დღე მზიანია, ეს ქარი ჩადგა
დღე მზიანია, ეს ქარი ჩადგა ავტორი: ტერენტი გრანელი |
დღე მზიანია, ეს ქარი ჩადგა
და ქარის შემდეგ შენ ტირილს იწყებ.
დღეს გუშინდელი იმედი გაქრა,
გაზაფხულია და უკვე სიცხე.
ახლა მზიანი დარი იწყება,
დაიწყო ჩუმი დღეების დარდიც.
ისევ მზეში ვარ, ისევ სიცხეა,
და ისევ დღეა ოცდაცხრა მარტის.