ეს შავი ფიქრი დაღუპვას უდრის

ეს შავი ფიქრი დაღუპვას უდრის
ავტორი: ტერენტი გრანელი


ეს შავი ფიქრი დაღუპვას უდრის,
(შორიდან ისევ არღნის ხმას ვისმენ).
სამუშაოდან განვთავისუფლდი
და მწვანე მინდორს ვეწვიე ისევ.

მე დავიღალე, მოდი დავწვები,
მოვშორდი ქუჩას, მოვშორდი ყველას.
და თოფიანი ჯარისკაცები
არსენალისკენ მიდიან ნელა.

ციდან ცისფერი ყვავილი ცვივა,
ირგვლივ ხალხია და მჭლე ცხენები.
ახლა მოვედი, ახლა აქ ვზივარ
და გუშინ ცხედარს მივასვენებდი

ეს შავი ფიქრი დაღუპვას უდრის,
(შორიდან ისევ არღნის ხმას ვისმენ).
სამუშაოდან განვთავისუფლდი
და მწვანე მინდორს ვეწვიე ისევ.

რესურსები ინტერნეტში

edit