ერისთავიანთ დაუჯდომელის ქრონიკები






ქართული ქორონიკონები







შესავალი

edit

1898 წელს, ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა ექვთიმე თაყაიშვილმა კახეთში, სოფ. ქისტაურში, გენერალ კიაზო არაგვის ერისთავის (1821-1909) სახლში აღმოაჩინა ხელნაწერი, რომელსაც შემდგომში "ერისთვიანთ დაუჯდომელი" უწოდა. ხელნაწერი კიაზო ერისთავის მეუღლის ანა ელიზბარის ასულ ქსნის ერისთავის (1846-?) მზითევს წარმოადგენდა.

ეს ხელნაწერი 1681 წელს კათალიკოზ ნიკოლოზ ამილახვრის ბრძანებით ყოფილა გადაწერილი, რასაც გვამცნობს ხელნაწერის ბოლოში ტექსტისავე ხელით გაკეთებული ანდერძი: "...აღვაწერინე წმიდაჲ ესე წიგნი დაუჯდომელი მისის შედეგებითა და ზიარების ლოცვანითა, შევამკევ და დავახატვინე მე ამილახორის შვილმან კათალიკოზმან პატრონმან ნიკოლოზ ცოდვათა ჩვენთა შესანდობლად, დღეთა ჩვენთა წარსამართებლად, მეფობასა პატრონის გიორგისსა, ქ~კსა 369 (1681 წ.), ხელითა მიქელისათა".

აღნიშნულ ხელნაწერს ბოლოში ჩართული ჰქონია სრულიად სხვა ქაღალდზე და სხვა ხელით შესრულებული ქრონიკალური ჩანაწერები. სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულ ქრონიკებს ე.წ. "ერისთვიანთ დაუჯდომელის ქრონიკები" ეწოდებათ.

ქვემოთ მოყვანილია ამ ქრონიკების ტექსტი ქარაგმების გახსნით და თანამედროვე ქართულით. აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენს მიერ გასწორებულია ქრონიკების ბოლო ორი ჩანაწერი, როდესაც 1601 წლის ქრონიკის ჩანაწერის ბოლო სტრიქონები მიწერილია 1605 წლის ქრონიკების ბოლოში.

"ერისთვიანთ დაუჯდომელის ქრონიკების" ტექსტი

edit

1. ქკ~ნსა 292 (1072) - მიცვალა პანკრატ კურატპალატი.

2. ქკ~ნსა 315 (1095) - დავით აღმაშენებელი მეფედ დაჯდა.

3. ქკ~ნსა 327 (1107) - იწყო შენებად გელათისა.

4. ქკ~ნსა 343 (1123) - მიიცვალა დავით აღმაშენებელი და ძე მისი დიმიტრი მეფეთ დაჯდა.

5. ქკ~ნსა 375 (1155) - მიიცვალა დიმიტრი და ძე მისი დავით მეფეთ დასვეს.

6. ქკ~ნსა 375 (1155) - მიიცვალა დავით მეფე ოთხ თვე მყოფი მეფობისა მის წილ და ძე მის გიორგი მეფე იქმნა.

7. ქკ~ნსა 403 (1183) - მიიცვალა მეფე გიორგი და ძე მისი თამარ მეფეთ დასვეს.

8. ქკ~ნსა 414 (1194) - ლაშა იშვა ძე მეფისა თამარისა და იქმნა სიხარული დიდი.

9. ქკ~ნსა 427 (1207) - თამარ მეფე მიიცვალა და ძე მისი ლაშა მეფე იქმნა.

10. ქკ~ნსა 443 (1223) - ლაშა გიორგი მიიცვალა. დაჲ მისი რუსუდან მეფე იქმნა.

11. ქკ~ნსა 448 (1228) - ნოინნი მოვიდეს საქართველოსა ზედა.

12. ქკ~ნსა 466 (1246) - რუსუდან მეფე მიიცვალა.

13. ქკ~ნსა 144 (1456) - უზონ ასან მოუხდა ქართლსა და ამოსწყვიტა და იავარ ყო ყოველივე ტასის კარამდე.

14. ქკ~ნსა 132 (1444) - კოსტანტიპოლი დაიჭირეს ოსმანთა.

15. ქკ~ნსა 171 (1483) - თვესა აგვისტოსა ცამეტსა მეფე კოსტანტინე და ათაბაგი ყვარყვარე შეიბნეს არადეთს და ათაბაგს გაემარჯვა.

16. ქკ~ნსა 191 (1503) - მეფე კოსტანტინე მიიცვალა.

17. ქკ~ნსა 201 (1513) - მეფე დავით ქართლისა და მეფე გიორგი კახეთის შეიბნეს მუხრანს და მეფეს დავითს გაემარჯვა და გიორგი ხელთ დარჩა და მასვე წელსა მოკლეს.

18. ქკ~ნსა 214 (1526) - მეფე დავით მიიცვალა ქალაქსა.

19. ქკ~ნსა 200 (1512) - ხვანთქარი მოვიდა, ლიხთ იმერეთი და გელათი დაწვა და ქუთათისი.

20. ქკ~ნსა 225 (1537) - შეიბნეს მუ~ნჯთს ათაბაგზედ მეფეს ბაგრატს გაემარჯვა.

21. ქკ~ნსა 225 (1537) - კახი მეფე ბატონი ალექსანდრე იშვა. მეფე სვიმონ იშვა.

22. ქკ~ნსა 229 (1541) - შაშთამაზ ყაენი მოპარვით ქალაქს მოვიდა, ამოსწყვიტა, აღაოხრა.

23. ქკ~ნსა 242 (1554) - შაშთამაზ ყაენი ქალაქს მოვიდა და ამოსწყვიტა ქუეყანა იგი ქართლისა.

24. ქკ~ნსა 232 (1544) - ბასიანს შეიბნეს და ურუმთ გაემარჯვა. მეფენი მეოტნი მორჩნეს.

25. ქკ~ნსა 244 (1556) - გარის შეიბნეს ქართველნი ყიზილბაშნი. ქართველთ გაემარჯვა. და ქრისტეს მოწამე ლუარსაბ მუნ აღესრულა. და ძე მისი სვიმონ მეფე იქმნა.

26. ქკ~ნსა 249 (1561) - იქმნა ომი ციხე დიდსა და თათართ გაემარჯვა. და ძე მეფისა ლეონისი მოკლეს.

27. ქკ~ნსა 255 (1567) - მეფე სვიმონ და დაუთხან შეიბნეს დიღვამს და მეფეს გაემარჯვა.

28. ქკ~ნსა 245 (1557) - მეფე სვიმონ და დაუთხან შეიბნეს სამადლოს და მეფეს გაემარჯვა.

29. ქკ~ნსა 257 (1569) - იქმნა ომი ფარახეთს. და მეფე სვიმონ ხელთ დარჩა ყიზილბაშთა.

30. ქკ~ნსა 263 (1575) - ღვთის მოყუარე მეფე ლეონ მიიცვალა.

31. ქკ~ნსა 263 (1575) - მეფე კახთა ალექსანდრე და ძმისწულნი მისი შეიბნეს ჭაურს და მეფეს ალექსანდრეს გაემარჯვა და ძმის წულნი მისნი დაიხოცნეს.

32. ქკ~ნსა 266 (1578) - ლალა ფაშა გამოვიდა, რომელ არს ლალა გამზრდელი ხუანთქრისა, აგვისტოსა.

33. ქკ~ნსა 266 (1578) - მეფე სვიმონ მოვიდა ტყუეობიდამან. და ციხე გორისა აიღო და დაიპყრა ქართლი, სომხითი და ლორე.

34. ქკ~ნსა 269 (1581) - მეფე სვიმონ და მეფე კახთა ალექსანდრე შეიბნეს მარტყოფს ჭოტორს და მეფეს სვიმონს გაემარჯვა.

35. ქკ~ნსა 269 (1581) - მოვიდა სარდარი რომელსა ეწოდა მაჰმად ფაშა. დახუდა მეფე სვიმონ. მუხრანს შეიბნეს და მეფეს სვიმონს გაემარჯვა და ფაშა ლტოლვილი ქალაქს მივიდა.

36. ქკ~ნსა 273 (1585) - მეფე სვიმონ და ფაშა ლორის შეიბნეს და მეფეს გაემარჯვა. და მოისრა ურუმი ვითარ 472.

37. ქკ~ნსა 273 (1585) - მეფემ აღიღო ლორეს ქვაბი ვითარ ცხრა.

38. ქკ~ნსა 273 (1585) - მეფე სვიმონ მოადგა ციხესა ლორესსა, აპრილსა 1-სა და აღიღო ივნისისსა ათსა.

39. ქკ~ნსა 274 (1586) - მეფე სვიმონ და ფაშა ქალაქისა ასან შეიბნეს ტაბახმელას და მეფეს გაემარჯვა. მოისრა ურუმი ვითარ 500. ამავე ქკ~ნსა აიღო გალავანი ტფილისისა და უკან ციხე.

40. ქკ~ნსა 279 (1591) - მეფე სვიმონ და მეფე ლეონ შეიბნეს გოფანთას და მეფეს სვიმონს გაემარჯვა.

41. ამავე ქკ~ნსა (1591) - ლევან მეფე დაიჭირა მამია დადიანმან და მუნ აღესრულა.

42. ქკ~ნსა 280 (1592) - მეფემ სვიმონ აიღო ციხე ქუთათისისა. და ბაგრატ გამოიყვანს ძმისწული გიორგი მეფისა. და ფაშა ქალაქისა დააყენა.

43. ამავე ქკ~ნსა (1592) - იმერელთა აიღეს ქუთათისი.

44. ამავე ქკ~ნსა (1592) - წარვიდა სვიმონ მეფე დაჭირვად იმერეთისა და აიღო ციხე კაცხისა, კვარა, სკანდა და ქუთათისი.

45. ამავე ქკ~ნსა (1592) - შეიბნეს მეფე სვიმონ და მამია დადიანი და იმერელნი. დადიანსა და იმერელთა გაემარჯვა. და ძე კოსტანტინესი როსტომ მეფედ დასვეს ქუთათის.

46. ქკ~ნსა 292 (1604) - მიცვალა ძე პატრონის კოსტანტინესი ღვთის მოყუარე მეფე როსტომ.

47. ქკ~ნსა 287 (1599) - მეფემ სვიმონ აიღო ციხე გორისა. ამავე ქკ~ნსა მოვიდა სარდარი ჯაფარ ფაშა და ლაშქარი ურიცხუ. იქმნა და ომი ძლიერი. მეფემ სვიმონ ხელთ დარჩა და დაიპყრა ყოველი სომხითი და ლორე.

48. ქკ~ნსა 289 (1601) - მეფე კახთა ალექსანდრე სნეულებითა შეპყრობილ იქმნა და მიიღო მეფობაი მის წილ ძემან მისმან დავით ერთ წელ და მიიცვალა.

49. ქკ~ნსა 293 (1605) - მოკლა მეფე კახთა ალექსანდრე უმრწემესმან ძემან კოსტანტინე და ძე მისი გიორგი და იმეფა მათ წილ კოსტანტინე ერთ წელ და მოიკლა ლაშქართაგან თვისითა.

გამოცემები

edit

1.Сборник материалов для описания местностей и племен кавказа - вып.XXIX - Тиф.1901 - стр.95-114