ელისაბედ ორბელიანის ალბომში
ელისაბედ ორბელიანის ალბომში ავტორი: ვაჟა-ფშაველა |
1908 წელი. 18 დეკემბერი |
რა მოვიგონო ან რა დავწერო,
დღე და ღამ ვსტირი, გულს მაწევს სევდა.
ერთი დარდი მაქვს, ერთი ნაღველი,
საგანი ნაღვლის: ქართველი დედა,
იმასთან ერთად ივერის ბედი,
დღეს უპატრონო... მას უნდა შველა,
და ალბომებში ლექსების წერით
გახდება რასმე ვაჟა-ფშაველა?