ვერ გიღალატე შენ, ჩემო თავო
ვერ გიღალატე შენ, ჩემო თავო ავტორი: ტერენტი გრანელი |
ვერ გიღალატე შენ, ჩემო თავო,
ახლა სასწაულს მხოლოდ მე ველი.
და მე ვატყობდი: დრო მკლავდა, დაო,
და დრო მიჰქროდა შეუმჩნეველი.
თვალები სდუმდნენ და ცემრებლს ღვრიდნენ
და ნელა ქროდნენ წამები თრთოლვის.
იყო საღამო და უფრო ყვითელ
შუქის გარშემო ბრწინავდა თოვლი.