ეს არე ისევ შავი არეა
ეს არე ისევ შავი არეა ავტორი: ტერენტი გრანელი |
ეს არე ისევ შავი არეა,
ვატყობ იმედი დღეს აღარ მოვა.
მსურს, იყოს ქარი და სიწყნარეა,
მსურს, იყოს დილა და საღამოა.
ახლა არ ვიცი, როგორ ჯობია,
მივალ და წამი ისევ მწარეა.
მსურს, იყოს ველი და მაღლობია,
მსურს, იყოს სივრცე და სამარეა.