დღეები ქროდნენ
დღეები ქროდნენ ავტორი: ტერენტი გრანელი |
დღეები ქროდნენ
და იყო დასჯა
და მოელოდე
ყოველთვის ტანჯვას.
და მძიმე ლოდებს
ეძინა იქაც.
და მოელოდე
ყოველთვის გრიგალს.
და ნაძვის ტოტებს
ვხედავდი იქით.
და მოელოდე
ყოველთვის სიკვდილს.