დღეა წვალების

დღეა წვალების
ავტორი: ტერენტი გრანელი


დუმილი არის
თეთრი ოცნების.
ღამეა ქარის
და საოცრების.

ეს ფიქრი მივლის,
ქრიან თვალები.
ღამეა წვიმის
და გაწვალების.

ეს დარდი ჩემი,
უფრო ვინთები.
ღამეა ცრემლის
და გარინდების.

რესურსები ინტერნეტში

edit