ევსევი კესარიელი

ევსები კესარიელი
უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ



საქართველოს ისტორიის ბერძნულ-რომაული წყაროები






(263-340)

იპოლიტე რომაელი ან ჰიპოლიტუს რომაელი (დ. 170 – გ. 235) – ანტიპაპი, ადრექრისტიანული პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი საეკლესიო მწერალი (ძვ. ქართულ მწერლობაში "იპოლიტე რომაელი"). კათოლიკური (ხსენება 13 აგვისტოს) და მართლმადიდებელი ეკლესიის (ხსენება 12 თებერვალს) წმინდანი.

იპოლიტე რომაელის ცნობები საქართველოს შესახებ თარგმნა და 1961 წ. კრებულში 1961 - გეორგიკა - ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ - ტომი I - გვ.19-20 გამოაქვეყნა სიმონ ყაუხჩიშვილმა.


ევსევი კესარიელის ცნობები საქართველოს შესახებ - ქართული თარგმანის PDF ვერსია





ევსევი კესარიელი

მედეამ გამოიგონა თმების შეღებვა

გადმოგვცემენ, რომ სამკურნალო მეცნიერება ეგვიპტელმა აპისმა [შემოიღო], ხოლო შემდეგ ასკლეპოისმა განავითარა. ლიბიელმა ატლასმა პირველმა ააგო ხომალდი და ზღვაში შესცურა. ეგვიპტელები პირველები იყვნენ რომ ადამიანებს ვარსკვლავთმრიცხველობა ასწავლეს, აგრეთვე ქალდეველებიც. არიან ისეთები, რომლებიც ამბობენ, რომ ვარსკვლავების მიხედვით გამოცნობა [მოვლენებისა] კარიელებმა გამოიგონეს. ფრინველთა ფრენას პირველად ფრიგიელები დაუკვირდნენ, ხოლო [ფრინველთა ფრენის მიხედვით] მისნობაში დახელოვნდნენ ტუსკები, იტალიის მეზობლები...

კადმოს ფინიკელმა შემოიღო ქვის ტეხა და ხელი მიჰყო ოქროს მადნის დამუშავებას პანგეონის მთასთან. სხვა ტომმაც, კაპადოკიელებმა, პირველებმა გამოიგონეს ეგრეთწოდებული "ნაბლა", ისევე როგორც ასირიელებმა ორძალიანი საკრავი შემოიღეს. კარქედონელებმა (ე.ი. კართაგენელებმა) პირველებმა დაამზადეს ოთხწყვილ-ნიჩბიანი ხომალდები; იგი ადგილობრივმა ბოსპორემ ააშენა.

მედეამ, აიეტის ასულმა, კოლხელმა, პირველმა გამოიგონა თმების შეღებვა[1].


შენიშვნები
  1. ეს ცნობები ევსევის ამოუღია კლემენტი ალექსანდრიელის შრომიდან