დედებს იმდენი ხოტბა შეასხეს
დედებს იმდენი ხოტბა შეასხეს ავტორი: ვახტანგ ჯავახაძე |
დედებს იმდენი ხოტბა შეასხეს,
მიჭირს ახალი სიტყვის მიგნება…
მე უკვე ვიცი, ჩემთვის ყველაზე
მძიმე რომელი წუთი იქნება.
დედის თვალებით, დედის ფიქრებით
გაზომილია ჩემი ცხოვრება.
მე უფრო მკაცრი კაცი ვიქნები,
როდესაც დედა არ მეყოლება…