწიგნობრობის ცენტრებს. (იხ, ლ. მელიქსეთ-ბეგი, ჩრდილო მხარეთა სომეხთა მოძღვარნი),
  149. „ძველი მხედრების“ გარეკვა ჰულაგუს მიერ (მუღანიდან რუმს) - იხ. აქეე, შენიშენა, XI,1.
  150. თემაჩი - მონღოლურად: თამაჩი. ჟამთააღმწერელთან: „.,.პირეელი მათ თამჩთა (ვარ. თაიჩუთთა) ოთხთა ნოინთა მიერ განეგებოდა ქუეყანა საბრძანებელისა მათისა“ (223). სხვა წყაროებში თემაჩი არა გეხვდება. შეადგენდნენ რაინდების, ანუ მხედრების კლასს მონღოლებს შორის. გრიგ. აკანელ– თან ეს ტერმინი დაკავშირებულია „ძველ მხედრებთან“ (ე. ი. წინა აზიაში ჰულაგუმდე მოსულ ნოინებთან). ქ. პატკანიანი ფიქრობს, რომ თემაჩები ეწოდებოდათ იმ მხედართ-მთავრებს, რომლებიც მონღოლთა საბრძანებლის 4 ულუსად გაყოფამდე გაიგზავნენ ქვეყნების დასაპყრობად. (იხ. რ. ბლეიკი, შენიშვნა 47; კლივსი, 439-442; ქ. პატკანიანი, შენიშვნა 55).
  151. ელჩი - თურქულად – ილჩი, მონღოლურად –– ელჩი. ჟამთააღმწერელთან – ელჩი (გვ. 220, 229 და სხვა), მოციქული, დესპანი. (იხ. რ. ბლეიკი, შენიშვნა 48).
  152. არღუჩი - თურქულად – იარღუჩი, მონღოლურად – ჯარღუჩი. ჟამთააღმწერელი აღნიშნავს, რომ ჰულაგუმ ულუ დავითი დააწესა იარღუჩად, რომელ არს გამკითხველობაი და ბჭობაი“ (232). მონღოლთა მოსამართლე. (იხ, რ. ბლეიკი, შენიშვნა 48).
  153. მლაშე ზღვა - ქ. პატკანიანის აზრით აქ იგულისხმება ურმიის ტბა, რომლის წყალი ძალიან მარი– ლიანია (იხ. ქ. პატკანია5ი, შენიშვნა 57).
  154. ჰერი - ქალაქი, ველი და პროვინცია ურმიის ტბის დასავლეთით. მოხსენებულია მრავალ სომხურ წყაროში (თომა არწრუნთან, ასოღიკთან, მათეოს განძასარელთან, ლაზარე ფარპელთან, ანონიმურ გეოგრაფიაში), (იხ. ინჭიჭიანი, 155; რ. ბლეიკი, შენიშე. 49).
  155. ზარავანდი - პროვინცია ურმიის ტბის დასავლეთით. მოხსენებულია მრავალ სომხურ წყაროში (ეღიშე, თომა არწრუნი, ანონიმური გეოგრაფია). (იხ, ინჭიჭიანი, 153--154; რ. ბლეიკი, შენიშვნა 49).
  156. ნუხაქოუნი - მოხსენებულია მხოლოდ გრიგოლ აკანელთან. ერთ-ერთი მონღოლი მხედართმთავარი, რომელიც ჰულაგუს მიერ მისი მოწინააღმდეგე მონღოლი უფლისწულების სიკვდილით დასჯის შემდეგ გაიქცა ბერქა ყაენთან (მასალები იხ. აქეე, გვ. 132--140). ნუხაქოუნი მონღოლური სიტყეა: ნოყაიქოუნ –- „ძაღლის ვაჟი“ (კლიესი,424-425). ქოუნებს, ჟამთააღმწერლის ცნობით, ეწოდებოდნენ ჰულაგუსთან ერთად მოსულ ყაენის შვილებს (223-224).
  157. არადამური - მონღოლთა მხედართმთავარი. გრიგოლ აკანელის ცნობას, რომ ჰულაგუს მიერ ურჩი უფლისწულების დასჯის შემდეგ ოქროს ურდოს ყაენ ბერქასთან გაიქცა მათი ჯარის ნაწილი, რომელიც შემდეგ მონაწილეობდა ბერქას ლაშქრობამი ილხანის წინააღმდეგ, ადასტურებენ: კირაკოს განძაკელი (გვ.378-379), რაშიდ-ედ-დინი (III, გე. 54) და ჟამთააღმწერელი (გვ. 251-253). ამ გაქცეული ჯარის სარდლების სახელს ასახელებენ მხოლოდ გრიგოლ აკანელი (არადამური და ნუხაქოუნი) და ჟამთააღმწერელი (ალათემური, როგორც ჩანს, იგივე არადამური). არადამურ-არდამურ (–არდამირ) თურქული სიტყეაა, აღნიშნავს „რკინის კაცს“: არ – „კაცი“, დამურ (–თამურ) – „რკინა“ (კლიესი, 406).
  158. ბერქა - ოქროს ურდოს ყაენი. ჩინგის ყაენის შვილისშეილი, ჯუჩის შვილი, ბათუ ყაენის ძმა. ბერქას შემოჭრაზე ამიერ-კავკასიაში გრიგოლ აკანელის გარდა ცნობებს გვაწედიან სხვა წყაროებიც (კირაკოს განძაკელი – გვ. 378-379, ვარდანი – გე. 213; ჟამთააღმწერელი – გვ. 251-251, რაშიდ-ედ-დინი III, გე. 59–-60). ბერქა არის თურქული ბარქა – „მათრახი, ჯოხი, კეტის, ან მონღოლური ბერქე – „მძიმე, ძნელი“ (კლიესი, 416,417).
  159. ჰულაგუს მიერ მისი მოწინააღმდეგე მონღოლ უფლისწულთა დასჯა - გრიგოლ აკანელის ცნობას, რომ ჰულაგუსთან ერთდროულად წინა აზიაში მოვიდნენ ხული, ბალახა, ტუთარი, თაგუდარი, ღატაღანი და ბორაღანი), ადასტურებენ სხეა წყაროებიც: კირაკოს განძაკელი ასახელებს ოთხს: ხულის, ბალახას, ტუთარს და ღატაღანს (გვ.359, 379), ჟამთააღმწერელი ასახელებს სამს: ტუთარს, ყულის – (სომხ. წყაროების ხული) და ბალაღას (სომხ. წყაროების ბალახა, გვ. 251, 254), რაშიდ-ედ-დინი ასახელებს სამს: ყულის, ბულაღას, ბულღას (სომხ. წყაროების ბალახას) და ტუთარს (III, გე. 31, 39-54, 59-60). კირაკოს განძაკელი, რაშიდ-ედღდ-დინი და ჟამთააღმწერელი გვამცნობენ, რომ აღნიშნული უფლისწულები ბათუ და ბერქა ყაენების ნათესავები იყვნენ და ოქროს ურდოდან იყვენენ ჰულაგუსთან მოსულნი. რაშიდ-ედ-დინის ცნობიდან ჩანს, რომ ტუთარი, ბულღა და ყული ერთმანეთის ბიძაშვილები ყოფილან – ჯუჩის შვილისშვილები, ე.ი. ბათუსი და ბერქას ბიძაშვილებიც. იგივე წყაროები ადასტურებენ გრიგოლ აკანელის ცნობას პულაგუ ყაენის მიერ აღნიშნული უფლისწულების სიკვდილით დასჯაზე და მათი ჯალაბისა და მხედრების ნაწილის ბერქასთან გაქცევაზე. ამასთან, გრიგოლ აკანელის ცნობას, თითქოს ამას მოყეა ბერქას შემოჭრა ამიერკაეკასიაში (გვ. 42, 30-43, 9), იმეორებენ რაშიდ-ედ-დინი (1II, გვ. 59–-60) და ჟამთააღმწერელი (გვ. 254); შეადარ. იე. ჯავახიშეილი, დასახ. ნაშრომი, გე. 178-–-181, მასალები ამ საკითხზე იხ. აქჟე, გე. 132-140.
  160. ილხანთა სახელმწიფოს შექმნა წინა აზიაში - 1256 წლამდე მონღოლთა მიერ დაპყრობილ წინა აზიას განაგებდნენ ნოინები, რომელთა უფროსი იყო ჯერ ჩორმაღანი, ხოლო შემდეგ (1240 წლიდან) ბაიჯუ. ფორმალურად წინა აზია ექვემდებარებოდა ოქროს ურდოს ყაენებს. მანგუ ყაენმა (1251-1259) 1252 წელს მოიწვია ყურულთა. გადაწყდა ლაშქრობის მოწყობა ჩინეთისა და წინა აზიის შემოსამტკიცებლად. წინა აზიისკენ. მონღოლთა ლაშქრით 1253 წელს გაემართა მანგუ ყაენის ძმა – ჰულაგუ, რომელიც ირანში მივიდა და ყაენად დაჯდა 1256 წ. მას ეწოდა ილხანი (ელის-ხალხის ყაენი). ილხანთა სახელმწიფომ იარსება ერთ საუკუნემდე, 1335 წელს ის დაიშალა (იხ. ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან. ვ. გაბაშვილის რედაქციით, თბილისი, 1952, გე.177,213). მასალები იხ. აქვე, გე.132-140.
  161. ტოვუს-ხათუნი - ჰულაგუ ყაენის უფროსი ცოლი (+1265 წ.), ქერეიდის ტომიდან, ონგ ყაენის ძის უიკუს ქალი. ადრე იყო ჰულაგუს მამის თულის ცოლი (რაშიდ-ედ-დინი, III, 16). ყვე– ლა წყარო მას ახასიათებს, როგორც ქრისტიანს და ქრისტიანების მფარველს (გრიგოლ აკანელი, კირაკოს განძაკელი, 366,381; გარდანი, 196; რაშიდ-ედ-დინი, III, 16). იყო ძლიერ უფლებისმოყვარე და სარგებლობდა დიდი გაელენით. კირაკოს განძაკელი მას უწოდებ ტოღუს ხათუნს, ვარდანი – ტოღუზ ხათუნს, რაშიდ-ედ-დინი –– დოქუზ ხათუნს. ტოვუსი თურქული ფორმაა მონღოლური სიტყვის ტოღუზ/ტაღუზ – „ფარშევანგი“ (კლიესი, 429–430), დოქუზ/ტოქუზ (რაშიდ-ედ-დინთან) თურქულად აღნიშნავს „ცხრა“-ს (იხ. რ. ბლეიკი, შენიშვნა 51).
  162. ძელებზე დარეკვა - ზარების მაგივრად ადრე ხმის გამოსაღებად იყენებდნენ ხეს. რ. ბლეიკი აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთის ქრისტიანები იყენებდნენ არაბულ ნაყუზ-ს (იხ. რ. ბლეიკი, შენიშვნა 51). გრიგოლ აკანელის ცნობას, რომ ჰულაგუს ცოლს თოგუს ხათუნს თან დაჰქონდა კარავი-ეკლესია და ძელზე სარეკი, ადასტურებენ ეარდანი (196) და რაშიდ-ედ-დინი (III, 16). (ტოვუს ხათუნზე იხ. აქვე, შენიშენა X11, 13).
  163. ჰეთუმ მეფის წასვლა ჰულაგუ ყაენთან - ჰეთუმი ახლად დაბრუნებული იყო მანგუ ყაენთან მოგზაურობიდან (1255 წ.), როცა ჰულაგუ ყაენად დაჯდა (1256 წ.) ჰეთუმი ეახლა ჰულაგუს, როგორც ქვეშევრდომი. ჰულაგუმ ის კარგად მიიღო და გააყოლა რუმში ბაიჯუ ნოინის ჯარს, რომელსაც ის ამარაგებდა სურსათით (იხ. გ. მიქაელიანი, 318–-319).
  164. დარინის ველი - იხ. აქვე, შენიშვნა XI), 17.
  165. ალატაღი - მონღოლთა საზაფხულო სადგომი. რაშიდ-ედ-დინის ცნობით ჰულაგუმ მას უწოდა ლაბნასაგუტი (III, 49). მღებარეობს ვანის ტბის ჩრდილო-ღმოსავლეთით, ბაგავანისა და დიადინის სამხრეთით, გზაზე, არზრუმიდან თავრიზამდე. ალატაღს ილხანთა საზაფხულო სადგომად, გრიგოლ აკანელის გარდა, ასახელებენ: სტეფანოს ორბელიანი (415), რაშიდ-ედ-დინი (III, 16, 49, 58, 60, 61, 68, 70, 91 და სხვა) და ჟამთააღმწერელი (221, 226, 228, 239). გრიგოლ აკანელის, რაშიდ-ედ-დინისა (XIII, 61) და სტეფანოს ორბელიანის ცნობით ჰულაგუ აქ აშენებს სასახლეს. გრიგოლ აკანელი და სტეფანოს ორბელიანი ალატაღს აიგიეებეინ დარინის ველთან. დარინის ველზე კირაკოზ განძაკელისა (380) და ეარდანის (198-199) ცნობით, ჰულაგუ აშენებს ქალაქს. ქ. პატკანიანის აზრით ალატაღი ქალაქია (შენიშვნა 61), რაც ჩვენი აზრით არ არის სწორი. ალა-ტაღ თურქული სიტყვაა: ალა – ჭრელი“, ტაღ –- „მთა“ (იხ. კლივსი, 404. რ. ბლეიკი, შენიშვნა 52, ქ. პატკანიანი, შენიშვნა 18, ინკიჭიანი, 267–-268, გ. მიქაელიანი, 366--367, მანანდიანი, სომხეთის ეაჭრობასა და ქალაქებზე, 207).
  166. არშაკუნიანნი - სომხეთის მეფეთა დინასტია 52-391 წწ. (იხ. სომეხი ხალხის ისტორია, I, გვ. 51––-81).
  167. ტაჭიკი - არაბული სიტყვაა. სპარსულში – ტაჯიკ. ტაჯიკებს სხვადასხვა ეპოქაში უწოდებენ სხეადასხვა ხალხს. მონღოლთა ხანაში ტაჯიკებს უწოდებდნენ სპარსელებს, მონღოლთა და თურქთაგან განსასხვავებლად. სომეხი ისტორიკოსები კი, სერთოდ ტაჭიკებს უწოდებდნენ ყველა მაჰმადიანებს (იხ. ამის შესახებ: 1) ვ. ბარტოლდი, თურქესტანი, გე. 11; 2) ი. პეტრუშევსკი, ჰამდალახ ყაზეინი, როგორც წყარო აღმოსავლეთ ამიერ–კავკასიის ისტორიისა, გვ. 920, შენიშენა 5; აგრეთვე რ. ბლეიკი, შენიშვნა 52).
  168. ბაჰადური - მონღოლერი ბაღათურ – „გმირი“, ორქონის თურქულში – ბატურ, თანამედროეე სპარსულში – ბაჰადურ, რუსულში – ბოგატირ, ჟამთააღმწერელთან = ბადური. (კლიესი, 435–436; რ. ბლეიკი, შენიშვნა 53).
  169. ქესიკთუ - წარმოდგება მონღოლური სიტყვისაგან ქესიყთუ (ქეშიკთუ) – „სახელმწიფო დაცეის წეერი“. ჩინგის ყაენის გვარდიას თურქულში ეწოდებოდა ქესიყ (ქეშიყ). ქართულ წყაროებში – ქეშიკი. ახალ ქართლის ცხოვრებაში აღნიშნულია: „ვინცავინ დიდნი კაცნი იყვნენ ქართლისანი, დიდს მოურავს ქეშიქში უწვებოდნენ და ყმურად მონებდენ მას“ (ქართლის ცხოვრება, II, 1959 წ. 407). მარკო პოლოს ცნობით ყაენის „ქეშიკტენ"-ის რიცხეი 12.000 აღწევდა. ისი5ი 4 ჯგუფაღ იყოფოდნენ, თითოეული ჯგუფი, 3.000 მხედრის შემადგენლობით, 3 დღე და ღამე დარაჯობდა ყაენის სადგომს. (იხ. ივ. ჯავახიშვილი, ქართე. ერის ისტორ., 1949, III, 88--89; კლიესი, 437; რ. ბლე«იკი, შენიშვნა 52).
  170. იამი - თურქულში – იამი, მონღოლურში – ჯამ – "საფოსტო კავშირი". სხვა სომხურ წყაროში არა გეხვდება. ამ სიტყვიდანაა რუსული ямщик. მონღოლთა მიერ აგებული სადგური გზაზე. ამასთან დაკავშირებით მოსახლეობას დაკისრებული ჰქონდა საიამე გადასახადი: ცხენები, საზრდო და სადგომი მონღოლ მოციქულებისა და მოხელეთათვის. (იხ. რ. ბლეიკი, შენიშენა 54; ქ. პატკანიანი, შენიშენა 65; ივ. ჯავახიშვილი, ქართ. ერის ისტორია, 1II, 1941, გე. 59).
  171. მუღალი - ჟამთააღმწერელთან: მოღოლ (მანღოლ) მანღულ (გვ. 160, 193), თურქული ფორმა: მოღულ, სპარსული: მუღალ, იხმარებოდა აგრეთეე: მოღოლ (მონღოლ, მოღალ), რუს.: მუნგალ (კლიესი, 424). ჟამთააღმწერლის ცნობით, მონღოლებს ქართველები უწოდებდნენ თათარს, ხოლო თვით ისინი თავიანთ თავს – მანღოლს (160). აკად. ივ. ჯავახიშვილი, ვ. ბარტოლდზე დაყრდნობით, აღნიშნავს: „მონღოლები ორი მთავარი ტომისაგან შედგებოდნენ და ამის გამო ორი სახელით იყვნენ ცნობილნი, ისე რომ უკვე „ჩინურ წყაროებში მათ „მენგუ-დადა“ ეწოდებოდა.. სახელი "თათარიც" ქართული არ არის, არამედ უკვე VII საუკ. პირგელ ნახევარში ჩინეთშიც კი იყო ცნობილი, ხოლო, პირიქით, ისინი სწორედ უცხოეთში, მაგ., იმავე ჩინეთში მონღოლებად იწოდებოდნენ, სამშობლოში კი თავიანთ თავს სწორედ თათრებს ეძახდნენ“, (ივ. ჯავასიშვილი, ქართვ. ერის ისტორ,, III, გვ. 74).
  172. მესროპი - მესროპ-მაშტოცი. ძვ. სომხური წყაროების ცნობით, სომხური ანბანის შემქმნელი.
  173. წმ. სარგისის ჯვარი - კირაკოს განძაკელის ცნობით,“ წმ. მესროპმა გაგის მონასტერში, რომელიც ვარდანის ცნობით, იდგა გაგის თავს და გაჰყურებდა ფართო და გრძელ ეელს, დასდო წმ. სარგისის საკვირველმოქმედი ჯეარი, რომელიც შველოდა გაჭირვებაში მყოფთ და განსაკუთრებით – ტყვეებს. თვით წმ. სარგისი უღებდა მათ საპყრობილეს კარს და უმტვრევდა ბორკილებს (გვ. 218). (იხ. ქ. პატკანიანი, მენიშვნა 67).
  174. კუნაჰი - რ. ბლეიკი განმარტავს კუნაჰს, როგორ „ბოროტმოქმედებას, ცოდვას“, ამასთან, ე. ჰენიშმზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ცხრა ცოდვაზე სასჯელისგან ათავისუფლებდნენ მონღოლი ყაენები; ქ. პატკანიანის აზრით კუნაჰი არის სპარსული ქუნაჰ - „ცოდვა“. (იხ. რ. ბლეიკი, შენიშვნა 56; ქ. პატკანიანი, შენიშვნა 69).
  175. ყოველი ათი კაციდან ორის გამოყოფა ახალი ლაშქრის შესადგენად - მონღოლები ახალი ლამქრის შედგენის დროს ყოველი ათეულიდან გამოყოფდნენ 2 კაცს. ასე შედგა თვით ჰულაგუს ლაშქარი, მისი წინა აზიამი წამოსვლის წინ (იხ. რაშიდ-ედ-დინი,.I11, გვ. 21).
  176. ქითბულა - ჰულაგუ ყაენის ნოინი. გრიგოლ აკანელის ცნობას სირიაში ქითბუღას მარცხს (1260 წ.) ადასტურებენ სხვა წყაროებიც: კირაკოს განძაკელი, ვარდანი, ჰეთუმ კორიკოსის უფალი, ანონიმი სებასტიელი, რაშიდ-ედ-დინი. რაშიდ-ედ-დინის ცნობით ქითბეღა იყო ნაიმანის გვარიდან და ჰქონდა ბაურჩის წოდება. როცა ჰულაგუ გამოემართა წინა აზიისკენ, ქითბუღა მოწინავე რაზმით (12.000 კაცით) გაეშურა წინ, მოვიდა ხორასანში და შეუდგა კუხისტანის მხარის დაპყრობას (რაშიდ-ედ-დინი, 1II, 21). კირაკოსის ცნობით ქითბუღა ქრისტიანი იყო. ქითბუღა თურქული სიტყვაა: ქედ, ქეთ – „კარგი“, ბუღა – "ხარი" (კლიესი, 422–– 428). ცნობები ქითბუღაზე იხ, აქვე, გე. 152--157,
  177. სულტანი სალადინი - იგულისხმება ეგვიპტის სულტანი ნასირ სალახ-ად-დინ იუსუფი (1169--1192). (იხ. ს. ლენ-პული, გვ. 60).
  178. მისრელი - იგულისხმება ეგვიპტის სულტანი მუზაფარ სეიდ-ად-დინ (კუდუზი (1259-1200). (იხ. ს, ლენ-პული, გვ. 62).
  179. ფრანგი - იგულისხმება ქრისტიანი რაინდები, ჯვაროსნები, რომლებიც ეხმარებოდნენ ეგვიპტელებს ამ ბრძოლამდე. ფორმა ფრანგი, რ. ბლეიკის აზრით, ალბათ არის ბერძნული. ბლეიკი, შენიშვ, 57).
  180. მონღოლთა ლაშქრობა სირიაში - მონღოლებმა, ბაღდადის და მუფარღინის აღების შემდეგ, ილაშქრეს სირიაში ღა ხელთ იგდეს მისი ქალაქები: ალეპო, დამასკი, მარდინი (ამ ლაშქრობაში მონაწილეობდა. ქართველთა ლაშქარი და კილიკიის მეფე ჰეთუმიც). ამ დროს ჰულაგუმ ცნობა მიიღო მისი ძმის მანგუ ყაენის გარდაცვალებაზე და მიატოვა ლაშქრობა (სურდა ყარაყორუემში წასვლა და ყაენად დაჯდომა). სირიაში პულაგუმ დასტოეა მონღოლთა ჯარი ქითბუღას სარდლობით (ქითბუღაზე იხ. აქვე, შენიშვნა XIII, 2). მას თავს დასხმია ეგვიპტის სულტანი ქუდუზი, რომელსაც დაუმარცხებია და გაუჟლეტია მონღოლთა ლაშქარი თაბორის მთასთან, 1260 წელს (იხ. გ. მიქაელიანი, გვ. 321––332),
  181. კუდიანი ვარსკვლავის გამოჩენა - გრიგოლ აკანელის გარდა 1265 წელს კუდიანი ვარსკვლავის გამოჩენას გვამცნობენ სხვა წყაროებიც: კირაკოს განძაკელი (182), ანონიმი სებასტიელი (წვრ. ისტორიკოსები II, გვ. 145), რაშიდ-ედ-დინი (111, 63). სომხური წყაროები საერთოდ ასეთ მოვლენებს უკავშირებენ ხოლმე რაიმე სამწუხარო ამბავს. ამ შემთხვევაში ეს მიჩნეულია ჰულაგუს სიკვდილის მომასწავებლად.
  182. აბაღა - ილხან ჰულაგუს უფროსი ვაჟი. ერანის ილხანი (1265-1282 წწ.), ვარდანის ცნობით აბაღას ცოლად მოუყვანეს საბერძნეთიდან მეფე ვატაწის ასული დესპინა იმ პირობით, რომ აბაღა მიიღებდა ქრისტიანობას (212-213). აბაღა მონღოლური სიტყვაა და ნიშნავს „ბიძას“. (იხ. ფ. ვ. კლივსი, 402--403)
  183. ფუნტუხტარი - ეგეიპტის მამლუქი სულტანი ზახირ რუკნ-დინ ბეიბარს ბუნდუკდარი (1260-1277). ცნობა ბეიბარსის ბაღდადიდან გაქცევაზე სხეა წყაროებში არ ჩანს. ბეიბარსი მთავარი ამირა იყო სულტან ქუდუზთან (რაშიდ-ედ-დინი, II1, გვ. 52), რომელიც მან მოკლა და ხელთ იგდო მისი ტახტი. ბუნდუკდარი –- „მეარბალეტე“ მას შეარქვეს რაშიდ-ედ-დინმა და ილხანთა სხეა ისტორიკოსებმა (იხ. ბლეიკი, შენიშვნა 60).
  184. სღური - იგულისხმება ეგვიპტის მამლუქის ზახირ რუკნ-ად-დინ ბეიბარს ბუნდუკდარის ფავორიტი, მამლუქი სარდალი, დამასკოს ამირა სუნკურ-ალ-აშქარი – "მონადირე შეეარდენი", რომელიც შეპყრობილ იქნა მონღოლთა მიერ, მათი სირიაში შექრის დროს. (იხ. ვ. მიქაელიანი; 344; რ. ბლეიკი, შენიშენა 60; ქ. პატკანიანი, მენიშენა 77).
  185. მარი - მთის გასავალი კილიკიასა და სირიას მორის, ანტიოქის ჩრდილო-დასაელეთით. ძველად – ამანიდების კარები (იხ. გ. მიქაელიანი, 2137; რ. ბლეიკი, შენიშვნა 61).
  186. ხარხე - რ. ბლეიკის აზრით, შეიძლება იყოს არაბული ალ-კარაქი სირიულად „გამაგრებული ქალაქი, სიმაგრე". მოსაზრებები ამ ქალაქის მდებარეობაზე (იხ. რ. ბლეიკი, შენიშვნა 61). ქ. პატკანიანის აზრით (შენიშენა 78) ეს არის კარაქი, მდებარე ურმიის ტბის აღმოსავლეთით
  187. აბლსტანი - აპლიასტა/აბულასტანი. ქალაქი აღმოსავლეთ ანატოლიაში, მდ. პირამის (ჯეიჰანის) შენაკადზე. (იხ. რ. ბლეიკი, შენიშვ. 62).
  188. კოკოსი - ქალაქია აღმ. ანატოლიაში, მდ. პირამის (ჯეიჰანის) შენაკადზე. ბერძნული – კუკუსოს, თანამედროეე გოქსუნი. (იხ. რ. ბლეიკი, შენიშვნა 62; გ. მიქაელიანი, 355).
  189. აკანი - მონასტერი კილიკიაში. ქ. სისის ჩრდილო-დასაელეთით. ციხე ბარძრბერდის სამხრეთით, კილიკიის ტაერის მთებში. ცნობილი იყო აგრეთვე აკნერის სახელით. ქ. პატკანიანის აზრით აკანიცა და აკნერიც აღნიშნაეს სომხურად წყაროს (იხ. აგრეთვე, გ. მიქაელიანი, 259).
  190. სისი - კილიკიის სომხური სამეფოს სატახტო ქალაქი, XII ს. 70-იანი წლებიდან ამ სამეფოს დაცემამდე (1275 წ.). მდებარეობდა მთიან ადგილას, მდ. პირამის (ჯეიჰუნის) ერთ-ერთ მარჯვენა შენაკადზე. 1292-1441 წწ. ის იყო სომეხ კათალიკოსთა, ხოლო შემდეგ კილიკიის კათალიკოსთა რეზიდენცია (იხ. გ. მიქაელიანი, 18––19).
  191. ეგვიპტის სულტნის მიერ კილიკიის დარბევა - XIII ს. მეორე ნახევარში ირანის ილხანები ბრძოლებს აწარმოებენ ეგეიპტის. სულტნებსა და ოქროს ურდოს ყაენებთან. ამ ბრძოლებში ირანის ილხანები სშირად მარცხდებიან. ეგეიპტის მამლუქებთან ბრძოლის ასპარეზია სირია-პალესტინა. ამ ბრძოლაში ჩაბმული აღმოჩნდა კილიკიის სომხური სამეფოც, როგორც მონღოლთა ვასალური სახელმწიფო. 1266 წელს ეგვიპტის სულტანმა ბეიბარსმა ულტიმატუმი წარუდგინა კილიკიის მეფეს ჰეთუმს და მოსთხოეა ხელი აეღო იმ ტერიტორიაზე, რომელიც მას მონღოლებმა მისცეს. გრიგოლ აკანელის ცნობით სულტანმა მოითხოვა „მცირე რამ“, „ზღვისკიდე“. აბულფარაჯის ცნობით კი, სულტანს მოუთხოეია დამორჩილება, ფული, გზის გახსნა სირიაზე და პურის მიწოდება. (იხ. გ. მიქაელიანი, 137) ულტიმატუმის უარყოფის შემდეგ ეგვიპტის სულტნის ვასალებმა მელიქ მანსურმა, ამირა კელავუნმა და ავზ-ედ-დინ იღანმა, სემელმოტად წოდებულმა, გაილაშქრეს კილიკიის წინააღმდეგ და მარის მთის გასასელელში, დერბესაკის ახლოს (ანტიოქიის ჩრდილო დასავლეთით) დაამარცხეს სომეხთა ჯარი, რომლებსაც უფლისწულები ლევონი და თოროსი სარღლობდნენ. პირველი ტყვედ ჩავარდა, ხოლო მეორე მოიკლა. სირიისა და ეგეიპტის ჯარები შეიჭრნენ კილიკიაში, გაძარცვეს და დაწეეს სატახტო ქალაქი სისი. ამის შემდეგ ამირა იღანი გაემართა რუმისკენ, ხოლო ამირა კელაეუნმა დაარბია მისოსი, ადანი, ათასი, ტარსუ. ილხანი აბაღა ამ დროს ებრძოდა ოქროს ურდოს ყაენს და იცავდა თავის აღმოსაკლეთ საზღვრებს ჩაღათას ულუსის ყაენ ბორაყისგან, რის გამოც ვერ აღმოუჩინა დახმარება კილიკიის მეფეს. 1268 წელს სულტანმა ბეიბარსმა აიღო ანტიოქია. ჰეთუმ მეფე იძულებული იყო დაედო სულტანთან ზავი, რომელიც ხელმოწერილ იქნა სწორედ ეგვიპტელთა მიერ ახლად აღებულ ანტიოქიაში. ამ ზავით კილიკიის სომხეთმა ეგვიპტეს. დაუთმო ქალაქები: ბეხესნი, დარბესაკი, მერზებანი და სხვა. სულტანის ფავორიტი დამასკოს ამირა სონკორ-ალ-აშკარი გაცვლილ იქნა მეფისწულ ლევონზე. მეტად საყურადღებოა გრიგოლ აკანელის ცნობა იმის შესაზებ, რომ სომეხთა მარცხში გარკვეული როლი ითამაშა ფეოდალთა ღალატმა. მართლაც, ამ დროს ჰეთუმთან გამოცხადდა მის ვასალ მსხეილ ფეოდალთაგან, რომელთა რიცხვი აღწეედა ორმოცდაათს, მხოლოდ 12. (იხ. ამ საკითხზე გ. მიქაელიანი, გვ. 336–344). მასალები ამ საკითხზე იხ. აქვე, გე. 165--167.
  192. მსისი - ქალაქი კილიკიაში, ძველი მოპსუესტია, ადანას (ჯეიჰაუნი), დასავლეთით, მღ. პირამზე (იხ. გ. მიქაელიანი, 46, 72 და სხეა; რ. ბლეიკი, შენიშვნა 64; ქ. პატკანიანი, “შენიშვნა 73).
  193. "ვარდანიანთა ბრძოლა" - ჰეთუმ მეფე აქ გულისხმობს სომეხ-სპარსელთა ბრძოლას ავარაირის ველზე. ეს იყო სომეხი ხალხის ბრძოლა სასანიდთა სპარსეთის ბატონობის წინააღმდეგ. სომეხთა ლაშქარი, რომლის სარდალი იყო სპარაპეტი ვარდან მამიკონიანი, მიუხედავად გმირობისა, დამარცხდა რიცხობრივად ჭარბ მტერთან. ალყაშემორტყმული ვარდან მამიკონიანის მხედრების უმრავლესობა თავის სარდლიანად დაიღუპა ამ ბრძოლაში (იხ. სომეხი ხალხის ისტორია, 1, გვ. 87--89; გ. მიქაელიანი, გე. 343).
  194. ბიდიქჩი - თურქული ბითიქჩი (რ. ბლეიკი, მენიშე., 66), მწერალი, მდივანი, დაახლოებული პირი (კ. პატკანიანი, შენიშვნა 80).
  195. ანტიოქიის აღება ეგვიპტის სულტნის მიერ - სომეხთა ჯარის დამარცხებისა და კილიკიის დარბევის შემდეგ (1266 წ.), ეგვიპტის „სულტანმა ბეიბარს რუკნ-ად-დინ ფუნდუხტარმა, ისარგებლა რა იმით, რომ აბაღა ყაენი ამაგრებდა ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ საზღერებს, 1268 წელს აიღო ანტიოქია. აქ მან დადო ზავი კილიკიის სომხეთის მეფე ჰეთუმთან (იხ. გ. მიქაელიანი, 344).
  196. იაკობი - იაკობ I სომეხთა პატრიარქი (1268-1286). იხ. აქვე, გე. 160.
  197. ჰეთუმ მეფის ბერად შედგომა - ჰეთუმის ბერად აღკვეცაზე, მაკარის სახელით, გეამცნობს აგრეთვე ჰეთუმ კორიკოსის უფალი (იხ. წვრ. ისტორიკოსები, II, გვ. 75), რომლის ცნობით მეფე გარდაიცვალა ბარძრბერდის მიწაზე, აკნერის მხარეში, მდ. პარატისის ნაპირას.
  198. დრაზარკი - მონასტერი კილიკიაში. ქ. სისის სამხხეთ დასავლეთით, მდ. პირამის (ჯეიპაუნის) შენაკადზე. სომხური განათლებისა ღა მწიგნობრობის ერთ-ერთი ცენტრი XII--XIII სს. (იხ. გ. მიქაელიანი, 98, 259, 285).
  199. ჰეთუმ მეფისა და ქართველთა მეფის დავითის გარდაცვალება - კილიკიის სომხური სახელმწიფოს მეფე ჰეთუმი და საქართველოს მეფე ულუ დავითი გარდაიცეალნენ 1270 წელს. ცნობები ამ საკითხზე იხ. აქვე, გე. 167
  200. ნიშანი - სპარსულად აღნიშნაეს ნიშანს, უფრო ეიწრო მნიშენელობით – ყაენის ბეჭედს. (იხ. რ. ბლეიკი, შენიშვნა 72; ქ. პატკანიანი, შენიშენა 82).
  201. თაგუდარის აჯანყება - თაგუდარი იყო ჩინგის ყაენის ერთ-ერთი ვაჟის ჩაღათას შვილისშვილი მუჯი იას ძე (რაშიდ-ედ-დინი, 1I1, 72). წინა აზიაში მოეიდა ჰულაგუსთან ერთად (გრ. აკანელი, რაშიდ-ედ-დინი, III, 27). სხეა წყაროების ცნობები ცხადყოფენ, რომ თეგუდარი მარტო თარეშისა და მოსახლეობის რბევისთვის კი არ დაუსჯია აბაღა ყაენს, როგორც ამას ჯრიგოლ აკანელი გეამცნობს არამედ ის, თავის ბიძაშვილ ჩაღათას ულუსის ყაენ ბორაყთან (რაშიდ-ედ-დინი. III, 72-73, ჟამთააღმწერლით ბარახა –- გვ. 257--267), შეთანხმებით, აჯანყებულა აბაღა ყაენის წინააღმდეგ. თაგუდარის წინააღმდეგ აბაღას გაუგზაენია სირამუნ ნოინი (რაშიდ-ედ-დინით - შირემუნი, სირამუნზე იხ. აქეე, შენიშვნა 1X, 2), თაგუდარს, აჯანყების დროს, მეფე ნარინ დავითთან შეუფარებია თაკი დასავლეთ საქართველოში (ჟამთააღმწერელიდ„ 261--262) თაგუდარის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიური მონაწილეობა მიუღიათ ქართველ მთავრებსაც, რომლებიც ძლიერ შეუწუხებია თაგუდარის ჯარის თარეშს. (ქამთააღმწერელი, გე. 259--260, 265–--266). თაგუდარი დაატყვევა სირამუნმა და მიჰგვარა აბაღა ყაენს (გრ. აკანელი, რაშიდ-ედ-დინი, 1II.. გვ. 73, ქამთააღმწერელი, გე. 266-267). ეს მოხდა 1269–70 წწ. (სტეფანოს ეპისკოპოსი, წვრ. ისტორიკოსები, I, გე. 44, რაშიდ-ედ-დინი, LII, გე. 73). ჟამთააღმწერელი მას უწოდებს თეგუდარს, რაშიდ-ედ-დინი ნეგუდაროღულს, ჰამდალაჰ ყაზეინი – ნიქუდარს, მარკო პოლო – ნუგოდარს (იხ. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, III, 1949 წ-, გე- 193––205). ნექუდარი მონღოლური სიტყვაა – „მონა; თეგუდარი – „სრულყოფილი“ (კლივსი, LII6 ნ6-წ0CCMხ 427--428).
  202. ტარსუ - ქ. ტარსი. კილიკიის უძველესი ქალაქი. ადრე ელინიზმის ცენტრი. ჰქონდა მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა, რისთვისაც იყო ცილობის საგანი ბიზანტიელებსა და არაბებს შორის. X ს, ბიზანტიელებმა წაართვეს არაბებს. რუბენიდების დროს ის იქცა საგარეო ვაჭრობისა და ხელოსნობის ერთ მთავარ ცენტრად. ის მდებარეობდა კაპადოკიიდან სირიაში მიმავალ სავაჭრო გზაზე. ტარსში ტრადიციით აკურთხებდნენ ხოლმე კილიკიის მეფეებს (გ. მიქაელიანი, 19).
  203. ლევონის გამეფება კილიკიაში - გამეფდა 1270 წ. ლევონ III სახელწოდებით. მეფობდა 1289 წლამდე (იხ. გ. მიქაელიანი, 348). ცნობები ამ საკითხზე იხ. აქვე, გვ. 167--168.
  204. რუბინეანნი - კილიკიის სომხეთის პირველ მეფეთა დინასტია, რომელიც ფაქტიურად შეწყდა 1226 წელს, როცა მეფედ ეკურთხა ჰეთუმ I. ამ დროიდან კილიკიაში მეფობს რუბენიდ-ჰეთუმიდების დინასტია. (იხ. გ. მიქაელიანი, კილიკიის სომხური სამეფოს ისტორია, გე. 292).
  205. ვარდანისა და კირაკოსის. გარდაცვალება - ვარდანისა და კირაკოსის გარდაცვალების თარიღი (1271 წ.) შემონახულია მხოლოდ გრიგოლ აკანელთან.
  206. აჯანყება ლევონის წინააღმდეგ - აქ უნდა იგულისხმებოდეს ბრძოლა მონოფიზიტებს და დიოფიზიტებს შორის. პორომებში – ბერძნებში – აქ იგულისხმება ქალქედონიტები. სომხები მონოფიზიტები იყვნენ,
  207. წმ. ნერსესის ნეშტის აღმოჩენა - ერთ-ერთი ძველი სომხური წყაროს ცნობით, 1275 წ. აღმოაჩინეს წმ. ნერსესის ნეშტი (იხ. ქ. პატკანიანი, შენიშენა 85). (იხ. „ისტორია წმინდა ნერსესისა, პართელ-სომეხთა მამათ-მთაერისა", ვენეცია, 1853 წ., სომხურად).