თბილისის ოსტატები

თბილისის ოსტატები
ავტორი: გიორგი ლეონიძე


აქ ადიდებდნენ დამპალ კინტოს, თათრულ
                                                       მუხამბაზს,
აბანოს წვირეს, შუა ბაზრის კორიანტელსა,
გაბერილ შარვალს, ყარაჩოხელს... (გასამხელია?)

აქ ივიწყებდნენ ფიროსმანის მზიან მუშამბას,
ბექა ოპიზარს, ოსტატობის წმინდა ანდერძსა,
აქ ივიწყებდნენ ძველ პოეტებს ოქროსყელიანს...

ვხედავ მათ ნათელს, შარავანდედს სცვივა
                                                       ფანტელი:
ათი ათასი მთაწმინდაზე ბრწყინავს სანთელი,
თავს დაგნათიან, სატახტოო, დიდო, უკვდავო, ―
რომ მათმა სხივმა სამუდამოდ გაგასუფთავოს!

რესურსები ინტერნეტში

edit