დიმიტრი ყიფიანს
დიმიტრი ყიფიანს ავტორი: დუტუ მეგრელი |
დიმიტრი ყიფიანს
(მისს საფლავზე ძეგლის კურთხევის გამო)
"როცა ჩვენი მწარე ხვედრი
გულს მიწუხებს და მიწყლავს სულს,
ეჭვით ვუმზერ მომავალსა
და ვიგონებ შურით წარსულს, _
მაშინ თვალწინ მეხატება
სახე შენი, მადლიანი;
შენგან სიმხნით განვლილი გზა,
სახიფათო, ეკლიანი,
და ვიძახი: "იგი ერი
არ მომკვდარა, არც მოკვდება,
ვისაც შვილი ამისთანა
ჰყოლია და ეყოლება!"