ეს ფიქრი ძველი

ეს ფიქრი ძველი
ავტორი: ტერენტი გრანელი


ეს ფიქრი ძველი,
ცივი, ვით რკინა.
ღამეა გრძელი
და ქალაქს ძინავს.

რა ვქნა, რომ არსად
არა მაქვს ბინა.
მე ვუმზერ ვარსკვლავს
და ქალაქს ძინავს.

რესურსები ინტერნეტში

edit