დავით X (1505-1525)




ისტორიული პიროვნებები



ქართლის მეფეები







დავით X

გენეალოგიური ხე

დავით X - (ქართლის მეფე) 1487-1523, [1526] წწ. - იესიან-დავითიან-სოლომონიან-ბაგრატონიანი, აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფე, საქართველოს მპყრობელი; მეფეთ-მეფე; მონაზონობაში დამიანე ([1526 წ.] 1449-1495გამაერთიანებელი ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერისა (1488 წ. 1449-1175),აღმაშენებელი (1452 წ. (sic [1475 წ.] Sd-521 სას.).

ჰყავს:

პაპა (პაპის მამა) მეფე ალექსანდრე I ([1505-1525 წწ.] Hd-1575), დედა დედოფალი გულშარ (1466-[1475] წწ. Hd-2007, Sd-521 სას.), ბიძა მეფე გიორგი VIII (1466 წ. Hd-2007), ძმები: მეფე ბაგრატ VI (ბაგრატი მისი ნამდვილი ძმა არ არის, თანამეფეა), იხ., დავით, იხ., თანამეცხედრე დედოფალი თამარ (1464-1492 წწ. 1448-5027, Hd-14695, ქმ. № 608, 1449-1531, Sd-480), შვილები: მეფე ლუარსაბ I (1530 წ.[[487-1492, [1505] წწ. Hd-14695, 1449-1175, ქმ. № 608, 1449:1531, 1656, Sd-480), გიორგი (1487-1492, [1505] წწ. Hd-14695, 1449-1175, 1448-63, ქმ. № 608, 1449:1531, 1656), დიმიტრი (1491 წ. 1448-63), იხსენიება ლუარსაბ მეფის პაპად (1546 წ. 1449-1541), გიორგი-გერასიმეს, ბაგრატისა და ალექსანდრე ბატონიშვილების მამად (1540 წ. 1449-1497).

უწყალობა:

  • დოლისძე ვარდიას ახალშენთან სახასო ზვარი, ვანძას ბოლოს, საბათგორის ძირს, ზვარასკარის ხოდაბუნების ნახევარი, აგრეთვე ნაფუძრის ნახევარი, სულ - 100 დღის მიწა. დასვა იგი სახასო ყმად და დაავალა წელიწადში ერთი ულაყის გამოღება (1464 წ. IV.5.1448-5027),
  • ზაქარია ჯავახიშვილს, რომელიც კახა და ზაზა ჯავახიშვილებთან ერთად თან ახლდა გორისა და ქუთაისის ციხეებში, როდესაც გიორგი მეფეს ყვარყვარე ჯაყელმა უღალატა - გაბაშვილთა მკვიდრი მამული: ცხირეთის გვერდი, ხანდაკი და თხილოვანა (1466 წ. Hd-2007),
  • შავშეთიდან გადმოხვეწილ ზაზა ფანასკერტელს - ორბოძლელისეული მამული, რომელიც ბაღათარ ხოსაშვილს ჰქონია, სასახლე, ჭურ-მარანი, ზვარი და გლეხები: აბრამაშვილი, ჯაბიაშვილი, შუღლასძე, შატრისძე ესტატა, კოხარტული, ვათაზური, ჭილა,ახუსებასძე, ლაფაური, ვირშელაური, მახარაული და ტეტაური მამულები, ბოგანო ხაბელაშვილი და ამბოკონაშვილი, კეხისჯვარს - მეთევზიშვილი, მათეშვილი ბოლღია, სარგისაშვილი და ხაბიაშვილი. ამას გარდა უწყალობა ქვახვრელი, უფლისციხე, კარალეთი და ამოუკვეთა დიდი ულუფა (1467 წ. 1448-64),
  • იოთამ მაღლანიძეს - სოფელი ზერტი (1472 წ. I.2. Ad-1669), საღვინის მოლარეს - ახალციხელ ქავთარისძეს - რადგან იგი მის ძეს, დავითს, ურდოში გაჰყვა - უმკვიდროდ გადავარდნილი მირიანისძის მამული: ბორის ციხე, ღომრეთის საყდარი, ბოლოთა, სკრას ვენახი, ქვენაფლასი (1487 წ. Hd-14695),
  • აღბუღა ფანიასშვილს - რუისში, საყდრის უბანში, ელიასშვილი თავისი მამულით (1491 ქ. 1448-63);

გაუჩინა სისხლის ფასი:

  • 260 000 თეთრი, სანახშირედ - 13 000 თეთრი ცოტნე ფარჯნიანის შუამდგომლობით ვარდან თოდოძეს (XV ს. დამლევი, XII.5. ქმ. № 591 სას.);

შესწირა

  • სვეტიცხოველს, ევაგრეს კათალიკოსობის დროს, მისი შვილის, დავითის უხვედრ ქორწინებასთან დაკავშირებით - საკანონოდ ოთხი ხატი, ოთხი კანდელი; ქალაქს - შაქარაშვილი, არდაშერასშვილი ჯუანშერა, ბასილაშვილი შიო და დოდიაშვილი ავთანდილა; ეზრაშვილის მამული თელოვანი და სხალდიდითაური. გაათავისუფლა სვეტიცხოვლის სავაჭროები ბაჟისაგან და მამულები მალისაგან (1448 წ. 1449-1175); განუახლა შეწირულება: სვეტიცხოველს, დოროთეოზის კათოლიკოსობის დროს, შემდეგი მამულებისა: კოდმანი, კარსანი, წეროვანი, გოროვანი, მუხრანი, აღაიანნი, ნიაბი, მეტეხნი, სისხორი, [ძეგვი, ციხე]დიდი, არმაზი, მუხათგუერდი, [თელოა]ნი; კავთისხევს - საქადაგო ივანიასძის მამული, თბილისსა და გორში ყველა გლეხი; ორბეთის ძირს - ყორანთა, ხვედურეთს - სვეტიცხოვლის კუთვნილი მამულები, ციხებდავი, არმაზისციხისა, ბაჟის, მრულაშვილისა, ტანძიერთა, ქალაქს - კარისა (?) სარკის მონასტრის, მაჯანიძეთა, ატენს - წინუბნელთა ([1503-1505 წწ.] 1449-1656), რკონის მონასტერს - კახა თორელის შეწირულება ([1479-1505 წწ.] Sd-2859-ბ); გაუთარხნა ფეროზ ვალადემურიშვილს მამული და დააყენა იგი გორის ციხის მეციხოვნედ ([1479-1505 წწ.] Sd-480); დაამტკიცა: ბაგრატ მეფის შეწირულების წიგნი წმინდა გიორგის ტაძრისათვის და გაიჩინა აღაპი გიორგობა დღეს (1491 წ. VIII.20. ქმ. № 608), აბრაჰამ კათალიკოსის მიერ მეტეხთა ღმრთისმშობლისათვის მიცემული წისქვილისა და ვენახის შეწირულების წიგნი (1492 წ. 1449-1531), ქადაგ მახარებელ [მაღალაძის] კუთვნილი, ივანიასძისეული მამული ჩოჩეთში, სამცხეთიშვილო წილი ისევე, როგორც იგი ქადაგ დიმიტრის ჰქონდა (1501 წ. 1449-1621), იოანე ჭარმაულის მამული მცხეთას - ამბროსისძისეული ხატისწობენი, რომელიც ადრე ბერინასშვილს ეჭირა (1505 წ. Hd-1468); იხსენიება: ლუარსაბ მეფემ მეტეხის ღმრთისმშობელს განუახლა მის მიერ შეწირული ყმების: ასვატურა და მურადა ივანაშვილების თარხნობა (1546 წ. II.15. 1449-1541), ბაგრატ მეფის მიერ არჯევან ავჟანდაძისათვის მიცემულ სასისხლო სიგელში. აღმაშენებელი გელათის შენებისას გალავნიდან გადმოვარდნილა. მისთვის მოუყვანიათ 305 აქიმი. ერთერთ აქიმს ურჩევია ირმის რძეში განბანვა. რძე მოუტანია დარუბანდიდან გადმოსულ ვინმე ავჟანდაძეს, რომელსაც 12 მეწველი ფურ-ირემი ჰყოლია. კონსტანტინე აღმაშენებელს არჯევან ავჟანდაძისათვის უწყალობებია სკანდას და გოგს ქვემოთ, ძევრეისა და ყვირილას შესართავთან, ფისისანის და ჩხარას ადგილების სატყისმცველო (1452 წ. (sic [1475 წ.] Sd-521 სას.), დედაბერ ნინოს მიერ ქვათახევის მონასტრისათვის მიცემულ ვენახის შეწირულების წიგნში ნათქვამია, რომ მას მეფე კონსტანტინეს "კითხვითა და ბრძანებით" გაუღია ეს შეწირულება (1477 წ. 1449-1488), ქულივიძეთა მიერ პატრონ შაჰყუბათისათვის მირთმეულ სააღაპე წიგნში ნათქვამია, რომ კონსტანტინე მეფეს ქულივიძეებისათვის ცხვარი მიუბარებია და მათზე ჯურუმი შეუგდია (1492 წ. 1449-1490); მისი შუამდგომლობით ბერისძეებმა ქვათახევის მონასტერში გაიჩინეს აღაპი ([1473-1491 წწ.] 1448-5265), ლუარსაბ მეფის განჩინებაში კათალიკოსსა და წილკნელს შორის სამამულე დავის შესახებ აღნიშნულია, რომ ათანასე აბრამიშვილს ჰქონია კონსტანტინე მეფის სიგელი ([1527-1556 წწ.] 1449-1591); მისი ხელრთვა აქვს შემდეგ საბუთებს: 1448-5027, Ad-1669, 1448:68, 5027.

ლიტერატურა

edit