ეპიტაფია დათა ჩემთა, მეფის ასულთა - ანასტასია და მარიამისა

ეპიტაფია დათა ჩემთა, მეფის ასულთა - ანასტასია და მარიამისა
ავტორი: ანტონ I


ჰოი, რაბამ არს ამისთვის თქმან ჩემნი,
ვითარმედ: ხელი შეხებული კალმისად,
აღმოწებანი ჩემნი უფროისად ნაღვლის,
ლექსთა შეწყობა, მნიშვნელთა მოგონება
ყოვლად მქისე არს, მწარე დაუთმენელი.

მოვედით, მეცნნო სიყრმისა ჩემისანო,
ნახეთ წალკოტი მშობელთა ჩვენთან მეფეთ,
ყვავილნი, ძირით დავითისით ნაცენნი
ვერ-მაწამულნი, ია-შროშანნარევნი
მკილინ მანგლითა ხრწილებისაით მძვინვარედ.

ესენი ფშვიდეს, სუნნელებდეს ჩემდამო,
განხმეს, ლპეს, დაჭნეს,აღარ არიან,მე ვარ.
სადაფნი იგი - ენი მარგარიტთა,
სხეული მათი - მპყრობი მშვენიერ ასოთ
იხრწნა მძვინვარედ საბავთო-სატირალად.

არ მრცხვენის თქმანი თქვენტვის მე გლოვისანი,
ვინმცა ისმინონ არ მკდემის არავისგან,
ამად, ვითარმედ თქვენ - შვილნი მეფეთანი,
ორმეფობითთა ძირთაგან ნაწარმონი,
ყრმანი ჰასაკით, მშვენიერ მორფ-ნაკვეტით.

ანასტასია, აღდგომის თან-სახელო,
ეს ხამდა შენდა,რათა გრძელს ცხოვრებისა
მისწვეთ სიმრთელით, მოგეზღო ჩემდა ცრემლნი.
შენ დაჰხედ ადგიდ დავიწყებისად მწარედ
მე დამიტევე მეცნთაგან შესაწყალად.

შენდამი ჩემი, იცოდი, ტრფიალება
არმცირე იყო, განდიდნებოდა ფრიად,
ამად, ვიტარმედ მეფეთა შენთა მეშვთა
შენ ჩემდა მოგცეს საკუთარ უსაკუთრეს
მწყუროდი, გტრფობდი, ვხარობდი, გახარებდი.

შენ მიყვავოდი კიპაროს სარდ-დამყნილი,
შენ-შროშან ფერით, სპეტაკნარევ ყარამფილ,
სენ-თმით ლადანა, იასპნაზავ მარგარიტ,
შენ-ქრისტეს სჯულთა მეცნიერ, მკაცრვით დამცველ
არღარა მივი, ვარ საწყალობელ ამით.

შენ-ჩემდა სუნნელ, ჩემდა შვენიერება,
ჩემდა დიდება, ჩემდა ნათელ-სიხარულ,
ჩემდა მზე მნათობ,ჩემდა დღე დაუღამო,
ჩმდა სიკეთე, ჩემდა ბედნიერობა
არღარა მივი, ვარ საწყალობელ ამით.

მარიამ, კეთილო ტრედო სოლომონითო,
მადლის თანსეხნავ,მოკრძალულო სიმკაცრით,
ჩემო წალკოტო, საცილებო არვისგან,
მე შენსა, შენდა ნასაკუთრევს ბუნებით,
მახარე შენდა, იხარე ჩემდა მომართ.

შენ ასულობა დავითისი სამართლად
მოგმადლა ღმერთმან,რამეთუ შვენიერად
ხარ შენ აღგებულ, ლამაზ-მიმადლებულად,
გშვენის შროშანი,ნაზავი ფერით ვარდსა,
და მარგარიტნი იაკინთს თანა ხშირად.

ვაი არს ჩემდა, მივხედო რაი საფლავსა
შენსა შემცველსა, სად ნარნა კიპაროსი
გარდაქცეულებ რტოდაცვივნულ,დალპობილ.
იანი შენნი აღარ ჰფშვიან სუნნელთა
და კბილთა ფერი ფერი ბაგითურთ წარგხდომიეს.

შენ სადა წარხველ, ჩემდა მწვეთი მურისა,
მე სად დამაგდე მარტოდ მტერთაც შესაწყალ?
შენ თავსა ვფიცავ,მშვენიერი სხვა ვინმე
ღაწვ-წარბ-წამწამთა, თვალთა ვნახე ვერავინ.
სად დაჰხედ, მზეო ანტონის გულს სალახვროდ?

თქვენ ორნი ეგე მართვენი ტრედისანი
სოლომონითმან შეგიწყნარნა ბუდემან,
აქა-წიაღმან სადავითომან ღირსად,
ზენა-სიბრძნისა ღმრთისა სასუფეველმან,
ამად, ვიტარმედ ყრმანი წარხვედით აქაით.