ვედრება (ტერენტი გრანელის პირველი ლექსი)
ვედრება ავტორი: ტერენტი გრანელი |
დავალ ქვეყანაზე, როგორც შერისხული,
შენი ზვარაკია, ღმერთო, ჩემი სული.
დავალ ქვეყანაზე, როგორც ბნედიანი,
ღმერთო! მაპატიე უქმად ხეტიალი.
დავალ ქვეყანაზე, როგორც გაძარცული,
ღმერთო! დააჩქარე ჩემი აღსასრული.