ვაზნარო და ატამეთო!

ვაზნარო და ატამეთო!
ავტორი: გიორგი ლეონიძე


მეღვინე ხარ თუ მემღვიმე,
დამისხი და გამეღიმე,
სიცოცხის დღეს მე ვუჩქარი,
შენ ხარ გულხე, ―
მე გულქარი!
ამ ჯამებით, ამ ჯიხვებით
ღვინოს სცლიდნენ გაჯიქებით
წინაპრები... წინაპრები,
ვისი შუქით ვილამპრები...
ამ მტევანმა, ამ ბარაქამ
ჩემს მიწის გულს გადამაბა;
მინდა შენი გადამედოს,
ვაზნარო და ატამეთო!
ოქროს ზოდად გადამდნარო,
მზევ, სამშობლოს ალამდარო!

რესურსები ინტერნეტში

edit