დიდი პარასკები
დიდი პარასკები ავტორი: დავით მაჩაბელი |
1859; ჟურნალი ცისკარი #1 |
ურიათ ვის აღუმართეს ჯვარად ძელი!!!...
დღეს დადუმდა ღმერთ-კაცი ღვთად მეტყველი!...
განსკდნენ კლდენი!... განიპო კრეტსაბმელი!...
აღდგნენ მკვდარნი!... უგლოვს თვით მზეცა ბნელი!..
ღმერთმან თავი მოიხარი სიკვდილად:
განშორდა, ხორცს მიეწურა ღრმად ძილად;
ჯოჯოხეთად შთახდა უკუნს-უფსკრულად
დღეს ვსტირთ მისნი, ვიგლოვთ მოსავნი სრულად...
შეველ მტილსა მგლოვარებით დამშვრალი
სად სიმწყაზრე ვნახე, დაზრულ-გამქრალი;
მზის ნაცვლად მთვარე იდგა დამცხრალი.
დავფიქრდი. მუნ, სევდამ მპოვა გამშრალი...
რიჟრაჟს, ვსჭვრეტდი, განვიცადე ნეტარა?
ველს მაისი კვლავ მანტიად ეფარა;
მას კვლავ ტურფა ედემი დაემყატა,
ვცრემლეობდი სიხარულით აღმხმელი!...
ისარნი წყვლად განაბნივა მძინარემ;
განიღვიძა განგვანათლა მღიმარემ;
აღსდგა მკვდრეთით, იგრძნა ყოველმა არემ,
ჯოჯოხეთის და სიკვდილის მძლეველი!
ურიათ ვის აღუმართეს ჯვრადძელი!!...