დადგა სეზონი ყვავილის
დადგა სეზონი ყვავილის ავტორი: ტერენტი გრანელი |
დადგა სეზონი ყვავილის
და უფრო სევდა გამეფდა.
ალბათ ოდესმე გაივლის
ჩემი ასეთი წამება.
ვაცილებ ზარების წუხილს
და გულში სევდის ქარია.
რანაირად წვიმდა წუხელ,
ახლა რა კარგი დარია.
და ისევ მეხვევა ირგვლივ
ფიქრები ათასნაირი.
შორეულ ოცნების რიგი
და უმძიმესი ჰაერი.