ვარდი (სოლომონ რაზმაძე)
ვარდი ავტორი: სოლომონ რაზმაძე |
მოაელვარებს ბუნებას მზე რა,
მაშინ მიამის მე შენი მზერა,
იადონისა, ჰოი მიჯნურო,
შენს სიახლოვეს სხვა რა ვისურვო.
მომენიავა სიო ცხოველი,
მან განმიოტა ურვა ყოველი,
მაპკურა გულსა სიამის ნამი
და გადამბანა კაეშნის ლამი.