დღეს ნოემბრის შაბათია ჩუმი
დღეს ნოემბრის შაბათია ჩუმი ავტორი: ტერენტი გრანელი |
დღეს ნოემბრის შაბათია ჩუმი
და ყურს ვუგდებ სასაფლაოს დუმილს.
გუშინ მე აქ სხვა სიმაღლე ვიგრძენ,
წინ იშლება სევდისფერი სივრცე.
სიჩუმეა, წევს თბილისი დაბლა,
აქ დავყურებ მიტოვებულ საფლავს.
გუშინ მე აქ სხვა სიმაღლე ვიგრძენ,
ჩემს წინ ისევ გაშლილია სივრცე.